შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულებთან მოლაპარაკე 1


30-04-2016, 00:59
ავტორი ეკატერინე
ნანახია 1 822

სულებთან მოლაპარაკე
- აბა მომიყევი რას ხედავ.. - ფსიქიატრი ინტერესით ჩააშტერდა პაციენტს თვალებში და მის ყოველ მიქმედებას კარგად აკვირდებოდა, რათა ერთი დეტალიც კი არ გამოპარვოდა.
- დამანებეთ თავი, მე არაფერს არ ვხედავ.. უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და მაგის შემეშინდა - ბიჭმა ჯერ მარჯვნივ გაიხედა შემდეგ კი მაღლა, ძარღვები ოდნავ დაეჭიმა და მუშტებს ძლიერად კრავდა. ცდილობდა ექმის ტყუილში არ გამოეჭირა
- გიორგი.. კარგად მისმინე ეხლა, მგონი რომ 21 წლის ბიჭის კვალობაზე შიშისგან გიჟივით ყვრილი, საკუთარ თავთან საუბარი და სახლიდან ტყეში გაქცევები არც თუ ისეთი ნორმალურია ხომ?
- მე ჩემს თავთან კი არა მას ველაპარაკებოდი...
- ვის?
- მეგობარს ტელეფონზე - ბიჭს ოფლმა გამოასხა, ნერვიულად დაიწყო თვალების ხამხამი და უაზროდ ისრესდა სახეს
- ვხედავ და კარგად გეტყობა რომ იტყუები, კარგი რადგანაც ამტკიცებ რომ ეგრეა მაშინ მე უბრალოდ დამამშვიდებლებს გამოგიწერ, დალიე და 4ში ისევ მოდი ჩემთან. მანამდე უბრალოდ მოემზადე, გპირდები საგიჟეთში არ გამოგკეტავ. მე შენი მჯერა და ვიცი რომ არ გელანდება - ექიმმა ბიჭი თანაგრძნობის ნიშნად ჩაიხუტა, მერე ფეხზე წამოდგა, რეცეპტის ფურცელზე დამამშვიდებლის დასახელება ჩაწერა და ბიჭს გადასცა
- კარგ დღეს გისურვებ ჩემო კარგო... დაიმახსოვრე შენს გვერდით ვარ.
ბიჭი კაბინეტიდან გამოვიდა, დერეფანში მომლოდინე დედ-მამას მიახლოვდა და ნაწყენი ტონით უთხრა
- მე არ ვარ გიჟი და აუცილებელი არ იყო ჩემი აქ მოყვანა
- გიო ჩვენ შენზე ვზრუნავთ, ძალიან ვნერვიულობთ დედი, გაგვიგე რაა
- ვიცი ეგ ბევრჯერ გითქვამს ჩემთვის.. კარგი წავიდეთ სახლში, ვერ ვიტან აქაურობის სუნს - ეს თქვა ბიჭმა და სასწრაფოდ გასასვლელისკენ აიღო გეზი.
- დე მე ქეთისთან მივდივარ
- ამ ქარში და უბედურ ამინდში რა გინდა გარეთ? - ქალი აღშფოთდა ბიჭის სურვილი რომ მოისმინა, მაგარმ ხო იცით როგორია დედის გული, მიუხედავად იმისა, შუა ზაფხულის საღამო იყო დედას ეთაკილებოდა შვილის გარეთ გაშვება.
- აუ კაი რაა... მოკლედ წავედი - ბიჭმა დედის პასუხი აღარ მოისმინა და სასწრაფოდ გარეთ გააჭრა.
პატარა ლამაზი გოგო მთაწმინდის პარკში მოაჯირთან დამდგარიყო და სადღაც შორს სივრცეში იყურებოდა. ქარი მის გრძელ თმას უაზროდ წეწავდა, კაბა უაზროდ, უმისამართოდ დაფრიალებდა, მისი სურნელი არემარეს ათრობდა. გოგონას უკნიდან ბიჭი მიუახლოვდა, ხელები ძლიერად შემოაჭდო გოგონას სუსტ სხეულს და მკერდზე აიკრა.
- ვიცი ახლა ჩემზე ფიქრობდი
- ჰაჰ.. შენ საიდან იცი მე რაზე ვფიქრობდი? იქნება ცდები - გოგონა მისკენ მიბრუნდა და გამომცდელი მზერით შეხედა
- მე შენი ყველა ფიქრი ვიცი - ბიჭმა უთხრა ეს და კიდევ ერთხელ აიკრა სხეულზე გოგონა, თითქოს ვერ კმაყოფილდებოდა მისი ჩახუტებით, რაღაც უფრო მეტი სურდა მას, მაგრამ ამ „მეტის" უფლებას ვერ აძლევდა საკუთარ თავს, იცოდა საზღვრებს თუ გადალახავდა დაკარგავდა გოგოს, ამიტომ გოგოს ზედმეტად არ უშლიდა გულს, არ უყვებოდა თავგადასავლების შესახებ, ცდილობდა დისტანცია დაეცვა მასთან დდა გოგოც მის ნათქვამს ხშირად ხუმრობით იღებდა.



№1  offline წევრი Educated

ძალიან პატარა თავი იყო, ამიტომ ინტერესის ნაკლებად გამომწვევიც.
თუ გააგრძელებ და გაზრდი თავს, შედარებით საინტერესო იქნება.

 


№2 სტუმარი Nino

Miuxedavad patara tavisa zalian kargi da saintereso iyo

 


№3  offline წევრი Teka

dzalian kargia..tavebi gazarde da male dadeee❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent