შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაავადებულებსაც შეუძლიათ სიყვარული!


30-04-2016, 18:21
ავტორი სალომე09
ნანახია 2 008

---------------------
ავტორის გაფრთხილება!
ყველა მწერალი მოთხრობას საინტერესო ეპიზოდიდან იწყებს. მე არა! რა თქმა უნდა, მე არ ვარ მწერალი. მაგრამ ცოტათი მაინც ვცდილობ დავამსგავსო ეს მოთხრობა რომელიმე პრიმიტიულ მოთხრობას!
რატომ არ გავს ეს მოთხრობა სხვა მოთხრობას:
მიზეზები:
1) წერის სტილი სრულიად საპირისპიროა ნებისიმერ პრიმიტიულ მოთხრობასთან.
2) ამ მოთხრობას რომელიც სინამდვილეში წერილია, ვწერ მე!
3)მე არ ვარ მწერალი, პირიქით მე დღიურების შევსებაც კი მიმძიმს.
4) როგორ უნდა დავწერო მე, 18 წლის ლაწირაკმა თავის ცხოვრებაზე მოთხრობა? მართალი ხართ, ეს შეუძლებელია.
5) ბოლო და მთავარი: კარგი წერის სტილი მე არ გამაჩნია.

სრულიად არ გაგკიცხავთ,ეხლა ამ მოთხრობის კითხვას თუ შეეშვებით, გამწარებული წამოდგებით და სახლში მომივარდებით, სავარაუდოთ მომკლავთ. ამაში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით პირიქით გაგიშლით ხელებს.
საქმე იმაშია რომ ეს მოთხრობა სინამდვილეში წერილია. კარგით, რადგან "მთხოვეთ" აგიხსნით.
ერთ მშვენიერ დღეს, მომივიდა ესემესი რომ წიგნის მაღაზია ბიბლუსში წერილი მელოდებოდა. ვერ გეტყვით წყნარად მივედი და წერილი უპრობლემოდ ავიღეო, იმიტომ რომ სანამ ბიბლუსამდე მივაღწევდი ქარი ჩემ ქოლგას ისე წევდა მაღლა მეგონა ესესაა ცაში ავფრინდებიო. როდესაც მივედი ბიბლუსში სალაროსთან და ვუთხარი: უკაცრავად, აქ ვინმეს წერილი ხო არ დაუტოვიაო, მკაცრი უარით გამისტუმრეს.მე კიდე დებილს, ისიც კი არ მომაფიქრდა წერილის ადრესანტი და ადრესატი მეხსენებინა. ჩემი თავით უკმაყოფილომ,წამოვედი სალაროს ტერიტორიიდან და დავჯექი ბიბლუსის ჰოლში. წიგნის წაკითხვას ვაპირებდი, იმიტომ რომ ხალხს გიჟი არ ვეგონე. საქმე იმაშია რომ ტელეფონის ნომერზე ანგარიში არ მქონდა, წერილის ავტორს ვერ დავუკავშირდებოდი, ამიტომ დაველოდე თვითონ როცა დამიკავშირდებოდა. დავჯექი ე.წ პუფზე და ვკითხულობდი წიგნს სახელად "არ ილაპარაკო". რომ გითხრათ მომეწონა თქო, რა თქმა უნდა მოგატყუებთ. იმიტომ, რომ მთელი დრო წიგნის წაკითხვაზე კი არა, არამედ ტელეფონზე მქონდა გადატანილი ყურადღება. თვალებს კი, სავარაუდოდ, ვაცეცებდი ხან ტელეფონისკენ, ხან ქოლგისკენ ხან წიგნისკენ. ეს იმიტომ რომ ხალხს გიჟი არ ვეგონე.
ბოლოს და ბოლოს, დაირეკა ზარი. მეც შვებით ამოვისუნთქე და ვუპასუხე ზარს. აღმოჩნდა რომ არასწორედ მითქვია წიგნების გამყიდველისათვის ფრაზა (ეს ხომ მეც ვიცოდი!). ხოდა მეორეჯერ წავედი, მეორეჯერაც უარით გამომისტუმრეს. ბოლოს კი ავიღე ჩემი იასამნისფერი ქოლგა, გავიკეთე ჩემი დის ყურსასმენები რომელიც სახლში როცა ვიყავი მაშინ მოვპარე მას, და გავუდექი გზას. გზაში ლიზიმ დამირეკა (წერილის ადრესანტმა) და მაცნობა რომ უკან დავბრუნებულიყავი და წერილი ამეღო, რა ძალაც არ უნდა დამჭირვებოდა. მეც მასე მოვიქეცი, წარმოიდგინეთ და ამ გამოთაყვანებულმა წიგნების გამყიდველმა მომცა კონვერტი.გამარჯვებული სახით გავუგზავნე ფოტო კონვერტისა ლიზის და შინ დაბრუნდი. პირველი შემთხვევა იყო როცა ვიღაცას წერილი მოეწერა ჩემთვის. მოდი არ დაგიმალავთ, და ეს მართლაც ჩინებული გრძნობა გახლდათ!
თქვენ წარმოიდგინეთ და ლიზი, ჩინებული მწერალი აღმოჩნდა,ამაში ეჭვიც კი არ შეგეპაროთ.ისე კარგად გადმომცა მან საკუთარი გრძნობები ჩემდამი, რომ ყოველი სიტყვის რაც ეწერა წერილში, გახსენების შემდეგ მეღიმებოდა.
გაფრთხილება: ასეთი კარგი წერილი ვინმეს თუ მოგივათ ცხოვრებაში ჩემნაირად გაკრეჭილი მთელი დღე არ იაროთ. თქვენს ნაცნობებს შეყვარებულიაო იფიქრებენ და დაგიწყებენ უაზრო ლექციებს!
მართლაც რომ ეს აუტანელია.
მოდი გავაგრძელოთ ისტორიის მოყოლა. მოკლედ, მე ლიზით აღტაცებულმა, აღფრთოვანებულმა, ვუთხარი რომ მის ცხოვრებაზე დაეწერა წიგნი, მეც დამეწერა იგივე შინაარსის წიგნი და მერე ნაწერები ერთმანეთში გაგვეცვალა.სწორედ ესაა მიზეზი ამ წიგნის დაწერის!
მოდი შევუდგეთ ამ ვითომდა კარგი წიგნის მოთხრობას.
გაფრთხილება:ეს მოთხრობა კლავს თქვენს ნერვიულ სისტემას და იწვევს ამ მოთხრობის ავტორის ნაადრევ სიკვდილს.
მე გაგაფრთხილეთ!



----------------------------------------------
თავი 1.
ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია.

მოდი დავიწყოთ ნულიდან, ჩემო კარგო მკითხველნო.
მე მქვია ელენე გვარად ნაფეტვარიძე გახლავართ. დავიბადე 1997 წლის 2 დეკემბერს. 2 დეკემბერს, ჩემ დაბადებისდღეს, ყოველ წელს ეზოში ამოდის ვარდისფერი ბუნჩულა ვარდი. მართალი გითხრათ, აზრზე არ ვარ ეს რას ნიშნავს. ამ თემაზე ხშირად დავფიქრებულვარ, მაგრამ ამ განტოლებას პრიმიტიული ახსნაც კი ვერ მოვუძებნე. მოდი სხვა თემაზე დაგელაპარაკებით.
ამჯამად, დღეს 30.09.2016-ია რაც მას ნიშნავს რომ, ჩემო კარგო მკითხველო ამ მოთხრობას მხოლოდ 18 წლის ასაკში ვწერ. ჩემგან გრამატიკოსს ნუ ელით.
მოდით ჩემ ბავშვობაზე მოგიყვებით. 5 წლამდე არაფერი არ მახსოვს ამიტომ მომიტევეთ თუ ვერ აგიღწერეთ თუ როგორი კარგი ბავშვი ვიყავი და რა გემრიელი იყო დედაჩემის მკერდი.
6 წლისა როცა ვიყავი, არაფრის ჭკუაზე არ ვიყავი.
5 წლისა შემიყვანეს სკოლაში ამიტომ 6 წლისა უკვე სკოლის დამთავრებაზე ვოცნებობდი.
11 წლის როცა გავხვდი არაფერი საინტერესო არ მომხდარა რომ თქვენთვის მომეყოლა, ამიტომ მოვკეტავ.
მოდით ჩემს 12 წლის ცხოვრებაზე მოგიყვებით.12 წლის როცა ვიყავი სოციაური ქსელის ფსიქოლოგი გავხვდი. რომ ვთქვა ამ პროფესიას ისე კარგად ვართმევ თავს ჩემი სიტყვის გაგონების შემდეგ პაციენტი წამოხება და იყვირებს 'არიქააა!!!! მეშველაო" სასტიკად მოგატყუებთ იმისდა მიუხედავად რომ პროფესიონალი მატყუარა ვარ, თქვენი მოტყუება ჩემთვის ფუჭია.
მოდით უფრო მეტი ვისაუბრო ჩემს ფსიქოლოგიურ კარიერაზე. ფსიქოლოგია 2007 წლის ზამთარში დავიწყე. რატომ? მოგითხრობთ.ერთ მშვენიერ დღეს (რას ვიტყუები მაგ დროს ხომ ღამე იყო) მე გავიცანი სოციალურ ქსელში ყმაწვილი. 12 წლის ჭკუასუსტმა მე, გადავწყვიტე რომ მასთან ერთად ღამე გამეთენებინა ინტერნეტში.რა თქმა უნდა მაშინ მთვრალი ვიყავი ამაში ეჭვიც კი არ შეგეპაროთ.ის ბიჭი საკმაოდ გარყვნილი იყო, მეც ავყევი ამ გარყვნილობაში. და შიქმნა გრაყვნილთა წყვილი. მეორე დღეს როდესაც ვნახე ჩემი და მისი მიმონაწერები ფატიურად გავგიჟდი, ამიტომ ასე მოვატყუე მას, (ნუ გავიწყდებათ ტყუილების პროფესიონალი ვარ) რომ ეს მიმონაწერები რაც ჩვენს შორის იყო ექსპერიმენტის ნაწილი გახლდათ, ხოლო მე მისი ფსიქოლოგი ვიყავი. ამ ყმაწვილმაც დაიჯერა რომელის სახელიც არ მახსოვს და გავხვდი მისი ფსიქოლოგი. თქვენ დაიჯერეთ და ეს ძალიან კარგად გამომდიოდა, ამის შემდეგ დაიწყო მრება პაციენტების. ჯამში კი 25 პაციენტის მიღება გამომივიდა.
დღეს კი, იმის გრძნობაც კი შემიძლია ვიგრძნო რასაც ჩემთან ახლოს მდებარე ადამიანი გრძნობს. შემიძლია ადამიანში მომავლის და წარსულის ამოკითხვა. ასევე შემიძლია ადამიანი ნებისმიერ პრობლემისაგან ვიხსნა. ჩინებულია არა?
---------------------------------------
მოდით, მემგონი გაინტერესებთ ჩემი გარეგნობა. რა თქმა უნდა დაგაინტერესებდათ. მაღალი ვარ, მაგრამ ჩემზე შხვართი არ ითქმის. არც ვიქტორია სიკრეტის მოდელს ვგავარ. დიდი მწვანე თვალები მაქვს, ხანდახან ცისფერი, ხანდახან კი ერთმანეთისაგან შერეული. წაბლისფერი გრძელი თმებით. გამხდარი ვარ.
-----------------------------------------------------
დღეს გაუშლელ საწოლში გავიღვიძე, საღამურები საერთოდ არ მეცვა. დახეული ჯინსითა და კლეჩატი მაისურით გამოირჩეოდა ჩემი საღამურები. ჯანდაბა! კიდევ დამავიწყდა ლოგინის გაშლა. ავდექი უკვე ჩაცმული, ლოგინიდან და ჩემ დას და ძმას დავუწყე ცქერა.'
მარიამ ნაფეტვარიძე: ოჯახის სიმყუდროვე, სიამოვნება და სიამაყე. საქმე იმაშია რომ მარიამი კარგად სწავლობს უნივერსიტეტში, ამიტო გახდა ის ოჯახის სიმყუდროვე და ნეტარება. 22 წლის, მუშაობს ბიბლუსში.
მიშო ნაფეტვაიძე: ოჯახის კატასტროფა. მაგრამ მაინც წარმტებული მხატვარი. ცხოვრობს ინგლისში, ყავს უსაყვარლესი ცოლი, ქართველი ბარბარე. კატასტროფა იმიტომ რომ ძალიან თავისუფალია.24 წლის უზიმპატიურესი ბიჭია, იმიტომ არის, რომ ბაბნიკია.დროებით ჩამოსული საქართველოში.
მამაჩემი: ზურაბ ნაფეტვარიძე, 56 წლის. არ გავს ქართველ ტრადიციულ კაცს, მიზეზებიც კი შემიძლია ჩამოგითვალოთ: 1) არ აქვს ორ მეტრაზე გამოწეული ღიპი. პირიქით ძალიან კარგი წონა აქვს. 2) არ სვავს. ვერ იტანს ალკოჰოლს. 3) არ მოუყვანია ძმაკაცები ჩვენს სახლში არასდროს. 4) სამსახური ძალიან უყვარს. 5)არც ბირჟაზე იყო ოდესმე.
მოკლედ რომ ვთქვათ მამაჩემი უსიმპატიურესი კაცია.
მაგრამ, ფულთან აქვს ძალიან დიდი მიდრეკილება.
რა ვქნათ, ყვლას აქვს ნაკლი!
დედაჩემი; ოჯახის ყელაზე ნერვიული ადამიანი. მოსიყვარულე მაგრამ უმკაცრესი. გიდი, 48 წლის. ყველაზე ლამაზი ქალი რაც კი ოდესმე მინახავს, ყოჩაღ მამას!
დღე ძალიან უცნაურად დაიწყო, იმიტომ, რომ მამაჩემმა ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენდამი ( მამაჩემი ფიქობს რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა და ჩვენ უნდა მოვუაროთ მას). ჩემი და თბილად მექცედა რაც ძალიან იშვიათია. საქმე იმაშია, რომ ჩემი და აარასოდეს არ იქცევა ასე, პრიქით სულ მეჩხუბება ამის მიზეზი კი ჩემი მუწესრგებლობაა ( ძალიან მიყვარს მოწესრიგებულება მაგრამ მუწესრიგებელი იმტომ ვხვდები რომ ჩემ დას მოვუშალო ნერვები რაც ძალიან კარგად გამომდის).
უნივერსიტეტში დაგვიანებით მივედი იმიტომ, რომ ისე დამაბნია ამ სიყვარულმა ცოტა უჩველოდ ვგრძნობდი თავს და გზაში დაბნეული ნელა მივლასლასებდი.
ეხლა რადგან სიყვარული ვახსენე უნდა გითხრათ რომ მე თვითონ არ შემიძლია სიყვარული. რა თქმა უნდა, მე ხომ გიპაპოტუიტარიზმით ვარ დაავადებული (ეს დაავადება ყვება ადამიანს დაბადების თანავე, რომელიც არ აძლევს უფლებას ადამიანს შეიყვაროს). მაგრამ მაინც მჯერა რომ სიყვარული შემიძლია. არ ვიცი რატომ.
ლექცია კიდევ კაი დაწყებული არ იყო. გადავრჩი! ჩემს მერხზე დავჯექი და დაველოდე ლქტორი როდის შემოვიდოდა. სულ დამავიწყდა მეცნობა თქვენთვის, ფსიქოლოგიას შევისწავლი.
ლექტორი შემოვიდა და დაიწყო ლექცია.ძალიან ყურადღებიანად ვუსმენდი იმიტომ რომ ფსიქოლოგია საერთოდ ძალიან საინტერესოა!
ლექციის დამთავრების შემდეგ ჩემ სამსახურში, კლუბში წავედი. არ მკითხოთ რატომ, უბრალოდ მეტი სამსახური არ გამოჩნდა ჩემთვის.
კლუბში შევედი თუ არა ეგრევე თამბაქოსა, ალკოჰოლისა და სხვა უბედურებების სუნი მეცა. უბედურება!
ჩავიცვი მუხლს ოდნავ აცდენილი, გრძელმკლავიანი, კაბა, ეს ოფიციანტის კოსტუმი იყო, რაც მე საშინლად არ მომწონს. მირჩევნია დახეული ჯინსებით ვიტანტალო.
გიორგის, ბარმენს ვიმესალმე და შეკვეთა მივუტანე კლუბის მომხმარებელს. ასე გაგრძელდა უკვე 2 საათი. დავიღალე საშინლად თან ეს მატრაკვეცა კაცების დორბლიანი პირი ჩემს დანახვისას მომბეზრდა.
-ეს ვისკი 13-ე მაგიდასთან მიიტანე. მაგრამ ფრთხილად-მითხრა გიორგიმ და გამომიწოდა შეკვეთა.მოიცაა! რა ფრთხილად გიორგი? დაგეზუსტებინა მაინც. რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელია და საქართველო არ უნდა შევარცხვინო? ჩემზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი? ამ კლუბის ბედი ამ კლიენტზეა დამოკიდებული? ჯანდაბა გიორგი! ეხლა უნდა ვითხარო თავი რატომაა ეს კლიენტი "საშიში" და რატო უნდა ვიყო ფრთხილად. ჯანდაბა თან ეს რიცხვი 13!


--------------------------------------------------------------
მოკლედ, გაგრძელება მინდოდა მაგრამ ეს ინტრიგა..........
დიდი ხანია არ შემოვსულვარ და მივატოვე მოთხრობა , ხო ვიცი უნამუსო ვარ.
მაგრამ მე მართლა არ მინდოდა გაგრძელება.
მართლა გეუბნებით, ის მოთხრობა უაზრო იყო და დროს ტყუილად დაკარგავდით.
ეს მოთხრობა ისე შევადგინე რომ აზრიანია. ამიტომ ამაზე უფრო მეტს ვიმუშავებ.
ძალიან მიყვარხართ ყველა. ხოდა, არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა ეს მოთხრობა, იმასაც კი ველოდები ჩემს სახლში ცულით რომელიმე თქვენთაგანი მომივარდეს და მომკლას. ამაში ნამდვილად არ შეგიშლით ხელს, პირიქით დაგეხმარებით.
სიყვარულით, სალომე. <3



№1  offline წევრი qetiqetiA3

ყოჩაღღღღღღღღღ <3 ნამდვილად რაღაცით საოცრად გამორჩეული მოთხრობაა ძალიან კარგიაა ..ყოჩაღღ მე პირადად ძალიან მომეწონა და დამაინტერესა...შესავალმა კი დამზაფრა ცოტა მაგრამ საჭირო იყო ყოჩაღ ყოჩაღ ძალლიან მაგარი გოგო ხარ <3

 


№2 სტუმარი პლატინა

Saocrebaaa pirdapiiir gaagrdzelee!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent