შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

salvation/ხსნა (თავი 2)


29-04-2016, 12:13
ავტორი -ნინაკა
ნანახია 2 207

მთელი გზა სახლამდე ჩაფიქრებული მივდიოდი. იქნებ ნათესავს ჩაეხუტა, ან თავის დას. უაზრო ფიქრებით ნუ იჭედავ თათა თავს, პატარა ბავშვივით.
კიბეები ავირბინე და გასაღები მოვარგე კარს. ქეთი არც ყოფილა მოსული სახლში. გავიფიქრე და სავრძელში ჩავეშვი. მობილური რომ აწკრიალდა. ქეთის გამოსახულება აჩვენნა ეკრანზე
-ჰო ქეთ..
-დღევანდელი შეთანხმება ხომ გახსოვს?-მეკითხება და დასტურის მოლოდინში ზუსტად ვიცი რა სახეც მიიღო.
-კი, კლუბში მიდიხარ ხომ?-თავის გამოშტერება ვცადე.
-ეე კარგი რა.
-ხო კარგი მივდივართ.
-ეგრე რა. ახლა ნიკასთან ვარ და რომ ამოვალ სახლში წავიდეთ.
-კარგი მიდი. არაფერი მიქარო-სიცილით ვუთხარი და გავუთიშე.
ისე, რა მინდა კლუბში ხვალ სამსახურში მივდივარ. კიდევ კარგი საბუთები არ მაქვს მოსაწესრიგებელი, არაა, უარს ხომ ვეღარ ვეტყვი. წავალ გავერთობი ცოტას, ან როგორც მჩვევია წვენით ხელში დავჯდები მაგიდასთან, მთელი საღამო. თუ "საჩემო" არავინ იყო. აქ რა თქმა უნდა გეგას ვგულისხმობ.
ბრუტერბოდი გავიკეთე და ლეპტოპს მივუჯექი. ფეისბუქზე დამეზარა შესვლა, როგორც ყოველთვის და განტვირთვისათვის კომედიურ ფილმს დავუწყე ძებნა, მაგრამ ამაოდ. მობილური კვლავ აწკრიალდა ამჯერად დედა იყო. ახლა ჩხუბი უნდა დაეწყო ვიცოდი, მაგრამ მაინც ვუპასუხე
-ხო დეე. ახლა ვაპირებდი დარეკვას. ძალიან მომენატრეთ.-ვიაფერისტე, რადგან საყვედურების ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი.
-ოჰ, მამის ფეხო აგრძელებ ჩხუბისგან თავის დაძვრენის შენებურ ხრიკებს არაა?-როგორც ჩანს ქალბატონი ლალი ხუმრობის ხასიათზეა.
-ლალიჯან, გამოგივლი მალე. ეს ეს დღეები ვერ მოვახერხე ქეთი გადმოვიდა ჩემთან.
-უი მართლა?! კი ვიცოდი, რომ აპირებდა გადმოსვლას, მაგრამ ასე მალე?!
-დედაა გადმობარგებას რა დიდი დრო სჭირდება არ მესმის.-ბრაზნარევი ხმით ვუთხარი ლალის.
-ხო რა ვიცი დედი..
-კარგი ახლა გავდივარ და ამოვალ მერე.
-მერე ანუ მეორე კვირას ხომ?
-დედაა კარგი რაა..
-კარგი, კარგი ნუ დაიკარგები და როცა გინდა მაშინ მოდი.
-კარგი, გაკოცე-ვუთხარი და გავუთიშე.
***
ზუსტად მაშინ გადავწყვიტე წამოსვლა სახლიდან როცა ჩემ ამჟამინდელ სამსახურში დავიწყე მუშაობა 3 წლის წინ. 22 წლის ვიყავი მაშინ, მუშაობის პარალელურად მაგისტრატურას გავდიოდი. მხოლოდ მისი დამთავრების შემდეგ დავიწყე სრული განაკვეთით მუშაობა და გაყიდვების მენეჯერი გავხდი. ლალის არ მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ გიორგიმ მხარი ამიბა და ყველანაირად დამეხმარა. კმაყოფილი იყო, თავისი შვილის გადაწყვეტილებით, მოსწონდა დამოუკიდებლად რომ მინდოდა ცხოვრების დაწყება. ლალის დათანხმებაც არ გასჭირვებია.
ამ დროს ჩემმა და-ძმამ გააპროტესტა ჩვენ რატომ არ გვეკითხები აზრსო. ყველაფერში ეტყობათ ტყუპები რომ არიან გარეგნობის გარდა. არადა ჩემი აზრით თუ ტყუპი გყავს უნდა გავდე კიდეც გარეგნობით. ისე "მუღამი" არ აქვს. ხასითები კი ძალიან რთული აქვთ მითუმეტეს თინეიჯერობის ასაკში. 16 წლის გახდებიან 2 თვეში. მეც იმდენად რთული ხასიათი მქონდა მათ ასაკში არც კი მინდა გახსენება. მოკლედ, ასე წამოვედი მშობლების სახლიდან და ამ სახლის მკვიდრი გავხდი დაქალთან ერთად. მანამ საზღვარგარეთ წავიდოდა ერთად ვცხოვრობდით, ხასიათებით ძალიან ვგავდით ერთმანეთს. დანკლისს სულ ვგრძნობ. მისი წასვლიდან რამდენიმე თვე გეგა რჩებოდა ხოლმე ჩემთან. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე. ახლა ქეთია ჩემთან, მაგრამ ეთვლება რომ არის, დილიდან გასულია.
****
საათს დავხედე, საღამო იყო უკვე. ვიფიქრე, მალე მომწერს ქეთი გავემზადები-მეთქი და საძინებელში შევედი. მოხერხებულად გამოვწყე ჯინსის შარვალსა და კედებში.
არც შევმცდარვარ მალევე მომწერა ქეთიმ
-5 წუთში ჩამო.
-ოქეი-მივწერე და ჯინსის ქურთუკი მოვიცვი, კარი გავიხურე და კიბე ჩავირბინე. ლიფტით არ ვსარგებლობ. მეორე სართულზე ვცხოვრობ და სისულელედ მიმაჩნია. მეგონა ჩემი მანქანით მივდიოდით და გადაღები წავიყოლე. დაბლა ქეთი დამხვდა ნიკასთან ერთად მანქანით.
-ჰეეი, რას შვრებით აბა?
-კლუბში მივდივართ თათასთან ერთად.-ქეთი გაიკრიჭა, ვითომ გაიღადავა.
-არაა, ჩამომრჩები შენ იუმორში, უნდა დაგხვეწო.- სიცილით უთხრა ნიკამ და შიგნიდან ჩაკეტილი უკანა კარი გამიღო.
-ამ დროს უნდა დამეთანხმო ხოლმე.-სათანადოდ შეუბღვირა ქეთიმ.
-კარგით ახლა, რას ბავშვობთ.
-კარგი, ჯანდაბას. დღეს ყველა ვსვამთ და ტაქსით მოვდივართ სახლში.
-ტაქსით წავსულიყავით ბარემ.
-შენ რა ანუ აპირებ დალევას? მეგონა დაიწყებდი ხვალ სამსახურში მივდივარო- გაოცებულმა შემომხედა ქეთიმ.
-ასეთებიც ხდება.-ვუთხარი და გავუღიმე
-მიხარია, მიხარია.

მალე მივედით კლუბში, შესვლისთანავე კედლის მაგიდასთან ვანიშნე იქ დავსხდეთ-მეთქი. ისინიც დაყვნენ ჩემ ნებას.
-ისე, რა პონტია გეგა წამოგეყვანა მაინც.-დაიწყო ნიკამ
-არ ეცალა.-ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე.
-მაგრად ატრაკებს ეგ რა.-ჩვენ წინ მდგარ, მიმტან გოგონას, ხელით ანიშნა აქ მოდიო და ისევ განაგრძო საუბარი.
-რას დალევთ აბა?-ახლა ჩვენ მოგვიბრუნდა ნიკა.
-მე ვისკი მინდა მეტი თავისუფლებისთვის-თქვა ქეთიმ
-შეგზღუდავ ფისო, აქ ვარ იცოდე, თან არ ვსვამ მე-თითი დაუქნია ნიკამ და ეშმაკურად გაუღიმა. ახლა მე შემომხედა ორივემ.
-შენ ქალბატონო?
-დასაწყისისთვის კოქტეილი იყოს და ნამცხვარიც მინდა.
-ეეე რა პონტია ახლა ეგ, აბა დავლევო?!-აბუზღუნდა ქეთი
-მე ვთქვი მხოლოდ დასაწყისისთვის-მეთქი მერე ვისკზე გადმოვალ ან რამე ძლიერზე.- თვალი ჩავუკარი და ნიკამ მიმტან გოგონას გადასცა "დანაბარები"..
ქეთის ორი ჭიქა ჰქონდა დალეული და ეტყობოდა კიდეც. კლუბის შუაგულში ცეკვევდნენ ნიკა და ქეთი. როცა ჩემთავს დავუსვი კითხვა
-რისთვის წამოვედი აქ?!-პასუხი გასართობად იყო, მაგრამ მოქმედება სხვა რამს ამტკიცებდა, ბოთლიდან ვისკი ჩამოვასხი, სწრაფად დავლიე და ხალხს შევერიე.
ნელ-ნელა ვაყოლებდი ტანის მოძრაობას მუსიკას. ქეთიმ ხელით მანიშნა მაგარიაო მერე თვალების მოძრაობაზე გადავიდა, როგორც მივხვდი იმის თქმა უნდოდა უკან გაიხედეო. ცეკვით მივბრუნდი უკან, ხელში ალექსანდრე შემრჩა. ძალიან ახლოს ცეკვავდა ჩემთან. ალექსანდრე ჩემი ახალი თანამშრომელია. რამდენიმე თვეა რაც გადმოვიდა ჩვენთან.
-თათაააა-გამიღიმა და მომეხვია
-შენ ნახვას აი აქ ვერ წარმოვიდგენდი.
-რატომ ვითომ?-მისგან გათავისუფლებას ვცდილობ.
-არ ვიცი, უბრალოდ დიდი სიურპრიზია.
-ჩემი ნახვა?
-ხო.-ძლივს გასაგონად ვსაუბრობთ. უეცრად ხელი ჩამკიდა და კარისკენ გამიყვანა.
-რატომ გამომიყვანე გარეთ?-გაბრაზებულმა შევხედე
-შენთან მინდა საუბარი.
-ოჰ, მერედა შიგნით ვერ ვისაუბრებდით? ან სამსახურში?
-არ მიყვარს ხმაური და სამსახურში კიდევ ოფიციალურობა.-არაფერი მითქვამს უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. ლაპიონების სინათლეზე უფრო მკაფიოდ ჩანდა სასმლისგან ჩაწითლებული შავი თვალები. მზერა თლილ ცხვირზე გადმოვიტანე, პირველად მომეწონა ბიჭზე მოზრდილი, მოვლილი, წვერი. ახლა ტუჩებს მივადექი, სრული სერიოზულობით იდგა, მაგრამ ღიმილის ნაოჭები თვალის კუთხეებში უჩნდებოდა. ტუჩებს კი გაღიმების საშუალებას არ აძლევდა. რატომღაც ძალიან მომინდა მისი კოცნა. ალბათ სასმელმა იმოქმედა. ნელ-ნელა ჩემკენ იწეოდა. ვხვდებოდი ამ დროს ასრულდებოდა ჩემი ყველაზე სულელური და წინდაუხედავი სურვილი, ხელი ნერვიულად მოვისვი შუბლზე და კლუბში შევვარდი. ალექსანდრე აღარ შემომყოლია, ნიკას და ქეთის ვუთხარი მივდივარ-მეთქი და გარეთ გამოსულმა ტაქსი გავაჩერე, თვალებით ვეძებდი ალექსანდრეს, მაგრამ ვერსად დავლანდე. სახლში ასული თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ არ მიკოცნია სურვილი ხომ მქონდა. ყავა მოვიმზადე დიდი ფინჯნით და ლოგინში შევწექი. მაშინვე გეგას დავურეკე
-ხო თაა
-როგორ ხარ?
-დაღლილი ვარ, შენ ?
-რავი რა.
-გინდა ამოვიდე?
-მინდა.
-კარგი გამოვალ ახლავე.-გავუთიშე ტელეფონი და ბედნიერმა დავლიე შემდეგი ყლუპი.
-გვიანი იყო უკვე კარზე ზარის ხმა რომ გავიგე. ეჭვიც არ შემპარვია იმაში რომ გეგა იქნებოდა.
გავაღე თუ არა კარი მაკოცა. მეც ავყევი, ძლივს მოვახერხეთ საძინებელში გასვლა.

თავის შიშველ სხეულზე მე თვითონაც შიშველი ზემოდან ვყავდი მოქცეული და ხელებს მთელ სხეულზე დაასრიალებდა. გეგას კისერში მქონდა თავი ჩარგული და მისი სურნელით ვტკბებოდი.
მოულოდნელად რომ მობილურის ხმა გაისმა.
ესემესი იყო, არ ვაპირებდი გახსნას, მაგრამ რაღაცამ მიბიძგა. მკლავებიდან დავეხსენი და ძირს მიგდებული შარვლის ჯიბიდან ამოვაძვრინე მობილური. უცხო ნომერი იყო, მაგრამ შეტყობინების გახსნისთანავე მივხვდი ვინც იქნებოდა.
-დღევანდელისთვის ბოდში მინდა მოგიხადო, უფრო სწორად უკვე გუშინდელისთვის ზედმეტად მთვრალი ვიყავი. მაპატიე.-წაკითხვისთანავე წავშალე და ლოგინზე მივაგდე.
-ვინ იყო?
-ქეთი იყო შეიძლება ნიკასთან დავრჩეო.-მოვატყუე, მაგრამ არ ვიცი რატომ. ისევ გვერდით მივუწექი და მის მკერდზე დავდე თავი.



№1 სტუმარი Tako zoidze

Gtkhov gaagrdzele ra <3

 


№2  offline მოდერი -ნინაკა

Tako zoidze
Gtkhov gaagrdzele ra <3


გავაგრძელებ აუცილებლად love

okay
ეს თავი აშკარად უკეთესია.
ასე გააგრძელე


გმადლობ, გმადლობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent