ჭირვეული სტუმარი (14 თავი)
მეთოთხმეტე თავი თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა ერთი კვირა. მეორე დღეს მე თბილისში ვბრუნდებოდი, კაიშაურს დაპირებისამებრ ოჯახის წევრები ჩამოაკითხავდნენ და მისი გოგოჭურებთან სტუმრობაც დასრულდებოდა. ყოველ წელს ჩემ თბილისში გამგზავრებამდე გამოსამშვიდობებელ საღამოს ვაწყობდით, არ იფიქროთ თითქოს წვეულებას ვმართავდით. უბრალოდ კობა და მისი ძმებიც ჩვენთან მოდიოდნენ და ეზოსთან დიდ კოცონს ვანთებდით, რომელზეც რაოდენ სასაცილოც არ უნდა ყოფილიყო, მეზობლის ეზოში მოპარულ სიმინდს ვწვავდით. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ჩვენი ერთად -ერთი უახლოესი მეზობელი იქ კობას ოჯახი იყო, შესაბამისად სიმინდსაც მათ ვპარავდით, შემდეგ კი მათივე ტაროებზე ვეპატიჟებოდით. ამ მავნე ჩვევას დედა ყოველთვის აპროტესტებდა, თუმცა ვერა და ვერ გადაგვაჩვია, ვერაფრით იგებდა რა სიამოვნებას ვიღებდით სხვისი ეზოდან წამოღებული სიმინდით, როცა ჩვენი ბოსტანი ტაროებს მიჰქონდა. - ამხელა კაცი ხარ, კარგი ამათ ისევ უქრით, შენ რაღა გჭირს?! - უკვე მერამდენედ მსაყვედურობდა ნინა. ამის ახსნა დღემდე მიჭირს, თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, კობას ეზოში აშკარად ბევრად გემრიელი სიმინდი მოდიოდა, სავარაუდოდ მეზობლებმაც იცოდნენ ჩვენი ტაროების წარმომავლობა, თუმცა ჩვენს „ბავშვურ“ ოხუნჯობაზე თვალს შეგნებულად ხუჭავდნენ, ეს ის სავალდებულო ხარკი იყო, რაც კობას ყოველ წელს ჩვენი მეგობრობის ხათრით ჩვენთვის უნდა გადაეხადა. ასეთ მცირედ სიამოვნებაზე რა თქმა უნდა უარს არავინ მეუბნებოდა. ჩვენც ბედნიერები ვიყავით „ნაქურდალი“ სიმინდის ჭამით. ტრადიციას ვერც ამ დღეს დავარღვევდით, დილიდანვე კოცონისთვის ფიჩხს ვეზიდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე პატარა არც კობა და მისი ძმები იყვნენ, უნდა ვაღიაროთ უმცროსებზე ბევრად უკეთესად ვერთობოდით. - დღეს ჭიაკოკონობაა, თუ რამე გამომეპარა??! - გაოცებულმა ჰკითხა ქეთიმ თამარს. - არა, ეს ჩვენი ზაფხულის ტრადიციაა!... - მართლა?! - თვალები სიხარულით გაუბრწყინდა კაიშაურს. - აბა, რა!... თუმცა კიდევ ერთი ჩვევაც გვაქვს, ტაროები უნდა მოვიპაროთ!... - ეშმაკურად გამოგვხედა ბიჭებს მამუკამ და თვალი ჩაგვიკრა. - მოვიპაროთ?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ქეთის- ეგ როგორ? ვინმემ რომ გაგვიგოს, არ გვეჩხუბებიან?! - შიში გაუკრთა ხმაში. - თუ გაგვიგეს რაღა ქურდობაა! - მამუკას აჰყვა კობაც, - ჩუმად შევიპარებით და... - კი მაგრამ რატომ ვიპარავთ, ჩვენს ეზოში იგივე სიმინდი არ მოდის?! - აშკარად დედაჩემის საყვარელი კითხვა დასვა ქალმა. - არა... იმას განსაკუთრებული ჯიში აქვს, საადრეო სიმინდი... - საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულმა წარმოვთქვი და აფხუკუნებულ კობას ხელით ვანიშნე გაჩუმებულიყო. - საადრეო ვაშლი კი გამიგია, მაგრამ სიმინდიც არის?! - გაოცებას ვერ მალავდა ქეთი. - არ იცოდი?! - საუბარში ჩაერია გიორგიც - თან პატრონიც ისეთი „კრიჟანია“, არაფრით არ მოგვცა სიმინდის მარცვლები ჩვენც რომ დავთესოთ... - ფხუკუნით გახედა დაბღვერილ კობას. - და, მე რომ ვთხოვო მაინც უარს მეტყვის? - აშკარად ყოყმანობდა ქეთი. - არ იცნობ შენ მაგათ.. - ცივად უარყო მისი ვერსია კობამ. - მიხვდება ჩვენ რომ მიგაგზავნეთ და...-ქვემოდან უყურებდა მამუკა და სიცილს ვეღარ იკავებდა. - ანუ აუცილებლად უნდა მოვიპაროთ?... - ისევ ჩამეკითხა ქეთი. - ასე გამოდის, ოღონდ შენ კი არ იპარავ, ჩვენ ვძვრებით... - როგორც კი წინააღმდეგობა გავუწიე, ქალს თვალებში ჩამდგარი ჭინკები ორმაგად აუციმციმდა. - გეხვეწებით, მეც წამოვალ რა!... - ისეთი მუდარით შემომხედა, თითქოს გმირობის ჩადენას გვთხოვდა. - კარგი, იყოს შენებურად, ოღონდ ჩვენებთან არ ამბობ იცოდე! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მამუკამ. ერთმანეთს ზედმეტად კმაყოფილი სახეებით გადავხედეთ, თუმცა იმდენად იყო აჟიტირებული და გახარებული ჩვენი მიმიკისთვის კაიშაურს ყურადღება არ მიუქცევია. თამარი და გიორგი სახლში დავტოვეთ, კობა, მამუკა, მე და ქეთი კი ოპერაცია „სიმინდის ტაროს“ შესასრულებლად წავედით. აქეთ-იქით ვიყურებოდით და ისე მივიპარებოდით ბაღისკენ. კარებში საყარაულოდ კობა და მამუკა დავტოვეთ და ჩვენ თვალების ცეცებით შევძვერით. - ასეთი დაძაბული სახე რატომ გაქვს?- ჩურჩულით მკითხა ქეთიმ. - საკმაოდ ავი ძაღლი ჰყავთ და მეშინია!... - ვიხუმრე, თუმცა ქალის შეშინებული, გაფითრებული სახის დანახვაზე მივხვდი, რომ ხუმრობას ვერ მიმიხვდა. - ძაღლი ჰყავთ, იკბინება?! - ხმა უკანკალებდა მას. - რა ვიცი, ალბათ... - სიცილი წამსკდა მე. - აბა, საიდან იცი ავი რომ არის?! - თვალები გაბრაზებულმა ჭყიტა კაიშაურმა. -ასე გამიგია და სიმართლე გითხრა, გადამოწმების სურვილი არ მქონია... - იმედია დღეს არ გვესტუმრება!... - აშკარად თავს იმშვიდებდა ქეთი. - იმედია... გვერდი-გვერდ, ნელ-ნელა მივიწევდით წინ. ჩუმად, შეძლებისდაგვარად უხმაუროდ დავამტვრიეთ ტაროები, ის - ის იყო წამოსვლას ვგეგმავდით, რომ ქეთიმ თხილის ხეც დაინახა. - აუ, თხილი... გეხვეწები ცოტას დავკრიფავ რა... - მუდარით გამომხედა მე. - დაკრიფე, რას მთხოვ?!... - მხრები ავიჩეჩე. - შენ არც კი იცი როგორ მიყვარს... - აღტაცებული მეუბნებოდა თან მაისურის აკეცილ კალთას თხილით ივსებდა. - თხილის მეტი რა გვაქვს ბაღში? - ამჯერად მე გავიკვირვე მისი საქციელი. - შენ არ ამბობდი, მოპარული უფრო გემრიელიაო?! - საკუთარი სიტყვები გამახსენა. - კი, გემრიელია... ოღონდ მოდი ვიჩქაროთ, დაიღლებოდნენ ბიჭები კარებში დგომით... - კარგი, მოვდივარ... აუ, ლევან, რომ დამიმთავრდება თხილი კიდევ მოვიპაროთ?! - შენ რაღაც გაგიტკბა ხომ იცი ქურდობა, მაგარი სანახავი იქნები ჯაბა კაიშაურის ქალიშვილი თხილის პარვაზე რომ დაგიჭირონ!... - პატარა ბავშვივით თმები ავუჩეჩე მე. - წარმომიდგენია რა სახე ექნება, რომ გაიგოს... - ეშმაკურად იცინოდა ისიც. როგორც იქნა დაასრულა თხილის კრეფა და წამოსვლას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად უკნიდან ტოტების მტვრევის ხმა შემოგვესმა, რასაც აშკარად ძაღლი ყეფაც მოჰყვა. გაფითრებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, იმდენად ცხადად გავიგონეთ ცხოველის ღრენა, რომ ფანტაზიებში უკვე მის ნაკბენსაც ვგრძნობდით. - ლევან, სწრაფად! - მისი თხილისთვის ხელი არც კი გაუშვია მკვირცხლად, მთელი ძალით გაიქცა ქეთი. აზრადაც კი არ მოსვლია უკან მოეხედა და ჩაბჟირებამდე მისული კობა და მამუკა დაენახა. - თუ გაგიგოთ დაგხოცავთ, თქვე გაჭირვებულებო! - სიცილს ვეღარ ვიკავებდი, ისე მივყვებოდი მეც კაიშაურს. დღემდე ვერ გავიგე, როგორ მოახერხა ქეთიმ საკმაოდ მაღალ ღობეზე გადახტომა, თან ისე რომ თხილიც არ დაპნევია.... - ამბის გახსენებაზე ისევ იცინოდა ლევანი. - ისე, არ გეჩვენება, რომ საკმაოდ ბოროტი ხუმრობა გამოგივიდათ?! - შემეცოდა დედა. - ძნელია არ დაგეთანხმო, ალბათ ჩვენს გვიქროდა, მისი გულუბრყვილობა და მიამიტობა ზედმეტად გვართობდა და გვახალისებდა, არც კი ვფიქრობდით თუ ეწყინებოდა. დანთებულ კოცონთან ვისხედით და უსიტყვოდ ვუმზერდი პატარა ბავშვივით აჟიტირებულ ქეთის, რომელიც ვინ იცის მერამდენედ უყვებოდა თამარს და გიორგის ვეებერთელა ძაღლისგან „გმირულად“ გადარჩენის ამბავს. ღიმილს ვერ ვიკავებდი მისი კმაყოფილი, ბედნიერი სახის დანახვაზე. პატარა ბავშვივით უციმციმებდა თვალები მოპარულ ტაროებისა და თხილის ჭამისას. - ასეთი გემრიელი სიმინდი არსად მიჭამია!... - თვალი ჩაუკრა კობამ გვერდით მჯდომ ძმას. - ასეა, საკუთარ ეზოში მოპარული მაინც სხვაა... - სიცილით დაეთანხმა ძმაც. - რა თქვი, სად მოპარული?! - თვალები ჭყიტა ქეთიმ. - საკუთარ ეზოში მოპარული... - ირონიული ღიმილით შეხედა კობამ. - რას ამბობ?! - თითქოს მისი სიტყვები ვერ დაიჯერაო, დაბნეულმა გამომხედა კაიშაურმა - ანუ ეს ყველაფერი... - თვალები ცრემლებით აევსო ქეთის. - კარგი რა, უბრალოდ გავერთეთ! მართლა ხომ არ მოვიპარავდით?!... - გვერდულად იცინოდა მამუკაც. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია კაიშაურს, ისევ მე მომიბრუნდა: - ძაღლიც?!.... - კითხვა ბოლომდე არ დაუსრულებია, თუმცა ისედაც მივხვდი რასაც გულისმობდა. ზუსტად ვიცოდით, რომ დედაშენი ძაღლის ამბავს ასე მარტივად არ გვაპატიებდა, სიმართლეს ვერ ვეტყოდი, თუმცა არც ტყუილის თქმას ვაპირებდი. ისევ გაჩუმება ვამჯობინე. რა თქმა უნდა ქეთი სიმართლეს უთქმელადაც მშვენივრად მიხვდა ყველაფერს. მისგან ასეთ რეაქცია ნამდვილად არ ველოდი, ცრემლებით სავსე თვალებით, თითქოს იმედგაცრულეული მიმზერდა, დამნაშავე ბავშვივით თვალი ავარიდე და დაბღვერილმა გავხედე ახარხარებულ ბიჭებს. - დიდი მადლობათ, დაუვიწყარი საღამოსთვის! - მართალია მრავლობითში ლაპარაკობდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მისი ზიზღით ნათქვამი სიტყვები მხოლოდ მე მეკუთვნოდა და პირველად ცხოვრებაში საკუთარი ხუმრობის შემრცხვა. ალბათ, თავისმართლებასავით გამომდის, მაგრამ მართლა არ ველოდით, თუ ასე ეწყინებოდა, მამუკასთან წარა-მარა კამათობდა, ზოგჯერ ხელჩართულ ომზეც კი გადადიოდნენ და მხოლოდ გამშველებლები თუ ახერხებდნენ მათ მორიგებას, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ იბუტებოდნენ, რას წარმოვიდგენდი ეს ერთი შეხედვით „უწყინარი“ ხუმრობა ასე თუ გააბრაზებდა, ამას ალბათ არც არავინ ელოდა, მისი აპილპილებული სახის დანახვაზე, მაშინვე გადმომილაპარაკა მამუკამ: - აუ, ძმურად არ გაუმხილოთ ინიციატორი მე რომ ვიყავი, თორემ მთელი ცხოვრება ხმას აღარ გამცემს!... მისი ჩაშვება აზრადაც არ მოგვსვლია, მით უმეტეს ვერც კი წარმოვიდგენდით საბოლოოდ ეს ყველაფერი მე თუ დამბრალდებოდა. თუმცა რამდენიც არ უნდა ვთქვა, რომ არ ველოდი და არ მინდოდა, ფაქტი ფაქტად დარჩა: - ქეთი მე გამებუტა. ზედაც აღარ მიყურებდა, საერთოდ აღარ მიმჩნევდა, თითქოს იქ არც კი ვიყავი. მისი ასეთი საქციელი კი საბოლოოდ მაგიჟებდა და ნერვებს მიშლიდა. სამზარეულოში დედ-მამამ მე და მამუკა დაგვიმარტოხელეს თუ არა, საყვედურების ახალი ტალღაც დაიწყო. - ხომ გთხოვეთ არ აწყენინოთ მეთქი?! რას ერჩოდით, რა გინდოდათ? - ვინ იცის მერამდენედ მეუბნებოდა ნინა. - კარგი რა დედა... რა ვქენით ისეთი, ხუმრობა არ უნდა ესმოდეს? უბრალოდ ვიხუმრეთ! - პოზიციებს არ ვთმობდი მე. - ექიმი კაცი ასე ხუმრობ? შიშზე რამე რომ მოსვლოდა, მერე რას შვრებოდით?- ღრენით მეკითხებოდა ზურა. - ყველაფრის დრამატიზირება რატომ იცით?! ხომ არაფერი მომხდარა?! - ჩემს დახმარებას ცდილობდა მამუკაც. - არასერიოზული ადამიანი ხარ! - თითქოს დიაგნოზი დაუსვაო ისე გამოუცხადა მამამ, - მაგრამ შენგან ნამდვილად არ ველოდი... - პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?! - გავღიზიანდი მე - დიდი რამე, თუ... - რა დიდი რამე?! შენ იცი რომ ეგ ბავშვი მე მომაბარეს? იცით, რომ მამამისს აშანტაჟებდნენ და ქეთის მოკვლით ემუქრებოდნენ?! თქვენ კი რა გენაღვლებათ, ტყვიით თუ არა სიტყვით, ხუმრობით მოკლავთ აქ... ვიგრძენი როგორ შემაქანა, თითქოს თავბრუ დამეხვა, თუმცა თავის შეკავება შევძელი, მამაჩემი კიდევ ბევრ რამეს მეუბნებოდა, მე კი მისი აღარ მესმოდა, ყურებში მხოლოდ მისი სიტყვები მიგუნებდა: - აშანტაჟებდნენ, შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ!... აი, თურმე რატომ გამოუშვეს კაიშაური, აი თურმე რატომ იყო მოწყენილი ქეთი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.