შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თესალონიკიდან... (1 ნაწილი)


5-05-2016, 14:46
ავტორი nita1825
ნანახია 1 258

ნიკე ვარ, 17 წლის. კი, ეს ის ასაკია, როდესაც ფიქრობ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვს, მაგრამ რეალურად მე ასე აღარ ვფიქრობ. რაც შეეხება სახელს, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ ასპექტში ვერ ან არ ვამართლებ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩემიდან არ გამომდინარეობს, რადგან უკვე საკმაო სირთულეების გადალახვა მომიწია რაც ჩემ ასაკს ვფიქრობ, რომ არ შეეფერება. ვინც არ იცით მინდა ავღნიშნო რომ მე გამარჯვების ქალღმერთის სახელი დამარქვა იმ ავად სახსენებელმა ადამიანმა, რომელსაც თეორიულად დედა ჰქვია, მაგრამ საბედნიეროდ ან საუბედუროდ ზემოდხსენებული პრაკტიკულად გვერდზე არ მყავს, მაშინ როდესაც ეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდება, იქნებ სწორეს ამ ფაქტორმა გამოიწვია ის რაც დღეს ხდება, ის რაც დღეს მჭირს, ის რომ ცხოვრება უკვე ვიცი რაც არის, მაშინ როდესაც ჩემს ასაკში ადამიანები ჯერ კიდევ დედის კალთას არიან ამოფარებულნი და საერთოდ არაფერი ანაღვლებთ, რადგან იციან რომ ადამიანი, რომელსაც დედა ჰქვია სწორედ ისეთი უნდა იყოს როგორიც მათ ჰყავთ. რუტინული ცხოვრების წესი არ მახასიათებს, თუმცა აქ თურმე ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა, მაგრამ სიმართლე გითხრათ დიდად არ მანაღვლებს და ალბათ სწორედ ამიტომაა ხალხის ამგვარი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. თესალონიკიდან ჩამოვედი დაახლოებით 2 წლის წინ, მინდა აღვნიშნო ის, რომ აქ სულ სხვაგვარადაა ყველაფერი, მენტალიტეტი, შეგნება, ღირებულებები, ეს ცნებები სულ სხვაგვარად ესმით. არ მესმის, რატომ შეიძლება ადამიანებმა თავიანთ ნებასურვილზე, სიამოვნებაზე, უარი თქვან იმ მიზეზიდაგამო რომ შეიძლება სხვამ ეს „ცუდად“ გაიგოს. მოკლედ ვაკეთებ იმას რაც მსურს, რაც სიამოვნებას მანიჭებს და ერთადერთი ამისთის შეიძლება ვიყო მადლიერი დედის, რადგან გარეგნობა, როგორც ლევი იტყოდა ღვთიური მაქვს, მეცინება, მაგრამ სწორედ ეს „ღუპავთ“ ბიჭებს.

ახალ აშენებულ კორპუსში ვცხოვრობ და ასე თუ ისე არ ვუჩივი ახალ-ახალ ადამიანებს გარშემო, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ არ ყოფილა იმ ოჯახების შემთხვევა სადაც შესაძლოა ჩემი ასაკის ბიჭი ყოფილიყო ან დაახლოებით ჩემი ასაკის, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ახლა იფიქრებთ მეტი საზრუნავი ამ გოგოს არ აქვსო, მართლებიც იქნებით, ეს ურთერთობები ჩემთვის, ასე ვთქვათ, ცხოვრების კრედოა.
და როგორც იქნა 2016 წლის 2აპრილია, დილის 10 საათი, მე ჩვეულ ამპლუაში, ყავით ხელში მუდამ მოუწესრიგებელი თმით.
ოთახში ნიტა შემოდის:
-არ თქვა რომ ისევ ჩანაწერებით ხარ გატაცებული.
-ჰო და მერე რა
-რა დროს ეგაა, სანამ შენ მანდ რაღაცებს ჩმახავ, ვიღაც ან შეიძლება შენი მომდევნო გატაცება, კორპუსის კარებს ნივთებით დატვირთული აღებს და ზუსტად შენს ზემოთ ბინაში იკეთებს ბუდეს.
სიმართლე გითხრათ პირველად ვხედავ ასე აფორიაქებულს, ამგვარი ტერმინოლოგიით, რა ბუდე, რა მომდევნო გატაცება, მეცინება, თუმცა დაინტერესება მაინც შემნიშნა და განაგრძო:
-მოკლედ, საოცნებო ბიჭია ის თუ უბრალოდ დამხმარე არ არის, ან მუშა, ან რაიმე მსგავსი.
-მუშა??
მიხვდა, რომ ამით ყველანაერი ინტერესი გამიქრო. ისევ ხელი ჩავიქნიე და სოციალურ სამყაროს მივუბრუნდი.
-კარგი რა, დავიღალე ტყუილად ყოფნით, ახალი თავგადასავლები გვჭირდება, დავიღალე უნივერსიტეტის ცხოვრებით, კარგი რააააა.
-და რატომ არ გინდა შენ ეძებო ეგ თავგადასავლები?
ეს რა მოვროშე, თითქოს არ ვიყო მოყვარული მსგავსი სიტუაციების, გაუკვირდა:
-მოიცა, რა მოხდა გუშინ? რამეს მიმალავ?
სიცილს ვერ ვმალავ
-კარგი ჰო, გეხუმრე, გამოჩნდება ვინმე და ისევ ისე გადავაგდებთ და მერე ვიხალისებთ.
-ამოვისუნთქე, მეგონა ჩემი ნიკე გამომიცვალეს.
მეხუტება და ერთად ვიწყებთ ხმამაღალ სიცილს, არამგონია მოსმენილი გქონდეთ მსგავსი რაიმე რაც ჩვენ სიცილს ჭირს ხოლმე. ნიტა ჩემთვის ის და არის რომელიც არასდროს არ მყოლია, ან იქნებ მყოლია და არც ვიცი, ჩემი არაპროგნოზირებადი დედისგან ესეც არ არის გამორიცხული. ირონიას არ ვუჩივი არასდროს.
-კარგი, ახლა ადექი ჩაიცვი ისე როგორც შეგეფერება და მივდივართ.
-არა სად მივდივართ, აცადე ჩამოსვლა, სულ არ დავაფეთოთ.
მეცინება.
-ნიკე არ ვხუმრობ მართლა კარგი ბიჭია, რა გჭირს, გგონია გატყუებ?!
სრული სერიოზულობით მპასხობს. საპასუხოდ ვდგები, გარდერობს ვაღებ და როგორც მჩვევია არაადეკვატურად ვიცვამ, არაადეკვატურობა სიგოიმეს არ ნიშნავს, აქედანვე მინდა აღვნიშნო, არაადეკვატურად იმ პირობებიდან გამომდინარე რომ ვერ შევეჩვიე აქაურ „ჩადრიან“ ცხოვრებას, ამაში სხეულიც მიწყობს ხელს. მრავალი დაინტერესება მოჰყოლია, უკვე საქართველოში ჩემს სხეულს, მაგრამ ის, რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს სამოდელო სფეროა, ამიტომ... ფიქრებიდან ნიტას გამოვყავარ.
-მაინც და მაინც დღეს ნუ ავალთ, მართლა ცუდად არ იფიქროს, უბრალოდ თუ შეგვხვდა გზად, გამოელაპარაკე, უთხარი გავიგე ახალი მეზობელი მყოლია, ან რაიმე მსგავსი
სახეზე აშკარა უუკმაყოფილება დამეტყო.
-კარგი გეთანხმები, სრული სიბანალურეა, როგორც გინდა ისე იყოს.
ისევ მეცინება, როგორი ბავშვურია თითოეული სიტყვის წარმოთქმის დროს, მაგრამ ბიჭებთან ურთიერთობაში სრულიად განსხვავებული, იმდენად, რომ ზოგჯერ მიკვირს ამას როგორ ახერხებს.
დღე ჩვეულებრივად წარიმართა როგორც ყოველთვის, რომელიმე ბარში, აუცილებლად ვინმე ბედოვლათს დავცინეთ, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა რომელიმე „დავეკერეთ“. სიმართლე გითხრათ მეც კი მომბეზრდა უკვე ასეთი ერთფეროვნება, თუმცა ზოგს ეს ერთფეროვნებაც მრავალფეროვნებად ეჩვენება. საღამოს სახლისკენ მომავალმა, უჩვეულო მეჩვენა, ჩემს ზედა ბინაში ანთებული ფანჯრები და გამახსენდა ნიტას დღევანდელი გამოსვლა იმის შესახებ, თუ როგორ მობეზრდა ყოველდღე ერთი და იმავე, წამიერად მისი გაცნობა მომინდა, მაგრამ დღეს არა, ნიკე დღეს არა, დაღლილი ხარ. „პადიეზდში“ შევედი თუ არა კიბეზე ბიჭის სილუეტი მოვლანდე, რომელმაც კიბეზე ისეთი სისწრაფით ჩამოირბინა მეგონა მეც გამიყოლებდა და საბოლოოდ რაღაც საოცრებას დამმართებდა, გავბრაზდი და როგორც ყოველთვის, ნიკე რის ნიკეა თავისი უკმაყოფილება დამალოს და ყველაფერი არ თქვას, თან ისე რომ აშკარა კომფლიქტი გამოიწვიოს.
-ცოტა ფრთხილად რომ იყო, სხვასაც არ შეუქმნი პრობლემას მგონი ჰოო?!
უკვე საკმაო მანძილით დაშორებულს, ბოლო ხმაზე შევკივლე. უნდა ვაღიარო რომ საოცარი სურნელი გაიყოლა თან, ისეთი არასდროს რომ არ დაგავიწყდება. უკან არ შემიხედავს, ეს შემოყვირებები არ მჩვევია მოვბრუნდი და იმის ფიქრით რომ ეს ძალიანნ ქაჯურად გამომივიდა კიბეზე სვლა განვაგრძე როცა ზურგს უკან საოცარი, ვიტყოდი, არაამქვეყნიურად რბილი და შემაძრწუნებლად ცივი ხმა გავიგონე. ვგრძნობ მიახლოვდება, მე ბავშვური სიჯიუტით , ისე თითქოს არ მაინტერესებდეს ვინ არის ამ ხმის და ამ სურნელის პატრონი, არც კი ვბრუნდები, უფრო მეტიც გზას განვაგრძობ. მკლავზე მის ხელს ვგრძნობ, მე სრულიად გაოგნებულმა უკან მოვიხედე მაგრამ სიბნელეში ვერაფერს ვარჩევ, თუმცა კი მისი სახის დანახვაზე მეტად არაფერი მინდა ახლა.
-პრობლემა შეგიქმა ჩემმა სისწრაფემ?!
ხმა მესმის ისევ იმ ტონით, არანაერი აღელვება.
ვიბნევი და ვცდილობ არ შემემჩნეს, მაგრამ ასეთ დროს, სიტუაციას „ვითომ არ ვიბნევი“-თ უფრო ვამძიმებ და საბოლოოდ იდიოტის როლში გამოვდივარ. მე რომ არ მჩვევია ისე ავწითლდი სახეზე, ნიკე რა გემართება. კიდევ კარგი სიბნელეა, ვახერხებ რაღაცის წამოლუღლუღებას:
-არა, მაგრამ ხომ შეიძლება...
-ესე იგი არა?!
უკვე გადაჭრით, სრულიად მობეზრებული ამ სიტუაციით და ჩემს თავზე განაწყენებული მოკლედ ვუჭრი:
-არა.
-ჰოდა პრობლემაც აღარ ყოფილა, ღამე მშვიდობის.
ხელს მიშვებს და დაახლოებით იგივე სისწრაფით გარბის.
ოჰ, როგორი დაუფიქრებელი ვარ, იქნებ სად ან ვისთან ეჩქარება, იქნებ ვინმე ავად ყავს, როგორი თბილია, ღმერთო. არ მჯერა ნიკე ვინმეს თანაგრძნობას უცხადებს?! რაღაც მჭირს. ვლუღლუღებ ჩემთვის და ამასობაში ჩემს ბინას ვუახლოვდები.
სახლში ისევ ისეთი უკმაყოფილო შევდივარ, გულში რომ ხენჯად დაგრჩება რაღაც და ვერ იშორებ ფიქრებიდან, „ნოუთბუქს“ ხელში ვიღებ და უღიმღამოდ ვრთავ, იმეილებს ვამოწმებ სრულიად უინტერესოდ. ტელეფონზე ზარია:
-როგორ ხარ მამი?
-უი მაა, რავიცი არვიცი მეც, შენ როგორ ხარ?
-არ მომწონს ეგ ამბავი, რას ქვია არ იცი როგორ ხარ?
-აი ზუსტად იმას როგორც ისმის.
ვცდილობ ჩემი სიცილით დავმალო ის ემოცია, რაც ახლა ამ წამს გულში უსიამოვნოდ მეღვრება.
-ოჰ ნიკე. გამოცდებს როდის ამთავრებ?
-არვიცი მა, ალბათ ივნისის დასაწყისში.
-ხოდა საბერძნეთისთვის მოემზადე.
ღმერთო, ასე ბოლო რამდენიმე კვირაა არაფერი გამხარებია, იქ ისევ იმ ადგილას. ზუსტად ეს მჭირდება.
-მაა
-არ გცალია?
-არა მა, მიყვარხარ
ყურმილში მის მზრუნველ ხმას ვისმენ და ვუთიშავ. ლოგინზე ვწვები სასიამოვნოდ გაბრუებული, მაგრამ იმ ბიჭის ქცევა, მანერა, სურნელი, ვცდილობ, მაგრამ არ მავიწყდება. მაგრამ ვაღიარებ მამაჩემმა, სწორედ მაშინ იცის გამამხნევებელი „ზარები“, როცა ეს ნამდვილად მჭირდება. მამა თესალონიკიდანაა, საკუთარი ბიზნესი აქვს, ზეთის ხილის. არა არა, სულაც არ ვარ მამიკოს ფულებით განებივრებული, თავში ავარდნილი გოგო. მამაჩემი ცდილობს შემივსოს ის დანაკლისი, რაც განვიცადე და ყველანაერად ცდილობს ვიყო ისეთი, როგორიც ჩემი ნებისმიერი თანატოლია, ეს გამოდის თუ არა სხვა საკითხია.
ამ ფიქრებიდან ხმაურს გამოვყავარ. აივანზე გავდივარ, ქვემოთ ჩვეულებისამებრ ბიჭების „ხროვა“ მზესუმზირას შეექცევა. ვერ გამიგია საიდან ასეთი გამაყრუებელი ხმა. ოჰ, რა თქმა უნდა ნიტას რჩეული, ჩემი ახალი მეზობელი. „კი ნიკე დროა გული ვინმეზე იჯერო“, ქვეცნობიერი თავისთვის ცქმუტავს და მეტ მოტივაციას მაძლევს ის გავაკეთო რასაც ნებისმიერი იზამდა, მაშინ როცა დასვენების და დაძინების საშუალებას არ აძლევენ. ქურთუკს ვიღებ და ბინიდან გავდივარ, კიბეზე დიდი სისწრაფით ავრბივარ და კიდევ უფრო გულამომჯდარი, მთელი ძალით ვაბრახუნებ კარებზე. კარი იღება და სახე-წაშლილი ბიჭის სილუეტი თვალწინ მიდგება
-სინაზე გმართებს ახალგაზრდა ქალბატონო.
სიმთვრალით ჩაწითლებული თვალები უღიმის. სრულიად არ ვარ მისი უკბილო ხუმრობის ხასიათზე, თან ამას ისიც ემატება, რომ მისი ბინიდან გამომავალი სიმღერა, მისი ხმის გადაფარვას ახერხებს და ძლივს ვარჩევ მის სიტყვებს.
-მე თვითონნ უკეთ ვიცი ასეთ სიტუაციებში რა მმართებს, ამიტომ მოვითხოვ მუსიკას ისე დაუწიო რომ მინიმუმ შენს დაბლა მეზობელს ფიქრები არ დაუფრთხო.
ბინიდან ძმაკაც-დაქალების ხმები ირევა. ეძახიან ამ ყოვლად ფხიზელ და ჩამოძონძილ პიროვნებას და აპროტესტებენ ჩემს, ასე ვთქვათ, შემოჭრას. როგორ თუ, ნიკემ ამ ღრეობას, ცოტა ხნით მაინც სიჩუმე ჩაუნაცვლა.
-შემობრძანდი, მიგიღებთ..
ირონია დასთამაშებს სახეზე. ასეთ მომენტში იცის ჩემმა ქვეცნობიერმა რა მჭირს და ცოტა არიყოს შეშინებული, მოთმინებით მელოდება რას ვიზამ: „არა ნიკე გოგო ხარ, ხელს ვერ აწევ მოგერევა“. მართლაც, როგორი სხეული აქვს, მის თეთრ, ტანზე მომჯდარ მაისურში კარგად შესამჩნევია.
-არანაერი „შემობრძანდი“, „მიგიღებთ“. რაც ვთქვი ისე იქნება, თუ არა და ალბათ მოგიწევს მთელი ცხოვრება უშვილომ იარო. -და რაღა თქმა უნდა, ჩაირთო ნიკეს ტერმინოლოგიის აღზევება. მზერას მისი სახიდან მის ფეხებს შორის ვაჩერებ და რაც შემიძლია სახეზე ვცდილობ სერიოზული გამომეტყველება შევინარჩუნო.
ჩემს ნათქვამზე გულში დებილივით მეცინება, როგორც ჩანს არც ის ჩამომვარდება და თვითონაც ეღიმება, თან ისე რამდენიმე წამი გულში რომ სითბოს იგრძნობ, მაგრამ არა, მაინც მახსენდება რა უტიფარია და წარბებ შეკრული, ვუყურებ. ის დებილივით მომღიმარი, მე კი მის მოსაკლავად გამზადებული მდგომი კარის ზღურბლზე. ასე გასტანა რამდენიმე წამმა კიდევ, მანამ სანამ ნაცნობ სახეს, მის ზურგს უკან, ჩვენსკენ მომავალს არ მოვკარი თვალი. ღმერთო ჩემო, სანდრო. „სასწრაფოდ მოაგვარე მასთან ორი სიტყვით და მოშორდი აქაურობას“ ჩემი ქვეცნობიერი სრულიად წყობილებიდან გამოსული უკან ისევ სახლისკენ მექაჩება. მეც, რა თქმა უნდა, ვცდილობ თავი დავაღწიო არსებულ სიტუაციას და მოკლედ ვუჭრი:
-რაც ვთქვი ის თუ გაიგე, აქ აღარაფერი აღარ მესაქმება. ღამე მშვიდობის.
ის წამია რომ უნდა გამოვბრუნდე და ისევ დეჟავუსავით მეორდება, მკლავზე ხელს მიჭერს.
სიჩუმეს ზემოდხსენებული ნაცნობი სახე არღვევს:
-აუ ტო, ვიღაც შეშლილს ამდენ დროს რატომ უთმობ. შემოდი რა შენი გოგო ნერვიულობს...
ნეტავ მაძლევდეს წარსული იმის საშუალებას, მივბრუნდე და სახე შევულამაზო, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემს დანახვაზე რა რეაქცია ექნება. მაშინ, როდესაც გოგო მიგაგდებს, ძმაკაცებთან რეპუტაციის აღდგენას ცდილობ და ამისთვის ყველაფერს „იკიდებ“ გარშემო.
მოკლედ, სანდრო მორიგ ბარში გავიცანი დაახლოებით 4 თვის წინ. ჩვეულებრივი ბიჭია, რომელმაც ჩემი სიმთვრალით ისარგებლა და ის საღამო ჩემთან სექსით დააგვირგვინა. იმის შემდეგ არც მქონია სურვილი მასთან ურთიერთობის. კი, ის ფაქტორიც არის რომ ლოგინში სუფთა ხეა, ან ლოდი, ან რაიმე მსგავსი. ნუ როგორც ხდება, ბიჭმა „იბლატავა“ ძმაკაცებში გოგო დავკერეო, (ასეთი ბიჭების არ მესმის, ენა რომ უსწრებთ გონებას) მოსდო მთელ ვაკე-ვერას. ჰოდა კარგადაც ჩაფლავდა, რადგან ეს გოგო, (ანუ მე) საშინლად მოექცა. ამ ფაქტის შემდეგ არც მინახავს.
მისი სიტყვების გაანალიზებას ვცდილობ, როდესაც მკლავზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ვგრძნობ.
-შედი და მოვალ. -პასუხობს ის ძმაკაცს.
-კაი რა ნიკა ტოო, შემოდი რა გჭირს.
ხმას ერთი ტონით ამაღლებს, რაც საკმაოდ ცივად გამოსდის.
-შედი და მოვალ. -იმეორებს ის
-კაი ძმა, გელოდებით...
სანდრო უსიამოვნებას ირიდებს და უშედეგოდ ცდილობს მისი ძმაკაცის ზურგით მდგომი დამინახოს. ჩემდა საბედნიეროდ გარეთ სიბნელეა და ამას ვერ ახერხებს ან უბრალოდ თავს ვიმშვიდებ. სანდრო უკან ბრუნდება.
-რატომ ვწუხვარ რომ „ფიქრები დაგიფრთხე“? -მომიბრუნდა ისევ მე.
კითხვას იმდენად ამოუცნობი ინტონაციით მისვამს, ვერ ვხვდები ამას ირონია სდევს თუ რიტორიკულად სვამს და პასუხს არც ელის.
-მთვრალი ხარ და თუ შეიძლება ხელი გამიშვი, მტკივა.
გარეთ გამოდის და კარს ნელა ხურავს, რომ უმისობა არ შენიშნონ. აჰა, ის სურნელი, ანუ ნიკა, ანუ ჩემი ნიტას რჩეული. ეს უკვე მეტისმეტია, დღეისთვის მეყო. სიჩუმეა, კვლავ ის ახერხებს ამ სიჩუმის დარღვევას:
-კითხვაზე რატომ არ მპასუხობ?!
ახლა უკვე სრულიად მწყობრიდან გამოსული, ცივად ვუყვირი:
-ხელი მტკივა, გამიშვი...
-ჯერ პასუხს ველი..
ღმერთო რა უნდა ვუპასუხო ასეთ დროს არც კი ვიცი.
-არვიცი, ალბათ დამნაშავე ხარ და იმიტომ.
ხელს მიშვებს და კარებს აღებს ისევ აუჩქარებლად. ისევ ისეთივე შეგრძნებას მიტოვებს. ღმერთო, ერთ დღეს ორჯერ ,,დამაგოიმა“ ერთი და იმავე პიროვნებამ. „ნიკე ვიღაც საშინელ განსაცდელს გიგზავის გაუძელი“ ჩემი ქვეცნობიერიც უკვე გადაქანცული მთხოვს სახლის კარი გავაღო შევიდე და არასდროს არ გამოვიდე იქიდან, ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ მეცოდინება რომ სადმე ის ბიჭი არ შემხვდება, ა ჰო სახელი ხო ვიცი, სანამ ნიკა არ შემხვდება.



№1  offline წევრი isterichka123

კაია მომეწონა ასე გაგრძელე

 


№2  offline წევრი მოლურჯო

პირველი თავი კი გაზარდე
მაგრამ ვერ დავარქმევ კარგს ამ ისტორიას
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი nita1825

სევდიანი გიჟი
პირველი თავი კი გაზარდე
მაგრამ ვერ დავარქმევ კარგს ამ ისტორიას

იქნებ გეცადა და მოვლენების განვითარებას დალოდებოდი. რავიცი რავიცი :)
პირველი თავიდან, როგორც წესი, არ არის ხოლმე შესაძლებელი მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველო.

isterichka123
კაია მომეწონა ასე გაგრძელე

მადლობა საყვარელო <3

 


№4  offline წევრი ninia ))

საინტერესოა .. დაწყება მართლაც კარგია , მთვარია ასე თუ გააგრძელებ )) წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent