შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თესალონიკიდან... (1 თავი)


4-05-2016, 18:42
ავტორი nita1825
ნანახია 1 515

ნიკეა ვარ, 17 წლის. კი, ეს ის ასაკია, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვს, მაგრამ რეალურად მე ასე აღარ ვფიქრობ. რაც შეეხება სახელს, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ ასპექტში ვერ, ან არ ვამართლებ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩემიდან არ გამომდინარეობს, რადგან უკვე საკმაო სირთულეების გადალახვა მომიწია, რაც ჩემს ასაკს ვფიქრობ, რომ არ შეეფერება. ვინც არ იცით, მინდა ავღნიშნო რომ მე გამარჯვების ქალღმერთის სახელი დამარქვა იმ ავად სახსენებელმა ადამიანმა, რომელსაც თეორიულად დედა ჰქვია, მაგრამ საბედნიეროდ ან საუბედუროდ ზემოდხსენებული პრაკტიკულად გვერდზე არ მყავს, მაშინ როდესაც ეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდება, იქნებ სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია ის რაც დღეს ხდება, ის რაც დღეს მჭირს, ის რომ ცხოვრება უკვე ვიცი რაც არის მაშინ, როდესაც ჩემს ასაკში ადამიანები ჯერ კიდევ დედის კალთას არიან ამოფარებულნი და საერთოდ არაფერი ანაღვლებთ, რადგან იციან რომ ადამიანი რომელსაც დედა ჰქვია სწორედ ისეთი უნდა იყოს,როგორიც მათ ჰყავთ.
რუტინული ცხოვრების წესი არ მახასიათებს, თუმცა აქ თურმე ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა, მაგრამ სიმართლე გითხრათ დიდად არ მანაღვლებს და ალბათ სწორედ ამიტომაა ხალხის ამგვარი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. თესალონიკიდან ჩამოვედი, დაახლოებით 2 წლის წინ. მინდა ავღნიშნო ის, რომ აქ სულ სხვაგვარადაა ყველაფერი, მენტალიტეტი, შეგნება, ღირებულებები. ეს ცნებები სულ სხვაგვარად ესმით. არ მესმის რატომ შეიძლება ადამიანებმა თავიანთ ნებასურვილზე, სიამოვნებაზე, უარი თქვან იმ მიზეზიდაგამო, რომ შეიძლება სხვამ ეს „ცუდად“ გაიგოს. მოკლედ ვაკეთებ იმას რაც მსურს, რაც სიამოვნებას მანიჭებს და ერთადერთი ამისთის შეიძლება ვიყო მადლიერი დედის, რადგან გარეგნობა, როგორც ლევი იტყოდა, ღვთიური მაქვს, მეცინება, მაგრამ სწორედ ეს „ღუპავთ“ ბიჭებს.







p.s.:გამარჯობათ, ეს ჩემი "დებიუტია" ამ საიტზე და თუ დაგაინტერესებთ გავაგრძელებ.



№1  offline წევრი მოლურჯო

ეს რა იყო? ისტორიის პირველი თავი?
თავი კარგად დაფიქრდი
ასეთი პატარა...
ახლა ამიხსენი რა უნდა გამეგო ამ თავში და რატომ ვერ გავიგე
არ შეგეძლო უფრო ვრცლად ლამაზად და ბევრი დაგეწერა
ასე ხო მკითხველს დაკარგავ?!
წაკითხული გაქვს სხვა ისტორიები?
ვცდილობ რომ ცოტა დაგინდო და ნორმალურად შეგაფასო
ეს პროსტა იყო გაცნობა რა საკუთარი თავის მეტი არაფერი
ამასაც ძლივს ვარქმევ საერთოდ თუ ქვია რამე
დიალოგების გარეშე
მხოლოდ შენ და მეტი არავინ
ეცადე რამე გააკეთო
მეორე თავსაც წავიკითხავ და თუ ისევ ასეთი სიტუაცია დამხვდება გავგიჟდები
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Educated

ჩემს ასაკს-უმართებელია, მართებულია-ჩემ ასაკს.
მინდა ავღნიშნო-უმართებელია, მართებულია-მინდა აღვნიშნო.
ჩემს მიმართ-უმართებელია, მართებულია-ჩემ მიმართ.
პრაკტიკულად-უმართებელია, მართებულია-პრაქტიკულად.
ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებ, კარგი იქნება.
რაც შეეხება აზრს, ცოტა დიდი თავი რომ დაგეწერა, უფრო საინტერესო იქნებოდა.
აუცილებლად გააგრძელე, ძვირფასო.
და შემდეგზე ეცადე, რომ შედარებით დიდი და საინტერესო იყოს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent