salvation/ხსნა (თავი 4)
ალექსანდრე წინ ჩამომიჯდა და მთელი სარკაზმით მკითხა -ის ბომჟი სად გაჩითე ტო? -უკაცრავად? -მეგონა ერთად აღარ იყავით. -მაგ სიტყვის მნიშვნელობა იცი? -სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი მე, რა. -რაღაც არ გეტყობა.-ვუთხარი და ცალი წარბი მაღლა ავქაჩე. -გასაგიჟებელი ხარ.-თვალებიდან იცინის, ოღონდ აზრზე ვერ მოვდივარ როგორ. თან ისე რომ ტუჩის კუთხეში ოდნავ გაპარულ ღიმილს ვერ შეამჩნევ ადამიანი. -ცინიკოსი ხარ.-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. ---- დღის მეორე ნახევარი წვალებით გადავაგორე. ბინაში ასულს ქეთი სამზარეულოში დამხვდა.. -რას შვრები ქეთ? -რაღაც კერძს ვაკეთებ. რეცეპტი ინტერნეტიდან ამოვწერე.-ცრემლიანი თვალებით გამომხედა. -კარგი სუნი დგას. -იმედია გემოც კარგი ექნება. -წავედი გამოვიცვალო თორე ეგ ხახვი მეც ამატირებს.-სიცილით ვუთხარი და სამზარეულოს კარი გავიხურე. მგონი ამ სახლში პირველად ვჭამე წვნიანი თანაც გემრიელი. მოკლედ, ქეთი კარგი კულინარი გამოდგა. დღეს საშინლად დავიღალე ამიტომ მალე მოვემზადე დასაწოლად. ოღონდ ძილს არ ვაპირებდი. უბრალოდ ლოგინში კომფორტულად მინდოდა წოლა და რამე ფილმის ყურება. ლეპტოპი მოვიმარჯვე, ჯერ სოციალურ ქსელს მივაკითხე. ჩემი და გეგას ფოტო გავხსენი და ყურება დავუწყე ალექსანდრეს ნათქვამი რომ გამახსენდა -ბომჟი(ო).-გამოვაჯავრე და ახლაღა დავაკვირდი რომ გეგას ფოტოზე მონიშვნა ჰქონდა წაშლილი. ნერვები მომეშალა და მობილური ავიღე კონტაქტებში მოვძებნე მისი სახელი დავურეკე. -გისმენ. -ფოტოზე მონიშვნა რატომ წაშალე? არა, განა რამე უბრალოდ მაინტერესებს. -აუ არაფერი წამიშლია ტო. აზრზე არ ვარ რამოხდა. -დარწმუნებული ხარ? მგონი თავისით არაფერი არ იშლება. -ახლა ამაზე უნდა მეჩხუბო? რაღაც სჭირს ჩემ გვერდს. -კარგი.- ვუთხარი და გავუთიშე. -ისე მომეწამლა ნერვები აღარც ფილმი მინდა და არაფერი. გავიფიქრე და ლეპტოპი გვერდზე გადავდე. ბალიში ჩამოვიმხე თავზე და ჩამეძინა. --- დილით სამზარეულოში მაცივარზე გაკრული ფურცელი დამხვდა „გოგო, მე ნიკას მივყვები ქალაქგარეთ და იცოდე.. დღეს ვერ დავბრუნდები.“ -დღეს შაბათია არ მჯერაააა..-ბოლო სიტყვა გავწელე როგორც შემეძლო და კმაყოფილმა ხელები გავშალე. -და ბერიძეები მელიან.-გამახსენდა ჩემი ოჯახის არსებობა და თავი გავაქნიე მერე ფინჯანში ადუღებული წყალი ჩავისხი ყავისთვის და აივანზე გავედი. კართან აყუდებული, ცალი ხელით გაბმულად ვრეკავ ზარს, მაგრამ არავინ აღებს.. -ღმერთოოო.. სძინავთ ამათ?!-ამოვიოხრე და ნატას ნომერი ავკრიფე. -ალო -გოგო სად ხარ? -სახლში რა ხდება რო? -გამიღე მერე კარი. ყურებზე ზიხარ? -ყურსასმენები მეკეთა. აქამდე ვერ დამირეკავდი? -ვაიმეეე გამიღე კარი, რა. -მოვდივარ. კარის გაღებისთანავე მისი თმის ფერი მომხვდა თვალში. -თავზე რა გჭირს? -რა მჭირს? -შენი თმის ფერს რას უწუნებდი ამ ფრად რომ შეიღებე? -ვაიმე თათა თითქოს თანამედროვე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ და რა გჭირს? -საჭირო არ იყო უბრალოდ. სახლში არავინაა?-ვუთხარი და დივანზე დავებერტყე. -არა. თორნიკე დილიდან გასულია. ლალი ბაზარშია მგონი და მამა ქალაქიდანაა გასული ერთი დღით. -მიკვირს, შენ რომ ხარ სახლში. -ხო, ნინი უნდა ამოვიდეს და.. -აამ, კარგი. ნახევარი საათი არ იყო გასული ზარმა რო დარეკა. -მე გავაღებ.-ვუთხარი ნატას და კარისკენ წავედი. -თათია, დეე როგორ ხარ? გელოდებოდი დღეს-შემომეგება ლალი. -ხო ვიცი. მე კარგად ვარ, შენ? -შენ რომ დაგინახე უკვე კარგად. -ლალიიი..-შევუბღვირე და სამზარეულოში გავყე. შებინდებული იყო უკვე, მაგრამ თორნიკე არ ჩანდა.. -თორნიკე რატომ არ ბრუნდება? -მამამისი არაა დღეს და თავის ნებაზეა. -დედა, რას ქვია თავის ნებაზეა დილიდანაა გასული და ჯერ არ დაბრუნებულა.-სწრაფად ავკრიფე ნომერი, აივანზე გავედი და ლოდინი დავიწყე როდის აიღებდა. -ხოო თათა -სად ხარ? -ძმაკაცებთან. -რანარი ხმა გაქვს? სახლში არ აპირებ დაბრუნებას? -დღეს აქ ვრჩები.. -რაა?! მერე არ უნდა გააფრთხილო არავინ? -რატო მიტრაკებ თათა? -გატრაკება არ იცი შენ რა არის. არ მინდა რომ გეჩხუბო, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვ! -გაკოცე.-მითხრა და გათიშა მობილური. ----- მანქანაში ჩავჯექი თუ და საათს დავხედე 21:07 მიჩვენა. გეგას ქუჩა უნდა გამევლო და ავალ-მეთქი გადავწყვიტე. ადგილიდან დავიძარი და მივწერე -რას შვრები? სახლში ხარ?-პასუხად არაფერი მივიღე. უკვე მის კორპუსთან მყოფმა მაინც დავაპირე ასვლა. მის ბინაში სინათლეს რომ მოვკარი თვალი. მესამედ ვაწვები უკვე ზარის ღილკს და არ მიღებს. ფეხის ხმა გავიგე -უფ, ეშველა-მეთქი-გავიფიქრე და მისასალმებლად გავემზადე. ვიღაც გოგო რომ შემრჩა ხელში. -შენ ვინ ხარ? -ეგ მე უნდა გკითხო.-ვუთხარი და ხელით ვანიშნე გამატარე -მეთქი. თვითონ უკან გამომყვა წიკვინით. გეგას ვეძებდი, მერე ოთახში შევიხედე და დავინახე მთლად შიშველს როგორ ეძინა. -ყველაფერი გასაგებია. -სიმწრით ჩამეცინა და ბინიდან გიჟივით გამოვარდი. ეს ის მომენტია როცა საშინლად მინდა ყვირილი, მაგრამ არ შემიძლია. კიბეები სწრაფად მოვიტოვე უკან, მოგინი სამი სართული დამრჩა ჩასავლელი მეხუთე საფეხურიდან ფეხი რომ დამიცა. ძლივს წამოვდექი. კოჭთან ტკივილი ისე მაგიჯებს ძირს საერთოდ ვერ ვადგავ ცალ ფეხს. მერე ორივე ხელით მოვეჭიდე კიბის სახელურს და წვალებით ჩვიარე დარჩენილი სართულები. მანქანის მართვა როგორ შევძელი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია საავადმყოფოში ჩემი ფეხით მივედი. -მომტყდა.. ფუ ამის.. ახლა ამის დრო იყო?! -ვხედავ ყვირილში როგორ გადავდივარ. -არავის არ შეუძლია დროის შეარჩევა. გამონაკლისი არც შენ ხარ. ამიტომ სეეგუე. მალე მოიხსნი.-მითხრა ექიმმა და უკვე თაბაშირიანი ფეხით წამომაყენა. -თქვენით ვერ შეძლებთ წასვლას და ვინმეს დაურეკავთ თუ აქ დარჩებით? -არა, აქ ვერ დავრჩები. მეგობარს დავურეკავ.-ვუპასუხე და ტელეფონი მოვიმარჯვე. ქეთი გამორიცხულია, რადგან ქალაქგარეთაა.. მამაც არაა სახლში. გეგას ხსენებაც არ მინდა. უცებ ლანა გამახსენდა. სწარად მოვძებნე მისი ნომერი და დავრეკე. -გისმენ თათ.. -სად ხარ? საავადმყოფოში ვარ და მოსვლას შეძლებ? -რაა?! რა გჭირს გოგო? -ფეხი მოვიტეხე.-რამდენიმე წუთი არაფერი უთქვამს მუსიკის ხმა მესმოდა და ვიღაცას რაღაცას უხსნიდა გავიგე ჩემი სახელი რომ ახსენა. -ახლავე მოვალ. ესემესით მომწერე მისამართი. -კარგი.-ვუთხარი და გავუთიშე.-ზუსტად ნახევარ საათში დერეფანში მჯდომაა მიმღებში დავინახე ლანა და ალექსანდრე როგორ მოდიოდნენ ჩემკენ. -გოგო როგორ ხარ? ან როგორ მოიტეხე?- ვერ ჩერდება ლანა. -კიბეზე დამიცდა ფეხი.-ახლა გეგა გამახსენდა და თვალები ამიცრემლიანდა. -კარგი არ ინერვიულო.-მითხრა ელენემ და მიმიხუტა. ალექსანდრე ჩემდა გასაოცრად ხმას არ იღებს. ზურგით მიყრდნობოდა კედელს და შეკრული მუშტს თუჩებთან ათამაშებდა. -არ ვნერვიულობ უბრალოდ..-აღარ დამამთავრებინა სიტყვა ფეხზე რომ წამომაყენა და საავადმყოფოს ყავარჯენები დამაჭერინა ორივე ხელში. რომელიც ხვალ უნდა დავაბრუნო. ალექსანდრეც უკან გამოგვყვა ნელი ნაბიჯებით. ჩემ მანქანაში მოვეწყვე ლანამ რომ გამომიცხადა -აუ ქეთ მე ჩემი მანქანით წამოვალ და შენი მანქანის საჭეზე ალექსანდრე დაჯდეს კარგი? თუ გინდა გავუცვლი. -არა, იყოს არაა პრობლემა.-ვუთხარი და ღვედი გადავიჭირე. -კარგი შენ ბინასთან შევხვდებით. -ალექსანდრეც გვერდით მომიჯდა. -შენ საიდან გაჩნდი ლანასთან ერთად? -ბარში ვიყავით მეგობრები ერთად. -ალკოჰოლი დალეული გაქვს?-შეშინებულმა ვკითხე -1 ჭიქა.. არაფერია ეგ. -ფრთხილლად, რა.-ღიმილიანი სახით გამომხედა და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. როგორც ჩანს ლანას მივასწარით. ალექსანდრე დამეხმარა გადმოსვლაში. და ლიფტში შევედით. -მერამდენე სართულზე ცხოვრობ? -მეორეზე.-ორივეს გაგვეცინა ჩემ პასუხზე. -გეთქვა აგიყვანდი ხელით.-სიცილით მითხრა და გასაღები გამომართვა. მთელ სახლში სიჩუმე გამეფებულიყო. დივანზე დამსვა და მოტეხილი ფეხი მაღლა დამადებინა. -როგორი სხვანაირი ხარ ახლა.-ალექსანდრეს მზრუნველობა და სერიზულობა მეხამუშებოდა. -თაბაშირს მოიხსნი და ისევ ისეთი გავხდები.-სიცილით მითხრა და გვერდით მომიჯდა. -ბომჟი სადაა? არ ამოვა?-ზუსტად ახლა მოუნდა ამასაც გეგას ხსენება. გულში რაღაც ჩამწყდა და უარესად დვითრგუნე. -გაჩერდი გთხოვ.-ვუთხარი და თვალები დავხუჭე ცრემლები რომ არ წამომსვლოდა. -რამე მოხდა?-კიდევ კარგი ზარმა დარეკა ამ დროს კარზე. -ლანაა ალბათ გაუღე კარი.-ვუთხარი და შემოსასვლელს გავხედე. გააღრო თუ არა მაშინვე გეგას ხმა მოხვდა ჩემ ყურთასმენას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.