შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები სიკვდილისგან – 3


29-04-2016, 19:47
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 588

შავთმიანი დილიდანვე შეუდგა სამსახურის ძებნას. სახლიდან დედამისზე ადრე გამოვიდა. პირველად იქვე, მახლობლად, ერთ არც ისე პოპულარულ ბარში შეიარაა და ყავა შეუკვეთა. მიმტანს მორიდებით ჰკითხა, თანამშრომლები ხომ არ გჭირდებათო.
– სამწუხაროდ არა. – ცივად უპასუხა მიმტანმა.
შემდეგ შავთმიანმა რვეულში რაღაცეები ჩაბღაჭნა და ბარიდან გავიდა, ტყუილად დროს ვკარგავო. სად აღარ იყო, რომელ ბარს აღარ ესტუმრა, მაგრამ არსად არაფერი გამოუვიდა. ყველგან ერთი და იგივე:
– სამუშაო გამოცდილება გაქვთ?
– არა.

– სამუშაო გამოცდილება გაქვთ?
– არა.
ბოლოს, ასე შუა დღისკენ უკვე აღარ იცოდა რა ექნა. უიმედობით აღსავსე, მტკვრის სანაპიროზე მისეირნობდა. იქვე, ყველაზე ცუდ ბარ “CROSS RIDER” - შიც არ დააწყებინეს მუშაობა მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაო გამოცდილება არ ჰქონდა. ამჯერად მისი სექსუალურობა აღარაფერს ნიშნავდა. ხოდა, სხვა რა დარჩენოდა, მიაბიჯებდა ნელა, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ცხელოდა. მდინარის მშვიდ დინებას აკვირდებოდა და შიგადაშიგ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. მტკვარს რომ გაყოლოდა, ნეტავი ის უკეთესობისკენ მიიყვანდა? ალბათ კი. ალბათ ყველა უბედური ადამიანისთვის სიკვდილია შვება და სხვა არაფერი. თუმცა, შავთმიანი წამში გაძლიერდა და თვითმკვლელობაზე ფიქრი შეწყვიტა. მტკიცედ გადაწყვიტა: დღეს სახლში აღარ მივალო. ეს გადაწყვეტილება მართლაც მშვენივრად ჟღერდა, მაგრამ სხვა პრობლემებიც არსებობდა. თუ სახლში არ მივიდოდა, აბა სად უნდა წასულიყო? ქუჩაში ხომ არ იცხოვრებდა, არა? მაგრამ ამაზეც თანახმა იყო, ოღონდ თავისი მამა აღარასდროს ენახა. ხო, ორი ვარიანტი იყო: ან მამამისს მოკლავდა, ან სახლში აღარასდროს დაბრუნდებოდა. რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი უკეთესად ჟღერდა, ხოდა გადაწყვეტილებაც მიიღო. სექსუალურად ეცვა, ისღა დარჩენოდა დაღამებისთვის მოეცადა.

შავთმიანს მამამისი ყოველთვის საშინლად უმვკავდებოდა. გოგონამ ერთ ხანს დაიჯერა, რომ წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის, ახლა ჯოჯოხეთში იტანჯებოდა. თუმცა, აბა რით ჩამოუვარდებოდა ჯოჯოხეთს შავთმიანის ცხოვრება?.. იმ ჯოჯოხეთს, სადაც უხილავი ცეცხლი გწვავს. თუმცა უხილავი ცეცხლი ჯობია პირში მამის სპერმის გემოს. საწყალ გოგონას თუ წამოცდებოდა სიტყვები: „ყველაფერს დედას ვეტყვი“, მთელ დღეს სიბნელეში, კარადაში ატარებდა, სადაც ერთი–ორი ჰალუცინაცია გაიცნო. შემდეგ, თუ მამა დალევდა, შავთმიანს რისი გაკეთება აღარ უწევდა. თუმცა დავალებებს შორის მხოლოდ ერთი უხაროდა: მაღაზიაში ჩასვლა. ხოლო სახლში თავის დროზე უნდა მისულიყო, თორემ კარგი დღე არ დაადგებოდა. ამ შემთხვევაში მამამისი ჯაკუზსს გაავსებდა, შიგ მოშარდავდა და ბავშვს თავს ჩააყოფინებდა. ასე ემუქრებოდა დახრჩობით. შავთმიანი ხშირად იჩვენებდა თავს, ვითომდა ეძინა... ამ შემთხვევაში კი მამა ცივ წყალს დაასხავდა ხოლმე. ასე მაშინ იქცეოდა, როცა უეცრად მასაჟი, ან სექსი მოუნდებოდა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კაცი ამას ხანდახან ნანობდა კიდეც, თუმცა არა ხანგრძლივი დროით.
ერთხელ შავთმიანს იმედი ალკოჰოლური სასმელი დაალევინა, რომ გათიშა, მერე კი მთელი დღე აუპატიურებდა.
თხუთმეტი წლის ასაკში შავთმიანმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვენებ გადაჭრილი გოგონა მამამ თავისი ხელით მიიყვანა საავადმყოფოში. სიკვდილიც კი არ აცადა. შემდეგ ხანებში კი გადაწყვიტა, რომ უნდა ეცოცხლა და მამასთან სექსუალურ კავშირსაც თითქმისდა შეეჩვია.

შავთმიანი შუაღამეს სხვა მეძავებისგან მოშორებით მტკვრის პირას დადგა და პირველი კლიენტის მოლოდინში ათამდე ღერი სიგარეტი მოწია სულ რაღაც ერთ საათ–საათნახევარში. ნერვიულობისგან ცახცახებდა. ვერ შეგუებოდა იმას, რომ მეძავი გახდა. თუმცა ახლა მხოლოდ სასტუმროს ფული სჭირდებოდა, რომ მშვიდად დაეძინა. თან ცდილობდა, რომ სხვა მეძავებს არ შეემჩნიათ; უთანხმოების, კამათის ან ჩხუბის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. მოოკლედ, პირველმა კლიენტმა მალევე გაუჩერა მანქანა. შავ ჯიპში, საშიში გამომეტყველების ტიპი იჯდა. თუმცა, ადვილად შეატყობდით: პიროვნება შეძლებული იყო. შუახნის მსუქან კაცს, ძვირადღირებული, შავი კოსტიუმი ეცვა. მანქანაში პატარა ტელევიზორიც ჰქონდა ჩამონტაჟებული, რაც ერთ–ერთი ეროტიკულ კლიპს აჩვენებდა. ასევე მამაკაცს საქორწინო ბეჭედიც ეკეთა, რამაც შავთმიანს ღიმილი მოგვარა, მაგრამ ნერვიულობა არ შეუწყვეტია.
– რამდენი? – ბოხი ხმით ჰკითხა კაცმა მას შემდეგ, რაც შავთმიანის ფეხები და მკერდი საგულდაგულოდ შეათვალიერა.
შავთმიანმა რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ უპასუხა:
– ასი...
– ასი რა?..
– ასი ლარი. – მიუგო ანერვიულებულმა.
– კარგი. დაჯექი. – მბრძანებლური ტონით უთხრა კაცმა და შავთმიანი წინა სავარძელზე მოთავსდა.
მანქანაში ძველი ქართული მუსიკები ისმოდა, რამაც შავთმიანი ცოტა არ იყოს გააღიზიანა. როგორც ჩვეოდა თავი მინაზე მიადო და დასევდიანებულმა ქალაქის თვალიერება დაიწყო. ისევ მტკვრის დინებას უყურებდა, რომელიც აბობოქრებულიყო და ეს ბობოქრობა, ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას ჰგავდა. ეს შავთმიანმაც შენიშნა. მერე კი გოგონამ ლამპიონებისა და ხეების თვალიერება დაიწყო. ყველაფერს აკეთებდა, რომ აწმყო დაევიწყებინა და ეს ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც. ხან რაზე ფიქრობდა, ხან რაზე... უეცრად მშვენიერი იდეაც დაებადა, უახლოეს მომავალში ლაშქრობაზე წავალო. მას ეს მართლაც სჭირდებოდა. მშვენიერი ტყე და დაღლილობა ყველაფერს გადაავიწყებდა; წარმოიდგინა კიდეც, თუ როგორ მიაბიჯებს გაუკვალავ ტყეში... ხოდა, ცრემლი მოერია.
– შენთვის მნიშვნელობა აქვს სასტუმროში ვიქნებით თუ მანქანაში? – ჰკითხა მძღოლმა და მანქანა გარეუბნის ყველაზე ბნელ ადგილას გააჩერა. გარშემო დანგრეული შენობები იყო. ის ადგილი შავთმიანს მისტიკურად მოეჩვენა. უფრო კი... ყველაზე გამაღიზიანებელი, არასასიამოვნო სიჩუმე იყო.
– არა. – განაწყენებულმა წარმოთქვა შავთმიანმა. თუმცა, ცხადია სასტუმრო უკეთესი იქნებოდა.
– მაშინ გაიხადე და...
– ახლავე. – მიუგო შავთმიანმა და გახდა დაიწყო. ლიფის მოხსნის შემდეგ მისმა მკერდმა ნაწილობრივ დაკარგა სიმკვრივე და სილამაზე. როდესაც სულ მთლად გაიხადა, გადაწყვიტა კაცს კალთაში ჩაჯდომოდა, მაგრამ...
– ჯერ არა. ჯერ უნდა დამინძრიო... – უხერხულად უთხრა კაცმა, შავთმიანი კი საქმეს შეუდგა. შემდეგ უკანა სავარძელზე მოთავსდნენ. კაცი შავთმიანს ზედ დააწვა... ლამის გაჭყლიტა. როცა კაცი შავთმიანში შევიდა, გოგონამ არაკომფორტულობა და მსუბუქი ტკივილი იგრძნო. სექსის დროს. კლიენტისგან განსხვავებით შავთმიანს სუნთქვა ძლიერ უჭირდა. ის გოგოს ძლიერი ბიძგების მეშვეობით ტკენდა. გულისამრევი სექსი გამოუვიდათ, მაგრამ შავთმიანმა მაინც მოახერხა და ორგაზმი განიცადა. ყველაფერი მალევე დამთავრდა, შვიდ–რვა წუთში. პრეზერვატივში საზიზღრათ გაიჟღენთა . ბოლოს კაცმა შარვალი ჩაიცვა, თავის ადგილს დაუბრუნდა და გოგონას ჰკითხა:
– სად მიგიყვანო?
შავთმიანმა ტრუსი ამოიცვა და ჩუმი ხმით უპასუხა:
– უახლოეს სასტუმროსთან.
უახლოეს სასტუმროსთან ათ წუთში გაჩნდნენ. სასტუმრო ხუთ სართულიანი იყო. შავთმიანმა ნომერში ორმოცდაათი ლარი გადაიხადა. (ნამდვილად უღირდა.) მართლაც რომ კომფორტული ოთახი აღმოჩნდა. იმ წამსვე შუქები ჩააქრო და რბილ, კომფორტულ ლოგინზე წამოწვა. გონებაში რაღაც მშვენიერი, ჯერ არ შექმნილი მუსიკა ჩართო და ასე ვთქვათ – მოისვენა. ჭერს აშტერდებოდა, მუსიკას უსმენდა და ამავდროულად, სიჩუმით ტკბებოდა. მცირედი ბედნიერებაც იგრძნო, ვინაიდან და რადგანაც მომდევნო დღეზე აღარ ფიქრობდა. ხვალინდელი დღე კი არა, გონებაში მხოლოდ კოსმოსი და უსასრულობა უელავდა. შემდეგ ირმის ნახტომის მშვენიერებაც გფაიხსენა და გადაწყვიტა, რომ დედამიწა არც ისეთი საშინელია... დედამიწა, და არა სიცოცხლე. „მარტოობაც მშვენიერია, მაგრამ ისიცაა აუცილებელი, ვინმემ გითხრათ მარტოობა მშვენიერიაო.“ – გაიფიქრა ედგარ ალან პოს სიტყვები და დაამატა: „თუმცა მე რა მაქვს საწუწუნო, განა პო ჩემზე უარესად არ ცხოვრობდა?!“ – არა, ედგარ ალან პო არ იტანჯებოდა შავთმიანზე მეტად. უბრალოდ გოგონა იძულებული იყო, რომ რაღაცაში მაინც დაენახა პოზიტივი.
შავთმიანმა თვალები დახუჭა და გონებაში ყველა ის ბუნების ხმა ჩართო, რაც კი ოდესმე მონასმენი ჰქონდა. წარმოიდგინა უსასრულო სიმკვრივე. ის ძალიან ჰგავდა შოკოლადის ნამცხვარს. მოკლედ, შემდეგ, ათ–თხუთმეტ წუთში მოხდა დიდი აფეთქება და ასე და ამგვარად იხილა სამყაროს შექმნა. პირველი ადამიანებიც იხილა, – ადამი და ევა, – რომლებსაც ევოლუციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გაიცნო ისინი და მოეწონა მათთან თამაში. შემდეგ ომები იხილა, რომლის დაწყებაშიც რელიგია დაადანაშაულა. ნახა პირველი ადამიანის კოსმოსში გაფრენა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გაფრინდა, და ისევ საბჭოთა კავშირში დაეშვა. იხილა მთვარეც და მარსიც... ო, რა მშვენიერი იყო მარსი, განსაკუთრებით კი იქიდან დანახული მზე. ძილის ბოლო სტადიაში კი შავთმიანმა მთელი დრო მღელვარე ზღვის წინ გაატარა. დაისს უყურებდა. მზის დისკო თითქოს ოკეანეს ეალერსებოდა. მზე გაწითლებულიყო. გარშემო არავინ იყო; მხოლოდ შავთმიანი, ზღვა და მზე. ხოდა, შავთმიანს მოეწონა უკიდეგანო სივრცის ხმაური. ატირდა კიდეც, ოღონდ მის ცრემლებში არ ირეოდა მწუხარება, პირიქით, ის ბედნიერი იყო. ზღვაში კენჭების სროლა დაიწყო. ცდილობდა, რომ კენჭები წყალზე გასრიალებულიყო. ამასობაში კი ჩაეძინა. ასე ტკბილად არასდროს ძინებია. მზე კარგა ხანს აღარ ამოსულა.

შავთმიანი თბილისის ყველაზე დიდ ჭაობში ჩავარდა, ანუ მეძავი გახდა. ვისთან აღარ უწევდა სექსი: ღორებივით გასიებულებთან, მყრალებთან, მოხუცებთან, მდიდრებთან, ღარიბებთან, დაოჯახებულებთან და ა.შ. და ა.შ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ შავთმიანს ხშირად სცემდნენ. დროთა განმავლობაში ცოტა დაუშნოვდა კიდეც. ყოველდღიურად უთანხმოება მოსდიოდა სხვა მეძავებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შავთმიანი ყველაფრისდამიუხედავად მაინც ულამაზესი იყო. ის ქირით ცხოვრობდა გარეუბანში, ერთ არც თუ ისე კარგ სახლში, სადაც ყოველთვიურად ქირას ოთხას ლარს იხდიდა. თუმცა აღარ უჭირდა. ყველაფერი ჰქონდა რაც სურდა. პირველ კვირას ლაშქრობაზეც კი წავიდა. ოღონდ, მეგობრები მაინც არ ჰყავდა, რაც ძალიან, ძალიან სწყინდა. ისევ მარტოდმარტო უსმენდა კლასიკური ჟანრის მუსიკებს. მარტოობის გამო ხშირად ტიროდა კიდეც.

გათენდა ერთი მზიანი დღე, და შავთმიანმა მთაწმინდაზე ასვლა გადაწყვიტა. ასეც მოიქცა, საღამომდე ფილმების ყურებით დაკავდა, მერე კი წერილის სანახავად წავიდა. ნელა მისეირნობდა და თბილისს ათვალიერებდა. მოწონდა ლამპიონების სტაფილოსფერი ნათება. გაიფიქრა: ‘ ჩემი ქალაქი სტაფილოსფერია.“ – ასეც იყო და ასეც არის.
მალევე მიუახლოვდა სკამს. დაღლილი ჩამოჯდა და რამდენიმე წამი არც განძრეულა, მერე კი სკამის ფეხის ქვეშ იმ უცხო ადამიანის წერილი აღმოაჩინა. დიდი ფურცელი იყო. შავთმიანმა გაიღიმა როცა პირველი წინადადება ლამპიონის დახმარებით წაიკითხა. წერილში კი ეწერა:
„ შავთმიანო, შენი წერილი მეც დავხიე და მსუბუქ ნიავს გავატანე. ეს ძალიან მესიამოვნა; იმაზე მეტად, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მოკლედ, რაღაცეებში გეთანხმები, რაღაცეებში არა. აი მაგალითად, ვერ დამაჯერებ, რომ სიყვარული არ არსებობს; ეს სასაცილოდაც კი ჟღერს. რას ქვია სიყვარული არ არსებობს?! მიპასუხე, აბა რას უნდა გრძნობდე, რომ ეს არასასიამოვნო უსასრულო სამყარო, სასიამოვნოდ მოგეჩვენოს?! ცხადია, სიყვარულს. აბა, თუ სიყვარული არ არსებობს, იესო ქრისტე ვინ არის?! მითხარი, მითხარი, დედამიწას რა უბრუნებს, თუ არა სიყვარული? ოღონდ გთხოვ, მეცნიერება არ გვინდა. უკვე საკმარისად დავინტერესდი მეცნიერებით. მე მყვარებია და გეუბნები, რომ ეს მშვენიერია. თუ სწორად მახსოვს წინა წერილშიც ავღნიშნე, რომ მხოლოდ სიყვარულისას ვხედავდი მზეს, ზღვას და საერთოდაც მთლიან კოსმოსს, სადაც დღემდე ლამაზად დაფარფატებენ გაბრწყინებული ვარსკვლავები. მაგრამ, მოგეხსენება ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ამას ცოტა ხანში ძალიან მოკლედ აგიხსნი, მანამდე კი სიყვარულზე გაგესაუბრები:
სიყვარული, ჩემო უცნობო მეგობარო, არის სასიამოვნო გრძნობების გაერთიანება – შერწყმა, რასაც ყველა ვერ განიცდის. ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდებათ მაშინ, როცა სულიერ სიახლოვეს გრძნობენ და აქ ფიზიკურობა არაფერ შუაშია. გეფიცები ჩემი თვალით მინახავს უშნო ლამაზმანთან, და ეს უშნო ხელმოცარული ყოფილა. ავადმყოფიც მინახავს ჯამრთელთან და უფეხო ფეხებიანთან. მაშინ, თუ სიყვარული არ არსებობს, იქნებ მითხრა, მათ ერთმანეთთან რა ესაქმებათ? მე კი ვიცი ამის პასუხი... მაგრამ არაფრის ახსნას არ ვაპირებ. თუ არ გჯერა ნუ გჯერა, ეს შენი გადასაწყვეტია.
ახლა კი აწმყოზე მოგიყვებით, რადგან სათანადოდ ვერ შეგიფასებიათ ჩემი წერილი. თუ ვერ შენიშნეთ, გეტყვით, მეორე ფურცელიცაა სკამის ფეხის ქვეშ. იქ ჩემი ჩანახატია. ახლა კი, იმას მიუბრუნდით და წაიკითხეთ.
პ.ს.
შენი რჩევები ნაწილობრივ მეხმარება. იქნებ კიდევ მოგეცათ რჩევა–დარიგება?“

შავთმიანმა უმალვე მეორე ფურცელი აიღო და კითხვას შეუდგა:

ერთი წამი
„ელი, ელი, ლამა საბაქთანი?

დილა თენდება ერთ წამში. ცის ლამაზად გაბრწყინებას ყოველთვის არასასიამოვნოდ ერთვის ენით აუღწერელი, უმიზეზოდ გამოწვეული მწუხარება, მძიმე სულიერი დეპრესია და ფსიქიატრის გამოწერილი აბები. მზე თითქმისდა უჩინარია, რადგან ჩემს თავს ზემოთ, არა ცა, არამედ ერთი ბუნძური ჭერია, სადაც კვლავ იხატება გოლგოთას მთა. გარედან ყოველთვის მომესმის იმ ბავშვთა ჟრიამული, რომლებიც სკოლისკენ მიდიან და მეც ძალიან მინდება, რომ პირველ კლასელი ვიყო. გაზაფხულის დილის ჰაერის შესუნთქვაც მინდა, რომ აღვივსო მაცოცხლებელი ძალებით, რომელიც უხსოვარი დროიდან მაკლია. დილაობით მინდა ვუსმენდე როკენროლს, და არა კლასიკას. აღარ მინდა მუსიკის ის ჟანრი, რომელიც მდგომარეობას მიმძიმებს. ახლა ისეთი დილა მინდა იყოს, როგორიც ყველას აქვს. ან, ჯანდაბას, იყოს ისეთი დილა, როგორიც არის, ხოლო როიალი მედგას და მასზე ვუკრავდე იმ მუსიკას, რა მუსიკასაც უკიდეგანო სამყარო მიკარნახებდა. ხო, იყოს ისეთი დილა, როგორიც არის, ოღონდ არსებობდეს ვინმე, – უფრო კი ღმერთი, – რომ ჩემი გამაგიჟებელი გრძნობები გამეზიარებინა. ღმერთო! იყოს დილა ისეთი, როგორიც არის, ოღონდ კვლავ მარტოდმარტო არ ვიყო. ასეა, ვერა და ვერ ვისწავლე მარტოობითა და სიგიჟით ტკბობა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩემი სიგიჟე, ისევე როგორც მარტოობა, სხვაგვარია. სხვაგვარია ჩემი სულიერი სამყაროც და სწორედ ამიტომაა ამ დილის მზეს რომ ვერ ვხედავ
თერთმეტი საათია, ანუ ცოტა ხანში ვეღარ დავწერ. ერთ საათში კიდევ ერთი აბი მიწევს, რომელიც სულ მთლად დამაჩლუნგებს. ანუ, ყველასგან განსხვავებით ამ დილის მშვენიერებას ვერ შევიგრძნობ. არადა როგორ მინდა საღამომდე ვწერო, თუმცა ამის საშუალებას, არც ხელის ძლიერი კანკალი არ მომცემს, თორემ რაღაც ძლიერი გრძნობებით დახუნძლული, ყოველთვის ვარ. ასეა, ყოველთვის ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს. ყოველთვის ვგრძნობ ჩემში ქრისტეს, რომელიც მე გამოვიგონე, თუმცა ლევ ტოლსტოის არ იყოს, ეს აღარ მშველის, და მგონი არც არასდროს მშველოდა. ასე და ამგვარად ქრისტეს არსად ვუშვებ, რომ უკანასკნელი იმედი არ მომიკვდეს. მჯერა, რომ ის დამიხსნის განსაცდელისგან. იესო! დაე არ დააყოვნო და დამანახე ამ დილის მზე; მაგრძნობინე ზღვის მღელვარება, როგორც ერთ დროს, გაწითლებული მზის წინ.
მალე დაიწყება შუადღე, მე კი ისევ ამაოდ შევეცდები რომელიმე წიგნის წაკითხვას, რომ გადამავიწყდეს ჩემი ეს მდგომარეობა. ოთახებში დავიწყებ უაზროდ ბოდიალს და კალმით ისევ მივაწერ კედლებს ტერენტი გრანელის იმ გენიალურ სიტყვებს, რომელიც საფუძვლიანად ხსნის, თუ რა მინდა:
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვაა...
თუმცა უკვე ეჭვი მაქვს, რომ „რაღაც სხვა“ არსებობს. ხო, ასეა, ვარსებობს მხოლოდ მე, და ეს უფერული, მწარე რეალობა, სადაც გაზაფხულის შუადღე, შუადღეს არ ჰგავს. მაგრამ არის დღეები, როცა მე ეს მზე მათბობს. არის დღეები, როცა შუადღის გატარება ძველი თბილისის ქუჩებში, მთელი არსებით მინდება. მაგრამ, ყოველჯერზე ეს ვისთვის ძვირფასი დრო, დახურულ სივრცეში გადის, ელექტრონული ემბიენტისა და კლასიკური მუსიკის თანმხლებით. ასეა, დღის არცერთ მონაკვეთში არ ვშორდები მუსიკას, უფრო კი უკიდეგანო სივრცის ჰარმონიულ, და ამავდროულად ქაოსურ ხმაურს. მე მესმის ბუნების ხმები. დიახ, დიახ, მშვენივრად მესმის ყოველი მდინარის ბობოქრობა, რომ აღარაფერი ვთქვა ზღვაზე, რომელიც ყოველთვის სუნთქვის შემკვრელია. გაზაფხულზე აყვავებული მცენარეების სურნელსაც კი ვგრძნობ, განსაკუთრებით კი დილაობით, და შუადღეს. ეს მაგრძნობინებს, რომ მომაკვდავი ვარ, სამყარო კი ცოცხალი, როგორც ყოველთვის. ხო, სამყაროზე აზრი საათიდან საათამდე, და წამიდან წამამდე მეცვლება, მაგრამ მომწონს თუ არ მომწონს, ის ცოცხალია, მე ვერაფერს შევცვლი.
რა თქმა უნდა შუადღეს ასე, უაზროდ, არაფრის კეთებაში მიმირბის, თითქოსდა მოწყვეტილი ბერიკაცი ვიყო, რომელმაც უკვე კარგა ხანია, რაც ცხოვრების ხალისი დაკარგა. ვესაუბრები ჩემს ვირტუალურ მეგობრებს, მაგრამ ესეც ათაში ერთხელ. ძალიან მინდა არსებობდეს ვინმე ჩემთვის უცნობი ადამიანი, – კაცი იქნება ის თუ ქალი, – რომელსაც დიდი წერილებით დავეკონტაკტები, ოღონდ არა ვირტუალური ფურცლების საშუალებით. ეს იმდენად მინდა, ლამისაა ჩემი მეორე „მე“ გამოვიგონო, რომელიც არაერთხელ გამომიგონია.
ჩემს სახლს ყოველ შუადღეს ვათვალიერებ იმის იმედათ, რომ რაიმე ახალს აღმოვაჩენ, რომ ვიპოვი ყველაზე შეუმჩნეველ ადგილს, ვინაიდან გრანელის სიტყვები დავწერო. არც ამ ბინის პატრონს ავიწყდება ყოველ შუადღეს ჩემთან ჩამოსვლა და თავისი მკვდარი შვილის დატირება. ყოველდღიურად მეუბნება, ნეტავი ნათელში იყოსო, თითქოს ქრისტე მე ვიყო. (თუმცა ეს ბოლო ხანებია ამას არ გამოვრიცხავ.) იმასაც შემომჩივლებს ხოლმე, სულ სახლში რომ ზიხარ, გადი გარეთო, მაგრამ სად გავიდე, სად? ამაზე კი ვერავინ მპასუხობს. ბოლოს კი, ეს ქვრივი ქალი გამეხუმრება ხოლმე, კაი გოგო უნდა გაგირიგო შეენო, და ყოველი არაბუნებრივი სიცილის შემდეგ, მტოვებს. ისიც კი მტოვებს.
ასე და ამრიგად, განვაგრძობ ხოლმე მუსიკის მოსმენას. სოციალურ ქსელშიც ჭიასავით დავძვრები, რაც უდავოდ მარტოსულობის გამოვლინებაა. რამდენიმე ლიტერატურულ საიტსაც ხშირად ვსტუმრობ.თუ წერის თავი მაქვს, ვწერ კიდეც. მაგრამ, მე, კინომანი, ფილმებს ვეღარ ვუყურებ. არადა როგორ მინდა რამემ გულიამიჩუყოს, რომ ისევ ვიგრძნო ჩემი ადამიანობა. გავუძლებდი ყველაფერს, ამ თითქმისდა გაუსაძლის მარტოობასაც, ოღონდ ადამიანური გრძნობებით შემოვიფარგლებოდე. ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი შუადღეს, როცა მზე, ჩემი სახლის სახურავს დაჰყურებს.
ყოველი საღამო, შუადღეს ჰგავს, მაგრამ ღამე მაქვს ისეთი, სხვას რომ არასდროს ენახოს. ჩემი ღამე, რაღაც მისტიურია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სავსე მთვცარეს იმედიანად შევსცქერი. ვეუბნები ხოლმე:
– ცოტაც მთვარევ, ცოტაც მოითმინე, დავწერ რამე ფილოსოფიურ რომანს, მერე კი თუ მოგინდა, გაბრუნდი და წადი, რომ დაარღვიო წყლის მიმოქცევა.
– სად წავიდე? – შემეკითხება ხოლმე.
– ცოტაც მთვარევ, ცოტაც მოითმინე, მაცადე რომელიმე დაჟანგული მანქანის ყიდვა, რომ დედამიწას შემოვუარო, მერე კი, სურვილისამებრ, გატრიალდი და წადი, რომ ვიხილოთ აპოკალიფსი.
– სად? სად წავიდე?
– ცოტაც მთვარევ, ცოტაც მოიცადე, მაცადე გავიგო, თუ რა არის მოსვენება, მერე კი, წადი დაუსრულებლად დაუსრულებელ სივრცეში. დაე, შენ იყო კარგად, თუნდ მოგვევლინოს მიწების ბრუნვა.
ბოლოს კი მთვარე განრისხდება ხოლმე და ეგოისტობას მაწერს, რაშიც რაღაც მხრივ მართალია.
ჩემი ღამე, ყოველთვის ელექტრონულ ემბიენტს ეთმობა. ასე და ამგვარად შევიგრძნობ ღამის სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ემბიენტი გრძნობებს მიღვივებს, მაინც არ ვეშვები, ვუსმენ, ვუსმენ და ვუსმენ.
სახლში, ყველა ოთახში შუქი მინთია, რომ ის ერთი მონატრებული ჰალუცინაცია არ ვიხილო. არადა მენატრება ის ღამეები, როცა მონსტრები თავს მაბეზრებდნენ. საბედნიეროდ ყოველთვის ვიაზრებდი, რომ ისინი ჰალუცინაციები იყვნენ და არ ვუშინდებოდი.
მხოლოდ ღამე თუ გავალ გარეთ; სხვა დროს, არავითარ შემთხვევაში. მარტოდმარტო დავეხეტები ხოლმე ჩემს ვიწრო ქუჩებზე და უჩვეულო სიჩუმით ვტკბები, რომელიც რაღაც ზეციურ, გრანდიოზულ მუსიკას მაგონებს. განათებული ფანჯრების და კომფორტული აივნების ყურება მიყვარს. ო, რა ბედნიერი ვიქნებოდი მეც რომ მქონდეს აივანი. ყოველღამეს მანდ გავატარებდი, მთვარისა და მოცარტის ბავშვური მელოდიების თანმხლებით. პროზითაც უკეთესად დავტკბებოდი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიშლები ჭკუიდან როცა ამ ხალხს ვუყურებ; ასეთი კომფორტული აივნები აქვთ და ღამ–ღამობით, სძინავთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

– გამარჯობათ, ბატონო. – მივესალმები ხოლმე, ერთ–ერთ, სავარაუდოდ ყრუ–მუნჯ მაწანწალას. ვგონებ ამიტომაც არ ყოფს თავს ნაგვის ბუნკერიდან, რომ მომესალმოს. გეფიცებით, ეს არ მწყინს, პირიქით, გაგიკვირდებათ და მახარებს, თუ რატომ, აზრზე არ ვარ. საერთოდ, ჩემს თავს საბრალო ხალხში ვხედავ. ო, როგორ უხდებათ მათ მოცარტის „რექუემი“.
ღამ–ღამობით, თითქოს ყველა სახლში რაღაც კარგი ხდება, ჩემი სახლი კი, ერთი შეხედვით ბოროტების თავშესაფარს ჰგავს.
ყველაფერი საუკეთესო, დაწოლისას ხდება, როცა გამაგიჟებელი მუსიკის თანმხლებით თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. ვფიქრობ, საუკეთესო გზა სიკვდილამდე, გაზის მოშვებაა. წამოვწვებოდი ლოგინზე, ჩავრთავდი „რექუემს“ და დაველოდებოდი მოსვენებას, როგორც სიკვდილს. ეს იქნებოდა უმაღლესი შეგრძნება. მოვკვდებოდი და ჩემს გვამს, რამდემინე დღის შემდეგ იპოვნიდნენ. ჩემს დაკრძალვასაც შევხედავდი და გულიდამწყდებოდა პროცესიაზე. არავინ დამიტირებდა, მხოლოდ ჩემი თავი. ბოლოს კი, როცა დამასაფლავებდნენ, მთვარის არ იყოს, მეც წავიდოდი დაუსრულებლად დაუსრულებელ სივრცეში. ჭეშმარიტ ღმერთად გარდავიქმნებოდი და უსასრულო სამყაროს თვალიერებას დავიწყებდი. ან, მოვკვდებოდი, მოვკვდებოდი და ესაა და ეს. ეს თუა წმინდათა წმინდა მოსვენება, სხვა არაფერი. მაგრამ დღეს სხვა დღეა, დღეს ისევ უძილობამ უნდა დამტანჯოს.

დილა თენდება ერთ წამში.“



№1 სტუმარი Bla

Chemi saxeli sheepereba.. Bla.......+usasruloba...

H,h loxishvilo...

 


№2  offline წევრი მოლურჯო

შესანიშნავია...
ძალიან მომწონს
--------------------
მარიამი

 


№3  offline მოდერი Amalthea

ძალიან კარგია. request
მომწონს love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4  offline წევრი IZABELA...

სასაცილოა ,სატირალი ,რომ არ იყოს..გამაღიმა ამ სიტყვებმა...:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent