შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #13


30-04-2016, 13:15
ავტორი ჯია
ნანახია 4 004

ემამ სახეწაშლილმა გამომხედა, ცოტახანი ხმას არ იღებდა.
-ამ წამს დამირეკა ლაშას ძმაკაცმა და... -ისევ გაჩუმდა.
-ემა, ამოღერღე. -საშინლად დავიძაბე.
-კაი მისმინე, მე მიჩვეული ვარ და იმდენად აღარ ვნერვიულობ ხოლმე. შენთვის კიდევ ახალია ეს სიტუაცია, მაგრამ მაინც გთხოვ მშვიდად მიიღო. კარგი?
-რა მოხდა, ადამიანო? ნუ დამძაბე.
-ლაშა დაიჭირეს. - ყურებს არ ვუჯერებდი, მაგრამ გონება გაუჩერებლად იმეორებდა ამ სიტყვებს. გავშრი, ყურებში ზუზუნის ხმა მესმოდა. მეტყველების უნარი დავკარგე. -კირა, კარგად ხარ?
-მე..მე.. კი, კარგად ვარ. -ძლივს ამოვილუღლუღე და ყელში მოჭერილი ბურთულის გადაგორება ვცადე.
-მოდი ჩემთან. -საბანი აწია და მანიშნა შევწოლილიყავი. -ნუ ღელავ, მალე მოაგვარებს ყველაფერს და ჩამოვა.
-რატომ დაიჭირეს? -ემასთან შევწექი და გულზე ავეკარი. -რამე დააშავა? -ვიგრძენი, როგორ ჩამოცურდა ლოყებზე მლაშე სითხე.
-როგორც, კახამ მითხრა სერიოზული არაფერია. ხო იცი როგორი სახელითაც არის ლაშა? სულ რომ არაფერი დააშავოს, მაინც დაიჭერენ, თუ შესაძლებლობა მიეცათ. -მითხრა ემამ, თან თავზე მეფერებოდა.
-კი, მაგრამ რატომ?
-არ ვიცი ზუსტად. არასოდეს დავინტერესებულვარ, ისიც მეყოფოდა რაებიც მაქვს გადატანილი. ჩაძიების სურვილი არასოდეს გამჩენია.
-იქ.. იქ როგორ იქნება?
-ლაშასთვის ციხე სახლივით არის. -სიმწრით ჩაეცინა ემას. -ნახევარზე მეტი ცხოვრება მანდ აქვს გატარებული, ასე რომ არ ინერვიულო. არაფერი მოუვა.
-როგორ მარტივად ლაპარაკობ. -გაოცებულმა წამოვყავი თავი.
-მთელი ბავშვობა მენტების სახლში შემოვარდნის მეტი არაფერი მინახავს. დღეს უკვე ადვილია ამ თემაზე საუბარი.
-სახლში გივარდებოდნენ? -შეშფოთებისგან სახეზე ავიფარე ხელები.
-ხო, იცი რა საშინელება იყო? პატარა ვიყავი, ვერ
ვხვდებოდი ხოლმე რატომ კოჭავდნენ მამაჩემს და უხეშად გაათრევდნენ ხოლმე სახლიდან. მერე მთელს სახლს გადაქექავდნენ, თავდაყირა დააყენებდნენ, ნახევარ ქონებად გაიტანდნენ და მიდიოდნენ.
-შენ ხომ არაფერს გიშავებდნენ? -ამჯერად იმ სიტუაციის წარმოდგენისას ვტიროდი.
-ფიზიკურად არა, მაგრამ მორალურად მანადგურებდნენ. საშინელ რაღაცეებს მეუბნებოდნენ მამაჩემზე..
-რატომ აირჩია ასეთი ცხოვრება? -ცრემლები შევიმშრალე და ღრმად ამოვისუნთქე.
-ლაშას თაობის უმეტესი ნაწილი ასე არ ცხოვრობს? როგორც იცის ხოლმე თვითონ თქმა, მაშინ სხვა პრასვეტი არ იყოო.
-კარგი რა.. -ისევ წამომივიდა ცრემლები. -როდის გამოვა?
-ზუსტად არ ვიცი, ხვალ იქნება სასამართლო. ალბათ რამოდენიმე თვე, მეტი არა.
-რამოდენიმე თვე? -კიდევ უფრო მოვუმატე ტირილს. -და ახლა აღარ გივარდებიან ხოლმე?
-არა, აქ მოაგვარა. იტალიაში რა გგონია, დღემდე კორუფციაა. ფულს იხდის და ხელშეუხებელია.
-საშინლად მენატრება.. -მე თვითონაც მერე მოვედი აზრზე რა ვთქვი, როცა ემას გაოცებულ თვალებს გადავაწყდი.
-შენ რა? -ჩაეღიმა ემას. -შეგიყვარდა ხო?
-რა? არა, მე სიყვარული არ შემიძლია. -სხარტად წამოვჯექი.
-რატომ გგონია? -გაოცდა ემა.
-კი არ მგონია, ეგრეა.
-ვინ გატკინა ასე მაგრად?
-არავინ. -მოვუჭერი მოკლედ და ისევ ჩავეხუტე.
-მომიყევი რა.. საერთოდ არაფერი ვიცი შენზე.
-არ ვიცი რა უნდა მოგიყვე.
-ყველაფერი რაც მოგინდება. -მითხრა და თავზე დამისვა ხელი.
-აკო ერქვა. -წამოვჯექი ისევ და ემას სიგარეტი ავიღე და ჩემდაუნებურად მოყოლა დავიწყე -12 წლის ვიყავი, რომ გავიცანი.. ის 18ის იყო. ვერ ვხვდები რატომ ამირჩია მე? მართალია უფრო დიდს ვგავდი, მაგრამ მაინც ბავშვი ვიყავი.. გადამეკიდა უნდა გაგზარდოო. თავიდან საშინელი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ჩემი გული მოიგო. მალევე დაარქვა ყველაფერს სახელი, ურთიერთობაც გააოფიციალურა. მისი შეყვარებული კი არა, საცოლე ვიყავი. სასაცილოა არა? 12 წლის ბავშვს საცოლეს ეძახდა. 5 წელი ვიყავით ერთად. ყველაზე ტკბილი პერიოდი იყო, ძალიან მიყვარდა და ვუყვარდი. ზღაპარში მაცხოვრებდა.. ჩემთვის არასდროს არაფერს იშურებდა, სულ თან მყვებოდა.
-და რა მოხდა ასეთი? -ემა განაბული მისმენდა, მანაც მოუკიდა სიგარეტს და ისევ სმენად იქცა.
-უკვე ნიშნობის თარიღი გვქონდა დათქმული. ცოლად ჯერ არ მივყებოდი, საშინლად არ მინდოდა 17 წლის ასაკში გათხოვება. მარაზმია და მეტი არაფერი.. 23ის ვარ და ცოლ-შვილი მინდაო. საერთოდ ვერ ვიგებდი, 23 წლის ბიჭს რა ჯანდაბად უნდოდა ჯერ ცოლი. ამაზე ხშირად ვკამათობდით, ბოლოს ნიშნობაზე დავთანხმდი და ქორწილი 2 წლით გადავადებინე, ვიფიქრე მერე კიდევ რამეს მოვიფიქრებ და ცოტახნით გადავწევ კიდევ მეთქი. -გავჩუმდი, უკვე მიჭირდა ლაპარაკი.
-თუ გინდა არ მომიყვე. -მითხრა ემამ, უარის ნიშნად თავი დავუქნიე, ღრმად ამოვისუნთქე და გავაგრძელე.
-უცებ უყურადღებო გახდა. აი, წკაპ და ჩემი პრინცი თეთრ ცხენზე, რომელიც ჩემს გონებაში N1 ბიჭი იყო და მასზე უკეთესი არავინ არსებობდა, რადიკალურად შეიცვალა. დაიწყო სტანდარტული სიტუაცია, ტყუილები, თავის არიდება, უხეშობა. მერე ნელ-ნელა გაქრა ყვავილები, რომელიც ყოველ ორშაბათს მომდიოდა. მერე აღარ შაბათ-კვირის ქალაქიდან გასვლის ტრადიცია იყო.. გაქრა საჩუქრები, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვიღებდი. განა საჩუქრები მადარდებდა? უბრალოდ მთელი ის ყურადღება რასაც ჩემთვის არ იშურებდა, წამში აორთქლდა და თავი უმნიშვნელოდ ვიგრძენი. მივხვდი, რომ აღარ ვჭირდებოდი. -კიდევ მომაწვა ბურთულა ყელში და გავჩუმდი. სიგარეტა მოვუკიდე ისევ და რამოდენიმე ღრმა ნაპასის შემდეგ გავაგრძელე. -ერთ საღამოს მეილზე მომივიდა წერილი.. -ისევ გავჩუმდი.
-კირა, ნუ იტანჯავ თავს. მართლა არ მეგონა თუ ასე გიჭირდა საუბარი თორემ არ გთხოვდი მოყოლას, მართლა.. -შეწუხდა ემა და სიბრალულით სავსე თვალებით შემომხედა.
-არა, მინდა მოგიყვე, მინდა დავიცალო.
-კარგი, როცა შეძლებ გააგრძელე. გინდა დავლიოთ? -თამხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ემამ კომოდიდან ერთი ბოთლი ჯეკ დანიელსი ამოაძრო, თავსახური მოხსნა და გამომიწოდა. მოწყურებულივით დავეწაფე და რამოდენიმე ყლუპი ამოუსუნთქავად დავლიე. ცოტახანი ჩუმად ვსვამდით. არ მინდოდა მეტირა, თავს ვიკავებდი. აღარ მინდოდა აკოს გამო, ისევ მეტირა.
-წერილი გავხსენი და იქ ფოტო იყო, აკოსი. გოგოსთან ერთად, იმ გოგოს მეც ვიცნობდი. ვიცნობდი კი არა, ვმეგობრობდი. აკო ისე უყურებდა, ისე... აი, ისე როგორც 5 წლის განმავლობაში მე მიყურებდა. მეგონა, ის გამოხედვა, ის თვალები და საერთოდ აკო ჩემი იყო და სულ ჩემი იქნებოდა. თურმე ვცდებოდი.. იმ დღეს მოკვდა ის ძველი კირა.. უდარდელი, მეოცნებე, ცხენზე ამხედრებული პრინცების, რომ სჯეროდა. ვარდისფერი სათვალეები კი არ მოვიხსენი, თავისით ჩამომვარდა და დაიფშვნა. მწარე იყო, ძალიან მწარე, ის რეალობა რაც ვარდისფერი სათვალის მიღმა დამხვდა.
-რა ნაგვები არიან კაცები.. როგორ შეუძლიათ, ასე მარტივად ადგნენ და გიღალატონ. განა მარტო შენ გღალატობენ, იმ გრძნობებსაც ხომ ღალატობენ რაც იქამდე ჰქონდათ?
-იცი რა, ემა? განა მარტო აკოს ვადანაშაულებ. ვთვლი, რომ თუ გღალატობენ აქ ორივე მხარე არის დამნაშავე.. და ეს მანადგურებს. მანადგურებს ის აზრი, რომ მე რაღაც ბოლომდე ვერ მივეცი. ვერ მივეცი ის, რაც შემდეგ იმ გოგოსთან იპოვა.
-გიჟი ხარ შენ ხო? კიდევ შენს თავს როგორ იდანაშაულბ? -გაგიჟდა ემა.
-ეგრეა, უმიზეზოდ არ გღალატობენ. გამორიცხულია.
-დამიჯერე, უმიზეზოდაც შეუძლიათ ღალატი. მოიყვანა ცოლი?
-არა, მაგრამ ისევ იმ გოგოსთან არის.
-რთულია...
-ძალიან.. მერე ერთი წელი ჩავიკეტე. საერთოდ მჩვევია, თუ ცუდად ვარ ვიკეტები. ნინა და ლისა ვეღარ მცნობდნენ, მათ მიმართაც გავცივდი. სიყვარულზე და ბიჭებზე ხომ საერთოდ გული ამიცრუვდა. კომპლექსი გამიჩნდა და შიში. შიში, რომ ყველა კაცი ეგრე მომექცევა.
-როგორ გამოძვერი?
-ვერ გამოვძვერი. დღემდე მეშინია ამ გრძნობის, უბრალოდ ხელი ავიღე ყველაფერზე. ფეხებზემ*იდია გავხდი. უნივერსიტეტი მივატოვე, დრაგები გავსინჯე. კლუბში ვგრძნობდი თავს ბედნიერად, ისიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სხვა შემთხვევაში სულ დაგრუზული ვიყავი. გოგოები რას არ ცდილობდნენ, რომ ცხოვრების ხალისი დამებრუნებინა. მაგრამ არაფერი გამოდიოდათ.. მართალია, ცხვირჩამოშვებული არ დავდიოდი და სულ მხიარულად ვიყავი, მაგრამ მხოლიდ ისინი ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი მოჩვენევითი იყო... მერე.. მერე გამოჩნდა გიო.
-ის გიო? -ჩამეკითხა ემა.
-ხო, ის გიო. არ ვიცი, რა
ჯანდაბამ შეაყვარა ჩემი თავი და საერთოდ რა ძალა ადგა, რომ ვუყვარდებოდი. საშინლად ვექცეოდი, ვიცოდი ვერასდროს შევიყვარებდი და მაინც არ ვუშვებდი. თან ისე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, არცმ იფიქრია თუ რამე გრძნობა გაუჩნდებოდა.
-როგორ დაიწყო?
-სექსით. კლუბში ვიყავი, ყველაფერი მქონდა მიღევული.. ექსტაზი, MDMA, მოწეულიც მქონდა. საიდან შევამჩნიე არც მახსოვს, მივედი და გარეთ გავათრიე. არც გამარჯობა, სახელიც არ მითქვამს. მანქანაში ჩავსვი და ერთადერთი სახლის მისამართი ვკითხე.
-რა გადარეული გოგო ხარ.
-არც ვიცი რა დავარქვა მაშინდელ ჩემს მდგიმარეობას.. გიო ჩემი პირველი მამაკაცი იყო. დილით ავდექი და გამოვიპარე.. მერე ერთი კვირა ვისმენდი გოგოების მხრიდან ლანძღვას. ქალიშვილობა იმასთან დავკარგე ვისი სახელიც არ ვიცოდი.
-შენზე ძალიან საინტერესო წიგნი დაიწერებოდა. -მითხრა ემამ, მე გამეცინა. -და მერე რა მოხდა?
-გოგოები ვისხედით კაფეში, მოულოდნელად რომ მოგვიჯდა. ისარგებლე ჩემით და მიმაგდე ხოო, გამეხუმრა და მაქედან დაიწყო ყველაფერი.
-ატყუებდი, რომ გიყვარდა?
-არა! იცოდა, რომ ვერასდროს შევიყვარებდი. მილიონჯერ ავუხსენი, აკოზეც იცოდა. იცოდა, რომ მხოლოდ მეგობრულად მიყვარდა და სექსი მომწონდა მასთან, მაგრამ მაინც ჩემთან იყო. ბოლომდე გაიძახოდა შეგიყვარდები აუცილებლადო. იმდენ რამეს იტანდა ჩემგან, ხასიათი ხშირად მეცვლებოდა და ვეუხეშებოდი ხოლმე. ის კი მიტარებდა, ყველაფერს მპატიობდა. საერთოდ ყველაფერს და სულ ჩემ გვერდით იდგა. მე კი ვერ ვიყვარებდი, ვერ შევძელი.. პრინციპში არცმ იცდი ალბათ. ისე წამოვედი, არც დავემშვიდობე. საზიზღარი გოგო ვარ, ის კი ძალიან კარგი ადამიანია.. მინდა ბედნიერი იყოს. ჩემთან კიდევ ბედნიერი ვერ იქნებოდა, ყველაზე კარგი რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია, ის არის, რომ აქ წამოვედი.
-შემეცოდა მართლა.. უბრალოდ მე ვიცი, რატომაც არ შეგიყვარდა.
-რატომ?
-სუსტი იყო. შენ გვერდით ძლიერი მამაკაცი გჭირდება.. მხოლოდ ძლიერი მამაკაცი შეძლებს თავი შეგაყვაროს. ლაშა ძლიერია, არ იფიქრო იმიტომ გეუბნები, რომ მამაჩემია. უბრალოდ კარგად ვიცნობ. დამიჯერე, შეძლებს და დაგიბრუნებს სიყვარულის რწმენას.. მთავარია ენდო.
-ვენდობი. -ვთქვი მტკიცედ და ემას მუხლებში თავი ჩავრგე. -მართლა ძალიან მენატრება და საშინლად განვიცდი. არ მინდა იქ იყოს.. -ისევ ამეტირა.
-ნუ გეშინია, მალე გამოვა და სულ ჩვენთან იქნება. -მამშვიდებდა ემა და თავზე მეფერებოდა.

3 თვე.. 3 თვე უნდა იჯდეს ციხეში. ვერ გავიგე რა მიზეზით, მაგრამ როგორც ემამ მითხრა სულ არ არის ამის ცოდნა საჭირო. რაღაცნაირად ყველაფერი გაუფერულდა. ტრადიციად მექცა ყოველ დილით მის კაბინეტში შესვლა და მის ნივთებზე შეხება. იქ ისევ ტრიალებდა მისი სუნი.. მართლა შემიყვარდა? არ ვიცი.. როგორ და რანაირრდ შემომეპარა ეს გრძნობა. სანამ გბერდით მყავდა ვერადერს ვხვდებოდი, ახლა კი საშინლად მაკლია და მენატრება. დღეებს ვითვლი როდის გამოვა. ჯერ მხოლოდ 34 დღე იყო გასული, თითქმის 2 თვე დარჩა და ჩამოვა. ჩემთან ჩამოვა.

-საზღვარი აქვს ყველაფერს! -ოთახში შემომივარდა ემა, გაბრაზებული სახით.
-რა ხდება? -გაკვირვებულმა გადავდე წიგნი და ემას მივაშტერდი.
-როდემდე უნდა იყო გამოკეტილი?
-არსად სიარულის ხალისი არ მაქვს, რატომ არ გესმის?
-მესმის. -ემა მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა. -მაგრამ ეგრე არ შეიძლება. ლაშა რომ გამოვა და გაიგებს ასე იყავი, საშინლად გაგიბრაზდება. მალე ადექი ჩაიცვი და ჩემთან მაინც წამოდი ბარში.
-აუ, არ მინდა. -ვუთხარი და საბანი გადავიფარე თავზე.
-ჩაგგუდავ ახლა მაგ საწოლში. -თავზე დამახტა ეს გიჟი და ლამის მართლა გამგუდა.
-კარგი გნებდები. -ვუთხარი სიცილით და თთვი გამოვწიე საბნიდან. -ოღონდ დღეს არა. ხვალ მოვალ კარგი?
-იცოდე! -წარბი ამიწია ემამ. -ხვალ პირობას დაარღვევ და მწარედ დაისჯები. -საჩვენებელი თითი დამიქნია მკაცრად.
-არ დავარღვევ. -გულზე ხელი დავიდე და გავიჯგიმე.
-წავედი ახლა სამაახურში და გვიან მოვალ დღეს ალბათ.
-წარმატებები, ებბი მომიკითხე. -გავუღიმე და ოთახიდან გავაცილე. მე კიდევ ისევ შევწექი და წიგნს დავუბრუნდი. არ მომწონს ეს ”ტრამალის მგელი” და რატომ ვკითხულობ? კიდევ დეპრესია მინდა მე?

მთელი ღამე ვიწრიალე და ვერაფრით დავიძინე. გაბრაზებული წამოვჯექი საწოლზე და ვერ გადავწყვიტე რა მექნა.. ბოლოს ავდექი და ემას შევაკითხე მოსაწევისთვის, რამოდენიმე ნაპასში ტკბილად ჩამეძინებოდა.
ემა ზურგით იწვა.
-გძინავს? -ვიკითხე ჩუმად.
-არა, მოდი. -მითხრა და გადმოტრიალდა, თვალები ჩაწითლებული ქონდა.
-შენ რა ტირი? -სწრაფად მივუახლოვდი და საწოლზე ავცოცდი.
-დავიღალე.. -ამოიტირა ემამ.
-რა მოხდა? -ვკითხე და შევუწექი.
-კარგი რა, შენ შენიც გყოფნის. არ მინდა ჩემი ამბებით დაგამძიმო..
-ახლა ძალიან მაგრად გცემ. სასწრაფოდ მომიყევი რა
გჭირს! -ვუთხარი მკაცრად.
-ებბი მჭირს.. დღეს ვუყურებდი და მინდოდა მივსულიყავი, ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი მეთქვა.
-გინდა, რომ უთხრა?
-ძალიან! მაგრამ არ შეიძლება.. იმასაც დავკარგავ რაც მაქვს. არადა რამდენი დამიგროვდა სათქმელი, ყოველდღიურად მემატება.
-რატომ ხდება ასე? რატომ არ გვიმართლებს?
-არ ვიცი.. ალბათ რაღაცეებისთვის ვისჯებით. იცი რამდენ გოგოს მოვექეცი ცუდად? რამდენს ვუყვარდი და არავი მაინტერესებდა, არრფრად მიმაჩნდა მათი გრძნობები. ხოდა აი, ნახე მეც ვისჯები. იგივე დამემართა..
-ხო, მაგრამ დავიჯერო არაფერი გაგვიკეთებია კარგი? რომ კარგი რაღაცეებიც მოხდეს.
-ჩარკვიანის სიტყვები გამახსენდა. ”არავითარი განსხვავება არაა, შენ იპარავ თუ გასცემ. ყველაფერი ზედმეტისთვის ისჯები.” -მითხრა ემამ და თავი მხარზე ჩამომადო.
-ფანატიკურად რომ შემიყვარდი, ამისთვისაც დავისჯები?
-არა, იმიტომ რომ ჩვენ სულ ერთად ვიქნებით. -მითხრა და ხელი მაგრად ჩამკიდა.
-არასოდეს მიმატოვო.
-მე და შენ.. სულ ერთად. -მითხრა და გამიღიმა. მერე სიჩუმე ჩამოვარდა..-იცი ცხოვრება მაიბც ძალიან მაგარი რამეა.
-რატომ?
-იმიტომ რომ, სრულყოფილებაა როცა ადამიანი გყავს გვერდით შენი სახით.
-მიყვარხარ.. მე და შენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. -ვუთხარი და გავუღიმე.
-ხო, მე და შენ დიდი ძალა ვართ.
-მე მჯერა, რომ შენ და ებბი ერთად იქნებით.
-როგორ მინდა, მეც მჯეროდეს.



№1  offline წევრი გაიღიმე

მაგარია!! გიო შემეცოდა ცოტა :(

 


№2  offline მოდერი Eleniko13

იეპ!
ისე, დეისაძე რომ ახსენე წინა თავებში,
გამიხარდა, ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა რომ...
უჰ, კიდე მეგი გოგიტიძეა საოცრება, უნდა იცოდე.

მომწონს ისტორია,
უბრალოდ ...
მოკლედ, დასასრულს რომ წავიკითხავ, ყველაფერს ერთად გეტყვი.
ოქეი?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline მოდერი ჯია

გოგიტიძეც მიყვარს ძალიან ❤️ დეისაძეც იქნება..
მადლობა, რომ კითხულობ ❤️
დასასრულამდე ჯერ კიდევ შორია :დდ

 


№4 სტუმარი ემი

მე ვერ ვიტყვი, რომ გიო სუსტია...

ძალიან ძლიერ კაცებსაც ძალიან დიდი სისუსტეები გამოუვლენიათ სიყვარულში...კაცს რომ ქალზე მეტად უყვარს, ის ჩანს უფრო სუსტი...

გააჩნია, ვისთვის იქნება ჰეპიენდი...

 


№5  offline წევრი tatushki1995

Lasha momwons dzalin kargi iyoo

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა კარგია იმედია ყველაფერი მოგვარდება love love

 


№7  offline წევრი მოლურჯო

საოცრება ხარ
--------------------
მარიამი

 


№8  offline მოდერი ჯია

ვუაიიი ❤️ ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent