არც ერთი ნაბიჯი უკან! (თავი 1)
- დეფორმირებულია , - განაჩენივით გაისმა ხმა ... *** ამ დღის შემდეგ თვრამეტი წელი გავიდა . მთელი ჩემი ბავშვობა ძალიან უცნაური იყო . თითქმის არასდროს მაცვია უმკლაო მაიკა , სახლშიც კი . სულ აჩაჩული და ისეთი მაისურებით დავდივარ რომელშიც სულ არ მეტყობა რა მჭირს. მე ერთი ჩვეულებრივი დეფორმირებული ბავშვი ვარ . დეფორმირებული , შეუხედავი , - ჩემს დასახასათებლად უამრავ სიტყვას ვიყენებ ხოლმე . ვერ ვიტან როცა ჩემს თავს დეფორმირებულს ვუწოდებ ,მაგრამ სხვა რა გზაა ? მარცხენა ხელი მარჯვენაზე ბევრად მოკლეა . ძალიან მოკლე თითები მაქვს , განა ხუთი . მხოლოდ სამი თითი ... მუდამ მახსოვდა რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყავი . დაცინვას და დამცირებას ყოველთვის საკუთარ ტყავზე ვგრძნობდი . ბაღიდან მოყოლებული ყოველთვის მახსენენებდნენ , რომ ამ პლანეტაზე ჩემნაირებისთვის ადგილი არ არის , რომ მე ზედმეტად უცხო ვარ ... მქონდა პერიოდი როცა მინდოდა , რომ მეც მათნაირი გავმხდარიყავი ,მაგრამ ახლა ვიცი რომ მათნაირ ადამიანობას სჯობს ისევ ასეთი დეფორმირებული გოგო ვიყო. ახლა მთელი არსებით ვიცი რომ ეს არც თუ ისე დიდი პრობლემაა , უბრალოდ რაც ცუდად მხდის ეს ხალხის მზერაა ... მძულს როცა ვინმეს თვალებში შეცოდებას დავინახავ . ვერ ვიტან როცა დიდხანს მაშტერდებიან და მერე თავს გააქნევენ და - " ვაი შვილოს " იტყვიან . მაგ დროს საკუთარ თავზე უკონტროლო ვხდები . არსებობენ ადამიანები , რომლებიც ჩემზე უარეს დღეში არიან , რომელთაც ძალიან დიდი ტკივილი აწევთ მხრებზე . მე ვცდილობ ამ ცხოვრებაში რამე მშვენიერი დავინახო . ყოველთვის მოიძებნება ბედნიერი და არც თუ ისე ბედნიერი ადამიანი. არ არსებობს არავინ ვინც ერთმანეთს ჰგავს ... ყველას სხვადასხვა სიმძიმე აწევთ მხრებზე . ძნელი დასანახია ამ ადამიანებს შორის ზღვარის დანახვა . დიდი სისულელე იქნება რომ ვთქვა ''მე არ ვარ დეფორმირებული'' . არის ფაქტები რასაც ვერაფერს უზამ და ერთადერთი გამოსავალი რაც გრჩება ეს - შეგუებაა. ყველას შეუძლია გააკეთოს ის რაც შეუძლებად მიაჩნდა ვინმეს . ყრუ ბეთხოვენმა ისეთი მუსიკა დაწერა ისეთს ამ ქყვეყნად ალბათ ვერავინ რომ ვერ დაწერს . და რა უფლება მაქვს ამის შემდეგ ვთქვა რომ ჩემი სიცოცხლე ერთი დიდი სირცხვილია? მყავს ისეთი ოჯახი , რომელზეც ზოგი ოცნებობს . ყველანაირ სიტუაციაში გვერდით მიდგანან. მათთვის მე უმნიშვნელოვანესი ადამიანი ვარ . ჩემს გამო უამრავ რამეზე შეუძლიათ უარი თქვან. დედას თამარი ჰქვია ,მაგრამ მე ყოველთვის თამროს ვეძახი . იგი ჩემთვის სულ სხვაა , შეუცვლელია ... მისი ღიმილი ამ ქვეყნად ყველაფერს მავიწყებს . მამას პავლე ჰქვია , ხშირად იცინის ხოლმე რისთვის გამიმეტეს რა სახელი დამარქვესო . მე მომწონს სახელი პავლე , ალბათ იმიტომ რომ მამას ჰქვია . ჩემს უფროს დას მარიამი ჰქვია . ოო... მარიამი ... ის სულ სხვა განზომილებაა. ჩემზე მხოლოდ ხუთი წლით დიდია , მასზე ახლოს არავისთან ვარ . საათობით შემიძლია მასთან ერთად ოთახში გამოვიკეტო და საერთოდ ყველაფერზე ვილაპარაკო . მასთან ერთად არ მახსოვს რა მჭირს ... ბავშვობაში ყოველთვის დედასავით მექცეოდა . ახლა ჩემი საუკეთესო და ერთადერთი მეგობარია რომელიც გამაჩნია . მან შემაჩვია სიმღერების მოსმენას , ყოველთვის ამბობდა როცა ცუდად ხარ მუსიკას უსმინე და დამშვიდდებიო . ასეც იყო , ყოველთვის ვმშვიდდებოდი . მან შემაყვარა წიგნების კითხვა , დღემდე ყოველ წაკითხულ წიგნს განვიხილავთ ერთმანეთთან. მარიამის შეყვარებულს და უკვე საქმროს ირაკლი ჰქვია . მასზე ისე ვეჭვიანობ , ყოველთვის იმას ვეუბნები ჩემს დას თუ წამართმევ არ ვიცი რას გიზამთქო . მერე ისიც სულ იმას გაიძახის ბარემ ერთად როცა გადავალთ შენც ჩვენთან გადმოდი და მე ცალკე ოთახში გამიშვით და თქვენ ერთად დაიძინეთო ... ირაკლი მართლა კარგი ბიჭია , ვხედავ რომ არ ვეცოდები და ეს ძალიან მახარებს . იგი ისე მიყურებს როგორც მის პატარა დაიკოს . ჩემზე ათი წლით უფროსია . საკმაოდ მხიარული და მეგობრულია . მე არასდროს მყოლია შეყვარებული . ზედმეტად დაკომპლექსებული ვარ ამისთვის ... *** ზაფხულის ერთი ცხელი დღეა . ირგვლივ ყველაფერი ატალახებულია . ბალახები რომელიც კოჭებამდე მწვდება ძალიან სველია . ჩემს დასვრილ '' all star-ებს'' იმდენად ასვლებეს შიშველი ფეხები მთლიანად მისველდება წყლით . ტრიალ მინდორზე , გრძელმკლავიანი თეთრი მუხლებამდე კაბით და სველი კედებით გავრბივარ აუღელვებლად . ღრმად ვისუნთქავ ჰაერს . მერე ისევ წვიმას იწყებს , ორივე ხელზე ზემოთ ვწევ და ცეკვავს ვიწყებ . სრულიად გიჟურ ხაისათზე ვარ . ცოტახანში საშინლად დაღლილი მთელი ძალით ვენარცხები ბალახს , იმდენად მესვრება ტალახით ყველაფერი ადამიანის გარდა ყველაფერს ვემსგავსები . სახლში დაქანცული ვბრუნდები , კიდევ კარგი გზაში არავინ შემხვედრია თორე ნამდვილად ვიცი ვინმეს აშკარად შევაშინებდი . მიყვარს ეს სოფელი , მიყვარს ეს საოცარი ბუნება და ადგილი... სირბილით გულამომჯდარი შევვარდი სახლში. - ბეე , მოვედი , - მთელი ხმით დავიყვირე . ტალახში ამოგლაგნილი კედები იქვე მივყარე და მეორე სართულზე ავირბინე . ახლა დაძინებაზე მეტად არაფერი მინდა მაგრამ ღორივით ამოგლაგნილს რა დამაძინებს . კიდევ კარგი თბილი წყალი წელს მაინც რომ გააკეთეს თორემ რა მეშველებოდა . პირსახოცები კარადიდან გადმოვყარე და სააბაზანოში გავიქეცი . ცხელი წყლის ქვეშ ძალიან დიდხანს ვიდექი . ძლივს ჩამოვიბანე გამხმარი ტალახი ტანზე და სახეზე . კარგად ვიმშრალებდი თითოეულ წერტილს . სარკეში განზრახ არასდროს ვიხედები ... უბრალოდ არ მინდა... მკლავიანი ფართო მაიკა გადავიცვი და სპორტული შარვალი ამოვიცვი . ფეხშიშველი ჩავბლაყუნდი სამზარეულოში . ბებო ჩემ საყვარელ ''აჯაფსანდალს'' აკეთებდა . ახლოს მივედი და ყელში ვაკოცე . შემომხედა და გამიღიმა . ღიმილზე ყოველთვის ეჩხვლიტებოდა ლოყები და თვალები ეჭუტებოდა . იმდენად საყვარელი ხდებოდა ამ მომენტში ხშირად მინდებოდა ძალიან დიდხანს მეკოცნა მისი დანაოჯებული და ჩემთვის ძალიან ძვირფასი სახე . - ბებო , რა კარგი სუნია ნეტავ იცოდე , - მთელი ძალით ჩავისუნთქე სურნელი და ლამის ქვაბში ჩავვარდი . ჩემს ქცევაზე ბებოს ჩაეღიმა. - როდის გაიზრდები იოანა? - რა ვიცი ბე , აბა რა ვიცი მე , - ბებოს ნათელა ჰქვია ; ბებო ჩემთვის მეორე დედაა . ყოველთვის ცდილობს გამანებივროს და მასიამოვნოს . ერთადერთი ადამიანია ვისგანაც არ მწყინს რომ ჩემზე გული შეტკივა . მხოლოდ მას ვპატიობ თვალებში ჩამდგარ მარილიან სითხეს . სოფელში არავინ მოიძებნება ისეთი ვისაც მასზე ცუდი წამოცდება . შანსი არაა ვინმე იპოვოთ ვისაც ნათელა ბებო არ უყვარს . დილაობით ძალიან ადრე დგება , ყოველთვის ასწრებს სოფლის საქმეების კეთებას . მერე თავის მტრედებს პურს უნამცეცებს და ისინიც გულმოდგინეთ ესევიან საკვებს . იმ მომენტში ბებოს არც კი ვუახლოვდები რადგან ეგრევე იფანტებიან , ჩემს დაყრილ პურზე არასდროს მოსულან ... ბებოს ყველა უყვარს ამ ქვეყნად . ძალიან განსხვავდება სხვებისგან . ჩემ სოფელში იმდენი მოხუცია , მათგან სულ წყევლა ისმის . აი , ბებოს კი არასდროს არავინ დაუწყევლია ... თუ ბებოზე ლაპარაკს ვიწყებ მერე ვერასდროს ვჩერდები ... *** ივლისის შუა რიცხვებში დავბრუნდი თბილისში . არ ვიცოდი მთელი ზაფხული რა მეკეთებინა . ეს მგონი პირველი წელია როცა ხალხთან მინდა კონტაქტი . მინდა მეც მათსავით გავერთო ... მახსოვს ჩემი და როგორ მეუბნებოდა სანამ სკოლას დავასრულებდი წადი სადმე დასავნებლადო . ბანაკში წასვლა მირჩია ,მაგრამ მაშინ სასტიკ უარზე ვიყავი ... ახლა კი ვფიქრობ და მგონი ღირს კიდეც წასვლა . დაბრუნდა თუ არა სახლში მარიამი ეს აზრი მაშინვე ვუთხარი , ძალიან გაეხარდა ჩემი სიტყვები . - ყოჩაღ . ჩემი მაგარი გოგო ხარ ! - ოჰ , კაი ერთი , - გამეცინა . - დღესვე დავიწყებ ბანაკის ძებნას ... *** - იოანა , მოდი ერთი წუთი , - დამიყვირა მარიამმა . - რა იყო ? - აუ , იცი ბანაკები, თუ კი რამე იყო, ყველა შევსებულია და ახალ ბავშვებს აღარ ამატებენ ... - ცხოვრებაში ერთხელ ხალხთან ყოფნა მომინდა და აქაც მაგრად გამიმართლა , - სიმწრით ამოვილაპარაკე . - მოითმინე , - გაეღიმა ჩემს ქცევაზე , - რაღაც ვიპოვე რა . ირაკლიმ მირჩია , თურმე თვითონაც ხშირად დადიოდა იქ . ანუ, რა ხდება , ყოველ ზაფხულს ეწყობა ტური . ამას რომელიღაც სანდო ორგანიზაცია აკეთებს , რიცხავ ფულს ანგარიშზე და ორი კვირა მიდიხარ ყაზბეგში . მოინახულებ ანანურს , მჟავე წ....ბს , გერგეტის სამებას , გველეთის ჩანჩქერს და დარიალის ხეობას. კიდევ სხვადასხვა სოფლებშია გასვლები . ფასში შედის სამჯერადი კვება , მგზავრობა და სასტუმრო . ერთი სიტყვით როგორც გავიგე ძაან მაგარი ტურია , თან წასვლა ხუთ დღეშია და ჩვეულებრივად წახვალ თუ გინდა . - გადაწყვეტილი ამბავია ! *** ყაზბეგი რაღაც გასაოცრად ლამაზია . ვფიქრობდი სად ვიყავი აქამდე . ყველაფრის დათვალიერება მინდოდა ამ ორ კვირაში . აქ ცაც სხვანაირია ... ჯერ მხოლოდ ერთი გოგონა გავიცანი , ლიზა ჰქვია . საკმაოდ მხიარული და მეგობრულია . ბევრნი ვართ წამოსულები . მალევე დაგვაბინავეს სასტუმროში სადაც ჩვენს გარდა არავინ იქნებოდა ორი კვირა . ჩემს ოთახში ასე ოც წლამდე ასაკის გოგონა დააბინავეს . სახელი არც მიკითხავს . რაღაც ძალიან უცნაურად მიყურებდა . მაშინვე არ მომეწონა. საშინლად დაღლილი ვიყავი , მალევე ჩავწექი დასაძინებლად ,მაგრამ იმხელა ხმით ლაპარაკობდა ტელეფონზე ვერაფრით მოვისვენე . - აუ კაი , ღადაობ ? - ისეთი წრიპინა ხმით ლაპარაკობდა ნერვები დაწყვეტაზე მქონდა , მერე იმხელა ხმაზე გადაიხარხარა ეგ უკვე პიკი იყო . - ადამიანო , ძალიან დაღლილი ვარ იქნებ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდე და დაძინების საშუალება მომცე ! - ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა . - ოჰ , უყურე ამას , - ისევ ისეთი წვრილი და ამაზრზენი ხმით ჩაილაპარაკა . მთელი ღამე არ მომასვენა მისმა სიცილმა ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა . დილით გაღვიძებულს თავი საშინლად მისკდებოდა . სააბაზანოში შევედი წყლის გადასავლებლად . ისევ გრძელმკლავიანი ზედა ჩავიცვი . იმდენად დიდი მქონდა თითები საერთოდ არ მიჩანდა , თხელი შავი შარვალი და ბოტასები ამოვიცვი . თმები არ გამიშრია ისე ჩავედი სამზარეულოში . ჯერ არავინ იყო ფეხზე ამდგარი . ყავა ძლივს ვიპოვე ... გარეთ მშვიდად მოვკალათდი საქანელაზე ყავით ხელში . ცოტა ხანში ნელ-ნელა ახმაურდა სასტუმრო . ტურის უფროსები გარეთ გამოვიდნენ , მივესალმე ყველას . ორი უფროსი იყო , ერთს თემური ერქვა მეორეს ნინო . ძალიან კარგი ადამიანები ჩანდნენ . - შემახსენე საყვარელო შენი სახელი , - თბილად მიღიმოდა ნინო . - იოანა , იოანა მქვია ! - რა უცხო და ლამაზი სახელია , - თბილად გამიღიმეს თემურმა და ნინომ. - დიდი მადლობა . - ადი ახლა მოემზადე , ცხრა საათისთვის გერგეტის სამებაზე ავდივართ . პირველ რიგში - ქრისტე აღსდგა ! გილოცავთ , მრავალს დაესწარით. ესეც ჩემი ახალი ისტორია . ცოტახნის წინ სადაც მე დავდივარ ზუსტად ასეთი გარეგნობის გოგონა შემოვიდა , იმის მერე მინდოდა მასზე დამეწერა და აი ... დავიწყე წერა , შევეცდები დადება არ დავაგვიანო . გამიზიარეთ თქვენი აზრი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.