შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Da Vinci's demons / დავინჩის დემონები [2]


5-05-2016, 21:38
ავტორი SUNNY.
ნანახია 1 727

მოკლედ, რადგან წინა თავში ვერ გაიგეთ აწმყო რომელია და წასრსული რომელი, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცადე მიმენიშნებინა თქვენთვის, აწი მივაწერ პირდაპირ, რომ აღარ აირიოთ.
ჰო და, თავიდან ალექსანდრეს პერსონაჟს ერქვა დათა, შემდეგ შევუცვალე სახელი და ერთგან დამრჩენია, დათა დამიწერია შემთხვევით .. ისე გაიოცა ვიღაცამ , რომ ცოტა შემეშინდა ..
სასიყვარულო საიტია, მეგობრებო და პირველ რიგში ერთმანეთი გვიყვარდეს. გკოცნით.

888 (აწმყო)

სიგარეტს გაუკიდა და ტატას ფანჯარას მიაჩერდა. 4 წელი. 4 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც აქედან წავიდა და 6 მას შემდეგ, რაც უყვარდა. იმის წარმოდგენამ, რომ ტატა შეიძლებოდა აივანზე გამოსულიყო და დაენახა, ფილტვები შეუკუმშა.
ოღონდ ახლა არა. ახლა ვერ აიტანდა მის დანახვას. თუნდაც შორიდან, მხოლოდ თვალის მოკვრას ...
არ იცოდა, როგორ ცხოვრობდა ტატამდე, ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ცხოვრება მანამ, სანამ გაიცნობდა. ყველა გზა მიდიოდა ტატა მინდელისკენ. არ არსებობდა ნაბიჯი, მის გარეშე. არ არსებობდა აზრი, სადაც ის არ იყო, არ არსებობდა არც ერთი გადაწვეტილება მასზე ფიქრის გარეშე.
როგორ უნდოდა შეეხედა იმ მოციმციმე თვალებით, როგორითაც უყურებდა ოდესღაც. როგორ უნდოდა, ისევ დაენახა მისი ოდნავ დაბნეული მზერა და ღიმილი .. წარმოუდგენლად ლაღი და თბილი. როგორ უნდოდა ენახა ოდნავ აფორიაქებული ტატა, რომელიც ყველაზე ზრუნავდა ჩუმად, თავისთვის. როგორ უნდოდა, ისევ ჰყვარებოდა.
ისიც არ იცოდა, რატომ ჩამოვიდა. რატომ დაანგრია ამ ოთხ წელიწალში, კანადაში აწყობილი კარიერა და რატომ დატოვა ყველაფერი ასე მარტივად.
ტატასთან მიკარებას რომ ვერ გაბედავდა, ეს იცოდა.
ახლა იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ოდესმე.
ახლა იმაზე მეტად უნდოდა მისი სურნელის შეგრძნება, როგორც არასდროს.
ახლა იმაზე მეტად აწუხებდა სინდისი, ვიდრე მაშინ, იმ დაწყველილ დღეს.

888 (აწმყო)

-რა .. რას აკეთებ?
თვალები გაუშტერდა იკას კარში გაჩხერილი, ჩემოდნებიანი ალექსანდრეს დანახვისას,
-შენთან საცხოვრებლად გადმოვდივარ, სანამ სხვა ბინას ვიპოვი სადმე. - მეგობრისთვის არ შეუხედავს, ისე მიხურა რკინის კარი სანდრომ.
-რატო?
-რა იყო, ბიჭო, წავიდე? - ნერვები ყელში მოაწვა.
-შარზე ხარ, შე/ჩემა? შემოიტანე ეგ ჩემოდნები და მოდი.
ვისკი დალიეს ცოტა .. იმისთვის, რომ 4 წლის შემდეგ ურთიერთობა მეტად გამარტივებოდათ. იმისთვის, რომ სანდროს სუნთქვა ოდნავ გაადვილებოდა და იმისთვის, რომ საერთოდ ხმა ამოეღოთ.
-სახლში რატომ არ გინდა დაბრუნება? - იკითხა იკამ მას შემდეგ, რაც სანდრო ოდნავ მოეშვა და ნორმალური , ადამიანური იერი დაუბრუნდა, - სანამ მეტყოდე, ახალი ცხოვრების დაწყება მინდაო, გეტყვი, რომ მაგ ტყუილს არ დავიჯერებ.
სანდრომ მხოლოდ გაუღიმა ისე .. რაღაცნაირად, როგორც იცოდა ხოლმე .. ძველებურად. მხოლოდ ღიმილი შემორჩენოდა ძველებური.
-ტატას ოთახში შუქი სულ ანთია.
ეს სახელი ოთხი წლის განმავლობაში, მგონი პირველად თქვა ჯაშმა და იკამ ახლაღა შეამჩნია, ხმაც როგორი შეცვლილი ჰქონდა. რაღაცანირად მილეული, მიმწყდარი, ისე, თითქოს ძალიან მალე საერთოდ გაუქრებოდა.
ნერვიულად აათამაშა თითები მუხლებზე იკამ. ეს იყო ის შემთხვევა, როცა მგონი, სანდროზე მეტად თუ არა, ნაკლებად არც თვითონ დარდობდა. დღემდე ვერ შეგუებოდა იმ მდგომარეობას, რომ ეს ურთიერთობა ასე უნდა დასრულებულიყო.
-სანდრო, შენ თუ აქ დაბრუნებას მართლა აპირებ, მგონი, რაღაცებთან ან შეგუება, ან დავიწყება მოგიწევს. სულ ასე ვერ იქნები და ვერც ღამეებს გაათენებ მთელი ცხოვრება.
-იკა, თუ ძმა ხარ, რა ..
-ჯანდაბა, როგორ მინდა თავ-ყბა გაგიერთიანო ... როგორ მინდა გცემო იმისთვის, რაც გააკეთე.
რომ ეცემა, ალექსანდრე ნამდვილად უკეთ იგრძნობდა თავს. ოდნავ, სულ ოდნავ მაინც მოეშვებოდა. ის უფრო ანადგურებდა, რომ არავინ უყვიროდა, რომ არავინ მუშტავდა ხელებს მისი დანახვისას, რომ ყველა ისე მშვიდად ესაუბრებოდა, თითქოს ამის ღირსი ყოფილიყოს.
-ნახულობთ ხოლმე? - იკითხა მან და გული მოეკუმშა.
ეს იყო პირველი შეკითხვა, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ტატაზე დასვა.
-რაც ჩამოხვედი არ გვინახავს. აზრზე არ ვარ, როგორ უნდა ვუთხრათ .. მაგრამ ელე დაელაპარაკებოდა უკვე, ალბათ.
-ჰო .. ეტყოდა.
-რომ წახვედი, ძალიან ცუდად იყო. კარგად, მგონი იმის შემდეგ არც არასდროს ყოფილა, პროსტა მგონი, ჩვენც შევეგუეთ იმ მდგომარეობას, რომ ტატა ვეღარასდროს იქნება ისე კარგად, როგორც იყო.
-ნუ მიყვები, რა .. - ხმა სულ წაერთვა ალექსანდრეს. თვალები ჰქონდა სისხლიანი.
თითები ეწვოდა, ისე უნდოდა ტატას შეხებოდა. ისე უყვარდა, იმდენად ... იმდენად უყვარდა, რომ ამდენის ატანა მართლა აღარ შეეძლო.
-დამაცადე, - იკა არ აპირებდ აგაჩუმებას, - უკანასკნელი არაკაცივით რომ მოიქეცი, ეგ შენც იცი და მეც, მაგრამ შენი წასვლით უარესი რომ გააკეთე, ეგ მინდა იცოდე. გაპატიებდა. დიდი ხნის წინ გაპატიებდა და ახლა ყველაზე ბედნიერებიც იქნებოდით, შენ რომ არა. შენი ეგ ზედმეტად სამართლიანი ხასიათი რომ არა, რომელიც დღემდე ბოლოს გიღებს, ალექსანდრე, - უკვე ყვიროდა იკა და სანდროს მაზოხისტურად სიამოვნებდა, რომ იმას იღებდა, რაც დაიმსახურა, - ტატას საერთოდ რომ არ ახსენებდი, ეგ უფრო დიდი არაკაცობა იყო და საერთოდ, რა ჯანდაბა გამართება, შე/ჩემა, მაგას დღემდე ვერ ვიგებ.
-და მერე რა, რომ მაპატიებდა? შენ გგონია, მე ვაპატიებდი საკუთარ თავს?
-და შენ გგონია, რომ რაც გააკეთე უკეთესი იყო? გგონია, რომ შენი წასვლით თავისუფლად ცხოვრების საშუალება მიეცი? გეგონა, რომ აღარ დაგინახავდა, თავს უკეთ იგრძნობდა? ჩააქრე. შენ ჩააქრე, ალექსანდრე. თვალებიდან ვარსკვლავები აღარ სცვივა, არც ისე იღმის, როგორც ადრე. შენთვის ჰო ... შორს ყოფნა შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო. რომ აღარ დაინახავდი, გაწყვეტილი სინდისის ძაფი ასე ძალიან აღარ შეგაწუხებდა, მაგრამ მისთვის რომ ასე უარესია, რატომ არ გესმის? იმაზე დარდობდა, რომ იცოდა, შენ რა ცუდად იყავი .. საკუთარ თავზე წამით არ უფიქრია .. არ ვიცი, ასე როგორ შეუყვარდი .. იმის მერე, რაც გააკეთე, შენზე ნერვიულობდა ..
-იკა, გაჩუმდი! - უკვე ღრიალებდა ალექსანდრე და იკა მიხვდა, რომ მიზანს მიაღწია.
ალექსანდრე იყო ის ერთადერთი მეგობარი, რომელსაც სამყაროს დახვრეტა რომ მოენდომებინა, იკა დაუფიქრებლად ამოუდგებოდა მხარში. მიუხედავად იმისა, რომ ჭკუიდან გადაჰყავდა მის ხასიათს, სანდრო ჯაში იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვისზეც წარმოდგენა უბრალოდ „ვერ“ ეცვლებოდა. სულ მართალი იყო. რომ წავიდა, იმაშიც მართალი იყო. ისიც იცოდა იკამ, ტატას ასე ძალიან როგორ შეუყვარდა... იმიტომ, რომ ალექსანდრე იყო იდეალური ადამიანი უამრავი მინუსით. მხოლოდ იმას ვერ პატიობდა იკა, რომ ტატას მოუღო ბოლო. ალბათ, დედამიწის ზურგზე ყველაზე ნათელ, აზრიან და გამგებ გოგოს, რომლის მსგავსკიც კი არ დადიოდა არსად.
-იმ დღის შემდეგ მგონია, რომ კისერზე რაღაც მკვდარი, აყროლებული ცხოველის ლეში მაქვს ჩამოკიდებული და დღითიდღე უფრო მძიმდება. მთელი ოთხი წელიწადია, ეს ლეში ყროლდება და სულს მეტად მიწამლავს. ახლა ოთხმაგად უფრო მიჭის საკუთარი თავის ატანა, ვიდრე მაშინ, იმ დაწყევლილ დღეს, იკა.
იკას ფერი წაუვიდა.
ალექსანდრეს მდგომარეობის ამაზე უკეთ აღწერა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
-უყვარხარ, - დაწყო იკამ რამდენიმე წუთიანი, ყურისწამღები დუმილის შემდეგ, - სულ გკითხულობდა და ჩვენც ვამშვიდებდით, რომ კარგად იყავი, რომ ისე ძალიან ალბათ აღარ დარდობდი და ერთხელ ისიც ვუთხარი, რომ ახალ ცხოვრებას იწყებდი და მგონი, აქაურობის დავიწყება გამოგდიოდა. სული სტკიოდა, ვიცი, ამას რომ ვეუბნებოდი. მხოლოდ მისი სახე მინდა, წარმოიდგინო, ეს რომ ვუთხარი. ყველაზე საოცარი ის იყო, სანდრო, რომ ერთხელაც არ უთქვამს, როგორ ვერ გინტანდა. ელე დღემდე ყველგან ყვება, რომ დაქალებთან ერთხელ არ დაუწუწუნია საკუთარ ცხოვრებაზე და არასდროს უთქვამს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ საერთოდ არ გაგიცნობდა. არასდროს უნანია რამე. ვიცი, ასე გგონია, რომ ძველ მდგომარეობას ვეღარასდროს დაუბრუნდები და ისიც ვიცი, რომ სხვა შენს ადგილას ყველაფრის გამოსწორებას შეეცდებოდა. შენ თავს უფლება ვეღარ მიეცი, რომ რამე გეცადა. იცოდი, ღირსი არ იყავი, რომ მიკარებოდი. შენ შენი თავი ყველაზე სასტიკი მუხლით გაასამართლე, ალექსანდრე და ვიცი, გითხარი, ყველაზე არაკაცური საქციელი იყო მეთქი, მაგრამ დღემდე ისეთი კაცი ხარ, შენამდე ცხოვრებაში რომ ვერავინ მოვალთ. თუ ძმა ხარ, სანდრო, ნუ იკლავ თავს და ნურც იმ გოგოს ჩაუკლავ სულს ბოლომდე. რომ იცის, აქ ხარ, უფრო ცუდადაა. გააკეთე რამე, შე/ჩემა, რა გჭირს? გააკეთე რა, რამე ...
იკა ღრიალებდა. ვერც სანდრო იყო ბოლომდე მყარი.
და იმ წამს მგონი, პირველად იფიქრა, რომ აქ ჩამოსვლა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო.

888 (წარსული)

-დალიე! - ჩაის ფინჯანი ტატას მაგიდაზე დაუხეთქა ელემ, - დალიე და გთხოვ, ხმა ამოიღე.
ტატა ისე ჯიუტად დუმდა, ელეს მართლა შეეძლო, რომ ხელი მოეკიდა და დაეხრჩო. ვერ იტანდა მის ავისმომასწავებელ სიჩუმეს. 19 წლის განმავლობაში ისე მოახერხა მისი გაცნობა, რომ ტატას ყველა მიმიკიდან გამოჰქონდა რაღაც აზრი თუ დასკვნა.
-სახლი ვიყიდე! - ხელები გაშალა ტატამ.
ელეს ჟრუანტელმა დაუარა.
-რა ქენი?!
-ხო, სახლი ვიყიდე.
ელე ცოტა ხანს დუმდა.
-ტატა, სერიოზულად?!
-ხო, ელე, - აღფრთოვანებული ჩანდა ის, - იგივე კორპუსში, ოღონდ უფრო ზემოთ, მე-20 სართულზე. კარტიდან ფული ავიღე და უბრალოდ ვიყიდე.
-რა .. - ელემ იგრძნო, რომ უნდა შეშინებოდა, - რაებს ამბობ?
-რა გჭირს, ელე? მამაჩემი ხომ მირიცხავს კარტაზე ფულს, ჰო და ოდესმე ხომ უნდა გამომეყენებინა?
-მანჩომ იცის? - ჭკუიდან გადავიდა ის.
-იცის, - დაეთანხმა ტატა, - დილით ვუთხარი.
-მერე? - ელეს ჯერ კიდევ ეგონა, რომ ეს გოგო რაღაცას ემაიმუნებოდა.
იმ წამს ოთახში კოტე, იკა და ალექსანდრე შემოვიდნენ. ტატას არც შეუმჩნევია .. ელემ შეამჩნია, მაგრამ ისე იყო გართული ტატას დატუქსვით, რომ უბრალოდ არ შეუხედავს.
-რა მერე, ელე, ხომ იცი, დედაჩემს სახლში მხოლოდ დისკომფორტს ვუქმნი. მგონი, ცოტა გაუხარდა კიდეც.
-გიჟი ხარ? - აკივლდა ელე, - ის შენი ოჯახია!
-ოჯახი მხოლოდ ერთ სახლში ცხოვრებას არ ნიშნავს, ადამიანო, ხომ შეიძლება, შეიგნო? - თვალები გადაატრიალა მან.
სანდროს მაზოხისტურად ესიამოვნა, რომ ტატა ამას ამბობდა და რომ ის არც ისეთი იდეალური ადამიანი აღმოჩნდა, როგორიც ეგონა. მთელი გულით უხაროდა, რომ ტატამ იმედები გაუცრუვა. კოტეს დაბადების დღეზე მომხდარი ამბის შემდეგ ისედაც სულ ცდილობდა, რომ მინდელისთვის რაღაც ნაკლი ეპოვა .. ისეთი, რაც მასზე ფიქრის შეწყვეტას აიძულებდა და მიზანს რომ მიაღწია, შეაჟრჟოლა, ისე გაუხარდა.
ახლა აუცილებლად მონათლავდა ერთ ჩვეულებრივ, ისტერიჩკა, 19 წლის გათამამებულ გოგოდ და თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობდა! ნერვებს უშლიდა ტატას იდეალური ხასიათი, ნერვებს უშლიდა მისი მოციმციმე თვალები და ღიმილი. ჭკუიდან გადაჰყავდა მის გრძელ, წარმოუდგენლად ლამაზ თითებს და საოცრად ნაზ ხელისგულებს. ეს იყო ალბათ ის მიზეზები, რის გამოც მთელი გულით უნდოდა მისთვის რაღაც ისეთი თვისება აღმოეჩინა, რაც წარმოდგენას დაუკარგავდა და მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცოდა ტატასა და დედამისს შორის რა ხდებოდა, მაინც გადაწყვიტა, რომ ტატა ამ შემთხვევაში მართალი არ უნდა ყოფილიყო. გაუხარდა. აზრები მთელი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს და ალექსანდრეს ძალიან კმაყოფილი ღიმილი ესახებოდა სახეზე.
-კოტე დაელაპარაკე, თორემ დედას გეფიცები, შეიძლება მოვკლა. - ადგილიდან წამოხტა ელე.
-რა ხდება აქ, საერთოდ? - აზრზე ვერ მოვიდა იკა.
-რა ხდება კი არა, - ისევ კიოდა ელე, - ტატა სახლიდან წამოვიდა!
-სახლიდან არ წამოვსულვარ, - თვალები გადაატრიალა მინდელმა, ჭკუიდან გადაჰყავდა მეგობრის ისტერიკას, - ახალი სახლი ვიყიდე.
-ტატა?!
-იკა, დედას გეფიცები, ერთი სიტყვა რომ მითხრა, ავდგები და წავალ. - ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა, იკა მიხვდა, რომ არაფერი არ უნდა ეთქვა. ყელში მოწოლილი ბურთი გადაადგილების უნარს უკარგავდა ტატას. აგიჟებდა ის, რომ იმ წამს მისი არ ესმოდათ. ჭკუიდან გადაჰყავდა ელეს ისტერიკას, იკას გაოცებულ თვალებს, კოტეს შეკრულ კოპებს და ალექსანდრეს სრულიად გაურკვეველ ღიმილს.
ტატას ძალიან ეუცხოვა მისი ღიმილი. იმ წამს მოეჩვენა, რომ სახე აღარ ჰქონდა ისეთი გულწრფელი, როგორც აქამდე. ამ ბიჭში ხომ ყოველთვის ის მოსწონდა, რომ მისი ემოციები მუდმივად საოცრად ბუნებრივი და გულწრფელი იყო. ახლა არა.
არა და ხომ იცოდნენ, ტატა არ იყო 17 წლის უტვინო გოგო, რომ გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად მიეღო ... და თუ ის რამეს აკეთებდა, ამას აუცილებლად ჰქონდა მიზეზი.

888 (წარსული)

სახლი იყიდა, მაგრამ ჯერ ვერაფრით ახერხებდა გადასვლას. იმდენი რამე იყო გასაკეთებელი, ერთი სული ჰქონდა როდის დამთავრდებოდა.
მოთმინებით იტანდა დედამისის ლექციებს და ლელის გამოხტომებს.
და მთელი გულით უხაროდა, რომ აქაურობას ძალიან მალე თუ არა, უახლოეს მომავალში მაინც დააღწევდა თავს.

888 (წარსული)

-ტატა, სად ხარ? - ტელეფონში კიოდა ელე.
-სახლში, ვემზადები, სად ვიქნები? - გაეცინა ტატას და ცალი ხელით მოგრძნო, თეთრი საყურე გაიკეთა, - შენ სად ხარ?
-კარი გამიღე.
სანამ კარამდე მივიდა ტატა, ელეს ეგონა, რომ საუკუნე გავიდა. სულ ასე ხდება, როცა ღარაც გაქვს მოსაყოლი და შენი დაქალი უბრალოდ ზოზინებს.
მინდელის დანახვისას ყველაფერი დაავიწყდა ელეს, რაც საერთოდ უნდა ეთქვა.
-მეღადავები? - გამოშტერდა ის, - ნაშები უნდა აყარო იმ ბავშვის ნათლობაზე, თუ რა არი, ნუ რა ლამაზი ხარ?
-შემოდი, ელე. - გაეცინა ტატას და მეგობარი შემოატარა.
-ეს კაბა რომ გქონდა, რატომ არ ვიცოდი? - ვერაფრით ჩერდებოდა ელე.
-იმიტომ, რომ დღეს დილით ვიყიდე.
-რატომ არ მითხარი? ახლა მოვდივარ მაღაზიიდან, ბარემ ერთად გავიდოდით. - კოპები შეკრა მან.
-ლექციები გქონდა და იმიტომ, ელე, ნუ ქოთქოთებ და გაემზადე, თუ გინდა, რომ მივუსწროთ.
წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული ტატას, ელე უკვე მზად რომ იყო. თეთრი კაბა ეცვა, საოცრად ნაზი და ლამაზი.
ვერაფრის მოყოლა ვერ მოასწრო და ასე საჩქაროდ უაზრობების ლაპარაკს, გადაწყვიტა, რომ ჯობდა ნათლობის მერე მასთან დარჩენილიყო და ყველაფერი დაწვრილებით ეთქვა.
ეკლესიამდე ისე არბენინა მინდელმა, რომ გვიან კი არა, ცოტა ადრეც მივიდნენ.
მონათლეს უსაყვარლესი ანა. ისეთი მშვიდი იყო, ისეთი ლამაზი და ისეთო სუფთა, რომ ტატას საკუთარ თავზე ეცინებოდა, მაგრამ კეთილი შურით შურდა ამ პატარა გოგოსი.
ნათლობის შემდეგ კოტესთან წავიდნენ სახლში.
ჩვეულებრივი სიტუაცია იყო, მშვიდი გარემო, მეგობრული ...
8:15 წუთზე, ზუსტად, მოვიდა ალექსანდრე ჯაში. კოტეს ძმას ისე გაუხარდა, კინაღამ კედლებზე დაიწყო სიარული:)
ყველას, ელესაც კი მიესალმა ალექსანდრე .. ყველას ტატას გარდა და მინდელს მართლა მთელი გულით გაუკვირდა ასეთი რა გააკეთა, რომ გამარჯობის ღირსად არ ჩათვალეს. მთელი დღე ისეთი გაბრაზებული დადიოდა, რა გჭირსო, რამდენჯერმე ჰკითხეს ბიჭებმა.
ალექსანდრე პირიქით, იყო ძალიან მშვიდი, უდარდელი და სიმპათიური.
როგორც აღმოჩნდა, ბავშვები ჰყვარებია ძალიან. მთელი საღამო ანას ეთამაშებოდა და ეფერებოდა.
თავს ატანდა ძალას, რომ ტატა მინდელისკენ არ გაეხედა. თავს იმის უფლებასაც არ აძლევდა, რომ მისი სილამაზე გულში მაინც აღენიშნა.
მხოლოდ რამდენჯერმე გახედა ტატას. არ იღიმოდა. უჩვეულოდ მოქუფრული იყო და რაღაცნაირად, დარდიანი. დაახლოებით იცოდა, რისი ბრალიციც იყო და ძალიან ეცინებოდა.
ყველაზე ლამაზი იყო იმ დღეს ტატა. მთელი საღამო იღებდა კომპლიმენტებს და ისე უღიმღამოდ პასუხობდა თვითონ, რომ სიცილს მართლა ვეღარ იკავებდა ალექსანდრე.
ატმისფერი კაბა ეცვა იმ დღეს ტატას. ძალიან სადა, კეტებზე. თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული კოსად და მაინც ისეთი ლამაზი იყო, სხვას ეგეთს რომ ვერავის ნახავდით.
მაშინ დარწმუნდა ჯაში, რომ უბრალოებაზე დიდი სილამაზე არსად მოიძებნება.
-ტატ, რა ქალია მანჩო? - მხარი გაკრა ფიქრებში წასულ მინდელს იკამ და ტელევიზორს მიაჩერდა.
ტატას ეგონა, რომ გული გაუჩერდებოდა.
-ტელევიზორი ვინ ჩართო? - გადაირია ის.
-ფეხბურთია, იქ უნდა გადამერთო და უცბად მანჩო გაიჩითა, დამშვიდდი, ვთიშავ.
მანჩო ეკრდანიდან გაქრა და ტატამ ამოისუნთქა.
კიდევ ცოტა ხანს გაჩერდნენ.
კარში იდგა უკვე ტატა, ალექსანდრე რომ აესვეტა წინ და იმ დღეს პირველად დაელაპარაკა.
-წამოდი, მე გაგიყვან, - თქვა მან და პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა მანქანისკენ.
-არ მინდა, კოტეს გავყვები, არ შეწუხდე ... - იყო მისი პასუხი და ალექსანდრეს სუნთქვა შეეკრა, ისე გააბრაზა ტატას სიტყვებმა.
-მეზობლები ვართ, არ მაწუხებ. - არ შეუხედავს, ისე გამოაღო მანქანის კარი.
ტატა ყველაფერს იზამდა, ოღონდ ახლა იქ არ ჩამჯდარიყო. ცოტა ეწყინა კიდეც მინდელს, სანდროს შემოთავაზების მიზეზი მხოლოდ მეზობლობა რომ იყო, ნუ, მაინც იქით მიდიოდა და ხელს გააყოლებდა რა, ტატას. გული გაუსკდა მინდელს, ეს რომ გაიფიქრა და მთელი გულით მოუნდა, ასე არ ყოფილიყო:) ფეხები უკან რჩებოდა და მის შემხედვარე ალექსანდრეს მთელი გულით უნდოდა საკუთარი , ყველაფერი რომ გააფუჭა.
სახლამდე ისე მივიდნენ, ტატა ოცნებობდა, რომ ალექსანდრეს ხმა არ ამოეღო. მანქანა მისი სურნელით იყო გაჟღენთილი. მუსიკასაც ისეთს უსმენდა, მას რომ მოსწონდა.
სრული იდილია იყო მანქანაში.
მთელი გზა თვალს აპარებდა ჯაში მინდელის ერთმანეთში ახლართული თითებისკენ და ისე ეცინებოდა, მეტი მართლა არ შეეძლო.
კორპუსთან გაუჩერა და გახედა.
-ხომ არ ამოხვალ? ჩაი დავლიოთ. - უთხრა ტატამ და პასუხის მოლოდინში გაინაბა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ზრდილობის გამო.
მთელი გულით უნდოდა, რომ არაო, სანდროს ეთქვა. სანდრო გრძნობდა, ტატა თვალებით ანიშნებდა, რომ უარი ეთქვა და ეღიმებოდა მის საოცარ გულწრფელობაზე. ნერვებიც ეშლებოდა, რომ ისევ ისე მოსწონდა ტატა, როგორც მაშინ, სულ პირველად და ღიზიანდებოდა, რომ ასეთი უშეცდომო იყო. გაუბედავად აპარებდა ტატა თვალს თავისი სახლისკენ და გული ეკუმშებოდა სანდროს. რა სჭირდა ამ გოგოს ისეთი, რომ ასეთი ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან.
-დავლიოთ. - უთხრა მან და კარი გამოაღო.
ტატას მართლა ეგონა, რომ თავზე დაემხო დედამიწა. ყველაფერს ელდოა ალბათ, გარდა იმისა, რომ სანდრო მასთან ასვლას მართლა გადაწყვეტდა. ერთმანეთს ძლივს იცნობდნენ და სადმე სხვაგანაც სანდრო ისე უბღვერდა, მართლა ერჩივნა მინდელს, რომ სადმე გამქრალიყო. ახლა ალექსანდრეს მასთან ასვლა იყო ყველაზე წარმოუდგენელი რამ ქვეყნად.
სანდროს გადაადგილების უნარს უკარგავდა ტატას გამომეტყველება და იცოდა, რომ ძალიან ცუდად მოიქცა, ასვლაზე რომ დათანხმდა. რა თქმა უნდა, იქ არ ავიდოდა, ასე ძალიან რომ არ დაინტერესებოდა მისი ოჯახი.
ტატამ საათს დახედა, 1 ხდებოდა ღამის. ახლა, მანჩო სახლში დახვდებოდა, რა თქმა უნდა.
სახე ჰქონდა ისეთი დარდიანი და შეწუხებული, რომ მოთმინების ფიალა აევსო ჯაშს.
-იცი რა, ტატა, სხვა დროს იყოს, ახლა იმდენი დრო მართლა არ მაქვს, რომ ჩაის დალევა მოვასწრო. - უთხრა ალექსანდრემ მაშინ, როცა უკვე ლიფტს უცდიდნენ და მინდელის სახეზე ისეთი ბედნიერება დაინახა, რომ ფილტვები შეეკუმშა იმდენად დააინტერესდა, რა ხდებოდა ამ გოგოს სახლში ასეთი, ასე რომ ნერვიულობდა ტატა. გაბრაზდა საკუთარ თავზეც, მაშინ უტიფარ, გათამამებულ გოგოდ რომ შერაცხა მინდელი. ჭკუიდან გადაჰყავდა მის გულწრფელობას და ახლა მხოლოდ ის უნდოდა, რომ მას როგორმე მოშორებოდა და ფიქრი წამით მაინც შეეწყვიტა.
ტატამ თავი დაუქნია მხოლოდ.
მიხვდა, რომ სანდრო მიხვდა ... და კიდევ უფრო მეტად დააფასა ამისთვის.
-დროებით. - ცალყბად გაუღიმა ალექსანდრემ და ზურგი აქცია.
-კარგად, ალექსანდრე. - სიტყვა დააწია ტატამ და ლიფტში შევიდა.
კარში ცხვირი არ ჰქონდა შეყოფილი, მანჩომ გამარჯობის ნაცვლად რომ მოახალა:
-ვინ იყო ის ბიჭი, რომ მოგიყვანა?
-იკას და კოტეს მეგობარია, დედა.
-შენთვის ვინ არის, ეგ მაინტერესებდა. - გაუღიმა მანჩომ.
-ნაცნობი, მანჩო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ღამით მარტო სიარული ჩემთვის არც ისე კარგი იქნებოდა და სახლამდე მომიყვანა, კიდევ გინდა რამე, თუ შემიძლია დავიძინო?
მანჩო უსიტყვოდ გაეცალა. მიხვდა, კიდევ რამე რომ ეთქვა, ტატა ვეღარ მოითმენდა.
არ იყო ცუდი ქალი. უბრალოდ პრბლემა ის იყო, რომ ყველაფერი აინტერესებდა და ყველგან ერეოდა. ცოტა ამპარტავანიც იყო და ხალხს ზოგჯერ ისე ელაპარაკებოდა, სული სტკიოდა ტატას. ზუსტად ამიტომ არ უნდოდა, რომ სანდრო ამოსულიყო. ალექსანდრე არ იყო ისეთი მარტივი ადამიანი, მანჩოს გამოხტომები რომ აეტანა, ტატას კი ამის ყურება უბრალოდ არ შეეძლო.



№1 სტუმარი Nino

Vaime ra kargi iyo, zalian momeconnaaaa,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent