გურული რომანტიკოსი [1/2]
-არ მინდა წამოსვლააააააა (მე) -არ მაინტერესებს, მოდიხარ (მამა) -კარგი რაა. უკვე 16 წლის ვარ და შემიძლია ჩემი უფლებების დაცვა (მე) -უფლებების დაცვაზე თუ ლაპარაკობ გაგახსენებ რომ მოსამართლე ვარ (მამა) -თქვენი სახელით ბოროტად ნუ სარგებლობთ ბატონო სანდრო (მე) -მე არაფრით არ ვსარგებლობ, შენ დაიწყე კამათი. (მითხრა მამამ და მოიბუსხა) -ვაიმე გამიბლაზდა ცემი მამიკო (მე) კაი კაი წამოვალ ოღონდ არ გამებუტო. მამამ გამიღიმა თავზე მაკოცა და მითხრა: -კარგი ჩემო პატარა, ეხა სამსახურში წავალ და შუადღისას დავბრუნდები, მაქამდე გაემზადე შენ(მამა) -კარგი ბატონი სანდრო.(მე) მამა წავიდა თუარა ეგრევე გოგოები მოვიდნენ. ბარგის ჩალაგებაში დამეხმარნენ.მერე კინოს ყურება გადავწყვიტეთ და ნიკოლას სპარქსის "the choice" ჩავრთეთ, თან პიცა შევუკვეთეთ,საღამო იყო მამა რომ მოვიდა მე უკვე მზად ვიყავი ამიტომ, ბარგი მანქანაში ჩავალაგეთ, გოგოები სახლებში დავტოვეთ და გავუდექით გურიის გზას. ძალიან დამღლელი და გრძელი გზა იყო თუმცა მთელი გზა ფაქტობრივად მეძინა და ვერც გავიგე როდის ჩავედით. იქ მამას ნათესავები დაგხვდნენ, ყველა გავიცანი თითქმის. ჩემი ტოლი 4-5 ბავშვი იყო. ყველა ძალიან კარგები იყვნენ, ერთ-ერთს ძალიან დავუახლოვდი, ნინა ერქვა. წითური ლამაზი გოგო იყო. დახვეწილი სახის ნაკვთებით. ძალიან კარგად შევეწყვე, საღამომდე სახლში ვიყავით სუფრა იყო გაშლილი, მამა ისეთი ბედნიერი იყო თავისიანებთან ყოფნით რო სიხარულისგან თვალებიდან ნაპერწკლებიც გადმოყარა ერთი-ორჯერ. საღამოს როცა ყველა შეზარხოშდა გარეთ გავედით ბავშვები, რაღაც გამორჩეული ადგილი ქონიათ სადაც ყველა იკრიბებოდა. -გურიაში პირველად ხარ? - როგორც მახსოვს ღრმა ბავშვობაში ვიყავი რამდენჯერმე, მაგრამ არ მახსოვს არაფერი. -მერე? მოგეწონა აქაურობა? -ძალიან, ულამაზესია ყველაფერი,მართლა,აღფრთოვანებული ვარ. -ძალიან კარგი ხოდა ზაფხულშიც ჩამოხვალ. -ვნახოთ, ძალიან მინდა. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, "განსაკუთრებულ ადგილზეც" მივედით. 6 ბიჭი იჯდა, ნინა გახარებული გაექანა ერთი ბიჭისკენ და როგორც მივხვდი მისი შეყვარებული იყო. გიორგი ერქვა სიმპატიური იყო და ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. დანარჩენი ბიჭები ეჭვის თვალით მიყურებდნენ, რამოდენიმეჯერ ამათვალ-ჩამათვალიერეს. მერე მარუსა მოვიდა და დამისვა გვერდით. თან მელაპარაკებოდა რაღაცეებზე. გამაცნო ყველა, არ იყვნენ ცუდი ბიჭები მაგრამ ძალიან ცანცარები და ბაბნიკები იყვნენ. ყველა როგორც მარუსამ მითხრა ათზე ნაკლები შეყვერბეული არცერთს არ ყოლია გარდა ერთისა. ის ბიჭი მოსვლისთანავე შევნიშნე. რაღაცნაირად გამორჩეული იყო, გარეგნობითაც, ქერა გვერდებში აპარსული და შუაში უკან გადაწეული თმა ქონდა, ტელეფონში იყო ჩამძვრალი და თან სიგარეტს ეწეოდა, რამოდენიმეჯერ ამოიხედებოდა ყველას დაზვერდავდა და მერე ისევ ჩაძვრებოდა ხოლმე ტელეფონში. რატომღაც ავითვალწუნე, ყურადღება აღარ მივაქციე და სხვებთან ერთად გავაგრძელე ლაპარაკი და სიცილი. მერე ნინაც მომიჯდა და ყველაზე რაღაცებს მეჩურჩელებოდა. ბოლოს იმ "ცივ" ბიჭზეც მომიყვა რაღაცეები, მაგალითად ის რომ დათა ერქვა, საზღვარგარეთ(ლოს ანჯელესში) ცხოვრობდა, მხოლოდ არდადეგებზე ჩამოდიოდა ხოლმე ისიც იმიტომ რომ ბებია მოენახულებინდა რადგან მის გარდა არავინ ყავდა. თითქოს წამიერად გული მომილბა, მაგრამ რომ შევხედე ისეთი ამპარტავანი გამოხედვით მიყურებდა რო უარესი შთაბეჭდილება დამრჩა. ამ დროს მამამ დამირეკა და გვერდზე გავედი. -ჰო მა. -რას შვები მამი (მამა) -რავი ბავშვებთან ერთად ვარ გარეთ. შენ? (მე) -დედაჩემი უნდა წავიყვანო გვერდითა სოფელში და მალე მოვალ. -კაი ვნახოთ მგონი მალე წამოვალ, არამგონია დიდხანს დავრჩე (მე) -კაი მოკლედ ყველა სახლშია, ბებო გელოდება (მამა) -კაი მა მიყვარხარ (მე) -მეც ჩემო პატარა. გავუთიშე და ბავშვებთან დავბრუნდი. -ნინ უნდა წავიდე მე. -აუ რატოოო.(მარუსა) -რავი გვიანიც არის უკვე სამი დაიწყო თან ძალიან მცივა. -აუ დარჩი რა გთხოვ, ბიჭები მოგცემენ რამეს და მოიცვი, -არა არ მინდა შევაწუხო მართლა. ჯობია წავიდე. თან ბებიაც მოვიდა და უნდა ვნახო. -კარგი მაშინ გაგაცილებთ (ნინა და მარუსა) -არა არა იყავით არ შეწუხდეთ, მე თვითონ წავალ, ღამე მშვიდობისა. (მე) -კარგი საყვარელო, ხვალამდე (ნინა) -მოიცა მეც მოვდივარ და მიგაცილებ (დათა) გამიკვირდა, ხმა რომ ამოიღო, დავიბენი მაგრამ ვუპასუხე: -არ შეწუხდე მადლობა. (მე) -არ ვწუხდები, სახლში მივდივარ (დათა) -როგორც გინდა (მე) ნინამ და მარუსამ ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს, მე დავემშვიდობე და წამოვედი ისე რომ დათას არ დაველოდე. მივდიოდი და უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმოდა, მაგრამ არცერთხელ შევბრუნებულვარ. არც გამომლაპარაკებია, საერთოდ არაფერი უთქვამს. როოგრც აღმოჩნდა ჩემი სახლის გვერდით ცხოვრობდა, როცა ჭიშკარის კარი შევაღე მითხრა: - ყალბი ხარ (დათა) -უკაცრავად? (მე) -რაც გაიგე, ინიღბები, თითქოს უცოდველი კრავი იყო, მაგრამ პირიქით შინაგანად არ ხარ ეგეთი წმინდა. (დათა) -აჰაჰჰ უკვე ზედმეტი მოგდის, -მე სიმართლეს ვიძახი. -ოდესმე უთქვამთ რომ უზრდელი ხარ? -შეიძლება, მაგრამ სიმართლეს ვიძახი, ადამიანების ამოცნობა კარგად შემიძლია. -ნუ მაშინ ამ შემთხვევაში ცდები. (მე) -მე არასდროს ვცდები (დათა) -ძალიან დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში (მე) იცი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. ცხოვრებაში ბევრმა ადამიანმა ჩაიარა ჩემ გზაზე და მეც ძალიან კარგად შემიძლია ადამიანების ამოცნობა ერთი შეხედვითაც კი. და თუ გგონია რომ ეგ ძალით მაგარი ბიჭის იმიჯი ხელს გიწყობს რომ კედლები აღმართო და შენი საკუთარი თავი დამალო, მაშინ ძალიან ცდები. შენი ქმედებებით უფრო აშკარას ხდი თუ ვინ ხარ სინამდვილეში. და ეს უარესია (მე) - ვაა მართლა? და ვინ ვარ სინამდვილეში (დათა) -ვინ ხარ? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, რომელსაც პრობლემები აქვს,შენ ტკივილს მალავ და გულში იკლავ, ცდილობ მტკიცე გამოჩნდე და ყველას თავი მაგარ ბიჭად მოაჩვენო, მაგრამ პირიქით, ძალიან ძალიან გულჩვილი ადამიანი ხარ, რომელსაც უნდა მისი კედლების დაშლა, მაგრამ ეშინია, ეშინია რომ ვინმე შეუშვას გულში, ეშინია რომ შეუყვარდეს. ბოლო სიტყვების წარმოთქმას არ ვაპირებდი, ამიტომ როცა ვთქვი დიდი პაუზა ავიღე და თვალებში ვეღარ შევხედე. -ბ...ბ..ბოოდიში (მე) ეს არ უნდა მეთქვა. დათამ ეჭვის თვალით შემომხედა, მიყურებდა და ფიქრობდა. მე უკან გავბრუნდი და სახლის კარებთან მივედი როცა მომაძახა. -მართალია არ უნდა გეთქვა. ღამე მშვიდობისა ნატალია. (დათა) გავხედე თუმცა არაფერი მითქვამს, მერე კი სახლში შევედი. ბებო ვნახე მოვესიყვარულე და ჩემ ოთახში ავედდი. ვეღარ დავიძინე ამიტომ პლედი და ყურსასმენები ავიღე და ეზოში გავედი. სახლის უკან დიდი "კაჩალკა" გვედგა და იქ დავჯექი, პლედში ჩავიფუთნე და მუსიკებს ვუსმენდი. დათას ოთახი პირდაპირ ჩვენს ეზოს უყურებდა, მის ფანჯარას შევხედე, შუქი ენთო, "როგორი უზრდელია, არც მიცნობდა, პირდაპირ ჩემ გალანძღვაზე გადმოვიდა, იდიოტი" ვფიქრობდი და ვუყურებდი მის ფანჯარას, ისე ვიყავი ფიქრებში გართული რომ ვერც კი შევნიშნე როგორ დადგა ფანჯარაში და როგორ მიყურებდა. როცა დავაკვირდი და მივხვდი რო მე მიყურებდა შემეშინდა, უსიცოცხლო ცივი თვალები ქონდა, ისე ჩანდა რომ თითქოს არც ახამხამებდა თვალებს. მერე სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო, ნახევრად შიშველი იდგა, თმები აწეწილი ქონდა, მაგრამ უხდებოდა. ერთმანეთს ვუყურებდით, არცერთი არ ვიძროდით ადგილიდან, უცბად ვიღაცის ხმა მომესმა ფანჯრიდან, ბებია იყო. -ნატუ არ შეგცივდეს ბები (ბებო) -არა ბები არ ინერვიულო, პლედი მაქვს თან. დაიძინე შენ (მე) -ამო შენც დაწექი ცოდო ხარ. -ამოვალ მალე (მე) ბებო შევიდა ოთახში, ისევ დათას ფანჯარას შევხედე მაგრამ შუქი ჩამქრალი იყო უკვე და ისიც არ იდგა იქ. ადგომა დავაპირე რო პლედს ფეხი დავაბიჯე და ლამის წავიქეცი რომ არა ვიღაცის ძლიერი ხელები. -ფრთხილად პრინცესა თორემ წაიქცევი (დათა) - იდიოტო!!!! გამიშვი ხელი,გამიშვი გამიშვიიიიიი (მე) -რომ გაგიშვა წაიქცევი (დათა) უცბად წამოვდექი და ხელები გავაშვებინე. -ოო ფრთხილად, ფრთხილად ისეთი წითელი ხარ ცეცხლი არ წაგეკიდოს. -შენ კიდე უზრდელი, თავხედი და ყეყეჩი ხარ (მე) -სიტყვები შეარჩიე პრონცესა (დათა) -ნორმალური ხარ? არა იცი რა მაინტერესებს? ფსიქიკურად შეშლილი ხომ არ ხარ? -შეიძლება ცოტათი ვიყო. (დათა) -იცი ძალიან გეტყობა (მე) არც მიცნობ ისე დაიწყე ჩემი გამოლანძღვა და ახლა უცბად სუპერგმირივით გამოჩნდი, წაქცევას გადამარჩინე და პრინცესას მეძახი. აარა ნამდვილად არ ხარ ნორმალური. -ოოო მშვიდად მშვიდად, ნუ წიოკობ. (დათა) თვალები მოვჭუტე და ისე შევხედე, მერე ღრმად ამოვიუნთქე ,უკან შევბრუნდი ტელეფონი და პლედი ავიღე და ჩემ ოთახში ავედი, დათა იქ დავტოვე ისე რომ აღარაფერი მითქვამს. ეს ბიჭი ნამდვილად ჩემ ნერვებზე მოქმედებს. ლოგინში ჩავწექი, ტელეფონი ავიღე და facebook-ში შევედი, როგორც მოველოდი ყველა ვინც დღეს გავიცანი მიმატებდა მეგობრებში, მათ შორის დათაც. დამაინტერესა და მის გვერდზე შევედი. მისი სურათები ვნახე არაფერი განსაკუთრებული მეგობრებთან გადაღებული სურათები ედო და რამოდენიმე ბავშვობის მშობლებთან ერთად. გამეღიმა, ტელეფონი გამოვრთე და ძილი დავაპირე, მაგრამ უკვე თენდებოდა და მზის სხივბმა მოსვენება არ მაცადეს, ამიტომ ლოგინში ვწრიალებდი, მერე კი გადავწყვიტე აუზში მეცურავა, თან გამოვფხიზლდებოდი, ამიტომ ასეც მოვიქეცი, ჩემი შავი მთლიანი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი, პირსახოცი ავიღე და აუზთან ჩავედი. წყალი ძალიან მესიამოვნა, მიყვარს ცურაობა განსაკუთრებით როცა ძალიან დაღლილი ვარ, წყალი თითქოს მამშვიდებს და ყველანაირ ტვირთს მაშორებს. რამოდენიმეჯერ გავცურე აუზი მერე კი ამოვედი და დავჯექი თან ფეხები წყალში მქონდა. -ეხა წყალში რო ვარდებოდე იცოდე აღარ დაგიჭერ. უკნიდან ხმა მომესმა და გავიფიქრე "ოღონდ ის არა, ოღონდ ახლა არა" -შენ რა მითვალთვალებ? (მე) -შეიძლება (დათა) -მარტო ყოფნა მინდა და ჩემ ეზოში ნუ გადმოდიხარ, თუ შეიძლება. -ბოდიში, მაგრამ ... (დათა) -ბოდიში მიღებულია შეგიძლია წახვიდე. (მე) -იცი ძალიან რთული ხარ (დათა) -არც შენ ხარ ნაკლები (მე) -რას მერჩი? (დათა) -კიდე მე რას გერჩი? შენ რას მერჩი, პირველი სიტყვა თქვი და ეგრევე ჩემი ლანძღვა დაიწყე. ყველანაირად გამიქრე კარგი შთაბეჭდილებები შენზე. იდიოტი ხარ. (მე) -ბოდიში, უბრალოდ რაც ვიფიქრე ის ვთქვი. (დათა) -ოოო რასაც ვფიქრობ იმას რო ვამბობდე კარგ დღეში არავინ იქნებოდა. (მე) ტვინი ენაზე მაღლა დგას და შეგიძლია გააკონტროლო რა თქვა. (მე) -თუ ასე ვერ მიტან ესე რატომ მეჩხუბები (დათა) -ვერ გიტან თქო არ მითქვამს (მე) -აა ესეიგი მოგწონვარ? (დათა) -არც ეგ მითქვამს მემგონი (მე) -იცი შევცდი შენზე ასე არ უნდა მეფიქრა, არ ხარ ცუდი ადამიანი. (დათა) -ეს კომპიმენტი იიყო? (მე) -გინდა რომ იყოს? -ოო ღმერთო (მე) -ღმერთს რაღას ერჩი (დათა) გაკვირვებულმა შევხედე და სიცილი დავიწყე. -იცი ხშირად უნდა გაიცინო გიხდება (დათა) -მეფლირტავები კიდეც? (მე) -რავი არ შეიძლება? (დათა) -არ მითქვამს რო არ შეიძლება (მე) -ანუ შეიძლება (დათა) -ვაიმე ძალიან ნერვებზე თამაშობ (მე) -ჩემი ჰობია (დათა) -ჰოდა სხვის ნერვებზე ითამაშე (მე) ავდექი პირსახოცი შემოვიხვიე და წასვლა დავაპირე რო დათამ მითხრა : -კარგი კარგი ბოდიში, უბრალოდ ძალიან უკარება ხარ და საინტერესო. შენნარი აქამდე არავინ მინახავს (დათა) - მე შენი ექსპერიმენტი არ ვიქნები. (მე) -რატომ? (დათა) -არ მინდა ვიღაცის წიგნის ფურცელი ვიყო, რომელიც უნტერესოა. (მე) -რატომ იქნებ ყდა იყო (დათა) -სერიოზულად? სერიოზულად? ოდნავ ჭკვიანი მაინც მეგონე და სულელი ყოფილხარ. (მე) დათა ადგა მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია: -რატომ მირთულებ შენთან ფლირტაობას (დათა) -ალბათ იმიტომ რომ მერე აღარ მეფლირტავები (მე) არ ველოდი ამას თუ ვიტყოდი ამიტომ თვალები დავხუჭე დათას გაეღიმა ლოყაზე მომეფერა და მითხრა: -ძალიან ცდები. ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა: -ახლა წადი, სველი ხარ და გაცივდები. დროებით არაფერი მითქვამს ისე გამოვბრუნდი უკან და გაოგნებული შევედი სახლში. -------------------------------------------------------------------------------- ჩემო მარწყვებო როგორ ხართ? მომენატრეთ ძალიან. დიდი ხანია არაფერი დამიწერია და დაგიბრუნდით ახალი მოთხრობით. სულ ორ ნაწილიანი იქნება და ეს პირველია. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. სიყვარულით Fangirl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.