შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწერლად დაბადებული 1


4-05-2016, 20:20
ავტორი buzgu))
ნანახია 1 330

თავი 1
„დღე უსაშველოდ ნელა მიიზლაზნება. შუა დღის 4 საათს 10 წუთი აკლია. ეს კრუელაც სულ მუდამ კუდში დამდევს თითქოს ჩმს დამაქცევრად იყოს დაბადებული. იმდენს მამუშავებს , რომ ლამისაა წელი მომწყდეს. ჩემს საიდუმლოს მხოლოდ შენ გიმხელ დღიურო. რაც მამა დაიღუპა სულ სახლიდან გაქცევისკენ მიჭირავს თვალი. ამ დამპალ ქალთან სიმდიდრეში ცხოვრებას ქუჩაში ხეტიალი და მათხოვრობა მირ...“
-ბეეტიი! ბეტი , საყვარელოო!
„...ჩევნია. აჰჰა კრუელაც მოდის!“
-მოვდივარ!-დღიური საწოლის ქვეშ ხალიჩაში დავმალე.
-ბეტი ამდენ ხანს რას აკეთებ , რომ გეძახი არ გესმიის?-დედინაცვალი ჩემი ოთახისკენ სწრაფი ფეხის ნაბიჯით მოდიოდა. თან ალბათ ფირობდა „ნეტა რამე გააკეთოს მეტი არ მინდა მაშინვე თავშესაფარში გავუშვებო“. ამით ბევრჯერ დამმუქრებია და უკვე ვიცი , რომ რამე სერიოზულს თუ დავუშავებ ან გავაფუჭებ მაშინვე თავშსაფარი მელის. იქ კი როგორც ვიცი საშინლად ექცევიან ბავშვებს.
-ბეტი?-როდესაც კარი შემოაღო იმ წუთასვე იქ დავხვდი. ლამის გული გავუხეთქე.-ჰმმ...-ამაყად აიქნია თავი-წამოდი, საქმე მაქვს შენთან.
მე სიცილს ძლივს ვიკავებდი... და პირზე ხელაფარებული მივყვებოდი მერის. ჩმი სიხარული და ბედნიერება რა თქმა უნდა მალე დამთავრდა.
-ეს უნდა დაასუფთაო და დაალაგო დღის ბოლომდე-მერე ცინიზმი მოიშორა და სახე გაამკაცრა-გასაგებია?
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ყალბი , თბილი ღიმილი სახეზე წამიერად ისევ აიფარა. ახლა ის მზრუნველ დედიკოს გავდა რომელსაც შვილის დასჯა არ უნდა და იძულებულია ეს გააკეთოს. ბოლოს ერთი ამხედ-დამხედა და გარეთ ისევ ამაყი და ქედმაღლური სახით გავიდა. დავრჩი მარტო მუშებისგან დასვრილ საპირფარეშოში. ზოგან რა ესვა და ზოგან რაა... დაბლა ტალახიანი ფეხით ნასიარულები ეტყობოდა. ნიჟარაში ეტყობა ისინი ხელებს იბანდნენ და სისხლი და ქვიშა იყო მოცხობილი. ყველაფერი აყრილ დაყრილი.. უნეტაზზე ხომ ლაპარაკიც არ მინდა. ძალიან არ მინდოდა ამ სამუშაოს შესრულება. ამას ვერ შევძლებდი. რომელი ნორმალური დაავალებს 11 წლის გოგონახ ყველანაირად წაბილწული სააბაზანოსა და საპირფარეშოს დალაგებას? ეს მე კი ვიცი რომ „კრუელა“ როგორც მას მე ვეძახი ნორმალური არ იყო , მაგრამ მამაჩმმა ხომ არ იცოდა.
მოზღვავებული ემოციები ერთმანეთს ცვლიდა. უდიდეს გაბრაზებას, წყენას, ზიზღს და მამაჩმის მონატრებასაც კი ვგრძნობდი. ვინატრე კიდეც ნეტა მამა აქ იყოს თქო , მაგრამ რათ გინდა... საფლავიდან ჩემი სიტყვები და ცრემლები მას ვერ წამოაყენებდა. უაღრესად დამცირებულად ვიგრძენი თავი. ასეთი ბინძური სამუშაო ჩემთვის ადრეც დაევალებინა მერის, მაგრამ ახლა განსაკუთღებულად გაღიზიანებული და გაცოფებული ვარ. არავის მივემ უფლებას ცხოვრება წამართვას!
კართან მდგარ წყლით სავსე სათლს ფეხი ვკარი და შიგ მდგარი წყალი ძირს დავაქციე. ონკაიდან წყალი ბოლომდე მოვუშვი და ნიჟარაში ტილო ჩავტენე რათა წყალი შეეკავებინა. კარი გასაღბით ჩავკეტე , გასაღბი კი ფანჯრიდან ბუჩქებში ჩავაგდე. დერეფანი გადავკვეთე და ოთახში შევვარდი. საწოლის ქვემოდან დღიური გამოვაცურე და ბოლოს ლამაზად მივაწერე „2007.08.13 გეგმა A ამოქმედებულია. ოპერაცია : გაქცევა“
დიახ! სწორად გაიგეთ. მე გაქცევას ვაპირებ სახლიდან და ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაჩერებს! აქ დარჩენა გაუსაძლისია. სად მივდივარ არ ვიცი, მაგრამ მთავარია ამ ადგილს ერთხელ და სამუდამოდ გავეცლები.



№1  offline წევრი ვალენტინა

მმმ...დამაინტერესა ძაან ^-^ :* გააგრძელე დაა ციტა დიდი თავები დადე :/ წარმატებებიი ^-^ :*

 


№2 სტუმარი m

ahmm sainteresoa)) gaagrdzele da gazarderaa tavebi(

 


№3  offline წევრი ♥♥♥ A n K a ♥♥♥

Sainteresoa udaod, magram didi tavebi mindaaaaa

 


№4  offline წევრი buzgu))

love love love მადლობთ, რომ კითხულობთ feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent