ჭირვეული სტუმარი (10 თავი)
მეათე თავი როგორც იქნა მოვედი სახლში, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ შემხვდებოდნენ, სიცილით, სიხარულით, ცრემლებით, ფერებითა და მსუბუქი საყვედურებით. თუმცა გამოვაცხადე თუ არა, რომ ერთი კვირით ვრჩებოდი, დედაჩემის გული ოდნავ მოვიგე. - შენი გადარეული მეგობარია ჩამოსული? - თბილად მოვუჩეჩე თმები თამარს. - მთავარი არ იცი, ვიდრე მისები ჩამოვლებ, ჩემთან რჩება!... - გახარებულმა გამომიცხადა ჩემმა დამ. - რას მეუბნები, გაგვმმართლებია, იმედია კალაშნიკოვით არ იქნება შეიარაღებული!... - ირონია არ დავიშურე. - ასეთი ტონით ნუ ლაპარაკობ, არაჩვეულებრივი ბავშვია, ზრდილი და კულტურული! - გამოესარჩლა მეზობელს ნინა. - რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება!... რა ვიცი, კი გაუდით ორი საათია მამა-შვილს ბათქა-ბუთქი, ალბათ ესეც ზრდილობის ნიშანია.. - ისევ ვიღრინები მე, რატომღაც არ მინდა ჩვენთან დარჩეს, თუმცა ვერ ვხვდები რატომ... - რაღაც შენი ტონი არ მომწონს, მისი ჩვენთან დარჩენა ჯაბამ მთხოვა, რამდენიმე დღით თბილისს მინდა მოვარიდოო. იმედია სტუმარს პატივისცემით, რომ უნდა მოექცეთ, თქმა არ გჭირდებათ!.. - ეს სიტყვები აშკარად მხოლოდ მე მეხებოდა, მკაცრად შემომხედა მამა - კარგად მახსოვს მუდამ რომ კინკლაობთ, იმედია, გაშველება არც თქვენ დაგვჭირდება?!... - ამჯერად რატომღაც მამუკას გახედა მამამ. - მაგას ვერ დაგპირდებით!... ყველაზე სასიამოვნო გასართობი მისი წვალებაა!. - თვალი ჩამიკრა ჩემმა ძმამ. - სავარაუდოდ დროა ჩემი ბარგი ჩავალაგო და ისევ თბილისში დავბრუნდე!... - სირცხვილია ლევან, რაც მისი ოჯახისგან პატივისცემა გვაქვს, ერთი ციდა ბავშვი ვერ შეგვინახია რამდენიმე დღით?! დამიჯერე, მშვენიერი გოგოა... - ეგ ერთი ციდა გოგო თუ სწორად მახსოვს, აქ მოსვლის პირველივე დღეს ლამის თავზე დამეცა... - პოზიციებს არ ვთმობდი მე. - რა ბოღმა ხარ ლევან, როდინდელი ამბავი გაიხსენე?! - აკისკისდა თამარი. - რა გახსენება უნდა ჭერს რომ ახედავ დღემდე ეტყობა შენი დაქალის კვალი!.... - ამჯერად ვთხოვთ, ახალი რამ მოიფიქროს, ისეთი ჭერის ამბავი სულ დაგავიწყოს!... - აშკარად ოხუნჯობის განწყობაზე იყო დედაც. - რა გაგიკეთათ მაგ გოგომ, რით მოგხიბლათ? თუმცა მე რა მენაღვლება, რამდენიმე დღეში მაინც ხევსურეთში წავალ, მისი გაძლება თქვენ მოგიწევთ!... - ნუ ღელავ, როგორმე გავუძლებთ, უჟმურო!... - აშკარად გამებურტა ჩემი და. - ამდენი თვეებია სახლში არ ვყოფილვარ, მეგონა ჩემი ჩამოსვლა გაგიხარდებოდათ თქვენ კი კაიშაურების გაპრანჭული ქალიშვილის სტუმრობა უფრო გაღელვებთ!... -ისე ვეჭვიანობდი ქეთიზე, თითქოს ოჯახის წევრების სიყვარულს მართმევდა. ვერაფრით იგებდნენ რა მქონდა კაიშაურის საწინააღმდეგო, პრინციპში ამას ვერც მე ვხვდებოდი. რადგან ერთხელ ვთქვი, რომ არ მინდოდა მისი სტუმრობა, აზრს აღარ ვიცვლიდი. საბოლოოდ მდგომარეობიდან მაშინ გამოვედი, როცა დედამ შეპარვით გამომიცხადა, რომ ოთახი ქეთისთვის უნდა დამეთმო. უნდა აღვნიშნო, რომ პატარაობიდანვე ტყუპებს საერთო ოთახში ეძინათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თხუთმეტი წლისანი იყვნენ, ერთმანეთს მაინც არ ეშვებოდნენ და დღემდე ერთ ოთახს იყოფდნენ. კაიშაურის სტუმრობას ახალი პრობლემაც მოჰყვა, მართალია ბავშვს უწოდებდნენ, მაინც აღიარებდნენ, რომ გასათხოვარ გოგოს გვერდით ბიჭს ვერ მიუწვენდნენ. ამიტომ თამარის განცხადებასაც: - მეგობრებს „საჭორაოს“ რა გამოგვილევს და შესაბამისად ერთ ოთახში დაგვაწვინეთო, რათქმა უნდა დაეთახმნენ. მათთვის ყველაზე შესაფერის ოთახად კი რატომღაც ჩემი საძინებელი აირჩიეს, შესაბამისად მამუკასთან მასახლებდნენ. მინდოდა თუ არ მინდოდა, დაზარალებული საბოლოოდ ისევ მე გამოვდიოდი. - ვიღაც ღლაპის გამო საკუთარ სახლშიც კი არ მასვენებთ, ამ საღამოსვე წავალ ხევსურეთში!. - დავემუქრე დედას. - ლევენ შვილო, ძალიან გთხოვ, გულს ნუ მტკენ, ისე გელოდით, მამაშენმა რომ გაიგონოს ეს სიტყვები გული დაწყდება... რა მოხდება სულ რამდენიმე დღით!..- მუდარით მიმზერდა დედა. ისეთი საყვედურით მიყურებდა, თითქოს ჩემი გულგრილობით მსოფლიოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩავდიოდი. დედაჩემის ცრემლებით სავსე თვალებს ვერ გავუძელი და შემრცხვა: - კარგი, ნუ ღელავ, ორიოდე წუთში გადავბარგდები მამუკასთან!.. -დავამშვიდე და ამდენი ჯაფისგან გადაღლილი სახე დავუკოცნე ქალს. - ჩემი სოცოცხლე ხარ!... - ესევ ისე ჩამიხუტა დედამ თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი. კაიშაურები მალევე გამოჩნდნენ, ადრეც აღვნიშნე, რომ ამ ოჯახს, განსაკუთრებით კი ჯაბა კაიშაურს საოცარი უნარი ჰქონდა მხოლოდ დადებითი გაეცა, მისი თანამდებობიდან გამომდინარე მიკვირდა ამას როგორ ახერხებდა. - ავ-კარგიანი კაციაო!... - ამ ორი სიტყვით ახასიათებდა მამა და ძნელი იყო არ დასთანხმებოდი. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვხედავდი უფროს კაიშაურს და ჩვენს შორის არც თუ უმნიშვნელო ასაკობრივი სხვაობაც იყო, მის მიმართ უდიდეს პატივისცემას და მოწიწებას ვგრძნობდი. არ იყო ამპარტავანი, იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოსაუბრე. იმდენად მხიარულად შემოვიდა, ისე თბილად მოგვიკითხა, დამნაშავე თვალებით გავხედე საკუთარ ოჯახის წევრებს, ამჯერად მარტლაც გულწრფელად მრცხვენოდა რამოდენიმე საათის წინ ნათქვამი სიტყვების. კაიშაურს სავარაუდოდ არ უნდოდა ისედაც მრავალრიცხოვან ოჯახს, ქეთი ზედმეტ ტვირთად დაგვწოლოდა, ეზრუნა ქალიშვილის კეთილდღეობაზე, საბარგული სურსათ-სანოვაფით გაევსო და მამუკას დახმარებით ნელ-ნელა შემოჰქონდა ეზოში. იმხელა მარაგი წამოეღო იფიქრებდი ქეთის მთელი წლით ტოვებსო. - რაო, ჯაბა ბატონო, მთელი თბილისის მარაგი წამოიღეთ? - ეხუმრებოდა ზურა. - ამათი ამბავი რომ ვიცი, ეს მცირედი ნამდვილად არ გაწყენთ!... - ღიმილით გახედა თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი კივილ-წივილით ჩახუტებულ თამარსა და ქეთის. - აბა, როგორ მიდის სტუდენტობა? - ამჯერად ჩემთვის მოიცალა ჯაბამ. უფროსი კაიშაურის სიხარულით აციმციმებულ თვალებს რომ შევხედე, საკუთარი სულმდაბლობის კიდევ ერთხელ შემრცხვა. - სტუდენტობა დასრულდა, უკვე შტატიანი ექიმია, ქირურგი!... - ალბათ პირველად ვიგრძენი ზურას ხმაში სიამაყის მარცვალი და ორმაგად გამიხარდა ამის მიზეზი მე რომ ვიყავი. - გილოცავ, სხვაგვარად არც შეიძლებოდა! აბა ჩვენ ეხლა დავადექით სტუდენტობის გზას, ვნახოთ რა გამოგვივა!... - უკანასკნელი სიტყვები ჩუმად წარმოსთქვა და გვედულად გახედა ამჯერად დედაჩემთან მოსაუბრე ქალიშვილს. - მართლა?! მოსალოცავ გქონიათ საქმე, განა თამარივით მომავალ წელს არ უწევდა ჩაბარება? - გამიკვირდა მე. - წესით კი, მაგრამ როდის იყო დადგენილ ნორმებს ექვემდებარებოდა?! მეთერთმეტე კლასი ფუჭად დროის კარგვააო, ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და... - აი, ეს მესმის... - გულწრფელად გამიკვირდა და აღტაცება ვერ დავმალე - გილოცავთ!... - აშკარად სიმპატიით განვეწყვე ქეთის მიმართ. შინ შემოსვლაზე რატომღაც ჯაბამ უარი განაცხადა: - ჩემი სიტუაცია ხომ იცი, სამწუხაროდ ძალიან შეზღუდული ვარ, თბილისში უნდა დავბრუნდე! - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა მამას. გამიკვირდა ზურას სიჩუმეც, მისი ხასიათი კარგად ვიცოდი, სტუმარს სახლის კარებიდან კი არა, ლამის ხეობიდან ეპატიჟებოდა შინ და როგორც წესი მასთან უარი არ ჭრიდა. ეს პირველი შეთხვევა იყო ასე მორჩილად, უსიტყვოდ რომ დაეთანხმა. - ლევან, ყოველ ჩამოსვლაზე მე და მამაშენი სანადიროდ წასვლას ვგეგმავთ, თუმცა თავი ვერა და ვერ ოვაბით, იქებ მოვიფიქროთ და... - მეგობრულად დამიტყაპუნა. - მე ისედაც აქ ვარ, მთავარია თქვენ, დიდმა საქმიანმა ხალხმა გვიკადროთ!... - მსუბუქად გაგვკენწლა მამამ. - ვნახოთ, ვნახოთ, ღმერთის წყალობით თუ მშვიდობა იქნება, ამასაც ვიზავთ... - ზედმეტად სერიოზულმა, ოდნავ დაძაბულმაც კი უპასუხა კაიშაურმა. მისი სიტყვები კარგად არ მენიშნა, თუმცა არაფერი მიკითხავს, არ მინდოდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოვლენა. - არაფერზე იღელვო, ყველაფერი კარგად იქება! - მრავალმნიშვნელოვნად მოეხვია მამა. ერთხელ კიდევ დაემშვიდობა ყველას, საკმაოდ ხანგრძლივად ჰყავდა ჩახუტებული ქეთი, შევიშნე როგორ აევსო თვალები ცრემლებით გოგონას, რატომღაც ჩვენთან სტუმრობით გამოწვეულ სიხარულს ვერც მას ვამჩნევდი. მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც უნდა მეღიარებინა, რომ ქეთის სტუმრობამ აშკარად ხალისი შემოიტანა. ჩვენი სტუმრის სანახავად თითქმის მთელმა სოფელმა ჩვენთან მოიყარა თავი. პრინციპში სიტყვა „მთელი სოფელი“ საკმაოდ ხმამაღლა ნათქვამი იყო, სულ რაღაც ორი ოჯახი ვიყავით. ჩვენი და კობას ოჯახი. ვაკვირდებოდი გოგონას და მიკვირდა, როგორ ახერხებდა, ყველას მის გარშემო ეტრიალა, ვიღაც ნარდს აჭახუნებდა, ვიღაც კარტით თამაშობდა... დედა მთელი მონდომებით ცდილობდა საპატიო სტუმრისთვის ესიამოვნებინა. ტრადიციულ ხინკალს ამჯერად ზურგი აქცია, ამზადებდა ხორციან ჩაშუშულს, საუკეთესო დედალიც დაკლა: - ნეტა შენ რომ არ გეზარება!... - სიცილს ვერ ვიკავებდი მე. - რას ამბობ შვილო, მათთან რომ მიხვალ პატივი რითი გვცენ არ იციან, უხერხულია, უბრალო სადილით ხომ ვერ დავხვდებით!... დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებდა სუფრის ხელოვნების ნიმუშად წარმოჩენას, ისე ჰქონდა მაგიდა გაწყობილი, ჭამა დაგენანებოდა, თუმცა ამდენ თამაშსა და გართობაში ისეთი დამშეულები ვიყავით მისი ხელოვნების ნიმუშის მოფრთხილება არც კი გაგვხსენებია, ხარბად დავიწყეთ გაწყობილი ნუგბრის შთანთქვა. ჩემი ყურადღება დედაჩემის დაძაბულმა სახემ მიიპყრო, რომელიც ერთ წერტილს მისჩერებოდა. ინსტიქტურად თვალი გავაყოლე და შევნიშნე, ასეთი სახით ქეთის უმზერდა. კითხვით სავსე თვალებით შევხედე ნინას. - სალათის გარდა ახლოს არაფერს გაჰკარებია!... - რა მოხდა მერე?! ალბათ, არ მოსწონს!... - დაუფიქრებლად წამოვროშე და შევნიშნე ისედაც გაღიაზიანებული როგორ გაფითრდა. - რომ არ მოსწონს მაგას მეც მივხვდი, დამრჩა ბავშვი მშიერი!... - ნერვიულად ისერესდა დედა ხელებს. - კარგი, ნუ ნერვიულობ, მოვიფიქრებთ რამეს!... - მისი დამშვიდება ვცადე. შორიდან ვაკვირდებოდი სხვადასხვა სახეობის კერძებს როგორ სთავაზობდნენ ხან თამარი და ხან მამუკა, თუმცა ჩვენი სტუმარი სახე აწითლებული, სიცილით ისევ უარს ეუბნეოდა. - დედას გეფიცებით, მართლა არ მშია... - კისკისება ის. საბოლოოდ ალბათ ტყუპებსაც მობეზრდათ მასთან ლოლიალი და თავი დაანებეს. თითქოს ამას ელოდაო ქეთი წამოდგა და ეზოში გვერდით, განცალკევებით მდგომ ფაცხაში შევიდა, სადაც პატარა თონე გვქონდა მოწყობილი და ზაფხულობით სამზარეულოს ფუნქციითაც ვიყენებდით. ინსტიქტურად მეც უკან მივყევი. ღუმელში წკაპა-წკუპით იწვოდა შეშა. იქვე მდგომ პატარა სკამზე ჩამოჯდა და ჩაფიქრებული, ცრემლებით სავსე თვალებით მისჩერებოდა აკიაფებულ ცეცხლის ალს, არ ვიცი რას ფიქრობდა ან რას დარდობდა, თუმცა ფაქტი იყო რომ სულაც არ ეცინებოდა. - არ ვიცოდი აქ თუ იყავით! - ისე გავიოცე, თითქოს მართლაც ეხლა დავინახე. დაბნეულმა ამომხედა, უხერხულად შეიშმუშნა. - ცოტა შემცივდა და... - ხმა უთრთოდა ქეთის, მეტი დამაჯერებლობისთვის ბეჭებზე მოხვეული თხელი პლედი, უფრო მჭიდროდ შემოიხვია. - მართალია, ცოტა ცივა.. - ისეთი სახე მივიღე, თითქოს დავიჯერე მისი განცალკევების ეს მიზეზი. - თუ წინააღმდეგი არ იქნები, მეც შემოგიერთდები..... - რას ბრძანებთ, სხვა თუ არაფერი საკუთარ სახლში ბრძანდებით... - ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა. - საკუთარ სახლში?!... - ირონია გამეპარა ხმაში. - არა?! - გაოცება ვერ დაფარა მან. - რა თმა უნდა... -შეძლებისდაგვარად თბილად ვუპასუხე. გოგონამ ყურადღებით ათვალიერებდა ფაცხას, მომცრო ზომის თაროზე ყავა და საშაქრე შენიშნა, ყავადანთან ერთად. თვალები გაუბრწყინდა. - ყავას ხომ არ დალევთ?!... - ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ის იყო მასპინძელი და მე სტუმარი. მის შინაურულ ტონზე გამეცინა. - რატომაც არა... ყავადანში ორი კოვზი ყავა ჩაყარა, ორი კოვზი შაქარიც დაამატა, იქვე მდგომი ვარცლიდან წყალი ჩაასხა და ყავადანი შეშის ღუმელზე დადგა. - განა ბალონზე ადუღება არ ჯობდა? - თვალით პატარა, ერთ კამფორიან გაზის ბალონზე ვანიშნე. - შეშის ღუმელზე ადუღებულს სულ სხვა გემო აქვს... - თბილად გამომიცხადა მან. - ალბათ... შაქრიანი მინდოდა თუ არა არ უნდა გეკითხა?! - ისევ ირონიულად ვეუბნებოდი. - უშაქრო გიყვართ?! - დამფრთხალი აიწურა ის. - არა, მაგრამ შენ ხომ არ იცოდი?! - მისი უხერხულად აწითლებული სახე იმდენად მართობდა, ცოტაც და ავხარხარდებოდი. - მართალია არ ვიცოდი, თუმცა დღემდე ჩემი ადუღებული ყავა არავის დაუწუნია... - თვითდაჯერებული ხომ, პატარა ქალბატონო... - მასთან ზედმეტად ახლოს მივედი და თვალებში ჩავაცქერდი. დავინახე, როგორ გაფითრდა, წითელი, ზედმეტად ვნებიანი ტუჩები შიშისგან აუთრთოდა. დამფრთხალი მიმზერდა. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით, ვგრძნობდი, გარკვეულ წილად ჩემი ეშინოდა და რატომღაც ეს ეგოისტურად მსიაოვნებდა. თუმცა, ეს მომენტი სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა, თვითკონტროლი სწრაფად დაიბრუნა, გვერდულად გახედა ყავადანს: - თუ არ გაიწევით და ღულემთან მისვლის საშუალებას არ მომცემთ ყავა გადმოვა, შესაბამისად ვეღარც გაიგებთ გემრიელია თუ არა!... - არ გადმოვა... - უკვე თითქმის გადმოსვლამდე მისული ლითონის ყავადანი ინსტიქტურად შიშველი ხელით ავიღე. - ცხელია, რას აკეთებთ!... - შეუკავებელი კივილი აღმოხდა ქეთის. თითქოს ახლაღა ვიგრძენი, ცეცხლისგან გახურებულმა ყავადანმა როგორ ამწვა ხელისგული, მაგრამ ტკივილს მაინც ვერ ვგრძნობდი. ჩემი საქციელით დაზაფრულ ქალის თაფლისფერ თვალებს ვუცქერდი და მიხაროდა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი ტაბლაზე დალაგებულ ყავის ფინჯნებს და ნელ-ნელა ჩამოვასხი ქაფქაფა სითხე. კბილს - კბილზე ვაჭერდი, რომ ტკივილისგან კვნესა არ აღმომხდენოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერ ვხვდებოდი ხელების დაწვით რას ვუმტკიცებდი ქეთის, რატომღაც არ მინდოდა ჩემი სისუსტე დაენახა. ალბათ გიჟად ჩამთვალა, ხელების კანკალით აიღო მისი კუთვნილი ჭიქა და ფრთხილად მოსვა. აშკარად სუფრასთან მსხდომებმაც იგრძნეს ყავის მაცდური არომატი, ფაცხაში თავი ჯერ თამარმა შემოყო: - ეეე, ამათ უყურეთ რა... ნამუსი გაქვთ? ჩვენ არ გვინდა ყავა?! - რამდენს ლაპარაკობ, შემოდი და დალიე, თუ გინდა... - უკმაყოფილო სახით შევუღრინე უმცროს დას. თამარს მამუკა მოჰყვა, მამუკას კობა და საბოლოოდ ყველანი ფაცხაში შემოლაგდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.