შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ХуЛиГаН'ка №4


4-05-2016, 12:13
ავტორი ХуЛиГаНка
ნანახია 2 318

კარისკენ გავბაჯბაჯდი, გავაღე და რას ვხედავ! ლუკა სულ დასველებული თავჩაღუნული დგას და მელოდება.
-ლუკა? რა მოგივიდა? წვიიმს? შემოო შემო. (მე)
ლუკა ასევე თავჩაღუნული შემოვიდა და ცოტა ხანს მიყურა, მერე ნაზად მომიახლოვდა და ხელები თბილად მომხვია. მეც მივეხუტე. ბოლოს ვკითხე:
-რა მოხდა? (მე)
-დაფიქრდი? მე ვეღარ ვითმენ! შენი აზრი მაინტერესებს. თუ უარს მეტყვი გპირდები აღარასდროს შეგაწუხებ! შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები და (ლუკა)
-ჩუ... (შევაწყვეტინე)
დიდი ხნის დაფიქრების შემდეგ ლუკას ყველაფერი ვუთხარი, ყველაფერის შესახებ მოვუყევი. ვუთხარი რო ადრეც მიყვარდა და ახლაც! ვუთხარი რო დავფიქრდი და მივხვდი შემდეგს: ის იყო ყველაზე თბილი, საყვარელი, ყველა გრძნობის მოზიარე, ის იყო ადამიანი რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა! მე ის ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ იმედები მაშინ დავკარგე როდესაც მივხვდი რომ ის მეგობარი იყო. მე დავნებდი, მაგრამ ახლა ძალები მოვიკრიბე და ლუკას თანხმობის ნიშნად ვაკოცე! ლოყები წითლად შეეღება, მისმა გულის ცემამ აუჩქარა ისე, რო მეც კი მესმოდა ბაგა-ბუგი.
-მეც მიყვარხარ! ჩემი სიყვარული ამქვეყნიური სიტყვებით ვერ აიღწერება! ლუკა! მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ!
ეს რომ გაიგო თვალები გაუნათდა. ამ ყველაფრის შემდეგ დემეტრე სულ დამავიწყდა. თან მასაც სულ ვკიდივარ! მე ამიერიდან ლუკასი მერქვა! ძალან ბედნიერი ვიყავი! სულ თბილად მექცეოდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, ყელში კოცნით მათბობდა! სულ მეხუტებოდა, როდესაც ვტიროდი ცრემლებს მიწმენდდა და მკოცნიდა, ჩემი ცრემლების ავტორს კი ამას არ შეარჩენდა ხოლმე! მას შენდეგ რაც მე და ლუკა ერთად ვართ იმდენი რამ შეიცვლა. დღეები ელვი სისწრაფით მიქროდნენ! ისე მალე გავიდა დრო... იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მოსაყოლად დარჩენილი სიცოცხლე არ მეყოფა! უამრავი ცუდი რამ გადამხდა თავს. ერთმანეთის მიყოლებით წელიწადის დროებმა ძალიან მალე ჩაიქროლეს. ვერც კი შევამჩნიე რა მალე გავიდა დრო.
ერთ დღესაც დამირეკა დედამ. ეს იყო საშინელი ამბავი! მითხრა რომ მამას დაშორდა და საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებდა. ამით დიდი დარტყმა მივიღე. ჩემთვის ეს შოკი იყო. მამას სხვა ცოლი მოუყვანია - ვიღაც რუსკა. მასთან ერთად აპირებდა ჩამოსვლას ერთ-ორ დღეში. მე დედინაცვალს ვერაფრით შევეგუებოდი. დედამ რომ დამირეკა, მას შემდეგ განუწყვეტლივ ვღვრიდი ცრემლებს. არაფერს ვჭამდი. ლუკა წამითაც არ მშორდებოდა. ჩემი სასტავიც გვერდში მედგა. ჩემი ბიჭის ერთი ჩახუტება და კოცნა მყოფნიდა რომ 5 წუთი მაინც დავწყნარებულიყავი, შენდეგ წარმომედგინდა ცხოვრება დედის გარეშე, დედინაცვალთან ერთად და ისევ ნერვებზე ვითხრებოდი!
დადგა ის დღეც... მამიის ჩამოსვლამდე სულ რაღაც 2 საათი დარჩა. დედამ მითხრა ვითომ შენ არ იციო და აეროპორტშიც არ დავხვდი მამაჩემს. გაგიჟებულივით ვიჯექი სახლში, ლუკასთან ჩახუტებული და უაზროდ ვუყურებდი ერთ წერტილს. კარზე ზარის ხმა რომ გავიგე წამოვხტი და მამიკოს შევეგებე. "გავიკვირვე":
-მამიკო აქ რას აკეთებ? დედა სად არის? (ვიკითხე და გაკვირვებულმა შევათვალიერე რუსკა)
მამამ ყველაფერი მიამბო. ამ ვიღაც რუსკას გამო დაშორდნენ ჩემი მშობლები. იმ წამიდანვე შემზიზღდა ეგ ქალი. თვითონაც სულ ცივად მექცეოდა. ყურადღებას არ მაქცევდა. სახლში ხელს არ ანძრევდა. მაგ უსაქმურის გამო მამამ დამლაგებლები დაიქირავა: ნათია და ანა. ახალგაზრდა გოგოები. მე მათ დავუმეგობრდი. დიდი დაქალუშკები გავხდით. მათაც არ მოსწონდათ რუსკა, ისე ექცეოდა თითქოს მონები ყოფილიყვნენ. ისინი არც მონები იყვნენ და არც მსახურები!!! ოჯახს ეხმარებოდნენ ყველაფერში და ვსო! ასე გადიოდა დღეები. მე კი სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი რომ რუსკა მამაჩემს ფულების გამო გაჰყვა! ეს მაგრა მაღიზიანებდა! კიდევ ის რომ ბოდიშით და მაგარი ბო*ი იყო! სულ მოკლე კაბებით და ძააააან ამოღებული ზედებით დადიოდა. შეხედავდი და იტყოდი: გაქანებული ბო*იო! ფუf! როგორ ვერ ვიტანდი. თვითონაც გლიჯავდა რაა სიყვარულში! სულ გრუბად მექცეოდა. მხოლოდ ეს?! კიდევ უამრავი საზარელი რამ მოხდა. ეს მოკლედ მოვყევი, რადგან თქვენთვის კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი. სულ გამაგიჟეს! უკვე არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როდესაც გავიგე რომ...
მოდით ამას დაწვრილებით მოგიყვებით.
#ერთ დღეს
წამოვხტი ლოგინიდან, მოვწესრიგდი, ჩავიცვი და ლუკას დავურეკე:
-ჰო პატარავ (ლუკა)
-მოდიხარ? (მე)
-აბა რაა ანგელოზო უკვე შენს სახლთან ვარ (ლუკა)
ამ დროს მანქანის სიგნალის ხმა გაისმა. გარეთ გასვლა დავაპირე, არიქა ლუკამ მომაკითხა-თქო და ამ დროს რუსკა გამობრძანდა ოთახიდან.
-მამაშენი სად არის?! (რუსკა)
-ვაიმე გენაცვალე, მამაჩემს სახელი აქვს რაა! (ვუპასუხე)
-შენ რა გამიბლატავდი ჰა?! რას მეტლიკინები?! (რუსკა)
-არ გეტლიკინები (თვალი ჩავუკარი) какой привет, такой атвет (მე)
-თავს გახვედი ამ ბოლო დროს! უნდა იცოდე დიდი და პატარა! (დამიყვირა ბოლო ხმაზე)
ამ დროს შემოვიდა ლუკა. ალბათ იფიქრა ლუკასთან შევარცხვენო და ბოლო ძალით გამარტყა სახეში. სახეზე ხელი ავიფარე, ლუკა მომვარდა და რუსკას დაუყვირა:
-უკაცრავად რაა! მაგრამ თქვენ ამის დედიკო არ ხართ რო რამე დაუშავოთ!!! თქვენი პატარა გოგოა?! (ლუკა)
-შენ ვაფშე ვინ ხარ ჰაა?! მე ამ სახლის დიასახლისი ვარ! შენი საქმე არ არის რას გავაკეთებ!
ამ ყველაფერს წყნარად ვუსმენდი, შემდეგ რუსკას ფრთხილად მივუახლოვდი. დიდხანს ვიფიქრე იმ საქციელზე რასაც მაშინ ჩავიდენდი, მაგრამ გადავწყვიტე! მაგ ბო*ს ისე ვხიე მუშტი, ისე ვხიე რო გაქანდა და კედელს მიეჯახა.
-მომისმინე შე ბო*ო. (წყნარად მივმართე) მე კიდევ ერთხელ შემეხები და მაგ ჩათ*ახ სახეს აგახევ გაიგე? აღარასდროს გაბედო ჩემთვის, ნათიასთვის, ანასთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ლუკასთვის ან თუნდაც მამაჩემისთვის რაიმე ცუდის გაკეთება. ჰომ ხედავ ამას არავინ შეგარჩენს! მე აქ ყოველთვის შენზე მაღლა ვიდგები და ჩემი ადგილის დაკავებაზე ფიქრიც არ გაბედო, თორემ დედას გიტირებ სიხარულო (ცინიკური ღიმილით გავუღიმე, იქვე მივაგდე და ლუკას გავყევი)
გასაკვირი იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ლუკა გაკვირვებული მიყურებდა, ბოლოს მომვარდა და ტუჩებში მეცა.
-მიყვარხარ ჩემო გიჟო! (ლუკა)
მანქანაში ჩავსხედით, სკოლამდე მივედით. მე შევედი შენობაში, ლუკა კი უნიში წავიდა. მთელი დღე ვნერვიულობდი რამე საშინელება არ გააკეთოს-თქო რუსკამ ამ ამბის გამო, მაგრამ მარი მაწყნარებდა. გაკვეთილებზე თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, მასწავლებელმა შემატყო და გამომიშვა.
სახლში რომ მივედი ეგრევე რუსკას მოვკარი თვალი. წამოკოტრიალებული სვამდა ყავას და რაღაცას უყურებდა. ეზოს კარები მაგრად მივაჯახუნე, ეგ ბო*ი წამოხტა და მე რომ დამინახა წარბები შეკრა. სულ ფეხებზე დავიკიდე. ოთახში ავარდი, მუსიკა ბოლო ხმაზე ჩავრთე, ფეხები კომპიუტერულ მაგიდაზე შევაწყვე და ოთახის კარი ღია დავტოვე. მერე წვენიც გავიკეთე. წიგნები სადღაც მივაგდე და როკის მოსმენაში გავატარე ერთი საათი. როგორც იქნა შემობრძანდა.
-რას აკეთებ?! არ მეცადინეობ?! (რუსკა)
სკოლაში სიარულზე პრობლემა არ მაქვს, რადგან კარგად ვსწავლობ მაგრამ ასე ვუპასუხე:
-ბოდიში, მაგრამ სკოლაში ხვალე არ წავალ. მგონი დიდი გოგო ვარ. უკვე მე12ში გადავედი და ვიცი რასაც ვიზამ. ("სწერვულად" გავუღიმე)
კართან იდგა რაა, ჰოდა მივუახლოვდი, ხელი ვკარი და კარები მივუჯახუნე, მუსიკის ხმას კიდევ ავუწიე და მეგობრებს დავურეკე.
უი სულ დამავიწყდა რომ მეთქვა. ჩემი დაიკო - თაკო იყო თავის ლოვესთან გიოსთან ერთად წასული გიოს დაჩაზე. დედას იქაც დაურეკია. ეს რომ თაკომ გაიგო ისტერიკა დაიმართა. ისე ჩვენ სულ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და რას წარმოვიდგენდით მე და ჩემი და რომ ვიღაც ქუჩის ბო*ის გამო ჩვენი მშობლები დაშორდებოდნენ!
ჰოდა... დავურეკე მარის:
-მარ. სკოლაში ხარ? აღარ დაგიმთავრდაათ? მე ადრე წამოვედი და... (მე)
-კი ეხა მორჩა ბოლო გაკვეთილი. (მარი)
-ბიჭებსაც დაურეკე რაა და მოდით ჩემთან (მე)
-OK! (მარი)
20 წუთში უკვე ჩემთან იყვნენ. იმხელა ხმაზე მქონდა მუსიკა, ვერც კი გავიგე როგორ შემოვიდნენ.
-აეე გოგოოო (მარი)
-ვა მოხვედით (მე)
-აუ მიდი რა ჩვენ ჩაგვირთე (დიდი თვალებით მომხედა თოკომ)
-კაი კაი (მე)
ამხელა კაცებს გონკაობის რაღაც თამაში ჩავურთე (-_-) მე და მარი კი მისაღებში გავედით.
-რა ამბავიაა აქ?! (რუსკა)
-შენ კიდევ ვერ შეიგნე რო ტრა*ი უნდა დააყენო?! (მე)
-ეხლავე მამაშენს დავურეკავ! უკვე ძააან მიშლი ნერვებს!! (რუსკა)
-შენი აზრით მამა ვის მხარეს დაიჭერს მ ე ო რ ე ბ ო * ი ც ო ლ ი ს თუ მისი უმცროსი შვილის, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს? (მე)
-რა?! (რუსკა)
-გავიმეორო? (თბილად გავუღიმე)
რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გიჟივით გაიხედ-გამოიხედა. მერე ხელი ჩაიქნია და თავის ოთახში აბრძანდა.
-ლიკააა? სააღოოოოლ რაა... (გაეცინა მარის) გოგო ასე როგორ უბედავ? (მარი)
-ეს ვინ ჩემი ფეხებია?! (მე)
-ჰო რავი მაინც (ისევ ჩაიცინა)
მაგრად გავერთეთ. მერე ფილმსაც ვუყურეთ, ბევრი ვიცინეთ, მაგრად ვიხმაურეთ და რუსკას თავი გავუხეთქეთ. უკვე დაღამდა და ბიჭებმა ჩვენ წავალთო, ლუკამ ნაზად მაკოცა და წავიდნენ.
-რა კაი გყავს გოგოოოო! (მარი)
-კაი გაჩე! (გამეცინა)
მარი ჩემთან დარჩენას აპირებდა.
ჩვენ უკვე დასაძინებლად მოვემზადეთ, ამ დროს კი კარზე ზარის ხმა გაისმა. ნათია და ანა უკვე წასულები იყვნენ, რუსკას კი ეძინა, ამიტომ იძულებული ვიყავი კარი გამეღო. გავაღე თუ არა კარი -->
-ვაიმე თაკოოო! (დავიყვირე და დაიკოს გადავეხვიე)
-ვაიმე როგორ მომენატრეე გოგოო! იცი რამდენი რაღაც ჩამოგიტანეთ მე და გიომ! ვაიმე მარი როგორ ხარ? (ტაკო)
-კარგააად, შენ? (მარიმაც გადაკოცნა)
-კარგად გოგო! როგორ მომენატრეთ თქვე დებილებოო! (გაეცინა)
-როგორ ხარ ლამაზო? (გიომ თბილად გამიღიმა)
ჰომ გახსოვთ რომ მაგ ბიჭში რაღაც არ მომწონს-თქო რა... მაგრამ ცივად მივეგებე.
-კარგად, შენ? (მე)
-მეც (გიო)
სახლში შემოვედით. თაკო დალაგდა, მერე გიოც წავიდა. მე და მარიმ კითხვებით ავავსეთ. იმდენი ვილაპარაკეთ ენები დაგვეღალა. ბოლოს თაკომ გვერდზე გამიყვანა და ჩურჩულით მითხრა:
-ვ თ ხ ო ვ დ ე ბ ი (თაკო)
-WOW! რა მაგარიაა! ვაიმეე! მამიკომ იცის? რაო? (მე)
-კი იცის! ერთ კვირაში ქორწილი მაქ პატარავ! (თაკო)
აუ როგორ გამახარა! ნუ შეიძლება გიო არ მომწონდა მაინცდამაინც, მაგრამ ჩემი დის გაბედნიერებამ მეც დიდად გამაბედნიერა! მე და მარიმ დავიწყეთ მაღაზიებში სიარული. რამე მოკლე ელეგანტურ კაბას ვეძებდი. მე და მარის ერთნაირი კაბების ჩაცმა გვინდოდა. ნუ თაკომ კაიო, კაი იდეა არისო. მერე ჩემს დაიკოსაც დავყვებოდით თეთრი კაბის ამბებზე. ბოლოს რომ ვიყიდეთ ყველაფერი, ერთხელ ქორწილამდე დაიკომ კაბა ჩაიცვა. ისეთი ლამაზი იყო! თვალს ვერ ვწყვიტავდი. მარი და მე პირდაღებულები ვუყურებდით.
-ძააან გიხდებაა გოგო! ულამაზესი ხარ! აბა რაა ჩემი დაა! (გამეცინა მე)
-ბაზარი არაა! (მარი)
ნუ სიის შედგენაში მე პას! აზრზე არ ვიყავი. იმდენი ნათესავი დაპატიჟეს, ზოგს არც კი ვიცნობდი. კიდევ კაი ჩვენი სასტავიც დაპატიჟა თაკომ. აბა რაა... მაგის მეგობრებიც ჰომ იყვნენ. მე და მარიმ ვიყიდეთ ძააან საყვარელი კაბები. რომ ჩავიცვით ტყუპებს ვგავდით. იმ დღეს მეც კიდევ ერთხელ ჩავიცვი ჩემი კაბა, მარი არ იყო. სარკეში ვიყურებოდი და ამ დროს შეუმჩნევლად შემოვიდა ლუკა. უკნიდან ნაზად, ფრთხილად ხელები მომხვია და ჩამჩურჩულა:
-ულამაზესი ხარ! (ლუკა)
სულ დამაჟრიალა...
ისე თბილად იცოდა ხოლმე ლუკამ კისერში კოცნა, სულ ამაჟრიალებდა. ერთ ხანს ჩახუტებულები ვიდექით და შემოვიდა მამაჩემი. სიხარულისგან თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა. ყველას ძაან უხაროდა ჩემი დის გათხოვება. მამიკოს გადავეხვიე.
კაროჩე ასე მაგრად გავიდა ეს ერთი კვირაც. რატომღაც რუსკას ხელი არ შეუშლია, პირიქით ლამაზი კაბა იყიდა, მამაჩემს ყველაფერში ეხმარებოდა, რესტორანიც აარჩია და სხვათა შორის ძააან მაგარი. მე და თაკოს ძალიან გვიკვირდა მისი ასეთი საქციელი. ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა. რუსკას რომ ვუყურებდი და ვხედავდი კეთილ რუსკას მეგონა რომ რაღაცისთვის ემზადებოდა ან რავი რაა... იმდენმა უაზრო რამ გამკრა გონებაში. ნუ რავი ჯერ ისეთი არაფერი მომხდარა.
მართალია ზღაპარი სულ:
„ჭირი იქა
ლხინი აქა
ქატო იქა
ფქვილი აქა“-თი არ მთავრდება მაგრამ... კაი დაიკიდეთ. ჯერ ყველაფერი კარგად იყო!
...
აი ის ბრწყინვალე დღეც!!!

-------------------------------------------------------------

დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. რაღაც პრობლემების გამო საერთოდ ვერ ვახერხებდი წერას. იმედია მოგეწონებათ ეს თავი.



№1  offline წევრი მოლურჯო

ასეთი შინაარსის სათაურები არ მხიბლავს
ბევრი რუსული სიტყვა მომწონს
მაგრამ ეს ნამდვილად არა
არც მსგავსი სიყვარულის მჯერა
როგორც ისტორიაში ჩანს...
ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი წასაკითხია მაგრამ მთავარია შენ მოგწონდეს ამ ყველაფრის წერა
"გისწორდებოდეს"
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი ХуЛиГаНка

სევდიანი გიჟი
ასეთი შინაარსის სათაურები არ მხიბლავს
ბევრი რუსული სიტყვა მომწონს
მაგრამ ეს ნამდვილად არა
არც მსგავსი სიყვარულის მჯერა
როგორც ისტორიაში ჩანს...
ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი წასაკითხია მაგრამ მთავარია შენ მოგწონდეს ამ ყველაფრის წერა
"გისწორდებოდეს"


ვინც ადრე კითხულობდა მოსწონდა და ვისაც არ მოსწონს ნუ კითხულობს საყვარელო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent