შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

salvation/ ხსნა (თავი 7)


6-05-2016, 21:49
ავტორი -ნინაკა
ნანახია 2 015

არ მინდოდა გაჩერება და საერთოდ მისი გახსენება, მაგრამ თვალებში მომეჩხირა.
-ახლა არ თქვა დაველაპარაკებიო, ან რამე მსგავსი.-უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და სადარბაზოში შევედი.
-მალე ამოვალ, ადი შენ.-მითხრა და უკან წავიდა.
-არ გინდა არაფერი, რა.
-არაფერს არ ვაპირებ. ადი უბრალოდ.-ბინაში ავედი, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა. ნახევარ საათზე მეტი ფანჯარსთან ვიდექი. აივანზეც გავედი, მაგრამ ვერც ერთს მოვკარი თვალი. რამდენიმე წუთი ასე ვიყავი მერე კარზე ზარის ხმა გავიგე
-რა მოხდა?
-არაფერი, რა. მაგის დედას შევე*ი მე.
-რა მოხდა-მეთქი ალექსანდრეე!
-გიყვარს?
-არ ვიცი.
-ანუ გიყვარს.
-მართლა არაფერს არ ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ სულ მასზე ვფიქრობ.
-არც მიკვირს.
-რაა?
-წავიდეთ?
-ხომ ხედავ მარტო ვარ. რაღა აზრი აქვს წასვლას.
-ლეპტოპი მოიტანე მაშინ.

მუშაობისგან იმდენად დავიღალეთ რომ დღეს ნდვილად ვერ დავამთავრებდით.
-ხვალ გავაგრძელოთ, რა.-მუდარით ვთხოვე და დაღლილმა თავი მაგიდაზე ჩამოვდე. თვითონაც უხასითოდ იყო.
-ჩემ ფლეშზე გადავიტან.-მითხრა და ჯიბიდან ამოიღო.
-კარგი, მიდი.
-რამდენი საქაღალდე გაქვს რა უბედურებაა.
-ყველას თავისი დატვირთვა აქვს. -მითხრა და ჩვენი ნამუშევარი "ჩემი და თათას პროექტი"-ში ჩააგდო.
-ფოტოები მაჩვენე, რაა..
-ჩემი?
-ხო.
-არ მაქვს. არ მიყვარს.
-აბა ვისი გაქვს?
-რავი არის რაღაცეები. -მითხრა და pictures დააკლიკა. პირველი თვალში ბავშვის ფოტო მომხვდა.
-ეგ ბავშვი ვინაა?
-ანასტასია ჩემი შვილია.
-შვილი გყავს? აქამდე რატომ არ მითხარი?-დამისეროზულდა ხმა
-ბოდიში, რომ ხუთი წლის წინ ვერ შეგითანხმდი.-მითხრა და ლეპტოპი დახურა.
-საბოდიშო არაფერია. უბრალოდ კარგი იქნებოდა თუ მეცოდინებოდა.
-და რომ გცოდნოდა არც შენ არ დამიმალავდი შენი ორსულობის ამბავს? და უფრო თავისუფლად იქნებოდი?-გაბრაზებულმა მკითხა
-რაა?!
-ორსულად შენ ხარ და მე მიტრაკებ?
-ეგ ვინ გითხრა? გეგამ?
-ხო.
-აუ, გული მერევა.
-მომდევნო სამი თვე ეგრე იქნები.
-არა, გეგაზე.
-რატომ?
-არ ვარ ორსულად და იმიტომ.
-აუ რა ყ*ეა ეგ, ტოო. რა პონტში დამაბოლა
-შენ რა პონტში დაიჯერე მაგის?
-აუ რავი ტო ისე ტიროდა რომ მამენტ შემეცოდა.


პირველი საათი იქნებოდა დაახლოებით ალექსანდრე რომ წავიდა. გეგას ტყუილზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ამავდროულად კმაყოფილი ,იმიტომ რომ ამას ალექსანდრეს დამოკიდებულება ჩემდამი არ შეუცვლია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ანასტასიას არსებობაც მაფერხებდა უფრო სწორად მისი დედის. აქამდე ვერ წარმოვიდგენდი თუ ალექსანდრეს გოგონა ეყოლებოდა, მაგრამ ის რომ მას ცოლიც ყავდა მეხამუშებოდა.
არაა.. აი შანსი არაა ერთად რომ იყვნენ. გავიფიქრე და რაღაც არეული განწყობით დავიძინე.

დილით ყავას ვიკეთებდი ჩემთვის, ქეთი რომ მოვიდა სახლში.
-სად დადიხარ გოგო შენ?
-ჯერ მომესალმე მაინც.-მითხრა სიცილით და სკამზე ჩამოჯდა.
-ყავა გინდა შენც?
-კი, დავლევ. აუ დღეს საღამოს გცალია რომ კაფეში წავიდეთ? ნიკა და თავისი მეგობრები იკრიბებიან და კი ვიცნობ ყველას, მაგრამ მინდა რომ შენც წამოხვიდე.
-ქეთ, არ ვიცი საღამოს მე და ალექსანდრემ პროექტზე უნდა ვიმუშავოთ.
-ალექსანდრე ვინაა?
-ჩემი თანამშრომელია.
-ააჰ..
-აუ იცი ვინ?! აი კლუბში რომ შეგვხვდა მაშინ თუ გახსოვს..
-მახსოვს, მაგრამ ასეთი აღტაცებით რატომ ლაპარაკობ? -გამომცედელად შემომხედა ქეთიმ.
-მეე?! სულაც არა.
-გეგაზეც ეგრე იყავი.
-ნუ მიხსენებ ძალიან გთხოვ.
-კარგი, ბოდიში.

შუა დღე იყო ალექსანდრეს რომ დავურეკე..
-გისმენ, თათა.
-დღეს რომ ადრე ვიმუშავოთ შეგიძლია?
-კი, მაგრამ რატო?
-არ მცალია საღამოს და..
-ნუ გამომიყვან მაშინ მანდ და ჩემთან ამოდი.
-მისამართი მომწერე. -ვუთხარი და გავუთიშე. წამებში მომივიდა შეტყობინება..

-ქეთ, წავედი მე და იცოდე.
-მიდი, საღამოს არ დაგავიწყდეს კაფე. შენი ალექსანდრეც წამოიყვანე თუ გინდა. -კარში დამაწია ბოლო წინადადება.

ოც წუთში ალექსანდრეს ბინასთან ვიდექი და ზარს ვრეკდი. მისი ოდნავ ჩახლეჩი ხმა რომ გავიგე "მოვდივაარ"
კარი გამიღო და ხელით მანიშნა მოდიო. ნათელი და ძალიან მყუდრო ბინა იყო. შესასვლელში ჟურნალების მაგიდაზე დამხვდა ლეპტოპი და მეც იმას მივუჯექი.
-დალევ რამეს?
-არაა.. -თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად და ჩანთა მოვიხსენი.
-დაფიქრდი..
-არაფერი მინდა, მართლა.

საღამო იყო ქეთიმ რომ დამირეკა. -ალო
-ნახევარ საათში მოდი სახლში და ერთად წავიდეთ.
-კარგი, კარგი.
-შენი ბიჭიც წამოიყვანე უეჭველი რაა..
-აქ რომ იყო თმას გაგაწიწკნიდი. -ვუთხარი სიცილით და გავუთიშე, მერე ალექსანდრეს მივუბრუნდი.
-კაფეში ვაპირებთ გასვლას და შენც წამოდი, რა.
-რა პონტია ახლა ეგ..
-არც მე არ მინდა წასვლა, მაგრამ.. აუ ისე რას მახვეწნინებ?
-ჩავიცვამ. -მითხრა და ოთახიდან გავიდა. მალევე დაბრუნდა უკან ჯინსის ფართე შარვლითა და ნაცრისფერი მაისურით. მეტისმეტად სიმპატიური იყო. განა მხოლოდ ახლა საერთოდ. უბრალოდ, მხოლოდ ახლა გამიშტერდა თვალი. უცნაური, შავი მოციმციმე თვალები ჰქონდა. ჩემი გაშტერებული მზერის შემყურე ფართედ იცინოდა და თვალები ნელ-ნელა უწვრილდებოდა.
-ახლა შენ ხარ გასაგიჟებელი. -ვუთხარი და ჩანთა მხარზე მოვიკიდე. თვითონ არაფერი უთქვამს უხმოდ ჩავედით ქვემოთ. ორივე ჩემი მანქანით წავედით. ქეთი უკვე ეზოში იდგა. აშკარად დავაგვიანე-მეთქი გავიფიქრე ქეთის უკმაყოფილო სახე რომ დავინახე, რომელიც ალექსანდრეს დანახვისთანავე კმაყოფილებით შეეცვალა.
-რა პუნქტუალური ხარ თათ. -ზუსტად ვიცოდი ის მითხრა რის საპირისპიროსაც ფიქრობდა. გაცნობის დრო იყო და მეც სტანდარტულად გავაცანი ერთმანეთი
-ქეთი, გაიცანი ეს ალექსანდრეა. ალექსანდრე გაიცანი ეს ქეთია.
-სასიამოვნოა. -თქვა ალექსანდრემ.
-ჩემთვისაც. თათია მიყვებოდა შენზე რაღაცეებს. -ამის თქმა იყო და მომინდა რომ ის ენა ამომეგლიჯა. მე არაფერი მითქვამს, ფერები გადამივიდა სახეზე და ყველაფერი აშკარა იყო.
-მგონი ვაგვიანებდით. -ვუთხარი და ხელით მანქანისკენ ვანიშნე.

მართლაც ყველა შეკრებილი იყო ჩვენ რომ მივედით. მთელი საღამო უხერხულად ვგრძნობდი თავს იმ გარემოში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მხიარულები იყვნენ მე მაინც ყალბი ღიმილით ვიჯექი და კოქტეილს ვსვამდი. მერე რამდენიმე ღერი სიგარეტი მოვწიე და ალექსანდრეს გაკვირვებული მზერაც დავიჭირე, რომელიც ჩემგან განსხვავებით მშვენივრად ერთობოდა.

წამოსვლისას ქეთიმ ყურში ჩამჩურჩულა
-აუ დღესაც წავალ ნიკასთან, რაა. -წადი. -გავუღიმე და თვალებით ალექსანდრეს ძებნა დავიწყე. ბიჭებს ემშვიდობებოდა მერე ჩემკენ წამოვიდა.
-წავედით ხო?
-ხო. -გარეთ რომ გავედით საშინლად წვიმდა თან ივნისში, მაგრამ ყოველთვის მიყვარდა ზაფხულის წვიმა. სწრაფად მივირბინეთ მანქანამდე.
-საჭესთან მე დავჯდები. -მითხრა ალექსანდრემ და მანქანის კარი გამოაღო. მეც გვერდით მივუჯექი. შუა გზაში ვიყავით მოულოდნელად რომ მკითხა..
-წვიმა გიყვარს?
-რავი კი ოღონდ რომანტიკული ნაღდად არ ვარ.- სიცილით ვუთხარი
-რომ იყო გიტყდება?
-არა, მხოლოდ აღვნიშნე რომ არ ვარ-მეთქი. შენ ხარ უეჭველი ხომ?
-არა, ტო.. პროსტა გოგოებს ევასებათ ხოლმე რაა და..
-აჰჰ.. -ჩემ კორპუსთან გააჩერა მანქანა.
-შენ რას აპირებ? საშინლად წვიმს. -ვუთხარი და ღვედი მოვიხსენი.
-ტაქსს გავაჩერებ.
-წვიმს. დასველდები. მანამ გადაიღებს ამოდი თუ გინდა ჩემთან. -არაფერი უთქვამს მანქანიდან გადმოვიდა და უკან გამომყვა. მანამ სადარბაზოში შევედით დასველებაც მოვასწარით.
-ასეთი წვიმა ივნისში იშვიათია. -მითხრა და სველ თმაზე ხელი გადაისვა.
-არაფერია, სახლში ვართ უკვე.-ჩანთა იქვე ჩამოვკიდე და ალექსანდრესთან ერთად სამზარეულოში გავედი.
-აუ მაისური როგორი სველი გაქვს.
- გავიხდო?!
-ნუ ხარ ნაგავი. რაღაც მაქვს ბიჭის მაისური და გამოგიტან იმას თუ გინდა. თორემ შეგაშრა ზედ.
-დღეს, შენ რომ მზრუნველი ხარ ტყუილია. -შავი მაისური გამოვუტანე
-ეე მართლა ბიჭის ყოფილა ტო.. საიდან გაჩითე?
-რავი ძველია.
-იმ ბომჟის არ ჩამაცვა.
-არა, ჩემია. -ვეცადე არ შემემჩნია გეგას ხსენება.

გემრიელად ვივახშმეთ. წვიმამაც გადაიღო, მაგრამ არ მინდოდა რომ წასულიყო. ვგრძნობდი რომ არც იმას ამიტომ არაფერი მითქვამს. აივანზე გავედით და ორივე ერთ სავარძელზე ჩამოვსხედით. უფრო სწორად ალექსანდრე სავარძელზე და მე მის კალთაში. ცოტა უხეხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მინდოდა ეს უხერხულობა მომეხსნა.
-აი წვიმა კი არა ეს სუნი მიყვარს. წვიმისგან დასველებულ ცხელ ასფალტს რომ ასდის. -ვუთხარი და მის კისერში ჩავრგე თავი. არაფერს ამბობდა ასე იყო ჩუმად. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მე დავარღვიე სიჩუმე და ის ვკითხე რაც იმ წუთას მაწუხებდა.
-ანასტასიას დედა სადაა?
-ელენე?! გათხოვილია..
-მეორედ? -ვხვდებოდი რამდენად სულელურ კითხვებს ვსვამდი, მაგრამ სხვაგვარად ჩემ კითხვებს ვერ გაეცემოდა პასუხი.
-არაა, ჩვენ ერთად არ ვყოფილვართ ცოლ-ქმრობას ვგულისხმობ აქ. უბრალოდ სექსი გვქონდა მერე გავიგეთ რომ ორსულად იყო. ბავშვის მოშორება არ გვინდოდა, ამიტომ გააჩინა და ახლა ჩვეულებრივად ჩემი გვარი აქვს. არდადეგებზე და შაბათ-კვირას ტასო ჩემთანაა ხოლმე. -ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მივიღე. მერე თავი მაღლა ამაწევინა და ნელა მოწყვეტით შემეხო ტუჩზე.



№1  offline მოდერი ნეფო1999

Oo ra patara tavia

Cota dideebii raa. Warmatebebs gisurveb chemo gogo sa karg dasasruls veli shengan!

 


№2  offline მოდერი -ნინაკა

ნეფო1999
Oo ra patara tavia

Cota dideebii raa. Warmatebebs gisurveb chemo gogo sa karg dasasruls veli shengan!


ამაზე დიდ თავებს ვერ ვწერ მართლა :დდდ
გმადლობ ნორკა <3

 


№3  offline მოდერი Amalthea

ვაიმეეე მიყვარს ალექსანდრე რაა :3
ოჰ ნინაკა, რატომ აგვიანებ ხოლმე და რატო მიკლავ გულს? :დდდ
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4  offline მოდერი -ნინაკა

Yvavi.
ვაიმეეე მიყვარს ალექსანდრე რაა :3
ოჰ ნინაკა, რატომ აგვიანებ ხოლმე და რატო მიკლავ გულს? :დდდ


მეც მიყვარს :3
ისტორიის წერისას სადღაც შუაში ან ბოლოსკენ სულ ვიჭედები :დდ
ხოდა ახლა მტკიცედ მაქ გადაწყვეტილი რომ მანამ სრულად არ დავწერ არ დავდებ არც ერთ ისტორიას :დდდ <3

 


№5  offline წევრი -სოფია

-ნინაკა
Yvavi.
ვაიმეეე მიყვარს ალექსანდრე რაა :3
ოჰ ნინაკა, რატომ აგვიანებ ხოლმე და რატო მიკლავ გულს? :დდდ


მეც მიყვარს :3
ისტორიის წერისას სადღაც შუაში ან ბოლოსკენ სულ ვიჭედები :დდ
ხოდა ახლა მტკიცედ მაქ გადაწყვეტილი რომ მანამ სრულად არ დავწერ არ დავდებ არც ერთ ისტორიას :დდდ <3


ჩემი გავლენა იგრძნობა ამ სიტყვებში აშკარად :დდ ველოდები შემდეგ თავს :)) ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent