როცა ფიქრობ რომ ის უკვე შენში მოკვდა!(თავი 1)
-მამა შეიძლება მუსიკა ჩავრთო? -კი ნია -მადლობა.ბებიას სახლამდე ბევრი დარჩა? -არა საყვარელო მალე მივალთ. მანქანაში დედა,მამა,ჩემი პატარა ძმა ნიკოლასი და მე ვიჯექით -მამიკო ასე ძალიან რატონ თოვს? -მამიკომ რა იცის საყვარელო?ხან იწვიმებს ხან თოვლი მოვა ხანაც მზე იქნება -საშიში არ არის თოვლში სიარული? -კი საერთოდ საშიშია მაგრამ როცა საჭესთან შენი მამიკოა არა. დედა გადაიხარა და მამას აკოცა.ბებიას სახლამდე ცოტა იყო დარჩენილი.მანქანამ მოსახვევში შეუხვია უეცრად ნისლი წამოვიდა მამამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა.ამის მეტი არაფერი მახსოვს.როდესაც გონს მოვედი საავადმყოფოში ვიყავი.პალატაში ბებია ემა და ჩემი მეგობარი სარა იყვნენ.სამი დღის მერე მითხრეს რომ მშობლები დამეღუპა და ჩემი პატარა ძამიკო სიკვდილს ებრძოდა.როდესაც ამის შესახებ გავიგე თვალები ცრემლებით ამევსო და ნაკადულივით გაადმომდიოდა თვალებიდან.აღარ ვიცოდი რა მექნა.ცხოვრება სამუდამოდ დამენგრა.თვალის ყოველი დახუჭვისას მამა და დედა მელანდებოდა. -ნია უნდა გამაგრდე ნიკოლას ყველაზე მეტად შენ სჭირდები -არ შემიძლია სარა მე მარტო დავრჩი აღარავინ მყავს -ნუ ამბობ მაგას მე და ბებია ემა შენს გვერდით ვართ მე მხოლოდ ფეხი მქონდა მოტეხილი და საავადმყოფოდან მალე გამომწერეს მაგრამ იქიდან ორი კვირის მანძილზე არ წამოვსულვარ სანამ ჩემი ძმა ჯამრთელი არ წამოვიყვანე.მე მეგონა რო ჯამრთელი იყო და ნიკოლას არაფერი აღარ ჭირდა მაგრამ რამდენიმე კვირაში ნიკოლასი ცუდად გახდა საავადმყოფოში ექიმებმა გვითხრეს რომ გულის გადანერგვა იყო საჭირო.მიუხედავად იმისა რომ ბებია წინააღმდეგი იყო დონორი მაინც მე გავხდი და რამდენიმე დღეში ნიკოლას ჩემი გული გადაუნერგეს.მე ამით ჩემი ძმა გადავარჩინე და სიცოცხლე შევუნარჩუნე.ჩემმა სხეულმა შეწყვიტა მოძრაობა ჩემმა გულმა კი ნიკოლასის სხეულში გააგრძელა ფეთქვა. როდესაც ნიკოლასი საავადმყოფოდან გამოიყვანეს ბებიას წარამარა ეკითხეოდა -დედა სად არის?მამა სად არის?ნია როდის მოვა? ბებია ამ კითხვებზე პასუხს ვერ ცემდა და ერთხელ გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა -ნიკოლას გაიხედე ცაში იმ სამ ვარსკვლავს ხედავ აი ის დიდი ვარსკვლავი შენი მამიკოა ოდნავ პატარა შენი დედიკო და აი ის პატარა ვარსკვლავი ნიაკოა შენი დაიკო რომელმაც სიცოცხლე შეგინარჩუნა -ბებო ისინი მოკვდნენ -. . . -რატომ გაჩუმდი ესეგი მოკვდნენ? მარტო დამტოვეს ხომ! ხომ მეუბნებოდნენ მარტო არ დაგტოვებთო?! ნიკოლასი მთელი ღამე ტიროდა და არ იძინებდა. -ნია გპირდები კარგი ბიჭი ვიქნები წლები გავიდა და ნიკოლას ეს პირობა დაავიწყდა! აბა როგორია?ღირს გავაგრძელო?ველოდები თქვენს შეფასებებს :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.