ზაფხულის არდადეგები (9)
გამოვედი სახლიდან და ტაქსი გავაჩერე. მაშინვე ლილეს სახლში მივედი. ყველა იქ დამხვდა ლილეს და ლუკს გარდა. დანარჩენები ჩხუბობდნენ -სად წავიდა ეგ ქალბატონი ჰა?-მთელ ხმაზე იყვირა საბამ-ეხლავე დაურეკეთ ორივეს -არ იღებს ტო (სანდრო) -სად გაიპარნენ ასე დაუკითხავად -საბა-თითქმის ჩურჩულით ვთქვი. ახლაღა შემამჩნია და მომვარდა -ანა ჩემო პრინცესა როგორ ხარ? რატო არ დამირეკე? -რავიცი მოსვლა ვამკობინე. აქ რა ხდება? -ლუკა და ლილე გაიპარნენ (ნინი) -რაა? მერე რა გაჩხუბებთ უყვართ ერთმანეთი (ანა) -სიყვარული კაი, და ასე უნდა წავიდნენ გაუფრთხილებლად? ვეუბნებოდი ლილეს ჯერ ადრეა მეთქი და ამიტომაც წავიდნენ. ან რაიცი რამე შეემთხვათ(საბა) -ნუ ღელავ დაბრუნდებიან ახლა კი წამო საბა ცოტა გავისეირნოთ -კაი წამო. ბავშვებო მალე მოვალთ(საბა) -აბა რა ხდება შენსკენ ჩემო სიხარულო? -ცუდი ამბებია. ჩემი მშობლები ვიღაცას მრიგებენ -რას ამბობ ტო? აღარ გიყვარვარ? -საბა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ეს უბრალოდ ჩემს მშობლებს არ სჯერათ. გონიათ, რომ შენთან ვერ ვიქნები ბედნიერი. -და შენ ამის გჯერა? -არა რათქმაუნდა -ნუღელავ რამეს მოვახერხებთ-საბა მთელი ძალით ჩმეხუტა. ცა მოღრუბლული იყო და წვიმის წვეთები წამოვიდა. თითქოს ჩვენთვისო -ხომ არ გცივა პატარავ? -არა-ვუთხარი, თუმცა აკანკალებული ხმით, რადგან საკმაოდ ციოდა, მე კი შორტებით და მაისურით ვიყავი -აჰა აიღე-საბამ თავისი კურტკა მომახვია. ჩემი ყურადღებიანი. ახლოს მოიწია, თუმცა მე ხომ არ მიმართლებს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა -რაიყო? (ანა) -სად ხარ ანა? უკვე ბნელა (დედა) -მალე მოვალ რაიყო -10 წუთში სახლშჰი. მგონი ზედმეტი მოგივიდა თავისუფლება -რა ხდება? -უნდა წავიდე -კი, მაგრამ სად ტო? -სახლში -წამოდი მე მიგაცილებ -კარგი ^^ უკვე კარგად წვიმდა. მე და საბა ხელი-ხელ ჩაკიდებულები გავრბოდით. თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი, თუმცა ეს არაფერს წყვეტდა. აი სახლამდეც მოვედით. საბამ გამოსამშვიდობებლად ვნებიანად მაკოცა. თან წვიმაში ეს ისეთი რომანტიული იყო, რომ მინდოდა ეს წუთები არ დამთავრებულიყო -კაი ჩემი წასვლის დროა (ანა) -შეხვედრამდე-თვალი ჩამიკრა და წავიდა. მისი კურტკა კი მე დამრჩა. მე კი ერთი ღრმად ამოვისუნთქე და სახლში შევედი, სადაც ჩემი მშობლები მელოდებოდნენ. ეხლა რაღა უნდათ -ეს ვინ იყო ქალბატონო? ან ვისი კურტკა გაცვია? -ვინ და ჩემი შეყვარებული საბა -ეგ ბიჭი არ მომწონს იცოდე (მამა) -აუ კაით რაა. ეხლა იმედია სახლშიც აღარ გამომკეტავთ -ანა ჩვენ უბრალოდ შენი ბედნიერება გვინდა -გეტყობათ-ოთახში ავვარდი და საწოლზე გადავეშვი. ღმერთო როგორც იქნა ბედნიერი ვარ და ახლა ჩემი მშობლები მიშლიან ბედნიერებას. ახლა რაღა უნდა ვქნა? მეორე დღით მთელ დღე ოთაში ვიყავი და საბაზე ვფიქრობდი. მაინც რატო არ მოსწონთ ჩემს მშობლებს? ის ხომ ისეთი კარგია. რაც ბოლოს შევხვდი უკვე ორჯერ დამირეკა. მართალია უხეშია, მაგრამ კეთილი. ამ ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა არც დავხედე ისე ვუპასუხე -გისმენთ 9ანა) -ანა ლილე ვარ როგორ ხარ? -ლილეე? ვაიმე ჩემო საყვარელო როგორ ხარ? სად ხარ? რა მოხდა? ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი -ჯერჯერობით იმას გეტყვი რომ მე და ლუკამ ხელი მოვაწერეთ. ახლლა თბილისში ვარ და შენი ნახვა მინდა. შეგიძლია გამოხვიდე? -არ ვიცი მშობლებს ვეჩხუბე და თუ გამომიშვებენ არა ყველანაირად ვეცდები -კაი მისამართს მოგწერ ვაიმე რაკარგია. ახლა რამე უნდა მოვიფიქრო. აუუ იდეა მაქ. ავიღე ტელეფონი და დემეტრეს დავურეკე -ალო (დემეტრე) -დემეტრე ანა ვარ -ანა? ხო გისმენ -შენი დახმარება მჭირდება. მშობლები არ მიშვებენ სახლიდან, თუარადა აუცილებელი საქმე მაქვს და იქნებ მოხვიდე და ვითომ მე და შენ მივდივართ? -კარგი თუ ასეთი მნიშვნელოვანია -ძალიან კარგი ადამიანი ხარ მადლობაა დემეტრეც მალე მოვიდა -დედა ჩვენ მივდივართ -კი კი დედიკო წადით-ისეთი სახე მიიღო თითქოს მართლა რამე იყოს. მუჰაჰაჰ რამის სიცილი წამსკდა. არაუშავს საქმე ასე მოითხოვს. მაშინვე ლილეს მიერ მოწერილ მისამართზე მივედი. დემეტრეს მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადავხტი რასაც ქვია. ლილე რომ დავინახე მაშინვე გავექანე და მთელი ძალით ჩავეხუტე -ჩემო ლამაზო. როგორ ხართ? 9ლილე) -მე კარგად. შენ მომიყევი რა მოხდა ყველაფერი -რადა მე და ლუკას ძალიან გვინდოდა დაქორწინება მარა საბა ამბობდა ჯერ ისწავლე და მერე ქორწილიო, ამიტომაც გავიპარეთ. ხელი მოვაწერეთ და ქორწილიც გვინდა გადავიხადოთ. -ხოდა ძალიან კარგია. ოღონდ რო მოგეცადათ კაი იქნებოდა. საბა იცი როგორ ნერვიულობდა? -ვერ გადავდებდით, რადგან.. რადგან ორსულად ვარ -ჰააა ვაიმე ლილე გილოცაავ. ლუკა მოდი მოგეხვიო უკვე მამა ხდები -მადლობა ანა -ანა შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო? -რასაც მთხოვ -საბას უთხარი რომ ჩმოვედით და ძაან არ გაბრაზდეს -არ გაბრაზდება. ის უბრალოდ ნერვიულობდა რამე ხოარ შეგემთხვათ. კარგი მაშინ წამოდით ბავშვებთან და ყველაფერი ავუხსნათ -წამოდი მივედით საბასთან და სამივე ერთად შევედით. საბა წამოხტა და მთელი ძალით ჩაეხუტა საყვარელ დას და მეგობარს, უკვე სიძეს -დაიკო სად იყავი ჰაა? ასე უნდა მანერვიულო? -ბოდიში ძამიკო. იცი კარგი ამბავი მაქვს თანაც ორი -გისმენთ -მე და ლუკამ ხელი მოვაწერეთ და მალე ქორწილიც გვექნება. მეორე კი ისაა რომ ორსულად ვარ-თქვა თუარა დაიწყო მილოცვები, მხიარულობა. ყველა ბედნიერი იყო. ამ ქვეყანას მალე ახალი არსება მოევლინება. პატარა ნამდვილად ბედნიერი იქნება ასეთი მშობლები, რომ ეყოლება. აუუ უკვე დაღამდა უნდა წავიდე თორე არ მინდა პრობლემები ( -ბოდიშით ბავშვებო უნდა წავიდე -აუუ რატოო? -გვიანია და მშობლებმა მალე მოდიო -მე გაგაცილებ(საბა) -იყოს ტაქსით წავალ -დარწმუნებული ხარ? (საბა) -კი კი-ყველას გამოვემშვიდობე და დავბრუნდი სახლში. -სახლში ვაარ-დავიყვირე და ოთახში ავედი. მთელი ღამე საბას ვემესიჯებოდი. დილით კი გვიან დამეძინა.უკვე შუადღე იყო, რომ გავიღვიღვიძე. *** ერთი კვირა გავიდა რაც სახლში დავბრუნდი, თუმცა ჩემს მეგობრებთან კავშირი არ შემიწყვეტავს. დედა და მამა ვეუბნები, რომ დემეტრესთან ერთდ მივდივარ და ისინიც იჯერებენ. დემეტრეც ხელს მიწყობს. ნამდვილად კარგი ბიჭია ცდილობს ამ ქორწინებას ხელი შეუშალოს, თან ვიღაც გოგო მოსწონს და ხო ხვდებით. დილით ტელეფონის ზარმა გამღვიძა ლილე იყო -გისმენ ლიიი -გოგო შენთვის მაგარი ამბავი მაქვს -გისმენ -ორ დღეში ჩემი ქორწილიაა -რაა? აუ რამაგარიაა -ხო და რათქმაუნდა ჩემი მეჯვარე ხარ -ვაიმე გილოცავ ჩემო სიხარულო. კაბა უკვე იყიდე? -ხოდა მაგიტომ გირეკავ. ხო გამომყვები? -კი და თან ჩემთვისაც ვიყიდი. 20 წუთში მანდ ვარ -კაი გელოდები მაშინვე გავემზადე და დაბლა ჩვირბინე. დედა სამზარეულოში იყო და ბლინებს აცხობდა -დეე მე უნდა გავიდე-თან ბლინი ავიღე -სად მიდიხარ საყვარელო? -საყიდლებზე ჩემს მეგობარს ქორწილი აქვს -ვაიმე კაია. ფული ჩემს ოთახშია აიღე -აჰამ მადლობა-შევტრიალდი როდესაც დედაჩემმა გამაჩერა -ძვირფასოქორწილში მარტო ხოარ წახვალ. ხოდა დემეტრეც წაიყვანე უკვე ხო დაახლოვდით -ამმ დეე სირცხვილია არცკია დაპატიჯებული ხო ხვდები -ხო კაი. 20 წუთში უკვე ლილესთან ვიყავი. პირველ რიგში მისი კაბის არჩევა დავიწყეთ. ამ შემთხვევაში ლილე ცოტა ჯიუტი გამოდგა. ყველა კაბას იწუნებდა. ამბობდა ჩემი ქორწილი ერთადერთხელ მაქვს და კარგად უნდა გამოვიყურებოდეო, თუმცა ბოლოს როგორც იქნა შეარჩია ულამაზესი კაბა. კაბა იყო ამოღბული,გრძელი და წელზე მომდგარი და ბოლოში გაშვებული. საოცრად უხდებოდა და გამოკვეთდა მის უნაკლო თანს. ეს კაბა რომ მოირგო ცერა თითი ავუწიე იმის ნიშნად რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ახლა კი ჩემი კაბის დრო დადგა. დიდი არჩევა არ დამჭირდა. ვიყიდე თეთრი კაბა, მუხლს ზემოთ, მომდგარი, რომელიც ძალიან მიხდებოდა ჩემს გრძელ ფეხებს უფრო კვეთდა. სახლში უკვე საღამოს დავბრუნდი. ამ ორმა დღემ სწრაფადვე გაიარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.