შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (4)


5-05-2016, 01:25
ნანახია 2 644

***

-ანუკა! რამე გინდა? ქვემოთ ჩავდივარ?-გასძახა მაშომ ანუკას, რომელიც სააბაზანოში იყო.
-რამე შოკოლადი წამომიღე და წითელი ფორთხოლის წვენი..-უთხრა ანუკამ.
-კაი, ჰო..-უთხრა მაშომ და კარი გაიხურა.
„მაგიჟბებს ეს გოგო რა! როგორ შეუძლია დაიტენოს მილიონ კალორიანი შოკოლადებით და საჭმელებით და არ გასუქდეს?! ნამდვილი ხელოვნებაა, როგორც სადღაც ქარდზე წავიკითხე! თუ, ეგ ნიჭზე იყო ლაპარაკი? რავიცი, ერთი.. მე კი ვიმატებ გრამებს და მაგას რა ვუყო..“-თავისთვის ფიქრობდა მაშო და ლიფტში შევიდა. ის-ის იყო ლიფტის კარი უნდა დაკეტილიყო, რომ კარებში გიორგი გამოჩნდა.

-ვაუ, მაშკი საით გაგიწევია? -ჰკითხა გიორგიმ და აათვალიერა მაშო.
-ქვემოთ,-ერთი სიტყვით შემოიფარგლა მაშო.
-მაგას მეც ვხედავ, რომ სართულით ქვემოთ ჩადიხარ და კონკრეტულად?
-მაღაზიაში
-რა გვინდა მაღაზიაში?
-რამე.
-აუ, კაი ტო! კიდე მებუტები? ხო, მოგიხადე ბოდიში, არა?-დაიწუწუნა გიორგიმ.
-ო, გიორგი რას გებუტები მეზარება უბრალოდ შენთან ლაპარაკი, რა!-მობეზრებულად აიქნია მაშომ ხელი და როგორც კი ლიფტი გაიღო მაშინვე გავიდა.
-რას ნიშნავს გეზარება?
-ხო, რა მეზარება. არ გქონია ეგეთი შემთხვევა?
-მიშკასთან არ გეზარება ხოლმე ლაპარაკები?
-ვინ მიშკასთან?-დაიბნა მაშო.
-თუ რას ეძახი? მიშოოოოო...-დაიწვრილა ხმა გიორგიმ.
-აუ, გიორგი მოგხვდება რა..!-გაუბრაზდა მაშო და კალათა მიაწოდა,-ბარემ აქ ხარ რამეში მაინც გამომადექი..!
-რაო, რას გეუბნება ეგეთ საინტერესოს რო არ გეზარება ხოლმე ლაპარაკები მიშოოოოსთან?-სპეციალურად წელავდა სახელს გიორგი მაშოს გასაღიზიანებლად.
-ეხლა შენ არ გეზარება ამ თემაზე ლაპარაკი?-უთხრა მაშომ და შოკოლადები ჩაუყარა კალათაში მასზე ადევნებულ გიორგის.
-არა, ტო რა მეზარება?! პირიქით, ძალიანაც მაინტერესებს.
-სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა არაა კაი საქციელი არ იცი შენ?!
-მერე შენ სხვა ხარ?!
-არა მე და შენ ხო და-ძმა ვარ გიუშ,-გაეცინა მაშოს.
-არადა, მაგ ხუმრობის უკან რამხელა ტყუილი დგას შენც ხო იცი?!-ასევე ღიმილითვე უთხრა გიორგიმ.
-სად აბა?!-გაიხედ-გამოიხედა მაშომ,-ვერ ვხედავ ვერსად ძმაო!
-კაი, დაო. დროებით მეძახე ძმაო და მიშოს დაუძახებ მერე. ნიჩივოოოოოო
-ეს „ო“-ები რა უბედურებაა?
-მაშოოოოოოოოოოოოო-მიშოოოოოოოოოოოოო-მელოდიურად წარმოთქვა მათი სახელები გიორგიმ და ლუდის მაცივარს მიადგა.
-გიორგი?!
-ვა, ცოტნე! არ მჯერა ბიჭო.. შენ ხარ?-გაოცებულმა შეხედა გიორგიმ დიდი ხნის მეგობარს.
-კი, მე ვარ! როგორ მომენატრე, ძმა.-უთხრა ცოტნემ და მონატრებულ მეგობარს ჩაეხუტა.
-რას შვები, ტო? მომიყევი რა.. როდის ჩამოხვედი? არ უნდა დაგერეკა?
-3 დღეა რაც ჩამოვედი და რანაირად დამერეკა?ტელეფონი გამოგიცვლია. ბიჭო, თიკო გათხოვდა და აქეთ წამოვედით ეგრევე..
-ვა, მართლა? მაგრა გამიხარდა შენი დის გათხოვება! ცოტაც და მართლა და-ძმურში გადაუვიდოდათ მაგას და გიგის,-სიცილით თქვა გიორგიმ.
-ხო, ჩამოვედი თუ არა დამხვდნენ, დავიძინე, გავიღვიძე და მირეკავს სიღნაღში წამოდი აღარ დაგელოდეთო და მეც წამოვედი და ესე გამახარეს და დამხვდნენ რა. შენ რას შვები მომიყევი.. როგორ ხართ?
-კარგად, არაგვიშავს. ძველებურად ვმუშაობთ და ვართ რა. თანამშრომლებთან ერთად ვარ აქ ვისვენებ ცოტას. ხვალ კი უკვე დავბრუნდებით თბილისში.
-ხო, ვამბობ უვარგისი ხარ-მეთქი! სად დადიხარ, ვერ გავიგე?-ჯუჯღუნით მიუახლოვდა მაშო გიორგის. მოულოდნელად ადგილზე გაშეშდა, როცა მისკენ შებრუნებული ცოტნე დაინახა.
-შე.. შენ აქ რა გინდა?
-მეც გამიხარდა მაშო შენი ნახვა,-ცინიკური ღიმილი აიკრა ცოტნემ სახეზე.
-დილიდან თვალი მითამაშებდა და ესეც ჩემი ტრაგედია!-ხელები ზემოთ აღაპყრო მაშომ და გიორგის კალათაში ჩააწყო წვენები.
-ეს ისევ ისეთია?-ჩუმად იკითხა ცოტნემ.
-არ თქვა და არ იკითხო.! უარესი,-გაეცინა გიორგის,-ცოტნე, წამო რა ჩვენთან. ანუკაც აქ არის და გაგაცნობ ჩემს მეგობრებსაც.
-ანუკა აქ არის?-ჰკითხა ცოტნემ და კმაყოფილმა გაიღიმა.
-კი, აქ არის. ეგეც ისევ ისეთია,-სიცილით უპასუხა გიორგიმ და სალაროსკენ გაემართა.
-კაი, დაგიკავშირდები მაშინ საღამოს. გუშინ დალიეს ამათმა და ლუდებზე და მინერალურზე ჩამოვედი რომ ამეტანა. მოდი, ზარს გამოგიშვებ ეხლა შენს ნომერზე და შევხმიანდეთ,-უთხრა ცოტნემ და ტელეფონი მოიმარჯვა.


მაშო ელვის სისწრაფით მიდიოდა სასტუმროსკენ. არ სჯეროდა, რომ მის თვალწინ ცოტნე ავალიანი იდგა. თან როგორი გასიმპატიურებული? მოუხდა დაკაცება. როგორ ეთქვა ანუკასთვის, რომ ცოტნე საქართველოშია? თან სად? სიღნაღში! არა, ბედია ფაქტია.. მაგრამ რა ბედი?! ბედი, ხომ კაკი უნდა იყოს ანუკასი!

არა სასწაულები ხდება.
ყველა ფეხის ნაბიჯზე.
ყველა ქუჩის კუთხეში.
ყველა მოქმედებაში.

ოთახის კარი შეგლიჯა მაშომ და პარკები ლოგინზე მიაყარა წამოწოლილ ანუკას.

-რა გჭირს გოგო? კიდე შენ და გიორგიმ იჩხუბეთ?-ჰკითხა ანუკამ და პარკში საყვარელი შოკოლადის ძებნა დაიწყო.
-უარესი, ანა! უარესი!
-რა უარესი? არ გიჩხუბიათ და დაგაკლდა ხო რაღაც?-სიცილით თქვა ანუკამ და შოკოლადი გახსნა. მაშომ თვალები დახუჭა და ერთი ამოსუნთქვით უთხრა:
-ცოტნე ავალიანი მოხდა. ცოტნე საქართველოშია, ცოტნე სიღნაღშია, ცოტნე აქ არის და ცოტნე საღამოს აუცილებლად მოვა!

რა დაემართა ანუკას?
აუჩქარდა გულისცემა.
სახეზე ფერი აღარ ედო.
თხემიდან ტერფამდე დაკარგა მგრძნობელობის შეგრძნება.
ერთიანმა კანკალმა აიტანა
და
შოკოლადი იატაკზე დაუვარდა..

-რა თქვი?-ცივად იკითხა ანუკამ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მაშოსთვის, რომელმაც შიშით გაახილა თვალები და შეხედა ფერდაკარგულ მეგობარს.
-აი, ზუსტად ამისი მეშინოდა რა! არა, ხო ვიცოდი რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ესე ფაქტის წინაშე? არ ინერვიულო რა...
-მაშო, გაიმეორე რა თქვი..
-ცოტნე ავალიანი აქ არის..-ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა მაშომ და მორიდებით ახედა ანუკას, რომელიც მოწყვეტით დაეცა ლოგინზე.
-ცოტნე.. ცოტნე აქ არის.. ამდენი წლის მერე.. ვნახავ..



***

5 წლის წინ.


-შენ დედამიწას მირჩევნიხარ.
-მე გალაქტიკას.
-არა, მე სამყაროს..
-და ვაფშე იცი რა? ოთარ ჭილაძეს მოვიშველიებ და შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი,-გაეცინა ანუკას და ჩაეხუტა ცოტნეს.
-რადგან ახლა ოთახში არ ვართ, მაშინ შენ ხარ ჰაერში ჰაერზე მეტი,-სიცილითვე უპასუხა ცოტნემ და უფრო მეტად მიიხუტა მასზე ჩახუტებული გოგო.
-ისე, რამდენი დრო გავიდა, არა რაც ერთად ვართ? და მაინც მომწონს ეს დამალობანა.
-შენ ამიყოლიე, თორემ ხომ იცი პირველივე დღიდანვე შენს ცოლად მოყვანაზე ვფიქრობ!
-კარგი, რა ცოტნე! 15 წლის ბავშვს ვინ გამოგატანდა ცოლად?-შეიცხადა ანუკამ.
-სამაგიეროდ, ეხლა ხო ხარ 18-ის და გამომატანენ შენ თავს. თან გიორგისაც მაგრა გაუხარდება დარწმუნებული ვარ, რომ თავის ერთადერთ დას ჩააბარებს საყვარელ ძმაკაცს!
-კიდევ გინდა ჩემი ცოლად მოყვანა?
-კი, ტო. აბა? უშენოდ ვერ ვსუნთქავ ანუკა და რა ვქნა?
-ისე მიყვარხარ ცოტნე, რომ არ არსებობს ალბათ ესეთი სიყვარული!
-ხოდა, დღეს საღამოს ამოვალ და გიოს დაველაპარაკები. შენ არ ინერვიულო ყველაფერი იქნება კარგად ჩემო ანა-ბანა,-უთხრა ცოტნემ და პატარა ცხვირზე აკოცა ანუკას.

საღამომდე გული აღარ ჰქონდა ანუკას. საათს უყურებდა ცოტნე კი არსად არ ჩანდა. წარმოიდგინა მასთან ერთად გათენებული და დაღამებული დღეები და გული ორმაგად აუჩქარდა. რა ბედნიერებაა, არა როცა საყვარელ ადამიანს უყურებ გაღვიძებისას და გათენებისას? ხოდა, მაგიტომაც აუჩქარდა გული, რომ წარმოიდგინა უსაზღვრო ბედნიერება რაც წინ ელოდა.

უფრო მეტად ანერვიულდა, როცა ცოტნემ გიორგის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. გიოც საეჭვოდ არ ჩანდა რამდენიმე საათი. რა არ იფიქრა. იფიქრა, რომ სცემეს ერთმანეთი ან უბრალოდ სიხარულისგან სადღაც იყვნენ და სვამდნენ.

როცა კარებზე ზარი დარეკეს გიჟივით გავარდა და კარი გააღო, სადაც მარტო გიორგი იდგა. საოცრად მშვიდი და გაღიმებული სახე ჰქონდა გიორგის. შესვლისთანავე ანუკა ხელში აიტაცა და დაატრიალა.

-რა მაგარია ანუკა არ იცი შენ!
-რა იყო?
-ცოტნეს ცოლი მოყავს,-ღიმილითვე უპასუხა გიორგიმ და სამზარეულოში შევიდა.
-მართლა?
-კი, ისეთი კარგი გოგოა. ძალიან მომეწონა!
-რა, გიო?-დაბნეულმა ჰკითხა ანუკამ.
-ჰო, კაი გოგოა ნანკა ძალიან. ეხლა გავიცანი და მაგრა მომეწონა. ეგ ისეთი გოგოა კაი დაქალოჩკები ეყოლება, მაგრამ მაშკის როგორ ვუღალატებ მე ღადაობ, ტო?

გაიყინა.
გაშრა.
გათეთრდა.
სუნთქვა გაუჭირდა.
სიზმარში ეგონა თავი.

-გიორგი, წესიერად მითხარი ეხლა.
-აუ, რანაირი ხარ, რა! მოკლედ ჩემს ძმაკაცს ცოტნე ავალიანს მოჰყავს ცოლი ნანკა გვარი არ მახსოვს მგონი ალიბეგაშვილი. ხოდა, ხვალ მიფრინავენ ამერიკაშირა. ეს გოგო არის ამერიკის მოქალაქე და ხელს იქ მოაწერენ და იქნებიან კარგად და ჯიგულად,-მშვიდად უთხრა გიორგიმ და სადილი თეფშზე გადმოიღო.
-ძალიან კარგი, მიულოცე. ავალ მე ოთახში..-თქვა ანუკამ და

სირბილით შევიდა ოთახში. საწოლზე დაემხო და ჭერს ახედა.
თეთრად გაათენა მთელი ღამე. თვალი არ მოუხუჭავს. მაგრამ საერთოდ არ ფიქრობდა..
როგორ ეფიქრა, არ იცოდა რა მოხდა რეალურად..
გათენდა თუ არა ცოტნეს დაურეკა.

-საქმე მაქვს.
-ეხლა არა, ანუკ.
-ახლავე, ცოტნე!-დაუყვირა ანუკამ და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი. მაშინვე აიღო მანქანის გასაღები და ცოტნეს სახლისკენ წავიდა.
-სად ხარ?
-კეკელიძეზე,-ჩაეღიმა ანუკას და კეკელიძისკენ წავიდა. შეუხვია თუ არა ქუჩაზე ცოტნე დახვდა ქვემოთ, რომელსაც მანქანა ფეხებთან მიუჩერა. ცოტნეც მაშინვე ჩაჯდა.

-ამიხსნი?
-ისე არაა, როგორც შენ ფიქრობ.
-არ მინდა ეს ბანძი წინადადებები. ზუსტად ისეა, როგორც მე ვფიქრობ. მაგრამ შენგან მინდა ამის გაგება.-ცივი იყო ანუკა.
-მოკლედ..იცი, რომ ოჯახში დიდი ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. ჩვენი კომპანია გაკოტრდა და რეალურად ორი გამოსავალი არსებობდა. ან ნაწილი ხალხის უნდა გაგვეშვა და უშუალოდ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ ან უბრალოდ გარიგებისკენ უნდა მიგვემართა. ჩვენი ოჯახის დიდი ხნის ახლობელია ნანკას მამა და შესაბამისად გარიგება იყო შემდეგნაირი. ის გადაარჩენდა ჩვენს კომპანიას მე კიდევ რამდენიმე წლით ნანკა უნდა მომეყვანა ცოლად, რადგან მასაც დიდი პრობლემები აქვს და ჩვენი ოჯახის შექმნა ორივეს გადაარჩენდა,-თქვა ცოტნემ და გახედა მასზე მიშტერებულ ანუკას.
-და ეს ყველაფერი როდის გაიგე?-ცივად ჰკითხა ანუკამ.
-2 კვირის წინ,-უპასუხა ცოტნემ და თვალი აარიდა ანუკას.
-ანუ, ეს ყველაფერი ტყული იყო რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა?-მწარედ ჩაეღიმა ანუკას.
-არა, ანა-ბანა არ ყოფილა ტყუილი. მე შენ მიყვარხარ, მაგრამ გარემოება არის ცუდი..
-ჯერ ერთი ანა-ბანას ნუ მეძახი, მეორე: გარემოება იმდენად ცუდი არ არის, რომ მსგავსი რაღაც გაგეკეთებინა. შენ შრომაზე თქვი უარი. მთელი ცხოვრება მორთმეული გქონდა ყველაფერი და საკუთარით არასოდეს არ მიგიღწევია, მესამე: შენ ხარ ცუდი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ მითხარი და არ ჩამაყენე საქმის კურსში; მეოთხე: შენ ფულზე გაიყიდე და ეს არის ყველაზე დიდი მინუსი, რაც ადამიანს გააჩნია! და ბოლო, მეხუთე: გადაეთრიე მანქანიდან და აეთრიე შენს ცოლთან! იმედი მაქვს, ბედნიერი იქნები და აღარასოდეს გაბედო ჩემთან კონტაქტი, თორემ სანანებელს გაგიხდი თითოეულ წამს, წუთს, საათს, დღეს თუ თვეს!-მშვიდი იყო ანუკა და ეს თვითონვე უკვირდა. ცოტნე ერთი შეხედა და მაშინვე მანქანიდან გადავიდა. ანუკამ დაქოქა და სახლისკენ წავიდა.

იმ დღიდანვე წაშალა მოგონებები ცოტნეზე.
იმ დღიდანვე დაიწყო ახალი ფურცლიდან ცხოვრება და მთელი ყურადღება დაუთმო სწავლას.
არც ერთი ცრემლი არ წამოსვლია და არც ერთი წამით ნერვი არ შეუხრია.
ვინც ინერვიულა ეს იყო, მაშო.
მაშო, რომელმაც ანუკაზე მეტად მიიტანა გულთან ეს ამბავი და სანამ ცოტნე გაფრინდებოდა კარგად შეამკო უშვერი სიტყვებით. თავს კი იმშვიდებდა „ ღმერთი მაპატიებს აუცილებად! ღირსი იყო“-ო.


***

-ვა, გოგოებიც ჩამოვიდნენ!-მხიარულად შეეგება ბაჩო ანუკას და მაშოს.
-სად ხართ აქამდე?-დაიწუწუნა ლიზამ.
-აუ, რავიცი. სანამ ამ უსაქციელომ იბანავა და გამოიპრანჭა,-თქვა მაშომ და მიუთითა ანუკაზე.
-ოხ.! მე დამაბრალე ეხლა ყველაფერი, რა..!-გაეცინა ანუკას და ჩამოჯდა. ჯინსები, კედები, ზოლიანი მაისური და ალაგ-ალაგ ჩამოყრილი თმა ძალიან უხდებოდა ანუკას. საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ცოტა ხნის წინ დამუნჯებული იდგა.
-არა, ანუკა სპორტული სტილი იმენა შენია!-უთხრა კაკიმ ყურში ანუკას, რომელიც მის მარჯვენა გვერდზე იჯდა.
-კაბა?
-აი, ისეთი ხარ, რა.. ყველა სტილს რო იხდენს..-ჩაეღიმა კაკის.
-დიდად არ მიყვარს მადლობების თქმა, ბატონო კაკი.
-მოგიწევს ძალიან ხშირად,-უთხრა და გაუცინა ანუკას. ანუკამაც არ შეიმჩნია კაკის დამოკიდებულება მისდამი, მაგრამ არ გამოპარვია ლიზასა და მაშოს დაჟინებული მზერები, რომლებსაც სახეზე ეწერათ „ერთი სული მაქვს დაგიმარტოხელოთ და დაგერხევა“-ო.

საღამო იყო, გრილი. სასტუმროს ვერანდაზე ისხდნენ და ცოტა ღვინოს წრუპავდნენ, როცა გახარებულმა გიორგიმ თავისი ძველი მეგობარი შემოუერთა ამჟამინდელ სამეგობროს.

-აბა, მეგობრებო! სმენა იყოს და გაგონება!-დაიძახა გიორგიმ და ყველამ იქეთ მიიხედა. ანუკას ღიმილი სახეზე შეეყინა, როდესაც მის გვერდზე მდგარი ცოტნე დაინახა, რაც კაკის არ გამოპარვია.
-გაიცანით, ეს არის ცოტნე! ჩემი ბავშვობის მეგობარი ესენი კი ჩემი მეგობრები არიან.ანუკას და მაშოს კი იცნობ,ცოტნე. მოდი, დაჯექი სადმე..-უთხრა გიორგიმ და სკამისაკენ მიუთითა. ანუკას ზედაც არ შეუხედავს ცოტნესთვის და არც ხმა გაუცია. ტელეფონში იყო ჩამძვრალი ან მის მარცხენა გვერდზე მჯდარ მაშოს ელაპარაკებოდა.
-სად მიდიხარ?-ჰკითხა გიორგიმ ანუკას, როცა ფეხზე წამოდგა.
-ტელეფონს ჩამოვიტან. დედა გასკდებოდა რეკვით და ჩამოვალ,-უთხრა ანუკამ და მისაღებში გაუჩინარდა. როგორ არ სიამოვნებდა იქ ჯდომა და როგორც თვითონ ეძახდა ესე „ქაჯურად“ მოქცევა, მაგრამ ეს ბიჭი სხვას არაფერს იმსახურებდა. ლიფტიდან გამოვიდა თუ არა ცოტნეს შეეჩეხა, რომელიც კედელს მიყრდნობოდა.

-გამარჯობა, ანუკა.
-გამარჯობა, ცოტნე..-გამარჯობა დაუბრუნა ანუკამ და ვერანდისკენ გაიწია.
-მოიცა, სად მიდიხარ?! ორი წამით გაჩერდი..-უთხრა ცოტნემ და წინ აეფარა.
-ორი წამით კი არა, საერთოდ არ უნდა ვიდგე აქ..-ცივად უპასუხა ანუკამ.
-დავილაპარაკოთ, რა..
-ჩვენ დიდიხანია მოვრჩით რაიმე სახის თემის განხილვას და დაკმაყოფილდი გამარჯობა-ნახვამდითი. ახლა კი, გამატარე!
-კაი, ტო..-უთხრა ცოტნემ და კიდევ უფრო აეფარა ანუკას წინ.
-ანუკა!-უცებ კაკის ხმა შემოესმათ,-გეძებდი..-უთხრა კაკიმ და მათკენ გამოემართა.
-ცოტნე, ხო?
-კი, ცოტნე.-ცინიკურად უპასუხა ცოტნემ.
-მე, კაკი..-უთხრა კაკიმ და მარჯვენა ხელი ცოტნეს გაუწოდა მარცხენათი კი ანუკას წელზე შემოხვია ხელი. დაიბნა ანუკა „ბრინჯივით“, თუმცა წელზე მოჭერილმა თითებმა გამოაფხიზლეს და კინაღამ ჩაადნეს კაკის ხელებში.
-სასიამოვნოა,-უპასუხა ამრეზით ცოტნემ და ხელი ჩამოართვა.
-ცოტნე, ბოდიში ანუკასთან საქმე მაქვს და დაგტოვებთ ცოტახანს,-ზრდილობიანად უთხრა კაკიმ და ანუკას ხელი მოჰკიდა. ჩქარი ნაბიჯებით გაარბენინა სასტუმროს ფოიესკენ. ანუკამ უკან მოიხედა და როცა დაინახა რომ ცოტნე არსად ჩანდა ამოისუნთქა.

-ვაიმე, მადლობა დიდი!
-არა, რა მადლობა..-მშვიდად უპასუხა კაკიმ.
-იმხელა საქმე გააკეთე ეხლა ჩემთვის,-გაეცინა ანუკას,-არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა!
-ერთ დღეს აუცილებლად მომიყვები ამ ბიჭისა და შენი ურთიერთობის შესახებ,-მშიდადვე უთხრა კაკიმ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მზად ვარ ჩემი ყველაზე მწარე მოგონება გავიხსენო, იმდენად მადლიერი ვარ შენი!-სიცილით უპასუხა ანუკამ და მოულოდნელად ჩაეხუტა კაკის.

ორივე აიტანა კანკალმა.
ორივე გულმა გაიღიმა.
ორივემ იგრძნო ის, რასაც ხშირად გრძნობენ ერთმანეთზე „გაფანატებულები“.


***

გამარჯობა!
ქრისტე აღ(ს)დგა! ამ დღესასწაულის მადლი გფარავდეთ!

და დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის!
სამსახური, სწავლა, მივლინებები.. ყველაფერი ერთდროულად დამემთხვა..
იმედი მაქვს, მოგეწონებათ და ძალიანაც არ გამიბრაზდებით დაგვიანებისთვის..!

უბრალოდ, ძალიან მინდა რომ აზრი დააფიქსიროთ.. ბევრი იდეები მაქვს ამ ისტორიასთან დაკავშირებით და შეფასებებზეა დამოკიდებული რამდენად გავაგრძელებ:)
ყველანაირი კრიტიკა გამოუშვით!

დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!



№1 სტუმარი nini

გაგრძელე თავები გაზარდე და მალე დადე წარმატებები

 


№2  offline წევრი batkuna1

ზოგადად,ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ხარ. ვგიჟდები შენს "ვ/ე"-ზე , "13 თვეზე" და "ჩვენ"-ზე ეს ისტორია ცოტა განსხვავებულია და თავიდან არ მომწონდა,მაგრამ ამ თავით ძალიან მომეწონა. ველოდები ძალიან საინტერესო განვითარებებს,ისეთს შენ რომ გჩვევია. წარმატებები!!! <3

 


№3  offline წევრი Educated

რატომ მომწონს ამ მოთხრობის სათაური, ასე ძალიან?? (მე არ ვკითხულობ, მაგრამ, რომ ვხედავ-ხოლმე, სათაურზე ვგიჟდები რატომღაც..)
რაღაცნაირი ტკბილი და თბილია.. "ჩემი-ანი" winked feel
wink wink

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

Educated
რატომ მომწონს ამ მოთხრობის სათაური, ასე ძალიან?? (მე არ ვკითხულობ, მაგრამ, რომ ვხედავ-ხოლმე, სათაურზე ვგიჟდები რატომღაც..)
რაღაცნაირი ტკბილი და თბილია.. "ჩემი-ანი" winked feel
wink wink


მეც ისე მომწოონს! სულ მინდოდა ანი ყოფილიყო ჩემი სახელი, მაგრამ დღეს ჩემ მეგობარს ვეძახი "ჩემი-ანი"-ს :)

batkuna1
ზოგადად,ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ხარ. ვგიჟდები შენს "ვ/ე"-ზე , "13 თვეზე" და "ჩვენ"-ზე ეს ისტორია ცოტა განსხვავებულია და თავიდან არ მომწონდა,მაგრამ ამ თავით ძალიან მომეწონა. ველოდები ძალიან საინტერესო განვითარებებს,ისეთს შენ რომ გჩვევია. წარმატებები!!! <3


მადლობა! ვეცდები იმედები გავამართლო :):*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent