შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XXI


30-04-2016, 21:45
ავტორი MariLerman
ნანახია 1 857

რადგან სარკის წინ ტრიალი არასოდეს ყოფილა ჩემი გატაცება, არც სამსახურში წასვლის პირველ დღეს მიყურებია ჩემი გამოსახულებისთვის დიდი ხანი. წინა ღამის განცდების გამო, თვალები ოდნავ ჩასიებული მქონდა. რამდენიმე დამამშვიდებელი დავლიე, პატარა „კლაჩეში“ ჩუმად ჩავდე ერთი კოლოფი სიგარეტი, ჩემი ახალი მობილური ტელეფონი! და ცოტა ფულიც, ყოველი შემთხვევისათვის – სხვა თუ არაფერი, ეს მაინც კარგა ბლომად დამიტოვა მამაჩემმა. სულ იმას ვფიქრობდი, იმდენად არ უნდა ჩემი ბათუმში დაბრუნება, რომ ამდენი ფული დამიტოვა მეთქი.
ოფისის კარები შევაღე თუ არა, ჩემი მაღალქუსლიანების წამიერმა გახმაურებამ უდიდესი ყურადღება მიიპყრო. კარები მივხურე და მოვბრუნდი, მთელი ოფისი მე მიყურებდა. რა თქმა უნდა შევიშმუშნე, 20 კაცი მარტო შენ რომ გიყურებს, თან გათვალიერებს, არც ისე სასიამოვნო მომენტია. ოფისში სამარისებული სიჩუმე ჩამოდგა მაშინ როდესაც ყოველთვის შრიალი და ჟრიამულია. ღრმად ამოვისუნთქე და ერთხმად მივესალმე ყველას. ჩემს მოსალმებაზე გაეღიმათ, მომტირალი და გაოცებული გამომეტყველება კმაყოფილებამ ჩაანაცვლა, რამდენიმე გოგო მომიახლოვდა კიდევაც, რაღაცის თქმა დააპირეს როდესაც მეორე სართულზე კაბინეტიდან დანიელი გამოვიდა. მათი დანახვა და ბავშვების ადგილზე დაბრუნება ერთი იყო, ყველა თავის ადგილს მიუბრუნდა და ჩემთვის აღარავის ეცალა.
- როგორც დილით მოგახსენეთ, ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია. ანნას ფრანგული ცოტათი უჭირს, - „ცოტათი“ გამოკვეთილად წარმოსთქვა, - მაგრამ ჩვენ ხომ საოცრად მეგობრული ხალხი ვართ, ამიტომ ყველა ერთად ანნას ვეხმარებით, რომ მალევე შეეჩვიოს ჩვენს პირობებს. ანნა ჩემთან ამოდი, დანარჩენებმა გააგრძელეთ! - გუშინდელთან შედარებით დანიელი მეტად სერიოზული და მკაცრი მომეჩვენა, სიმართლე გითხრათ დიდათ არც გამიკვირვებია მისი ასეთი სიმკაცრე ბავშვებთან. დაამთავრა თუ არა კაბინეტში შებრუნდა, მე კი დავრჩი გაქვავებული ერთ ადგილას, ოფისში ისევ აქტიურობის ხმა მომესმა, მიმოვიხედე - ყველა რაღაც საქმეს აკეთებდა.
ოთახის ბოლოსკენ გავიხედე, მაგიდაზე დიდი წყლის ბოთლები შევნიშნე და დასალევად წავედი.
- ამ ქალაქში საოცარი სუნამოს სუნი არავის უკვირს, მაგრამ შენგან რაღაც არაამქვეყნიური მცემს.. ღმერთო ჩემო, საქართველოდან ჩამოგყვა? - მითხრა დაბალმა, საკმაოდ მორცხვად ჩაცმულმა გოგონამ და ხმამაღლა გადაიხარხარა.
„ სავარაუდოდ უნდა გავიცინო, მაგრამ თავს შევიკავებ, არც კი მომსალმებია. ასეთები „მოსული პონტია“ საფრანგეთში?“ გავიფიქრე ჩემთვის და გაკვირვებულმა გავხედე უცნობს.
- ხო, სულ დამავიწყდა, მაგრამ ისედაც გაიგებდი, მე ანაბეტი ვარ. სულ პირველი დანიელთან ანკეტა მე შევავსე. - ხელი გამომიშვირა და ბრიალა შავი ვალები მომანათა.
- მე ანნა, მადლობა რომ სიტყვის თქმის უფლება მომეცი.
- რა თქმა უნდა ანნა! აქ ყველა თანაბარუფლებიანები ვართ. დანიელთან ადი, მას შემდეგ რაც გითხრა ცოტა ხანში ამოდიო, 3 წუთნახევარი მაინც გავიდა. იჩქარე! - ჭიქა ხელიდან გამომაცალა და ხელით მანიშნა საითკენაც უნდა წავსულიყავი. აჩქარებული ნაბიჯებით გავემართე დანიელის ოფისისკენ მანამდე გვერდით მჯდომს ჩავჩურჩულე:
- ის გოგო ნამდვილი გიჟია.
დანიელმა “ოფიციალურად“ გადმომცა დოკუმენტების შესანახი საქაღალდე და გარედან უზარმაზარი ასოებით წააწერა ჩემი სახელი.
თურმე ოცივე თანამშრომელს მსგავსი საქაღალდე აქვს, სადაც თავიანდ ნაშრომებს ინახავენ, წლის ბოლოს კი დანიელს აბარებენ.
უფროსი პირველ სართულზე ჩამომყვა და ჩემი მაგიდა მაჩვენა, რომელზეც მხოლოდ პატარა ლეპტოპი იდო. შემეძლო როგორც მოვისურვებდი ისე დამეტვირთა ჩემი მაგიდა.
საქმეს შევუდექი. დანიელის გადმოცემულ დოკუმენტებს შორის იყო კაზუსები, ამოცანების ამოსახსნელად უამრავი ახალი სიტყვის შესწავლა მიწევდა. ლეპტოპი გამომადგა, სიტყვების ინტერნეტით ვთარგმნიდი.
ძალიან გამიძნელდა, ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ ამას ვერ მოვახერხებდი, ფრანგული ზედმეტად ცუდად ვიცოდი იმისთვის, რომ იურიდიული ამოცანები ამომეხსნა. წარმოუდგენელად და თითქმის შეუძლებელად მეჩვენებოდა ეს ყოველივე, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მონდომება არის ყველაზე საჭირო თუ წარმატების მიღწევა გაქვს დასახული მიზნად.
მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ორი ამოცანის ამოხსნა მოვახერხე, ისიც მიახლოებით, არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. კაზუსებისგან დაღლილმა თავი მაგიდაზე დავდე და სადაცაა ჩამეძინებოდა, როდესაც ჩემს მაგიდაზე რაღაცის დადების ხმა გავიგონე. თავი ავწიე და ის ბიჭი ამეტუზა თვალწინ, რომლის მაგიდასაც წინა დღეს თეძო გავკარი. მაგიდაზე წიგნი დამიდო, სათაურს დავხედე, დიდი ასოებით ეწერა: “Histoire de la Jurisprudence”.
– ეს არის პირველი, რის წაკითხვასაც დანიელი დაგავალებს. რთულად წერია, მაგრამ იმედია რაღაცას მაინც გაიგებ. ხო, მე ლუკასი მქვია. – მითხრა და გამიღიმა. ჩემდა გასაკვირად, რატომღაც, უცნობი ბიჭი არა ფრანგულად, არამედ ინგლისურად მესაუბრებოდა.
– სასიამოვნოა, მე ანნა მქვია. რატომ ინგლისურად, და არა ფრანგულად?
– შეგატყვე, რომ გიჭირს ფრანგული, ინგლისურს ატან ხოლმე. ვიფიქრე, გაუადვილდება მეთქი.
– ორივე ერთად გადასარევია ჩემთვის. – ვუთხარი და ჩავიცინე. – წიგნისთვის დიდი მადლობა, ახლავე შევუდგები კითხვას, თუმცა იქამდე დავალება მაქვს ბოლომდე დასაწერი. – წინადადებით ვანიშნე, რომ მოშორებოდა ჩემს მაგიდას.
– კარგი, არ შეგიშლი ხელს, მაგრამ, უბრალოდ, იმის სათქმელად მოვედი, რომ თუ რამე დაგჭირდება, აი იმ მაგიდასთან ვზივარ, არ მოგერიდოს.
– აუცილებლად, დიდი მადლობა.
– ყავა ხომ არ დაგველია?
– მგონი, ზედმეტად ადრე მოგიწია ამის თქმა.
– ხო, კი, მართალია. უბრალოდ, ვიფიქრე და წამომცდა, მერე უნდა მეთქვა. – უხერხულად შეიშმუშნა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე. – კარგი, აღარ შეგაწუხებ.
მის მაგიდას დაუბრუნდა და გზაში ორჯერ გამომხედა.
მის უცნაურ საქციელებზე გამეღიმა. კარგია, რომ უკვე ორმა ადამიანმა გამოიჩინა ჩემი გაცნობის ინიციატივა. ნაკლებად ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ ცუდი გარემო არ შეიქმნებოდა ჩემს ირგვლივ.
ოფისს მოვავლე თვალი და ბავშვების დატანჯულ სახეებზე გამეღიმა. ვერაფრით ვხვდებოდი ასე რატომ იღლებოდნენ, მათ ენაზე ამოცანების ამოხსნა არც თუ ისე რთული იყო, მაგრამ ყველაფრის გართულება იცოდნენ. გადავწყვიტე იმ გოგოსთან მივსულიყავი, რომელიც პირველად გამომელაპარაკა.
მისი მაგიდა სავსე იყო სხვადასხვა ხელსახოცებით, სპირტიანი ბოთლითა და წიგნებით. ხმამაღლა მსჯელობდა რაზეც ყოველ წამს შენიშვნას ღებულობდა.
- ანაბეტ, ძალიან დამღალე. ახლავე დანიელთან ავალ! - ემუქრებოდნენ მასთან ახლოს მჯდომი ბავშვები.
- რით ვერ გამიგეთ, ხმადაბლა კითხვით ვერაფრით ვაზროვნებ, ხმამაღლა მიადვილდება. თქვენი საქმე აკეთეთ, ჩემკენ ნუ გაქვთ მომართული ყურადღება. - მის მაგიდასთან ვიდექი, ამომხედა და გამიცინა. - როგორ მიდის საქმე? ეგუები? ბოდიშს გიხდი, შენთან მოსვლა რომ ვერ მოვახერხე. დღეს დანიელმა განსაკუთრებით დამტვირთა.
- არაუშავს, არაფერია. შენთან კითხვით მოვედი. - ვუთხარი და მის მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი. - ის, ლუკასი, გოგონებთან ურთიერთობის მოყვარულია, ხომ?!
– ლუკასი? არვიცი, შეიძლება. მე არაფერი შემიმჩნევია. მაგრამ, ხომ იცი, გულის სიღრმეში მაინც ყველა ეგეთია.
– ჩემთან მოვიდა და გამეცნო, ყავაზეც კი დამპატიჟა. სასაცილოდ მომეჩვენა. – თავად არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუთხარი ლუკასზე რაზეც ხმამაღლა გაიცინა და ერთ–ერთ გოგონას დაუძახა მოდიო. რამდენიმე წუთში კიდევ ერთმა ადამიანმა გაიგო, რომ ლუკასმა ყავაზე დამპატიჟა და თავი ძალიან ჭორიკანა ადამიანად ვიგრძენი. ანაბეტს ვთხოვე, რომ თავი შეეკავა ამდენი ლაპარაკისგან. დამპირდა, აღარაფერს ვიტყვიო. საპირფარეშოში დავაპირე წასვლა სიგარეტის მოსაწევად.
იმ წუთში მოვშორდი მის მაგიდას და ჩემი გამჭოლი მზერა საპირფარეშოში შესვლამდე არ მოვაშორე. მიუხედავად იმისა, რომ ანაბეტი იყო პირველი, ვინც ჩემთან გაცნობა ისურვა, ამ შემთხვევის შემდეგ აღარ ვიყავი მისდამი კარგად განწყობილი. ასეთი ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა არასოდეს მსიამოვნებდა. და აი, ძველი ანნას ის თვისება, რომელიც გადავიწყებას ვერაფრით მიეცა, ისევ და ისევ ვიქექებოდი ადამიანის სულიერ სამყაროში. ალბათ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს მხოლოდ კარგის მომტანი იყო.
სიგარეტს მოვუკიდე. არ ვიცოდი რაზე მეფიქრა, თითქოს არაფერი მქონდა სადარდებელი ან სანერვიულო. უაზროდ ვიდექი და მეგონა, რომ პრობლემები საერთოდ არ არსებობდა. „აზრების თავისუფლება“ და დასვენება დიდხანს არ გაგრძელდა, კარები შემოაღეს და მივხვდი რომ ვიღაც აშკარად ჩემი კარების წინ შეჩერდა.
ხმამაღლა ვიკითხე ვინ იყო. პასუხმაც არ დააყოვნა.
- რატომ იმალები? გამოდი, დანიელი არ შემოვა.
სიგარეტი არ ჩამიქრია, კარები სწრაფად შევაღე, მაინტერესებდა ვინ იყო.
- დანიელი არა მაგრამ სხვა ბავშვები შეიძლება შემოვიდნენ. - უცნობი ავათვალიერე, რატომღაც აქამდე არ შემიმჩნევია ის გოგო, მახსოვს როგორ ვაკვირდებოდი ჩუმად ჩემს ირგვლივ მყოფთ მაგრამ ის თვალში არასოდეს მომხვედრია, ან შეიძლება უბრალოდ გადამავიწყდა.
- მე ელიზა ვარ. ვიცი არაფერი გსმენია ჩემზე. მე სამი დღის წინ დავიწყე აქ მუშაობა. ერთ რჩევას მოგცემ რა, ანაბეტს ნურაფერს ეუბნები. ძალიან ჭორიკანაა, წარმოიდგინე, შენ არც კი გიცნობ, მაგრამ უკვე გავიგე ის, რომ ლუკასმა ყავაზე დაგპატიჟა. - მისი ნათქვამი ძალიან მეწყინა და ძალიან ვინანე, რომ საერთოდ რამე ვუთხარი ანაბეტს.
– წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ ვუთხარი. დაუფიქრებელი ვარ. მადლობა რჩევისთვის. მე კი, ანნა მქვია....
ელიზას ძალიან გრძელი და ტალღოვანი ყავისფერი თმა ჰქონდა, იმავე ფერის თვალები და წვრილი ტუჩები. ლოყები ავადმყოფურად ჩავარდნოდა, ჩემზე ბევრად დაბალი იყო, თუ დააკვირდებოდით არაფრით იყო გამორჩეული, არც ფრანგის გარეგნობის იყო, დავინტერესდი და შეკითხვის დასმა დავაპირე როდესაც ერთი ღერი მთხოვა, თვალს არ ვაშორებდი ისე გავუწოდე, შემდეგ კი კითხვაც არ დავაყოვნე.
- საიდან ჩამოხვედი? ვიცი, რომ აქაური არ ხარ.
- ასე ძალიან მეტყობა? ხო, აქაური ნამდვილად არ ვარ. ტულუსიდან ჩამოვედი, აქედან ძალიან შორსაა. საფრანგეთის საერთოდ სხვა ნაწილში მდებარეობს.
- ტულუსზე მსმენია, პარიზზე შორსაც კი არის. უამრავი რამ მაქვს სანახავი, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი - პარიზის ნახვის გარეშე სამშობლოში არ დავრბუნდები. - ჩემს სიტყვებზე გაოცებულმა შემომხედა.
- თუ პარიზი არ გინახავს, ჩათვალე ჯერ არ გიცხოვრია. აუცილებლად, აუცილებლად უნდა ნახო! შეყვარებულებისთვის ნომერ პირველი ქალაქია, პარიზში ოცნებები ხდება.
ელიზას ნათქვამმა ღიმილი მომგვარა. ერთდროულად ათასი მოგონება ამომიტივტივდა გონებაში, მაგრამ შევეცადე ამ მომენტში მაინც არ მეფიქრა პრობლემებზე.
ელიზასთან საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ საოცრად დავინტერესდი ამ ადამიანით, თვითონ კი „სამსახურის“ შემდეგ გასეირნება შეომთავაზა. ჩავფიქრდი, რადგან არ ვიცოდი შემდეგ სახლს როგორ მივაგნებდი, მაგრამ დავთანხმდი და სამუშაო ადგილებს დავუბრუნდით.
დაახლოებით ნახევარ საათში, უკვე მოსაღამოვებულიც იყო და ვატყობდი დანიელი მალე გაგვათავისუფლებდა. წასვლამდე, რატომღაც მომინდა დანიელთან გამოლაპარაკება და მასთან კაბინეტში ავედი.
არ დამავიწყდება მათი სახეები, როდესაც დამინახეს, რომ დანიელთან ავდიოდი.
კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე და გაბედულად შევაბიჯე. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ იმ მომენტში შევამჩნიე რომ ჩემი დანახვა გაუხარდა, მხიარულად მკითხა რამ შეგაწუხაო და ყავაც შემომთავაზა.
- ყავას სიამოვნებით დავლევდი. უბრალოდ მაინტერესებდა, როდემდე გვიწევს ოფისში სიარული?
- ანნა, დღეს შენი სამუშაოს პირველი დღეა, ასე გადაიღალე? - მკითხა და გადაიხარხარა.
- არა უბრალოდ, ახალი წელი ახლოვდება და ძალიან მინდა სახლში ვიყო ამ დღეებში.
- რა თქმა უნდა იქნები სახლში მაგაზე არ ნერვიულო. კიდევ ერთი კვირა და გიშვებთ. ოღონდ ბავშვებს არ უთხრა, მოდუნდებიან.
ყავას ვსვამდით და ათას წვრილმანზე მესაუბრებოდა, გაიხსენა მისი და ლევანის ახალგაზრდობა, საქართველოში სტუმრობაზეც მომიყვა, ისიც მკითხა რომელიმე სოციალურ ქსელში ხომ არ ხარო. არა მეთქი ვუპასუხე და გაიკვირვა, როდესაც დანიელთან კაბინეტში ამოვდიოდი, საერთოდ არ მოველოდი, თუ ასეთ მარტივ და სასიამოვნო საუბარს გამიბამდა.
სადღაც 20 წუთზე ცოტა მეტი გავჩერდი კაბინეტში, შემდეგ კი მოვიმიზეზე, თითქოს სახლში მეჩქარებოდა და გამოვედი. დანიელიც გამომყვა. ბავშვებს გამოუცხადა, რომ დღევანდელი სამუშაო დღე დამთავრებული იყო. ქვემოთ ჩამოვედი და ელიზას მაგიდისკენ გავემართე. მაგიდის ალაგებაში დავეხმარე, წასვლისას ანაბეტს ყურადღებაც კი არ მივაქციე და ოფისიდან ერთად გამოვედით.
- სად წავიდეთ? მე ამ ქალაქს ძალიან ცუდად ვიცნობ, მხოლოდ La Petit France-ს მონახულება მოვახერხე.
- ნუ ნერვიულობ, მე ვიცი სადაც წავალთ. ჩემი მეგობრები გუტენბერგისკენ მელოდებიან. თან საღამოა და ამ დროს იქაურობა განსაკუთრებით ლამაზია.
სტრასბურგის ეს პატარა ნაწილიც თავისებურად გამორჩეული იყო. აქ თავს იყრიდნენ სწორედ ის ვაჭრები, ტურისტების იმედზე რომ ცხოვრობენ, განსაკუთრებულს რეალურად ვერაფერს ნახავდით გუტენბერგის გარდა, მაგრამ ის ადგილი, სადაც ელიზამ წამიყვანა, დარწმუნებული ვარ არცერთ ტურისტს ცალი თვალითაც არ უნახავს.
- ასე რატომ ბნელა? განათებები არ უნდა იყოს?
- ნუ ნერვიულობ ანნა, დავიჯერო შენს ქალაქში არ გაქვთ ისეთი ადგილები სადაც თინეიჯერები ჩუმად მიიპარებიან?
გამეღიმა, ახალი წლის მეორე დღე გამახსენდა, როდესაც ნიკომ ძველი ბულვარისკენ წამიყვანა. ის სწორედ ისეთი ადგილი იყო, როგორზეც ელიზა მეაპარაკებოდა. იქაურობას მხოლოდ ორი ლამპიონი ანათებდა, ერთი დადებითი მხარე ჰქონდა საიდუმლო ადგილს - არავინ დადიოდა და სრული სიმშვიდე სუფევდა.
სინათლის შუქზე გამოვედით თუ არა შევნიშნე სულ პატარა სკვერი, სადაც ზუსტად ელიზასნაირი ჩაცმულობის და აღნაგობის ბავშვები შეკრებილიყვნენ. ელიზამ ყოველი მათგანი გამაცნო, ყველას ცალ ხელში სიგარეტები ეჭირათ, ხოლო მეორეში ან ცხელი ყავა ან რაიმე გაზიანი სასმელი. ერთ-ერთმა ცხელი ყავა გამომიწოდა.
- დიდი ხანია გელოდებოდით, ეს ყავა ახლახანს მოვიტანე, იმედია ძალიან არ გაცივდა.- გოგონას საქციელით გახარებულმა გავუღიმე, ყავა ოდნავ შეგრილებული იყო მაგრამ უარი რა თქმა უნდა არ მითქვამს,.
- არა არა, მშვენიერი ყავაა. ძალიან ცხელი არც მიყვარს.
- როგორც ელიზამ თქვენს მოსვლამდე გვითხრა, სადღაც შორეული ქვეყნიდან ჩამოხვედი.
- ძალიან შორეული ქვეყნიდან არ ჩამოვსულვარ, საქართველოზე არაფერი გსმენიათ? - ვიკითხე და სიგარეტს მოვუკიდე. - არც გამიკვირდება, პირველად რომ გესმოდეთ. ზოგი იძახის, ესეც ევროპააო, მაგრამ ევროპის დონემდე მიღწევას ჩემს ქვეყანას სამწუხაროდ ბევრი უკლია.
- მე ვიცი საქართველო. როგორ არ გახსოვთ, მაგათ ომს აშუქებდა აქაური მედია რამოდენიმე წლის წინ..
- მთელი ტელევიზიები მაგაზე ლაპარაკობდნენ. მეც გამახსენდა, ლამაზი ქვეყანაა მაგრამ ძალიან პატარა.
გამიხარდა, რომ ვიღაცამ მაინც იცოდა ჩემი ქვეყნის შესახებ. ჯერ საქართველოზე მეკითხებოდნენ, კურორტებზე, ტრადიციებზე, შემდეგ ბათუმზე, გავს თუ არა სტრასბურგს. ბათუმზე ძალიან ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ყველაფერს ვერ ხვდებოდნენ ამიტომ ინგლისურსაც ვურევდი.
- დავიჯერო თქვენთან ყველა ასეთი ფრანგულით ლაპარაკობს?
- ფრანგულად თითქმის არავინ საუბრობს ჩემო კარგო, ვისაც სურვილი აქვს ის სწავლობს, ზოგიერთ სკოლებში ისწავლება მაგრამ უმნიშვნელოდ.
ძალიან დიდი ინტერესით ისმენდნენ ჩემს საუბარს და ბოლოს პირად ცხოვრებაზეც გადავიდნენ.
- ვერ დამაჯერებ, რომ არავინ გყავს. - შემაპარა ელიზამ.
- არ იტყვის, ვერ ხედავთ როგორი მორცხვია? - ჩაერია ლუსი, იმ მიზნით რომ გამოვეტეხე. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც მორცხვი მიწოდა.
- რა ხდება, ფრანგი მამაკაცები არ მოგეწონა? - ოდნავ ჩავფიქრდი, ბოლოჯერ მოვსვი ყავა და გადავწყვიტე ჩემს შესახებ ცოტა მაინც მომეყოლა.
- სიმართლე გითხრათ, ამ ქალაქში არავის ვუყურებ, რადგან ის ერთადერთი, ჩემგან ძალიან შორს არის.
თითქოსდა ჩემგან ასეთ პასუხს არ მოელოდნენ, ყველა ერთიანად მიყუჩდა და გაკვირვებული გამომეტყველება აღებეჭდათ სახეებზე. ძალიან მოკლედ, მაგრამ თითქმის ყველაფერი მოვუყევი ჩემი და ნიკოს შესახებ და მათი რეაქციის ოდნავ შემეშინდა. ყველამ შეიცხადია, ყველა შეწუხდა... ელიზას სახეზე შევატყვე სადაცაა ტირილის დაიწყებდა. მე კიდევ, არ მეგონა თუ ასე, ერთი ამოსუნთქვით მოვყვებოდი იმ ყველაფერს, რაც წარსულში დავტოვე. ასე უემოციოდ, გულის ტკენის გარეშე, რადგან იმ დროსაც კი, გახსენება არასასიამოვნოდ მზაფრავდა, ყოველი დეტალის გახსენებაზე კი გული მიხდებოდა ცუდად ნერვიულობისგან. პირველ რიგში, მომისამძიმრეს დედის გარდაცვალების გამო.. რამდენიმე წუთი არცერთს ხმა არ ამოგვიღია.
გოგონების რეაქციის დანახვის შემდეგ, მეგონა საუბარს ჩვეულებრივად გავაგრძელებდით, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართა..
- იცი ანნა, რას გეტყვი? - მრავლისმეტყველად მომმართა ელიზამ.
- გისმენ ელიზა.
- სულელი ხარ.. სულელი და დაუფიქრებელი.. იმედია ხვდები, რა შეცდომაც დაუშვი.. ჩემთვის უბრალოდ წარმოიდგენელია, რატომ ჩადიან შენნაირი ადამიანები ასეთ საქციელებს. ნუთუ არ ფიქრობდი ნიკოს გრძნობებზე? ეგოისტი ხარ და მთელი ცხოვრების მანძილზე ეგოისტად დარჩები.
ელიზას სიტყვები გულზე ლახვარივით მომხვდა, წამიერად რამდენიმე გრძნობამ ერთად იჩინა თავი ჩემს გულში,სულში და ცნობერებაში.. არ ვიცოდი, უბრალოდ თავი დამექნია ელიზასთვის თუ იერიშზე გადავსულიყავი რადგან საშინლად შეურაცხმყოფელი სიტყვები მითხრა. მაგრამ „ახალი ანა“ კვლავ გამომადგა ამ სიტუაციაში, ყველანაირად ვეცადე, რომ ბრაზი და ბოღმა ერთიანად ჩამეკლა გულში და ელიზას სიტყვებს პასუხად სიმშვიდე დავახვედრე.
- არაფერს ვამბობ, რადგან მეც არანაკლებ ვბრაზობ ჩემ თავზე. მაგრამ იმ მომენტში, მერწმუნე, შენც იგივენაირად მოიქცეოდი. ვერავინ დამაფიქრებს ჩემს საქციელზე, რადგან ეს არის ის, რაც უნდა გამეკეთებინა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა.- ვუთხარი და უკვე გაციებული უგემური ყავა მოვსვი, ამჯერად ხელის შესამჩნევი კანკალით.
- მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ საქართველოში ადრე თუ გვიან დაბრუნდები და მიზეზი არა ქალაქის მონატრება, არამედ ნიკოს ნახვის არაამქვეყნიურად ძლიერი სურვილი იქნება.
- დავიმახსოვრებ შენს სიტყვებს.
- დაიმახსოვრე, მე პირადად გაგაცილებ აეროპორტში ამაყად..
ყველანაირად ვეცადე, რომ ეს თემა დაგვეხურა, რა აღარ ვუხსენე, მაგრამ ჯიუტად ნიკოზე მელაპარაკებოდნენ. მთხოვნდნე, მისი ფოტო მაინც გვაჩვენეო. ბოლოს, სანამ ელიზას არ დავუყვირე, რომ ეს თემა ჩემთვის არც ისე სასიამოვნო იყო, ლაპარაკი შეწყვიტეს.
როდესაც უკვე მივხვდი, რომ ჩვენი შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, შესამჩნევად ავღელდი. წარმოდგენა არ მქონდა, სახლში როგორ უნდა დავრბუნებულიყავი, მეტროთი მარტო ვერ ვიმგზავრებდი, რადგან არ ვიყავი შეჩვეული. არც ავტობუსებით მიყვარდა მგზავრობა, რადგან ბათუმში ყოველთვის ფეხით გადავაადგილდებოდი, არ ჰქონდა აზრი რა ადგილას ვიმყოფებოდი, სახლში ყოველთვის სეირნობით ვბრუნდებოდი.
ელიზას, როგორც სტრასბურგის „ახალბედა მოქალაქეს“ ვიცოდი, რომ ზუსტად არ ეცოდინებოდა ის უბანი, სადაც მე ვცხოვრობდი, ამიტომ უფრო სანდო ინფორმაციისთვის ელიზას მეგობრებს ვკითხე თუ როგორ დავრბუნებულიყავი შინ და გამიმართლა, ავტობუსით სახლამდე ჩაღწევას სულ რაღაც 25 წუთი ჭირდებოდა, საათს რომ დავხედე არც ისე გვიანი იყო, ავტობუსის მალე ჩამოვლის შემთხვევაში 10–ის წუთებზე სახლში ვიქნებოდი.


*****
არც თუ ისე სასიამოვნო სუნი და აურა, მაგრამ შედარებით მოწესრიგებულობა, არ-დახეული სკამები და სუფთა ძირი.. აი სტრასბურგის ნებისმიერი ავტობუსის მდგომარეობა მაშინაც კი, როდესაც ძალიან გადატვირთულია. ჩემს შემთხვევაში, არც თუ ისე ბევრი მგზავრი იყო ავტობუსში, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანის დანახვაზეც კი ვიძაბებოდი. ყველას ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ჩემი ზოგადი წარმოდგენა ჩამომეყალიბებინა არა თუ ფრანგებზე, არამედ უშუალოდ სტრასბურგელებზე..
ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდნენ. ნეტავ იცოდეთ, როგორი ნებისყოფით ვცდილობდი, რომ თავიდან ამომეგდო ყოველი ფიქრი, ყოველი წამიერი გაელვებაც კი ნიკოზე... მაინც იყო რაღაც, რაც მიღრღნიდა სულს, ეს სინდისის ქეჯნა იყო. ღია ფერის ტანსაცმელი და შედარებით რბილი ხასიათი ხელს მიწყობდა წარსულის მიჩქმალვაში ჩემს გულში. და მაინც მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რა მოხდებოდა მთელი ცხოვრება რომ ასეთად დავრჩენილიყავი..

*****

სახლში მისულს ანერვიულებულები დამხვდნენ, მაინც არ მოელოდნენ ჩემგან, რომ ასეთს გავბედავდი, მარტო გავივლიდი სტრასბურგის ქუჩებში. მაინც, რატომ?
- ჯერ ადრეა, რომ დაკარგულიყავი? არც თუ ისე ცენტრში ვართ, რომ ჩვენი მისამართი ყველამ იცოდეს.. ლევან, რომ დაკარგულიყო?!
- დამშვიდდი ლუ, ხომ ხედავ საღსალამათი დაგვიბრუნდა. ამდენ ნერვიულობას, ნამცხვრების ჭამა არ ჯობია?! - ნათლიაჩემის მხიარულმა პასუხმა ერთიანად მომიხსნა დაძაბულობა მეც და ვფიქრობ ლუიზასაც. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ენერვიულა, მაგრამ თანდათანობით უნდა შემეჩვია ჩემი გარეთ ყოფნისათვის.
ლუიზას როგორც ყოველთვის უგემრიელესი ნამცხვრები დავაგემოვნე და ჩემს ოთახში ავედი. ძალიან დაღლილი ვიყავი, შემდეგი დღისთვის ვერცერთი დავალების დაწერა ვერ მოვახერხე ისე ჩამეძინა.

______________________________

ერთი სული მაქვს, როდის მოვახრჩობ ამ სტრასბურგის თავებს.
იმედია მოგწონთ



№1 სტუმარი დორა

კარგიაა მაგრამ მართლა რაც მალე მოახრჩობ ამ თავებს სტრასბურგზე კაარგი იქნება :DDD

 


№2  offline წევრი MariLerman

დორა
კარგიაა მაგრამ მართლა რაც მალე მოახრჩობ ამ თავებს სტრასბურგზე კაარგი იქნება :DDD


შეიძლება მთლიანი სტრასბურგში ყოფნა ერთ თავში ჩავატიო და ისე დავდო,
მე არ მიყვარს დიდათ...

 


№3 სტუმარი ბალუ

ხო მალე მოახრჩე რაა და მერე შენი იმედი მაქ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent