შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჯულება 4 თავი


16-02-2016, 14:43
ავტორი niino
ნანახია 4 184

-რაა?მხოლოდ ესღა წამოიძახა და ჯერ კიდევ სავარძელში მჯდომი,გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ბატონ ლევანს,რომელიც იღიმოდა..ვერ გაეაზრა რა მოხდა,დაბნეული უყურებდა..გაახსენდა რამდენიმე წუთის წინ როგორ ელაპარაკა ამ ყველაფრის უფროსს და სირცხვილისგან თუ ბრაზისგან სახე აელეწა,თავს ვერ სწევდა ზევით,გველნაკბენივით წამოვარდა და კარებისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით..
-არ მაფიქრებინოთ,რომ ჩემი გეშინიათ(ლევანი)
კართან მისულს დაეწია ეს სიტყვები და ეკალივით მოხვდა გულზე..მიხვდა ეხლა აქედან თუ გავიდოდა დამარცხდებოდა,დამარცხდებოდა პირველ რიგში საკუთარ თავთან შემდეგ კი...მობრუნდა წინ დაუდგა თავს ძალა დაატანა თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
-თქვენი არ მეშინია..
მის ამ საქციელზე ლევანს გაეღიმა.
-მაშინ გთხოვთ!სავარძლისკენ მიუთითა და თვითონაც ჩაეშვა სავარძელში,სადაც ცოტახნის წინ ეკა იჯდა.სანამ სავარძლამდე მიაღწია ასე ეგონა მთელი საუკუნე გავიდა..
-აბა გისმენთ!... ჩემი ნახვა გინდოდათ ეგ უკვე ვიცი,რა საკითხზე გინდოდათ ჩემი ნახვა?თვალი არ მოუცილებია ეკასთვის ისე ჰკითხა გაღიმებულმა ლევანიმ.
-თქვენი ნახვა არ მინდოდა,წამოიძახა და მიხვდა რა სისულელეც თქვა
-ვერ გავიგე!?(ლევანი)
მე..მე უფროსის ნახვა მინდოდა სამსახურის თაობაზე,სისულელეს სისულელე დაუმატა ეკამ
-ხოდა მე ვარ უფროსი,ეგ უკვე იცით..მითხარით რა პროფესიას ფლობთ,რა დაამთავრეთ ან სამუშაო გამოცდილება თუ გაქვთ მოკლედ ყველაფერი...სიცილს ვერ იკავებდა უკვე ლევანი,როცა დაბნეულ ეკას უყურებდა რომელიც,მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდა სველი ტანსაცმლით,სველი თმებით და დაბნეული სახით..
-როგორ არა მოსმენილი მაქვს ქალბატონ ნათელას სემინარები და წარმატებით დავამთავრე ბირჟაზე დგომის კურსები.თავისთვის ჩაილაპარაკა ეკამ
უკაცრავად?(ლევანი)
-საბანკო საქმის მხოლოდ 2 კურსი დავხურე, არსად მიმუშავია უთხრა მოკლედ ეკამ
-გასაგებია!რა გქვიათ?როგორ მოგმართოთ?(ლევანი)
-ეკა,ეკა ლომიძე.
სასიამოვნოა(ლევანი)
ჩემთვის არცთუ ისე სასიამოვნოა თქვა გულში ეკამ,მაგრამ აშკარად დაეტყო სახეზე რაც გაიფიქრა.ლევანის ეს არ გამოპარვია და გაღიმებულმა ისეთი თვალებით შეხედა ეკას ლამის შეჭამა,არადა მსუყედ კი გამოიყურებოდა ეკა მიტმასნულ ტანსაცმელში,მომრგვალებული ფორმებით და დაბნეული სახით.ეკამ იგრძნო მისი მზერა და სახე აელეწა.
ლევანი დასწვდა ტელეფონს და იხმო მდივანი გოგონა,რომელიც იმწამსვე გაჩნდა მათთან..
-გისმენთ ბატონო ლევან!
-გაიცანი ტასო ეს ეკაა-ეკა ეს ტასოა ჩემი მდივანი.შემდეგ ტასოს მიუბრინდა და უთხრა:როგორც მახსოვს თანამშრომლების აღრიცხვის ადგილი თავისუფალია,წაიყვანე,გააცანი,მოკლედ ყველაფერი იცი რა და როგორ...ეკა ჩვენი თანამშრომელი იქნება რათქმაუნდა თუ მოეწონება ჩვენთან ქალბატონ ეკას და ეკას შეხედა ეშმაკურად..
-რათქმაუნდა. მხიარულად უთხრა ტასომ.აშკარად გაუხარდა ახალი თანამშრომელი.
-წავედით უთხრა მხიარულად ეკას და წავიდა კარებისკენ.
-შეგიძლიათ ხვალ მოხვიდეთ და ხვალიდან შეუდგეთ მუშაობას(ლევანი)
კარებთან მისულს მოესმა ბატონ ლევანის ხმა და ეკამ დაბნეული სახით შეხედა..
-მთლად სველი ხართ,გაცივდებით.ისეთი თვალებით შეხედა ლამის გააშიშვლა..ლევანიმ ნახა ბრაზისგან,როგორ წამოენთო სახე ეკას
-არაუშავს,არ დავდნები...და კარებში გავარდა.ტასოს მიყვა უკან თან ფიქრობდა.. ახლა თვალს დავხუჭავ და განანებ მაგ თვალების ბრიალს დაიქადნა გულში ეკამ და ვინ იცის უკვე მერამდენედ გაუშვა ჯოჯოხეთში ლევანი.
ლევანი უკვე გულიანად იცინოდა.გრძნობდა რომ მათ შორის ფარული პაექრობა იყო..და მიხვდა მოსწონდა ეს ყველაფერი...
მალე გაუგეს ერთმანეთს ეკამ და ტასომ..უამრავი რამ გააცნო ტასომ ეკას და ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ..წასვლისას მეგობრულად,თბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს.ეკა კი არ მიდიოდა მიფრინავდა სიხარულისგან,მან ხომ პირობა შეუსრულა საყვარელ დაიკოს და მუშაობა დაიწყო..ვერც გაიგო ისე მიუახლოვდა სახლს და სადარბაზოსთან მდგომი ბიჭები ნახა..ყველას ხელი ჩამოართვა და თავში წაუთაქა თან ახარა:მუშაობა დავიწყეეე..ბიჭებმა გაკვირვებისგან პირი დააღეს,ვერ წარმოედგინათ ეკა და მუშაობა..ბუზები მოფრინავეეენ წამოიძახა მხიარულად ეკამ მათი სახეების დანახვისას და ავარდა კიბეებზე....



№1  offline წევრი natia-natia

პატარა თავია გაზარდე თავები ისე ძალიან მომწონს

 


№2  offline წევრი niino

natia-natia
პატარა თავია გაზარდე თავები ისე ძალიან მომწონს

კი აუცილებლაად..ახლა მაპატიეეთ:):):):

 


№3  offline წევრი Mari Turkadze

აუ დადე რა დღესვე ახალი თავი გთხოოვ

 


№4  offline წევრი cancara

ჰაჰა კაი მალე დადე

 


№5  offline მოდერი bibo

Uf kai iyo tkbiloo momwons shokoladiusa tavebi gazardee ra da kido mal male dade ra kamfetio

 


№6 სტუმარი eli

Kaia mara pataraa dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent