შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭაობი" (2-ჩვენ სიახლეები გვჭირდება)


2-05-2016, 11:43
ავტორი Qetatoo
ნანახია 3 161

უცნაური იყო ის რაც მოიმოქმედა ბებურიშვილების ოჯახმა,თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა რომ არანაირი გართულება ამას არ მოჰყოლია,მინსკიდან დაბრუნებულმა დედამთლი-მამამთილმა ისე ჩვეულებრივად მიიღო ტყუპების შეძენის ამბავი რომ ოდნავი ეჭვიც არ გასჩენიათ. საბაბი კიდევ უფრო დაასამარა საოცარმა მსგავსებამ მამა-შვილს შორის,თითქოს დედაბუნება უწყობდათ ხელს,ჯერ იყო და მაშინ იმშობიარა მანანამ ოჯახობა რომ საზღვარ გარეთ ეგულებოდა და მერე კიდევ ასეთი მსგავსება.ერთი-ორჯერ კიდევაც შეეპარა ეჭვი დიასახლის და გულმოსულმა განუცხადა მეუღლეს მემგონი შენი შვილია და სპეციალურადაა მოწყობილიო,მაგრამ მხოლოდ კეთილი ჩაცინებით კმაყოფილდებოდა და ასე სერიოზულად არასოდეს მიჰყვებოდა ამ საკითხს.
ბებურიშვილების ოჯახში იზრდებოდა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბავშვი,მაგრამ როგორღაც ამ ღვთისნიერმა,ჭკვიანმა და ყველას მოსიყვარულე ქავთარაძის ქალმა მოახრეხა სხვა ტყუპებივით ერთმანეთი რომ არ დაეხოცათ ჩხუბით ბავშვებს,შეაყვარა ერთმანეთი დ ყველა დედის ოცნება აისრულა.და ძმა ერთმანეთს ხელს არ უშლიდა,არაფერი ჰქონდათ გასაყოფი,მშობლები არ ასხვავებდნენ და ამიტომ ჩხუბის საბაბიც კი არ უჩნდებოდათ.რათქმაუნდა ინერციის პრინციპი არ უნდა წავიდეთ და ეს ისე არ უნდა მივიღოთ თითქოს კონფლიკტის არარსებობა სიყვარულს ნიშნავდეს,პატარაობაში უგებდნენ ერთმანეთს,ანუ მანამ სანამ "დადა,ბაბა და მამა" იყო მათი ლექსიკის განუყოფელი ნაწილი,მაგრამ წამოიზარდნენ,ჭკუა მოემატათ და აღმოაჩინეს რომ ერთმანეთს ვერც უგებდნენ და ყურსაც არ უგდებდნენ.მეგობრები ჰყავდათ და იმას რასაც თავიანთ ამხანაგებთან განიხილავდნენ, ერთმანეთთან არც კი ამბობდნენ.მაინც საოცარი იყო იდილია რომლითაც წარმატებული პოლიტიკოსის ოჯახი იკვეხნიდა,ბებია და ბაბუა მუდამ აქებდნენ რძალს ასეთი გარემოს შექმნისთვის და თავის ბედნიერებად მიიჩნევდნენ თითით საჩვენებელი რომ გამხდარიყო ბებურიშვილების ოჯახი.
რთული იყო თავიდან,სანამ უფროსი ბებურიშვილი შეეგუებოდა სხვისი შვილის თანარსებობას თავის ნამდვილ ვაჟთან ერთად,მაგრამ მას შემდეგ რაც პირველი კბილი წამოიზარდა,მას შემდეგ რაც ზღვასავით თვალებმა ფერი შეიცვალეს და თეიმურაზივით ღია ცისფერნი შეიქნენ,მას შემდეგ რაც ღინღლი ლამაზმა,კულულა ოქროსფერმა შეცვალა, გაიზარდა სიყვარულიც.სწორედ მაშინ,როცა მაღალი სიცხისგან გულამოსკვნით ატირდა გატანჯული ბავშვი და გულგამსკდარმა თემომ ექიმთან გააქანა,სწორედ მაშინ როცა ექიმმა უთხრა სანერვიულო აღარაფერია წამლებს გამოვუწერო,სწორედ მაშინ როცა იგრძნო როგორ მოეშვა,სწორედ მაშინ იგრძნო რომ ეს ბავშვი უყვარდა როგორც თავისი სინდისის ნაწილი,როგორც თავისი გულიდან მოწიწკნილი მოლეკულის შვილობილი.სწორედ მაშინ აღმოაჩინა ბებურიშვილმა რომ არ არსებობდა განსხვავება ღვიძლს შვილსა და საავადმყოფოში აღმოჩენილ ჩვილს შორის.ამის შემდგომ შეწყდა საუბრები წლების წინ საავადმყოფოში მომხადრ ინცდენტზე,შეწყდა მსჯელობა სწორი იყო თუ არა ეს,შეწყდა საყვედურები მანოს მისამართით " როგორ ახერხებ საკუთარი შვილის და მის ერთნაირად შეყვარებასო ". იმ დღიდან დაიხურა ეს თემა,დაედო კლიტე და მალე ჩაიჟანგა,ჩაიშალა და ამის გაღების შესაძლებლობა მთლიანად მოიგლიჯა შესაძლებობათა ქსელიდან.ახლა კი , ანუ ჩვიდმეტი წლის შემდეგ რომ გეკითხათ ორივესთვის - "მართლა თქვენი ღვიძლი შვილიაო?!" ეჭვის შეუტანლად დაგიდასტურებდნენ და ვინ იცის იქნებ ვეღარც კი მოეგონებინათ საავადმყოფოში ტყუპისცალის შოვნის ამბავი სინამდვილეს უფრო შეესაბამებოდა თუ უბრალო ქიმერა იყო.
გაიზარდა ანა.უკვე ჩვიდმეტი წლისა ნამდვილ ქალს რომ შვენის ისეთი გარეგნობის შეიქნა,ოქროსფერი თმა გაუმუქდა და ახლა ღია წაბლისფერი შეიქნა,თავისი ცისფერი თვალებით ბევრს დაუბნელა მზე,სხივები კი მხოლოდ მამის დანახვაზე უკიაფებდა,პატარა კონუსა ცხვირი ისე ლამაზად ედო თავის ფართე თოვლივით თეთრ სახეზე თითქოს ჯერ სპეციალურად მისთვის გამოძერწეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიამაგრესო.სიმაღლეშიც გაიზარდა,გვერდები გაეზარდა და წელი დაუწვრილდა,სავსე მკერდი კი მთლიანად ამშვენებდა მის ამ ნატიფ ნატურას.
ყოველი დღე სასიამოვნო იყო,განსაკუთრებით მანანასთვის რომელიც ბედნიერებას განიცდიდა თავისი დილით ადრე ადგომით და უძვირფასესი სამეულისთვის საუზმის გამზადებით,მერედა როგორი პოზიტივით მოჰქრის ყოველთვის ანა და ჩაის ხელს სტაცებს,მას კიტა მოჰყვება რომელიც არასოდეს ივიწყების დედისთვის დილამშვიდობის თქმასა და გაღიმებას,ბოლოს სამზარეულოში უფროსი ბებურიშვილის შემოვა და ქავთარაძეს ლოყაზე კოცნით უოცავს ახალი ბედნიერი დღის გათენებას,მაგიდას ყველანი რომ მოუსხდებიან ერთმანეთის გეგმებს განიხილავენ და იმასაც არკვევენ ამ გეგებში თავად რა როლს თამაშობენ.მერე იწყება ალაგება და ყველას სამზადისი. კიტა და ანა სკოლაში ბატონ თეიმურაზს მიჰყვებიან და იქედან წრეებზე ნაწილდებიან.ამასობაში მანანას დღე სასიამოვნოდ მიდის,ჯერ მეგობრებთან ლანჩით და მერე მაღაზიებში დაუსრულებელი სიარულით.
დღის დასასრული თითქმის ყოველთვის ერთიდაიგივეა,როგორც მათ ოჯახს შეეფერება - ერთად ვახშამი,საუკეთესო შემხვევაში ბებო-ბაბუსთან ერთად და მერე ისევ საკუთარ ოთახებში დანაწილება დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.თემოსა და მანანასთვის კი დღის ბოლო წარმოადგენს დღის მოვლენების შეჯამებას და დივანზე წამომსხდრების ტელევიზორზე მიჯაჭვება სასუსნავებითა და გემრიელი ჩაით.
ეს საუკეთესო შემთხვევებში,თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ იდეალები მხოლოდ ფილმებსა და ამის არ იყოს ნაწარმოებებშია,ხშირია განხეთქილება კიტას დაუმორჩილებლობასა და ანას ღამის კლუბში სიარულთან დაკავშირებით,თეიმურაზის ხშირი და გრძელვადიანი მივლინების გამო.საბოლოოდ კი მხოლოდ მანანა იტანჯება ჩხუბითა და არეულობით,ამიტომ ამ ჩამონათვალს მისი დეპრესიებიც ემატება.სასიამოვნო მხოლოდ ისაა რომ ყველაფერი მაქსიმუმ რამდენიმე დღეში თავის ადგილს უბრუდება,კიტა მორჩილების საზღვრებში ექცევა,ანა კლუბებს ივიწყებს და ისევ სწავლაზე კონცეტრირდება,თეიმურაზს მივლინება აღარ აქვს და მანანას დეპრესია,მაგრამ ამ მდგომარეობის შენარჩნუნება მაქსიმუმ ორ კვირას ექვემდებარება,ამ დროს კი მაქსუმალურად იყენებენ რათა განხეთქილების აფექტი მაქსიმალურად შემცირდეს,თუმცა არაფერი გამოდის და ოჯახს გამოწერილივითა აქვს თვეში ერთ კვირიანი არეულობა.ამანაც იმგვარი სისტემური სახე მიიღო რომ შეეჩვივნენ და შეჩვევა ხომ პირდაპირ განელებასთან ასოცირდება.
მთავარია რომ ოჯახი ერთმნეთის უარყოფითს მიეჩვია და გაუგო.ამის მერე ყველაფერი უფრო იოლი გახდა.

* * *

ახალი წლის წინა დღეები იყო,თოვლი უკვე ცრიდა თბილისში.სასიამოვნო ატმოსფერი შეიქმნა ბებურიშვილების ოჯახში.ანამ მოიცალა და ამჯერად მანოს აღარ უწევდა პროდუქტებზე მარტო სიარული.ნაძვის ხის აწყობამ და სახლის მორთვამ ისეთი ხალისი შემოიტანა სახლში,რომ გონებაგახსნილი თეიმურაზი სამსახურიდან ამ საღამოს ახალი იდეით დაბრუნდა.
-მანო,სადა ხარ ? ახალი და მგონი ძალიან მაგარი იდეა მაქვს.
-ო,აქა ვარ თემო,სად ვიქნებიმე და ანა პეროგს ვაცხობთ.
ფქვილში ერთიანად ამოსვრილი ანას დანახამ უფრო გაამხიარულა თემური და შვილს რაღაცნაირი,შემწყნარებლური ღიმილით გადახედა.მან ბრაზით გადმოხედა და საუბარი მამა-შვილს შორის შეწყდა.
- რამდენი ხანია აღარ ვყოფილვართ ბაკურიანში,ტყუილად ავაშენეთ ის სახლი.ხოდა ჩემი თანამშრომელი ამბობდა,ისეთი ლამაზია იქაურობაო,უკვე მოუთოვია და ზომიერი თოვლი იქნებაო.რას იტყვით ახალი წლის იქ შეხვედრაზე ?
- რა მოიფიქრე ახლა ეს ჰა ? მერე მეგობრები ძვირფასო ? რა უნდა ვაკეთოთ იქ ?ახალი წელი იმიტომაა კარგი რომ ახლობელს ხვდები,მხიარულად და სიყვარულით ხვდები საყვარელ დამიანებთან ერთად ახალი წლის დადგომას.
- მანო დამამთვარებინე ჩემო კარგო . მერე დავპატიჟოთ ისინიც,დედას დავურეკავ და ვეტყვი,მაღრაძეებს ვეტყვი,მირიანს დავურეკავ და ცოლთან ერთად დავპატიჟებ,ილია წამოვა ბავშვებთან ერთად.დიდი სახლია,დავეტევით როგორმე.
- ეგ რა კარგი რამე მოგიფიქრებია.მაშინ საოცარი აზრია,დაიწყე რეკვა რაღას უცდი,სანამ ძალიან დაგვიანებულია. ილიასთან არ დარეკო დღეს ისედაც ვახშამზე გამოდიან.
-იმიტომ გაქვთ ასეთი სამზადისი კი გამიკვირდა ანა და ცომი,მეთქი ვინმე ხომ არ მოკვდა.
-მამა ! ... -წყენით გადასძახა უმცროსმა ბებურიშვილმა,მაგრამ ცოლ-ქმარი ისე გემრიელად ხითხითებდა რომ მასაც გადაედო და გაეღიმა.
სიცილით დატოვა ოთახი თემურმა და ტელეფონი მოიმარჯვა.ძალიან მალე გაისმა ნაცნობი,ხავრდოვანი ხმა.
-დედა როგორა ხარ ?
-კარგად თემო,თქვენ როგორა ხართ დედი ? დღეს ვიფიქრე გავუვლითთქო მაგრამ ვერ მოვახერხე,მე და მამაშენი საყიდლებზე წავედით,თბილი ტანსაცმელები ვიყიდეთ.
-კარგია,არაუშავს დედა.იცი რატომ გირეკავ?
-მოხდა რამე ?
-არა,დღეს გადავწყვიტეთ რომ ბაკურიანის აგარაკზე შევხვდეთ ახალ წელს და ხომ წამოხვალთ თქვენც ?
- უი რას ამბობ დედი,აღარ გახსოვს ნათელას შევპირდი თქვენთან შევხვდებით მე და ნუგზარითქო . ჩვენ ვერ წამოვალთ დედა,მაგრამ თქვენ აუცილებლად წადით კარგი აზრია ეგ , წელს ვერა მაგრამ მომავალ წელს თუ გადაწყვეტთ ნამდვილად.ახლაც ძალიან მომინდა,მაგრამ რა ვქნა იმ ქალს შევპირდი და არ გამოდის.
- უთხარი რა დედა , არამგონია ეწყინოს ნათელას .
-რას ამბობ,ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემიპირა ხომ ნამდვილად ჩემთან მოხვალთო და იმის მერე დღეგამოშებით რომ არ დამირეკოს და არ შემახსენოს არ იქნება.
-კარგი იყოს ეგრე . მაშინ გამოდით ,ან ჩვენ გამოვალთ წასვლამდე .
-ხვალ გამოვალთ აუცილებლად.
-მამას მოკითხვა,ღამემშვიდობის.
-შენც დედი ბავშვები მომკითხე,მანოს კი ვეჭორავე შუადღისას.
უკმაყოფილომ გათიშა ტელეფონი და ამ გრძნობის დასაფარად მაშინვე მეორე ნომერი ამოძებნა.მცირე ხანი იმანაც ალოდინა მაგრამ მერე კი ინება უფროსმა მაღრაძემ და აიღო ყურმილი.
-დათო როგორა ხარ ?
-კარგად თემო შენ ?
-ბიჭო გახსოვს დილით ბაკურიანის აგარაკზე რომ გელაპარაკებოდი,შენ რომ წახვედი მომაფიქრდა ახალ წელს შევხვდეთ აგარაკზეთქო და გვინდა რომ თქვენც წამოხვიდეთ,შენ და მაგდა ბავშვებთან ერთად...-ყურმილიდან სიცილი რომ მოესმა გაუკვირდა ბებურიშვილს ასეთი რა ვუთხარიო.
-თემო იცი რამოხდა ? მაგდას და გაიპარა და ეხლაც მოყვრებთან ვარ ოჯახში. მეგონა გაიგე და იმიტომ მირეკავდი,მოსალოცად.ხომ წარმოგიდგეია რა დღეში არიან,დღეს დამშვიდდებიან და ხვალ უკვე დაიწყებენ დასახვედრად მზადებას და ხო ხვდები რომ ამ წელს ბაკურიანში კი არა შენთან სახლშიც კი ვერ გამოვალ.ძაან მიტყდება,მაგრამ რა გავაკეთო ?
-არა რას ამბობ,გილოცავ.იმედია მოსალოცადა მაქვს საქმე და ისეთს არ გაყვა მერე რომ ინანებს.
-არა ნორმალური კაცია,სიმართლე გითხრა წყენით მარტო ის ეწყინათ რომ გაიპარა თორემ ოცდაათი წლის ქალი კი უნდა გათხოვილიყო უკვე აბა რა უნდა ექნა
-კარგი დავით მიულოცე მაგდას დის გაბედნიერება და მაშინ ხვალ თუ შეძლებთ გამოდით რომ გნახოთ და ადრიანად მოგილოცოთ ახალი წელი.თუ ვერ გამოხვალთ არ გვეწყინება,მესმის თქვენი მდგომარეობა.
-არ ვიცი დავილაპარაკებთ მე და მაგდა და ვნახოთ რა,მეც მაგრად მინდა გამოსვლა,იმდენი ხანია აღარ მინახავს მანო და ბავშვები.
-კარგი მაშინ,პასუხს ველოდებით მთელი ოჯახი ... - კეთილად გაიცინა თემურმა და საუბარიც დაასრულა.
ამასობაში ოთახში კიტა შემოსულა და ყურადღებით უსმენდა მამის საუბარს.მაშინვე როგორც კი ყურმილი დაკიდა უფროსმა ბებურიშვილა,ცნობისმოყვარეთ იკითხა კიტამ ბაკურიანში მივდივართო ? . თემურმა მოუყვა თავისი იდეის შესახებ და მისდა გასაკვირად ბიჭს ძალიანაც მოეწონა იდეა,თავისი სიხარული კი იმით ახსნა ყოველ წელს ერთი და იგივე მოსაბეზრებელია და ეს უკვე რაღაც ახალიაო.თემურს გაეღიმა კიტას დამოკიდებულებაზე.მერე სამზარეულოსკენ წავიდა და ყველაფერი რაც ამ მცირე ხანში შეიტყო ცოლს გაუზიარა,მცირე ხნიანი საუბრის და გამოკითხვის შემდეგ ინფორმირებულმა მანანამ თემურს შესთავაზა ტასოს მე დავურეკავო,ანას შენიშვნა მისცა შოკოლადი ყველგან ერთნაირად ჩაასხიო და ტელეფონში ნომერი აკრიფა.მალე წკრიალა ხმაც გაისმა და მანო სასიამოვნო ღიმილ აფარებული ალაპარაკდა.
-ტასო მანო ვარ,რას შებით როგორა ხართ ?
-მანოოო ... - ბედნიერი შეძახილი იყო ყურმილს უკან და მერე ისევ ის კისკისი ... -კარგად ვართ, მანქანაში ვზივართ,კაფეში გვინდოდა გასვლა და მივდივართ.
- თუ რომანტიკას არ ჩაგიშლით და ჩვენი შემოთავაზება სასურველი იქნება დამთანხმდები ?
- გისმენ ?
-დღეს ბენაშვილები ამოდიან ჩვენთან,ვახშამზე.სასიამოვნო საღამო იქნება და ამოდით თქვენც რაა . ახალი ამბავი მაქვს.
-ვაუ , კარგია . ამოვალთ,მაგრამ რა ახალი ამბავი ? ცოტას ვერ მეტყვი მანდ ამოსვლამდე ინტერესით რომ არ მოვკვდე ? რომელი საათისთვის ამოვიდეთ ?
- არა არ გეტყვი , აქ რომ მოხვალ აგიხსნი,მაგრამ ძალიან მაგარი იდეაა გეფიცები.უკვე გარეთ თუ ხართ წამოდით პირდაპირ ჩვენსკენ.გელოდებით უკვე.
-კარგი .
ეშმაკური ღიმილით გადახედა მანანამ მეუღლეს და ანიშნა ყველაფერი კარგად იქნებაო,მერე ანას მიუბრუნდა და ბავშვის წვალებაზე გაეღიმა,ამას კიტა დაემატა გვერდით სულთამხუთავივით რომ ედგა და უღიტინებდა,გაბრაზებული ბებურიშვილი ეძახოდა გეყოფაო მაგრამ მაინც არ ეშვებოდა ძმა.მერე თეიმურაზი მიუბრუნდა ბიჭს და უთხრა .
-კარგი კიტა შეეშვი,ნუ აწვალებ....ხელს ნუ შევუშლით ჩვენს მოწამვლაში.დედამისი და ეგ დილიდან გეგმავენ როგორ გაგვაგორონ...-ანა რომელსაც ეგონა არიქა მამიკო გამომექომაგაო,თავიდან სიამოვნებით იბღინძებოდა მაგრამ წინადადების ბოლოზე მოიღუშა და მწარედ გაჰკრა გვედრით ამომდგარ ძმას.
კიტამ კი შოკოლადიანი ჯამი წაართვა,გვერდზე გახტა და მოწუწუნე დისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია,ჯამი ზურგს უკან წაიღო და გახალისებულმა შეხედა ანას.მან კი იგრძნო თავისი უმწეობა და თხოვნაზე გადავიდა,როცა კიტამ იგრძნო საკმარისიაო დაუბრუნა.მერე კი იმისვის რომ დას რაიმე წყენა არ დარჩენოდა გულში,მივიდა სახე დაუჭირა და ბრაზისგან აწითლებულ ლოყებსა და ცხვირზე კოცნის კვალი დაუტოვა.ამით აჟიტირებულმა ანამ,კარში გამავალს ეშმაკურად გაუღიმა და მიაძახა.
-გაპატიეე ...
ფუსფუსი დიდხანს გარძელდა,პეროგი ღუმელში მიაბრძანეს თავად კი მაგიდის გაშლას მიჰყვეს ხელი.ამას მოჰყვა ხელსახოცების, დანების ჩანგლების, ჭიქების, თეფშების რახარუხი . სამზარელოსა და მისაღებს შუა ქალბატონების სირბილი.უკვე ათის ნახევარი იყო კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.კარი თემურმა გააღო და წილად სწორედ მას ხვდა ბედნიერი წყვილის მისალმება.სამზარეულოდან მანო გამოიქცა და ტასოს ჩაეფსკვნა,მერე კი როცა მირიანს ეხუტებოდა ეშმაკურად ჩასჩურჩულა "როგორაა საქმეები,ხომ არ კინლაობთო" , მაგრამ მირიანმა უპასუხა არაო და დამშვიდებულ რძალს მომხიბვლელად გაუღიმა.
-ბენაშვილები არ მოსულან ჯერ ?
-ისინიც სადაცაა მოვლენ,მანამდე დივანზე დავსხდეთ და ყავას ან ჩაის შემოგთავაზებთ.
-დიდი სიამოვნებით გეახლებით ყავას.
მანო მხიარულად წაფუსფუსდა სამზარეულოსკენ და უკან ტასოც მიჰყვა,აქ კი გააბეს ჩურჩული,მაგრამ იმისდამიუხედავად რომ ტასო დაჟინებით სთხოვდა გამიმხილე რის თქმას აპირებთ ჩვენთვისო,მანო უარობდა და აშოშმინებდა ყველანი რომ შევიკრიბებით მაშინ ვიტყვიო,თან ეს ნეგატიური რომ არ ყოფილიყო ეშმაკურ ღიმილ აყოლებდა და სხვა თემაზე ადაჰქონდა საუბარი.მას შემდეგ რაც დაილია ყავა და გამოილია ახალ დაქორწინებულებზე საინტერესო ამბები კარზე ზარი მეორედ გაისმა და ამჯერად ბენაშვილებიც მთელი თავისი შემადგენლობით შემოვიდნენ.
მას შემდეგ რაც დასხდნენ და ერთმანეთის ამბები მიმოიკითხეს.ცოტა იუმორის და ღვინის მერე საბოლოოდ დადგა ნანატრი წუთი,როცა გაამხილა ბებურიშვილების დიასახლისმა საიდუმლო.
-მოკლედ ხალხო,დღეს ჩემი მეუღლე სამსახურიდან ერთი უჩვეულო იდეით დაბრუნდა.ბაკურიანში რომ აგარაკია ახალ წელს იქ შევხვდეთო და გვინდა რომ თქვენც დაგპატიჟოთ.ხომ იცით ამ პერიოდში იქ ზომიერი თოვლია,ხოდა ასეთ ამინდში,სახლში ბუხრით,ღვინით და გემრიელი სასუსნავებით შევხვდეთ ახალ წელს ერთად .
თუმცა მოსალოდნელი მხიარულების ნაცვლად,უეცრად უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და ამის მიზეზები მალე გამოირკვა.
-ხალხო,ჩვენთვის ტრადიციაა უკვე თქვენთან ახალი წლის შეხვედრა,და ყველაზე სასიამოვნო ტრადიცია რაც კი არსებობს,მაგრამ წელს ვასილი ჩამოდის და ყველანი იქ ვხვდებით ახალ წელს.ძალიან კი გვეუხერხულება ,მაგრამ ჩვენც გუშინ წინ გავიგეთ და რადგან დღეს ვიკრიბებოდით აღარ გითხარით.
-ჩვენც წელს ვაპირებთ ჩემებთან შევხვდეთ,მაინც ახალდაქორწინებულები ვართ და ხომ ხვდებით უხერხულია , ისე კი თქვენთან ყოფნას მართლა რა ჯობია,მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა ... - არ დააცადა გაანალიზება ცოლ-ქმარს მირიანმა და დაასრულა თუ არა საუბარი ნათიამ მაშინვე ჩაურთო.
-ვასილი ჩამოდის ?
-ხო, ნათიას ძმა .
-გილოცავთ,მოგვიკითხეთ.
- მგონი ჯობია თქვენ თვითონ მოიკითხოთ . თემურიც დაპატიჟებულია ოჯახითურთ. ჯობია ამ წელს მასთან შევხვდეთ და მომავალ წელს წავიდეთ ბაკურიანში.
-არა რა ილია , ხომ იცი ეხლა იქ მთელი ნათესაობა მოიყრით თავს და უხერხულია ჩვენ შემოგეჭრათ,აუცილებლად ვინახულებთ მაგრამ ჯობია რომ ახალწელს მართლა ნათესავებთან ერთად შეხვდნენ . რაც შეგეხებათ თქვენ ჩემო კარგებო,სულ არ გვიფიქრია მაგაზე,რათქმაუნდა ოჯახს უნდა თქვენთან ერთად შეხვედრა და ვერავინ შემოგედავებათ.მთავარია კარგად ვიყოთ და კარგად ავღნიშნოთ ახალი წელი და დანარჩენი მერეხარისხოვანია ამ შემთხვევაში.
უხერხულობა უცებ გააქრო თემურის დიპლომატური ნიჭის ჩართვამ.ვახშამი სასიამოვნოდ გავრცელდა,ამის შესახებ საუბარი კი ერთხელაც აღარ წამოჭრილა.მხოლოდ ის განიხილეს მაგდას და რომ გაიპარა,გიგა სხვაგან რომ გადაიყვანეს სამსახურში და თავისი წვრილ-წვრილი სიახლეები.ბოლოს კი დაიშალნენ.ადრეულად მიულოცეს ერთმანეთს ახალი წელი და მშვიდობიანი ღამე უსურვეს.
მანომ უთხრა ანას ნუღარ მომეხმარები დღეს ისედაც ძალიან დაგღალეო და ბევრი ხვეწნის მერე მისი ოთახისკენ გაუშვა.თემურს,რომელმაც დახმარება მოინდომა იგივე გაუმეორა დაღლის შესახებ მაგრამ ქმარმა სიტყვებით - "შენც ხომ დაიღალე,მთელი დღე არ გაჩერებულხარო" გააჩუმა.მაშინ როცა ქავთარაძე ჭურჭელს რეცხავდა და მაგიდასთან მჯდომი ბებურიშვილი ამშრალებდა,მოუბრუნდა მეუღლე და იმედგაცრუებული ტონით უთხრა.
-მაშ ჩაგვეშალა ბაკურიანის გეგმა?
-რატომ ჩაგვეშალა ? იმიტომ რომ ბენაშვილები,მაღრაძეები და ნიკოლეიშვილები არ მოდიან ? მერე რა ? მთავარია რომ ჩვენ ოჯახი ვართ და ოთხივეს გვინდა ახალ წელს ბაკურიანში,თოვლით და აგუზგზებული ბუხრით შევხვდეთ ახალ წელს...-მოწუწუნე ტონით წარმოთქვა კარში გაჩერებულმა ანამ და დედ-მამას გადმოხედა.თემურმა კითხვით აღსავსე მზერა მანანას მიაპყრო და მანაც რიხით წარმოთქვა.
-მართალი ხარ ბებურიშვილო ! ჩვენ ოჯახი ვართ და მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთად.მივდივართ ბაკურიანში .
გახარებულმა ანამ მამას გადახედა და იმან ანიშნა ჩემთან მოდიო,ქალიშვილი კალთაში ჩაიჯინა და როგორც ბავშვობაში ახლაც გულში ჩაიკრა.
დილით ბარგჩალაგებულები,ნაძვისხე დაშლილები,მოსართავებით შეიარაღაბეულები,პროდუქტებ შეძენილები მიემართებოდნენ ბაკურიანისკენ და უკვე კარგა მოსაღამოვებულზე სახლის კარიც შეაღეს.ყველაფერი სუფთა აღმოჩნდა,ამიტომ მხოლოდ მორთვაღა იყო დარჩენილი,რაზეც ერთიანად იზრუნა მთელმა ოჯახმა.ახალი წელი სიახლით იწყებოდა...



№1  offline წევრი poisonous

Sainteresoa albat male daidzabeba kidec rac mtavaria aq gamoqveynebul istoriebs ar hgavs ,romlebis didi nawili titqos ertmanetisagan gadauweriat simpatiur babnikebze da ujmur uprosebze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent