შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამჭირვალე თვალები (სრულიად)


6-05-2016, 10:08
ავტორი wripawripa123456
ნანახია 3 465

გამჭირვალე თვალები ჰქონდა, აი ისეთი ყველაფრის წაკითხვა,რომ შეგეძლო.
დიდი დოზით სიყვარულის.
ბედნიერების.
სიხალისის.
მაგრამ ეს გამჭირვალეც საოცრად მუქი გახდა, ისეთი, რომ გინდა ისევ ამოიკითხო გრძნობები და არ გამოგდის.
მხოლოდ ერთადერთი რამ, რომ აწერია სახეზე, ისიც დიდი, უშველებელი ასოებით და ისიც ტკივილი.
„მე მტკივა განუკურნებლად’’
და ძალაუნებურად, მისი ისტორიის გაგების შემდეგ, შენც დამძიმებული, რომ დადიხარ.
და გეუფლება სასოწარკვეთა.
მისი ყველა ამოსუნთქვა, რომ შენი ხდება და ყველაფერს თავად, რომ ინაწილებ.
შენც, რომ გტკივა და ვერ ეხმარები, ვერც შენს თავს და ვერც მას, განსაკუთრებით.

ოხ ეს წარსული და მოგონებები.
ხანდახან, რომ ფიქრობ რა იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს მოგონებების ამოშლა.
ან ამნეზია, შემდეგ ყველაფერის გახსენება, ოღონდ იმ მომენტების გამოკლებით, როცა ყველაზე ცუდად იყავი, ყველაზე ძვირფასი დაკარგე.
ასე ფიქრობდა ლანაც.
ცდილობს ფეხზე წამოდგეს თავისი ბიჭის გამო, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს მამამისს.
რა იქნებოდა მოგონებების ამოშლა, რომ შემეძლოს?-ელაპარაკებოდა საკუთარ თავს 27 წელს მიღწეული ქალი.
ამოვშლიდი საშინელ მომენტებს და ვიცხოვრებდი ზღაპარში.
მაგრამ არც ეს ზღაპრები, რომ არ არსებობს?
ან ბედის საპირისპიროდ შებრუნება, რომ შემეძლოს.
ან ყოვლისშემძლე, რომ ვიყო.
ან.
ან.
და უამრავი დაუსრულებელი ან რჩება საბოლოოდ.
რა ვქნა, რომ ვერ გივიწყებ?
შენი თითოეული გაღიმება,
ყველა ნათქვამი მიყვარხარ
და ბედნიერი წუთები მახსოვს.
შეიძლება ბედნიერება ჩვენს ცხოვრებაში არ იყო იმდენი დოზით, მაგრამ მაინც.
რას არ დავთმობდი შენი ხმა ერთხელ კიდევ, რომ გამაგონა.
ალბათ ეშმაკსაც კი მივყიდიდი სულს
და გავყიდიდი ყველაფერს ისე, როგორც ერთ დროს იუდამ გაყიდა ქრისტე.
ყველაფერი იცის სიყვარულმა.
სიყვარულთან ერთად გაუსაძლისმა მონარტრებამ.
ძალიან ბევრი სიგიჟეები.
ყველა ჩვენი ერთად გატარებული დრო მახსოვს, კარგიც და ცუდიც.

როგორ გავიცანით ერთმანეთი?
შუადღე იყო, გოგოები, რომ დავსეირნობდით შარდენზე.
მე, ლიკა და ანა.
ლიკას უნდა ენახა თავისი „პაკლონიკი’’.
ჩვენც ძალით წაგვათრია.
მაგრამ მაინც მხიარულად მივუყვებოდით ქუჩას.
შარდენის 12-ში გველოდებოდნენ.
ნიკა, გაბრიელი და ვატო.
ფეხის დადგმისთანავე შევეჩეხე ვატოს ჭაობისფერ თვალებს.
ისეთი აღფრთოვანებული იყო ლიკა გაბრიელით, რომ არ ვიცი.
უკვე ოცნების კოშკებსაც აგებდა.
და მომავალში მართლაც ააგო.
ერთად იყვნენ ყველგან.
მთელმა თბილისმა იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ.
და ყველას უხაროდა, აბსოლიტურად ყველას.
დაახლოებული ვატო და ლანა და გაჭედვა მწარე რეალობაში.
არადა შეხედავ და არაფერი ეტყობა.
-ჩამო ლან დაბლა რა.
-კარგი. ისეთი ბედნიერი ჩადიოდა, ეგონა მთელი დედამიწა ხელის მუჭში ჰყავდა მომწყვდეული.
არც ვატო მოელოდ, მაგრამ დაეწყო „ლომკა’’.
შეშინებული იყო ლანა.
-ვატო, ვატო, რა გჭირს?
-სიდენიის უკან, წამალი დევს ამოიღე, მალე.
აღარ იყო ამ დროს მისი თვალები ჭაობისფერი.
სულ ჩაშავებოდა და უპეებიც გასწითლებოდა.
შეშინებულმა ამოიღო გოგომ ყველაფერი და ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი ვერ ხვდებოდა რაზე იყო საუბარი.
-რას აკეთებ ვატო, არ გადამრიო! გაჰკიოდა გოგო, როდესაც ბიჭი წამლის ორგანიზმსი შეშვებას აპირებდა.
-გაჩუმდი ლან ცოტახანი, რამე სისულელე არ ჩამადენინო გთხოვ.
გოგოს გონება კი ერთი და იმავეს იმეორებდა.
„კაიფობს’’.
„იჩხირავს’’.
რამდენიმე წუთში ყველაფერი დასრულდა, ვატოც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, მაგრამ იცოდა ყველაფერი შეიცვლებოდა.
რამდენჯერ სცადა ამ დედანატირები წამლის გადაგდება, მაგრამ ვერა.
ერთხელ გასინჯდა და შეჯდა.
ვერც ლანას სიყვარულმა უშველა.
ყველაზე მეტად მისი გაუბედურება არ უნდოდა, მაგრამ ვერ ელეოდა.
უყვარდა-გადაუყვარებლად.
-ყველაფერს აგიხსნი ლან.
-გისმენ. იყო გოგოს გამყინავი ხმა.
-სამი წლის წინ დაიწყო ყველაფერი, უჭირდა საუბრის დაწყება ვატოს.-ჩემი ძმა დაიღუპა, მამაჩემიც გადაჰყვა და დედაჩემი სიგიჟის პირას იყო მისული, მეც ვერ გავუძელი და გავსინჯე ნარკოტიკი. ვფიქრობდი, არ დავეჩვევი თქო, მაგრამ წარმოსახვაში ყოველთვის ლევანთან ვიყავი, იმდენად მიჭირდა მის გარეშე, შევჯექი და ვერ ველევი, შენს გამო ვცადე, მაგრამ ვერა ლანა, არ შემიძლია. ვერც გთხოვ მაპატიო და არ დამშორდე, არ ვარ მართალი თავიდანვე უნდა მეთქვა.
-ერთად გავუძლებთ, იყო გოგოს გულიდან წამოსული სიტყვები.
მაგრამ ეჭვნარევი.
უყურებდა ვატო ლანას თვალებში და ხვდებოდა, რომ მის ნაირი მეორე არ დადიოდა მსოფლიოში.
ყველაფერს მისი გამჭირვალე თვალებიდან კითხულობდა.
რომც არ ეთქვა გოგონას ეხლა რაც თქვა, მაინც ნათელი იყო ყველაფერი.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
სიყვარული ბრმააო, ხომ გაგიგიათ?
ასე დააბრმავა ლანაც.
-იკეთებს ლანა!
-ვიცი.
-დაშორდი, გაგაუბედურებს იცოდე, მკაცრად ელაპარაკებოდა ანი.
მაგრამ ვის ესმოდა?
-შეეშვება.
-კაი რა? ეგ როგორი ზღაპარია იცი? მე, რომ მოწევას დავანებებ თავს ისეთი.
სიმწრით გაეცინა გოგოს.
იცოდა ვერ იქნებოდა ბედნიერი.
მამამისიდან გამომდინარე იცოდა.
გაიუბედურა თავისი თავი და ოჯახიც ააწიოკა.
საბოლოოდ სიკვდილით დაასრულა.
-გთხოვ დამიჯერე, გაიბრძოლა კიდევ ერთხელ ანამ.
-მიყვარს და რა გავაკეთო ანი? წამოიტირა ლანამ.
-ვიცი, მესმის შენი, მაგრამ ჩემი ოჯახის მაგალითი მაინც აიღე.
ისე გამწარა ლანა, ყველაფერს დაამტვრევდა.
-ნუ გგონია, რომ მეც ისე შემემთხვევა, როგორც თქვენ. წამოიყვირა გაბრაზებულმა, მაგრამ, რომ გააცნობიერა მიხვდა,რომ დააშავა და არ უნდა ეთქვა.
ყველაზე მწარეა სიმართლის მოსმენა, რომ იცი, რომ 99% მართალია და არ გინდა ამის აღიარება.
-ბოდიში რა ან, არ მინდოდა, მართლა, ვერ მოვზომე.
-არაუშავს, წავედი მე და იცოდე მართალი ვარ ლანა, მიყვარხარ და გული მტკივა.
-ვიცი.
ოხ სიყვარულო რა ხარო...
ჩაითრევ ყველას.
ზოგს ძალიან დიდ ბედნიერებას ანიჭებ.
ზოგსაც ისე აუბედურებ სიკვდილის პირას მიგყავს.
რატომ ხდება ასე? არ შეგიძლია ისე გააკეთო, რომ ყველას ერთნაირად გადაუნაწილო ყველაფერი?
მაგრამ,როგორც ჩანს არა!

-ლან, წამო რა, წავიდეთ, გაბროსთან ავდივართ ყველა, ლიკუნაც ამოდის ხომ იცი?
-კი ვიცი, გამომიარე ნახევარ საათში.
-კარგი.
როგორ ეზარებოდა წასვლა, მაგრამ ვატოც ენატრებოდა, ბათუმში იყო წასული და ვერ ნახა.
დღესაც, რომ არ ენახა გააფრენდა.
ხანდახან მაგრას რეკავს ხოლმე.
რომ ახსენდება, ხან ტირის, ხანაც მოულოდნელად იცინის.
ვეღარ უგებენ რა სჭირს.

-როგორ მომენატრე ლან, დაიწყო ბიჭმა, როგორც კი მანქანაში ჩახტა ლანა.
ეხუტებოდა და ვერ ძღებოდა მისით.
უყვარდა ლანას სუნი, რაღაც თავისებური რომ ჰქონდა.
გიჟდებოდა ამ გოგოზე.
-მეც მომენატრე, მოამთავრე საქმეები?
-კი, ყველაფერი წესრიგშია.
-როდის უნდა გადაეჩვიო ვატო?
-ვცდილობ ლან, მაგრამ არ გამომდის, ვცდილობ დედას გეფიცები.
-არ მინდა მალე დაგკარგო.
-არ დამკარგად, მოდი ეხლა ხასიათზე. რა ავიტანოთ, რა გინდა?
თვალები აუციმციმდა გოგონას, ვატოს კი ჩაეცინა.
-აუუ შოკოლადები.
-პატარა ბავშვი ხარ რა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ.
-მეც, ვირო.
ორივეს გაეცინა, შევიდნენ მაღაზიაში, მთელი შოკოლადების სექცია გამოიტანეს და წავიდნენ გაბროსთან.
როგორ უხაროდა თავისი დაქალის ბედნიერება თქვენ ხომ არ იცით.
იქ მისულს ერთი ამბავი დავხდა, ისე ტრიალებდნენ ბიჭები სამზარეულოში, რომ არ ვიცი.
თურმე ხელი უნდა ეთხოვა ლიკასთვის.
და გაიაზრა თუ რამდენი ხანი გავიდა უკვე.
ორი წელი.
რაც გაბრიელი და ლიკა ბედნიერები არიან.
და ორი წელი ვატოსა და ლანას გაცნობიდან.
ვერ იტყოდა, რომ არ იყო ბედნიერი, მაგრამ რაღაც აკლდა.
სრულყოფილი ვატო აკლდა, წამლის გარეშე.
მიეხმარა ბიჭებს და ლიკას დაურეკა.
-არ მოდიხარ ლიკუ?
-ნახევარ საათში მანდ ვარ.
შემდეგ ანის გადაურეკა.
-ან გაბროსთან ამოდი რა.
-რახდება?
-ხელი უნდა სთხოვოს და აქ უნდა იყო შენც ხომ იცი? ნახევარი საათიც არ გაქვს დრო.
-ათ წუთში მანდ ვარ.
და მართლად ზუსტად ათ წუთში კარებში ულამაზესი ანი შემოდის.
-კრასავიცაა მოვიდა, დაიწყო ნიკამ და გაეკრიჭა ანას.
-შენ ისეთი სიმპათიური ხარ, ვერ დაგფარავ ნიკოლოზ, გაეკრიჭა გოგოც.
როგორ არ უნდოდა ვატოს მოკითხვა, მაგრამ მოუწია, არ უნდოდა დაქალს სწყენოდა.
რამდენჯერ ელაპარაკა ვატოსაც ნუ აუბედურებო, მაგრამ იმისიც ესმოდა.
სიყვარულისგან ესე ადვილად ხომ ვერ დაიძვრენდი თავს.
უყვარდა ვატოც, თავისებურად.
მაგიტომ ეჩიჩინებოდა ან გადაეჩვიე ან ამ გოგოს დაანებე თავიო.
მაგრამ..
ისევ უამრავი მაგრამ არსებობს.
-მოვედი. ბედნიერი ღიმილით შემოდის ანა
და გოგოებს ბედნიერებისაგან აკანკალებთ, როცა ხვდებიან, რომ კიდევ უფრო ბედნიერი იქნება რამდენიმე წუთში.
-რა სამზადისია რახდება? ისევ გაიკვირვა ლიკამ და გაბრიელს მიეხუტა.
-აბა თუ გამოიცნობ. გადახედა ნიკამ.
-რაიყო ხომ არ ვთხოვდები?
ყველას სიცილი აუტყდა ლიკას გულუბრყვილო ნათქვამზე.
უცებ გაბრიელმა ხელი გაუშვა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ჰკითხა:
-მზად ხარ გახდე ჩემი ცოლი?
სიხარულისაგან იმხელა იკივლა, ყველა დააყრუა.
-ვაიმე არ მჯერა, მართლა ვთხოვდები? იცინოდა და აღარ იცოდა რა ექნა ბედნიერებისაგან.
-ხო, მართლა, ნუ მომკალი ამხელა კაცი მაღირსე პასუხი, ვითომ გაბრაზდა გაბრიელი.
-რათქმაუნდა, რათქმაუნდა საყვარელო. გაეკრიჭა ანა.-აბა უცოლოს ხომ არ დაგტოვებ?
მერე წავიდა დალევები და ათასი ამბები.
ბედნიერი იყო ლანაც, სანამ ისევ შეტევა არ გაუმეორდა ვატოს.
ისევ წამალი.
ისევ ლომკა.
ისევ ისტერიული ტირილი.
დამუქრებები.
-დაგშორდები ვატო.
-ყველაზე მეტად მატკენ გულს, მაგრამ შენ როგორც გსურს.
-მიყვარხარ, მაგრამ ვერ გიყურებ ასეთს.
ჩანთა აიღო და წავიდა.
მაგრამ, ისევ ვერ ასრულებული დაშორება.
გულმა ვერ გაუძლო და ნახევარ საათში უკან დაბრუნდა.
ჩაეღიმა ბიჭს გოგოს დანახვისას.
-ძალიან მიყვარხარ ლან.
-მეც, მაგრამ საშინელი ბიჭი ხარ.
ლიკა გაბრიელთან დატოვეს, ან ვინ გამოუშვებდა? : ))
ანა და ლანა კი მისეირნობდნენ, ისევ შარდენზე და იხსენებდნენ ძველ დროს.
-ჯერ კიდევ უტვინოები ვიყავით გაბრიელი და ბიჭები რომ გავიცანით.
გაეღიმა ლანას ანას ნათქვამზე.
მაგრად ჩაეხუტა.
-შენზე მაგარი დაქალის დედაც რა. გაეკრიჭა გოგონა.
-დაუჯერე ამ შენს მაგარ დაქალს ხოდა. წაისისინა ისევ ანამ.
მაგრამ ლანამ ვითომ ვერც გაიგოვო.
სახლებში განაწილდნენ.
-გაიღვიძე ლანა.
-აუ რა გინდა მაკო, დამაძინე რა.
-კარგი რა დე, ადექი სვანეთში მივდივართ.
გიჟივით წამოხტა, მაგრამ მერე, რომ გაახსენდა ერთი კვირა ვატოს ვერ ნახავდა სულ დაეკარგა წასვლის მუღამი.
ურეკავდა და არ იღებდა.
სვანეთის გზას ედგა ვატოს ზარი, რომ შემოვიდა.
-ხო ვატო.
-სად ხარ ლან?
-სვანეთისკენ მიმავალ გზაზე.
-მანდ რა გინდა?
გაბრაზდა გოგო.
-აგეღო ტელეფონი და გაიგებდი რაც მინდოდა.
-აუ არ მეცალა, საქმეზე ვიყავი.
-გადაყევი მაგ შენს დამპალ საქმეებს ამოვიდა ყელში ვატო.
-ვიცი, ბოდიში რა.-როდის ჩამოხვალ?
-ერთ კვირაში.-მომენატერები.
მოლბა გოგო ისევ.
ოხ ისევ და ისევ სიყვარულო.
-არ მოგენატრები.
ჩაეღიმა ბიჭს.
-როგორ არ მომენატრები? ერთი კვირა ვერ გნახავ.
კინაღამ იტირა ლანამ.
-რას ქვია ვერ მნახავ?
-აბა როგორ? ჩამოხვალ? შეაპარა ბიჭს.
-იასნად ტო.
-აუ რა მაგარი ბიჭი ხარ.-ვაფშე ყველა გამოიყოლე რა და ჩამოდით.თან მეორე წელი გახდება ერთად ყოფნის.
-რა პრობლემაა.-საღამოს მანდ ვართ.
ყველა ისე წამოყარა ვატომ საწოლებიდან და ტანსაცმელები შეაჩეჩა ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა.
-აბა გაემზადეთ და სვანეთში მივდივართ ჩემს გოგოსთან, თან ერთი იდეა უნდა განვახორციელო.
ჩაეღიმა ვატოს და ბედნიერებისაგან გააკანკალა.
რას წარმოიდგენდა ეს პატარა გოგო, რომ ესე გადაუტრიალებდა ტვინს.
ააცანცარა ამხელა კაცი.
როგორ უყვარდა.
სულ უნდოდა მის გვერდზე ყოფილიყო.
დაეჭირა,
ჩახუტებოდა
და
არსად არ გაეშვა.
სარეცელსაც გაუყოფდა.
აქამდეც, უბრალოდ ლანა არ იყო მზად.
ხოდა ეხლა ფიქრობს, რომ ყველაფერს სწორად გაიგებს, თორემ ხო გაგიჟდა მის გარეშე.
უნდა, რომ ბოლომდე მისი იყოს.
საბოლოოდ მიისაკუთროს და ერქვას უკვე არა ვატოს გოგო, არამედ
ვატოს ცოლი.
ყველას გაუზიარა ეს იდეა.
შეძახილები.
კივილი.
-მეორე ქორწილი ტო?- გაჰყვიროდა გაბრიელი.
-ვაიმე რა მაგარია!-ამბობს ლიკა და ოთახში გარბის ტანსაცმლის ჩასალაგებლად.
ანისაც უხარია, მაგრამ თავისებურად.
-შენ და გაბრიელმა ერთად გააკეთეთ ბავშვები.-გაიკრიჭა ნიკა და როგორ გაიქცა ოთახიდან ვერ აგიღწერთ.

სვანეთის მთებს გაჰყურებდა უკვე ლანა და ბედნიერებისაგან ივსებოდა.
მისი საყვარელი ადგილი იყო.
რამდენჯერ წაქცეულა ამ ეზოში გოგოებთან ერთად.
იმდენი მოგონება აქვს რა დათვლის.
მთებს, რომ გაჰყურებს სულიერი სიმშვიდე ეუფლება.
„მხოლოდ მთებშია თავისუფლება’’
დაიყვირა და ჩასწვდა ამ სიტყვების არსს.
მართლაც და რა ჯობია მთას? საყვარელ მეგობრებს, ღამეს და კოცონთან შემოპარულ დილას?
მე თუ მკითხავთ, გეტყვით რომ არაფერი.

-ლანა!
-ხო მაკუშ.
-მოდი საჭმელი ვჭამოთ.
-აუ არაა რა დე, დაველოდები მე იმ ნაგიჟრებს და ერთად შევჭამთ.
-რა იმათ დაელოდები გოგო სულ გარეკე?
-რატო მაკო, რაგინდა?
-რა რამინდა, სულ გამოგაშტერა შენ მაგ ვატომ. 3 საათია და ეგენი საღამოს ჩამოდიან და შენ იქამდე მშიერი უნდა მოკვდე?
-რატომაც არა! ჩაეღიმა ლანას.
-გადამრევ შენ. წამოიყვირა მაკომ და სამზარეულოში შევიდა.
მოსწონდა ვატო და ლანას სამეგობრო.
თავს მათთან პატარა ბავშვივით გრძნობდა.
ახსენდებოდა თავისი ახალგაზრდობა, ასე ლანასავით გადარეული, რომ დადიოდა სიყვარულისაგან.
ჩაეღიმა და მამუკას დაურეკა.
მოიკითხა, მოისიყვარულა და დაუბარა იქნებ ჩამოხვიდეო.
-ცევდები საყვარელო, ხომ იცი არა როგორი დატვირთული ვარ.
-ხო ვიცი.
-მომიკითხე ლანა და გკოცნით.

ვატოს ნაყიდი ბეჭედი იყო საოცრება.
სულ ბრილიანტით გაწყობილი, იცოდა როგორ გიჟდებოდა ლანა.
სვანეთში ქონდა ჯვარის დაწერა გადაწყვეტილი, ახსოვს ადრე ლანამ, რომ უთხრა.
-აუ თუ ოდესმე დავქორწინდებით ჯვარი სვანეთში დავიწეროთ რა.
-რა პრობლემაა მერე?-გაეცინა ვატოს.
სიამოვნებით აასრულებდა ლანას თითოეულ კაპრიზს.

ლანას სახლის კარი შეაღო თუ არა, კისერზე შემოახტა გოგო.
მთელი სახე დაუკოცნა.
მერე სხვებისკენაც გადაინაცვლა.
ყველას ბედნიერი სახე ქონდა.
-რა ხდება ჩემმა ნახვამ ასე გაგაბედნიერათ?-გაუცინა ლიკას და ანას.
-არ თქვა ლანა ეგ მეორედ.-გადმოუხტა გაბრიელი.
შემოდით სახლში ვჭამოთ, მაიკო გელოდებათ.
-ვაიმე ძლივს, არ დაგათგათ საშველი? მომიკალით ეს გოგო მშიერი და ეგაა, ლუკმა არ უჭამია იმ სულელებს დაველოდებიო.-ამბობდა მაიკო თან ეცინებოდა.
შევიდნენ ჭამეს, შემდეგ სვანეთით ტკბებოდნენ და ცეცხლის პირას წარსულს იხსენებდნენ.
ლანა ვატოზე იყო მიყუდებული.
ლიკქ გაბრიელზე.
ანა კი იჯდა ნიკასთან ერთად და იცინოდნენ მათი გაბადრული სახეების შემხედვარე,
-ხო, მოკლედ, არ ვიცი რა გამოვა, კარგი ნათქვამი თუ ცუდი, ან ბანალური რა.-დაიწყო ვატომ.-ცოლად, რომ არ გამომყვე ლან გავჭედავ და ჯიბიდან ლანას საოცნებო ბეჭედი ამოიღო.
წივილი.
კივილი.
ტირილი.
ბედნიერება.
და ბოლოს ნათქვამი
-რა თქმა უნდა გამოგყვები ვატო.
სულის შემძვრელი კოცნა და მეორე დღისთვის გადადებული ჯვრისწერა.
გაბედნიერებული მაიკო და მამუკა.
ეს, რომ გაიგო კაცმა კინაღამ თვითმფრინავი უკან მოაბრუნებინა პარიზისკენ გაფრენილი.


უბრალო სადა თეთრი კაბა, გვირილების თაიგულა და გვირილების გვირგვინი.
არანაირი მაკიაში.
ანგელოზს გავდა თან ფრთიანს.
და ისევ ის ლამაზად მომღიმარი გამჭირვალე თვალები ქონდა.
უზომო ბედნიერებას, რომ გადმოსცემდა და ყველას უნაწილებდა.

შავი შარვალ-კოსტუმი და კედები.
ვერ იტანდა ზედმეტად კლასიკურ სტილს.
შეხსნილი საროჩკა.
და ბედნიერი სახე.

ნახევარ საათში ჯვარდაწერილნი და დაწყებული ლოთობა.
სამი დღე სვავდნენ.
მერე ლანა მოიტაცა ვატომ იბიცაზე.
იგიჟეს როგორც შეეფერებოდათ და უკან დაბრუნდნენ.
ემოციებს ვერ მალავდა.
-ორსულად ვარ ანა!
ემოციებს ვერ მალავდა.
უნდოდა თავისი ბედნიერება მთელ მსოფლიოს გაეგო.
ცრემლები წამოუვიდა ანას.
-ძალიან მაგარია! ჩემი ნათლული რა კაცი იქნება!
-აბა! როგორ გაუხარდება ვატოს.
-მისმინე ლან, კიდევ იკეთებს?
სახე წაეშალა ამ კითხვის გაგონებაზე, როგორ უნდოდა ეს არ ეთქვა ოღონდ.
-ხო რა.
-ხომ იცი, რომ საშიშია ბავშვისთვის?
-მოდი ეს ბედნიერი დღე არ ჩამამწარო რა!
ტელეფონი გაუთიშა ანას, მაგრამ იცოდა ცამდე მართალი, რომ იყო.
თავს გასწირავდა და ბავშვს მაინც ჯანმრთელს გააჩენდა.
-ვატო.- არ დააცადა ლანამ კარებში შემოსულს ისე შემოახტა კისერზე.
სულ სხვანაირად ბრწყინავდა გოგოს თვალები.
-რახდება საყვარელო?
-მამიკო როგორ გრძნობს თავს?
გაგიჟდა, გადაირია.
როგორ ელოდა ამ სიტყვებს მთელი ორი თვე.
-მამა ვხდები ტო!
ბიჭებს დაურეკა, მერე გოგოებს, ყველა თავისთან შეყარა.
-უეჭველი ბიჭი იქნება!-ამბობს გაბრიელი და ძმაკაცს ეხვევა.
-რამნიშვნელობა აქვს ბიჭი იქნება თუ გოგო? მამასი იქნება რაც მთავარია, ან კიკინებიანი ან ბურთიანი რა!

მერე წვალებით გასული ოთხი თვე.
შუა ღამისას გამოღვიძებული ვატო სხვადასხვა მოთხვნებით და მოსული მეცხრე თვე.
და მოხდა ის რასაც არავინ წარმოიდგენდა.
ამდენი ხანი და ლომკა არ ქონია.
როგორც კი ლანას ფეხმძიმობის ამბავი გაიგო არ გაუკეთებია.
ქონდა შეტევები მაგრამ ლაითად.
ითმენდა და უძლებდა საყვარელი ადამიანების გამო.
ხოდა ალბათ ბედნისწერამ ასე ისურვა.
არც ძმაკაცებს დაურეკა და არც არავის.
ლანას, რომ მომკვდარიყო არ გააღვიძებდა.
ხოდა მართლად
გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა.

-აუ ვატო, ლაპარაკობდა ნამძინარევი ხმით ლანა.-ნაყინი მომიტანე რა.
ელოდებოდა ან ეხლა გამცემს ხმას, ან ეხლაო. მაგრამ არა.
ვერ გაიგო ვატოს ნათქვამი.
-ხო საყვარელო.
წამოდგა დაიარა სამზარეულო რაღაცები შეჭამა და საპირფარეშოში შევიდა.
ბიჭებთან ეგონა ვატო.
შეაღო კარი და სიკვდილი ინატრა.
ვანათან ეგდო ვატო.
ორად მოკეცილი.
ისე, როგორც უყვარდა ძილი ლანასთან ჩახუტებულს.
ისტერიულად კიოდა.
-ვატო! ვატო, ადექი გთხოვ, მითხარი, რომ მეთამაშები, არ გადამრიო რას აკეთებ სად მიდიხარ ვატო?
გიჟივით ლაპარაკობდა.
ბოლოს ძლივს შეეხო ვატოს სხეულს.
სულ გაყინულიყო.
მასთან ერთად გაიყინა ლანა და მისი გულიც.
იქვე მოკვდა სულიერად ლანაც.

ყველას დაურეკა, ყველა შეყარა.
ვერავინ ვერ იჯერებდა.
ლანაც აფექტის მდგომარეობაში იყო.
ბიჭები გაგიჟდნენ.
კინაღამ ყველაფერი დალეწეს.
დაკრძალვაზე ვერ წავიდა ლანა.
ერთი ვატოს დაკრძალვა, ხოლო მეორეს დაბადება იყო.
გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამამისს.
მასსავით ჭაობისფერი თვალები ქონდა.
ჯერ პატარა, მაგრამ ყველაფერი ზედ ეწერა.
მეორე ვატო იყო.
და ახლა ისევ ტკივილით დადის ლანა.
აღარ აქვს გამჭირვალე თვალები.
ტკივილს წაიკითხავ მხოლოდ.
ვატოს საფლავთან ზის და დაცლამდე ტირის.
ყველაზე მეტად უჭირს მის გარეშე.
-მიყვარხარ ვატო!
და გონია, რომ ისევ გაიგონებს მის ხმას.
მაგრამ არა!
ჩვენ, რომ გვინდა, ადამიანებს ისე არ ხდება.
დასასრულს ქვია დასასრული.
ახლაც ახსოვს როგორ უმეორებდა ვატო ხოლმე.
-იყავი ძლიერი, გაუძლებ შენ ყველაფერს, მეც სულ შენთან ვიქნები.
ცდილობს სიძლიერებს პატარას გამო.
მაგრამ უჭირს უვატოობა.
ყველა დასასრულს აქვს დასაწყისი,
ხოდა ასე დაიწყო ერთი ვატოდან მეორე ვატოს ეპოქა.
-დედი, ყველაზე მაგარი მამა გყავდა ხომ იცი არა?
-მომიყვები მამაზე დე?
-როცა დრო მოვა ვატო, იცოდე, რომ გაღმერთებდა, უყვარდი ჯერ კიდევ არ დაბადებული გადაუყვარებლად.
-ხოდა მეც მასე მიყვარს, უნახავად დე.

დასასრული.




მართლა არ ვიცი რა გამომივიდა.
არ ვიცი კარგია თუ ცუდი.
მაგრამ ველოდები თქვენს შეფასებას.
თითოეული თქვენი სიტყვა მაბედნიერებს.
მიყვარხართ.



№1 სტუმარი მიკა

გამჭირვალე რა უბედურებაა,სად წაიკითხე მსგავსი სტყვა? გამჭვირვალეა სწორი,გამჭვირვალე..ან ეს რა ისტორია იყო საერთოდ?

 


№2  offline წევრი ჩუმა

მიკა
გამჭირვალე რა უბედურებაა,სად წაიკითხე მსგავსი სტყვა? გამჭვირვალეა სწორი,გამჭვირვალე..ან ეს რა ისტორია იყო საერთოდ?

მშვენიერი ისტორია იყო არ ვიცი რას ერჩი, ყველას თავის წერის სტილი და ფანტქზიაა აქვს, მთავარია იშრომა და რაღაც შექმნა, ზოგს მოეწონება ზოგს არა.

 


№3  offline წევრი nini :)

აუ რა კარგი იყოოო ძალიან მომეწონა და ბოლოს დედა-შვილის საუბარზე ცრმლებიც წამომივიდა

 


№4  offline წევრი wripawripa123456

nini :)
აუ რა კარგი იყოოო ძალიან მომეწონა და ბოლოს დედა-შვილის საუბარზე ცრმლებიც წამომივიდა


მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა.

 


№5  offline წევრი wripawripa123456

მიკა
გამჭირვალე რა უბედურებაა,სად წაიკითხე მსგავსი სტყვა? გამჭვირვალეა სწორი,გამჭვირვალე..ან ეს რა ისტორია იყო საერთოდ?


მე ვარ მწერალი.
მაქვს ყველაფრის უფლება. ეს ჩემი საქმე მე რას დავარქმევ სათაურს ჩემს მოთხრობას და ბოდიში, მაგრამ შენ ვერ აგარჩევინებ სათაურებს.
უბედურებაა და არ მოგეწონა ეგ შენი ნებაა, მაგრამ სათაურზე მოდავების უფლება არ გაქვს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent