ნუთუ ყველაფერი ასე უნდა დამთავრდეს?!(I თავი)
მოკლედ ეს მოთხრობა ეხება ერთ გოგონას რომელიც გულგატეხილი უცბად აღმოჩნდება პარიზში, მისთვის ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული მაგრამ... დანარჩენს მერე მოგიყვებით წვიმიანი დღე იყო, ძილის ამინდს რომ ეძახიან, მაგრამ პარიზის ქუჩებში ხალხს რა დალევს. ტურისტები, მოქალაქეები აქეთ-იქით დადიოდნენ, ათასგვარ სახეს ნახავდით, მოწყენილს, ნაღვლიანს, მხიარულს, მაგრამ ამ ათასგვარი რასისის ხალხში უდავოდ შეამჩნევდით ერთ მშვენიერ ქალბატონს(ამას თვითონ ასე არ თვლიდა). მისი სახე განსხვავებული იყო, რაღაც მიუწვდომელი, ამოუცნობი. ერთი შეხედვით ლაღი და ხიარული ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა და თითქოს რაღაცას ეძებდა, თითქოსსწყურია რაიმეს ნახვაო, ათასგვარი გამომეტყველებდა და ემოცია გადაურბენდა ხოლმე სანუკვარ სახეზე, რომელზეც ნიუ იორკში ბევრი კაცი გიჟდებოდა და ოცნებობდა მასთან შეხებაზე. ეს ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის დღე იყო, არაფრით სხვებისგან გამორჩეული, გრიზელდა კი ნელი ნანიჯით ბიაბიჯებდა ქუჩიდან ქუჩაზე, მაღაზიიდან მაღაზიაში, თვითონაც არ იცოდა თუ რა სურდა, სახეზე ერთი შეხედვითაც კი შეამჩნევდიტ რომ ამ ქალაქში პირველად იყო, მაგრამ გაოცებას არ გამოხატავდა მისდამი, მას სულ სხვა რამ ადარდებდა. მის თავში ათასგვარი ფიქრი ირეოდა და გონებას უწამლავდა მას... წიგნების მაღაზიაში შევიდა თუ არა უეცრად ნაცნობს შეეჩეხა, არც ამან გააკვირვა. -ო, გამარჯობა გრიზელდა აქ საიდან მოხვდი? დახმარება ხომ არ გჭირდება? ჰკითხა ტომასმა. ტომასი მისი ყოფილი თანამშრომელი იყო კოლუმბიაში, ერთ დროს გრიზელდას მეგობარიც იყო. -გამარჯობა ტომას, გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დავიწყო და ამბობენ ეს ქალაქი ყველაფერს შველისო, ამიტომ ჩამოვედი, შენ რა გინდა აქ? -სამსახურში ძალიან დაგვაკლდი ხომ იცი... დაბრუნებას ხომ არ აპირენ? შენს გვერდით ვიქნებით ხომ იცი, ჯოს გამო კიდევ ერთხელ ვწუხვარ, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. მე მივლინებაში ვარ ერთი კვირით, ჩვენი კომპანიიდან, ეს მაღაზია მირჩიეს და მოვედი რომ რამე ვიყიდო სამახსოვროდ, თანაც ხომ იცი კითხვა როგორ მიყვარს. პ.ს გავაგრძელო? დიდი სისულელეა ...გრამატიკულ შეცდომებს არ მიაქციოთ ყურადღება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.