ავადმყოფებსაც შეუძლიათ სიყვარული! (დაავადებულებსაც): 2 თავი
გაფრთხილება: მოდით გამოვიცნოთ რაზე იქნება ესმოთხრობა დაწერილი. მეგობრობაზე? დაახლოებით. იმიტომ, რომ ლიზი ერთადერთი მეგობარია რომელიც მიგებს. ამიტომ ბევრჯერ შეგხვდებათ მისი სახელი ამ მოთხრობაში. ფსიქოლოგიაზე? ესეც შეიძლება. როგორც მოგეხსენებათ,სოციალური ქსელის ფსიქოლოგი გახლავართ. მეტწილად, ეს მოთხრობა შეიძლება ფსიქოლოგიაზე იყოს. ფაქტებზე? ესეც შესაძლებელია. იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ფაქტები. ამიტომ, ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ფაქტებს სხვადასხვა თემაზე. სიბრძნის ჭეშმარიტებაზე? ესეც რა თქმა უნდა. მოდი გავერკვიოთ, საქმე იმაშია რომ ეს მოთხრობა ჩემს პირად, ყოველდღიურ ცხოვრებაზე იქნება დაწერილი, ამიტომ ვერ გიწინასწარმეტყველებთ ზუსტად რაზე იქნება. უინტერესო ცხოვრება ნამდვილად არ გამაჩნია. რატომ? მემგონი ამ კითხვაზე პასუხი იცით. რიტორიკული შეკითხვა გამომდის. გაფრთხილება: მე თვითონ არ ვიცი ეს მოთხრობა რაზე იქნება. სიყვარულზე? მე ხომ გიპაპოტუიტარიზმით ვარ დაავადებული. არა მგონია, ოდესმე სიყვარული მეწვიოს შინ და კარზე უპრობლემოდ მომიკაკუნოს. ამიტომ არ გამკიცხოთ, თუ თქვენ თვითონვე ვერ გაიგებთ ამ მოთხრობის ბოლოს, მის შინაარს. კარგით მოდით გავაგრძელოთ. --------------------------------------------------~ ჯანდაბა! გზაში იმაზე ვფიქრობ თუ რატომ არის მისტერ საშიშროება საშიში, და რატომ უნდა ვუფთხილდე მას. აზრზე არ ვარ, მემგონი ჩემი ცხოვრების 1 წუთი ფუჭად გავლიე მისტერ საფრთხობელას ფიქრით. N13 მაგიდა, როგო გითხრათ და შორიდანაც ჩანს რომ განსხვავებულია. გარეგნობითაც და აურითაც. აურა, საერთოდ ძალიან უცნაურია. ჟივილ ხივილიც არ ისმის N13 მაგიდასთან, მხოლოდ ჩუმი საუბარი რომელიც საშიში ფილმებიდან დაძაბულ რეპლიკას უფრო გავს ვიდრე ჩურჩულს. N13 მაგიდა, შავ ადგილასაა.კლუბის მარჯვენა მხარეს, ჩაბნელებულ ადგილას N13 მაგიდა მდებარეობს სადაც ეხლა მე მივდივარ. ძალიან უცნაური გრძნობა მიჩნდება, ვფიცავ ასეთი გრძნობა ჩემს ცხოვრებაში არც კი გამოჩენილა. მაგიდასთან ორი ადამიანი, ერთი შავკანიანი გადახოტრილი თმებით და დაკუნული სხეულით, ხოლო მეორე თეთრკანიანი, ლურჯთვალება უსიმპატიურესი მამაკაცი ზის. როდესაც მაგიდასთან მივდივარ, შიშის გრძნობა უფრო დამეუფლა, ლურჯთვალებას თვალებში ჩახედვისთანავე. შევეცადე მისი წარსულის ამოკითხვა მაგრამ შენც არ მომიკვდე, ვერ ვნახე. არადა ასეთი შემთხვევა არასოდეს არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. გაკვირვებული ვუყურებდი ლურჯთვალებას და ისიც კი დამავიწყდა მათთვის შეკვეთა მიმეცა. ბოლოს შავკანიანის ჩახველებამ გამომაფხიზლა, უცებ გამოვფხიზლდი და შეკვეთა მაგიდაზე დავდე. -კიდევ რამეს ხო არ ინებებთ?- ვკითხე ჯერ კიდევ დაბნეულმა ლოყა აწითლებულმა მე. -ჯერ არა, გიორგის გადაეცი, ცოტა ხნით ჩვენთან მოვიდეს-მითხრა ლურჯთვალებამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა ჩემს დაბნეულობაზე. ვირი! ბოჩოლა! ხბო! ძროხა! დეგენერატი! ასე ვლანძღვადი მთელი გზა ლურჯთვალებას . არადა რას ვერჩოდი, ისე გაკვირვებული ვუყურებდი მის თვალებს. მომლოდინე მისი წარსულის ამოკითხვისა, საერთოდ არ უნდა გამიკვირდეს მისი ჩატეხილი ღიმილი! მაგრამ მან ხომ ჩემს დაბნეულობაზე გააკეტა აქცენტი. მისტერ საფრთხობელა! გიორგის ვუთხარი მისტერ საფრთხობელა გიხმობს თავის მაგიდასთანთქო. ამაზე სიცილით კინაღამ გასკდა. მეც მეცინებოდა და ერთად ვიცინოდით საშუალოდ 30 წამი. მერე გიორგი წავიდა 13 მაგიდსთან სიცილით, ისევ გავაგრძელე მისტერ საფრთხობელაზე ფიქრი. პირველად ცხოვრებაში ასეთი შემთხვევაა როდესსაც ადამიანის წარსულს ან ხასიათს ვერ ვიკიტხავ მის დანახვისთანავე. ნეტავ რატომ? აი შავკანიანის წარსული ზემდიწევნიტ შემიძლია აგირწეროთ. შავკანიანი. ჯონი: 35 წლის, უცულო. მისი მეუღლე ავარიაში მოყვა, ამის შემდეგ ჯონს დეპრესია დაეწყო. მან დაიწყო სმა, ნარკოტიკების უკანონოდ გადაადგილება სხვდასხვა ქვეყნებში. პოლიცია ამჟამადაც მას უშედეგოდ ეძებს. ყავს შვილი. საქართველოში ნარკოტიკები ჩამოაქვს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ბოლოს ასეთ დასკვნას გამოვიტანთ, რომ ლურჯთვალება ნარკომანია და საქართველოში ჯონის დახმარებით ნარკოტიკებს იღებს. ------------------------------------------------------- მალევე დამთავრდა ჩვენი სამუშაო საათები! მიხარია იმიტომ რო ამ თამბაქოს სუნსა და ლურჯთვალებას მზერას აღარ დავინახავ! ვიცვლი ტანსაცმელს გასახდელში, ვიღებ ჩანთას და სახლამდე სულ ფრენა ფრენით მივდივარ. გეფიცებით, ასე არასოდეს არ გამხარებია სამსახურის დატოვება! კლუბსა და ჩემს სახლს შორის სულ 2 კილომეტრი და 22 მეტრია გასავლელი. არც ისე შორია, მაგრამ ფეხით მოსიარულესთვის ეს გზა ძალიან დამღლელია. გზაში ვგრძნობ რომ ვიღაცა უკან მომყვება.ეხლა რომ გითხრათ შიშისაგან გავიქეცი თქო რა თქმა უნდა მოგატყუებთ, თან სასტიკად. საქმე იმაშია, რომ მე არ მეშინია ამისი. თავდაცვა ძალიან კარგად მეხერხება,ამაში ფსიქოლოგიაც მეხმარება. აი მაგალითად: ერთ მშვენიერი ღამეს. როდესაც სამსახურიდან მოვდიოდი ერთმა ვირმა ბიჭმა პირზე ამაფარა ხელი და ხელები გამიკავა. მე თლილ თითებზე ვუკბინე (ეშვები საკმაოდ დიდი მაქვს) და პანღური ამოვარტყი. ის ჩაიკეცა. -მოდი ასე გავაკეთოთ, მე არ ვეტყვი პოლიციას რომ დაგიჭიროს 2 ადამიანის გაუპატიურების გამო, 5 მანქანის ძარცვისთვისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადმოტანას საქართველოში. მე არ ვეტყვი პოლიციას რომ აქ ხარ, ხოლო შენ ამ საქმეს შეეშვები. იცოდე ვიცი სადაც მდებარეობს შენი ბანდა!-ვუთხარი მე და მისი გაკვირვებული სახეც დავიმსახურე რომელიც შუა გზაში მთელი სისწრაფით მირბოდა. -------- მემგონი მიხვიდთ უკვე რატომ ვთქვი ფსიქოლოგია ერთგავრი თავდაცვაა ჩემთვის თქო. მართალია ხანდახან ფსიქოლოგია აგენტობაში მერევა მაგრამ ამასაც ვუძლებ. ხოლო ეხლა, როცა ის მომენტი გამახსენდა ჩემსა და ქურდს შორის გამეღიმა და აუჩქარებლად გავაგრძელე გზა. სახლში 20 წუთში მივედი. ---------------------------------------------~ ჩიტებო, გვრიტებო და ასე შემდეგ დააააა..... დავბრუნდი. დაიგვიანე? არაუშავს სულ ასე დავიგვიანებ ხოლმე. საერთოდ თქვენთან ტყუილი არ მიყვარს ამიტომ ამას ნათლად ვაღიარებ რომ დავიგვაინებ. ნუ მოკლედ, მოგეწონათ ახალი თავი? გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ. სიყვარულით სალომე პ.ს. მართალი ხართ, პატარა თავი იყო. ფსიქოლოგიური ფაქტი:4) ფსიქოლოგი ამბობენ, რომ ქალს სჭირდება 45 წამი უცნობი მამაკაცის შესაფასებლად. 10 წამის განმავლობაში ის მთლიან წარმოდგენას იქმნის მამაკაცის ფიგურაზე. ასეთი ფაქტები ხშირად შეგხვდებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.