შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XXIII


5-05-2016, 21:13
ავტორი MariLerman
ნანახია 1 813

ჰემინგუემ პარიზს მოძრავი დღესასწაული უწოდა..
ნამდვილად არ შემცდარა მწერალი, მოძრავ დღესასწაულს მე მსოფლიოს დედაქალაქად მივჩნევ.
ჩემი ყველანაირი მცდელობა, კარგად გადმოგცეთ, თუ როგორ ვიცხოვრე პარიზში 4 დღე, წინასწარ ვიცი - უშედეგო იქნება, რადგან ჩემს ხელს, გონებასა და აზროვნებას, ან თუნდაც ამ ყოველივეს ერთად , არ შესწევთ ძალა სიტყვებით გადმოსცენ ეს დიდებული გრძნობა.
11-ს ეკლო 15 წუთი როდესაც სტრასბურგის სადგურიდან მატარებელი პარიზის მიმართულებით დაიძრა. ჩემს ადგილას ვერ ვჩერდებოდი, მოსვენება მქონდა დაკარგული, ეს გრძნობა ნერვიულობას აღემატებოდა, ვერ ვიჯერებდი რომ სულ რაღაც 2 საათსა და 20 წუთში პარიზში აღმოვჩნდებოდი. ლევანსა და ტროის ნაკლებად ეტყობოდათ ნერვიულობა, თუმცა ლევანს როგორ დაეტყობოდა ის, რასაც არ განიცდიდა? პარიზში 2 თვეში ერთხელ მაინც უწევდა ჩასვლა, ამიტომ იქაურ ქუჩებზეც კი იყო შეჩვეული. ტროიანის სიმშვიდე კი უფრო იმაზე მიანიშნებდა, რომ მორცხვი ადამიანი იყო. მატარებელში 2 საათი გავატარეთ, მე კი ამ ორ საათში მოვახერხე და ყველა მგზავრმა გაიგო ჩემი ემოციები და გრძნობები პარიზში ჩასვლასთან დაკავშირებით. ტროიანის სიმშვიდე მაოცებდა, ის პარიზში ერთხელ იყო ნამყოფი, მაგრამ ნუთუ ყველა ჩასვლას ერთი და იგივე განცდა და სიხარული არ მოაქვს?
მე ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, როდესაც პარიზის მიწაზე უკვე მეორედ დავდგი ფეხი, თუმცა მეორე შემთხვევა გაცილებით უფრო შთაბეჭდავი და სიხარულის მომგვრელი იყო, ამიტომ დღეს უკვე თამამად ვამბობ, რომ ჩემი პირველი შეხვედრა პარიზთან შედგა ზუსტად ამ დღეს და ეს იყო 3 ნოემბერი... ნოემბერი! ყველაფერი სასწაულებრივი ჩემს ცხოვრებაში ხომ ნოემბრის თვეში ხდება.. ტრადიცია არ ირღვევა, ნოემბერი არ მღალატობს, პირიქით, უფრო მეტად მაყვარებს თავს და მეც ვიცი, რომ მთელი თვის განმავლობაში კიდევ ბევრ მოულოდნელობებს უნდა ველოდო, რომლებიც, რასაკვირველია, მხოლოდ დადებით ემოციებს მომგვრიან..
ქალაქის ყოველი კუთხე-კუნჭული, ყოველი გამვლელი ადამიანი რაღაც დადებითის მატარებელია, პარიზელების განწყობა მუდამ ამაღლებულია, იშვიათად თუ შემოგხვდებათ ადამიანი დამწუხრებული სახის გამომეტყველებით, ასეთი კი მხოლოდ საქმიან შეხვედრაზე მიმავალი ბიზნესმენი ან თუნდაც მაღალი თანამდებობის პირიც შეიძლება იყოს, ქართველებისთვის რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მათთვის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ტრანსპორტია.
ქალაქის მოწესრიგებულობა და სისუფთავე რასაკვირველია მატარებლიდან გადმოსვლისთანავე შევნიშნე. ამაზე საუბარი ზედმეტია, ვფიქრობ ყველასთვის ცნობილია თუ როგორი ყურადღება ექცევა ქალაქის სისუფთავეს ევროპის უდიდეს ქალაქებში.
მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩემი ბავშვობის ყველაზე სანუკვარი, სიზმარში ათჯერ ხილული, გონების დამბინდველი და ნამდვილი სიყვარულის არსის მასწავლებელი მოთხრობის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საყვარელი სცენების გაცოცხლების შანსი მეძლეოდა. გული საგულეს არ ჩერდებოდა, ამოვარდნას ლამობდა. ჩემი ბავშვობის უდიდესი ნაწილი მელოდა, მე შევძლებდი მის წინ დგომას და მისით დატკბობას....ათჯერ ხილული მიცხადდებოდა, ეს ოცნების ახდენაზე მეტია!
ნათლიამ გამაფრთხილა, რომ კარგად იცოდა ჩემი თავისუფალი ხასიათი, მაგრამ პარიზი მაინც არ იყო ისეთი ქალაქი, სადაც თავი ბოლომდე დაცულად შეგეძლო გეგრძნო. ის მთელი დღეები საქმიან შეხვედრებზე უნდა ყოფილიყო, მე და ტროი კი ჩვენით დავათვალიერებდით ქალაქს.
პარიზის მონახულებით ჩემს ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება შეემატა. იმ დროსაც, თავში მიტრიალებდა ფიქრები, რომ ოდესღაც, მე და ნიკო ამ ქალაქში ერთად დავბრუნდებოდით... იმ მომენტშიც კი, ჩემს ყოველ გადადგმულ ნაბიჯს მასზე ფიქრები მოსდევდა...
მეოთხე დღეს, ანუ როდესაც უკვე ვბრუნდებოდით სტრასბურგში,
ერთ–ერთ ძალიან საინტერესო პაწაწინა მაღაზიაში ზუსტად ჩემთვის შექმნილ წიგნაკს მივაგენი. წიგნაკს გარედან დიდი, ლამაზი, მოხატული ასოებით ეწერა: Novembrious... გამყიდველს ვკითხე, თუ რას აღნიშნავდა ეს სიტყვა, მან კი მაჩვენა წიგნაკები დანარჩენი 11 თვის სახელის წარწერით. გადავწყვიტე მეყიდა და მასში ჩამეწერა ჩემი და ნიკოს დამაკავშირებელი აბსოლიტურად ყოველი დეტალი... შენაძენით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ერთი სული მქონდა, როდის შევუდგებოდი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნათელი წერტილის, ნიკოს შესახებ მოგონებების მასში ასახვას...

*******

7 ნოემბრის სიზმარი დღემდე, ჩემი ცხოვრების ერთ–ერთ ყველაზე გარდამტეხ, საშინელ და ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო შემთხვევად რჩება. დღემდე ცხადად მიდგას თვალწინ მასში ხილული ნებისმიერი მომენტი, დღემდე მისი გახსენებისას გული მეკუმშება და დღემდე ვევედრები დედას შენდობას, დღემდე ვუხდი მას მადლობას და დღემდე ვუყვირი ბოლო ხმაზე, რომ მიყვარს, უსაზღვროდ მიყვარს და მტკივა და ასე იქნება ჩემი ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე.
„ყველაფერი ერთმანეთში ირევა, მთელი მსოფლიო ჩემს ირგვლივ ტრიალებს, ის კი მიყურებს, დგას გაუნძრევლად, მხოლოდ მიყურებს და ელოდება, რა მოხდება.. ის ხედავს, რომ გასაჭირში ვარ, ის ხვდება, რომ დახმარება მჭირდება მაგრამ არაფერს აკეთებს... რამდენიმე წამიც და, ალბათ გაექანება, ალბათ მიხვდება, რომ მის გარდა ახლა ვერაფერი გადამარჩენს, სულ წამებია დარჩენილი, და მისი იასავით ნაზი თითები ჩემს სახეს შეეხება, ვერ ვექანები, თითქოს მოსჯილი მქონდეს ეს მდგომარეობა, თითქოს გაქანებას ტყვიის შუბლზე დატანება მოჰყვებოდეს.. ისინი მერჩიან, მეძახიან, მომდევენ, უცდიან ჩემს საბოლოო განადგურებას, მე კი კვლავ მას შევცქერი, მის დახმარებას ველი, იმედს ვიტოვებ, რომ არ გამწირავს...
– დედა... დედა დამეხმარე...
– ერთადერთი ვისაც შენი გადარჩენა შეუძლია, ისევ შენ ხარ ანნა...
– დედა, ხელი მომაწოდე....
– ანნა, დაბრუნდი, დაბრუნდი იქ...
– დედა, გადამარჩინე, გთხოვ.....
– დაბრუნდი, მისსა და შენს ცხოვრებას აზრზს ნუ დაუკარგავ, დაბრუნდი....ანნა....
დაბრუნდი....
გაღვიძების მომენტში დაუფლებულმა შეგრძნებამ მიმახვედრა თუ რას გრძნობს ადამიანი როდესაც კომიდან გამოდის... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საიქიოდან დავბრუნდი. .. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნინა ჩემთან მოვიდა. მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში თვალზე ცრემლი არ შემშრობია, მიმოვიხედე ირგვლივ და გულისცემამ იმატა, წამებში გონებაში ამოტივტივებულმა მოგონებებმა, დედაჩემის ულამაზესი სახის დანახვამ სიზმარში მიმახვედრა, რომ არანირი პარიზი, არანაირი ახალი ცხოვრება, არანაირი ახალი სამსახური, ახალი პერსპექტივები, არანაირი საფრანგეთი და არანაირი განსხვავებული ხალხი მე არ მჭირდება... ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტი, როდესაც უნდა გადამეწყვიტა, დავრჩებოდი აქ, თუ დავრბუნდებოდი იქ, სადაც ჩემი სულის უდიდესი ნაწილი მელოდებოდა, იქ, სადაც ერთადერთი ადგილი იყო, ჩემი ბედნიერი ცხოვრებისთვის. იქ სადაც მელოდებოდა ის, ვისი გადაყვარებაც ჩემს ძალებს აღემატება, ის ვისთვისაც მე სიცოცხლეს ახლა, ამ წუთას, როდესაც მეტყვით – დავთმობ.... წამოვდექი თუ არა ტანზე ჩავიცვი, გადმოვიღე ჩემი ჩემოდანი და ჩალაგება დავიწყე. თამამად შემიძლია ვთქვა, იმ მომენტში გონება აბსოლიტურად გათიშული მქონდა, ვერ ვაზროვნებდი... უბრალოდ მკარნახობდა ინსტინქტი, რომ უნდა ჩამეცვა, უნდა ჩავსულიყავი ქვემოთ, მადლობა გადამეხადა თითეული დღისთვის და დავბრუნებულიყავი იქ, საიდანაც არასოდეს, არასოდეს უნდა წავსულიყავი.
ქვემოთ ჩასულს ჩემი გაუაზრებელი ჩაცმულობის, ტირილში გაბერილი თვალებისა და ტირილის ხმაზე ლუი ფეხზე წამოვარდა, მომეჭრა და ჩემოდანი გამომართვა... ეცადა, დავემშვიდებინე და გადაეფიქრებინა ჩემი დაბრუნება, შევეწინააღმდეგე, მაგრამ მაინც ძალიან ბევრს მთხოვდა, რომ დავმშვიდებულიყავი და არ წავსულიყავი, ყველაფერი დალაგდებოდა.. მაგრამ ჩემთვის იმ მომენტში არანაირი აზრი არ ჰქონდა მის მუდარას, მე არ მაინტერესებდა მისი ფიქრები და განცდები, მე მქონდა დასახული მიზანი, რომ ჩავსულიყავი ბათუმში, თვალებში უკვე მედგა ჩემი პატარა ქალაქი და უკვე ცხადად ვხედავდი ჩემს იდეალს, ჩემი სიცოცხლის მარადიულ სიყვარულს... მე უკან დახევა აღარ შემეძლო. წამებში შემძულდა სტრასბურგი, ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა.
ვერც ელიზას, ვერც დანიელის, ვერავის ნახვა ვერ მოვახერხე. ნახევარ საათში ლევანი სახლში მოვიდა და როდესაც ჩემი მდგომარეობა დაინახა, არაფერი უკითხავს, უბრალოდ ლუის უთხრა, რომ ჩემთან დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა და რამდენიმე წუთში სახლიდანაც გავედით. უდიდესი მადლობა გადავუხადე ლუის იმ ყველაფრისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემთვის აკეთებდა, ჩავიხუტე ჩემი ტროი, ჩემი ლეო და დავემშვიდობე მათ სახლს, რომელიც ერთი წელია, ზუსტად ერთი წელია მიფარებდა.
საქართველოსკენ მიმავალ გზაში, ჩემს პატარა წიგნაკში, ჩავწერე ყველაფერი, რაც მე და ნიკოს გვაკავშირებდა და ჩავაქსოვე ჩემი გული და სული... ჩავწერე აბსოლიტურად ყველაფერი და ისევ ჩემს ნაწერს ვკითხულობდი და ამით ვიმძიმებდი მდგომარეობას. მინდოდა, ეს წიგნაკი მისთვის მეჩვენებინა... შემდეგ კი, ერთად გადაგვეკითხა, ერთად გვეცინა, სევდით გაგვეხსენებინა ესა თუ ის მომენტი.. ერთი სული მქონდა, როდის დავდგამდი სამშობლოს მიწაზე ფეხს.


******

ის, რაც ბათუმში დაბრუნებისას განვიცადე, ყოველმა ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ცხოვრებაში.. თუ რაოდენი ბედნიერებაა დაბრუნება იქ, სადაც შენი ფესვებია...
როდესაც შორიდან ბათუმის ღირშესანიშნაობების ციმციმი დავინახე, სული სასიამოვნოდ ამიფორიაქდა. ნამდვილად არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, სიმართლე გითხრათ, გული კარგს არაფერს მიგრძნობდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ დავბრუნდი, რამდენადაც შანსი მეძლეოდა რამის შეცვლის.. კვლავ სიზმარზე ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა შემდეგი დღე, რომ დედაჩემის სასაფლაოზე მივსულიყავი...
ვაჟასთან სახლში მისულს, ჩემი დანახვით სოფიას თვალებშიც კი გულწრფელ სიხარულს ვკითხულობდი.
თინა გულში მიკრავდა და ტიროდა, გამუდმებით იმას მიმეორებდა, რომ აღარსად გამიშვებდა.
– ანნა, ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ, ღმერთო, ეს რა კარგი გადაწყვეტილება მიიღე... ჩემო ლამაზო, როგორი შეცვლილი ხარ, ასეთი ტანისამოსი არასოდეს მინახავს შენზე!
– ნამდვილი რომი შნაიდერია რაა... – დაამატა იუმორით ვაჟამ.
– მამა, გერმანელი იყო რომი... მთელი ცხოვრება რომ საფრანგეთში ვიცხოვრო, მაინც ვერ დავემსგავსები ნამდვილ ფრანგს. ისინი განსხვავებულები არიან... – ვაჟასგანაც კი არ მოველოდი ასეთ თბილ დახვედრას. მახსენდებოდა მისი მუქარა, მინიმუმ ორი წელი არ იფიქრო დაბრუნებაზეო...
– ნამდვილად ძალიან დახვეწილხარ ანნა, ასეთი სტილი გაცილებით გიხდება. – სოფიას მადლობა გადავუხადე, ჩემდა გასაკვირად, არანაირ ზიზღს ამ ადამიანის მიმართ აღარ განვიცდიდი. რეალურად ვუყურებდი ყველაფერს, ცხოვრებამ კი მიჩვენა, რომ წვრილმანებზე ყურადღება არ უნდა გაამახვილო.
ღამის სამ საათამდე ვისაუბრეთ, ფრანგული თავგადასავლის ძალიან მცირედი მოვუყევი შემდეგ კი დასაძინებლად გავეშურე, უბრალოდ ზედმეტად გადაღლილი ვიყავი, შეიძლება ითქვას, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ველოდი გათენებას, გული მიგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.

******

„ყვავილები მოგიტანე, ჩემო ლამაზო დედიკო.. როგორ მენატრები? ნეტა ჩემთან იყო, ნეტა სულ სხვაგვარად ყოფილიყო ყველაფერი.. ნეტა გებრძოლა, ჩემთვის გეთქვა... ერთად გავუმკლავდებოდით ყველაფერს, დედა.. რატომ დამტოვე... ყველაფერს შევცვლიდით, შევიცვლებოდით ჩვენ თვითონაც... გული მტკივა დედა, შენ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნაზი, გამორჩეული დედა იყავი... მიყვარხარ, მიყვარხარ დედა... მენატრები...“
ცრემლები შეუჩერებლივ მდიოდნენ. ამდენი ტკივილის ატანა არ შემეძლო. მახსენდებოდა ყველაფერი რაც დედასთან მაკვშირებდა და ბრაზი, წყენა, სევდა, ტკივილი, უბედურების განცდა მახრჩობდა...
სასაფლაოზე დაახლოებით ორი საათი ვიყავი და ამ დროის განმავლობაში სულ იმაზე ვფიქრობდი, რა უნდა მექნა... ბათუმში, ამ ქალაქში, დედაჩემის გარეშე... ნიკოს გარეშე... ვფიქრობდი სად იყო, სად შეიძლებოდა მისი ნახვა.. ვფიქრობდი მიმიღებდა თუ არა, მაპატიებდა თუ არა ჩემს უდიდეს დანაშაულს, რას მოიმოქმედებდა...
„ღმერთო, ოღონდ მის თვალებში ჩამახედა, მეტს არაფერს გთხოვ.. ოღონდ დავინახო, ჩემს წინ იდგეს და ვგრძნობდე მის სუნთქვასა და გულისცემას... არსებობისთვის, მეტი არაფერი მჭირდება...“
სასაფლაოდან პირდაპირ ნიკოს სახლისკენ წავედი. მუხლები მიკანკალებდა... მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახვის გამო მთებს გადავდგამდი, მეშინოდა... მეშინოდა მისი რეაქციის, შეხვედრის, შედეგის.. არაფერზე ფიქრი არ შემეძლო. ქუჩებში ლანდივით დავდიოდი, ვერ ვამჩნევდი ვერც გვერდით გამვლელებსაც.
მეხუთე სართულზე ფეხით ასვლამდე ალბათ ასჯერ შევისვენე, შიშისგან და ნერვიულობისგან რამდენჯერმე უკან გაბრუნდი კიდევაც, რამდენიმე წუთი კიდევ კარების წინ, გაშეშებული ვიდექი და ძალებს ვიკრებდი... საბოლოოდ ძალამოკრებილმა კარებზე დავაკაკუნე...


___________________________

შეიძლება იფიქროთ, ასეთ პატარა თავში პარიზში ჩასვლა და ბათუმში ჩამოსვლა როგორ ჩაატიაო, მაგრამ ასეთ მომენტებს გაწელვა არ მოუხდებოდა ჩემი აზრით :)) წინა თავს ძალიან ცოტა ნახვა აქვს, 2-3 ადამიანი კითხულობს მგონი ისტორიას ..: ისტორიის სათაურმა დააფრთხო ხალხი მგონი :)) რას ვიზამთ. ხვალვე დავდებ შემდეგ თავსაც, იმედია მოგწონთ



№1 სტუმარი ბალუ

გელოდები მალე დადე რაა ჩემთვის ზუსტად ის იყო რაც უნდა ყოფილიყო ყოჩაღ აბა ხვალამდე ❤❤❤

 


№2 სტუმარი m

chemtvis yvelazesayvarelida saintereso istoriaa:))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent