ფიქრებს რავუთხარი სერ
როცა ვიღვიძებ უკვე ფიქრს ვიწყებ, ჯერ ვფიქრობ იმაზე ავდგე თუ არა , არა იქნებ ცოტახანს კიდევ ვიწვე , ხო რათქმაუნდა კიდევ ბევრი უნდა ვიფიქრო, ჩვენს ცხოვრებას განა არ სჭირდება დაფიქრება?? სჭირდება ძმაო ჩემო,, ნამდვილად სჭირდება. გუშინ ნანა ბებოს შვილმა მოაკითხა ( ხო ნანა ბებო ჩემი კარის მეზობელია) მოაკითხა და იცით რის გამო?? არა, არა საიდან გეცოდინებათ, ხოდა გეტყვით: ნანა ბებო მარტოხელა მოხუცია, მარტოხელას ვუწოდებ რადგან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შვილები აღარ გაკარებიან, ასე ცხოვრობს უკვე 7 წელია, ჰყავს 3 შვილი, ორი გოგო და ერთი ბიჭი. რათქმაუნდა მათ უკვე საკუთარი ოჯახი აქვთ. ნანა ბებო სულ იძახდა - აიი შვილო ნიკა, გეყოლება ცოლი,, რათქმაუნდა ბევრი შვილი და შენც წახვალ ჩემგან, არა განა ბუდეს შეიცვლი,, არა უბრალოდ შენს ოჯახზე გახდები იმდენად დამოკიდებული რომ ჩემთვის აღარ გეცლება. ჰაჰ ახლაც კი ვფიქრობ, რატომ უნდა დავკარგო ინტერესი ადამიანის მიმართ, რომელმაც დედობაც,, მამობაც ერთდროულად გამიწია, ჩემი მშობლების დაღუპვის შემდეგ სწორედ ნანა ბებო ზრუნავდა ჩემზე. ხო ბევრი რომ აგარ გავაგრდზელო გეტყვით რომ 7 წლის მერე მისი შვილი მოვიდა რათა ნანა ბებოს ქონება თავისაზე გადაიფორმოს , აბა რა 70წელს გადაცილებული მოხუცისგან მეტს რას ელის თუ არა ასეთ ფუფუნებას. -წყნარად შვილო,წყნარად , ფიქრით ფიქრობ მაგრამ ყველა ფიქრი თუ გაახმაურე ინანებ, ბოლოს ნახე ინანებ. ............ სამსახურში ვარ. -ნიკა შემოხვალ ცოტახანს ჩემს კაბინეტში?? -დიახ სერ რათქმაუნდა -ნიკა,ნიკუშ, იცი რას ვფიქრობ ხო რათქმაუნდა ,, ისევ ფირი ,, ნუთუ მხოლოდ ეს არის ჩვენს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი,, არა არამგონია ეს იყოს ,, დაზუსტებაც შეიზლება თუ დავუფიქრდებით ,, ხედავთ?? ხედავთ?? ისევ ფიქრი ,, არ ჩერდება და არ ჩერდება ეს ოხერი. -ხო ნიკუშ, ვიფიქრე ჩვენს კომპანიას განვითარება უნდა -დიახ სერ, რათქმაუნდა -ხოდა ვიფიქრე შენს დაწინაურებაზე ეს ფიქრები უკვე მომწონს , არა ბატონი ჯემალის ფიქრები ჩემს ცხოვრებას მართლაც წაადგება და ვფიქრობ,, ხო ვფიქრობ კომპანიასაც - მართლა სერ?? დიახ სე -ხოდა ხვალიდან შენი ახალი კაბინეტი გექნება ,, ჩემს გვერდით -დიახთ სერ დღესაც ბევრი მიფიქრია, ხო ბევრს არუნდა ვფიქრობდე , მაგრამ რატომგაც მაინც თავისუფლებას ვაძლევ ჩემს გონებას იფიქროს რამდენიც უნდა,რაზეც უნდა, სადაც უნდა, როცა უნდა. ....... -საწყალო მოხუცო, შენი ცხოვრება მარტო ეს სახლია, მარტო ამ სახლის გამო უნდა იხილო შვილი, არა ეს არაა ჩემი ცხოვრება ,, ჩემი რამაზი , სად წახვედი ვისთან დამტოვე , რომ მიყურებ ასე გაშესებული მაგ სურათებიდან და რომ მიღიმი, მშველი კიი როგორ არ მშველი მაგრამ საკმარისი რომ არ არის ეს ჩემთვის, ჩემო ძვირფასო, ვფიქრობ და ვერ ვიჯერებ რომ ლევანი 7 წლის მერე მხოლოდ ბინის გამო მოვიდა ჩემთან ,, მის მოხუც დედასთან ხო ნანა ბებოც ფიქრობს მაგრამ ეს რა ფიქრებია,, ღმერთო რატომ აქვს ამ ტანჯულ ქალს მხოლოდ ეს ტანჯული ფიქრები , რაღაა მისი ცხოვრება , განა რამდენი დარჩა რომ მხოლოდ მწუხარების ფიქრები ეხვიოს თავს -ნანა ბებო, ჩემო თბილო ქალბატონო, განა ღირს შენი ცხოვრება ასეთი სასინელი ფიქრებით დაამძიმოთ?? არა იცით მე ვფიქრობ რომ არ ღირს , აი დაუფიქრდით ( ის მიღიმის) არა მართლა დაუფიქრდით ღირს?? არ ღირს ჩემო ქალბატონო, არა. -ვიცი შვილო, ვიცი. -იცით როგორ მიყვარხართ -ვიცი შვილო, ვიცი, ჩემო თბილო ბიჭო, იცი თუ არა რომ ფიქრები საშუალებას არ მოგცემს დამარცხდე , მას არუნდა დამარცხება და მიიწევს გამარჯვებისკენ, მიიწევს და ამით შენ განადგურებს. იმით კი არა რომ შენ უბრალოდ ფიქრობ, არა ეს ფიქრები უბრალო სულას არ არის , უბრალო რომ იყოს ჩვენთან კი არ მოვიდოდა , წავიდოდა . ადამიანებს ფიქრები მოსვენებას არ გვაძლევს რომ არ გავგიჯდეთ -ნანა ბებო მე ვფიქრობ რომ სწორედ ამან შეი/ზლება გააგიჟოს ადამიანი -ხო შვილო შეიძლება, მაგრამ მარტო ცუდზეც ხომ არ ვფიქრობთ , კარგი საფიქრალიც ბევრია , აი მე ვფიქრობ ჩემს შვილიშვილებზე, იცი გუშინ ლანუკამ მაჩვენა კამპუტერში პატარა ნინა, მზის სხივია, ჩემი მზის სხივი -კომპიუტერში ნანა ბებო? -ხო რაცაა, ჩემი თაობის არაა ეგ გამოცანები ჩემო ბიჭო ( იღიმის) ნანა ბებო, როგორ გტანჯავს ეს ფიქრები, რისთვის, რისთვის ტორე კი. ........... დღეს ლანუკა შემოვარდა ჩემთან -ნიკააა,, ნიკაააა , ნიკ... ნიკა გთხოვ მალე, მალე ბიჭო მიდის, გვეცლება, გვტოვებს, არ მივცეთ წასვლის უფლება , დროზე ბიჭო არ დავაგვიანოთ.... -რახდება ლანუკ რა გულს მიხეთქავ -ვფიქრობ გული უნდა იყოს მალე, მე... მე უბრალოდ მეშინია -რა გული რას მეუბნები -ნანა ბებო ცუდად არის, მგონი ის..ის ვფიქრობ რტულადაა საქმე -ფიქრობ?? რას ფიქრობ გოგო, ახლაც ფიქრი? მაგის დროა? ფიქრს თავი დაანებე და იმოქმედე ლანუკას ძალიან უხესად ველაპარაკე, ფიქრიო გჯერავთ, მანაც ფიქრიო, ჩემი ქალბატონი, ჩემი ნანა ბებო მტოვებს და კიდევ ფიქრობს ..... სასწრაფოს ხმას როგორ ვერ ვიტან ,, აი ესეც ცემი ფიქრის ნაწილია , მე ვფიქრობ , აბა ვის რა ვუთხრა ნანა ბებოც მიდის ცემგან , ვის რა გაუმხილო ისე რომ არ ვიფიქრო -გამარჯობათ ახალგაზრდავ, თქვენ ქალბატონი ნენესი რა ბრძნდებით -ნანა ბატონო ექიმო, ქალბატონი ნანა -ხო უკაცრავად, დიახ ქალბატონი ნანა -მისი... მე მისი შვილისვილი ვარ -თქვენი სახელი? -ნიკა -კარგით ბატონო ნიკა , ბებიათქვენის ჯამრტელობა , ზალიან მძიმეა, იმედს ვერ მოგცემთ, ვფიქრობ მოინახულოტ სანამ ნარკოზს გავუკეთებთ -ჯანდაბას, ჯანდაბას ეს წყეული ფიქრები , ნუ ფიქრობთ ბატონო , ნუუ.. არგინდათ , მას თქვენი ფიქრები ვერ უშველის -დაწყნარდით ახალგაზრდავ ვიცი რომ ახლა ზალიუან გიჭირთ, მაგრამ უნდა გამაგრდეთ ნანა ბებო, ჩემო მშვენიერო ქალბატონო , რატომ აქვთ ფიქრებს ასეთი როლი ჩვენს ცხოვრებაში , არავის არაფერს არ ეკითხებიან, რა უფლებით?? ვინმეს რამეს თუ აკითხდბენ, ალბათ არა. ახლა უკვე ნანა ბებოს საწოლის გვერდით ვზივარ , ვუყურებ და ვფიქრობ , დიახ ბატონო ვფიქრობ რადგან ვეგარ ვეწინააგმდეგები, რათქმაუნდა არც მანამდე მიცდია. ვფიქრობ თუ რატომ მწირავს ღმერტი ასე და რატომ მართმევს ამ ერთადერთსაც, როგორ გაუხარდა ცემი დაწინაურება , შვილო ნიკა მოდი ეს უნდა ავგნიშნოთო და თავისი დამჭკნარი ხელებით თავისივე დამზადებული უგემრიელესი კომპოტი გამომიწოდა , დიახთ ცვენ ავღნიშნეთ ყველაზე მაგრად, არიყო ალკოჰოლი, როგორც სხვა იზავდა ამას, მაგრამ იყო ყველაფერი, დაწინაურებაზე დიდიც და კარგიც. -ნიკუშ, ჩემო ბიჭო ( ძალიან მისუსტებული ხმა აქვს ჩემს ქალბატონს)როგორ მახარებს შენი ნახვა რომიცოდე, შენ ჩემი ერთადერთიღა ხარ ცემი ცხოვრებისა. -ჩემო მშვენიერო ქალბატონო, ხომ დამპირდი შენს ცოლს ლამაზ კაბას შევუკერავ, ისეთს ჯერ რომ არავის ჰქონია, ხომ დამპირდი შენს შვილს ჩემს მოქსოვილ წინდას ცავაცმევ და ნახავ რა ტბილად იქნებაო, სადაა ეს დაპირბები, რატომ არ ელოდები ამ უბედნიერეს დღეს ჩემს ცხოვრბაში? -ცემო ბიჭო, სულს ნუ მიმძიმებ,ისედაც უმძიმს შენი დატოვება, ამ დამჩკნარი და გაოხრებული ბუდიდან მალე წასვლას ლამობს , ნუ აკავებ შემიბრალე. -ჩემო მშვენებავ, ჩემი ფიქრების დიდი ნაწილი გეკავა ,, აი შენ რომ თქვი ფიქრები ანადგურებს მაგრამ მათში კარგიც არისო, შენ ხან ჩემი ფიქრების სიკარგე იცი?? იცი როგორ მტკენ გულს და მაინც მიდიხარ -ფიქრებს მიეცი გასაქანი მაგრამ შოირსაც არ გაუსვა, თავი არ დააღუპინო, იუდას ფიქრები განა იესოს გაყიდვა იყო, არაა ის მისი ფიქრებიც არ ყოფილა, ეს სიხარბის ფიქრები იყო. -ფიქრები ნანა ბებო, ბოლოს მომიღებს -ბევრს ნუ ფიქრობ ჩემო ბიჭო , რაცარუნდა იფიქრო ჩვენი სიცოცხლის ბოლოს მაინც უკუნიტი სიბნელეა, აი ისეტი მე რომ მელოდება . გაჩერდა, ხო გაჩერდა, ვერვიჯერებ რომ აღარ არის , მისი გული გაჩერდა, დამთავრდა. ნანა ბებო წავიდა ,ჩემი უმშვენიერესი ქალბატონი... .......... ჩემთვის ძლიან ძნელი იყო ეს ყველაფერი,, ბევრი ხალხი ირეოდა ნანუს დაკრძალვაზე. ღმერთო, ღმერთო არ მჯერავს, ამათ აქ რაუნდათ, სულ გაგიჟდნენ? რა უფლებით მოვიდნენ, ვიგას ესტუმრნენ. მხოლოდ სხეულს? სადიყვნენ როცა სულს ასე სჭირდებოდნენ? სად? აი ისევ ვფიქრობ, ვინ გასცემს ცემს ფიქრებსი დასმულ კითხვებს პასუხს. ...... ტელეფონი რეკავს: -გისმენთ -გამარჯობათ, ნიკა ბრძანდებით? -დიახ სერ -ბატონო ნიკა ხვალ 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ ქალაქის სასამართლოში -რა? რატო რამე მოხდა? -ქალბატონი ნანას ქონების განხილვაა და საჭიროა თქვენს დაესწროთ, მისი თხოვნა იყო რომ თქვენთვის ჯერჯერობით ეს შეგვეტყობინებინა დანარცენს კი სასამართლოში შეიტყობთ. -კარგით სერ გასაგებია -კარგით ბატონო ნიკა ხვალ გელოდებით ....... ეჰ ჩემო ნანა ბებო მხოლოდ ეს გსურდა? ხომიცოდი, რომ რაცარუნდა გენატრა ყველაფერს შეგისრულებდი ჩემო ძვირფასო. სასამართლოში მივედი, იქ ნანა ბებოს სამივე შვილი დამხვდა. რაგაც ცუდათ მიყურებენ, ნეტავ რას ფიქრობენ ახლა ჩემზე?? ხო ნანა ბებო რათქმაუნდა ბევრს არ ვფიქრობ -ბატონი ნიკა კანდელაკი გამოცხადდა? -დიახ სერ აქ გახლავართ -ბატონო ნიკა, თქვენ ქალბატონმა ნანამ თავის ქონებაშჰი მოგიხსენიათ ერთადერთ მპატრონებლად და რაღათქმაუნდა თავისი ქონების მეპატრონედ. რაა ნუთუ ნანამ.. ნუთუ ჩემმა ნანა ბებომ... არა არ მჯერავს. აშკარად ცუდი ფიქრები უტრიალებთ , ნეტავ რატომ, რატომ ნანა ბებოო _ რაც შეეხება მის შვილებს გადაეცემატ მხოლოდ ის ფოტო სურათები რომლებშიც თავადვე არიან. _ რაა.. რას ბრძანებთ.. კარგად გადაამოწმეთ.. აქ რაგაც სეცდომაა.. გეშლებათ.. მოვითხოვ გადაამოწმოთ. _დაწყნარდით ბატონო და პატივი ეციტ დედათქვენი სურვილს. _ფუ შე ბ**ო როგორ გამიბედე ეს.. ამ სიტყვების გაგონებაზე ვერ აგიღწერტ რა დამემართა, გაცეცხლებული წამოვხტი და ნანა ბებოს უგულო და თავხედ ვაჟს ვეცი, მუშტი ორჯერ შემოვუქნიე სახეში, ისეთი გამწარებული ვიყავი ამის მეტი არაფერი მახსოვს. მერე მითხრეს რომ გასასველებლად მოსული ნანა ბებოს გოგოსთვისაც დამირტყავს,, ახია მაგატზე , მოუხდებათ. .... წავიდა ცემი ნანა ბებო,, ჩემი მშვენიერი ქალბატონი,, აი დავრჩით მარტო მე და ჩემი ფიქრები ნანა ბებოს უზარმაზარ,, ახლა უკვე ცემს სახლში. ................................................................. ფიქრებს ტავი დაანებე მეგობარო ,, როცა ფიქრობ იმასვე არ აკეთებ აბა მაგასაც დაუფიქრდი, დიდხანს ფიქრი გადაგღლის და ისე დაგაჭკნობს ბოლოს მოგიღებს და ისე გაგაქრობს თითქოს არც არასდროს გიარსებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.