შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება დაუცხრომელნი


4-05-2016, 23:47
ავტორი clown
ნანახია 1 698

გაზაფხული,დრო როცა ბუნებაც და მეც ყველაფერს ახლიდან ვიწყებთ.მეც ვიღვიძებ და ახლიდან ვიბადები გაზაფხულის პირველივე დღეს ბუნებასთან ერთად,ყველაზე მეტად მიყვარდა გახაფხული და მეგონა სულ ასე იქნებოდა,მანამ სანამ საყვარელი ბებო რომელმაც გამზარდა და არაფერი დამაკლო ხელებში ჩამაკვდა და მე ვერაფერი მოვიმოქმედე მის გადასარჩენად.იცდახუთი წლის გოგომ მის გადასარჩენად ვერაფერი ვერ გავაკეთე,ვუყურებდი როგორ სუნთქავდა მძიმედ,შემდეგ კი სულ შეწყვიტა სუნთქვა და სამ სართულიან სახლში მარტო,უპატრონოდ დამტოვა.ორი თვე გავიდა მას შემდეგ,ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ ამერიკიდან და სოფელში დარჩნენ თუმცა არა დიდხანს.მე თბილისში ჩავედი,ორ დაქალთან ერთად ვცხოვრობ და ვარ ეკოლოგიის ფაკულტეტზე,წელს ვამთავრებ.რაც შეეხება ჩემს მშობლებს ისინი ოცი წელია ამერიკაში ცხოვრობენ და იშვიათად ვნახულობ მათ,მამას პატარა ბიზნესი აქვს და თავს ამით ირჩენენ,სწავლის ფულსაც მიხდიან,მაგრამ გაჭირვებით.შემეძლო ამერიკაში წასვლა და იქ ცხოვრება,მაგრამ საყვარელი ბებო ვერ დავტოვე,არ შემეძლო სამოცდაათი წლის წელში მოხრილი ბებო სამ სართულიან სახლში მარტო დამეტივებინა.ახლა კი ის აღარ არის,მიმატოვა და წავიდა,ჩემ გულში ყოველთვის იქნება ის და ჩემ შვილებსაც მოვუყვები თბილ,მზრუნველ,კეთილ,საქმიან და განათლებულ ბებოზე.ახლა ტკივილით განადგურებული შაბათ დღეს ვზივარ სახლში ფანჯარასთან და ვუყურებ ბუდეს ფანჯარის კუთხეში.ვუყურებდი როგორ ზრუნავდა დედა მერცხალი თავის ახლად გამოჩეკილ შვილზე.ვტიროდი.ცრემლებმა ღაწვები და შემდეგ მთლიანი სახე დამისველეს.ბებო.ახლა ის ზემოდან მიყურებს და არ მოეწონებოდა,რომ ვვტირი.კარზეზზარია,ცრემლები შევიმშრალე და კარებში შემოსულ დაქალს ზედ შევაფრინდი,ვეხუტებოდი,ვკოცნიდი და ვტიროდი.მეგონა მისთვის ხელი რომ გამეშვა მასაც დავკარგავდი
-ტაისია რაგჭირს?გეყო!ნუტირიხარ გესმის?ყველაფერი კარგადაა მე შენთან ვარ.ყველაფერი დასრულდა ცუდი,მორჩა გაიგე?-თან თმებზე მისვამდა ხელს,უფრო და უფრო მიხუტებდა და ვგრძნობდი როგორ გვიყვარდა ერთმანეთი.
-გოგოებო-კარებში ყურებამდე გაკრეჭილი ლიკა ხელებ გაშლილი იდგა,მე და მარი ახლა მას შევაფრინდითდა ბევრი ვკოცნეთ.იმსაღამოს მათ ცოტახნით მთელი დარდი დამავიწყეს,ცოტახნით გამაბედნიერეს,მაგრამ ღამეს სად გავექცევი.ღამე დრო როცა ყველა ტკივილს იხსენებ და ცრემლებს საშუალებას აძლევ შენს სხეულზე გაურკვეველი მიმართულებით იმოძრაონ.ღამე...დრო როცა ხუჭავ თვალებს და შავ სივრცეში სასურველ ცხოვრებას ხატავ,მაგრამ ღამეს დილა მოსდევს და მაშინ იმედგაცრუებული ხვდები,რომ ყველაფერი აბსურდია.აღარ არსებობს ძველი არაფერი.ძველი მე ბებოსთან ერთად მოკვდა!დილით თვალების გახელვის თანავე მარი და ლიკა დავლანდე გაბრწყინებული სახეებით
-რახდება?
-დღეს დიდი დღეა დიდიიი-ყვიროდა ლიკა
-რაგაყვირებს გოგო?-ახალ გაღვიძებულს არ მესიამოვნა მაღალი ხმა და თავში რაღაცამ მტკივნეულადგამიელვა
-მომისმინე-საქმიანი სახე მიიღო მარიმ-დღეს წვეულებაა ჩვენს ზემოთ ხომ იცი არაბულების ვაჟი ვაჩე ჩამოვიდა და დიდ წვეულებას იხდიან,ხოდა სულ ჩვენი ტოლები იქნებიან,კარგად გავერთობით მოკლედ
-ვაა კაია ხოიცი,კაი დრო გაატარეთ აბა
-რააა-გაავებული მომვარდა ლიკა
-მე არსად არ მოვდივარ
-რატო?
-ორი თვეა ბებო მომიკვდა და ვითომ არაფერი ფართიზე წავიდე?არა არა და არა ვსო
-კარგი!მაშინ იჯექი მთელი ცხოვრება დედაკაცივით სახლში,არსად არ გახვიდე,მესმის ტას მესმის რომ ის შენი დიდი ტკივილია,მაგრამ უნდა გაიგო რომ ასე ვერ იქნები სულ ოცდახუთი წლის გოგო ყველანაირ გართობაზე ვერ იტყვი უარს,შენ მხოლოდ თავს იტანჯავ მეტი არაფერი,ამით ვერაფერს ვერ უშველი გარდაცვლილბებოს!-თავის თავს აღარ გავდა მარი.ოთახიდან გავიდა და კარი მიიხურა.ლიკაც აპირებდა გასვლას,მაგრამ აწყლიანებული თვალებით ჩამოჯდა საწოლის ბოლოში და მონაშტერდა
-თავს ნუ დაიტანჯავ ტას,შენ ვეღარაფერს შეცვლი-ადგა და ისიც გავიდა ოთახიდან
ცოტა გამოვფხიზლდი,ცრემლები შევიმშრალე და გარდერობი გამოვაღე,შავი ჯინსი და თეთრი ზედა გამოვიღე და ტანზე მოვირგე,თეთრი კეტები ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მისაღებში გავედი,უკვე გამოპრანჭული გოგოები ჩემსკენ გაოცებულებიწამოვიდნენ და ჩამეხუტნენ
-მაგარი გოგო ხარ ტას-ბავშვურად გამოუვიდა ლიკას,რაზეც სიცილი აგვიტყდა.
უკვე დროა წავიდეთ,ერთი სართულით ზემოთ ავინაცვლეთ და ზარი დავრეკეთ,კარი თეთრ პერანგიანმა პუტკუნა ქალმა გაგვიღო
-გამარჯობა
-გამარჯობა-თბილად გაგვიღიმა
-წვეულება აქაა?
-ქვემოთ მანქანები დგას სტუმრებისთვის ჩაბრძანდით და რესტორანში წაგიყვანენ
-მადლობა-გამოემშვიდობა ლიკა
-გაერთეთ
ქვემოთ ჩავირბინეთ და მანქანასთან მივედით,მძღოლმა კარი გაგვიღო და ჩავსხედით.გვერძე მჯდომ მარის ჩურჩულით ვუთხარი
-იქნებ არ ღირს?
-გაჩუმდი ტას-გააფართოვა თვალები მარიმიქ მისვლის წუთიდან სკამიდან არ გავნძრეულვარ,შევცქეროდი ნაზან მოძრავ სხეულებს,კვამლის სუნი ცხვირის ნესტოებს მწვავდა და აივანზე გავედი.ვუყურებდი ღამის თბილისს ადამიანების გარეშე,მუსიკის ხმა ნაზად ჩამესმოდა ყურში და მეც რიტმულად ვაყოლებდი ტანს სიმღერას
-კარგად ცეკვავ-მკაცრმა ბარიტონმა ადგილზე გამყინა.გვერდით მაღალი სიმპატიური ბიჭი მედგა სიგარეტის კვამლში გახვეული.არაფერი მითქვამს
-გცივა?
-არა-ვიცრუე
-სულ სურჯი ხარ ეს აიღე-ნახრისფერი ჟაკეტი გაიხადა და მომახვია
-მადლობა
-კარგი ახლა წავედი,ისე რაუცნაურია საკუთარი წვეულებიდან ვიპარები.ისევარაფერი მითქვია,მხოლოდ გავიცინე
-წამოხვალ
-სად?-გაკვირვებული სახე მივაპყარი
-გავისეირნოთ,ცოტახნით,მერე მიგიყვან სახლში,ნუ გეშინია
-არა მადლობა წავალ მე სახლში
-არა,უარს არ მივიღებ ცოტას ვისეირნებთ
-კარგი,ციტახნით შეიძლება.გოგოებს დავემშვიდობე და რესტორანი დავტოვეთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent