შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულით ყველაფერს ვერ იყიდი (სრულად)


6-05-2016, 00:46
ავტორი zia-maria
ნანახია 16 085

ამბობენ თვალები ადამიანის სულის სარკეაო.ისინი ზუსტად გამოხატავენ რასაც გრძნობენ.თვალების მეშვეობით შესაძლებელია გაიგო როდის ტკივა და როდის უხარია.მაგრამ არის ისეთი შემთხვევა როცა თვალებში სიცარიელეს ხედავ,რომელიც არ იცი რით არის გამოწვეული.ამ დროს ვერ ხვდები რას გრძნობ,ცდილობ გაიგო,მაგრამ არ გამოგდის.ამ ყველაფერს უღრმავდები,მაგრამ გზად კიდევ უფრო დიდ სიცარიელეს აწყდები,რომელიც სივრცეში გაგდებს.
“გაუფრთხილდით ადამიანის გულს,მასში შეიძლება შენც ცხოვრობდე''. მთელი ჩემი ცხოვრების წლები სიღარიბეში და სილატაკეში გავატარე.მაგრამ ჩემს სიღარიბეს სულის სიმდიდრე ყოველთვის თან ახლდა.ღარიბი გოგო რომელიც სწავლას ცდილობდა და სწყუროდა თავისი ალალი, ღარიბი მშობლები მისი სწავლით გაეხარებინა თვით პედაგოგებმა მოუჭრენ გზა, სწავლის წყურვილი ჩაუხშვენ და მდიდარ ამხანაგებში დადგომის საშუალება არ მისცენ.მას დასცინოდნენ და ალბად იკითხავთ რატომ? წლიდან წლამდე ერთი ფორმის კაბა რომ ეცვა.წლიდან-წლამდე გამოსაცვლელი ტუფლი რომ არ ქონდა ფრხზე როცა ზამთარში სველი ფეხით ბრუნდებოდა სახლში მაგრამ მაინც არ ჩიოდა.სახლში მისული სითბო ხვდებოდა.დედის სითბო და მამის თბილი ამბორი.მე გახლავართ ეს გოგონა მარი წიკლაური .საშუალოზე ცოტა მაღალი.თაფლისფერი თვალებით,გრძელი წელამდე თმებით.მიუხედავად იმისა რომ მე საშუალოზე მაღალი ნიშანი არასდროს არ მღირსებია მაინც ვსწავლობდი შეძლებისდაგვარად.დარწმუნებული ვარ უფალი ჩემს გვერდითაა და აუცილებლად მეც გადმომხედავს.ჩემთვინაც მოიცლის.
ღამეა ყველას ძინავს მე წიგნის კითხვას შევყევი და თითქმის დამათენდა თავზე,ჩამითრია კითხვამ.მესმის ჩურჩული ჩემი დის
-შენ ბიძია ვერ ხარ ხომ?
-რა იყო? რა გინდა რა არ მოგწონს?
-რა დროს კითხვაა, რომ გათენდა ვერ ხედავ?
-აუ მართლა როგორ შემითრია. _წიგნი დავხურე და საბანში ჩავძვერი.სულ ცოტა ხანში მესმის მამიკოს ხმა
-ადექიიით სკოლაში დაგაგვიანდებათ.
-აუუუუუ ცოტაც რა სულ ცოტაც.ასე მალე როგორ გათენდა.
-შენ შვილო რაღას წვებოდი,შენ რომ დაწექი ხალხი ოჯახის მოსავლელად ადგა უკვე და საქმიანობს.რას კითხულობდი ასე გამწარებული რომ ვერ მიანებე თავი.
-აუ რა მაგარი ისტორიული წიგნია მა წაიკითხავ შენც? მალე დავამთავრებ.
-რა წიგნია და ვისი ავტორობითაა.
-ლევან სანიკიძის ,,უქარქაშო ხმლები''.
-რაზეა?- კითხულობს ჩემი და.
-შენ არ მოგეწონება, საქართველოს ისტორია აღწერილი, მისი ჭირ-ვარამია გადმოცემული.
-შენ ხო გაინტერესებს
.-მე თუ მაინტერესებს კიც ვკითხულობ.
-მორჩით,გეყოფათ დილიდანვე ერთმანეთის დაკბენა. ჭამეთ და წადით.
-თავად დაიწყო.მე არ მინდა დე ხო იცი დილას ვერ ვჭამ.
-მიტომ ხარ ჩადიდგინებული.
-არც მჭირდება შენსავეთ ჩადიდგინება.მე ძვირფასო ფიგურას უფრთხილდები.წავედიიიი ბავშვებმა გამომიარენ.ჩემი სახლიდან სკოლამდე15 წუთის სავალია.ლამაზია დილით სკოლისაკენ მიმავალი გზა თეთრი პერანგებიანი ბავშვებით გადაპენტილი სკოლის ეზო.ბავშვების ჟრიამული და მხიარულება.სკოლის ეზოში ალაგ ალაგ ერთმანეთში ახლართული ტყემლისა და ატმის ლამაზად აყვავილებული ტოტები უფრო ლამაზ ელფერს აძლევს ბუნებას.სულ მალეც და მოვშორდები ამ კედლებს.მალე საატესტატო გამოცდები დაიწყება.მაისიც ჩამრთავდება და მეც თავისუფალი ადამიანი ვიქნები.
-მარიამ რა გაკვეთილი გვაქვს პირველი?
-მშობლიური ენა და ლიტერატურა.-
აუ მეორეზე ხო?
-ხო აქამდე იქ იყო და გუშინ თუ გადაიტანენ ეგ კი აღარ ვიცი.
ვეუბნები თაზოს და ენას უგდებ.
-რა ენა მწარე ხარ მარიამ._მიბღვერს თაზო.
-ისეთი რამ უნდა შემეკითხო რომ ღირდეს კითხვად.
-ჩანთა აიტანე და დადე ჩემს მერხზე რა?
-უუფ ათრიე ეხლა ამის ჩანთა.
-ცარიელია გოგო ნუ გეშინია არ დაგაგდებს და წელს არ მოგწყვიტავს სიმძიმე.
-მალე ამოდი ზემოთ ცხრილი რომ შეიცვალოს მე ვერ გზდევთ სტადიონზე.
-ხო ნუ წუწუნებ ყველაფერზე და ამოვალთ ბიჭები ერთად._ზარის დარეკვამდე ფოიეში ვიდექი და ფანჯრიდან გავყურებდი ნისლისფერ სივრცეს.მოქუფრული იყო ცა.გაბერილი თითქოს გაბრაზებულია და სადაცაა გასკდებაო.ჯგუფში 18 ბავშვი ვიყავით 13 გოგო და 5 ბიჭი.გოგოებთან შორი-გარელე ვიყავი ბიჭებთან უფრო ვნახულობდი საერთო ენას.დაიწყო გაკვეთილი მასწავლებელმა შეღონებულმა დაიწყო.ტარდება საქართველოს მაშტაბით ილია ჭავჭავაძის 150წლისთავთან დაკავშირებით ვიქტორინა.განათლებამ დააგზავნა ყველა სკოლებში 18 კითხვა და უნდა გაცეთ პასუხები ამ კითხვებს აგრეთვე უნდა დაიზეპიროთ.აბა ფრიადოსნებო თქვენი იმედი მაქვს.ჩავიწერეთ 18-ივე კითხვა და მე იმ დღიდანვე შევუდექი პასუხების ძებნას.სამ დღეში ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი.მასწავლებელმა როცა პასუხები მოითხოვა მხოლოდ მე მქონდა მარტო გაკეთებული.მაშინ კი გაბრაზდა და თქვა აი ვისთვის უნდა დამეწერა მაღალი ნიშანი.ტყუილად მიწერია თქვენთვის მაღალი ნიშანი ვინც დასაფასებელი ყოფილა იმას ვერ ვაფასებდი.ო.დადგა ის დღე როცა ვიქტორინაზე უნდა წასულიყო ვიღაც ჩვენი ჯგუფიდან.ერთი ჩემი ამხანაგი ვითომ გულისტკივილით ამბობს და
-ვინ უნდა წაიყვანოთ ვიქტორინაზე ნანა მას?
-ვინც იწვალა და ვინც შეასრულა დავალება ის.
-მაგრამ მას ის ხომ საშუალო მოსწავლეა?
-გრცხვენოდეს მაკა და ეხლა შენ ხარ ფრიადოსანი და ის საშუალო?სულ არ გრცხვენია ხმასაც რომ იღებ?
დადგა ის დღე რომ ვიქტორინა ტარდება.მთელი რაიონის ბავშვები,მშობლები,მასწავლებლები და შემეშინდა მაგრამ მე ჩემი თავის იმედი მქონდა.ყველაფერი დავწერე და ის ერთი კითხვა რომელმაც მე გაგაგარჯვებინა იყო ილია ჭავჭავაძის პირველი ლექსი და რა ასაკში დაწერა ის.რა თქმა უნდა მეც სიხარულით ვუპასუხე კითხვას.ლექსი იყო სახელწოდებით „რწყილები“ და დაწერა 4 წლის ასაკში.ძალიან ბედნიერი ვიყავი კიარადა უფრო მეტი უბედნიერესი.მე გამარჯვებული და ამაყი დავბრუნდი სკოლაში.დამთავრდა სასწავლო წელიც და ეხლა გამოცდების ციებ-ცხელება იყო.ეს გამოცდებიც ჩავამთავრე.ბავშობის ბილიკებიდან გზა ცხოვრების შარაგზაზე გავაგეძელე.ცხოვრების გზა ყველამ იცით თუ როგორი რთული სავალია.ეკლიანი და მწარე.მაგრამ ნუ დაგავუწყდებათ იმ ეკლებში შიგადაშიგ ვარდებიც ურევია.ჩემს თავს შემოვუძახე და ცხოვრებას ახალი შემართებით შეუდექი.მხოლოდ იმას ვფიქრობდი ჩემი დასახული მიზანისთვის მიმეღწია.მე ვერ ვიცხოვრებ ცბიერად ,ყალბი არავარ სხვასავით და მინდა ვიდგე ძლიერად გაუტეხელი ქვასავით,არ დავნებდები ცხოვრების ამ უსამართლო კანონებს,ჩემი სიმართლით ვიცხოვრებ ვერავინ ვერ დამამონებს.როცა ჩემს მშობლებს უთხარი ქალაქში მინდოდა წასვლა არც უცდიათ ჩემი შეჩერება.რაღაც ახალი მინდოდა შემექმნა და დამემტკიცებინა ყველასთვის რომ მე მარი წიკლაური არც ისე სუსტი ადამიანი ვიყავი.ყოველთვის ვცდილობდი არ გავბოროტებულიყავი.მახსოვდა კარგად მშობლების დარიგება წამოსვლის წინ.
-შვილო ნუ სთხოვ ღმერთს ცხოვრება გაგიადვილოს,სთხოვე რომ ძალა მოგცეს და ძლიერად გაცხოვროს.შენი მარჯვენის იმედად უნდა იყო და მხოლოდ შენი თავის გჯეროდეს.
-ვიცი მა მადლობა რომ შენ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ.ვიცი რომ ბოროტება კარგს არაფერს მომიტანს,გეფიცები ვიქნები ძლიერი და ჩემით იამაყებ.მე არ მაინტერესებს ფიზიკური და გარეგნული შეხედულებები.მთავარია სული და გული მქონდეს კარგი... თორე ვის რაში სჭირდება ცარიელი გარეგნობა არც სულია და არც გული.
ქალაქში სწავლა დავიწყე ჭრა-კერვის ტექნიკუმში.გავიცანი ახალი ბავშვები და დაუახლოვდი ერთ-ერთ გოგონას ნინო ყოჩივარს. რომელიც ჩემი სული და გული გახდა.სწავლის შემდეგ დღის მეორე ნახევარში მუშაობა დავიწყეთ ერთ ერთ საცხობში რათა ჩვენი სამგზავრო ფული გვქონოდა და მშობლები არ შეგვეწუხებინა.ასე გადიოდა დღეები შევეჩვიეთ ერთმანეთს და ახალ ცხოვრებას.ვიღლებოდით მაგრამ ბედნიერები ვიყავით.მე და ნინო ერთმანეთისთვის სული და გული,განუყრელი მეგობრები გავხდით.ერთ საღამოს ძალიან ბევრი ხალხი იყო,ვეღარ უთავდებოდით ლობიანის და ხაჭაპურის ცხობას და გვიანობამდე შემოვრჩით.ფეხზე ძლივს ვიდექით მაგრამ მივალაგეთ ყველაფერი დავრეცხეთ და მზად ვიყავით გასასვლელადრომ კარი გაიღო და ექვსი ერთმანეთზე უკეთესი სიმპატიური ბიჭები შემოვიდნენ.ყველა კლიენტს ვიცნობდით მაგრამ აი ამათ კი პირველად ვხედავდით.ნინი მიუახლოვდა და უთხრა
-ვიკეთებით მაგრამ თუ დაგეხმარებით რამეში ცოტას დაგელოდებით.
-ძალიან მივეჩვიეთ თქვენს ხაჭაპურს და ლობიანს ყოველ დღეს აქედან ვყიდულობთ დღეს ძალიან დამღლელი დღე გვქონდა და დაგვავიანდა მოსვლა.
-ძალიან კარგი ეხლავე მოგართმევთ ცოტა დალოდება მოგიწევთ.
-არაა პრობლემა ანგელოზო დაგელოდებით.
ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველ დღეს ერთი თვის მანძილზე.ყველა ერთად თუარა 2-3 მაინც შემოირბენდნენ.მივეჩვიეთ კიდეც ერთი და იმავე დროს მათ გამოჩენას.ნინი უფრო ახლოს გაიცვნეს რადგან მას უწევდა მათზე მომსახურეობა.ძალიან კარგი მხიარული ბიჭები იყვნენ კობა ხურციძე და ალეკო კობახიძე.მახსოვს ძალიან ბევრი ხალხი იყო და გვიანობამდე ვმუშაობდით.გარეთ ჩხუბი ატყდა მეც გავიხედე რა ხდებათქო და ძირს საფულე ეგდო,ავიღე და შევინახე ვისი იქნებოდა თუ არა ჩვენი კლიენტების,ვიღაც მოიკითხავდა და მეც გადავცემდი.არავინისთვის მითქვია მხოლოდ ნინის უთხარი.მანაც იგივე მითხრა ვიღაც მიხვდება რომ დაკარგა და მოიკითხავსო.მეც ჩანთაში ჩავდე დავკეტეთ ყველაფერი და სახლში წავედით.ეხლა დაძინების მეტი არაფერი არ მინდოდა.ჩემი ლოგინი და ჩემი ბალიში მელანდებოდა.მივედით თუ არა სახლში დამაინტერესა საფულე იქნებ რაიმე კოორდინატები იყოს და გავიგო ვისიათქო.გავხსენი და თვალები შუბლზე დამაჯდა იმდენი ფული იყო შიგნით.საკრედიტო ბარათები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც ვინმე ლევან ხიდაშელი.იმ ღამით ნერვიულობით ვერ დავიძინე.იქნებ რა დაემართა,იქნებ ეძებს,ან სხვა გაგებით გაიგოს და ცილი დამწამოს.ერთი სიტყვით ძალიან ძნელად გადავაგორე ის ღამე იმ ლევანზე ფიქრით იქნებდა როგორ ნერვიულობა ამდენი ფულის დაკარგვასთქო.
ჩვენი უფროსი ძალიან უხეში,უტაქტო,ყოვლად ბინძური სულის ადამიანი არის.არ მიყვარს მაინდამაინც თვალში გავეჩხირო და სულ სამზარეულოში ვარ და ვაცხობ.ყველას ამცირებს და თუ მოინდომრებს ისე აწევს მომსახურე პერსონალზე ხელს არც დაფიქრდება თუ როგორ ტკენს მის გარშემო ადამიანებს.მეც და ნინიც მის ყოველ აფეთქებას დუმილით ვხვდებოდით.ამით ის უფრო ღიზიანდებოდა,შემოგვხედავდა თვალებს დაგვიბრიალებდა და უკან იხევდა.ვერ ვგებულობდით როდის იყო კარგ ხასიათზე და როდის ცუდზე.ღიმილი ხო საერთოდ დავიწყებული ქონდა სადღაც 40-45 წლის იყო და ისეთი მექალთანე ყველა ქალს მის ხელში უნდა გამოევლო რომ მერე ეტრაბახა.საფულეს პოვნიდან ერთი კვირის შემდეგ ექვსეულის სასტავი უკლებლივ შემოლაგდა საცხობში და თავიანთ ადგილებს მიუჯდნენ.ნინიმ შეხედა თუ არა ჩემეთთან გამოიქცა.
-მარ,მარიამ შეხედე ისინი მოვიდნენ აქ გაქვს?
-კი წამოღებული მაქვს აჩიკო უფროსი აქ თუ არ არის გავალ შევეკითხები. არც დავფიქრებულვარ ისე წინსაფრით გავედი ბიჭებთან.მორიდებულად და ფრთხილი ნაბიჯებით მივდიოდი თან გარემოს ვზვერავდა უცბად აჩიკო არ შემოსულიყო.
მივუახლოვდი მაგიდას და მორიდებულად მომერიდა როცა გავაანალიზე, რომ ექვსი წყვილი თვალი მომჩერებოდა. თან როგორ ფორმაში...
-უკაცრავად დიდი დრო არ მაქვს.ვერ დაგელაპარაკებით მხოლოდ ერთს შეგეკითხებით,თქვენს შორის არის ვინმე ლევან ხიდაშელი?და თუ არ არის შეგიძლიათ მომაძებნინოთ?
-რატომ უფროსს არ ეუბნები თუ რაიმე მნიშვნელოვანია?
-არ მინდა მან რომ გაიგოს რადგან მე რაც მაქვს ის პატრონს არ დაუბრუნებს და მე შეიძლება პრობლემები შემექმნეს.
-ასე რატომ გეშინია ამ კაცის?
-სასტიკად უხეში და დაუნდობელია.არ მინდა დამინახოს აქ რომ ვარ თორემ შიძლება საცემადაც წამოვიდეს.ერთი სიტყვით დამეხმარებით? შეძლებთ დახმარებას?
ამ საუბარში დავინახე საცხობის წინ მანქანა გააჩერა და წამოვიდა.ვერც უკან მივდივარ და ვერც რაიმეს მოვეფარები.უცებ ერთი წამოვაგდე ფეხზე და მაგიდის ქვემოთ დავიმალე.
-გთხოვთ გადამეფარეთ არ დამინახოს._ბიჭებმა ერთმანეთს გადახედენ და მე დამმალენ.მაგიდიდან ხელები გამოვწიე და ერთს ჩავაფრინდი ორივე ხელებზე და ისე ვუჭერდი ხელებს სიმწრისგან ხმას ვეღარ იღებდა.
-მარიამ.
შემოსვლისთანავე დამიძახა და სამზარეულოსკენ გასწია.წინ ნინი შემოეგება
-რაშია საქმე ბ.აჩიკო?
-მარიამი სად არის?
-საფირფარეშოშია ეხლა გავიდა ბ.აჩიკო.
-რომ მოვაუთხარი ჩემთან ამოვიდეს,ეს აუცილებელია.
თქვა და თავის კაბინეტისაკენ წავიდა.
-მე მარიამი ვარ წიკლაური.ძალიან დამეხმარეთ დიდი მადლობა ბიჭებო.წავალ რა უნდა გავიგებ და თუ დაფირდებით იმაზე მე რაც გთხოვეთ ნინის უთხარით დღეს გვიანობამდე გვიწევს მუშაობა და იქნებ ვერ შევძლო თქვენი ნახვა.უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ.
-არ მივდივართ მარიამ დაგელოდებით._მითხრა ერთმა ბოხი და სასიამოვნო ხმით.
-კარგი არ მინდა კიდევ დამიძახოს კარგად._ვუთხარი, გავუღიმე ყველას და მაგიდა დავტოვე.
წავედი ბ.აჩიკოს კაბინეტისკენ.დავაკაკუნე ფრთხილად და დაველოდე როდის დამიძახებდა.
-შემოდი ღიაა!.
-მეძახდით ბ.აჩიკო?
-დიახ მარიამ გეძახდი!
-გისმენთ!
-დღეს ძალიან დიდი შეკვეთა გვაქვს და შენ უნდა დარჩე მარტო ნინი წავა!
-და მე რატომ მარტო? თუ დიდი შეკვეთაა მე როგორ მოვერევი მარტო თან ხვალ სასწავლებელი მაქვს და ვერ გავაცდენ!
-გააცდენ,მარიამ გააცდენ! აქ იქნები ვერსად ვერ წახვალ.მე ფულს გიხდი შენ ამ სამსახურში.! -მაპატიეთ ბ.აჩიკო მაგრამ ეს უსამართლობაა.ფულს თუ მიხდით ცხენივით ვდგევართ ფეხზე მე და ნინი. არ გაქვს უფლება ის დამაყვედრო რაც ჩემი ოფლით და ხელებით არის ნაშრომი.დიახ არ გაქვთ ამის ყფლება!
-მაქვს და მერე როგორ.აქედან ვერ წახვალ და თუ წახვალ ფულს ვერ მიიღებ!
-და რატომ ვითომ ვინ დამიშლის შენ? უკაცრავად თქვენ?
-დიახ მე!_ და იმხელაზე იღრიალა გული შემიწუხდა. არა მარი უკან არ დაიხიო,დაანახვე რომ ძლიერი ხარ.
-არა მე აქ ნებით არ დავრჩები დღეს და ძალით ვერ დამტოვებ.მივდივარ არა მარტო მე ნინიც მიმყავს.ორი წელია აქ ვმუშაობ და წესიერად ხელფასიც კი არ მოგიცია გვიწიწილაკებ არ არის კარგი მუშაობაო აბა ამდენ ხაჭაპურს და ლობიანს შენ ჭამ? დებილებს ვგევართ ან მე და ან ნინი.შენ ადამიანი არ ხარ,შენ ცხოველი ხარ.ამდენი ხანი გითმენდით და არაფერს არ ვამბობდით ეს უკვე ზედმეტია.ვერ ხვდები რომ შენს გარშემო სამყარო არ ბრუნავს? ვერ ხვდები რომ შენ არახარ ქვეყნის მბრძანებელი და შენ როგორც გინდა ისე არაფერი არ იქნება?_ერთად ამომხეთქა ვულკანმა რაც გულში მქონდა ნაგროვები.არ ელოდა ჩემგან ამხელა წინააღმდეგობას და თვალებდაჭყეტილი მიყურებდა.ჩემი ხმა ქვემოთ პირველ სართულზე ჩადიოდა და ყველას ესმოდა და გაკვირვებულები ხან ზემოდან ჩამოსასვლელ კიბეს უყურებდნენ ხან ნინის რომელიც შიშისგან ცახცახებდა.მასაც ვერ გაეგო რა ეტაკა ამ კაცს.უხეში კი იყო მაგრამ ჩემთვის და ნინისთვის არასოდეს არ უყვირია.

ნინი ისე კანკალებდა, რომ ვერ გაიგო ალეკო და კობა როდის მიუახლოვდნენ.თავში იმ წუთს მხოლოდ მარიამი ჰყავდა.
-ნინი რა უნდა უფროსს მარიამთან რატომ დაიბარა?!.შეეკითხა კობამ.
-არ ვიცი კობა.მარიამი ძალიან მომთმენია მაგრამ როგორც ჩანს ისეთი რაღაც უთხრა რამაც წყობიდან გამოიყვანა.ის ადვილად არ იშლება ნერვებზე ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია.ის აქ აღარ გაჩერდება ღმერთო ჩემო სად უნდა წავიდეთ წასასვლელიც არსად არ გვაქვს!
-ნუ გეშინია მაგაზე არ იდარდო.მხოლოდ ეს მითხარი მარიამს რა საქმე აქვს ლევან ხიდაშელთან, რისი თქმა უნდოდა ნინი.რატომ ეძებს მას! შენ იცი შეგიძლია გვითხრა?
-შენ იცნობ იმ ლევანს კობა? _გოგონას თვალები სიხარულისგან აუციმციმდა.
-კი ვიცნობ და ეხლაც აქაა.აი ისაა კიდეში რომ ზის ნაცრისფერში!
-ვაიმე მართლა?_გახედა იმ ლევანს თავიდანვე მიხვდა, რომ ესბიჭი ზედგამოჭრილი იქნებოდა მარიამისთვის.
რაზე ფიქრობ ნინი ჩემს დაიკოს უნდა უშველო.წავიდა და ნელ-ნელა მიახლოვდა მაგიდას და ის დარჩენილი ოთხიც გაიცნო.მოუყვა როგორ იპოვა მარიამმა საფულე და ერთი კვირაა როგორ ეძებს მის პატრონს.არ გაუმხილეთ უფროსს თორე ეს არ გაამხელდა და მერე შეიძლებოდა ვინმეს ქურდობაში დავედანაშაულებინეთო.
-აი ამის თქმა უნდოდა მე ვაცნობე მარის თქვენ რომ შემოხვედით.ნუ მიმატოვებ დღეს კობა მეშინია რაღაც ცუდი გრძნობა მაქვს. ხმა აღარ მესმის ის არავის აპატიებს შეურაცყოფას ძალიან ამაყი და პრინციპულია ის კი მხეცი და ნადირი.ორი წელია სისხლი გვაქვს გამშრალი.
ნინიმ ტირილი დაიწყო მოულოდნელად კობამ ხელები გაწია და ნინი გულზე მიიკრა.
-ნუ გეშინია არც შენ და არც მარიამს აქ არ დაგტოვებთ და იმ ნაბიჭვარს თქვენს ნაშრომს თითოეულ თეთრს დავაბრუნებინებ!_ ბრაგუნის ხმა გაიგონეს თუარა თავები 180გრადუსით მიატრიალეს, მათ წინ კი შემდეგი სანახაობა გადაშლილიყო: მარიამი მორბის კიბეებზე და აჩიკო მის დაჭერას ცდილობს.
-ორი წელია აქ გარჩენ და ეხლა ისე ვერ წახვალ ჩემი არ მივიღო შე კახ..., რით მიწუნებ ორი წელი შენი გული რომ ვერ გავალღვე.ფული მაკლია თუ შეხედულება.მათხოვარი იყავი აქ რომ შეგიფარე.ეხლა როგორ მიხდი სამაგიეროს!
-მე და ნინი დიახ აქ ვმუშაობთ მაგრამ თავს არ ვზოგავდით და შენგან ერთი მადლობა არ გვღირსებია!
-კიდევ მე უნდა მეთქვა მადლობა? თანდათან მარიამს უახლოვდებოდა.
-არ მომეკარო შენი ბინძური ხელებით.შენ არა მარტო ხელები გულიც და სულიც ბინძური გაქვს!
-სიტყვებს დაუკვირდი შენი დედაც მ.....!
-ქალზე ხელის აწევა შენ კაცობა გგონია?ხელის გარტყმით ამტკიცებ შენს სიძლიერეს? არარაობა ხარ,ფულის ტომარა და ყველა ქალი გინდა ყელზე შემოგეხვიოს.ფულით გგონია ყველას და ყველაფერს იყიდი.ფულით ყველაფერი არ იყიდება.კაცობა და ადამიანობა რომელიც შენ არ გაგაჩნია ფულით ვერ იყიდი.მირჩევნია მათხოვრად ვიარო ვინემ შენ შემეხო არაკაცო!_ ისე ვიყავი ანერვიულებული თავს ვერ ვაკონტროლებდი.
-ლუკმა მაშინაა ტკბილი და გემრიელი როცა ის კარგი ადამიანობითაა ნაშოვნი.მე არ მინდა შენი ბინძური ფული რადგან იმ ფულსაც შენსავეთ ბინძური სუნი ასდის !
ნინის ხელი მოვკიდე და გასახდელში შევედი რადგან გამომეცვალა და სახლში წავსულიყავი.ვერ მაიძულებდა იქ გაჩერებას ვერავინ.
-ეხლა რა გვეშველება მარიამ.დღეს ბინის ფული რომ არ მივცეთ გარეთ გამოგვაგდებს მანანა! -ნუ გეშინია ნინი პანიკაში ნუ ჩავარდები რაც მთავარია.ყველაფერს გაუძლებთ ჩემო ლამაზო სულის ტკივილს კი არავის არ ვაპატიებთ.ჩვენ თუ ღარიბები ვართ და ყოველ საღამოს არ დავგრიალობთ ნაირ-ნაირი მანქანებით არცაა საჭირო.ჩვენ სუფთა წარსული და ნათელი მომავალი გვაქვს და ისინი იძირებიან სიბინძურის ჭაობში საიდანაც გაუჭირდებათ ამოსვლა! ჩვენ ყველაფერი გამოგვივა გეფიცები რომ გამოგვივა და ამ ცრემლს არავის არ შევარჩენ!
-ეს რა იყო ნუთუ ეს ცხადია და დღევანდელ საქართველოში ცხოვრობენ ასეთი ტირანები?
-ხო ლევან გაოგნებული ვარ ამ პატარა გოგოს რა ძალა აქვს.ხედავ რამდენს იტანენ,რას უძლებენ?
-კახა გოგოები რომ გამოვლენ ეხლა შენ წაიყვან ჩემს დაკეტილ ბინაში და დროებით იქ იქნებიან!
-ჯერ თავიანთ ბინაში მივიყვანოთ და წამოსაღები ექნებათ რამეები,ბინის პატრონს ფული გადაუხადოთ იქ ამათი დატოვება შეუძლებელია!
-ლევან მეშინია შენი საფულეს გამო შარი არ აუტყდეს გოგოებს!
-ნუ გეშინია აქ ვართ და ყველაფერს ჩვენი თვალით ვხედავთ!
უცებ გაგიჟებული აჩიკო კიბეებზე გიჟივით მორბის და ქარივით შევარდა გასახდელში სადაც მარიამი და ნინი იცვლიდნენ.არც გოგოები ელოდნენ და შიშისგან კივილი აღმოხდათ.ეცა მარიამის ჩანთას და გადმოაპირქვავა.
-ეს რა არის შე კახ...ა პატარა ფულს მპარავ და ისე მიდიხარ?
-ეს ფული შენი არ არის და გამეცალე!_ვუყვირივარ მეც.
-აპა ვისია ჩუმად ღებულობ კლიენტებს და ფულს აგროვებ?კიდე იტყვი პატიოსანი გოგო ვარ? თუ ჩემთან გინდოდა გეთამაშა! _აჩიკო მოულოდნელად მეცა, კოცნას მიპირებდა, მეკიდე ამ ყოველვეზე გულარეულმა სახეში მივაფურთხე. შედეგმაც არ დააყოვნა ხელი სწრაფად მომხვდა სახეში და მარცხენა ლოყა ამიწითლდა. ნინი მომვარდა რომ მომშველებოდა მაგრამ გვერძე მოისროლა და კედელს შეასკდა.ტუჩი გაუსკდა და სისხლმა იწყო დინება.ამაზე საერთოდ გადამეკეტა მარიამი და გავიბრძოლე, მაგრამ აბა რას მოვერეოდი ფარატინა გოგო ასეთ მხეცს. ამაზე გაბრაზებულმა აჩიკომ მომიბრუნდა, წიხლი მუცელში ჩამცხო, ტკივილისგან დავიკრუნჩხე, ინერციით გადავვარდი გვერდზე და თავი მაგიდას ჩამოვარტყი.
შემდეგ იყო წითელი ფონი, ბოლოს ისიც გაშავდა.
რიტმულად ჩამესმოდა ნინის კივილი, ბოლოს ეს ხმაც მიწყდა.
-მარიამ,ნუ მიმატოვებ მარიამ თვალი გაახილე გთხოვ,გთხოვ,არ შეგრჩება პასუხს აგებ ამ ყველაფერზე!
-ვინ მიჩივლებს შეენ? იცი ამ ფულის მოპარვისთვის მე ამოგალპობთ ციხეში ამ წუთში დავრეკავ და წაგიყვანთ პატრული!
-როგორი ამაზრზენი ხარ.ასე როგორ დაეცი ამას როგორ აკეთებ ადამიანობის არაფერი არ შეგრჩენია?
ტიროდა ნინი სისხლი და ცრემლი ერთმანეთში ირეოდა.ღმერთს ევედრებოდა:
ნუ წამართმევ მარიამს მე მეტი არავინი არ მყავს.ნუ გამიახლებ ტკივილს ახლობლის დაკარგვით.
იდგა აჩიკო და უყურებდა მარიამის უსიცოცხლო სხეულს.გონება დაბინდული ქონდა.უცებ თავზე ხელები შემოიჭდო და გასახდელი ელვის სისწრაფით დატოვა, არც საფულის წაღება დავიწყნია.ნინის კივილი და ტირილის ხმა ბიჭებმა გარეთ გაიგონენ.კობა გიჟივით გავარდა მაგრამ ალეკომ გააჩერა.
-კობა ყველასთვის ძნელია ეხლა აქ რაც მოხდა შოკში ვართ!მაგრამ გავანაალიზოთ ყველაფერი და ისე ვიმოქმედოთ.ისე მოიქეცი ვითომ ნინის სანახავად მიხვედი რომ დააგვიანდა.კობაც ჩქარი ნაბიჯით წავიდა იქით საიდანაც ნინის გულამოსკვნილი ტირილის ხმა გამოდიოდა.
-ნინი საყვარელო სად ხარ?გელოდები გარეთ რამდენი ხანია.ამ დრომდე აქ არასდროს არ ყოფილხარ! ნინის კობას ხმაზე ძალა მოეცა და იყვირა:
- გასახდელში ვარ კობა მიშველე!
-მოვდივარ სიცოცხლე მარიამი სად არის წამოდით გვიანია უკვე.გამოდი! აქ არის კობა გამაყვანინე მარიამიიი! უთხარი საფულე წამოიღოს დღეს რომ მივეცი დილით ლევანი გარეთ ელოდ.......!
კობა გასახდელში შევიდა და მარიამი ძირს ეგდო სისხლიანი სულ დალურჯებული.ნინის ტუჩი გახეთქილი და სისხლიანი.
-ეს ვინ გააკეთა აქაურობას უფროსი არ ყავს?კობამ იმხელა იღრიალა გარეთ ბიჭები გიჟებივით შემოვარდენ.ლევანი მარიამის უსიცოცხლო სხეულს დაეტაკა და გულში ჩაიხუტა.ისე გამწარდა შუბლზე წითლად ზოლი დააჩნდა.გაგიჟებული შეცვივდნენ აჩიკოს კაბინეტში ის სავარძელში იჯდა და საფულედან ამოღებულ ფულს ითვლიდა რაც სახეზე ეტყობოდა კმაყოფილება. ლევანი ყველას გამოეყო და მივიდა ახლოს.
-აქ უფროსი თქვენ ხართ?
-კი მე გახლავართ რაშია საქმე? _ისე მშვიდად საუბრობდა თითქოს რამდენიმე წუთის წინ არაფერი არ მომხდარიყო და თუ მოხდა ის დამნაშავე არ იყო.
-სასწრაფო და პატრული გამოიძახე გასახდელში გოგოებია ნაცემი!
-თქვენ ვინ ხართ რომ მიბრძანებ?აქ უფროსი მე ვარ,მინდა გამოვიძახებ და მინდა არა!
-ეს როგორ შეიძლება გოგოები აქ მუშაობენ და თქვენ ვალდებული ხართ ისინი დაიცვათ და მიხედოთ!
-ვინც ზედმეტად ენას წამიტლიკინებს ასე მოელის ყველას!
-და თქვენ იცით მე ვინ ვარ?
-და ვინ ხარ რო? დაცინვით დაუბრუნა კობას პასუხი.
-მე ნინის საქმრო ვარ და მე სრული უფლება მაქვს პასუხი მოგთხოვოთ!
-მე კი მარიამის საქმრო ვარ.ბ.აჩიკო მე როგორც ვიცი ამ საცხობის ბატონ-პატრონი თქვენ არ ხართ.მაგრამ ამ ყველაფერზე გოგოებს მივხედავთ და შემდეგ ვისაუბროთ.
-კოკა,კახი,ზაზა მარიამი და ნინი საავადმყოფოში გადაიყვანეთ.ჩანთა მომიტანეთ მარიამის დღეს დილით საფულე დამრჩა სახლში და მას ვთხოვე წამოეღო ჩანთაში ექნება,ყველა საბუთი იქ მაქვს!
პატრულიც მოვიდა და ბ.აჩიკოსთან მარტო მოინდომა საუბარი.
-თუ შეიძლება დაგვტოვეთ.ბ.აჩიკოს უნდა დაველაპარაკო!
-ჩვენ არსად არ ვაპირებთ გასვლას,ჩვენც გვაინტერესებს ვინ ცემა,ასე ვინ გაიმეტა ჩვენი საცოლეები.მე ლევან ხიდაშელი გახლავართ ბიზმესმენი და საკმაოდ წარმატებული.ეს კი კობა ხურციძე ჩემი მარჯვენა ხელი.
-პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ თუ შეიძლება.ბ.აჩიკო ვინ ნახა გოგოები ასე ნაცემი და ვისზე გაქვთ ეჭვი.გყავთ ვინმე მტერი?
-მე არ მინახავს გოგოები თქვენგან გავიგე ეხლახანს ! ასეთი უტეხი რტოგორაა ასე მშრალი ტრყუილი როგორ უნდა თქვას ადამიანმა გაოცდა ლევანი და კობა.
-ხომ არ ჯობია ვიდეო კამერები შევამოწმოთ და იქ გავარკვიოთ სიმართლე?_იფეთქა ლევანიმ თან გამომცდელად მიაჩერდა აჩიკოს.
-მე ეხლა გავდივარ და 15 წუთში დავბრუნდები.ჩემი საფულე ყველა საბუთით და ფულით აქ დამხვდეს მაგიდაზე დადებული სხვაზე შემდეგზე ვისაუბრებთ.
ლევანი და კობა გავიდნენ და ბიჭებს დაურეკენ გოგოების ამბის გასაგებად.
-ნინი კარგადაა მარტო ტუჩი აქვს დაზიანებული და აი მარიამი მძიმედაა რა ვქნათ ლევან მის ოჯახს შევატყობინოთ?_ძალიან სევდიანი ხმა ქონდა ალეკოს.
-არა, ჯერ ასე გვიან ცოდვები არიან დაველოდოთ დილამდე.ეხლა ამ ახვარს მივხედავთ მე და კობა და მალე მოვალ.ნინის მიაქციეთ ყურადღება ძალიან მძიმე სტრესი გადაიტანა!
-ნინის ძინავს დამამშვიდებელი გაუკეთენ ჯერ არ ადგება.
-მადლობა ძმაო, ჩვენც მალე მოვალთ._ლევანმა ტელეფონი გაუთიშა, რაღაც ანიშნა კობას და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა.
,,კაბინეტში''
-შენ ბიჭო შიგ ხომარაგაქვს,სულ გამოსირ...?
-გაკეთებულში ვიყავი ვერ მოვზომე!
-რა გინდა ამ გოგოებთან,რას ერჩი.ამუშავებ ფულს არ უხდი წესიერად.ვეღარ მიხვდი ამდენი ხანი რომ მარიამი არ გავს შენს ყველა ნაშას? არაა ეს გოგო არც სულით და არც ხორცით !
-აუ მაგრად დამერ... და უნდა მიშველო!
-იმედი არ გქონდეს შენ იცი ესენი ვინ არიან? ვერანაირი ნაცნობი შენ ვერ გიშველის და ეხლა თუ შენი ყველა ჩაჯ....ი და ჩაოხრებული საქმეები ამოქექენ მეც რომ დარხე...ი მაქვს შენს გამო ამას თუ ხვდები მაინც?
-შენ მაინც რაღაცას გააჩალიჩებ ციხეში ვერ წავალ ლადო!
-და შენს გამო მე წავიდე? იცი რას გავდა ის გოგო ? ასე როგორ გაიმეტე ნუთუ არ შეგეცოდა.ამ სუსტ გოგოს ხელი როგორ დაარტყი კაცი არახარ?
- არ მინდოდა ვერ მოვზომე ვერააა.!
-გოგო სიკვდილის პირას მიიყვანე და პასუხის გებაც არ გინდა? გრცხვენოდეს აჩიკო,გრცხვენოდეს!
გარეთ ლევანი ისე მშვიდად იყო ვერც შეამჩნევდა ვინმე ცოტა ხნის წინანდელ ნერვიულობას
-წამოდი შევიდეთ მაინტერესებს რას საუბრობენ უთხრა კობამ ლევანს.
-დაიცადე ვაცადოთ მალე გაიგებ ყველაფერს რას ლაპარაკობენ მეორე ტელეფონი ჩავმალე მდივანში და ჩამწერზეა ჩართული.ყველაფერს სიტყვა სიტყვით გავიგებთ. გახედა კობას და თვალი ჩაუკრა.
-შენ რასარ მოიფიქრებ რა_თქვა და კობასაც გაეცინა.
ცოტა ხანი კიდევ დარჩენ გარეთ ფიქრობდნენ.
-რომ არ მოვსულიყავით კობა ამ ბავშვებს მოკლავდა და მიაგდებდა?ნუთუ გაიმეტებდა მოსაკლავად?!
-ნუ ამბობ თუ ძმა ხარ გაფიქრებაც არ მინდა!
-მარიამი რომ მაგიდასთან მოვიდა მაშინვე ეტყობოდა შიში ამ კაცის მიმართ.ხელებზე ისე მიჭერდა ამ პატარა ხელს ლამის სული ამომხადა.მაგრამ მომეწონა რა უდრეკი და შეუპოვარია!
-ნამდვილად არსად არ დაიკარგება სადაც არ უნდა წავიდეს.ვილოცოთ რომ გამოჯამრთელდეს.
ლევანი და კობა როცა კაბინეტში დაბრუნდნენ აჩიკომ მას მისი საფულე და ყველა საბუთი უკლებლივ გადასცა.სახეზე ფერი არ ედო ეტყობოდა რომ ძალიან ნერვიულობდა.კობა დივანზე ჩამოჯდა და შეუმჩნევლად აიღო ლევანის ტელეფონი.
-ბ.აჩიკო მარიამს ფულის ქურდობა შესწამეთ.არადა კარგად გაქვს ნახული თვითეული საბუთი.საკრედიტო ბარათებიც და რა თქმა უნდა პირადობის მოწმობაც.მაგრამ გოგო მაინც ცემეთ.ამისათვის პასუხი უნდა აგოთ. და თან სამართლიანად!
-გთხოვთ ეს მეორედ აღარ განმეორდება! ფერდაკარგული ლუღლუღებდა აჩიკო.
-დიახ თქვენ მართალი ხართ ეს მეორედ აღარ განმეორდება რადგან თქვენ იქ წახვალთ სადაც საჭიროა,სადაც თქვენისთანა არა ადამიანების ადგილია.და მერე არა მარტო სამართალის წინაშე აგებთ პასუხს,ასევე პასუხს აგებთ ბ.ივერი ქართველიშვილის''წინაშეც. ჯერ ილოცე მარიამი გამოვიდეს მდგომარეობიდან.მას ეხლა ურთულესი ოპერაცია უკეთდება თავზე. ილოცე, ახლა ლოცვა თუ გადაგარჩენს!_თქვა თუარა ფეხზე წამოდგა, კიდევ ერთხელ გამომცდელი მზერა მოავლო კაბინეტს და იქაურობა სწრაფად დატოვა.
ლევანმა კოკი როგორც საუკეთესო ადვოკატი მას მიანდო ეს ყველაფერი გადასცა სატელეფონო ჩანაწეტრები.სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები რომლებიც კარგად დაეხმარება სასამართლო პროცესზე..
---საავადმყოფოში---
ისე ღრმა ძილით მეძინა საერთოდ გამოვეთიშა გარე სამყაროს.ექიმმა დაკვირვებით გამსინჯა, როგორც შემდგომ მითხრეს მთელი სამი საათი ვყავდი საოპერაციოში და ჯერ ვერაფერი ვერ გაეგოთ.ამასობაში ლევანი და კობაც მოსულიყვნენ და ახალი ხომარაფერიაო იკითხენ მაგრამ არავინ არაფერი არ იცოდა.როგორც იქნა გამოვიდა ექიმი და უთხრა:
-მძიმე მდგომარეობაა იმედს ვერ მოგცემთ.დაცემისას თავი აქვს დარტყმული და შეიძლება მეხსიერების დაქვეითება გამოიწვიოს.ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.მისი ტვინი იმდენად გადაღლილია უძილობით რომ გავლენა მოახდინა თავის ტვინის ფუნქციაზე რომელიც დასამახსოვრებელი უჯრედთანაა დაკავირებული.დასუსტებულია ღრმა ძილის უნარიც.ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს მოგონებების ხანგრძლივი პერიოდით დამახსოვრებაზე.უნდა დაველოდოთ მე ჩემზე როგორც ექიმზე რაც შემეძლო გავაკეთე ბ.ლევან!
-ექიმო თუ წაყვანაა საჭირო ნუ დამაკავებ,უკეთესია ახლავე მითხრათ!
-დაველოდოთ ბ.ლევან სამი დღე კრიზისია ადგილიდან ვერ დავანძრევთ ეს საშიშროებას შეუქმნის და უფრო გართულდება სიტუაცია.დამიჯერეთ ყველაფერი კარგად იქნება უფლის ნებით.ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით.ახალი აპარატურა და ეს ყველაფერი ახალი მეთოდებით მკურნალობაა!
-დიდი მადლობა ბ.ბადრი!
-რისი მადლობა შვილო ეს ჩემი მოვალეობაა, ხალხზე ზრუნვა!
-ყველა ნუ გავჩერდებით აქ ნინი წაიყვანეთ და წადით სახლში.დაისვენოს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა დღეს!_ალეკომ უთხრა კობას.
-წამომყვება რო?
-მიდი ცოდოა ადამიანს აღარ გავს შეხედე!
-ნი წამოდი სახლში დაისვენე და დილით ისევ მოგიყვან!
-არა ჩემს მარიამს ვერ დავტოვებ!
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.მარიამი ძალიან ძლიერი გოგოა და დაგალახავს,აი ნახე თუ არ გადალახოს.დაისვენე შენც ვერ ხარ კარგად!
-არა,არა,არა,მე იმ სახლში აღარ მივალ მან იცის ჩვენ სადაც ვცხოვრობთ და იქ როგორ გავჩერდე კობა. მირჩევნია აქ ვიყო!_ნინი პანიკაში ჩავარდა. ყველას შეეცოდა,ბიჭები მუშტებს მუშტავდნენ და კბილებს კბილებზე უჭერდნენ რომ ცუდი,უწმაწური სიტყვები არ ეთქვათ ნინის თანდასწრებით.
-წავალ ყავას ამოვუტან და ცოტა დაწყნარდება!
ზაზა წავიდა კბეებზე დაეშვა როცა კახამ მიაძახა
-დაიცა მეც მოვდივარ ცოტას გავივლი და სიგარეტს მოვწევ.ორივემ დაეშვა კიბეებზე და წუთში გაუჩინარდნენ.
მადლობა უფალს რომ ნინის და მარის ეს ბიჭები გამოუჩნდნენ ქომაგად თორემ ვინ იცის რით დასრულდებოდა დღევანდელი დღე.ნინის ამის გაფიქრებაც არ უნდოდა.მხოლოდ მარიამზე ფიქრობდა.
-მოდით ასე ვქნათ მორიგეობით წავიდეთ და დავისვენოთ.ხვალ სამუშაო დღეა,კომპანიაში ბევრი საქმეა და სუფთა გონება გვჭირდება იქ.მოდით დღეს მე დავრჩები,თქვენ ნინი წაიყვანეთ და წადით!._უნდოდა ლევანს ნინის ცოტა დაესვენა.
-მარიამი სამი დღე კომაშია ძალიან გთხოვ ვიცი გიჭირს მაგრამ ნუ გაჯიუტდები.!
-ლევან ხო გჯერავს რომ მარიამს შენი საფულე არ მოუპარავს.იმ ნაძირალამ შეიძლება ეს ფაქტად გამოიყენოს.მარიამი კი ამას ვერ გადაიტანს,ეს დიდი დარტყმა იქნება მისთვის!
-ნინი მომისმინე არ მინდა საერთოდ მაგ თემაზე საუბარი.მაგრამ მაინც გეტყვი.მარიამი რომ მაგიდასთან მოვიდა ჩვენ ყველამ მივხვდით რომ ის საფულეს გულისხმობდა.ის ისეთი სუფთა და უმწიკლო წარსულის გოგოა რაც დღეს ეს ძალიან იშვიათობად იქცა.მე ძალიან ვაფასებ თქვენში ამ ძლიერ მეგობრობას და ამ სისპეტაკეს.დამიჯერე სანერვიულო არც შენ და არც მარიამს არაფერი არ გაქვთ.მადლობა უფალს რომ ვიყავით და ამ ყველაფერს ჩვენი თვალით შევხედეთ.მე და არა მყავს მიგიღებ როგორც ჩემი დაიკო და დამიჯერე წაყევი ბიჭებს,ჩემთან მიგიყვანენ.დაისვენე,გამოიძინე და ბინას ხვალ მივხედოთ კარგი?
-შენთან ვერ წავალ,შენები რას იტყვიან სადაცაა გათენდება ამ გოგოს რა უნდა აქამდე ამ ბიჭებთანო!
-მომისმინე ნინიკო ნუ ჯიუტობ და ცნობისთვის მარტო ვცხოვრობ.ერთი ბუზღუნა ძიძა შემომრჩა მარტო და ეს გადარეული საძმო.ეხლა კი შენ შემოემატე როგორც ჩემი დაიკო!
-მარიამი? და მარიამი სად წავა?
-მარიამს მაპატიე ნინი მაგრამ დად ვერ მივიღებ.მას სულ სხვა თვალით შევხედე სულ პირველი წუთიდანვე!
-ვაი ვაი ვაიიიი ეს რა მესმიიის.შენი გული ვინმემ შეძლო და დაიპყრო უკვე?
-ხუმრობა ცადა კახამ!
-ვერც მასე ვერ ვიტყვი მაგრამ არაფერია გამორიცხული!_ უთხრა ლევანმა და თვალი ჩაუკრა კახას!
-კარგი წავედით ნინიკო ამხელა ლექციის შემდეგ რომ მაგ სკამიდან არ ადგე მაგ სკამიანად წაგიყვან და დაგსვამ შუა ზალაში როგორც ქალღმერთი დალის ქანდაკება!_ უცებ ჩამოარაკრაკა ეს ყველაფერი კოკიმ და ყველას გაეცინა.
-წავიდეთ მაგრამ ერთი პირობით!ცრემლიანი თვალებით გახედა ნინიმ ბიჭებს.
-თქვი გისმენთ!.დათლილი ხმით უთხრა ლევანიმ.
-თუ რაიმე იმ წუთში რეკავ და აქ გავჩნდები!
-გპირდები რომ მასე მოვიქცევი! უთხრა და შუბლზე აკოცა ლევანმა.
-შენ მანქანა გჭირდება?თუ ორი მანქანით წავიდეთ ჩვენ!
-არა დატოვეთ რომ საუცბათოდ დამჭირდეს იყოს აქ!
-კარგი აბა წავედით გათენდება სადაცაა და ცოტა მაინც დავისვენოთ.
-ხო შენი ტვინი დღეს ძალიან გადაიღალა და თუ არ დაისვენე ვეღარ იაზროვნებ ხვალ. წაკბინა ზაზამ კოკის. არ იყვნენ მასხრობის და ღადაობის ხასიათზე მაგრამ ნინის გამო ოხუნჯიბდნენ რომ ცოტა სტრესიდან გამოსულიყო და აღარ ეფიქრა იმ საშინელ დღეზე.ლევანმა ბიჭების და ნინის გასვლისთანავე ძიძას დაურეკა და აუხსნა მდგომარეობა.
-ნინის მოერიდება ბუზღუნ და აბა შენ იცი შესთავაზე რაიმე შეჭამოს და თუ არაფერი არ გამოგივიდეს დილით უჭმელი არ გამოუშვა!
-კარგი შვილო მალე მოვლენ?
-ეხლა გამოვიდნენ გვიანია ტრასა თავისუფალია და სადღაც 20-25 წუთში ალბად მოვლენ.შეიძლება დილით კი დაგადგებით თავზე!
-კარგი ჩემო ბიჭო!
ახლა ცოტას ლევანიზეც მოგახსენებთ. მოკლედ:
ლევანი ხიდაშელი უძლიერესი ბიზნესმენი ვახტანგი (ვახო)ხიდაშელის შვილი.ვახო და მარიამი სიყვარულით დაქორწინდნენ.ქორწინების წლის თავზე დაიბადა ვახოს ლომი ლევანი. უხაროდა სახლში მისვლა ვახოს.მარიამი გიჟი იყო მეუღლის და მისი სიყვარულის ნაყოფის.თბილი და ტკბილი ოჯახი მაგრამ ბედნიერებას დიდხანს არ შეუძლია ზოგჯერ წყნარად ყოფნა.უნდა ამოვარდეს კალაპოტიდან და უნდა ატკინოს ყველას თავისი ბობოქარი ტალღებით.არავინ რომ არ ელოდა ერთ დილით ხიდაშელების კივილმა მთელი თბილისი გააღვიძა და ფეხზე დააყენა.გულით უეცრად ძილში გარდაიცვალა წარმატებული ბიზნესმენი.ღარიბების შემტკივნე და დიდი ქველმოქმედი ვახტანგ ხიდაშელი.ლევანი 5 წლის იყო.მარიამის ძლიერმა სიყვარულით სავსე გულმა ამ ტკივილს ვერ გაუძლო და ერთ დღეს სახლიდან ორი მიცვალებული გაიყვანენ.სიცოცხლეში რომ ყველა მეგობრობას ეფიცებოდა ბ.ვახოს მისი შვილი გარიყული დარჩა ყველასგან.მართალია გაჭირვებაში იცნობ ადამიანსო და ლევანი მეურვეს გარეშე დარჩა.ამიტომ ის ბავშვთა სახლში გადაიყვანენ.ძიძა ყოველ შაბათ-კვირას ნახულობდა.არ ტოვებდა მარტო.მშობლების საფლავზეც მიყავდა და მისი ხელით გამომცხვარ ნაზუქებსაც აჭმევდა.მის ქონებას ყადაღა დაედო მანამ სანამ ლევანი სრულ წლოვანი არ გახდებოდა.იზრდებოდა ბიჭი უცხო გარემოში,გაიჩინა საძმო და ეს გიჟი სასტავიც იქედან მოდიან.მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ.ერთად უხარიათ და ერთად სტკივათ.ერთად უმკლავდებიან ყოველგვარ პრობლემებს.ერთი ასაკისანი არიან.ერთ სკოლაში,ერთ ჯგუფში და ერთ ოთახში ეძინათ ექვსივეს.უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ.საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ სკოლაში სკოლის შემდეგ მოხუცებს ეხმარებოდნენ.ბევრჯერ ქუჩაში ხალხისთვის ფეხსაცმელიც გაუწმენდიათ იმ ფულით გოგოებს კამფეტს ყიდულობდნენ.არ ეთაკილებოდათ ისინი ცუდს არ აკეთებდნენ არაფერს.ერთ დღეს როცა დილით ადგა სკოლაში წასასვლელად მათ ოთახში უცხო მამაკაცი იყო .თვალები დასიებული და დაწითლებული ქონდა ტირილისგან.გაუკვირდა ლევანს პატარა აღარ იყო 16 წლის ბიჭი იყო უკვე და ამ წლების მანძილზე ძიძას გარდა აქ არავინ არ მოსულა.აღმზრდელები ამაყობდნენ ამ ბავშვებით და ამბობდნენ მშობლები რომ ადგათ თავზე ისინი არ არიან ასეთი კარგებიო.უცნობმა შეამჩნია რომ ბიჭებმა გაიღვიძენ.შემობრუნდა და მათ მიაჩერდა ალბად ცდილობდა ამოეცნო რომელი იყო ლევანი.
-კითხვაც არ მჭირდება ჩემი ვახოს ბავშვობა მომაგონდა როგორც კი შეგხედე!ბ უთხრა ლევანს და გულში ჩაიკრა.ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა.ისეთი თბილი გამოხედვა ქონდა ლევანს სევდა შემოაწვა დედის სითბო იგრძნო თითქოს და ჩახუტება უნდოდა ამ საოცრად თბილ ადამიანზე.ქალმა თითქოს ჩანაფიქრე მიუხვდა ახლოს მივიდა მთელი სახე დაუკოცნა,გულში ჩაიხუტა და მის გვერდით მყოფ უცნობს უთხრა.
ჩვენ აქამდე შვილი არ გვყავდა მაგრამ უკვე ექვსი შვილი გვყავს.ნახე რა ლამაზები არიან.თქვენ დღეიდან ჩემი შვილები ხართ შვილებო.სხვას ივერი მოგიყვებათ.რადგან არც ისე პატარები არ ხართ რომ ვერ გაიგოთ რა ხდება შენს თავს სახლში წავიდეთ.
-არა აქ ჯობია საუბარი.აქ ვეტყვი ყველაფერს და თავად გადაწყვიტონ რა როგორ გავაკეთოთ. მე ივერი ვარ ქართველიშვილი. მამაშენის ახლო მეგობარი,მეჯვარე და შენი ნათლია შვილო.40 დღის იყავი რომ მოგნათლეთ.შემდეგ საქართველოდან წავედით მე და ჩემი მეუღლე და მაპატიე რომ დღემდე ეს ყველაფერი მე არ ვიცოდი და ამდენი წლები აქ მოგიხდა გაჩერება.ავად ვიყავი ინვალიდის ეტლში ბევრი ვიბრძოლე რომ ფეხზე დავმდგარიყავი.სპეციალურად არ ვრეკავდი ვახოსთან არ მინდოდა ისე ვენახე მას.ამიტომ ასე ვამჯობინე ცოტა ხნით გავერიდები და მერე ყველაფერს აუყხსნი მაინც არ გამებუტება დიდი ხნით უჩემოდ ვერ გაძლებსთქო.ემ ცოტა ხანმა 18 წელი გასტანა ნუ მოკლედ როგორც ხედავ ეხლა ჯოხით ვდგევარ შენს წინაშე.მინდოდა სიურპრიზი მომეწყო ვახოსთვის და მარიამისთვის მაგრამ სიურპრიზი აქეთ დამხვდა. როცა ლილიმ შენმა ძიძამ კარი გამიღო ჯერ ვერ შემიცნო მერე ისეთი გულისაკლავი ხმებით დაიწყო ტირილი მივხვდი რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო.სახლში შევედი და მათი ფოტოები რომ დავინახე გავხევდი.მერე აღარაფერი არ მახსოვს.ამ ავადმყოპფობაში ერთი გული მქონდა მრთელი და ისიც იქ დავბტოვე ასე მეგონა.გონს საავადმყოფოში მოვედი და აი ეხლა შენს წინაშე ვარ დამნაშავეც და უდანაშაულოც.გპირდები აწი ერთად ვიქნებით და თავიდან დავიწყებთ ყველაფერს ჩემო ლომო.მამაშენის აშენებულ ბიზნესის იმპერია გახდები თუ არა სრულ წლოვანი ყველაფერი დაგიბრუნდება.მაგრამ მე ერთს ვფიქრობ.ბიზნესს ბევრი მტერი ყავს შინაურიც და გარეულიც.მოდით ერთად ვიმსჯელოთ.არ მინდა გაიგოს ვინმემ რომ თქვენ ჩემი მფარველობის ქვეშ ხართ კიდევ ორი წელი გინდათ რომ სრულწლოვნები გახდეთ აბა რა ვქნათ?!.
-მე ასე ვიტყოდი თუ ლევანი წინააღმდეგო არ იქნება ჩემის აზრით უკეთესი იქნება თუ აქ დავრჩებით ის ორი წელიც.დაე ეგონოს ყველას რომ ჩვენ არანაირი მეურვე არ გვყავს.მაინც არავინი გვაკითხავს არც ჩვენ და არც ლევანს ძიძა ლილის გარდა!
-ძალიან კარგი აზრია კოკი._ უთხრა ლევანმა.გავხდები ივერი ძია სრულწლოვანი და ყველაფერს დავიბრუნებ იმ ქონებას რაც მამამ და დედამ დამიტოვა.ჩვენ ექვსივე ერთად მოვდივართ 5 წლიდან და ბოლომდე ერთად ვიქნებით.ერთმანეთის გვერდით დგომით უფრო გავაძლიერებთ და ჩვენც ძლიერები ვიქნებით.
აღტაცებული უსმენდა ბ.ივერი და უხაროდა რომ 16 წლის ასაკში ეს ბავშვები უკვე ჩამოყალიბებული და აზროვნების დიდი უნარით და უდიდესი ნიჭით გამოირჩევიან.იშვიათი ბავშვები არიან.მას შემდეგ მოდის ეს ექვსი სიმპაწიკა ბიჭები ერთად.მას შემდეგ მფარველობს ყველას შეუჩნევლად ბ.ივერი ქართველიშვილი კაცი რომელიც აზანზარებს მთელ ევროლას და რუსეთს.წარსულის მოგონებებში გადავარდა ლევანი და შეხედა სარკმელში როგორ ეყრებოდა ღამე დღეს და თანდათან ხდებოდა დილა მტრედისფერი.
ბიჭები საავადმყოფოდან რომ გამოვიდნენ ცდილობდნენ ნინი ცოტა ხასიათზე მოეყვანათ.თუმცა სამხიარულოთ არც ერთს არ ცხელოდათ.
-აუ ვერ ვიჯერებ რომ ლევანის გულში ვიღაცამ დაიბუდა!
-ღმერთმაც ქნას კახუჩელა ძალიან გამიხარდება!
-ნინიკო წინ დააჯინეთ კობას გვერდით._გასცა რძანება კახამ და თვალები მაცდურად აათამაშა.
-აბა წავედით ცოტა დასვენება არც ერთ არ გვაწყენდა!
-ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ!
-ნი აქ სამადლობელი არაფერია,არ დაიღალე ამდენი მადლობებით?უფალს გადაუხადე მადლობა რომ იქ ვიყავით იმ დროს და იმ წუთებში!
-ეს ფულის ტომარა რა დღეში ყოფილა ხედავთ?
-ფულით ბედნიერება წარმავალია ზაზა მაგრამ კეთილი გული და სუფთა სინდისი არასოდეს არ იკარგება,რჩება სამარადისოდ!
-მართალი ხარ ნინი,სრულიად გეთანხმები! _უთხრა კობამ და თან ძალიან კმაყოფილი დარჩა ნინის პასუხით.სახლში მისულებმა ჩუმად გააღენ კარები და ცდილობდნენ არ ეხმაურათ რომ ძიძას არ გაღვიძებოდა.შესასვლელში შუქი აანთენ და არ ელოდა არცერთი ქ.ლილი თუ ასე გვიან ფეხზე იქნებოდა.
-ბუზღუნ? შენ არ გძინავს?
-გაუკვირდა ალეკოს.
-რა დამაძინებს როცა თქვენ სახლში არახართ არცერთი!
-კარგი რა ხომ დაგირეკეთ გვიან მოვალთთო აი ყველა ერთად მოვედით.ლევანი მოვა ხვალ მეორე ბინაში წავიდა ამაღამ აქ დავრჩებიო! არ უნდოდათ ბუზღუნას რომ ენერვიულათ და არ ეუბნებოდნენ სიმართლეს.
-თქვენ არც კი გელოდებით და ხმას ნუ იღებს უნიჭოთ ცრუობთ იმიტომ რომ არახართ ტყუილებს მიჩვეულები!
ბიჭებმა თვალები დააჭყიტენ და ასე მიაჩერდნენ ძიძას.
-მე ნინის ველოდი.წამოდი შვილო ამათ ნუ უყურებ შენ არ აყვე ამათ თორე სახლის გზას შენც დაგავიწყებენ! და კიდევ ვიცი ლევანი სადაცაა.სანამ თქვენ მაგ გეგმებს დააწყობდით მე დამირეკა და ამიხსნა მან ყველაფერი!
ნინის მოერიდა დედის ტოლა ქალი ელოდა ამდენი ხანი და უარი ვერ უთხრა.მხოლოდ მარტო ჩაი დალია.
-ბუზღუნ მოასვენე ნინი ანახვე ოთახი თორე ასე მგონია რომ მუსიკას უკრავთ ჩვენ და ნინი დირიჟორობს ისე აკინწილებს თავს ნახევრად ძინავს! გაიცინა კოკიმ.
-შენ რომ არ თქვა საერთოდ არსებობს ისეთი შვილო?_გაყვა ნინი ძიძას.წყალი გადაივლო წყალმა თითქოს დაღლილობა მოუხსნა შეწვა საწოლში და ეცადა დაძინებას.
-რა მოხდა შვილები დღეს.ეს გოგო ძალიან შეშინებულია!
-დაწვა?
-არა სააბაზანოში შევიდა!
-ბედად იქ ვიყავით ბუზღუნ მაგრამ მაინც ვერ ავარიდეთ.ნინი არაფერი მარიამია ძალიან ნაცემი და ცუდადაა.კომაშია ტვინზე აქვს პრობლემა.ლევანიც ამიტომ დარჩა იქ!
-იმედია დამნაშავე მკაცრად დაისჯება და საკადრის მიიღებს!
-გადავეცი ყველაფერი პროკურატურას.განიხილავენ თუ ყველაფერი დაუმტკიცდა რაც ამოვჩიჩქნეთ დიდი ხანი იქნება ჰავაის კუნძულებზე რაც დიდი ალბათობაა!
-კოკი შენ ხარ ხო ადვოკატი მარიამის!
-ხო ლევანიმ მითხრა ყველაფერი შენი თვალით ნახე და საქმის დიდი ძიება აღარ დაგჭირდებაო!
-წავედით ჩვენც დავწვეთ,დავისვენოთ დილით საავადმყოფოში წავიდეთ.ლევანი გამოუშვათ ცოტას დაისვენებს ისიც ცოდოა და გამოიცვლის!
-მე წავედი მშვიდობიანი ღამე ყველას! კობამ ბუზღუნას შუბლზე აკოცა და ისიც წავიდა დასაწოლად.როცა ნინის ოთახს მიუახლოვდა ფრთხილად შეაღო კარები უნდოდა დაეხედა და დარწმუნებულიყო რომ ძინავდა.ოთახში შესვლისას გაოცებული დარჩა როცა ნინის გულამოსკვნილი ტირილის ხმა გაიგონა.
-ნინი რას შვრები ტირიხარ? დააბნია გოგოს ცრემლიანმა თვალებმა.
-მეშინია კობა.დაძინების მეშინია!
-თუ არ მიწყენ მე დავრჩები დღეს შენთან და ვიქნები შენს გვერდით! მოვალ 15 წუთში ნინი არ შეგეშინდეს._უცებ გამობრუნდა კობა მის ოთახში რაც შეიძლებოდა სწრაფად გადაივლო წყალი,გამოიცვალა და ისეც ნინისთან დაბრუნდა.შეწვა ლოგინში ნინის წელში ხელი შეუცურა და მისკენ მიიზიდა.მის თმებში ცხვირი ჩაყო შეისუნთქა მისი ნაზი თმების სურნელი და ორივემ ერთად ესტუმრა სიზმრების საუფლოს.
ლევანი გადის და გამოდის საავადმყოფოს ფოიეში.სადაცაა გათენდება რიჟრაჟი ეყრება უკვე ღამეს.ხედავს ექიმები და მედპერსონალი გამორბიან და მარიამის პალატაში შევიდა ყველა ერთად.
-რა ხდება ბადრი ექიმო და პასუხის მოლოდინში შეშინებული უყურებს.
-ნუ გეშინია ლევან მგონი სასიხარულო ამბავია შევალ და გავიგებ!
-ელოდა ექიმის გამოსვლას ლევანი წუთები,საათები ლამის დაილია მოლოდინით.როგორც იქნა დამშვიდებული სახით გამოვიდა ექიმი და გაუღიმა.
-რა ხდება დროზე მითხარით!
-სიახლეა ლევან და სასიხარულო სიახლე.მარიამის გული უფრო ძლიერად აფეთქდა და ნორმალური ცემა დაუბრუნდა.ტვინის უჯრედებმაც ფუნქციონირება დაიწყო.ეს კომაში მყოფი ადამიანისათვის ძალიან კარგია.რამდენიმე საათის ძილი ეყო რომ ტვინს ნორმალურად ემუშავა.ეხლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როდის გაიღვიძებს პრინცესა!
-და როდის გაიღვიძებს?
-ეს არ ვიცით მაგრამ დარწმუნებული ვარ ესეც მალე იქნება რადგან ეს ერთი შეხედვით სუსტი გოგოა მაგრამ გამაოცა მისი ორგანიზმის სიძლიერემ. ეხლა კი დაგტოვებ,უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება!
-ბ.ბადრი შეიძლება შევიდე მასთან?
-შედი ცოტა ხნით.დიდხანს ნუ გაჩერდები მისთვის სიწყნარეა აუცილებელი და პირველი წამალი.მერე კი დაისვენე ლევან მთელი ღამე აქ ხარ.ჯერ არ გაიღვიძებს და ესე როდემდე გაძლებ თავს მიხედე შენ მას ძლიერი სჭირდები!
ლევანმა მადლობა მოუხადა და მარიამის პალატისკენ წავიდა.მიახლოვდა საწოლს და ტანში ჟრუანტელმა დაუარა,უყურებს მის წინ დაწოლილ თითქმის უსიცოცხლო სხეულს.მის დალურჯებულ სახეს და იცის ამ სილურჯეების შიგნით როგორი ნაზი და ფაქიზი მარიამია.ეს მისი მარიამია,დიახ ლევანის მარიამი.მივიდა ახლოს ჩამოუჯდა,ვინ თქვა კაცები არ ტირიანო.აი ლევანი ტირის და ცრემლიანი თვალებით ეფერება მის ხელებს.მისი ხელი ხელში აიღო აკოცა ფაქიზად და ნელა.დაიხარა ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს და უთხრა.
-გეფიცები მარიამ ამ ჩემს უცნაურ გრძნობას შენს მიმართ,ისე ვიძიებ შურს რომ მუხლზე ხოხვით გევედრებოდეს პატიებას.შენს გამო საკუთარი ცხოვრების წესსაც კი დავთმობ მარ. ერთადერთი ისაა ცხოვრებაში რასაც ვერ შევცვლი ეს ჩემი გიჟი ბიჭების თანაცხოვრებაა და ეხლა შენ ჩემი სიცოცხლე.დამიბრუნდი ჩვენ ხომ წესიერადაც არ გაგვიცვნია ერთმანეთი.ეხლა გიპოვნე და ნუ დამსაჯავ ისე ძლიერ რომ ეხლავეს დაგკარგო. ეხლავეს ნუ დამტოვებ.იქ იმ დღეს შემთხვევით არ მოვსულვარ.წელიწადზე მეტია გითვალთვალებ,შენი თვითეული ზარი,თვითეული ნაბიჯი ვიცი.რა მეგონა ასეთ აუტანელ პირობებში თუ გიწევდა ცხოვრება.დამიბრუნდი ჩემო თვალის ჩინო და გეფიცები ყველაფერი შეიცვლება.პირობას ვდებ აწი აღარ გეტკინება აღარასოდეს._შუბლზე მიადო მისი ცხელი ტუჩები და ეამბორა მარის.
ამ დროს აპარატი აწრიპინდა თითქოს ლევანის ყოველ სიტყვაზე თანახმა იყო და დასტური მიცა თანხმობის. ლევანი კმაყოფილი გამოვიდა საავადმყოფოდან და სახლისკენ წავიდა.უნდოდა იმ გიჟებისთვის სახლში მიესწრო.ეზოში შესული ლევანი სამზარეულოს სარკმლიდან დაინახენ და ყველა წამოდგა რადგან ყველას აინტერესებდა მარიამის ამბავი.რადგან ლევანი სახლში მოვიდა ესე იგი ცოტა უკეთესობაა გაიფიქრა ნინიმ.
-დაჯექით რა შეხვედრა მომიწყვეთ აქ ვერ მოგაგნებით?
-ბუზღუნ როგორ ხარ არ აბუზღუნდე ეხლა შენებურად._ გააჯავრა ძიძა და გულში ჩაიხუტა.მერე ნინის გადახედა და მასთანაც მივიდა,მასაც მოეფერა საიდან აქვს ამ ბიჭს ამოდენა სითბო.
-როგორ ხარ საყვარელო ხო დაისვენე ცოტა?
-მე კარგად ვარ მაგრამ მარიამთან მინდა,ცრემლიანი თვალები შეანათა ლევანს.
-შენ რადგან სახლში მოდი ახალია რაღაც ხო? შეეკითხა ალეკომ.მიდი აბა გაგვახარე და ეს გოგო გააღიმე ცოტა და ნინის გადახედენ.
-კი ახალია და სასიხარულო და რაც უთხრა ექიმმა ის გაიმეორა.ასე გრძელდებოდა მთელი სამი თვე.საავადმყოფო მათ სახლად გადაიქცალევანიმ და ბიჭებმა გადაწყვიტენ მარიამის მშობლების მონახულება და წავიდნენ სოფელში.კითხვა-კითხვით მიაგნენ სახლს.მწვანეში ჩაფლული პატარა ოდა სახლი წინ ბალკონით და ხის მოაჯირით.ეზოში ნაირ-ნაირი ყვავილები.ერთ მხარეს ყვითელი ნარცისები და წითელი პიონები იწონებდნენ თავს.მეორე მხარეს ვარდების ნაირ-ნაირი ჯიშები.ამ ყვავილებში ჩადგმული ხის მორებიდან გამოთლილი ცხოველების ქანდაკებები.ისე ლამაზი იყო ეს ყველაფერი ლევანმა რამოდენიმე ფოტოც კი გადაიღო.გარედან ეტყობოდა სახლს რა თბილი ტკბილი ჰარმონია სუფევდა ამ ოთხ კედელში.სიღარიბე მაგრამ სტუმართმოყვარეობა.ბიჭებმა მარიამის ამხანაგებად და მეგობრებად გაეცნო ოჯახს და ლევანი როგორც მისი უფროსი სამსახურში.ძალიან გაუხარდათ მოხუცებს ოჯახში სტუმრების მისვლა და რაც ქონდათ სული და გული ჩადენ თითოეულ კერძში.
-თავად რატომ არ წამოვიდა შვილო გვენატრება ასე როგორ შეიძლება სამსახურს გადაყვეს თან და ჩვენ დაგვივიწყოს! საყვედურობდა შვილს მონატრებული დედა.
-დააცადე საყვარელო როცა შეძლებს მოვა.ის ტყუილად არ გაჩერდება არსად ალბად ასეა საჭირო.და ეს რამხელა პატივია თავად უფროსი მოვიდა ჩვენამდე.მადლობას გიხდით შვილებო.როცა შეძლოთ მობრძანდით.კი ვერ გაგაკვირვებთ მაგრამ რაც გვაქვს აი ეს გვაქვს რომ გვცოდნოდა უფრო უკეთესად დაგხვდებოდით. ბოდიშობდა ბ.მიხეილი.მარიამის დიდი სიმდიდრე და სიამაყე მისი ოჯახი და მშობლებია და მართალიცაა.აქ იგრძნობა სრული იდილია.ოჯახის სითბო და დიდი სიყვარული.გაუხარდა რომ მარიამი ასეთ ხალხში გაიზარდა.აი საიდან აქვს მარიამს ამოდენა სინაზე და სინატიფე.
-ბ.მიხო ეს ბაღი თქვენ გააკეთეთ? ძალიან ლამაზია.
-მე სად მცალია შვილო მარიამის ხელითაა ყველაფერი გაკეთებული.უყვარს ეს დეკორაციები და გაფორმებები.უთხარი შვილო ჩვენთვინაც მოიცალოს.მართალია დედამისი დედაა და ენატრება შვილი მაგრამ ეს რომ გავაგონო ეხლა მას სახლიდან უნდა წავიდე ვეღარ გაუძლებ მის წუწუნს.ჩუმად ჩასჩურჩულა მიხომ ლევანს.
-აუცილებლად მიხო ძია მოიცლის თუ არა გავანთავისუფლებ ერთი თვით და გამოუშვებ დასვენება მართლა არ აწყენს გადაიღალა.ხო მართლა აი ეს გამომატანა თქვენთან და ეს წერილია.და ლევანმა გადასცა ვითომ მარიამის გამოტანებული წერილი და ფული.მიხოს ცრემლი მოერია და მარიამის ნაწერს დაკოცნა.
-მეც მენატრები ჩემო სიხარულო,მამას გოგო მაგრამ შენ თუ თვლი რომ ასეა საჭირო როცა მოიცლი შვილო გამოირბინე მოგეფეროს მამას და დაგიკოცნოს ლამაზი სახე._გული ეტკინათ ბიჭებს მიხოს ამ საუბარზე და ერთი დასკვნა სამივემ ერთხმად გამოიტანენ რომ ასეთი თბილი და ტკბილი მარიამი მამის ასლი არის.მოილხინეს კარგად.ძალიან ბევრი რამ გაიგო მის საოცნებო ქალზე და კმაყოფილები დაბრუნდნენ ქალაქში.
ძალიან უყვარს მამას მარიამი და გაიგონეთ ცოლს როგორ მიმართა ეხლაც აი ამ ასაკში? აი ესაა სიყვარული და შეუძლებელია მარიამი სხვანაირი ყოფილიყო. საუბარი ალეკომ წამოიწყო.
-ასეთ უბრალო ოჯახში აღზრდილი შვილი როგორ უნდა იყოს ცუდი ალექს._ უთხრა ლევანმა.
-ძალიან მომეწონა ეს ხალხი.აქ კიდევ დიდი სიამოვნებით მოვიდოდი.
-მოვალთ ალექს აუცილებლად მოვალთ მარიამთან ერთად ყველანი.გაუღიმა ლევანიმ და თვალი ჩაუკრა.
-შენ რაღააც ხშირად დაიწყე თვალების ფახუნი და მიდიხარ უკეთესობისკენ? გვტოვებ საძმოს?
-მე საავადმყოფოში დავრჩები თქვენ სახლში წადით.ოსტატურად გადაუხვია თემას ლევანიმ.
-ჩვენც წამოვალთ ნინი დღეს მთელი დღე იქაა წავიყვანთ და წავალთ.
-კარგი ნინი წაიყვანეთ ხო.ბიჭებო ბუზღუნა არ მომწონს ეს ბოლო პერიოდი და ხვალ ანალიზებზე მოიყვანეთ აქ ვართ ბარემ ყველანი და თუ არ წამოგყვეთ ძალით რომ მოგიწიოთ მისი წამოყვანა წამოიყვანეთ მე აქ დაგელოდებით.
-კარგი ლევან რაღაც მეც ვატყობ ძალიან მალე იღლება და ეს არ მომწონს.
-კარგით იმედია სერიოზული არაფერი არ იქნება და საავადმყოფოშიც მივიდნენ ამ ლაპარაკში.მდგომარეობა ისევ ისეთივე უცვლელია.ნინი წაიყვანა კობამ სახლში,ლევანთან კოკი და ზაზა დარჩნენ არაფლით არ დატოვენ ლევანი მარტო.გარეთ იჯდნენ და საუბრობდნენ.გვიანი იყო როცა ლევანი წამოდგა და მარიამის დასახედად წავიდა.მის ახლოს ჩამოჯდა და საუბარი დაიწყო თან ხელზე ეფერებოდა შენ რომ გრძნობდე რას განვიცდი შენს მიმართ ალბად ამდენს არ მატკენდი.გაიღვიძე მარიამ.ვეღარ ვიტან ამ მდუმარებას.,,შენ ხარ ჩემში ჩემზე მეტი''.
უეცრად მარიამმა ლევანს ხელი მოუჭირა და აგრძნობინა რომ მესმისო.გული აფრიალდა და დააკვირდა ნუთუ იღვიძებს? რატომ ვღელავ ამას ხომ ველოდები უკვე სამითვეა. მარიამმა ნელა ნელა თვალები გაახილა გაუჭირდა შუქის დანახვა და ისევ დახუჭა.ირგვლივ მიმოიხედა და ლევანს შეანათა მისი ლამაზი თვალები.
-მარიამ რაიმე გტკივა?გესმის ჩემი ხმა?
-თქვენ,თქვენ მე არ გიცნობთ მაგრამ აქ ხართ.თქვენი ხმა მესმოდა მთელი ეს დრო.
-ექიმს დავუძახებ და მერე ვილაპარაკოთ,კარგი?
-კარგი მაგრამ კარგად ვარ არაფერი არ მტკივა.
-ექიმი მაინც საჭიროა მარიამ. ლევანი ოთახიდან გახარებული გავარდა.ბიჭები დააღვიძა და ექიმის დასაძახებლად წავიდა.
-ექიმო მარიამმა გაიღვიძა!
-რას ამბობ ლევან ეს საოცრად სასიხარულო ამბავია.წამოდი ვნახო და ორივენი მარიამის პალატისაკენ წავიდნენ.გასინჯა ექიმმა და გარეთ კმაყოფილი გამოვიდა.
-შედით გელოდებათ მე კი გილოცავთ აწი აღარ დაგჭირდეთ ექიმი.ხვალ ანალიზებს აუღებთ ერთ დაკვირვებას გავაკეთებთ და შეგეძლებათ წაიყვანოთ სახლში.მაგრამ ცოტა ხანი წოლით რეჟიმში უნდა იყოს რადგან ეხლა ძალების აღდგენა უნდა, სხეული დასუსტებულია.
-მადლობა ბ.ექიმო.ძალიან დიდი მადლობა.
-ექიმს გაეცინა მხარზე ხელი დაკრა და უთხრა,,ყველაზე დიდი სილამაზე ადამიანში ამაღლებული უბრალოებაა.ამ უბრალოებას გაუფრთხილდი ლევან.ეს გოგო შენი უბრალოებააა.გაუღიმა და გაშორდა.მარიამი კარებს მიჩერებია და ელოდება როდის შემოვა მასთან ის პიროვნება რომელიც მთელი ეს დრო მასთან იყო.კარი გაიღო და სამი ერთმანეთზე უკეთესი ბიჭი შემოვიდა.თითქოს ეცნო მაგრამ არ ახსოვდა სად ყავდა ნახული.
-როგორ ხარ მარიამ?კითხა ლევანმა.
-მე კარგად მაგრამ, თქვენ?გიცნობთ?
-მარიამ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი.მე ვარ ის ლევან ხიდაშელი ვისი საფულეც შენ იპოვნე იმ ღამით.
-ის საფულე,ის საფულე იპოვეთ,დაიბრუნეთ?აჩიკო? და სად არის ის-იკითხა დაშეშინებული თვალებით გადახედა იქ მყოფებს.
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგადაა ის არაკაცი დაჭერილია და საკმაო დიდი ხანი მოუწევს იქ დასვენება.ესენი კი ჩემი ძმები არიან ზაზა გედენიძე და კოკი ქობალია.
-მადლობა მინდა გითხრათ რაც ჩემთვის გააკეთეთ.მე ყოველ ღამით ვგრძნობდი რომ აქ ვიღაც დადიოდა,მელაპარაკებოდა,მესმოდა ხმები მაგრამ თვალების გახელა არ შემეძლო.
-სამადლობელი არაფერია ეს უკვე დაივიწყე როგორც ცუდი სიზმარი და წყალს გაატანე შენი ტკივილი.
-ნინი,ნინი აქ არ არის?სად არის რაიმე დაუშავდა?
-არა ნინი კარგადაა დავურეკავ და მოვლენ. ნინი და ქ.ლილი ვახშამს ამზადებდნენ.ბიჭები კი მისაღებში იჯდნენ და ტკბილად საუბრობდნენ.
-ლევანთავ რომელი მიდიხართ დღეს,კითხა ძიძამ.ამ დროს კობას ტელეფონი ახმაურდა დახედა ტელეფონს და ფერი ეცვალა.--ლევანი რეკავს ეს ტყუილად არ დარეკავს თქვა ხმამაღლა.
-ხო ლევან რა ხდება!
-?.......
-აქაა რა ახალია რაიმე?
-?........
-ნინი ლევანია რაღაც უნდა რომ გითხრას.
-გისმენ ლევან! -- ?......
- კი აქ არიან ყველანი!
-?.....
-სპიკერზე? ამ წუთში.
-კობა ჩაურთე ხმა რაღაც აქვს ყველასთვის სათქმელი.
-გესმის? ჩართულია ლევან გისმენთ.
-ნიიიიი მომენატრეეეე.
-მარ? მარიიიი.მარ შენ ხარ? მართლა შენ ხარ?_ნინი ხან ტიროდა ხან იცინოდა ვეღარ გებულობდა რას აკეთებდა.
-მოვდივართ ეხლავე მოვდივართ მარ.თქვა და ბიჭებს გადახედა. ყველას გაუხარდა.ქ.ლილიც კი ტიროდა სიხარულისგან.მოეხვია ნინის და უთხრა მე გავაკეთებ ყველაფერს წაყევი ამ გიჟებს გელოდებიან.არც გამოუცვლია ისე როგორც იყო სახლში ისე წაყვა ბიჭებს სულ ყვირილით.ისე აირბინა საავადმყოფოს კიბეები გეგონებოდა დაფრინავსო.პალატის კარები კიარ შეაღო შეგლიჯა და მარის დაეტაკა.კოცნიდნენ და ეფერებოდნენ ერთმანეთს.გული რომ იჯერენ მერე ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოუყვა ნინიმ.ამ საუბარში დაავიწყდა გაეცნო ბიჭები და მათაც მიუბრუნდა.
-უუფ მეპატიება და გაიცინა. მაარ გაიცანი ჩვენი მეგობრები ალეკო კობახიძე,კობა ხურციძე კახა ფარჯველიანი.სამივემ გადაკოცნა მარიამი.ძალიან დიდი დადებითი მუხტი და აურა მოდიოდა ამ ექვსეულიდან მაგრამ ლევანი გამორჩეული იყო ამათგან.იცინოდნენ და ხუმრობდნენ,მარიამი იმათ ხუმრობებზე გულიანად კისკისებდა და ლევანს ეს კისკისი სასიამოვნოდ ხვდებოდა გულზე.კოკა ცანცარის ხასიათზე მოვიდა.მივიდა და ლევანი სადაც დადგებოდა ისიც იქ დგებოდა.ხან შარვალი ჩამოუფერთხა,ხან პერანგის საყელო შეუსწორა.ყველა აკვირდებოდა მის უცნაურ ქცევებს განსაკუთრებით მარიამი.
-საყვარელო არ წავიდეთ სახლში? ხომ ხედავ მარიამი კარგადააა.ლევანი უცნაურად მიაშტერდა კოკის და თვალები დაუბრიალა.კოკიმ გაეპრანჭა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
-გაიტანეთ ეს აქედან სანამ შემომაკვდება ხელში.
-ნუ ბრაზობ საყვარელო მოეფერა კოკი და პერანგის შიგნით ხელი შეუცურა.მარიამი ამ ყველაფერს თვალებ-გაფართოებული უყურებდა ბიჭები კი ხარხარებდნენ.
-იცი მარიამ არ მოგცემ უფლებას შენ ჩემი ბიჭი წამართვა.იცი როგორ შეიცვალა ამ სამ თვეში? სულ ვეღარ იცლის ჩემთვის.
-კოკიი ცხოვრებაში არავინი არ მყავს ნაცემი და პირველი შენ ნუ მაცემინებ თავს.
-წამოდი საყვარელო როგორ ვიღზნები რომ ბრაზდები უფრო აღმაგზნებ და ვნებებს ვეღარ ვიმორჩილებ მინდიხარ,მინდიხარ,მინდიხარ.თან ისე იკვარჩხებოდა ყველანი ცრემლით იცინოდნენ.გაბრაზდა ლევანი ოიიი როგორ გაბრაზდააა.
-გამასწარი ახლა თორე მოგკლავ იცოდე თქვა ლევანიმ და სკამიდან წამოფრინდა რომ დაწეოდა ალბად მართლა სერიოზულად დაუშავებდა რაიმეს.ბიჭებს იმის თავიც აღარ ქონდათ ეს ორი მოერიგებინათ.ისე იცინოდნენ მთელი ექიმები და ავადმყოფები მათ პალატასთან იყვნენ მოსულები.წუთიერად მაინც დაბრუნდა დასასოწარკვეთილი ხმით შეშჩივლა ლევანს.
-მღალატობ გადამაგდე ხომ? აი ბოლოჯერ დღეს ჩვენს საწოლში დაგელოდები ჩემო მონატრებავ და გამოსამშვიდობებელი საღამო მოვაწყოთ.მე დაგელოდები ძვირფასო ჩვენს საწოლში გახდილი და უკვე წარმოვიდგინე ჩვენი გიჟური სექსი. ეს თქვა და გავარდა ტყვიასავეთ არ დამეწიოსო.
-ეხლა მართლა ვერ გიშველის ვერც ექიმი და ვერც ვექილი შე პიდა.....ო.
მაგრამ ისე გაშპა ვეღარ დაეწია. რომ არ ცოდნოდათ ამ სამი თვის მანძილზე ამათი მეგობრობა ექიმებს და მედ -პერსონალს ყველა იფიქრებდა ამ ორს გადახრები აქვსო.ასე მხიარულად ჩამთავრდა ეს ცრემლიანი და სევდიანი სამი თვეც.
ქ.ლილი ამ ბოლო დროს შეუძლოდ იყო. ანალიზებში სერიოზული არაფერი არ ქონდა .გადაღლილობის ბრალი არისო ექიმმა.ლევანიმ შენ დაისვენეო და ახალი მზარეულის ძებნა დაიწყო ისე რომ არ შეეკითხა არც გოგოებს და არც ბიჭებს.გაბრაზდნენ გოგოები რად გინდა მზარეული ეს ხომ ზედმეტი ხარჯია სანამ აქ ვართ ჩვენ მივხედავთ თქვენი კვების რესურსებს, მანამ ლილი ბებოც გამოკეთდება მოეწონათ მარიამის აზრი და დაუჯერენ.
-მე ერთი აზრი დამებადა.სიტყვით გამოვიდა კოკი.
-შენ და აზრიანი გამოსვლა?_ჩაიწერეთ რა თვეა და რა დღეა დღეს.წარბაწეულმა უთხრა ზაზამ.
-აცადე ნუ აწყვეტინებ ჩამოაბულბულოს მისი აზრი დამაინტერესდა.აბა საყვარელო ყველანი გულით,ყურით და ყველაფრით გისმენთ
-სიცილით უთხრა ლევანიმ.
-მოდი სადმე გავიდეთ წავიდეთ დავისვენოთ.ბუზღუნაც წამოვა ჩვენთან ერთად თუ არ წამოვა მოვიკიდებ ზურგზე და მაინც არ დავტოვებ აქ მარტო.
აზრი მოეწონათ მაგრამ სად ეს იყო ასარჩევი რომ უცებ მარიამმა თქვა.
-მე ვერ წამოვალ დიდი ხანია სოფელში არ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრნენ აუცილებლად უნდა წავიდე.ამჯერად ასე იყოს და შემდეგისთვის ვნახოთ.
-მეც ვერ წამოვალ ვერსად მთელი ოთხი თვეა ჩემები არ მინახავს და უნდა წავიდე.გარდაუვალია წაუსვლელობა.მოხუცებული ბებია და ბაბუა მყავს და მომენატრნენ. _თქვა ნინიმ.
მოიწყინა ბიჭებმა მაგრამ იცოდნენ რომ გოგოებს ოჯახებიც ყავდათ და სულ მათთან ვერ იქნებოდნენ. და დადგა ის დღეც რომ გოგოები წავიდნენ სოფელში წასვლის წინ ყველას დაემშვიდობენ .სოფლის ავტობუსით არჩიენ წასვლა.
-მადლობა ყველას თითოეული იმ დღისთვის,იმ წამისთვის თუ წუთისთვის რაც თვენთან ერთად გავატარეთ.ძალიან შემიყვარდით გახსოვდეთ ყოველთვის ადამიანში სამი რამ არის ცხოვრებაში არამდგრადი;ძალაუფლება,წარმატება,ქონება.მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თქვენში ეს სამი რამ არასდროს არ იბატონებს. ამიტომ სხვაგვარად შებრუნებულად შემიძლია გითხრათ:სამი რამ აკეთილშობილებს ადამიანს ცხოვრებაში.მჭირდები,მიყვარხარ,მენატრები.იმედია ეს ბოლო როგორც ჩემში ისე თქვენშიდაც იქნება.ამიტომ სინდისი არ მომცემს უფლებას დაგივიწყოთ.აუცილებლად შეგეხმიანებით და მოგიკითხავთ.რადგან თქვენ ექვსივე ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივან წუთებში დამეხმარეთ და სამუდამოდ ჩემს გულში ჩასახლდით.
-მარ ერთის გარდა ჩვენ უკვე აი მაგ პატარა გულში ვზივართ
-მარ ერთის გარდა და ჩვენ ხუთივე მანდ ვართ შენს გულში.ლევანის არ დაგითმობ ჩემია.
-კოკი ნუ აბჟოდიალდები ეხლა ხალხი ისმენს._შეუბღვირა ლევანიმ.
-როდის მერე მაინტერესებს ხალხის ბჟოდიალი საყვარელო._თქვა და თვალები ააფახულა. მარი და ნინი იცინოდნენ.წავიდა მარი და სევდამ დაისადგურა ლევანის თვალებში.
-„დაიმახსოვრე როდესაც გტკივა და როცა გრძნობა უმართავია,როცა თოვლია გარეთ მუხლამდე, დარაბებს მიღმა გაზაფხულია''.-უთხრა ნინიმ ლევანს და თვალი ჩაუკრა.
-კარგი არჩევანია ძმაო.მინდა ბედნიერი იყოთ.აბა გასვლის დროა უკვე გაკოცეთ და მომენატრებით.
-სიმდიდრე არც ფულია,არც მანქანა,არც ზმანი,არც ყველაზე მაგარი ტელეფონი.სიმდიდრე აი ესაა თქვენი მეგობრობა,ერთიანობა და ძმობა.მშურს თქვენი.
-რატო გშურს შურიანო.
-წადი ეხლა თვალი არ გვეცეს ჩვენ .ჩვენ გენაცვალე შეუცვლელები ვართ._გულიანად გადაიკისკისა ნინიმ და კოკის მაგრად აკოცა ლოყაზე
-შენი სიცანცარე მომენატრება ყველაზე მეტად._კოკის ამ ადვოკატი კაცის ცანცარს ბოლო არ უჩანდა.
-გენაცვალე ნი როგორ შემიყვარდი ამ მოკლე ხანში. აწი როგორადაც არ უნდა ეცადო ვეღარ მოგვიშორებ.ჩვენ ექვსივე შენი ხორელა ვიქნებით.თქვენ ორივემ ჩვენი ცხოვრება შეავსეთ და ნაწილი გახდით ჩვენი გიჟური სამყაროსი._ჩაიხუტა ლევანმა ნინი გულში ფრთხილად აკოცა თავზე.
-აბა მალე დაბრუნდი.ტელეზე მოგწერ და კიც დაგირეკავ.
-ჩვენც მოგვენატრები ჩემო პრინცესავ._ ჩაიხუტა ნინი კობამ და არ უნდოდა გაეშვა.დარჩნენ ბიჭები მარტო და მოწყენილები დაბრუნდნენ სახლში
-რა ცხირპირები ჩამოგტირით რაიყოთ მოკვდა ვინმე და მე არ ვიცი?
-აუუუ დაიცა რა ბუზღუნ ნუ იფოფრები.მარიამის და ნინის გარეშე ცარიელია სახლი.თითქოს გულიც დაცარიელდა და სული სხვა სამყაროში გადასახლდდა.
ფიქრობდა მარიამზე მის სინაზეზე და ამ სინაზეში მაინც რაოდენი სიმტკიცე ქონდა ჩადებული.თითქოს ძალიან სუსტი და დაუცველია მაგრამ მაინც ძლიერი.
-რა ხდება ლევან შენში ასე ბევრს ამ გოგოზე რატომ ფიქრობ,შემიყვარდა?
-ხო შემიყვარდა ვაღიარებ.ქალი რომელიც ჩემს გვერდით იქნება ეს მხოლოდ მარიამია! -მუდამ,სულ,საუკუნოდ!.ბედნიერებიდან-უბედურებამდე,სიჩუმიდან-სიგიჟემდე,სიცოცხლიდან-სიკვდილამდე! ჩემიდან- შენამდე სულ,სულ,სულ მეყვარები მარიამ!შენ, მხოლოდ შენ დაისაკუთრე ეს გული და შეავსო შენი არსებობით.
-ლევან,ლევანი.ლეუშაააა.ეეეეუუუუუ ჩავედით ზუგდიდში სად ხარ ბიჭო აქ არ ხარ? ხელი უჯიკა ზაზამ ლევანს.
-ხო,ხო რაიყოთ მითხარით რაიმე?
-აუ ამას მაგრად გაედვა გეფიცებით.
-რაო ლეუშ გული აგვიფანცქალდაო? ისე მაგარი გოგოა მარიამი.რატო ხარ ჩუმად ვერ უტყდები შენს თავს? _კოკის სალაპარაკო თემა მიეცა და რაღა გააჩერებდა.
-ააა ვეღარ ვამბობთ რაიმესო? ისე ხშირად დუმილში უფრო მეტი გრძნობა დევს ვიდრე სიტყვებშიიიი_წაუმღერა კოკიმ და ლევანს თვალები აუფახულა.
-ლევან ერთს გეტყვი არასოდეს გითამაშია ადამიანის გრძნობებით მითუმეტეს ქალით.არახარ ასეთი ადამიანი,ეს შენს ხასიათში არ ჯდებოდა არასდროს. ცხოვრება იმდენად სასტიკი და სერიოზულია არ გაპატიებს ამგვარ სისასტიკეს და შენვე დაზარალდები.მარიამი სულ სხვა ქალია.ნაზიც და მკაცრიც,მხიარულიც და სერიოზულიც.ძალიან გამახარებ თუ ასეთ ქალს შენს გვერდით ვნახავ.
-ვოცნებობ მალე გავიდეს ეს ერთი თვე._სასიამოვნოდ ჩაილაპარაკა ლევანიმ და ყველას სათითაოდ გადახედა.
-გაები ჩიტო მახეშიიიიი?! .ვინ წაუმღერებდა თუ არა ისევ და ისევ ცანცარა კოკი.
-ეხლა ყველამ კარგად მომისმინეთ.._ ჩაერთოთ საუბარში ძიძა.
-მე ხომ მაინც აქ ვცხოვრობ.ბინა დაკეტილი მაქვს ახალგაზრდობის გამზირზე და იქვე ბინის პირდაპირ ერთი კარგი დიდი ფართია ეხლა დაუცლიათ და იყიდება.იყიდე ის შვილო და იქ გოგოებს პატარა კაფეტერია მოუწყვეთ.ბინაც იქვეა და სამსახურიც იქვე ექნებათ.მოგვიანებით ბინის გაყიდვას ვფიქრობ მე თქვენს მეტი არავინი არ მყავსაქ მირჩევნია რომ ვიყო და იქ გოგოებმა იცხოვრონ.მხოლოდ ერთია ნუ ეტყვით რომ ბინა ჩემია საზღვარგარეთაა წასული და წლები აღარ ჩამოვათქო.დამიჯერეთ არ წააგებთ არც თქვენ და არც ისინი.ის თანხა რაც ბინაში უნდა გადაიხადონ შეუნახეთ ისე რომ არ იცოდნენ. გაუხარდათ ძიძის შემოთავაზება და დათანხმდნენ.ლილი წამოდგა ლევანთან მივიდა მოეფერა და აცრემლიანებული თვალებით ვახოს და მარიამის ფოტოს შეხედა.
-დაიცავი შვილო შენი სიყვარული.თვალები გიბრწყინავს.პირველად შეგიყვარდა და აბა შენ იცი.მეც მომწონს მარიამი.მხოლოდ ასეთი გოგო მინდა ვნახო შენს გვერდიოთ რომ გყავდეს.აფასებდე და გაფასებდეს.უყვარდე და გიყვარდეს.პატარა აღარ ხარ 24 წლის კაცი ხარ._უყურა,უყურა ლევანიმ და გულში ჩაიხუტა აცრემლიანებული ქალი.
-შენ ხარ ჩემი დედა,შენ გამიწიე დედობა და მომეცი დედის სითბო როცა მარტო დავრჩი აქ ქვეყნად.კი ბუზღუნებ მაგრამ მაინც ძალიან მიყვარდა.ამ გულში და ამ სახლში მეყოლები ყოველთვის აქაა შენი ადგილი.ჩემი ოჯახის და ჩემი ცოლ-შვილის გვერდით.
მარიამი და ნინი სოფელში ჩასულებმა მოისიყვარულენ მონატრებული მშობლები და მეზობლები.ნელა-ნელა გადიოდა დღეები როგორ უნდოდა ჩქარა ჩამთავრებულიყო თვე და ენახა ის ადამიანები რომლებმაც მისი სიღარიბე არაფრად ჩააგდენ და მიიღენ როგორც თავიანთი და.აი ლევანზე კი ძალიან ბევრს ფიქრობს.ლაპარაკობენ ტელეფონზე.ვეღარ ძლებდნენ უერთმანეთოდ .მიხვდა მოხუცმა მშობლებმა რომ მარიამის გული ვიღაცამ დაისაკუთრა ჩუმად ეცინებოდა მამას ტელეფონზე მოლაპარაკეს რომ დაინახავდა.შორიდან უყურებდა თვალებ გაბრწყინებულ მარიამს და გულში ლოცავდა.
-ბედნიერი იყავი შვილო გიყვარდეს და შენი ღირსი იყოს._მესიჯებით აძინებდნენ და აღვიძებდნენ ერთმანეთს.უკვე თითებზეც დაიწყეს დღეების დათვლა ძლივს გავიდა დრო და ეხლა როდის ჩაივლიდა დარჩენილი ათი დღეც.ძალიან უნდოდა წასვლა და ამ გადარეული სასტავის ნახვა.განსაკუთრებით კოკის ცანცარი და მისი ხუმრობები მოენატრათ.ერთ საღამოს როცა მარიამი დაწვა ძილიც მოერია მესიჯის ხმამ დააბრუნა დედამიწაზე .გაეცინა ვინ იქნება თუ არა ლევანი.თბილი ღიმილით გახსნა მესიჯი და კითხულობს
,,როცა ვიძინებ,შენი სახე თვალთ მეხატება,გულსაც აღვიძებს ღამით შენი გამოცხადება''.
მარიამს გაეცინა ფიქრობდა რა მიეწერა.ბევრი ფიქრის შემდეგ გაბედა და მიწერა.
-არ გაუშვა არცერთი წუთი რომელიც ბედნიერებას განიჭებს! უიმისოდ ფუჭია ცხოვრება..
გააგზავნა და გულის ფანცქალით დაელოდა პასუხს.ლევანმა წაიკითხა მესიჯი და ცხელმა ტალღამ დაუარა მთელ სხეულში.მოულოდნელობისგან და სიამოვნებისგან გაინაბა .ფიქრობდა მიეწერა პასუხი თუ დაერეკა.ბოლოს პასუხის წერა დაიწყო
,,მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინ ხარ შენ,არამედ იმიტომ ვინ ვარ მე რომ შენს გვერდით ვიყო.დაიძინე ჩემო ლამაზო ხვალისთვის ერთი სასიხარულო ამბავი მაქვს ჯერ უნდა დავაზუსტო და აუცილებლად დაგირეკავ ვიცი რომ გაგიხარდება.შეიძლება წამოსვლა მოგიხდეს ქალაქში დროზე ადრე აქ ჩემთან ერთად დიდი საქმეები გელოდება.“
-კარგი ლევან ხვალამდე ტკბილი ძილი.
-ტკბილი ძილი დაე მე დაგესიზმრო.მიყვარხარ მარიამ .
მე შენს თვალებში ჩემს სიცოცხლეს ვხედავ და როგორ უნდა ვატკინო მაგ გულს და როგორ უნდა ავაცრემლო მაგ ლამაზი თვალები როცა ისინი ჩემად დავიგულე.მადლობა მარიამ ამ მზიანი დღისთვის,ქარისთვის,წვიმისთვის,თბილი სიტყვებისთვის და სიხარულის ყველა წუთისთვის.მინდა მხოლოდ ჩემი გჯეროდეს ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისია ამ პირველ ეტაპისათვის.ბედნიერ და წარმატებულ ხვალინდელ დღეს გისურვებ. ლევანს სულ არ ეძინებოდა მაგრამ ისეთი ნასიამოვნები იყო ამ საღამოს სიამოვნებით მინაბა თვალები და ასე ღიმილიანი ჩაეძინა.დილით მაინც ადრე ადგა და ყველა წამოყარაბ ფეხზე.
-ადგა ჯარიიიიი.დამოვიდა თავის ოთახიდან თუარა აყვირდა.
-რა იყო რა ბზიკმა გიკბინა 7 საათია შე ჩემისა აშკარად ვერ ფარავდა ზაზა სიბრაზეს.
-ნუ ბუზღუნბთ წამოდით უბრალოდ ჩაიცვით სპორტულად გამოგაფხიზლებთ.
ორი მანქანით გავიდნენ ეზოდან და იქ მივიდნენ სადაც გოგოებისთვის პატარა ბიზნესის სამყარო უნდა დაწყებულიყო.ისე კოხტად მოაწყვენ კაფეტერია ძალიან მყუდრო და საყვარელი იყო.ყველაფერს რომ მორჩნენ მერე გადაწყვიტენ ტელეფონზე დაერეკათ და ეს სასიხარულო ამბავი ეცნოთ მათთვის.ლევანიმ მარის და კობამ ნინის დაურეკენ.
-მაარროგორ ხარ?გცალია რომ დაგელაპარაკო?
-კი ბ.ლევან თავად როგორ ხართ?
მიხვდა ლევანი რომ მარიამი მარტო არ იყო რადგან ასე ოფიციალურად პასუხობდა.
-იცით აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ ნინისაც დაურეკეთ და ისიც ბრუნდება რამოდენიმე დღეში.საქმეს თვენისთანა მცოდნე და გამოცდილი მუშაკები სჭირდება.გელოდებით სამ დღეში საცხობი უნდა ამუშავდეს.
-კარგით ბ.ლევან ჩემით საქმე არ დაბრკოლდება.
გათიშა და ჩაფიქრდა მარი რა საცხობი,რა საქმე ვერ მიხვდა ვერაფერს.ფიქრებში იყო გართული მესიჯი რომ მოუვიდა გახსნა და კითხულობს.
-ხო ვივარგებ უფროსად? და სიცილის სმაილები.

ძალიან ემოციური იყო ლევანისა და მარიამის შეხვედრა.დაინახა თუ არა ლევანიმ როგორ ჩამოვიდა მარშუტიდან სუნთქვა შეეკრა.მარი ისე ჰაეროვნად მოდიოდა,ისე მსუბუქადხორცშესხმულ ანგელოზსს ჰავდა.ლევანი მიუახლოვდა ის ის იყო მარიმ პირი გააღო უნდა მისალმებოდა რომ ხელი წელში შეუცურა,მეორე ხელი კისერში მოკიდა და ტუჩები ნაზად შეახო ტუჩებზე.ნელა ნელა და ნაზად კოცნიდა.თანდათან აღრმავებდა და კოცნას გიჯურს ხდიდა.დაავიწყდა ლევანს რომ ქუჩაში იდგა.სიზმარში ეგონათ თავი,მოწყდნენ მიწიურ სამყაროს,ამქვეყნიერებას.ადუღდა სხეული როგორც ახალი დაკრეფილი ყურძენი მოწურული საწნახელში.შხეფებს ისვრის და შუშხუნობს.ლევანი მარის გარეშე ვეღარ ძლებდა და მარი ლევანის გარეშე.ნელა-ნელა ტუჩები ნიკაპზე გადაიტანა.სიამოვნებისაგან აკანკალებდა ორივეს.ლევანს გააკანკალა როცა იგრძნო მარი როგორ ცახცახებდა მის ხელებში.მარიმ ვეღარ აიტანა და ხორკლები დააყარა როცა კისერში ლევანის ცხელი კოცნა დატოვა საბოლოო რეალობაში დაბრუნდნენ.ოდნავ მოიშორა მარი გაწია ორივე ხელებით უკან და თვალებში ჩააშტერდა.
,,ამ ქვეყნად არს ღირებულებებიც.რომელიც რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო,მაინც უცვლელია და ყველა ადამიანისათვის ერთნაირად ფასეულია--,,ეს სიყვარულია!''მე შენ მიყვარხარ მარი.შენ მთელი ჩემი სამყარო ხარშენ ის ცარიელი უჯრედი ამოვსე ჩემში რომელიც სულ მაკლდა და ეხლა სრულყოფილი ვარ.ხომ გითხარი მომენატრებითქო.ეს ერთი თვე უშენოდ ძალიან ძნელი იყო.მომენატრე,სოგიჟემდე მომენატრე.
-მეც მომენატრე ლევან.ის გიჟებიც მომენატრნენ მაგრამ შენი მონატრება სულ სხვაგვარი მონატრებაა.
-დაიმახსოვრე საყვარელო თუ ოდესმე დახმარების ხელი დაგჭირდა,გახსოვდეს ის შენი მკლავის ბოლოშია.ეხლა წავიდეთ გიჟთა სამყარო გველოდება.მარი ძალიან ბედნიერი იყო გვერდით მისი ოცნების მამაკაცი ყავდა.ჯერ არ ფიქრობდა სერიოზულ ნაბიჯს რადგან წინ დიდი სამომავლო გეგმები ქონდა განსახორციელებელი.მივიდნენ ადგილზე და იქ ისეთი სილამაზე დახვდათ რომ მარი თვალებს ვერ უჯერებდა.
-ნინიიი მოხვედი, უკვე აქ ხარ? მომენატრე ძალიან.
-მეც მომენატრე მარ.რა კარგია ისევ ყველანი ერთად ვართ.ბიჭებსაც გაეხარდათ მარის ნახვა და სათითაოდ ჩაიხუტენ გულში და გემრიელად დაუკოცნენ აწითლებული ლოყები.
-მარიამ და ნინი. _ დაიწყო ლევანიმ აქ რასაც ხედავთ ეს თქვენი ახალი სამყაროა.თქვენთვის შევქმენით ეს ჩვენი მეგობრობის და დაახლოვების საპატივცემულოდ.ეს კაფეტერია იქნება ჩვენი დაღლილობის განტვირთვის ადგილი.ასე რომ ეს ორი მაგიდა აქ რომ დგას ყოველ დღე დაკავებული იქნება.დღეიდან შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას.რაც გინდათ,როგორც გინდათ ისე გააკეთეთ ჩვენც თქვენს სამსახურში ვართ ლამაზო ქალბატონებო.
ძალიან იწუწუნენ ორივემ არ უნდოდათ ასე მაგრამ აბა რას გახდებოდა ორი უსუსური და სუსტი არსება ექვს ლომთან.ეს ჯერ არაფერი წინ ბინის საკითხი იყო გადასაწყვეტი და შეუდგნენ მეორე დასახულ გეგმის განხორციელებას.გოგოები დათანხმდნენ ამ კაფეტერიას მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ერთ ერთი მათგანი უფროსი უნდა ყოფილიყო და გასავალ-შემოსავალის ხარჯები ეკონტროლებინა.თავად კი ხელფასსზე იმუშავებდნენ სხვა რა გზა იყო კენჭი ყარენ ვითომ და კობა ხურციძე მათი უფროსი გახდა.კობას უმეტესი წილი ქონდა ჩადებული ამ ყველაფერში და ეს თავიდანვე იცოდნენ რომ ასე მოითხოვდნენ ამიტომ თადარიგი დაიჭირენ და ყველაფერი დაგეგმენ.
-კიდევ ერთი ვიცით რომ სულ ჩემთან არ იქნებით და აქვე ბინა ვნახეთ.პატრონი საზღვარგარეთაა 300ლარში აქირავებს და ჩვენ დავითრიეთ მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ.ბინა შესაკეთებელია და სანამ არ გაკეთდება არ ითხოვს ფულს რაც დაიხარჯება ბოლოს შევადგენთ ანგარიშსს და იმისდა მიხედვით გამოაკლდება ბინის ქირა.აქ შეუძლება დიდი თანხა დაიხარჯოს არააქვს პრობლემა მას როდემდე იქნებით ის აღარ აპირებს აქ ცხოვრებას და ბოლოს შეიძლება კიც გაყიდოს ეს უკვე მომავლის საკითხია.
-ბიჭებო მე უნდა გავიდე ამ საქმეს უჩემოდაც მოაგვარებთ.ყველას რა გვინდა იქ რას გადაწყვიტავთ სახლში გავიგებ რომ მოვალ.სასწრაფო საქმეა გოგოებო და უნდა წავიდე კომპანიაში.საღამოს შეგხვდებით სახლში._ ალეკო კომპანიაში წავიდა.კობა მარი,ლევანი და ნინი ბინის სანახავად წავიდნენ იქვე წინა ბინაში.გაუხარდათ ასე ახლოს რომ ექნებოდათ სახლი.შევიდნენ თუ არა ბინაში ძალიან მოეწონათ.დათახმდნენ რაც უთხრეს და ლევანმა ვითომ ბინის მფლობელთან გადარეკა.შეთანხმდნენ 300ლარზე თვეში და შეეძლოთ აქედან ამ წუთიდან ეცხოვრათ შიგნით.შეთანხმდნენ ყველაფერზე და გასაღები გოგოებს ჩააბარენ დიდი კმაყოფილი სახეებით დაბრუნდნენ სახლში.ბინა უკვე ქონდათ,სამსახური ქონდათ და აღარაფერი იყო სადარდო.სანამ იქ თავიანთ დასაწოლ ოთახებს მოაწყობდნენ შეთანხმდნენ რომ ბიჭებთან და ძიძასთან ერთად იცხოვრებდნენ.მოკლე ხანი ერთი დიდი ოჯახი იქნებოდნენ. ქ.ლილის ძალიან გაუხარდა გოგოებს არ გახარებულს და აჟიტირებულს რომ ხედავდნენ.მხიარულობდნენ და ისმენდნენ ბიჭების სასაცილო ბავშობის ამბებს. ყველაფერი კარგად აეწყო.ბიზნესი კარგად მიდიოდა.ისე გაითქვა სახელი მარის ნახელავმა ხაჭაპურმა და ლობიანმა ყოველ დღეს სავსე იყო კაფეტერია.მარტო ვეღარ უთავდებოდნენ ცხობასაც და გაყიდვასაც.უკვე სერიოზულად დაფიქრდნენ ბარმენბის აყვანაზე და ორი დამხმარე გოგონაზე.აიყვანეს ახალგაზრდა 19 წლის სტუდენტი მაიზერი.ასევე ორი ლამაზი გოგონა ისინიც სტუდენტები თიკა და ლიკა.სამმა ნაყოფიერმა წელმა თვალის დახამხამებაში გაიარა.ვერ გრძნობდნენ დაღლას.თვითეული ახალი დღე ახალი იმედი და ახალი შემართება იყო მათთვის.უკვე ზრუნვაც კი დაიწყენ კაფეტერიის გაფართოვებაზე.გაფიქრებაც და შესრულებაც ერთი იყო.ნინი იქვე დატოვა მარიმ და თავად შეუდგა ახალი შემართებით ყველაფერს თავიდან ახალ თანამშრომლებთან ერთად.აქაც ძალიან მალე მოიკიდა ფეხი მარიმ.რა საქმესაც ხელს მოკიდებდა ბწყინავდა იმ საქმეში.ყველაფერს ბოლომდე ამომწურავად აკეთებდა და თავადაც ბოლომდე იხარჯებოდა მიზნის მისაღწევად.
ნინიმ ქ.ლილის ბინა შეისყიდა ეს როგორც ადრე იყო ნათქვამი.მარი კი ისევ ბრძოლობდა მის საქმეებში.კმაყოფილი იყო თავისი თავის,თავისი შემართებების,პრინციპების,იდეების და უხაროდა ეს ყველაფერი მისი ხელით რომ კეთდებოდა.მარიამი ყველას სათუთად და ნაზად ეპყრობოდა.უფრთხილდებოდა ყველას გულს იმ თბილ გულებს სადაც იცოდა რომ მასაც ქონდა მნიშვნელოვანი ადგილი დაკავებული.აგრეთვე უფრთხილდებოდა ძალიან სათუთად ერთ სიტყვას.სიტყვას რომელსაც მეგობრობა ეწოდება.ყოველთვის ღნიშნავდა სიამაყით რომ ის ამ მეობრობის და ამ მეგობრების გარეშე არარაობა იქნებოდა.არ იქნებოდა ის ვინცაა დღეს და არ ექნებოდა ეს ყველაფერი რომ არა ეს ექვსეული.ნამდვილი და წრფელი მეგობრობა ჯამრთელობას გავს.მეგობრობა სხვა რაა თუ არა ის რომ ერთ სხეულში ორი სულია.დღეს ამ სიტყვას ფასი დაეკარგა და ბევრმა სიტყვა მეგობარი რაა მისი მნიშვნელობაც არ იცის.ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ,ყველა გისმენს როცა რაიმეს ამბობ,საუკეთესო მეგობარს კ ესმის შენ რატომ სდუმხარ.მეგობარი ისაა ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშვინ როცა სიტყვები გავიწყდება. ,,გაბრიელი გარსია მარკესის თქმით ნამდვილი მეგობარი ისაა,ვისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.ეს რვა ადამიანი მჭიდროდ ხელიხელჩაჭიდებული მიუყვებიან ცხოვრების გზას.უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.თვალებში ჩახედვოთ გრძნობენ ერთმანეთს,ნათლად გრძნობენ ერთმანეთის სულის ძახილს.აი ასეთი სასტავი შექმნა ამ ორმა ნაზმა და ძლიერმა გოგონამ.ეს იყო სასტავი რომმელსაც პირველად ბიზნესის სამყაროში არ ყავდა მტერი.არ იყო შუღლი.იყო მხოლოდ ერთმანეთში დიდი ნდობა და ლამაზი ფაქიზი გრძნობა.მათთვის არ არსებობდა საიდუმლო.იყო ალალი გრძნობებით ნათქვამი სიტყვები.დაიღალნენ ძალიან ეხვეწებოდნენ ყველანი სადმე წავიდეთ ცოტა მოვშორდეთ აქაურობას მაგრამ არა ისინი მუშაობდნენ როგორც თავდადებული გმირები და კიდევ რაღაც ახლის ძიებაში იყვნენ.რა იცოდნენ თუ ერთ დღეს ბიჭები უზარმაზარ სიურპრიზს უწყობდნენ.
-ხმა არ გამაგონოთ ეხლა არც ერთმა და არც მეორემ.კმარა საკმარისია უკვე ეხლა ჩვენც მოგვისმინეთ ცოტა.დაჯექით უნდა დაგელაპარაკოთ მკაცრად დაიწყო ერთ საღამოს კობამ.
-რა ხდება ჯერ მითხარით ხო მშვიდობა გვაქვს და მარიმ ცრემლიანი თვალები მოავლო ყველას.
-კი მშვიდობა გვაქვს.ბუზღუნ მოდი შენც აქ.კობა ძალიან მკაცრიო და შეუვალი იყო.--რას იზამ დაიწყებ თუ დავიწყო.
-დაიწყე კობა რა მნიშვნელობა აქვს ვინ იტყვის მე თუ შენ ერთნაირად ვიტყვით ორივე.მთავარია დღეს ეს საქმე უნდა მოგვარდეს და ყველა გისმენთ.
-მაშ ასე გოგოებო პირადად თქვენ გეხებათ დღევანდელი ეს საუბარი და სანამ არ დავამთავრებ არ შემაწყვეტინოთ. მხოლოდ ძიძა,მარი და ნინი იჯდა დაძაბული ისე დააინტერესდათ რას ეტყოდნენ.
-ალბად გახსოვთ როგორ გავიცანით ერთმანეთი და რა ვითარებაში.მე ასე გეტყოდით ძველ ანდაზას,,ზოგი ჭირი მარგებელიაო''ეს ძველებიდანაა ნათქვამი.
-ნუ ამომხადე სული კობა შვილო რა ხდება კიდევ რაიმე შიშის მოლოდინში უნდა ვიყოთ? -არა ძიძა ყველაფერი კარგადაა მაგ მხრივ.
-ეს დაუვიწყარია როგორ შეიძლება ის დღე დაივიწყოს უბრალოდ მნახველმა და მითუმეტეს მე კობა.მაგრამ ვერ გავიგე უკვე რამდენი ხანი გავიდა მის შემდეგ ეხლა რატომღა გაიხსენე გაკვირვებულმა იკითხა მარიამმა.
-შუაში კიარა თავშია მარიამ,შუაშიცაა და ბოლოშიცაა ჩაერთო_ კოკი საუბარში.მოუსმინეთ კობას და ყველაფერს აგიხსნით.და თვალი ჩაუკრა გოგოებს და ძიძას.
-ღმერთო შენ მიშველე მე აქ სოკოსავეთ ამოვედი თითქოს სკამზე და ეს თვალებს მიპაჭუნებს შვილო შენ სერიოზულობა სულ დაკარგე? როგორ ხარ სულ მაიმუნობის ხასიათზე ჰა?აბუზღუნდა ლილი.
-დაიცადეთ ეხლა.ის არაკაცი დაიჭირენ ეს საქმე მაშინ ისე მოგვარდა თქვენი სიარული არ იყო საჭირო სასამართლოდან სასამართლოში თქვენი იმ 2 წლის და 3 თვის ნამუშევარი თქვენს ანგარიშზე დაირიცხა.ასევე დაგერიცხათ კომპესაცია მორალური და ფიზიკური ზიანის მიღებისთვის.ეს არ გითხარით ჯერ იმიტომ რომ მარი 3 თვე კომაში იყავი.მერე მისი სახელის ხსენებაც არ გინდოდათ და ეს ლოგიკურიცაა თქვენი მხრიდან ასე რომ თქვენს ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხა დევს.შეგიძლიათ ეს მოიხმაროთ როგორც გინდათ.ეს თანხა თქვენია,თქვენი ნამუშევარია თქვენივე ხელებით და ნამდვუილად არ მივცემდით უფლებას ვინმეს ეს თქვენთვის დაემალა.ამისათვის კი მადლობა კოკის გადაუხადეთ კია ჩამოუყალიბებელი ხანდახან და ცანცარა მაგრამ მისი საქმის უბადლო მცოდნეა.
-კოკიმ იზრუნა მრავალი წლით გაეგზავნა ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ის ნაბიჭ...ი და ასე რომ თავისუფლად და უშიშრად შეგიძლიათ იცხოვროთ თქვენო ბრწყინვალებავ დაასრულა კახამ გამოსვლა ბოლო სიტყვით.
-გაოცებული ვარ ბიჭებო რა გითხრათ ესეც არ ვიცი.მართალია ადრე რომ გეთქვათ თავს გავიგიჯებდი და მისგან იმ ბინძირი ფულიდან ერთ თეთრსაც არ ავიღებდი მაგრამ რატომ ეს თანხა ხომ ჩვენ ჩვენივე ოფლით და ჩვენივე შესაძლებლობლებით გამოვიმუშავეთ სუფთა გზით და აქ სამარცხვინოს ნამდვილად ვერაფერს ვერ ვხედავ.
-მართალია მარი აქ სათქმელიც არაფერია.
-მაშ ასე დღეს ვკეტავთ ყველაფერს მივდივართ მუხიანში ერთი დღე და საღამო გვეკუთნის გავიდეთ დროებით სამუშაო ადგილებიდან დავჯდეთ წყნარად,ვისაუბროთ და თან ვივახშმოთ.დღეს არცერთი არ ვმუშაობთ ჩვენი ბავშვებიც იქ მოვლენ სადაც ჩვენ ვიქნებით.ბუზღუნ პროტესტი არ მიიღება სასამართლომ დღევანდელი დღე იმ ექვსი გადარეულის გვერდით მოგისაჯა და უნდა აიტანო შენი ნებით თუ არა ეს ჩვენი ძალით.
-კარგი ლევან მაგიდა შეკვეთილია და 8 საათზე იქ გელოდებით ყველას.
-თქვენ მიხედეთ თქვენს თავს და ძიძას მე მარის გავიყვან და მერე გაუვლი ერთად მოვალთ.ძიძა თქვენ წამოიყვანეთ.
-ნინი შენ ჩემთან ერთად წამოხვალ და ჩვენც მოგვიანებით მოვალთ.ყველამ მისი საქმე გამოძებნა და დაიწყენ საღამოსთვის მზადება.ლევანს უნდოდა და დაგეგმა მარის გაყოლოდა მაგრამ არა და არ ქნა.8 საათზე მომაკითხე მანამდე რომ დამირეკო არ გიპასუხებ მაინც და ასე რომ მადროვე ეს საღამო ჩემებურად გავაკეთოო.ლევანიმ წარბაწეულმა უყურა აათვალიერა ეს ჯიუტი არსება და უთხრა:
-კარგი იყოს როგორც შენ გინდა მაგრამ თუ რაიმე არ მომეწონა 12 საათამდე რომ ვაცდევინო ესენი მაინც ისე გავაკეთებ როგორც მე მინდა.თვალი ჩაუკრა და სადარბაზომდე მიაცილა.
-ვნახოთ.შენ ჩემს შესაძლებლობლებში ეჭვი შეიტანე?_თვალებ მოპწკურულმა გახედა ლევანს.როგორ უნდოდა ლევანს ეხლა დაეჭირა და ის თვალები დაეკოცნა მაგრამ მარიამი გაეცალა უცებ. ნელა ნელა შეუყვა მარიმ მზადებას. არ ჩქარობდა წინ მთელი დღე ქონდა.ჯერ წყალი გადაივლო,თავის ხელით თმები გაიკეთა.უბრალოდ გაიშალა და ბოლოები დაიხვია უხდებოდა შუბლზე ჩამოყრილი ლოკოკინები.მსუბუქი,ძალიან მკრთალი მაკიაჯი გაიკეთა და დროც მოვიდა კაბის ჩაცმის.კრემის-ფერი კაბა მკერდზე წითელი ატლასი ჩასმული სამკუთხედად.საკმაო სექსუალურად მოღებული დეკოლტე.წელში გამოყვანილი და შემდეგ სიგრძეზე დაშვებული.ასეთივე ფერის მაღლები და ხელში წითელი კლაჩი.მსუბუქად გადაისვა წითელი პომადა.მარცხენა ფეხზე მთელ სიგრძეზე კაბა ჩახსნილი რომელიც მკვეთრად ასხივებდა მარიამის ჩამოსხმულ ტანს და მაღალ ფეხებს.ბოლოს სარკესთან დადგა თვალებ დახუჭული და გაინაბა.როცა თვალები გაახილა იქედან სულ სხვა მარიამი უყურებდა,გაოცებული დარჩა თავისი თავით კაბა ძალიან მოეწონა კარგად ადგა და ამასობაში 8 საათიც შესრულდა და ლევანს დაურეკა.
- მე მზად ვარ გელოდები.მოეწონა ლევანს მარიამის პუნქტუალობა და გაეღიმა.
-მე უკვე აქ ვარ გელოდები ჩამოდი თუ ამოვიდე.
-არა მე თავად ჩამოვა. ყველაფერი გადაამოწმა სახლში,კარები გამოკეტა და აუჩქარებელი,თავაწეული,ამაყი ნაბიჯებით წავიდა იქ სადაც უკვე ელოდა საყვარელი ადამიანი.
ლევანი გაოცებული დარჩა მარის გემოვნებით და თვალებგაფართოებული უყურებდა მისკენ მომავალ ხორცშესხმულ ანგელოზსს.უხარია რომ ეს ქალი მალე მისი გახდება,ქალი რომლითაც სუმთქავს და ქალი რომელის წინ ვერ დადგებოდა ვერცერთი ქალი.
-გაოცებული ვარ მარ ღვთთაება ხარ,ეს ხომ შეუდარებელი სილამაზე დამანახვე დღეს.რას და ვის შეგადარო შენი მსგავსი ვინ არის,არც არავინ.დაჩრდილავ დღეს რესტორანს საყვარელო.
-აკი ეჭვი გეპარებოფდა? მაინც წაკბინა მარიმ.
-ერთი ბუზღუნა მომიხუცდა მაგრამ მეორე მყავს უკვე შენში ეჭვი როგორ უნდა შევიტანო საყვარელო მე შენს სიახლოვე მინდოდა ვყოფილიყავი.დღეს ფხიზლად უნდა ვიყო შენი თავი არ ამართვას ვინმემ.
-ნუ აჭარბებ მჯობნის მჯობნი არადროს არ დაილევა ლევან ეს გახსოვდეს ყოველთვის. როგორ უნდოდა ეკოცნა სურვილი კლავდა ორივეს მაგრამ თავს მოერია ლევანიმ წინა კარი გამოუღო და მოეხმარა მარის კოხტად დამჯდარიყო.თავადაც მიუჯდა საჭეს.ნინი ძალიან ლამაზი იყო წითელი გრძელი წელში გამოყვანილი და საშუალოდ ზურგამოჭრილი კაბა ეცვაფერიასავეთ გამოიყურებოდა.
-ნინი ძალიან ლამაზი ხარ.ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას გევხარ საყვარელო.
-მადლობა კობა შენც ძალიან სიმპათიურად გამოიყურები.
ყველანი ადგილზე იყვნენ მხოლოდ მარიამი და ლევანი აკლდათ.ძალიან ლამაზად უყვნენ ყველანი აღფრთოვანებულები დარჩნენ როცა ნინის შეხედენ არცერთი არ ელოდა ასეთ სილამაზეს.ნარნარით რომ შევიდა კობასთან ერთად რესტორანში ხელი-ხელ ჩაკიდებულები.ყველას მოეწონა წყვილის უჩვეულო სილამაზე.
-ბიჭო ლევანს უთხარით რომ შეიცვალა გეგმები და აქ უნდა მოვიდეს?უცებ გაახსენდა ზაზას რომ ლევანიმ არ იცოდა სად იყვნენ ბოლო მომენტში მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
-უიმეეე დაგვხოცავს ეს იქ რომ არ დავხვდებით.უნდა დაურეკო სანამ იქ მისულა ჯერ მარისთან იქნება.ლევანი მარის აკვირდებოდა მანქანაში ამ სასიამოვნო ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ რომ გამოიყვანა.
-ხო ზაზა გისმენ თითქმის მოვედით.
-ლევან არ იყვირო ეხლა გეგმები შეიცვალა და მისამართს მესიჯით მოგწერ სადაც უნდა მოხვიდეთ.სიტყვის თქმაც არ აცადა ლევანს ზაზამ რომ გაუთიშა.გაბრაზდა და სულ დაუნი ეძახა ზაზას მაგრამ მერე თქვა ეხლა ისე კარგად ვარ ნერვებს მაინც ვერ მომიშლიო და დაელოდა მესიჯს.მალე მესიჯიც მიიღო და 15 წუთში მინიშნებულ ადგილზე იყვენენ.მანქანა სადგომზე დააყენა და მარის დაეხმარა გადმოსვლაში.რესტორანი ამირანი ქუთაისის ნამდვილი შედევრი.ამაყად რომ დგას ქუთაისის შუა გულში.საოცარი სილამაზე ,აღფრთოვანება და გაოცება ერთად რომ აგესახება სახეზე.ამ სილამაზის შუაში იდგა ულამაზესი წყვილი რომლებიც უხვად აფრთქვევდნენ ირგვლივ თავიანთ სილამაზეს.მაინც ვერ მოითმინა და მის ძლიერ ხელებში მოიქცია ეს სიფრიფანა სხეული.
,,ერთ ლამაზ დილას გაგაღვიძებ ჩვენს სამყაროში.მე ჩეულებრივ დაგიკოცნი სანატრელ სახეს...მოგეფერები და ალერსით ისე დაგათრობ,გადაგავიწყებ დროს,სიზმარს და საკუთარ სახელს''
მიიზიდა ახლოს მარის გახურებული და ათრთოლებული სხეული.ნაზად შეეხო ეამბორა მის ბაგეებს.მარი გაინაბა ლევანის განიერ მკერდზე.გრძნობს რომ ეს გული მხოლოდ მისთვის ფეთქავს ასე ძლიერად.ლევანიმ საფეთქელზე დაუტოვა მისი ცხელი კოცნა და უბიძგა წასასვლელად.
-მეც მინდა ასე ვიყოთ მთელი ღამე და მთელი ცხოვრება საყვარელო მაგრამ მეგობრები გველოდებიან.წავიდნენ ხელი ხელ ჩაკიდებული და როცა დაცვამ მთავარი შესასვლელი კარები გაუღო ამ წყვილს ყველას ეგონა მზემ შემოვიდა თავად ამ დიდ დარბაზში.მიიწევდა დარბაზის სიღრმისკენ წყვილი და ყველა მათ უყურებდა.მარიამმა უმალ დალანდა ირგვლივ ერთი გადახედვით შურიანი გამოხედვა და იყო თბილი თვალებიც.ხელი ხელ ჩაკიდებული მიაბიჯებდა ნაზად,ამაყად და ჰაეროვნადთითოს მათ გარდა არავინი არ არსებობდა ირგვლივ.
-მარიიიი! მაარ ეს შენ ხარ? მოესმა ერთ-ერთი მაგიდიდან ხმა და მოულოდნელად მათკენ მიბრუნდა.ხედავს მისი კლასელები შეკრებილან და ერთად ზიან ყველანი.გული ჩაწყდა,ძალიან ეტკინა.მოთოკა თავი და მაინც მივიდა მათთან მიესალმა ყველას შორი ახლოდან.
-გამარჯობათ აქ არ გელოდით გამეხარდა თქვენი ნახვა და ნაზად გაუღიმა ამხანაგებს.
-ჩვენ სულ აქ ვართ აი შენ კი არ გელოდით აქ ასეთ ძვირიან რესტორანში თუ მოხვიდოდი არ ვიცოდი თორე გეტყოდით.ლევანი მიხვდა მარი როგორ დაიძაბა და ხელი წელზე მოხვია არ გაუპროტესტებია პირიქით ესიამოვნა ლევანის გვერდით დგომა და მხარგაჭერა.
-ხო მართალი ხარ მაკა,მე ხომ ღარიბი ოჯახის შვილი ვარ სად მაქვს ამდენი აქ რომ ვიარო ეს ჩემს შესაძლებლობლებს აღემატება.არც არასდროს მითხოვია თქვენთან მეგობრობა თანდათან ხმას უმატებდა მარი სიბრაზისგან. არც არავის ვთხოვ და ვეხვეწები უგულოდ დამიყენოს ვინმემ გვერდით და მოვალეობის მოხდის მიზნით შემიყვაროს.მთელი დარბაზი გაინაბა და მხოლოდ მარის ხმა ისმოდა, ხმა მტკიცე და შეუვალი.მარი მაგიდას მიუახლოვდა ყველას ერთიანად თვალი მოავლო,მაგიდას ორივე ხელებით დაეყრდნო მაკას თვალებში ჩახედა და კბილებში გამოცრა:
-არასოდეს შევიცვლი ჩემს თვისებებს ან ქცევებს,მხოლოდ იმიტომ რომ ვინმემ შემიყვაროს.ნუ იფიქრებ ჩემო მაკა რომ ძალიან კარგად იცნობ ჯერ შენს თავს და მერე სხვას.ადამიანი გადაშლილი წიგნივითაა,თუმცა მათ შორის ის განსხვავებაა რომ წინგს წაიკითხავ და გაიგებ შინაარსს...აი თქვენს სახეებს კი ბავშობიდან ვკითხულობ მაგრამ დღემდე მიჭირს თქვენი ამოცნობა.თუმცა ძალიან კარგად შევისწავლე როდის ამშვენებს ყალბი ღიმილი თქვენს გაციებულ სახეებს.გასწორდა.წელში გაიმართა ლევანს ხელი ჩაჭიდა და ხმამაღლა დიდი სიამაყით გააცნო მათ.
-გაიცანით წარმატებული ბიზმესმენი არა მარტო საქართველოში მის ფარგლებს გარეთაც ჩემი საქმრო ბ.ლევან ხიდაშელი.ეხლა კი მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ მეგობრები მელოდებიან.ის მეგობრები რომლებმაც ჩემი სიღარიბე ჩემზე წინ დააყენენ და მიმიღენ ისეთი როგორიც ვარ.ის მეგობრები მელოდება სადაც ჩემი თბილი და ტკბილი სიყვარულით სავსე სამყაროა. თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ რაა ნამდვილი მეგობრობა.რადან თქვენ მხოლოდ ფულის მეგობრები ხართ აი ეს ბოლო კი ჩემში მეორე ხარისხოვანია.ეხლა კი დაგტოვებთ კარგ დროს გატარებას გისურვებთ.
დარბაზში ტაშმა იქუხა და ყველანი ფეხზე დადგა.პატივი მიაგენ მარიამის თითეულ სიტყვას და ბრავოს ძახილით მიაცილენ მათთვის განკუთვნილი მაგიდამდე.ლევანი სიამაყით აივსო როცა მარიამის სიტყვები მოისმინა.წელზე ხელი მოხვია გაარიდა იმ ხალხს ვისთვინაც მარი არავის და არაფერს არ წარმოადგენდა.მარი ადგილამდე მიიყვანა საფეთქელზე ნაზად აკოცა და ისევ დაბრუნდა უკან ჯერ კიდევ შოკიდან გამოუსვლელებს ახალი დარტყმა მიაყენა.
-თქვენ არ იცით და ვერც გაიგებთ ვერასდროს როგორი ადამიანი უარყავით სიღარიბის გამო.მხოლოდ ერთს გეტყვით თქვენ დაკარგეთ მე კი ვიპოვნე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.არასოდეს ეცადოთ დაამციროთ სხვა იმისთვის რომ შენ ამაღლდე სხვის თვალში...! ეს ყველაზე უნებისყოფო და სუსტი ადამიანის ხერხია.თქვენ მარიამი კიარა თქვენი თავი დაამცირეთ დღეს,აი აქ და ამ წუთებში.ეხლა კი დაგტოვებთ.გამობრუნდა თუ არა უეცრად თვალი მოკრა ბიჭები როგორი დამშეული თვალებით და დორბლ მორეულები უყურებდნენ მარიამს რაც ძალიან არ მოეწონა.თითი გაიშვირა მარიამისკენ და ყველას გასაგონად დასჭექა.
-სუსტი მამაკაცები ეჭვიანობს ყველაზე.ძლიერი მამაკაცები კი ამბობენ, დორბლი მოიწმინდეთ ის მხოლოდ ჩემია.
მაგიდას გვერდი აუარა და მუსიკოსებისკენ წავიდა, სცენაზე ავიდა და დაიწყო.
-იცი? იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ. არადა როგორი მშვიდი ხარ შენ!გამიღიმე რაა, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან. მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ. სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც ოღონდ გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით.იცი? იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი, მაშინ ვითხოვ ზუსტად უფლისგან ძალას, რომ არ წავიქცე. შენი ღიმილი ყველაფერია ჩემთვის, ზუსტად მაშინ მინდა ვიყვირო ყველაზე ხმამაღლა:
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
გადავფარო ყველა ხმა დედამიწაზე. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა და უფრო შემიყვარდება თუკი შენ გეტყვი ამას ეხლა და ამ წუთში და პასუხად მხოლოდ ერთს მივიღებ: შენ გულწრფელ ღიმილს. მე ხომ ვგიჟდები, როცა იღიმი. იცი? იცი როგორია შენი სილამაზე? აი მზის ჩასვლა როა ზღვაზე ისეთი, ბოლომდე ვერც უსწორებ თვალს, მაგრამ იმდენად მშვენიერია, რომ გინდა უყურო, ეს ყურებაც კი გაკმაყოფილებს და მშვიდდები. როგორი მშვიდია შენი სილამაზე, როგორი სათნო და მიუწვდომელი. როგორ არ მინდა ხოლმე ჩავიდეს ,,მზე" როცა გიყურებ, აი ასეთი მიყვარს შენი სილამაზე, ასე მარტივი, მშვიდი და უბრალო, მიუწვდომელი. გამალამაზე შენი სხივებით, არასოდეს ჩახვიდე! არაფერს ვითხოვ შენგან, უბრალოდ გამიღიმე! იმდენად ლამაზი ხარ, რომ ყველა წვეთში გხედავ, ყველა ფიფქში. ამიტომაც შემიყვარდა ასე ძალიან წვიმა და თოვა, შენ ხომ გაალამაზე ისინი ჩემთვის. შენზე რომ არ ვიფიქრო ერთ წუთში ზუსტად 60ჯერ გამახსენდები ხოლმე, ჩემი ყველა წუთი და ყველა წამია შენი. ხედავ მთელი ცხოვრება გაჩუქე უკვე. რა ლამაზი ხარ? არა, შენ კი არა, შენს სილამაზეს ვჩუქნი მე ჩემს არსებას, შენი იყოს წაიღე. ოღონდ ნურასოდეს დაკარგავ იმას, რაც ასე ძალიან მიყვარს. იყავი მუდამ თოვლის ფიფქივით სუფთა და წვიმის წვეთივით მშვიდი, ქარივით ბობოქარი და მზის სხივივით მიუწვდომელი, სიოსავით უმანკო იყავი მუდამ.არ მეყოფა შენი სიყვარულისთვის არც დედამიწა, არც ზეცა. მე მჭირდება რაღაც სხვა, იმისთვის რომ მიყვარდე, რაღაც სხვა და ეს სხვა მხოლოდ მე ვიცი რა არის. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ! ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ დ ა მეთბილება სამყარო შენ რომ არსებობ!!! მარიამ წიკლაურო გახდები ჩემი ცოლი და იქნები ჩემი ყველა შვილის დედა.იქნები ჩემს გვერდით სიხარულსა თუ გაჭირვებაში,იქნები ჩემი დილის მანათობელი მზის სხივი და ღამის ყველაზე დიდი მოკაშკაშე ვარსკვლავი._ ლევანი ისე ემოციით საუბრობდა ყველანი ფეხზე ადგა და მარიამს გადახედა მთელმა დარბაზმა.საიდან გაჩნდა აქ ფოტროგრაფები.მარიამი ადგა დინჯი ნაბიჯებით მივიდა ლევანთან და მანაც დაიწყო მტკიცე ხმით
-მოგეხსენებათ ,,ვისრამიანის” კატეგორიული ფრაზა ასეთია: ,,ვინცა მიჯნური არ არის, არცა კაცი არს.” დამეთანხმებით მეტისმეტად მკაცრი განცხადებაა, მაგრამ ამ განცხადებაში სიმართლე უფრო მეტია, ვიდრე სიმკაცრე. ყველას კარგათ გასხსოვთ გიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული თენგიზ აბულაძის შესანიშნავი ფილმი - ,,ნატვრის ხე”, რომელსაც წითელ ზოლად გასდევს მრავლისმთქმელი ფრაზა: - ,,სიკვდილი ხომ საშინელებაა და საშინელება, მაგრამ სიცოცხლე უსიყვარულოდ სიკვდილზე საშინელია.” ვის არ გვახსოვს ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი სიტყვები: ,,თუ კი ამ ქვეყნად ღმერთს ადამიანისათვის რაიმე ნიჭი მიუცია, ეს უპირველესად სიყვარულის ნიჭია და ცოდვაა ის კაცი, რომელიც სიყვარულის გრძნობის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.” გრიგოლ ორბელიანი ხომ პირდაპირ წერდა: ,,უსიყვარულოდ, უსიხარულიდ რა სანატრელს არს სიმრავლე დღეთა.” აკაკი წერეთელი კი კიდევ უფრო მკაცრად აღნიშნავდა: ,,თუ არ ღვთის რისხვა, სხვა რაა სიცოცხლე უსიყვარულოდ.” დამეთანხმებით, ყველა აზრი ერთიმეორეზე ძლიერი, ურყევი და უტყუარი ჭეშმარიტებაა შეუძლებელია ბოლომდე ჩაწვდე კაცი ამ გრძნობის შინაარსს. სიყვარული მართლაც ის უნატიფესი გრძნობაა, რომელსაც არ ეკარება განსჯის ცნობისმოყვარე საცეცები, რადგან სიყვარული ადამიანის თრთოლვა და ელვარებაა. და მისი ბოლომდე გამოთქმა მოკვდავთა ენას არ ძალუძს, მაგრამ სადამდეც მისი გამოთქმა შეიძლება, მკაფიოდ ჩანს, რომ სიყვარული და მხოლოდ სიყვარულია ყოველგვარი სიკეთის საწყისი და გარეშე სიყვარულისა ყველაფერი არამია ამ ქვეყანაზე. ამიტომაც არის ემპედოკლეს კოსმოგონიაში სიყვარული სამყაროს მამოძრავებელ ძალად მიჩნეული, ამიტომაც წერდა, თავის დროზე, ლუდვიკ ფოიერვახი: ,,სიყვარული თვთით ღმერთია და სიყვარულს იქეთ ღმერთი არ არისო.” ,,ათოვს ხეებს და ხეების ლანდებს, ვისმენ ფანტელის შრიალს და შიშინს, ნეტავი თოვლის ფიფქივით გაჰქრეს თოვლის ფიფქივით გაჰქრეს ეს შიში. თოვლივით თეთრი გახურავს რიდე, მეც ვდგევარ თოვლში და გიცდი აქვე. ოჰ! ნეტავ, თოვლის ფიფქად მაქცია, რომ შენს ბაგეზე დავდნე და გავქრე.”--დაამთავრა ეს ემოციური სიტყვა და ლევანისკენ მიბრიუნდა რა თქმა უნდა ვიქნები შენი ყველა შვილის დედა,დილის მზის სხივი,ყველაზე დიდი მოკაშკაშე ღამის ვარსკვლავი.შენი ნერვების მომშლელიც და მომფერებელიც.ეს ბეჭედი როდის იყიდე და ზომა საიდან იცოდი აბა მომარგე თუ არის ჩემი სანამ გადავიფიქრე ბ.ლევან.
დარბაზში ისევ გაისმა მქუხარე ტაშის ხმა და ლევანის ტუჩებიც შეეწება მარიამის ტუჩებს.მარიამის და ლევანის სამეგობრო აღფრთოვანებული იყვნენ ამ ორი ადამიანით.ლილი ძიძა ისევ აბუზღუნდა.
-მიტომ წამომიყვანეთ ეს გქონდათ ჩაფიქრებული ხო? ნუ ბუზღუნებ ძიძა ჩვენც არ ვიცოდით როგორ დაგვიმალა ეს ასე თუ ფიქრობდა.როგორ დავსაჯოთ ბიჭებო? ის ისედაც დაისაჯა უკვე ოჯახის უღელს იდებს კისერზე ესეც საკმარისია და ხმამაღლა გადაიხარხარენ.
მთელმა დარბაზმა ნიშნის მოგებით გადახედა იმ მაგიდას სადას მარიამის დამცირებას ეცადნენ მაგრამ მაგიდა ცარიელი დახვადათ. სირცხვილის გრძნობა ქონიათ და თავად შერცხვენილები გაეცალენ ყველას. ნუ კრავთ ხელს ამხანაგს, მეგობარს, ნათესავს სიღარიბის გამო. ფულით ნურასოდეს აირჩევ მეგობარს. მეგობარს გული ირჩევს და გულშივე რჩება.


დააკომენტარეთ თქვენი კრიტიკა თუ მოწონება მადლობთ ვინც კითხულობთ. ნუ კრავთ ხელს ამხანაგს,მეგონბარს,ნათესავს სიღარიბის გამო.ფულით ნურადოდეს აირჩევ მეგობარს.მეგობარს გული ირჩევს და გულშივე რჩება.



№1 სტუმარი Мако

Магаяи иуо,маладес

 


№2 სტუმარი Teo...

Sityvebi ar myofnis ise momewona.tkbili da tbili istoriaa.warmatebebi gisurveb hemo kargo.iyo patara shecdomebi magram gamoswordeba.emociebit amavso.madloba shen hemo kargo.

 


რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ეს ისტორია , მაინც ისევე პირველი შთაბეჭდილებით ვარ განწყობილი.მიხარია მზია დეიდა რომ ასეთი თბილი და საყვარელი ადამიანის გაცნობის საშუალება მქონდა.მიყვარხართ ძალიან და 22ში ვუცდი ისტორიას :*

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე სიტყვები არ მყოფნის რა ვთქვა შესანიშნავია love love

 


№5  offline წევრი მოლურჯო

ქალბატონო მზია...
უფრო მეტს ველოდი თქვენგან
არ ვიცი რატომ მაგრამ უფრო მეტი მინდოდა
გრამატიკული შეცდომები იყო
არ მომეწონა შინაარსი
არ მომეწონა სათაური - ფულით ყველაფერს იყიდი
შეიძლება თქვენ ამის არ გჯერათ მაგრამ მე მჯერა
უკეთესი მინდოდა
რაღაც ზღაპარს გავდა რომელიც შეიძლებოდა პატარას წაეკითხა და დაეჯერებინა მაგრამ დიდი ამას ვერ დაიჯერებდა
მინდოდა რომ სინამდვილე მგონებოდა და არა ზღაპარი რომლისაც არ მჯერა
ალბად იმის ბრალიც არის რომ სიყვარულის არ მჯერა
--------------------
მარიამი

 


№6  offline წევრი wikoo1234

ძალიან მომეწონა გავგიჯდი love

 


სანამ ადამიანს ასე გააკრიტიკებთ საკუთარ თავებს მიხედეთ და უფროსის პატივისცემა იქონიეთ.მერე რა რომ რაღაცები ეშლება,არაა სავალდებულო შეურაცხყოფა მიაყენოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent