შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #12


29-04-2016, 19:11
ავტორი ჯია
ნანახია 3 951

რამდენი ხანია კლუბში არ ვყოფილვარ, როგორ მომნატრებია ეს სიტუაცია. ახლა ვხვდები რა მაკლდა, გული ამოვარდნაზე მაქვს ისეთი ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის გავშლი ფრთებს შუა დენს ფლორზე.
ტუალეტში შევედით მე და ემა, ხელი გაშალა და ხელის გულზე დადებული ორი ექსტაზი გამომიწოდა.
-გიყვარს? -თვალები ამითამაშა.
-ვგიჟდები. -ხელის კანკალით ავიღე ერთი ტაბლეტი და სასწრაფოდ გადავყლაპე.
-მეორეც შენია, ცოტახანში დაამატე. -მეორეც გამოვართვი და ჯიბეში ჩავიდე.
-შენ არ სვამ?
-მე შემოსვლამდე დავლიე. -მითხრა და გამიღიმა.
-წამოდი ფორთოხლის წვენი დავლიოთ, დაეხმარება გახსნაში. -ვუთხარი და ხელი ჩავავლე.
წვენი დავლიეთ, ლუდებიც დავაყოლეთ, წყალი ვიყიდეთ და დინამიკებთან დავდექით. მუსიკაზე რითმულად ვცეკვავდი. უკვე ვგრძნობდი, როგორ მეხსნებოდა.
-მოდის. -გადავძახე ემას და თვალები დავხუჭე.. ღრმად შევისუნთქე სიგარეტის, მოსაწევის და ალკოჰოლის ერთმანეთში არეული სუნი და მუსიკის რითმში ჩავიძირე.
ცივმა ოფლმა დამასხა და მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მოძრაობები უფრო რითმული და მუსიკაში ჩამჯდარი გამიხდა. ვახ, საოცრებაა.. ამდენი ხნის მერე, კიდევ უფრო მაგრად გამისწორდა. რამოდენიმე საათში მეორეც დავამატე და ლამის ავფრინდი, მეგონა ღრუბლებს ვეთამაშებოდი. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ბედნიერება, რამდენი საათი ვცეკვავდით გაუჩერებლად, მაგრამ კიდევ მინდოდა. მინდოდა არასოდეს დასრულებულიყო..
-გამოვდივარ. -უკვე დაღლილობაც ვიგრძენი.
-წამომყევი. -ხელი ჩამკიდა ემამ და ტუალეტში გამიყვანა. -კოკაინი გაგისინჯავს? -უკანა ჯიბიდან თეთრი ფხვნილით სავსე პატარა პაკეტი ამოიღო.
-საქართველოში ეგ ფუფუნება არ გვაქვს.
-ატხადნიაკში გაგისწორდება, მოგხოდავს კარგად. -მითხრა და ნიჟარაზე დაყარა ცოტა, შემდეგ ბარათით ორი ხაზი გააკეთა. -რამე ქაღალდის ფული გაქვს? ბარათიდან არ გამომიტანია.
-კი. -50 ევროიანი ამოვიღე და დავახვიე.
-მიდი ჯერ შენ გაიყნოსე. -დავიხარე და სწრაფად შევისუნთქე. ცხვირი ხელით წავათამაშე და კიდევ ერთი ღრმა შესუნთქვა გავაკეთე. ვიგრძენი როგორ გადავიდა ყელში.
-მაქსიმუმ 10 წუთში იგრძნობ პრიხოდს, უკვე თუ არ გრძნობ. -მითხრა და თვითონაც იგივე გაიმეორა.
ტუალეტიდან გამოვედით და ბარის მაგიდასთან დავსხედით.
-ორი ორმაგი ვისკი. -უთხრა ბარმენს და გამომხედა. -აბა როგორ ხარ?
-დაღლილობა მომეხსნა. -ბეჭებში გავიმართე და გავუღიმე. -ყველაზე მაგარი ტიპი მგონია თავი. -გავიცინე და ბარმენის მოწოდებული ვისკი დავლიე.
-ხო ეგ თვისება აქვს, თავდაჯერებულობას გიმაღლებს. დრაგებში ყველაზე კაი ტიპი კოკაინია..
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო. -ჩამეღიმა და ჭიქა გავუშვირე მისაჭახუნებლად. -რომელი საათია?
-ოთხი დაიწყო. -მაჯის საათს დახედა ემამ.
-მოიცა ასე ცოტა დრო გავიდა? -გამიკვირდა.
-ნოუ, შუადღეა უკვე. -გაიცინა ემამ და ბარმენს ხელით ანიშნა, რომ კიდევ მოეტანა ვისკი.
-რაა? მთელი დღეა აქ ვართ? -გამეცინა მეც. -სამსახურში როდის უნდა გახვიდე?
-ორშაბათიდან. -მითხრა და წამოდგა. -ახლავე მოვალ.
ემა ტუალეტისკენ დაიძრა, მე მარტო ვიჯექი და ვსვამდი.
-ვინმეს უთქვამს შენთვის, რომ ძალიან ლამაზი ხარ? -ვიღაც იტალიელი ტიპი მომიჯდა გვერდით. თვალი შევავლე და საკმაოდ სიმპატიური აღმოჩნდა.
-ბევრს. -თვალი ჩავუკარი და წინ გავიხედე.
-მაშინ რამე განსაკუთრებული უნდა მოვიფიქრო. ისეთი რამ, რაც ჯერ არავის უთქვამს.
-თავს ნუ შეიწუხებ. -ვუთხარი მობეზრებულად.
-მე ალესანდრო მქვია.
-გათხოვილი ვარ, ალესანდრო. -მისი სახელი კარგად გამოვკვეთე.
-ბეჭედი, რომ არ გიკეთია? -უკვე საშინლად მომაბეზრა თავი.
-არ მინდოდა კლუბში დამეკარგა. -ამ დროს ემაც მოვიდა და ჩამეცინა. -გაიცანი ჩემჯ გერი, ალესანდრო. -სახელი ისევ გამოვკვეთე და მის გაფართოებულ თვალებზე მე და ემას სიცილი აგვიტყდა. ბიჭმა დანებების ნიშნად ხელები აწია და სასწრაფოდ გაგვეცალა.

სახლში საღამოს დავბრუნდით, ძალა გამოცლილები ჩემს ოთახში საწოლზე მივესვენეთ და ღრმა ძილით ჩავიძინეთ.
ჩემი ტელეფონის ხმა მესმოდა, თუმცა თვალების გახელა საშინლად მეზარებოდა.. სავარაუდოდ, გაჩერებას არ აპირებდა, ამიტომ ხელით მოვძებნე და ვუპასუხე.
-მმ.. -ხმის ამოღების თავი არ მქონდა.
-რა დროს ძილია შუადღეა უკვე! -მითხრა ლაშამ.
-უკვე მეორე დღეა? -ვერ მივხვდი რა ვიკითხე.
-რა გჭირს?
-კლუბში ვიყავით მე და ემა, გუშინ თუ გუშინ წინ. არ ვიცი.. -ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით და თვალები მოვისრისე.
-ოხ, კირა, კირა.. -ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ. -კარგი, რომ გაიღვიძებ დამირეკე. -მითხრა და გამითიშა. ტელეფონი პატარა კომოდზე დავდე და ძილი გავაგრძელე.

-გაიღვიძე.. გაიგუდა მგონი. -ჩაილაპარაკა თავისთვის ემამ.
-ვერ ეღირსები ჩემს მოშორებას. -ზანტად გავახილე თვალები და ენა გამოვუყავი.
-მე კიდევ გამეხარდა, ჩაკვდა ჩემი დედინაცვალი მეთქი. -მითხრა ემამ და სიცილი აგვიტყდა.
-რომელი საათია ან რა დღეა საერთოდ?
-ორშაბათის დილის 9 საათია. 18 საათი გვეძინა. -სიცილით მითხრა და საწოლიდან ჩახტა.
-კიდევ კარგი, საერთოდ რომ გაგვეღვიძა. -დავამთქნარე და გავიზმორე. -რომელზე უნდა იყო ბარში?
-12ზე.
-საღამოს მოვალ, როგორც კლიენტი. თან სარძლოს შევაფასებ დედამთილი. -ვუთხარი და ისევ სიცილი აგვიტყდა. ამ ბოლო დროს ყველაფერზე ისტერიკულად ვიცინით.
-გელოდები, დედიკო. -მითხრა და თავის ოთახში გავიდა.

მოვწესრიგდი და ლაშას ველაპარაკე, შემდეგ კი ნინასთან და ლისასთან დავრეკე ახალი ამბების მოსაყოლად და მათი სიახლეების გასაგებად.
-მოკლედ, შენი ჭკუის არის ეგ გოგო. -სიცილით მითხრა ნინამ.
-ლაშა ან შენ მოგკლავს ან მაგას. -მითხრა ლისამ.
-დღეს ველაპარაკე, ცოტა არ ესიამოვნა, მაგრამ არაფერი უთქვამს, პირიქით გაერთეო ასე მითხრა. თქვენ რას შვებით? გიოს ნახულობთ?
-ჩვენ ძველებურად რა, შეიძლება მეც გადავიდე სანდროსთან. -მითხრა ნინამ. -რაც ლისა და დათა ერთად გადაცხოვრდნენ შემჭამა, პატარა ბავშვივით არის. გინდა თუ არა, მეც მინდაო.
-ამდენი წელია უკვე ერთად ხართ, რატომ იკავებ თავს?
-აუ, მაგის სანათესაოს ამბავი არ იცი? ეგრევე ცოლად შემრაცხავენ.
-დაი*იდე სანათესაო რა.. გიოს ნახულობთ მეთქი? -გავუმეორე გოგოებს კითხვა.
ერთმანეთს გადახედეს უცნაურად.
-2 თვეა არ ჩანს საერთოდ. დათასაც იშვიათად ურეკავს. -მითხრა ლისამ.
-ხომ კარგად არის? -ვიკითხე გაკვირვებულმა.
-კი, უბრალოდ დათასთვის უთქვამს გოგოებს რომ ვნახულობ, კირა მახსენდებაო და თავს გვარიდებს.
-არავინ ყავს?
-აზრზე არ ვარ, მის ამბებსაც ვერ ვიგებთ, დათაც არაფერს ამბობს. -მითხრა ნინამ.
სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, ცოტა კიდევ ვიჭორავეთ და გოგოებს დავემშვიდობე. გიოს საქციელის ცოტა გამიკვირდა, დათა და გოგოები რა შუაში არიან, ჩემ გამო რატომ უნდა დაეკარგა ისინი. თუმცა მისი გამტყუნებაც რთულია. საერთოდ რანაირად გადაიტანა ეს თემა მიკვირს, კარგია. გამეხარდება თუ ბედნიერი იქნება.

მთელი თვე შეუმჩენვლად გავიდა. ემას ხშირად ვაკითხავდი სამსახურში, ებბი გავიცანი უსაყვარლესი და ულამაზესი გოგოა. ლაშას დატოვებული წიგნებიც წავიკითხე, პარასკევი-შაბათი კლუბში ვერთობოდით. მოკლედ, არ მოგვიწყენია.
რაღა დაგიმალოთ და ცოტა არ იყოს ლაშა მომენატრა. დღეს საღამოს ჩამოდის და ძალიან ძალიან მიხარია.
-დღეს ლაშიკო ჩამოდის. -ოთახში შევუხტი ემას და მის საწოლზე წამოვგორდი. შევამჩნიე არ იყო ხასიათზე. -რა გჭირს?
ემამ სახეწაშლილმა გამომხედა, ცოტახანი ხმას არ იღებდა.
-ამ წამს დამირეკა ლაშას ძმაკაცმა და...



№1  offline წევრი მოლურჯო

არ მჯერა..
კარგი გოგო ხარ ძალიან
მაგრამ სად გაწყვიტე..გავგიჟდი
--------------------
მარიამი

 


ინტრიგანი ინტრიგანო სად გაწყვიტე რა იყი ეს ა?რა პაწაწა არ მეყო
როგოტრ გამიხრდა საქართველოს ამბებიც რომ მოყევი
ასე ჩემს ნერვებს შეიწირავ არ შეილება სად გამიწყვიტე
--------------------
romantikosi mwerali

 


№3 სტუმარი ემი

ინტრიგანოოოო winked

 


№4 სტუმარი ემი

არა, რაა... გიოზე საერთოდ არ ფიქრობს.. ერთხელაც კი არ მონატრებია...

ხოდა ძალიანაც კარგი.. ყავდეს თავისი ლაშიკო ბაბუა...

გიო ჩემია! ვოტ!

 


№5  offline მოდერი ჯია

ძალიან დიდი მადლობაააა!!!
მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ვინმესთვის რაღაც დოზით მაგალითია ჩემი ისტორიები ❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ აუ რა მოხდა ნეტა recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent