შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭაობი" (1)


1-05-2016, 17:52
ავტორი Qetatoo
ნანახია 17 984

როცა ცხოვრებას გემოს უგებ ხვდები,რომ ყველაფერი ისე არაა როგორც წიგნებში.შენ გზრდიან იმისთვის რომ გამოხვიდე დიდი ადამიანი,იზრდები წუმპეში , ხმაურში,ძალადობაში,ყვირილში,სისხლში,მაგრამ იზრდები.შენ გამზადებენ დიდებისთვის მაგრამ ყურთან მუდმივად ჩაგჩურჩულებენ რომ ვერ შეძლებ,რომ ამ ცხოვრებამ შენნაირი ძალიან ბევრი ნახა,რომ შენ არაფრით განსხვავდები,მერე კი გაიძულებენ მიაღწიო წარმატებას.შენ ხედავ როგორ ყვირის მამა შუაღამით,ხედავ როგორ უჭირავს იარაღი ვიღაც ნაძირალას.უყურებ როგორ იტანჯება კაცობრიობა და ამ ჭაობში იძირები შენი მომავალი ცხოვრებიანად.ძალიან მალე დანაშაულებათა პერმანენტული სისტემა შენს ენთუზიაზმს კლავს და უბრალოდ კვდები შენც.გჯერა იმის რომ იარსებებს რაღაც ამ ქვეყნად რასაც ქვია სიყვარული,თანადომა,შებრალება და ხედავ მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლას და აქამდე ნასწავლი მაგალითად მოგყავს,თითქოს შენს გარშემო მიმდინარეობდეს ბუნებრივი გადარჩევა.ყველგან ხედავ ევოლუციის კანონებს და ცდილობ შენც იმ პაწაწინა ირმიდან დიდ ჟირაფად იქცე,კისერი რომ წაიგრძელა ხის კენწეროში ჯერ კიდევ მოუწყვიტავი ფოთლებით პირის ჩასატკბარუნებლად.
იწყებ ქვეყნიერების გამოსწორებისთვის ბრძოლას,იწყებ იმის თქმას რაც რვა მილიარდჯერ ითქვა და რვა მილიარდჯერ ჩაინთქა ბრბოში.ისინი ერთს ჩაიღიმებენ საკუთარი წარსულის გახსენებისას დამერე როგორც გიჟს აგივლიან გვერდს,იყვირებ კიდევ,მანამ სანამ არ გაათვიცნობიერებ რომ ამ ქვეყნად არ არსებობს დიადი მიზნები,ესაა ნათელი ჭეშმარიტი გაგება-შენ დაიბადე სიკვდილისთვის და მორჩა.ამ ქვეყნად არსებობენ კი არ ცოცხლობენ.როცა გაათვიცნობიერებ ამას შენც ზუსტად იმ სიბინძურის ნაწილი ხდები რასაც მაღალი საზოგადოების სახელი შეუნარჩუნებია,მაგრამ რატომ მიუღია იმას კი ვერ ხვდები.
ზუსტად ამ მონეტიდან შენ ქუჩაში დადიხარ გამოცარიელებული , დაპროგრამებული იმ მისამართით საითაც მიგეჩქარება. გვერდს ისე უვლი ადამიანებს არც კი აკვირდები,განა ფიქრები გიტაცებენ-უბრალოდ არ გაინტერესებს გარემო რომელშიც ცხოვრობ,გარემო რომელმაც წიხლი გითავაზა შენი თავისუფლების ქადაგებისთვის-აი ასე ! საბოლოოდ კი როცა ერთადერთხელ გაახელ თვალებს იმ ხედვით რასაც ფართო ჰქვია,ერთადერთი რასაც დაინახავ იქნება ხელები რომლებიც კაცობრიობის სისხლით წითლად შეგღებვია.ესაა ლაქა რომელიც რჩება და ცხოვრობს იქ სადაც ყოველღამით იკეტები.შენ კვდები და გიკვირს როცა ვიღაც ახლადგამოჩეკილი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს ან უეცრად ინტროსპექციის მოთხოვნილება უჩნდება.
ჩნდებიან ისინიც ვინც ამ სისხლით ცხოვრობს და დისკომფორტს არ განიცდის,რამდენიც გინდათ იმდენი,თუმცა არიან მათშიც საუკეთესოები.
ზუსტად ამ სიბინძურეში, დაიბადა 2000 წლის თებერვლის თვეში ახალი ამორძალი.მთელი ნახევარი დღე აწვალა დედა და ერთ-ერთი ბინძური პალატის საკაცეზე ჩაისუნთქა ჰაერი , მაშინვე იკითხეს ბიჭია თუ არაო და პასუხზე "გოგოა" უსიამოვნო სუჩუმე ჩამოწვა.
შავად გაკვამლულ კედელს მიეყუდა მაღალი,შავგრემანი ახალგაზრდა და ყურადღებით დააკვირდა ექთანს.
-თქვენბურად არაფერი აურიოთ.ხომ იცი ხელიც არ ამიკანკალდება....ახლა ამოთქვი გოგოა თუ ბიჭი ?
-გოგოა დემეტრე,ჯანმრთელი გოგონაა.
იმედგაცრუებული გაბრუნდა უკან და დერეფანში ბოლთის ცემას მოჰყვა.სიგარეტს მოუკიდა და მძიმედ ამოიხვნეშა."გოგო,გოგო,ჯანმრთელი გოგო.რა ჩემ ფეხებად მინდოდა გოგო.თავის ტკივილი.ამის დედას ... " . გაბრაზებულმა მოისროლა ანთილი სიგარეტი პირდაპირ საავადმყოფოს იატაკზე და პალატისკენ აჩქარებული წავიდა.ექიმმა მხარი დაუჭირა...
-"რას აკეთებთ ამხანაგო,როგორ შეიძლება ახლა იქ შესვლა".
-"ქმარი ვარ და მამა,დედამისმა უნდა ნახოს და მე ვერა ? " ...-ხელი ჰკრა ექიმს და პირდაპირ შევარდა ოთახში რომელშიც საზიზღარი სუნი ტრიალებდა.პირველი რასაც თვალი მოჰკრა იყო,ერთიანად გაწითლებული,ოფლიანი ნინა თვალებს რომ ვეღარ ახელდა და მაინც ხელიდან არ უშვებდა თეთრ ნაჭერში გახვეულ რაღაც სხეულს.ახლოს მიიწია დემეტრემ და გულცივად გადახედა გაღიმებულ ქალს,ზუსტად მისთვის რომ მოენდომებინა და ჩაეტეხა ტუჩის კუთხე.ქალის მუცელზე ხელები ააფათურა და პატარა სხეულს სახეზე თეთრი ნაჭერი მოაშორა.ზიზღისაგან პირი იბრუნა,ერთხელაც არ შეუხედავს ქალისთვის უკვე რომ მიმხვდარიყო მომხდარის არსს და სატირლად ემზადებოდა.გამობრუნდა და წეხანდელის არ იყოს,გულამომჯდარი გემრიელი გინებით წავიდა კარისკენ.გაიგონა როგორ დაიკივლა "არ გინდა დემეტრე გეხვეწებიო" ნინამ,მაგრამ ყურიც არ უთხოვებია.ჰოლში მიმავალ ექთანს მკლავში დასწვდა და უთხრა-"მოაგვარე ეს საქმე გესმის ? გადაგიხდი ! " .
მერე მარცხნივ გაუყვა დერეფანს,ნესტისგან ჩამოშლილ კიბეებს აუყვა და მოაჯირის პირდაპირ კაბინეტის კარი რომ იყო იმას დაეჯაჯგურა.შეაღო და ხელი აუქნია საჩხუბრად გამზადებულ ახმახს.მანაც ენა ჩაიგდო და ისევ თავის გახუნებულ სავარძელში ჩაეშვა.
-რა მოხდა დემეტრე ? გადაირიე ?
-გოგო გააჩინა,გოგო,შენმა ექთანმა მახარა ჯანმრთელი გოგოაო.
-მერე რა გინდა ძმაო,რავა გოგო ცუდია თუ ?
-ნუ დამიწყე მიხვეულ-მოხვეულები,მშვენივრად იცი მე რომ გოგოს ვერ გავიჩერებ.
-ვითომ რატომ,გვარის გამგრძელებელიც გეყოლება შენ ნუ ინერვიულებ...-დამცინავად ჩაილაპარაკა და ნიშნისმოგებით გადახედა სიბრაზისგან აჭარხლებულ ვაჟბატონს,ფეხზე წამოიმართა,მაგრამ ძლიერი მასა მოხვდა პირდაპირ ცხვირში,ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა ინერციის პრინციპით.
-შე გამო*ლევებულო რა მოწიე ეგეთი ჰაა ? აბა ეხლა ეგ ჩამძორებული ტვინი გაამოძრავე ცოტა,ხო ხო აამუშავე.ის ნაბოზვარი სასტავი რომ დამდევს შენ პირველად გესმის ? ჯერ კიდევ არ ვარ ჭაობში და რა დღეში არიან. ცოტა ხანში უფრო რომ მოვძლიერდებით და გამწარდებიან მერე ტყე-ტყე ვეძებო ეს ბავშვი ?
-და ბიჭს რა პრეროგატივა აქ რო ? იმას არ მოიტაცებენ თუ ?
- ბიჭს გამოვზრდიდი ტო და გოგოს რა ვასწავლო ჰა ? გაუბედურებული და ჩასისხლიანებული სად წავიღო მერე ? შენ გიფიქრია ვაფშე რა ბაზარია ?
-რა უნდა ვქნათ ?
-რასაც აკეთებ ხოლმე,კაი მაყუთს რომ ღუნავ . პროსტა ნინას სახელი არსად დაწერო თორე ჩემი ხელით მიგახრჩობ.შესთავაზე ვინმეს შვილად აიყვანოს,ან საკეისროიანს შეტენე,ტყუპები შეგეძინათქო,შეაცოდე რა ტიპებს.ქენი რამე და არ დაგივიწყებ.
-რამეს ვიზამ მაგრამ მთავარია ნინასთან ერთად გაშპე დღესვე,ვიღაც მოდის შემოწმებაზე.
-მოსულა . მე ნინას მოვუყუმარებ და შენ ეგ გააკეთე...-შემობრუნდა და ახლა უკვე იმდმიცემულს ჩვეული საზიზღარი ღიმილი აუთამაშდა სახეზე,მოუბრუნდა და დამცინავად უთხრა...-ნახვამდის ამხანაგო გეგა.გამაგებინე რას იზამ გაიგე ?
კარი გაიხურა თუ არა კაბინეტში ეგრევე გაისმა აქოთქოთებული გეგას ხმა,პატრონი რომ მოუკითხა.შეჰყვირა ნაირაო და ოთახში პატარა სათვალიანი ქალი შემოცუნცულდა,გისმენთ ბატონო გეგაო.
-მშობიარეების სია მინდა და გამომყევი ყველასთან.
-ისევ იმ საქმეზე ბატონო გეგა ?
-აბა რომელი დედა ტერეზა მე მნახე მაგათი ბედი რომ დიდად მანაღვლებდეს.
ქვემო სართულის პალატებს დაუყვნენ,მაგრამ მაინცდამაინც ახლა ვერ მოძებნეს საკეისრო კვეთით გაჩენილი ბავშვი,ვერ იპოვეს ისეთი მშობიარობის დროს აგონიაში რომ ჩავარდნილიყო და მოეტყუებინათ.ის იყო იმედი გადაეწურა პატივცემულ მთავარ ექიმს რომ პალატასთან,რომელსაც უმეტესად მთავრობის წარმომადგენლებისთვის იყენებდნენ და სხვა დროს აკრძალულიც კი იყო მისი გამოყენება რაიმე მიზნით წყვილი დაინახა ჩვილთან ერთად.შეათვალიერა და თვალში მოხვდა შავ მოსაცმეიანი მამაკაცი უჩვეულო სიყვარულით რომ დაჰყურებდა წითელ არსებას.დაინტერესებული დააკვირდა ყურებამდე გაღიმებულ ქალბატონს და მიხვდა სინამდვილეში რაც უნდა ექნა,თითქოს ამ სიძლიერეში სუსტ წერტილს მიაგნოო და მაგრადაც ჩაეხვია. შიგნით შევიდა,სახეზე მოირგო ის ღიმილი წარჩინებულ პირებთან რომ სავიზიტო ბარათად გახდომოდა მლიქვნელურ ტონთან ერთად
-რა მშვენიერია,ჯანმრთელი ბავშვი გყავთ.გილოცავთ,ღმერთმა ბედიერი გაგიზარდოთ...-მისმა გამომეტყველებამ ეფექტი მოახდინა,კაცმა ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა,მაგრამ გეგა რისი გეგა იყო თავისი ეშმაკობა რომ არ გამოეყენებინა...-სამწუხაროა მისსავით, რომ სხვებსაც არ გაუმართლათ.
-რას გულისხმობთ.
-ეჰ , თქვენსავით კი არაა ყველა.შვილი თურმე ყველსთვის ბედნიერებ არ ყოფილა.აგერ ახლახან იმშობიარა ერთმა ქალმა და მივედი,მეთქი ვნახავ,პატრონი არ მოჰყოლია არავინ და რას ხედავ ჩემი თვალები,ექთანს სულ ერთი წუთი მოუცილებია თვალი.იმას კი დრო უხელთებია და გაპარულა.ქალი იმას არ ეთქმოდა,შე დალოცვილო,რამდენიმე საათის წინ იმშობიარე გაქცევა რამ გაფიქრებინა...რა ჯიშის ხალხია...
-მერე იპოვეთ ? ბავშვს რა უყო ? ... -აღელვება დაეტყო ხმაში ქალს და თითქოს მას ართმევდა ვინმე ბავშვს ისე ჩაეჭიდა მოძრავ სხეულს,მკლავებში რომ მოექცია.
-წავიდა,იმის სახელი არ ვიცოდით ჩვენ და არაფერი.ბავშვი არ უნდოდა ეტყობა იმიტომ გაგვაბითურა.იმას თავში ქვა უხლია,მარა ამ ბავშვზე მტკივა მე გულითქვენ არ იდარდოთ,რაღაც ცუდად გამომივიდა მაგრამ რას ვიზამთ სიხარულთან ერთად ბევრს უბედრებასაც ხედავ ეს ჩემი დასაწვავი თვალები.
-მოიცათ ექიმო არ წახვიდეთრა ელის იმ ბავშვს?...-გეგამ თვალი კაცს შეავლო რომელიც სრულიად უემოციოდ უურებდა თავის ცოლს და როგორ ექიმმა შეამჩნია ახლა სულ არ ადარდებდა სხვისი შვილი.
-რავიცი ქალბატონო,დღეს მოვლენ ალბათ და წაიყვანენ თავშესაფარშივინ იცის რა ცხოვრება ელის იმ საბრალოს.არ უნდა ვამბობდე,ღმერთო მაპატიე მაგრამ ჯობდა მუცელი მოსწყდომოდა მის დედას და ასეთ უბედურ ვარსკვლავზე არ გაჩენილიყო.
-რომ მიაშვილოთ ვიმეს.რამდენია უშვილობით რომ იტანჯება ? განა ცოდო არ არის ?
-ვინ წაიყვანს თორემ კი,ხალხი თავისას ვერ უვლის.
-ჩვენ წავიყვანთ...-ახლა კი მოფხიზლდა კაცი,თვალები დააბრიალა და გაკვირვებით გადახედა თავის ცოლს,მაგრამ გეგამ აქ შენიშნა რომ წყრომის მიუხედავად რაღაც გასაკვირველი ალერსით და სიფრთხილით ეკითხებოდა "აბა რას ამბობო" . იგრძნო თუ არ ჩავერევი ქალი ფარ-ხმალს დაყრისო.ამ აზრის გამტკიცება კი თავის გადარჩენის ერთადერთ გზად დაესახა.
-აბა,ეგ კი არის ისე კარგი აზრი,თქვენ თუ სიკეთეს იზამთ,აგერ ერთი გყავთ და იტყვით ტყუპები შეგვეძინაო.ერთად გაიზრდებიან,მე ექიმი ვარ და თავს ვდებ რომ ის დედმამიშვილები ერთი ასაკისა რომ არიან და ასე ჩვილობიდან თანაშეზრდილნი უფრო მეტ სიყვარულს იჩენენ ერთმანეთისადმი ვიდრე თუნდაც ერთი წლით უმცროს-უფროსნი.აიმე ვიცოდი რაღაც გაიხარდებათქო და აგიხდა ყოველივე კარგი.თქვენნაირი ხალხი ამრავლოს ...
-მოიცადეთ ექიმო ერთი წუთით.მანო დაუფიქრდი რას ამბობ,სხვისი შვილის აყვანა და გამოზრდა ადვილი საქმე რომ არაა არ იცი ვითომ? დედამ დატოვა,იმას რომ თავში ჭკუა და აზროვნება ჰქონოდა შვილს მიატოვებდა ? და ასეთი დედის შვილის გამოზრდა ვაშლის თლა კი არაა .
-ჩვენ რომ გავზრდით ისეთი გამოვა ჩვენ როგორიც გვინდა.
-ფილოლოგ ქალს მე უნდა შეგახსენო - "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველა " ?
- ჩემო კარგო,გახსოვს წეხან მეუბნებოდი რაც გაგიხარდეს მთხოვე ყველაფერს აგისრულებო,მე მეტი შენგან არაფერი მინდა,მომეცი უფლება ის საბრალო ბავშვი წავიყვანო და საკუთარივით გავზარდო.განა იმაზე მეტი ბედნიერება რა იქნება ყოველ დღე რომ მის სახეს დავინახავთ და გაგვახსენდება ჭაობიდან რომ ამოვათრიეთ და წალკოტში წამოვიყვანეთ.იმაზე მეტ სიკეთეს რას ვიზამთ ყოველ დღე თუ არა მის აღზრდასა და სწორ გზაზე დაყენებას,მანაც რომ ასე არ გააჩინოს შვილი და არ დააგდოს.თემო გევედრები წავიყვანოთ ის ბავშვიც რა . ნუ ვიტყვით რა დაგვემართა , ვთქვათ ვითომ მართლა ტყუპები გავაჩინე,ძალიან არ მიხვდნენ.რომ ვიჭირდეს გავიგებდი,ამდენს ვერ აგვივათქო,მაგრამ ეგ გაჭირვება ჩვენ არ გვაქვს.მითხარი რა ჩემო კარგო,მითხარი რომ ამისრულებ ამ თხოვნას ...
-გოგოა თუ ბიჭი ? ... -ფარ-ხმალ დაყრილმა იკითხა.
-ოჰ,გოგონაა.ჯანმრთელი გოგონა.
-მოგვიყვანეთ ექიმო,მომიყვანონ რომ პირველმა მე გავათბოსაბრალო ალბათ ჯერ ერთხელაც არ ჩახუტებია დედას.ძალიანაც კარგი მე ვარ მისი დედა და მე ჩავეხუტებიგაგზავნეთ ექთანი მომიყვანოს.
გახარებული ატიტინდა და ქმრის ხელის მტევანს მადლიერებით ჩაეჭიდა.თავის შვილი გულზე მიიკრა და მხიარლად უჩურჩულა - "ნახე კიტა,ახლა შენ დაიკოს მოიყვანენ დედი " . თავიდან აშკარად უკმაყოფილო თეიმურაზი ,სკამზე მოთავსდა,მაგრამ როგორც კი გაღიმებულმა ექთანმა,თეთრ ზეწარში გახვეული,მოძრავი სხეული შემოიყვანა და მანოს მკლავებში კიტას გვერდით ჩაუწვინა მაშინვე ცნობისმოყვარედ წამოჰყო თავი და ახალშობილს დააკვირდა.ექთანმა კიტა ააცალა ქალს და უთხრა დედიკოსთან საკმარისად იყო,ახლა დროა მოისვენოსო და ქალთან გოგონაღა დატოვა.მანო ახლა უფრო მარჟვედ ჩაეჭიდა ტუჩებ აწკლაპუნებულ პაწაწინას და ხელები დაუკოცნა.გაუღიმა და უჩურჩულა " კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანა ბებურიშვილო , დედიკოს სულ ეყვარები და მოგივლის.მე არ მიგატოვებ ჩემო ძვირფასო და ვერც ვერასოდეს გაიგებ რომ საკუთამა მშობელმა სასიკვდილოდ გაგიმეტა " . თეიმურაზი ყურადღებით აკვირდებოდა აცრემლებულ ცოლს და ამჯერად თავადაც სიხარული იგრძნო,გაუხარდა შვილი რომ შეეძნა მაგრამ ეს გრძნობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა,თითქოს მართლა ჭაობში ჩაძირული ამოათრია ნაპირზე და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.ცოლს ხელი ჩასჭიდა და სიყვარულით აკოცა შუბლზე.მანო დააკვირდა და როცა მიხვდა რა ძვრებიც განიცადა ამ შეუდრეკელი კაცის სულმა გაეღიმა.
ანა ბებურიშვილი მიღებული იყო ბებურიშვილების დიდ ოჯახში,როგორც სინათლე ბნელ ოთახში,როგორც მოსიარულე სიკეთე,ყველსგან დაფარული და ორითვის ახსნილი.რაც მთავარია შეყვარებული და განურჩეველი.რაც მთავარია შავი ჭაობიდან ამოთრეული.



№1  offline მოდერი bibo

Au ra kargoba iyooo momewona sastikadd 12 is mere dadebbbb au geli shokolado sulmoutqmenlad murabaavvvvv

 


№2  offline წევრი miss intriganka

dzaan momewona yochag kai iyo fansxvavebuli isyoriaa da imedia ar gawyvet da bolomde gaagrdzeleb da kide dasawyisshi erti kitxva gamichnda mecxre klasshi xo ar xar shemtcvevit?:D
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 


№3 სტუმარი diana

dzalian momewona kargi iyo.da xom ar icit teleti rogor avtvirto siaxle?

 


№4  offline წევრი Qetatoo

miss intriganka
dzaan momewona yochag kai iyo fansxvavebuli isyoriaa da imedia ar gawyvet da bolomde gaagrdzeleb da kide dasawyisshi erti kitxva gamichnda mecxre klasshi xo ar xar shemtcvevit?:D

მეთერთმეტე კლასს ვამთავრებ წელს ...

 


№5  offline წევრი miss intriganka

[quote=Qetatoo][quote=miss intriganka]dzaan momewona yochag kai iyo fansxvavebuli isyoriaa da imedia ar gawyvet da bolomde gaagrdzeleb da kide dasawyisshi erti kitxva gamichnda mecxre klasshi xo ar xar shemtcvevit?:D[/quote]
მეთერთმეტე
უი მეთქი ის მასალაა რაც მეცხრეში-თქო და :Dნუ გელოდები აბა
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 


№6 სტუმარი nino

ჰმ, როგორ გეტყობა მეთერთმეტე კლასელი რო ხარ :D ევოლუცია, ბუნებრივი გადარჩევა, გამზრდელი :D კარგია გააგრძელე

 


№7 სტუმარი Guest ქეთათო

ეს ზაირა ავერბახის ჭაობია?

 


№8 სტუმარი სტუმარი ლალი

კარგია რომ წერ მაგრამ 2000 წელს სად იყო ამხანაგო... დანგრეული საავადმყოფო და მაღალჩინოსნებისგანყოფილება ცოტა კომუნისტურია ეს გამოთქმები. მაგრამ შენი აზრია. კარგათ წერ ყოჩაღ.

 


№9 სტუმარი სტუმარი Salome

დაამთავრე ეს ისტორია ამას იმსახურებს…

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent