"ჭაობი" (4 - ვიბრძვით )
კარგა ხანს იყო გაყურსული,ზუსტად იმიტომ რომ ტკივილმა მიიძინა,ორგანიზმმა სულის მსხვრევა გაიგო და თავად შეჩერდა.გონს აღარ მოსულა,აჭესთან მჯდომი მოუსვენრად იხედებოდა შუალედებში უკანა სავარძელზე მყოფთათკენ,მერე კი ჩაიჩურჩულებდა,მიბრუნდებოდა და ისევ ცქმუტავდა.მერე თითქოს დაიბრუნა თავშეკავებაც,სიცივეც და გულგრილობაც,ბოლო შუალედში ისე იქცეოდა გეგონებოდათ მანქანით გვამი კი არა ტკბილეულით სავსე ყუთები მოჰქონდა.როგორც კი ქალაქში შემოვიდნენ კიდევ დაეტყო აღელვება და მეწყვილეც მიხვდა მიზანს რომელიც ახლა ამოძრავებდა ბაჩანას,თბილისში შემოსულები პირდაპირ წყნეთისკენ წავიდნენ,ბაჩანამ მანქანა გააჩერა და გადავიდა,უკვე დილა იყო ამიტომ სწორიც ქნა,როცა ნოეს ფანჯრიდან პლედი შემოაწოდა და უთხრა აფთიაქში შევირბენ,მალე დავბრუნდებიო ნახევარ საათში ისევ გზაში იყვნენ და ამჯერად ნოეც სხვაგვარად აღელვებული გზას გასცქეროდა,გვერდით პოლიციის მანქანამ ჩაუქროლათ და რატომღაც იმას იმდენად ეფექტი არ მოუხდენია,რამდენადაც გვერდით მიმავალი სხვა მანქანები ახდენდნენ,მაშ რის ეშინოდათ ? თუ არა პოლიციის - ვისი შეიძლებოდა შეშინებოდა ამ ორს ?! ჯერ კიდევ საიდუმლოდ ინახავდნენ და არ ამხელდნენ,ისე კიორივე ზუსტად ერთი და იმავე მოსაზრებას უტრიალებდა. მანქანა დიდ,შავად შეღებილ ჭიშკართან შეჩერდა რომელსაც მთელს სიგრძეზე აგურით ნაშენი ღობე მიუყვებოდა.კარი გაიღო და ახლიც გამოჩნდა. სახლის შესასვლელში ახალგაზრდა ბიჭი დახვდათ და როცა ორივეს ასეთი,მათთვის უცხო აფორიაქება შეატყო თავადაც მოუთმენლობა დაეტყო,სახლიდან თეთრ წინსაფარში გამოწყობილი შუახნის ქალბატონი გამოვიდა და უხმოდ შესცქეროდა მოსულებს.ნოე გადმოვიდა და მაშინვე რაღაცას დასწვდა ავტომობილს შიგნით. აი ზუსტად ეს დრო იყო ანამ კიდევ ერთხელ რომ იგრძნო საზიზღარი ტკივილი,იმ წამს ეგონა სკალპელით კანს უჭრიდნენ და რაღაც მხრივ სწორსაც შეიგრძნობდა.იქნებ ეკივლა სიმწრისაგან რომ არა ისევ ის ხმა,დამამშვიდებლად რომ გაისმა. -მოითმინე პატარავ,მორჩა შენი წვალება,უკვე სამშვიდობოს ხარ...-ხელი დაავლო და მოხერხებუად გამოიყვანა,ანას სისხლშემხმარი თმა საზარლად გამოიყურებოდა,სახეც დაეფარა ამ ბლანტ მასას და საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთიდან მობრუნებულს გავდა.მის დანახვაზე აქამდემედგრად მდგარ ქალს შიშის შეძახილი აღმოხდა,მაშინვე ბაჩანასკენ გამოვარდა რომელიც პლედს აშორებდა სხეულიდან,ნოეს ხელებში მოქცეულ გოგოს -რა უქენით უღმერთოებო,ესეც გაიმეტეთ ? რა გააკეთეთ ! ... -თეა დამშვიდდი და მოგვეხმარე,სტუმების ოთახი გააწყვე . ციაშვილები სახლში არიან? -არა გუშინ წავიდნენ ! .... - ამჯერად დამშვიდებული თუმცა გაგულისებული შეეპასუხა და თან წინ მიჰყვა ნოეს,რომელიც ეხვეწებოდა ჩქარა გამიძეხი წინ,იტანჯებაო.ლოგინზე დიდი სიფრთხილით დააწვინეს,თუმცა ეს მათ წარმოსახვაში,სინამდვილეში გაშლისას ყველაზე დიდი შუშის ნამსხვრევი უფრო ღრმად შეესო მუცელში და ამჯერად გამორიცხული არ იყო,შინაგანი ორგანოები დაეზიანებინა. -თეა გაზის სანთებელა დამჭირდება . გია წყალი გაათბე და სუფთა ზეწრები მოიტანე. -რის გაკეთებას აპირებთ ? -თეა ახლა კითხვების დროა? გააკეთე რაც გითხარი თორემ მართლა მოკვდება . წამოიყვირა ბაჩანამ და მოსაცმელი გაიხადა,პერანგის სახელოები აიკაპიწა,აფთიაქში ნაყიდ მედიკამენტებს მიუბრუნდა, ბამბა სამედიცინო სპირტში დაასველა,პარალელურად გიას მოტანილ ჯამში ხელები ამოიბანა,ხელებზე რეზინის თათმანები ჩამოიცვა და აქამდე ოთახიდან გასულ,ახლა კი უკან თოკით შემობრუნებულ ნოეს მიუბრუნდა,სახეზე სრული უემოციობა გამოეხატა,თოკი გამოგლიჯა,მაგიდაზე მიდებულ მაკრატელს დასწვდა და შუაზე გაჭრა.ანა გონს მოვიდა და უმწეოდ მიმოატარა დაბინდული მზერა ოთახს,თვალთახედვა თოკმომარჯვებულ ბაჩანაზე შეაჩერა,ვერ ხვდებოდა რა ეჭირა ხელში,რომც დაენახა და გაერჩია მაინც ვერ წარმოიდგენდა რამდენად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ოთახში თეა შემოვიდა და ბიჭებისთვის მანამ არ მიუქცევია ყურადღება სანამ ბაჩანამ თოკი არ მოიმარჯვა და ანას ხელს არ დასწვდა.თეა ჯერ გაკვირდა,მერე დაიძრა და ბოოს წივილ-კივილზე გადასული ის იყო უნდა ძგერებოდა რომ ნოემ გააჩერა და დაწყნარებას შეეცადა. -თეა თუ იმოძრავებს უფრო დაშავდება,დამიჯერე ჯობია ეტკინოს ვიდრე მოკვდეს.მშვიდად გესმის ? თორემ ვიტყვი რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი სიცოცხლის გადარჩენა მინდოდა შენ კი ის სიცოცხლე მოკალი ! ამასობაში ბაჩანამ ერთი ხელი საიმედოდ მიამაგრა საწოლს,მერე მეორეს დასწვდა და აქ კი რაღაც ლუღლუღი მოესმა.საწყალობლად სთხოვდა რაღაცას და მისთვის უცხო თანაგრძნობას აქაც არ უჩენია თავი მხოლოდ ეს აღირსა და ისიც ცივად -"წყნარად იწვები ნაკლები გეტკინება,იწრიალებ და დამიჯერე სიკვდილს უფრო იგრძნობ ვიდრე სიცოცხლეს " . მერე თავისი ანთებული თვალებით ახალგაზრდა ბიჭს მიუბრუნდა და უთხრა - " გია მომეხმარე რომ მაქსიმალურ უძრაობაში იყოს " . ბიჭი მიუხვდა და მკვირცხლად წაავლო ხელი ფეხებზე ქალს.ნოემ მეწყვილეს გადახედა და როცა ანიშნეს მზადყოფნა ერთმანეთს,ბაჩანამ ბებურიშვილის მაისური გაჭრა.ანა ვერაფერს გრძნობდა გარდა იმ ტკივილისა უკვე რომ გულისრევას იწვევდა.აი თითქოს გაკაჟდაო და იმ წამს დამანგრეველმა ჟრუანტელმა დაუარა,მთელს სხეულზე ცეცხლი მოედო და ამ აუაძლისობით გატანჯულმა პირველად ამოუშვა კივილი სხეულიდან.ეს მოქმედება რამოდენიმეჯერ გაგრძელდა და ყოველგვარი ვედრების მიუხედავად,ყოველგვარი ხტუნვის მიუხედავად,მაინც უძრავად,იგივე მდგომარეობაში მყოფმა გაანალიზა რომ საშველი არ იყო. -ჩშშშშ , ახლა გეტკინება . ძალიან გეტკინება მაგრამ ბოლოა . ჩუმად იყავი გესმის ? აქშენს კივილს ვერავინ გაიგებს შენ კი დაშავდები ! ... - როცა სიტყვებით ვერაფერი გააწყო ნოემ,ბაჩანამ მზერა საწოლის მარცხენა მხარეს მდგარ კომოდზე სუფთა ზეწრებს ჰკიდა ,თეას დაუყვირა მომაწოდეო და ნაკუწებად აქცია,გორგალი გააკეთა და ანას ამჯერად რომ სიტუაციაში ჩამწვდარს კრიჭა შეეკრა ძალით ჩატენა თან დამაჯერებლად დაუყვირა "უნდა გაჩუმდეო ! " . ბოლო ნამსხვრევიც ამოაძრო და გიას მეოხებთ რომელსაც ნანახისგან გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და ინსტიქტურად უშვა გოგო ხელი , ანა წამოიმართა ,ფეხზე წამოდგომა სცადა მაგრამ როცა მიხვდა რომ წინ ორი ძლიერი მამაკაცი ედგა,სიმწრისგან მუშტი მოიღერა და ზუსტად იმას წეხან რომ ლამის ყბა მოუნგრია სახეში უთავაზა.ბაჩანა უფრო მოულოდნელობისგან ვიდრე დარტყმის სიძლიერისგან წაბარბაცდა და გაეღიმა. ბებურიშვილს სიმამაცე უცებ წაერთვა და ჭრილობის გამო ატირდა . სისხლს მთელი საწოლი დაესვარა და ახლაც მოდიოდა ანას მუცლის ღრუდან , აბედნიეროდ შინაგანი ორგანოები გადარჩენილიყო,მხოლოდ დიდი შუშის ნამსხვრევის ამოღების ადგილი გამოიყურებოდა ცუდად და მაინც - რამხელაც არ უნდა ყოფილიყო დაზიანება,საშინელ შეგრძნებას იწვევდა და ანაც ლამის იყო ჭკუიდან გადასულიყო. -რა ვქნა გავკერო ? -მგონი საჭირო არაა . შეხორცდება , მაგრამ სპირტით დავამუშავოთ. -ჯერ ცხელი წყლით ხალხო,ცხელი წყლით ! ... -წამოიყვირა აცრემლებულმა თეამ და გოგოს თვალი მოსწყვიტა....-გამეცალეთ, მე გავაგრძელებ ....-ატირებული დაიძრა საწოლისკენ და ემბრიონის ფორმაში მოკუნტულ ანას ფრთხილად შეეხო ... -აბა ჩემო კარგო,დამენახე,მე მათსავით არ გატკენ ...-ანას არაფერი ესმოდა,ეგონა კოშმარში ვარო მაგრამ ისე ჰგავდა ეს ყველაფერი სინამდვილეს რომ უჭირდა გამღვიძება,ისიც კი გაანალიზა რომ ვერ გაიღვიძებდა რადგან არც ეძინა ! * * * ნახევარი საათი იყო გასული მას შემდეგ რაც თეამ ოთახიდან გამოყარა და ახლა მისაღებში დასისხლიანებულ პერანგებში გამოწყობილები იცდიდნენ.ბაჩანას ისევ ის უინტერესობა ეწერა სახეზე,არც ნოეს ჰქონდა უკეთესი გამომეტყველება,თითქოს ბავშვის კივილს და ტირილს მათზე გავლენა არც კი მოუხდენიათ,თითქოს ცოტა ხნის წინ ნამსხვრევებს კი არ აცლიდნენ მუცლიდან ეთამაშებოდნენ.ხმაც არ ისმოდა მთელიამ ხნის განმავლობაში.გია მისაღებში შემოვიდა და თავჩაქინდრული დაჯდა ბაჩანას წინ,მერე რადგან მიხვდა ამ ავისმომასწავებელ სიჩუმეს არავინ დაარღვევსო თავად ამოიდგა ენა. -ამას როგორ აკეთებთ,ამის ძალა საიდან გაქვთ ? ... ნოემ ამოიოხრა,ბაჩანას კი მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.ის წამი იყო და თეაც გამოვიდა,ოთახის კარი ჩუმად მოიხურა და სისხლიანი ზეწრებით ხელში,სამზარეულოსკენ ისე წავიდა მეორედ აღარც მოუხედავს ბიჭებისთვის.თავად ისინი დაედევნენ და სამზარეულოს მაგიდის გარშემო დასხდნენ,ყურადღებით დააკვირდნენ თეას,რომელიც ზეწრებს სარეცხ მანქანაში ყრიდა,ეგონათ აი სადაცაა დაიწყებსო მაგრამ როცა გაანალიზეს რომ ქალი ხმის ამოღებას არ აპირებდა,ბაჩანამ რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იჯდა ხელი ჩაავლო და აიძულა შეეხედა.ქალმა შემოხედა და თვალებში ამ ქმედებისთვის ადეკვატური შიში სულაც არ ჰქონია,პირიქით ეს სიძლიერე უელავდა წამწამთქვეშ. -რას აკეთებდი , ხმას რატომ არ იღებდა ? -ვინაა ეს გოგო,რა გაუკეთეთ ? ასეთ მდგომარეობაში თუ ჩააგდეთ მერე რატომღა .... -თეა სისულელეებს ბოდავ,ჩვენ არაფერ შუაში ვართ,გზაში ვიპოვნეთ და წამოვიყვანეთ. -რას ნიშნავს გზაში იპოვნეთ,ეს რა - სამაჯური კი არაა,ვიღაცას დაეკარგოს და თქვენ იპოვნოთ.არა ბატონებო ! ბავშვი განადგურებულია ! -გითხრა რამე ? ელაპარაკე ? -არა მხოლოდ დავამშვიდე,ავუხსენი რომ ყველაფერი მის სასიკეთოდაა და რომ არაფერი ემუქრება.დამყვა და მომცა საშუალება ჭრილობა მომებანა.ახლა დავტოვე,ჩაიძინებს. -გამოკითხვას ნუ დაუწყებ გესმის ? წვნიანი მოამზადე და გიასთან ერთად სუპერმარკეტში წადი,ნატურალური წვენები და აფთიაქში სიცხის დამწევი,ბამბა და მალამო,სახვევები. უთხრა და გამობრუნდა კიდეც ბაჩანა.კიბეებს მაღლა აუყვა და ოთახის კარი შეაღო,სისხლიანი პერანგი სხეულიდან მოიშორა და კარადის გვედრით მიაგდო,კარადიდან სუფთა პირსახოცები აიღო,სააბაზანოში შევიდა. სუფთა ტანისამოსში გამოწყობილმა,სისხლიან პერანგს ხელი დაავლო და მისაღებში ჩასულმა,აგგუნებულ ბუხარში შეაგდო.თვალი ცეცხლს გაუშტერა,გარეთ თავსხმა წვიმა ფანჯრებს აწყდებოდა,უჩვეულოდ ჩამობნელებულიყო,წკრიალი გაჰქონდათ წვეთებს ბეტონზე.საბრალო ტოტები ქარისგან ტყდებოდნენ და ყველაფერ ამის ხმა ერთ დიდ კომპოზიციას ქმნიდა.მაგიდაზე თეთრმა ქაღალდმა მოსჭრა თვალი,დასწვდა და თეას ხელი იცნო - " ჩვენ სუპერმარკეტში წავედით,აქ ველაფერი დაკეტილია,ახალი წლის საღამოა. ჭრილობა შევუხვიე , ჩემს მოსვლამდე არ შეაწუხებს . წყალი შეუტანე და შეეცადე რაც შეიძლება მეტი დალიოს . " ქაღალდსაც ბუხარში შეუძახა.მზერა ისევ გაუშტერდა,მერე იმ კარს შეხედა სტუმრების ოთახს რომ ეკუთვნოდა.ნაბიჯები ააწყო,სამზარულოდან წყლით სავსე ჭიქა გამოიტანა და ფრთხილად შეაღო კარი.ოთახში ბნელოდა,ამიტომ იქვე,კართან ჩამოკიდებულ ტორშელს ჩამრთველი მოუძებნა,მბჟუტავმა სინათლემ წამში დაიპყრო სივრცე.საწოლზე სხეული შეირხა,ზურგზე გაწოლილს ჭერისთვის მზერა მიეპყრო და მხოლოდმაშინ შეამჩნია დასველებული სახე ბაჩანამ როცა ახლოს მივიდა.მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ.ლოგინთან ახლოს მდგარ სავარძელში ჩაჯდა და მცირეხნიანი პაუზის მერე წარმოთქვა : - წყალი უნდა დალიო ... -პარალელურად ხელი სიგრძივ გაიშვირა,ეგონა ყურადღებას არ მომაქცევსო,მისდა გასაკვირად ბებურიშვილი წამოიმართა და ჭიქაც კი გამოართვა,ბოლომდე დაცალა,კომოდზე ჩამოდო ცარიელი ჭიქა და ისევ იმ პოზაში დაწვა.კარგა ხანს აკვირდებოდა ბაჩანა,სახე სუფთა ჰქოდა,ეტყობა თეამ სისხლი მოსწმინდაო გაიფიქრა.მთელი ამ ხნის განმავლობაში არც კი შერხეულა,თითქოს სადღაც სხვაგან იყო,ამ ოთახის საზღვრებს გაცდენილი,მესამე განზომიებაში. - კარგად ხარ ? ... -შემპარავად იკითხა და მიმიკას დააკვირდა,იმისდამიუხედავად რომ ტორშელის შუქი აქამდე ნახევარი სიძლიერითაც ვერ აღწევდა მაინც კარგად გაარჩია ღიმილი,რომელმაც ბაგეები გაუპო გოგოს...-მომიყვები რა მოხდა ? ...-ანა ისევ გაუნძრევლად იწვა,თავადაც მხოლოდ ამაზე ფიქრობდა.ახლა,როცა ჭრილობა აღარ აწუხხებდა იგრძნო რომ ჯერ კიდევ დარჩენილიყო ნარღვევი რომელსაც თეას ხელები ვერ მისწვდებოდა,მხოლოდ ახლა გააცნობიერა რაც მოხდა და ახლა როცა აღარავის გაურბოდა , გაანალიზა რომ აღარავინ ჰყავდა. - ოდესღაც მოგიწევს ამის გამხელა,დამიჯერე ახლა ჯობია,იმიტომ რომ რაც არ უნდა სისულელედ მოგეჩვენოს ეგ ჭრილობა ისევე როგორც შენი წეხანდელი ფიზიკური პირს შეიკრავს,მერე კი როცა მოყოლის თავი გექნება კიდევ გაიხსნება.ჯობია ახლა თქვა, ამით საკუთარ თავს დაეხმარები ერთხელ განიცადო ორის მაგივრად...-ანა ისევ იმ მდგომარეობაში იყო და როცა ბაჩანა მიხვდა აზრი არ აქვს არაფერს იტყვისო და წასასვლელად წამოიმართა, ნაცნობი წკრიალა ხმა გაისმა. -ყვეაფერი კარგად იყო,როგორც ყოველთვის ძალიან კარგად,იდეალურად.მანომ ორცხობილები დააცხო და სახლში სასიამოვნო სუნი დაატრიალა.მამა ბუხარს შეშას უკეთებდა,კიტა ტელეფონზე ლაპარაკობდა.გარეთ ისე ლამაზად თოვდა...-ანას ჩაეღიმა და და თვალები აუწითლდა,მისი ჩუმი ლამის მიმწყდარი ხმა ბაჩანას უცნაურად უსერავდა გულის კუნჭულს ... - ნაძვისხის უკან შევძვერი,თეთრი სათამაშო ამოვიჩემე,ზედმეტიათქო და ჩამოხსნა მინდოდა.ყველაფერი ისე უცებ მოხდა.მანოს ყვირილი გავიგე და ვიღაც უცხოს გინება . მამამ ჩემკენ გამოიხედა,ვცდილობდი გამოვსულიყავი მაგრამ მანიშნა,მახსოვს მანიშნა მანდ იყავიო.ყვიროდნენ,იგინებოდნენ,მანო ტიროდა.მახსოვს მამას დაარტყეს.შემეშინდა,ძალიან შემეშინდა ... -ისე მშვიდად ყვებოდა თითქოს,წიგნში ამოეკითხა და ახლა ბაჩანას აცნობდა მოკლე აღწერას ... - ყველაფერი ჩაწყნარდა,როცა ერთმა იღრიალა გოგო სადააო.მივხვდი რომ ჩემზე იყო საუბარი.მამა შეეკითხა ვის ეძებთო , იმავე ხმამ უღრიალა კარგად იცი ვისაცო და მეორეს მიუბრუნდა წადი აქ მოათრიეო,კუთხეში მოვიკუნტე...უკან მობრუნებუმა რომ უთხრა აქ არააო,არ ვიცი -გაცოფდა , მანოს ეცა , მამაჩემს მიუბრუნდა . პირველად ვნახე ადამიანი ასეთი სახით . ეფიცებოდა გოგოს თუ არ მომიყვან შენ ცოლს მე ვიცი რასაც ვუზამო . მამა ეუბნებოდა,მე გოგო არ მყავს , მხოლოდ ერთი შვილი მყავს და მას კიტა ჰქვიაო . დავინახე როგორ ჩაავლო მესამემ ხელი ჩემს ძმას და მამაჩემს გაღიმებულმა აუხსნა,როგორ განა შენ არ იყავი საავადმყოფოდან შენს შვილთან ერთად გოგონაც რომ წამოიყვანეო ?! თავს ნუ იკატუნებ ყველაფერი ვიცითო,აი შენ კი წარმოდგენა არ გაქვს ვის შვილს შეეხე და ზრდიდი ჩვიდმეტი წელიწადიო ... - ანა გაჩუმდა,ბაჩანაც ჩუმად იყო,ცდილობდა ყველაფერი გონებაში დაეწყო და გაეცოცხლებინა,არ ცდილობდა შეეწყვეტინებინა,მოყოლილიდან გაანალიზა ვინ იყო მანო და კიტა . ახლა კი როცა ანა გაჩუმდა ,იფიქრა შეისვენებს და განაგრძობსომაგრამ ბებურიშვილი კრინტსაც აღარ ძრავდა.ეტყობა მის არსებას გასაზიარებელი ლიმიტი ამოეწურა.ზუსტად ამიტომ ბაჩანა მიეშველა. -მერე ? -მერე ? ...-წყნარად გაიმერა ანამ და ტუჩები გაისველა,მარილიანი ცრემლები რატომღაც სახეს უწვავდა ... -მამა გაჩუმდა ... - მცირე პაუზა გააკეთა და ისე სასხვათაშორისოდ წარმოსთქვა ... - შეიძლება აბაზანაში შევიდე ? ... - ბაჩანა გონს მოვიდა და რატომღაც უჩვეულოდ მზრუნველი ტონით აუწყა ... -რათქმაუნდა . თეას კარადიდან რამეს ჩამოგიტან . ანა წამოიმართა და თავართქილაძემ ხელი მიაშველა,არც უცხოობა,არც მორიდება.თითქოს სრულაპათიას დაერია ხელი გოგოსთვის.ბაჩანამ სააბაზანომდე წვალებით მიიყვანა,ჩამრთველს ხელი მიაჭირა და გოგოს მიუბრუნდა. -ჭრილობა შეხვეული გაქვს,მაგრამ არაუშავს თეა მალამოს მოიტანს და თავიდან შეგიხვევ.მთავარია ფრთხილად იყო კარგი? შეიძლება სისხლდენა დაგეწყოს.აქ სპეციალური ფარდაა,მე ისედაც საპირისპირო მხარეს გავიხედავ,მაგრამ აქ უნდა ვიყო...-ბაჩანა შეტრიალდა რომ თეას გარდერობიდან რამე ჩამოეტანა,მაგრამ აქ რაღაც შეხებისმაგვარი იგრძნო,მკლავს დააკვირდა და გოგოს თითები დალანდა.გაკვირვებით შეხედა პასუხის მოლოდინში,მან კი სრულიად მოულოდნელი პასუხი დაახვედრა - შხაპის მიღებას არ ვაპირებ,არც ტანსაცმის გახდას...-ბაჩანა დააკვირდა სიცხე ხომ არ აქვსო,ლოყები ასწითლდებოდა,მაგრამ აღმოჩნდა რომ მის წინ მდგომს ლაპარაკი არ დაესრულებინა...-შეგიძლია აბაზანა ცხელი წყლით აავსო ? ბაჩანა დამორჩილდა და ონკანი მოუშვა.იქვე თაროზე შემოდებულ სურნელოვან სითხე დასწვდა,მაგრამ გოგოს უარყოფამ,ეგ არ მჭირდებაო- შეაჩერა.როცა აბაზანა საკმარის დონეზე აივსო,ბაჩანამ მზერა მიაპყრო ანას,რომელმაც მხარი გაუწოდა იმის ნიშნად მოხმარება მჭირდებაო.თავართქილაძეს ეგონა უნდა მე თავად ჩავსვა სავსე აბაზანაშიო,მაგრამ გოგომ წამოიყვირა დ მხოლოდ მის მხარზე დაყრდნობით დაკმაყოფილდა,აბაზანაში ფრთხილად მათავსდა,ჯერ ჩაჯდა,მერე კი ფეხებიც გამართა.ბაჩანამ მილის ფორმის მქონე პირსახოცი თავქავე ამოუდო და თავადაც იქვე ჩაიმუხლა.არაფერს ელოდა,მაგრამ მისდა გასაკვირად ანა ალაპარაკდა. - იცი ერთადერთი რასაც ვხვდებოდი რა იყო? ... ის რომ გოგო რომელზეც ლაპარაკობდნენ მე ვიყავი,დანარჩენი არც მესმოდა და არც მინდოდა გამეგო,კიტას გამომეტყველებით ვხვდებოდი რომ ისიც ამავე მდგომარეობაში იყო. აღარაფერი მესმოდა,მხოლოდ ვხედავდი რომყველაფერს ანადგურებდნენ,ჩემამდე ჯერ არ მოსულიყვნენ. მანამდე დდაჩემისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,მარტომამას ვაკვირდებოდი,მაგრამ როცა მისკენ მივიხედე უკვე გვიანი იყო გამომერკვია რა ხდებოდა,მხოლოდ ერთმანეთში არეულ ადამიანებს ვხედავდი და წივილ-ყვირილი მესმოდა...ძალიან მინდოდა გამოვჩენილიყავი,მაგრამ რაღაც მიჭერდა,რაღაც ძალიან ძლიერი.გასროლის ხმა გავიგე და დაცემულის სახე დავინახე.სული ყელში ამომივიდა,ეს სულ მცირეა იმასთან შედარებით რაც მაშინ ვიგრძენი...თვალები დავხუჭე და ლოცვა დავიწყე,თავს ვარწმუნებდი რომ მეძინა,რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო..."გაიღვიძე,გაიღვიძე,გაიღვიძე" ყურებზე ხელი მქონდა აფარებული,თვალები დახუჭული მხოლოდ ამ სიტყვებს ვჩურჩულებდი,მაგრამ თემოს ხმა თრგუნავდა ყველა ჩემს მოქმედებას.რაღაცას გაჰკიოდა,მომაკდავ სხეულს ჩასჭიდებოდა და რაღაცას ემუდარებოდა.ჩემი ძმა გახევებული იდგა ერთ ადგილზე,მისი თვალები მხოლოდ ერთ წერტილს მიშტერებოდა.ძნელია იმის აღწერა რა მდგომარეობაში იყო. სრულ უმოძრაობაში,ერთ ადგილს მიყინული...-ანა შეჩერდა თითქოს ამ ყველაფერს ხელმეორედ,ზუსტად იმგვარი სიცხადით ხედავსო.ძალიან ტკიოდა ახეული,მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა...-მეც ჩაკეცილი,კუთხეში მიკუნტული,პირზე ხელ აფარებული ვსლუკუნებდი,ჩემს ირგვლივ ყველაფერი გახანგრძლივებული სკდომის პრიცესში იყო და მაშინ როცა მამა წამოიმართა და გამწარებული დაეტაკა იარაღიანს სიტყვებით " იცი ახლა რა ჩაიდინეო ? " . შეეცადა წაერთმია და მაშინ ცხვირგატეხილი დაემხო იატაკზე,გავიგე იგივეს ხმა " რომ მოვკლათ დაგვაჯარიმებენო"? კითხულობდა და როცა გვერდზე მდგომის ხარხარი გაიგო,მაშინ მეორე გასროლაც გაისმა....აღარაფერი მჯეროდა,არც კიტასი მჯეროდა ერთ ადგგილზე გაქვავებული მამის სივდილს სრული უემოციობით რომ შეჰყურებდა.მაშინ გავიფიქრე - "იქნებ მეჩვენება ? იქნებ ეს არ ხდება და კიტაც იმიტომაა მშვიდად " . კარგად ვიცოდი რომ მხოლოდ თავს ვიმშვიდებდი,მე სიგიჟის პირას ვიყავი,უკვე ის კარზე ვაკაკუნებდი,როცა მამის სახეს კიდევ ერთხელ შევავლე მზერა და ვეღარ მოვითმინე.ინსტიქტურად ავტირდი,კი არ ავტირდი ავკივლდი.ჩემსკენ წამოვიდნენ,ნაძვსხე წააქციეს და მკლავში წამავლეს ხელი,ხელებსაც და ფეხებსაც განზე ვისროდი,მინდოდა მათთვის რაღაც დამეშავებინა,მინდოდა ტკენოდათ,მაგრამ ამაზე მხოლოდ იგინებოდნენ.პირველად მაშინ დამარტყეს.იატაკზე გაშოტილი რომ დამინახა მაშინღა მოვიდა გონს კიტა,ირგვლივ გაგიჟებული მზერა მოატარა,ბოლოს მე შემომხედა და როცა ერთმა დასჭექა " გოგო ჩვენ გვყავს,გვამები გვეყოფა წავედითო" კიტა ჩემსკენ წამოვიდა.დავინახე ერთს რომ დაარტყა და ხელი დამავლო,არ ვიცოდი რას აპირებდა,უბრალოდ მიმარბებინებდა.რათქმაუნდა ვერსად წავიდოდით,საძინებელში შემათრია და კარი გადაკეტა.ვკითხე რას აკეთებთქო,მეგონა გავიქცეოდით მაგრამ თავისკენ შემაბრუნა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია - " არასოდეს დაივიწყო რომ ბებურიშვილი ხარ ! შენ ანა ბებურიშვილი ხარ ! არ იფიქრო არაფერზე ! ანა შემომხედე , მიყვარხარ გესმის ? ძალიან მიყვარხარ ! არაფერზე იფიქრო , უბრალოდ გადარჩი , უბრალოდ გადარჩი ! " . ორივეს გვესმოდა როგორ ყვიროდნენ,კარს ეხლებოდნენ ,მაგრამ ამჯერად მის გარდა არავის ვუსმენდი.ბოლო წუთამდე თვალებში მიყურებდა,ბოლო წამამდე მიღიმოდა,ბოლო წამამდე მაიმედებდა,მის შეხებას ახლაც ვგრძნობ . კარი გააღეს და ამას მხოლოდ მაშინ მიხვდი როცა სახიდან ღიმილი გაუქრა და ჩემს წინ ჩაიმუხლა,მერე კი ზუსტად ჩემს წინ გაერთხა იატაკზე....ხელი დამავლეს , არ მახსოვს როგორ ავედი გზამდე , არ მახსოვს როგორ ჩამსვეს მანქანაში.მახსოვს მხოლოდ ის როგორ მაშინებდნენ და როგორ მეხებოდნენ ბინძური ხელებით,მახსოვს ... - ბებურიშვილი აგრძელებდა მოყოლას,აუჩქარებლად და ისტერიკის გარეშე.ბაჩანა კი აკვირდებოდა გაკვირვებული,ამხელა ძალა საიდან შერჩა რომ ამას ასე აუღელვებლად მიყვებაო და როცა მოყოლა დაასრულა გოგომ იგრძნო რატომ აწუხებდა რაღაც მთელი ამ ხნის განმავლობაში,იგრძნო რატომ ეწვოდა კანი მთელი იმ დროის განმავლობაში რაც ანა ლაპარაკობდა. მსგვასება იმხელა იყო რომ წამიერად გაიფიქრა ეს ჩემს შიგნიდან გამოპარული ეგოა ქალის სახითო,მაგრამ ფიქრი შეწყვიტა და მხოლოდ ბებურიშვილის მომსმენას აგრძელებდა...- და ახლა აქ ვარ,ცხელ წყალში.მინდა ეს სისხლი ჩამოვიბანო და ჭუჭყი გავაქრო. მინდა კიტას სისხლი მათსას შეერიოს რომ იგრძნოს,შური ვიძიე სამივე იმქვეყნად გავისტუმრე , კიდევ ბევრს გავაყოლებ.ეს მხოლოდ დასაწყისია ... -ბაჩანას ამ სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონია რადგან ზუსტად იცოდა მომავალი რას მოიტანდა.ანას თავმა ფრთხილად ჩაყვინთა წითლად შეღებილ წყალში.ჯერ თმები,მერე შუბლი,მერე ცხვირი და ბოლოს თვალებიც გაქრნენ. კარი დაიხურა და ნოეს ხმა მოისმა : -ბაჩან მოვედით , პროდუქტებზე შუა ქალაქში მოგვიაწია წასვლამ და თან გოგოსთვის ელემენტარული ტანსაცმელი ვიყიდეთ.როგორაა ? სიცხე ხომ არ აქვს ? სინათლეს გამოჰყვა ნოე და შიგნით შემოვიდა,ლაპარაკი შეწყვიტა და ბაჩანას დააკვირდა რომელიც იატაკზე ჩამომჯდარიყო,ზურგით აბაზანას მიყრდნობოდა და თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა,მერე მზერა წითლად შეღებილ წყალზე შეაჩერა და რაღაც ამაზრზენმა გაუბინა სახეზე,მაგრამ იმ წამში ანამაც ამოყვინთა და აქ ნოეს სახეზე გაკვირვებამ იშვა ზიზღის ნაცვლად.ბაჩანამ გახედა ანას რომელიც მას აკვირდებოდა,მერე კი ნოეს გამოხედა და ეს საკმარისი აღმოჩნდა მეყვილისთვის რომ მიმხვდარიყო- ქალი ალაპარაკდაო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.