ბედისწერის ძალა(თავი 8)
ძალიან ბევრი ვიწუწუნე, რომ სახლში გამოვეწერე ჩემს პედიატრს და როგორც იქნა ნება დამრთეს დამეტოვებინა ეს მოსაწყენი ადგილი.სახლში შევედი თუ არა ბედნიერმა ბავშვივით დავიწყე ხტუნვა საწოლზე. -ტყუილად გიხარია, გარეთ მაინც არ გაგიშვებ. მითხრა დედაჩემმა და წვენი მომაწოდა.გაბრაზებულმა სახე ბალიშში ჩავრგე და მაინც მიხაროდა სახლში ყოფნა. -დედა სამსახურში არ უნდა მიბრუნდე? შევტრიალდი მისკენ,ის ჩემს ნივთებს ალაგებდა და თან ნერვიულად გამომხედავდა ხოლმე. -არ ა, შენთან ვრჩები. რომ გამოკეთდები მერე გავალ სამუშაოდ.მითხრა ისე ხმადაბლა რომ ძლივს გავარჩიე სიტყვები.ნეტა თუ ტირის? მაგრამ ამის დანახვა ვერ შევძელი რადგან ზურგით იდგა.ტელევიზორის პულტი ავიღე და უხალისოდ დავუწყე ეკრანს ყურება. ბოლოს ესეც რომ მომბეზრდა ლეპტოპი ჩავრთე და ფილმის ყურება დავიწყე. დღეები სახლში ჯდომოთ ისე გაიწელა, რომ მეგონა არასდროს არ დამთავრდებოდა ეს წოლითი რეჟიმი. ამასთან ერთად სახლში ჯდომისგან საშინელი დეპრესია დამეწყო.სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი და ვეუხეშებოდი ყველას ვინც ბავშვივით მექცეოდა.დედაჩემს მოთმინების საოცარი ნიჭი ქონია და მე ეს ამდენი წლის მანძილზე არასდროს შემიჩნევია.ნათლისღების დღესასწაულზე ნათლიაჩემმა მომინახულა. ისეთი თბილია ნინო ნათლია რომ შეუძლებელია მის მზრუნველობაზე გაბრაზდე.საჩუქარი ძალიან სასიამოვნოდ მეუცნაურა. მუსიკალური შკატულკა რომელიც იყო მრგვალი, ზომით ალბათ ხელის გულზე რომ დაიტევდი და ულამაზესი, თუმცა ჩემთვის გაუგებარი ნახატებით. როცა გასაღებს დაატრიალებდი ამოდიოდა გუგული, რომელიც ჭიკჭიკებდა.გაისმა ოთახში საოცრად ლამაზი მელოდია. ისეთი რომელსაც დამაწყნარებელ ეფექტი ქონდა.რატომღაც მელოდიის მოსმენის შემდეგ ძალიან დავმშვიდდი და სევდა შემომაწვა. არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.დედა გათიშული იყო და რამეს რომ ვკითხავდი თითქოს საერთოდ არ მისმენდა. ნინო ნათლის მთელი დღე ჩემთან იყო და როცა დედამ მიბილურზე საუბრის შემდეგ მითხრა რომ ხვალ ისევ მივყავდი საავადმყოფოში, ნათლიაჩემმა ხელი ძლიერად მომიჭირა და თბილად გამიღიმა. -არა არ მინდა.გავაპროტესტე მაშინვე და გაბრაზებულმა ზარბები შევკარი.დედაჩემი უთქმელად გავიდა სახლიდან ისე რომ თან მობილურიც კი არ წაუღია.მე და ნათლია დავრჩით მარტონი სახლში.რაღაცის სათქმელად პირი რამდენჯერმე დააღო, თუმცა ყოყმანობდა. მე მშვიდი სახე მივიღე და საწოლზე წამოვჯექი, თორემ მომბეზრდა უკვე ავადმყოფივით წოლა. -ანა იცი როგორ მიყვარხარ.დაიწყო უცნაური ხმით ნათლიამ და თან თითებს ათამაშებდა ჩემს თმებზე. -პირველად რომ გნახე ალბათ 5 წლის იყავი.ისეთი საუბარი იცოდი თითისტოლა ბავშვმა, რომ გავოგნდი. ვიცოდი რომ ძალიან განსხვავებული იქნებოდი და ყოველთვის მაინტრესებდა შენი ბედი.მაგიდაზე დადებულ ჭიქას დაწვდა და წყალი მოსვა. -მე და დედაშენი ახლო დაქალები არ ვყოფილვართ სტუდენტობის პერიოდში.მე პედაგოგიურზე ვსწავლობდი, ის კი სამედიცინოზე.ერთად არც ერთი ლექცია არ გვიტარდებოდა.ერთ დღეს დედაშენმა უნივერსიტეტში მოგიყვანა.პატარა, ფუმფულა არსება, შავი ხვეული თმით რომ დაგინახე, მაშინვე გავიფიქრე რომ ძალიან იღბლიანი იყო დედაშენი შენ რომ ყავდი.ისეთი სითბოთი მითხრა რომ ლამის ვიტირე. -დედაშენს გამოცდა ქონდა.მითხრა სახლში დამტოვებელი არ მყავდა და ამიტომ წამოვიყვანე ბავშვიო.მე შევთავაზე რომ მოგხედავდი სანამ ის გამოცდაზე იქნებოდა. იმ დღის მერე შემიყვარდი. სულ შენზე ვეკითხებოდი დედაშენს, არადა ერთად მხოლოდ ორი საათი გავატარეთ.ამ დროის მანძილზე პარკში გასეირნე და შენ ისე უპრეტენზიოდ დამყვებოდი და მესაუბრებოდი, რომ ეჭვი გამიჩნდა შენ ასაკთან დაკავშირებით. -მე კარგად მახსოვხარ.ის დღეც მახსოვს ბუნდოვნად, რადგან მას მერე მეც სულ გკითხულობდი.ვუთხარი თბილად და ხელი ჩავკიდე, რომელიც გაუჩერებლად უკანკალებდა, ალბათ სიცივისგან ან რამეზე ნერვიულობდა. -შენ მე ამირჩიე რომ მომენათლე და ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა.იმის მერე დავნათესავდით და მე შენ შვილივით მიყვარხარ და კარგად იცი რომ მარიამისგან არ განსხვავებ.მითხრა და ხელი ისე მაგრა მომიჭირა, რომ მეგონა ძვლები დამემტვრა.თავი დახარა და შეკავებულ სითხეს ნება მიცა მის ლოყებზე ჩამოგორებულიყო. -ძალიან მიყვარხარ.ვუთხარი სევდიანად. -იცი არსებობს ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა განსაკუთრებულად ძლიერები უნდა ვიყოთ.დაიწყო მას შემდეგ რაც სიტყვებს მოუყარა თავი.რაიმე უსიამოვნოს მოსმენის მოლოდინში გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა. -შენი ანალიზების პასუხებმა აჩვენეს რომ სისხლში გაქვს ლეიკოციტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ამიტომ ხვალ აუცილებელია გაკეთდეს ძვლის ტვინის ბიოფსია.ამის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება დიაგნოზი.მითხრა ოფიციალური სახით ოთახში ახლად შემოსულმა დედაჩემმა, რომელსაც ტირილისგან თვალები ჩაწითლებოდა.ძალიან უარყოფითმა ემოციამ გონება დამიბინდა.ყურებში აღარ მესმიდა დედაჩემის და ნინოს ხმა, არამედ საკუთარი ფიქრები. უცებ ისეთმა შიშმა შემიპყრო რომ მეტყველების უნარი დავკარგე.თუმცა რათქმაუნდა მე ჯერ განაჩენის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამიტომ მალევე დამიბრუნდა საღი აზროვნების უნარი და იმედის მზერით შევხედე დედაჩემს. იმ ღამით საერთოდ არ მეძინა, ჩემს საყვარელ მუსიკებს ვუსმენდი ფლეერში და თან მობილურიდან გადამქონდა სურათები ლეპტოპში.ცრემლის გარეშე ვერ ვუყურებდი ჩვენს სურათებს, რომლებიც კარგ დროს მახსენებდნენ. დილით ძალიან შევეცადე ცუდზე არაფერზე არ მეფიქრა, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ეს არც ისე ადვილი იყო.მე უბრალოდ ვფიქრობდი კარგზე და თავს ვიმშვიდებდი, იმით რომ არც ისეთი ბოროტი ვარ რომ ღმერთმა სატანჯველად გამიმეტოს.დედასთან ერთად საავადმყოფოში მისვლავ, ბავშვობა გამახსენა. მე ხომ ადრე დავყავდი ხოლმე ამ ადგილას ამიტომ აქაურობის არ მეშინია.დერეფანში თავდაჯერებულად ვადგამდი ნაბიჯებს და მანამდე ვაკონტროლებდი ემოციებს სანამ იმ საშინელ ოთახში არ შევედით.რაღაც გრძელი საწოლივით რომელიც შემდეგ ავტომატურად შედიოდა დახურულ სივრცეში. რაღაცით სოლარიუმის აპარატს გავდა.როცა იქ მყოფმა ახალგაზრდა ექიმმა მითხრა დაწექიო აი მანდ გავჭედე.მუხლებზე დავვარდი და ვიხვერწებოდი იმ რაღაცაში არ დავეწვინე. ისტერიკული ტირილი ამიტყდა და მანამ არ გავჩერდი სანამ ექიმმა წყალი არ დამალევინა.მაღალი, მხარბეჭიანი ექიმი, ძალიან მხიარული და თბილი აღმოჩნდა, არადა კაცი ექიმების სულ მეშინოდა განსაკუთრებით.მის მაგიდასთან დამაჯინა და დედასთან სხვა თემაზე დაიწყო საუბარი.მომეჩვენა რომ ძალით გადაუხვია სასაუბრო თემას და სანამ ისინი ლაპარაკით იყვნენ დაკავებულნო, მე გაქცევის გეგმას ვსახავდი.ბოლოს ფეხზე წამოვდექი და დანადგარის გარშემო დავიწყე სიარული.ხელით შევეხე, შიგნით შევიხედე რა ხდებოდა.ბოლოს კი ექიმს დაწვრილებით ავახსნევინე რამდენი ხანი მომიწევდა დახურულ სივრცეში ყოფნა.მან თბილად გამიღიმა და ამიხსნა, რომ როგორც ეკრანზე დაინახავდა იმას რისი დანახვაც ჭირდებოდა მაშინვე მორჩებოდა ეს პროცედურა. -არაფერს არ გიკეთებ, ტკივილზე ლაპარაკი ზედმეტია.უბრალოდ დახურული სივრცეა მეტი არაფერი და შენ არ უნდა იფიქრო იმაზე რომ შიგნით დარჩები და შენით იქედან ვერ გამოხვალ.აფირუაქებული ვუსმენდი.ტვინით ვაანალიზებდი რომ საჭირო იყო ამის გაკეთება და სხვა გზა არ იყო, მაგრამ გულის ფრიალს ვერაფერი მოვუხერხე.ბოლოს დავემორჩილე ექიმის ნებას და დავწექი.სანამ მე შინგნით ვიყავი ვცდილობდი სასაცილო მომენტები გამეხსენებინა წარსულიდან.პირველი რაც გამახსენდა იყო თათას დაბადების დღე.ორი თვის წინ რომ იყო და შეიძლება ითქვას რომ არის ერთადერთი ნათელი მოგონება.იმ დღეს გვიან ავედი თათასთან.თავიდან წასვლა ძალიან არ მინდოდა,რადგან მეგონა რომ ნახევარი კლასი იქ დამხვდებოდა თუმცა მან მაინც შეძლო ჩემი დარწმუნება და მეც მივედი მასთან ღამის ათ საათზე და წინა დღით ნაყიდი საჩუქარი წავუღე.მასთან მისულმა გავიცანი მისი ახლობლები,რომლებიც სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე სვამდნენ.ჩვენ ცალკე ვიჯექით,მის რამდენიმე დაქალთან ერთად რომლებსაც მე შორიდან ვიცნობდი.ერთი ჭიქა თეთრი ღვინო დავლიე და ისე მომეკიდა რომ ლამის თეფშში ჩამივარდა თავი.მერე გასაცილებლად წავყევით თათას დაქალებს უკუნით სიბნელეში და გზაში რაღაც სიმღერებს ვმღეროდით და თან უმიზეზოდ ვიცინოდით.თავი ნამდვილი გიჟი მეგონა და რაც მთავარის ვგრძნობდი თავისუფლებას,როცა შუა ქუჩაში მივდიოდი,ხმამაღლა ვიცინოდი და არაფერზე არ ვფიქრობდი.რა კარგი იყო ის დრო,არადა მის შემდეგ სულ ორი თვე გავიდა.მერე მალევე გადავრთე იმ მომენტზე როც დათოს შევხვდი პარკში.ის ისეთი მგობრული და თავაზიანია.მერე ნიკა გამახსენდა და ახალი წლის ღამე.როცა თვალები გავახილე უკვე გარეთ ვიყავი გამოსული იმ აპარატიდან და გავიაზრე თუ არა ეს მაშინვე წამოვხტი და წასასვლელად მოვემზადე.დედაჩემი გადამეხვია,ექიმმა კი შემაქო ისე თითქოს რაიმე საგმირო საქმე ჩამედინოს.საავადმყოფოდან გავედი თუ არა სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ბედნიერმა შევხედე დედაჩემს,რომელიც უხმოდ მომყვებოდა. **** რამდენიმე დღე ბებიაჩემის სახლში გავატარე ჩემს ბიძაშვილებთან ერთად.მათთან ერთად თამაშმა საერთოდ გადამავიწყა ის უსიამოვნო დღეები და დროებით გონება სხვა რამეზე გადავრთე,რასაც ვერ ვიტყვი დედაზე რომელიც ჩემს ყოველ მოქმედებას აკვირდებოდა.მართალია სიცხეებმა ცოტა დამიწია,რაც ალბათ იმ წამლების დამსახურებაა რასაც უკვე თითქმის ორი კვირაა რაც ვსვამ,მაგრამ ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენამ უკვე ჭკუიდან გადამიყვანა.ყოველ წუთს ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უნდა დაიწყოს ჩემი ტანჯვა.კიდევ კარგი რომ სკოლაში არ დავდივარ,თორე წარმომიდგენია რა საშინელი სანახავი ვიქნებოდი,როცა შუა გაკვეთილზე ცხვირიდან ან ღრძილებიდან წამსკდებოდა სისხლი.არც კი ვიცი გაიგო თუ არა დედამ ანალიზის პასუხები,რადგან ძალიან იშვიათად მელაპარაკება,მხოლოდ თვალყურს მადევნებს.ოჯახშიც ყველა რაღაც უცნაურად იქცევა და მე უკვე ეჭვები მტანჯავს რომ რაგაცას მიმალავენ.ერთადერთი ხსნა ამ სიტყვაციაში ან თათასთან საუბარია ან კიდევ ჩემს ტყუპებთან თამაში. ერთ საღამოს გავარკვიე რას მიმალავდნენ და მგონი ჯობდა საერთოდ არაფერი არ გამეგო. -რას მირჩევ როგორ ვუთხრა?ეკითხებოდა დედაჩემი ბებიაჩემს,რომელიც სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა შვილის პირისპირ. -არ ვიცი მეყოფა თუ არა ძალა რომ მე ვუთხრა.დაამატა ბებიაჩემმა მისთვის უჩვეულოდ რბილი ხმით.ვხვდებოდი რომ საცა იყო ტირილს დაიწყებდნენ.მე ვგრძნობდი როგორ გამიჩერდა გულისცემა და სუნთქვა.მეგონა რომ ჰაერი ჩემს გარშემო მოწამლული იყო და არ უნდა მესუნთქა. -ქიმიოთერაპიის დაწყებაა დროულად საჭირო,მეტს ვეღარ გადავდებ.ამბობდა დედაჩემი და თან ფანჯრიდან სივრცეს გაჰყურებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.