მაინც ჩემი გახდები სულელო! (1)
დილით მაღვიძარის დარეკვას არ დაველოდე, ავდექი, შხაპი მივიღე, თავი მოვიწესრიგე და კარადასთან მივედი. -ჰმ... აბა ვნახოთ... უამრავი ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ არჩევანი შავ შარვალზე, ადიდასის კეტებსა და ჩემს საყვარელ "arctic monkeys"-ის მაისურზე შევაჩერე. თმები გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე. - არა რა გოგო ხარ ლიზი რა,- ვამბობ და საკუთარ თავს ვაკვირდები სარკეში,- ნახავს ნიკა რა გოგოც დაკარგა. ვთქვი და გამეცინა. ჩემი ოთახიდან გამოვედი და სამზარეულოსკენ გავემართე. - დე ადექი უკვე? მოდი დაჯექი ისაუზმე. (დედა) - ოჰ ამდგარა მძინარე მზეთუნახავი - სიცილით მითხრა ჩემმა ძმამ. - ბიჭო ეხლა კიარა 2 საათია ამდგარი ვარ. ამ სილამაზეს ვერ ხედავ? - ვუთხარი და ხელით სახეზე ვანიშნე. - მოდი დაჯექი აქ,- მითხრა და სკამზე მანიშნა,- გოგო ნიკას არ ურიგდები? - ღადაობ? შანსი არაა. - თუ შეგაწუხებს შენ მარტო მითხარი რა,- გაკვირვებულმა შევხედე, მან იცოდა რომ ჩემი თავის დაცვა კარგად შემეძლო,- არა პროსტა გუშინ მაგრად ვივარჯიშე და ხო უნდა გავამარიაჟო რა. სიცილით დააყოლა. მეც გამეცინა. ჰოო სულ ასეთი არის ჩემი სანდრო, სულ მხიარული და ხუმარა. ოღონდ სერიოზულობაც არ აკლია და გარეგნობაც ხელს უწყობდა - 17 წლის,მაღალი, დაკუნთული, შავი თმებით და ნაცრისფერი თვალებით. მეც მისი სიმაღლის ვარ, ოღონდ ქერა თმები და ცისფერი თვალები მაქვს. მასზე ერთი წლით უმცროსი ვარ. ღმერთო, რომ იცოდეთ მის გამო რამდენი "დაქალი" მყავდა, მაგრამ საბედნიეროდ ამას მალე მივხვდი და მათთან გავწყვიტე ურთიერთობა. ახლა ერთი დაქალი მყავს და ყველას მირჩევნია - მარიამი. ისიც 16 წლისაა, ჩემზე ოდნავ მაღალია, გრძელი, შავი თმები და მწვანე თვალები აქვს. - მორჩით ახლა ლაპარაკს და წადით სკოლაში, დაგაგვიანდებათ. ამასობაში საუზმეს მოვრჩი. დედა სათითაოდ გადაგვეხვია და ჩვენც წავედით. სანდრომ თავის ძმაკაცს გაუარა და სკოლაში ერთად წაიდნენ. მე მარისთან წავედი. ერთმანეთს მაგრად გადავეხვიეთ და სკოლისკენ წავედით. სკოლასთან მივედით და ახალი "სასტავი" დავინახეთ. სამი ბიჭი იყო, სამივე ერთმანეთზე სიმპატიური. მაგრამ ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთმა მიიპყრო. რომ ვუყურებდი, თვითონაც შემომხედა, ამაზე გამეღიმა და გზა გავაგრძელე. - გოგო დაინახე როგორ გიყურებდა?? აი შუაში რო იდგა ის. (მარი) - ვაიმე როგორ ყველაფერს აზვიადებ ხოლმე რაა,- ესღა ვუთხარი, მაგრამ გულის სიღრმეში მესიამოვნა ეს რომ თქვა,- ჰა თქვი მოგეწონა რომელიმე? - არა. ჰმ.. მეკი ვიცი რომ მოეწონა მაგრამ არ მითხრა. არაუშავს გამოგტეხავ მარიამ კლასში შევედით და მერხებთან დავჯექით, მასწავლებელს ვუცდიდით. 2 წუთში ის სასტავიც შემოვიდა ორი ჩვენს წინ დაჯდა ხოლო მესამე, რომელიც მე მომეწონა ჩვენს ერთ-ერთ კლასელთან - ნინისთან ერთად შემოვიდა და ბიჭების წინ დაჯდა. - ოჰოო, დაუკერია ის უკვე. როდის უნდა ისწავლოს ამ გოგომ ჭკუა? მარის გადავუჩურჩულე, მაგრამ როგორც ჩანს ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა, ჩვენს წინ მჯდომებს ჩაეღიმათ. გაკვეთილო დაიწყო. მარიმ რაღაცაზე გაიხუმრა. მე თავი ვეღარ შევიკავე და გავიცინე. - როგორც ჩანს კარგად ერთობით მანდ. მარიამ გადმობრძანდი წინ, გიორგის გაუცვალე ადგილი! (მასწავლებელი) მარიმ თვალი ჩამიკრა და მხიარულად გადაბრძანდა იქ. გიორგი ზანტად წამოვიდა და აშკარად უკმაყოფილო ჩემს გვერძე დაჯდა. - კრეტინი! - გავიფიქრე ჩემთვის, და თავი წიგნში ჩავრგე ისე რომ გიორგისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მანაც იგივე გააკეთა, რაზეც უფრო გავბრაზდი. გაკვეთილი ისე გავიდა ჩემთვის არც შემოუხედია, მეც იგივეს ვცდილობდი, მაგრამ თვალი მაინც გამექცა მისკენ. მან ეს შეამჩნია და კმაყოფილმა ჩაიღიმა. ზარიც დაირეკა. - გიოო, საყვარელო გადმოდი წინ, ამას ყურადღებას ნუ აქცევ - ირონიულად თქვა და მე გადმომხედა. გიორგიმ ის იხეშად მოიშორა და გარეთ გავიდა. მე ნიშნისმოგებით გადავხედე ნინის და კმაყოფილი გარეთ გავედი. ტელეფონში რაღაცას ვათვალიერებდი, გზა ვერ დავინახე და შემთხვევით პირდაპირ გიორგის შევეჯახე. წავიქეცი მაგრამ ჩემი წამოყენებით თავი არც შეუწუხებია - ეე გოგო წინ იყურე რა! (გიორგი) გაბრაზებული წამოვდექი - შენ იყურე სად დგახარ და ფეხებში ნუ მედები! მახინჯო! (მე) - აჰა ეხლა ვარ მახინჯი? გაკვეთილზე რაღაც სიამოვნებით მაკვირდებოდი? (გიორგი) - იდიოტო! გაბრაზებული კლასში შევვარდი და სკამზე დავჯექი. გიორგის ჩანთა კი წინა მერხზე, ნინის გვერძე გადავდე. ზარი დაირეკა და ისიც შემოვიდა. - გოგო სხვის ნივთებს ხელი რომ არ უნდა მოკიდო არ გასწავლეს? (გიორგი) - სახელი აქვს გოგოს! (მე) მასწავლებელი შემოვიდა ამიტომ ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწარო და ისევ ჩემს გვერდით დაჯდა. გაკვეთილები ნელ-ნელა გადიოდა და მეც ვცდილობდი გიორგისთვის ყურადღება არ მიმექცია. სახლში მივედი. დავისვენე და შემდეგ ფეისბუქზე შევედი. ჰმ.. მეგობრობის თხოვნა. გიორგი ქებაძე. უი მისი აღწერა სულ დამავიწყდა. ჩემზე მაღალი ძალიან შავი თმით და ასევე შავი თვალებით. ისეთი თვალები ჰქონდა რომ შემოგხედავდა სუნთქვა შეგეკვრებოდა. მაიკის ქვემოთ აშკარად ემჩნეოდა კუნთები. ერთი სიტყვით ძალიან სიმპათიური მაგრამ ამავე დროს ძალიან უხეში იყო. ცოტა ხანში მისგან სმს-იც მომივიდა. გამიხარდა მაგრამ არ შევიმჩნიე და მესიჯი გავხსენი... -------------------------------------------------------- რას იტყვით გავაგრძელო? თანდათან უფრო საინტერესო ხდება <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.