13 თვე (სრულად)
*** ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 14 თებერვლის, სიყვარულის დღის დილა გათენდა და როდესაც ტელეფონის ხმამ გააღვიძა და ცალი თვალით წაკითხულმა შეტყობინებამ თავზარი დასცა. „გოგო, გავიპარე“- წერდა ანკა. არ იცოდა გახარებოდა, გაგიჟებულიყო სიხარულით თუ სიბრაზისგან, მაგრამ ერთი ის იცოდა რომ ჩვეულებრივ შოკში იყო. წამოხტა და მაშინვე ოთახში სიარული დაიწყო, როცა ტელეფონი ისევ ახმაურდა და ანკას დედის სახელი დაიწერა. მძიმედ გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი და უპასუხა ტელეფონს: -ხო, მაიკო.. -სესო, ანკას ვურეკავ და გამორთული აქვს და რომ გაიღვიძებს დამირეკოს რა.. -რა?-ძლივს ამოიღო ხმა სესილიმ -რა გჭირს ქალბატონო ბევრი დალიეთ გუშინ?-სიცილით უთხრა მაიამ. -ა, ჰო.. კიი.. კაი მაიკო მეც ეხლა გავიღვიძე და შეგეხმიანები, გკოცნი..-უპასუხა სესილიმ და სწრაფად გათიშა ტელეფონი. მოწყვეტით დაჯდა საწოლზე და გაშტერებული მიაჩერდა კედელს. სესილია და ანკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ერთმანეთი გაიცნეს როცა სესილია 5 წლის იყო ანკა კი 7 წლის. მიუხედავად იმისა, რომ ანკა 2 წლით უფროსია სესილიაზე ის უფრო პატარას შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე სესილია. გიჟდებიან ერთმანეთზე და პირდაპირი მნიშვნელობით ერთმანეთის გარეშე არ სუნთქავენ. როდესაც ანკამ ჩააბარა უნივერსიტეტში მასინ გაიცნო ირაკლი და როგორც თვითონ იძახის თვალი თვალს რომ შეეჩეხა მანდ დაიწყო ყველაფერიო. ირაკლი ჯანხოთელი მაშინ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო და ყველასათვის სასურველი ბიჭი. ზოგს გარეგნობა მოსწონდა, ზოგს მისი ოჯახური მდგომარეობა, ზოგს კი უბრალოდ ის მოწონდა რომ ირაკლი იყო ჯანხოთელი. ანკას მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი თავიდანვე მოეწონა მაინც დაიფასა თავი და დადგა იმ გოგოებზე მაღლა, რომლებიც სახეს იხოკავდნენ ბიჭის გამო. ზუსტად ეს მოეწონა ირაკლის ანკაში რომ გოგომ ინტერესი არ გამოხატა მის მიმართ და არ ჰგავდა სხვა გოგოებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო დიდი წვალების მერე ირაკლი და ანკა იყვნენ ერთად და ორი წლის თავზე კი გაიპარნენ. ძალიან მოსწონდა ირაკლის სესილია და სესილიას ირაკლი, და უხაროდა დაქალის აციმციმებული თვალების ყურება. ირაკლი სულ ეხუმრებოდა ჩვენი ბავშვიკო ხარ და როცა ოჯახს შევქმნით უნდა გიშვილოთო. ამ ფიქრებში იყო, როდესაც ტელეფონი ისევ ახმაურდა. არც დაუხედავს ისე უპასუხა: -ჰა, ბავშვიკო მომილოცავ თუ გამლანძღავ?-სიცილით ჰკითხა ირაკლიმ. -ვაიმე, ირაკლი! ორივეს ვიზამ მარა ჯერ მაგ თავნება გოგოს მივხედავ. მაია მირეკავს და მე ვიშტერებ თავს, რა წესია ვერ გავიგე? გეთქვათ მაინც რა...!-გამოფხიზლდა სესილი ფიქრებიდან. -რა მეთქვა, ტო.. გუშინ დათვრა შენი დაქალი და ან მომოყვანე ცოლად ან გშორდებიო და მე რავიცოდი მეორე დღეს თუ ცოლიანი გავიღვიძებდი?-ისევ სიცილით უპასუხა ირაკლიმ. პარარელურად ანკას ხმა ისმოდა არ დაუჯერო ამ სულელსო. -აუ, მომისმინეთ! დარეკეთ მაიასთან რა.. -დამშვიდდი ბავშვიკო, დავრეკავთ აბა რას ვიზამთ.. შენ კიდევ მოემზადე და გამოგივლიან. -ვინ გამომივლის? სად ხართ?-დაიბნა სესილი. -კოტოშა გამოგივლის. სად და კოტოშას სახლში ვართ საგურამოში.. -ვაიმე, ირაკლი ფანტაზიაში გაიჭედე?-სიცილით ჰკითხა სესილიმ. -შენ ენა დაგიგრძელებია ხო იცი?! არაუშავს, როცა გიშვილებ ენასაც მივხედავ..-უპასუხა ირაკლიმ,-აჰა, შენ დაქალს დაელაპარაკე თორე შემჭამა. -აუ, სესოოოოოოოოო,-გაიწელა ტელეფონში ანკა,-გავთხოვდი გოგო! გჯერა? მე არ მჯერა! პროსტა, არ დაიჯერო ერთი სიტყვაც კი რა.. ხო, იცი გათხოვება ჩემს გეგმებში არ შედიოდა შენ მაინც ხომ იცი? -კი, როგორ არა. ღამე ბოდავ ხოლმე ირაკლის ცოლი ვარ ირაკლის ცოლიო,-სიცილითვე უპასუხა სესილიმ. -ვაიმე, რა შევცოდე ასეთი ირაკლის მხარეს რომ გადახვედი?-ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა,-კაი, წავედი და მოკლედ, ჩაიცვი რა გულიანკა იწყება..-გააგრძელა მხიარული ხმით ანკამ და გაუთიშა ტელეფონი. გახარებული გაიქცა ოთახიდან და სამზარეულოში საბავშვო სკამში მოთავსებული ნუციკო ჩაკოცნა, შემდეგ კი დედას ჩაეხუტა. -რა იყო, დე? რა მოხდა?-იკითხა ნინომ და შვილს ჩაეხუტა. -რა ხდება დე და ჩვენი ანკა გაგვითხოვდა..!-წამოიძახა ბოლო ხმაზე სესილიამ. -ვაიმე, მართლა? რას ამბობ! რა მაგარია! ირაკლი კარგი ბიჭია ძალიან.! როგორ გამიხარდა.. ახლავე დავურეკავ მაიკოს,-თქვა თუ არა მოიმარჯვა ტელეფონი ნინომ. -არა, არ გინდა. აი, ნახე ცოტახანში თვითონ დარეკავს მაიკო,-ღიმილითვე უპასუხა და სამზარეულოდან გავიდა. დიდხანს იპრანჭებოდა. ჯინსი და თბილი მაისური ჩაიცვა, გრძელი ქერა თმები მაღლა აიწია და სარკეში თავის ანარეკლს შეხედა. არა, მშვენიერი გოგო იყო. მაღალი, გრძელი ქერა თმით, ყავისფერი თვალებით, სწორი ცხვირითა და საშუალო ზომის ტუჩებით. რატომღაც თავისი თავი წარმოიდგინა მეორე ნახევრის ამპლუაში და გაეცინა. 17 წლისაა და არასოდეს ჰყოლია შეყვარებული.არადა, მის კლასელებსა და მეგობრებს უკვე მოესწროთ ათეულობით ბიჭის „გამოცვლა“. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ახლოს არავის იკარებდა. უბრალოდ არ უნდოდა. წარმოიდგენდა მის გვერდზე ბიჭს, მაგრამ მაინც სძელვდა ურთიერთობის არცოდნის კომპლექსები და მაშინვე უკუაგდებდა ფიქრებს. ვერასოდეს წარმოედგინა თავი შეყვარებული, სხვაზე რომ ზრუნავს და არა თავის პატარა დაიკოზე, ნუციკოზე. ვერ წარმოიდგენს როგორ შეიძლება ვინმე ისე შეუყვარდეს, რომ ანკასავით ლაპარაკისას სხვა პლანეტაზე მოგზაურობდეს. იცნობდა ირაკლის ძმაკაცებსაც, მაგრამ ყველა როგორც პატარა დას ისე უყურებდა. ფიქრები ისევ ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა. -რძლის დავ!-ჩასძახა მუდამ მხიარულმა კოტოშამ.(კოტოშა მეგობრებმა შეარქვეს. ერთხელ შეტყობინება მოუვიდა ვიღაც გოგოსგან, რომელიც კოტოშად მოიხსენიებდა კოტეს და ამის მერე აიტაცეს მეგობრებმა გაკვდება ეს სახელიო). -ვა, სიძის ძმავ!-არანაკლებ მხიარულად უპასუხა სესილიამ. -არაბიოლოგიურო-ს დავამატებდი. ბიოლოგიური ერთი ყავს და ეყოფა ისეთია,-გაიცინა კოტოშამ,-ჩამოხვალ თუ რა გავაკეთო ბუას დავუძახო? -ჩამოვალ 5 წუთში,-ჩასძახა სესილიამ. -კაი და..-ისე გათიშა ტელეფონი ვერ მოასწრო წინადადების დამთავრება კოტოშამ. სასწრაფოდ ჩაიცვა თბილი ქურთუკი, ნინოს გასძახა წავედიო და კუნტრუშით ჩაირბინა 5 სართული. ნაცნობი მანქანის დანახვისას გაეღიმა და ჩქარა გააღო კარი, ჩახტა მანქანაში, მაშინვე ღვედი გაიკეთა და მიმართა კოტოშას: -აუ, წავედით კოტოშ რა..ჩემი გათხოვილი გოგოს ნახვა მინდა! -ყველა უცხო ბიძიებს ასე უხტები მანქანაში?-მოესმა ბოხი და ცინიკური ხმა. სწრაფად მოტრიალდა და სულ სხვა ბიჭი შეხვდა. -მე..მე...-დაიწყო ლუღლუღი და ღვედს ხელი მოჰკიდა, რომ მოეხსნა. -ალბათ, დაავიწყდა ეთქვა კოტოშას შენს წამოსაყვანად მე მოვედი,-უპასუხა ბოხი ხმის პატრონმა და მანქანა დაქოქა. სესილია გაოცებული უყურებდა და ფერი არ ედო სახეზე. -წავედით?- სესილიამ ნელა დაუქნია თავი და თვალები აარიდა მძღოლს. უცნობს ჩაეცინა და მანქანა დაძრა. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ ერთი-ორჯერ გახედა მისთვის უცნობ პიროვნებას. ეს ბიჭი არასოდეს ენახა. შავი სასწაულად შავი ფერის თვალები ჰქონდა, ხორბლისფერი კანი და თხელი ტუჩები, თმა და წვერი დაბალზე ჰქონდა შეჭრილი. ტუჩთან კი პატარა ხალი ჰქონდა, რომელიც უფრო მეტ ეშხს სძენდა ამ გარეგნობას. „ღმერთო, სესილია! რაზე ფიქრობ? რას აკვირდები მის ტუჩებს და ხალს ხო ვაფშე..! იფიქრე ანკაზე და ირაკლიზე..!აუ, ნეტა ვინ არის?“-გაიფიქრა სესილიამ და სასწრაფოდ თვალი აარიდა უცნობს. საგურამოში ასულებს სახლში მოფუსფუსე ანკა დახვდათ, რომელსაც უკვე შეფერებული ჰქონდა ცოლისა და დიასახლისის როლი და ხაჭაპურებსა და კერძებს ანაწილებდა თეფშებზე. სესიალიას დანახვაზე მაშინვე გამოიქცა და ჩაეხუტა დაქალს, რომელიც 24 საათი არც კი იყო გასული რაც არ ენახა. -აუ, ნახე! რა ბიჭი მყავს შეხედე პროსტა..! ასეთი ბეჭედი სადმე გინახავს? მე მარტო კინოებში!-ემოციებს აფრქვევდა ანკა და არა თითზე დაკოფსილ ბეჭედს აჩვენებდა დაქალს. -ვუაიმე, ბავშვიკო მოსულა!- ომახიანად შემოსძახა ირაკლიმ და ხელში აიტაცა ცოლის დაქალი. -გილოცავ, სიძევ რა გოგო ჩაგაბარე ნახე პროსტა! თმის ღერი ჩამოუვარდება და შენ ნახე პროსტა..!-უთხრა სესილიამ, როგორც კი ძირს დასვა ირაკლიმ და მუშტი აჩვენა. -ჯერ ერთი სიძე კი არა მამიკო დამიძახე დღეიდან და მერე მეორეც თმის ღერი აქეთ ჩამომივარდება ვატყობ! ქორწილში მელოტი ვიქნები,-სიცილითვე უპასუხა ირაკლიმ. -ირა, გადმოიტანეთ ესენი რა,-ისევ ბოხი ხმა გაიგო და კარში დამდგარი ბიჭი დაინახა, რომელსაც ტუჩის კუთხე ჩაეტეხა და სესილიას უყურებდა. ისე დაიბნა მაშინვე თავი ჩახარა და ქურთუკის შესაკრავს დაუწყო წვალება. ირაკლიც მაშინვე გავიდა ოთახიდან და დატოვა გოგოები სამზარეულოში. სესილიამ ქურთუკი გაიხადა და მეგობარს მიეხმარა სუფრის გაწყობაში. ბიჭები ნელ-ნელა შემოდიოდნენ და შემოჰქონდათ პროდუქტები და სასმელები, როცა ყველაფერი შემოზიდეს ანკამ სამზარეულოდან გაყარა დაგვაცადეთ სუფრის გაშლაო. -გოგო, გაიცანი ხო?-ჰკითხა ანკამ სესილიას. -ვინ ანკ? -ჩემი მაზლი. ვინ ჩამოგიყვანა აბა? -რა? შენი მაზლი? ეგ ხო ესპანეთშია წასული..-შეიცხადა სესილიამ. -ხოდა, დღეს გამთენიისას ჩამოვიდა და ირაკლიმაც მის ჩამოსვლას დაამთხვია რა ჩვენი ამბავი. -არ ვიცოდი.. არა, არ გამიცნია..-აღელვებულმა ძალით მშვიდი ხმით უპასუხა მეგობარს და ხაჭაპურის ბოლო ნაჭერი დადო თეფზე. -კაი?! მთელი გზა ხმა არ ამოგიღიათ?-გაოცდა ანკა. -შენ წარმოიდგინე და არა. -ის კიდე ხო, მარა შენ რაღა დაგემართა? ენა მხარზე გაქვს გადადებული,-გაიცინა ანკამ და თეფშებით დახუნძლული გავიდა მისაღებ ოთახში, სადაც ბიჭებს მაგიდა უკვე აეწყოთ. სესილიაც გაჰყვა მეგობარს და დააფიქსირა შავი თვალები, რომლებიც საოცრად აბნევდა. როგორც თვითონ იტყოდა ბრინჯივით დაბნეული იყო. ცოტა ხანში კოტოშა და მათი რამდენიმე ახლო მეგობარი ამოვიდა და სუფრას მიუსხდნენ. ბევრი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ დალოცეს ახალდაქორწინებული წყვილი. მთელი საღამო ირაკლის ძმას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მის გვერდზე მჯდომს თუ ელაპარაკებოდა და სესილიასაც არ უყურებდა, რითიც ძალიან მშვიდად იყო გოგო და უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს. -ბავშვიკო, დალიე?-ჰკითხა ირაკლიმ. -კი, დავლიე ცოტა-ცოტა..-უპასუხა სესილიამ და შავი ღვინო მოსვა. -მერე, ხვალ ქართულზე მე ჩავარაკრაკო შუშანიკი? -შენ თუ ვაფშე იცი შუშანიკი ვინ იყო მაშინ ერთი ორად მშვიდად ვიქნები ანკას პონტში,-უპასუხა სესილიამ და თვალი ჩაუკრა ირაკლის. -დათა, უცებ გაგარკვევ სიტუაციაში რა. სესილია არის ანკას დაქალი, მაგარი ახლო დაქალი.კი, გაიცნობდი გზად. ხოდა, წელს აბარებს უნივერსიტეტში და გადავწყვიტეთ ვიშვილოთ რა.. ბარემ, გაზრდილი შვილი მაგრა გაასწორებს, არა? -კი, ვიცი. გზაში ვილაპარაკეთ და გავიცანი ასე თუ ისე,-უპასუხა დათამ. ამ დროს ანკამ თვალები დაუქაჩა დაბნეულ სესილიას რა ხდებაო. -ხოდა, ჩემო სესილია კი გაგიცნია ჩემი ძმა და თუ დაგჭირდა იცოდე გყავს ბიძა, რომელიც ესპანელმა მაჩოებმა თუ შეგაწუხეს წამში მოუგვარებს თემას რა,-გაუცინა ირაკლიმ სესილიას. სესილიამ ძლივს გაიღიმა და გახედა დათას, რომელიც თავისებურად იღიმოდა და მიხვდა, რომ სუთქვა უჭირდა. აარიდა თვალები და მოიმიზეზა ნინოს უნდა დავურეკოო. სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე და გავიდა ოთახიდან. სახლში ყოფნა არ უნდოდა, ვერ სუნთქავდა და გულიც აჩქარებული ჰქონდა. სასწრაფოდ გააღო კარები და გარეთ გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა თებერვლის ცივი ჰაერი და სულ არ წუხდა იმაზე, რომ ყინავდა და უბრალოდ მაისურით იდგა გარეთ. ცას ახედა და დაინახა რომ ერთი ცალი ვარსკვლავიც კი არსად ჩანდა, მაგრამ საოცრად ლამაზი ღამე იყო. მთვარე მთელ ცაზე აკაშკაშებულიყო და ღრუბლებს სხვადასხვა ფორმა მიეღოთ. ისე გაერთო ცის ყურებით, რომ მხარზე შეხებამ გამოაფხიზლა. შეშინებული გახტა გვერდზე და როგორც კი გამოიხედა შავ თვალებს შეეჩეხა. უყურებდა თვალებს, რომლებიც ღამეზე შავი იყო. აკვირდებოდა და ვერაფერს ხედავდა წყვდიადის გარდა, რომელიც საოცრად იზიდავდა. -თავს რატომ არ ხრი?-მშვიდად უთხრა დათამ. სესილია შეცბა, არ მოელოდა დათას ამ შეკითხვას. -რატომ უნდა დავხარო?-კითხვა შეუბრუნა -გამომართვი, გაცივდები..-უთხრა დათამ და ქურთუკი გაუწოდა. სესილიამ გამოართვა და ჩაიცვა ისე, რომ მისი თვალებისთვის არ მოუშორებია თვალი. -ჩემი გეშინია,-ისევე მშვიდად უთხრა დათამ და სიგარეტს მოუკიდა,-ცდილობ არ გეშინოდეს, მაგრამ გეშინია. -რა გინდა?-პირდაპირ ჰკითხა სესილიამ, რომელიც ნელ-ნელა წყობიდან გამოდიოდა. -„ბიძას“ ესე უნდა ელაპარაკო?-ცინიკურად უპასუხა დათამ და სიგარეტის ბოლო გამოუშვა, რომელზეც ხველება აუტყდა სესილიას. ხმას არ იღებდა არც ერთი. დათა ცას უყურებდა, სესილია დათას. რაღაცას გრძნობდა, ოღონდ რას ჯერ თვითონაც ვერ ხვდებოდა. დათამ თავი დახარა და ქვემოდან ამოხედა მიშტერებულ გოგონას, ჩაიცინა თავისთვის და უთხრა: - გაცივდები, პატარავ. რაო?! პატარავ-ო?! რას ბოდავს ეს ბიჭი! გააპატარავებს ახლა ამას! თან როგორ უთხრა ვითომ თავისი პატარა იყოს! თავისი? რა თავისი საიდან მოიტანა ეს სიტყვა ვაფშე და რატომ მიასაკუთრა ვიღაც უცხო ბიჭს თავი. არადა, რა ლამაზად გაიჟღერებდა დათასგან წამოსული სიტყვა „ჩემო პატარავ“. არა, რა ჩემო?! ძალიან წახვედი სესილია ფიქრებში.! ვერც ერთმა თაყვანისმცემელმა ვერ მოგტეხა და ამ უცხო „ბიძამ“ რამდენიმე საათში დაგადგნო და დაგამუნჯა- უწყრებოდა თავს სესილი, რომელი გაშტერებული უყურებდა კარს, რომელშიც დათა გაუჩინარდა,-„არა, ეს არის ახლა ჯელტმენი? როგორ დამტოვა მარტო! სესილია ნუ შტერდები და ნუ ბავშვობ! ბოლოს და ბოლოს მალე დიდი გოგო იქნები. ჯერ რომ არასრულწლოვანი ვარ იმას ხომ არ ნიშნავს მომექცეს, როგორც ბაღის ბავშვს რომელსაც პირზე რძე არ შეშრობია.არადა, რა მაბრაზებს ისეთი არაფერი უთქვამს. პატარას მასე კოტოშაც მეძახის..“-აგრძელებდა სესილია ფიქრებს და წინ და უკან დადიოდა. - ვაიმე, გოგო ამ ყინვაში რა ჯანდაბა გინდა გარეთ?-შეჰკივლა ანკამ, რომელსაც ფანჯრიდან გამოეყო თავი. -არ ცივა საერთოდ!-მტკიცედ უპასუხა სესილიამ.“არა, შენ რატო შეგცივდება დათამ გაგახურა ერთი სიტყვით“-მეორე მემ უპასუხა სესილიას. -შემოდი დროზე! ფილტვების ანთება რომ დაგემართოს? რა პასუხი გავცე დედაშენს! მერე ვეღარ ჩააბარებ უნივერსიტეტში და იქნები უსწავლელი! მარტო წიგნების კითხვა კი არ გიშველის!-ჩამოურაკრაკა ანკამ. -აუ, ანკა რა სისულელეებს ბოდავ რა..!-მობეზრებულად გააქნია თავი სესილიამ. -გაცივდი ჰო, გაცივდი!-მიაძახა ანკამ და ფანჯარა დაკეტა. კარგად იცოდა სესილიას ხასიათი. თუ უნდოდა ესეიგი უნდოდა და ეგრე იქნებოდა, სულ რომ გაყინულიყო უნდოდა სიცივეში გარეთ ყოფნა. გულს ვერ ამშვიდებდა, აზრებს ვერ უყრიდა თავს და თვალწინ მარტო შავი თვალები ედგა და ცოტა ხომ უნდა გაგრილებულიყო?! წინ და უკან სიარულს რომ აღარ დასჯერდა ეზოში დაიწყო ბოდიალი. მალე ეზოც მობეზრდა და გადაწყვიტა გარეთ ქუჩაში გასულიყო. „ქუჩის ბოლომდე მივისეირნებ და მერე უკან გამოვისეირნებ“-გაიფიქრა გულში და ჭიშკარი გააღო. მიუხედავად იმისა, რომ ლამპიონები ანათებდა მაინც ძალიან ბნელოდა ქუჩაში. ადგილობრივი მაცხოვებლებით არ იყო ქუჩა დასახლებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელ ქუჩაზე მხოლოდ მათი სახლი იყო განათებული და ახმაურებული. მიუყვებოდა გზას და გრძნობდა, რომ გულიც დამშვიდებული ჰქონდა და აღარც შავი თვალები ელანდებოდა. გახარებულმა ამოისუნთქა და შემოტრიალდა და შეხტა ერთ ადგილას. მის წინ ორი მთვრალი ბიჭი იდგა. მიუხედავად სიბნელისა კარგად გაარჩია ვნებისგან ანთებული თვალები. სასწრაფოდ გაიწია მარჯვნივ და აესვეტა ერთ-ერთ ბიჭს. -სად მიიპარები ლამაზო?- საზიზღარი ხმით უთხრა ბიჭმა. -თუ შეიძლება გამატარეთ,-ზრდილობიანად უთხრა სესილიამ და ახლა მარცხნივ გაიწია. ამ ბიჭმაც იგივე გააკეთა და ხელები გაშალა. -აბა, აბა! ეგეთები არ გვინდა. ცოტა დავილაპარაკოთ, გავიცნოთ ერთმანეთი. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები. არა ნიკუშ?-მიმართა მეორე ბიჭს პირველმა. -იცით, თქვენ ძალიან ნასვამები ხართ და იქნებ გამიშვათ,-მოჩვენებითი სიმშიდით უპასუხა სესილიამ, რომელსაც გული ამოვარდნაზე ჰქონდა. -შენთვის ვინმეს უთქვამს, რომ საოცრად ლამაზი ხარ?-დაიწყო მეორემ „ნიკუშამ“. -და საოცრად ლამაზი ტანი გაქვს!-დააყოლა პირველმა. -კი, გაქვს პატარა ტუჩები, მაგრამ ძალიან გამომწვევი და ვნებიანი,-გააგრძელა ნიკუშამ და სესილიასკენ გაიწია. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა შეშინებულმა გოგომ. -რატომ გაგვირბიხარ? ცუდს კი არაფერს გთავაზობთ. პირიქით, დამიჯერე მადლობელიც კი იქნები..-უთხრა პირველმა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა სესილიას. -გამიშვით.. გთხოვთ..-ამოილუღლუღა გოგომ. -არა, შენთან სხვა გეგმები გვაქვს!-სწრაფად თქვა პირველმა და ხელი დასტაცა სესილიას,-თან არავინ არ არის ქუჩაზე და არამგონია ხელი ვინმემ შეგვიშალოს, ზრდილობიანო გოგო! მოდი, ნიკუშ რაღას ელოდები!-უთხრა ხმამაღლა პირველმა ძმაკაცს და სესილია დაიჭირა. ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები გოგოს,კიოდა ბოლო ხმაზე ბიჭები კი არ ჩერდებოდნენ. ერთს ეჭირა, მეორე კი- მისი ყელის შესწავლით იყო დაკავებული. ამ დროს იარაღის გასროლის ხმა გაიგონეს და ადგილზე შედგნენ. -რას აკეთებთ თქვე ნაბ..ებო!- და ისევ მეორე გასროლა და შავი, წყვდიადზე შავი თვალები. ბიჭები სწრაფად მოშორდნენ სესილიას და გვერდზე გახტნენ. ამის მერე სესილიას არაფერი ახსოვს. თვალები რომ გაახილა ანკას შეშინებულ სახეს წააწყდა, რომელიც თავთან ეჯდა. -სესო, ჩემო გოგო! როგორ შემაშინე..! როგორ ხარ? -კკკარგად ანკა.. -ისე ვინერვიულე დათამ რომ შემოგიყვანა უგონოდ, მეგონა დაგგლიჯეს იმ საზიზღრებმა!- ანერვიულებულმა უთხრა ანკამ. -დათა.. დათა.. სად არის?-ამოილუღლუღა სესილიამ. -მოიცა, დავუძახებ! პროსტა რა! იმენა, ბეწვზე ხარ გადარჩენილი.. რომ დაეგლიჯე იმ ძაღლებს სად მიდიოდი? რა ღამის ვოიაჟები მომინდომე რა..! სანამ თვალი გაახილე მოვკვდი ნერვიულობით,-სწრაფად უთხრა ანკამ და წამოხტა კარისკენ,-ბიჭებო! გაიღვიძა..!- სათითაოდ შემოლაგდნენ. ირაკლი და კოტოშა მაშინვე მიუწვნენ გვერდზე სესილიას და მაგრა ჩაეხუტნენ. დათა კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ოთახის კუთხეში იდგა და უყურებდა სესილიას. -როგორ შემაშინე, ტო! იმენა ბავშვიკო ხარ რა..! ამ სიბნელეში შუაღამისას რა სეირნობა მოინდომე. გეთქვა რომელიმესთვის გგონია უარს გეტყოდით?-უთხრა ირაკლიმ. -კაი სესო რა.. ხო, იცი იმენა ჩემი სესტრიონკა რო ხარ! თუ გესეირნებოდა მეც მესეირნებოდა მასე..! პროსტა დათა რომ არ ყოფილიყო ალბათ ეხლა სადმე დაგლეჯილს გიპოვიდით.. რა პონტია, ტო.. ჩვენზე ვაფშე არ იფიქრე, ხო?- ამოიჯუჯღუნდა კოტოშამ. -დაანებეთ ბავშვს თავი,-მკაცრად თქვა დათამ. -აუ, გმირის ხმა მესმის,-სიცილით თქვა ირაკლიმ და წამოხტა,-ადე გოგო ადე! ოჯახები ამოდიან და ცოტა მოვიხოდოთ რა..! -ადე, გოგო ძილი თუ გინდოდა რას მოდიოდი ვაფშე?-უთხრა კოტოშამ და წამოხტა. ყველა გავიდა ოთახიდან დათას გარდა. გრძნობდა სესილი დაჟინებულ მზერას, მაგრამ ვერ ბედავდა შეეხედა შავი თვალებისთვის. -მადლობა,-ჩუმად თქვა სესილიმ. ნაბიჯების ხმა გაიგო და იგრძნო, როგორ ჩაიწია ლოგინი და დამძიმდა. -არ შემომხედავ?-იკითხა მშვიდად დათამ. ძალიან ძნელი კი იყო, მაგრამ როდემდე აერიდებინა თავი? ადრე თუ გვიან ხომ მოუწევდა შეხედვა. შავი თვალები.. ისევ ის შავი თვალები, რომლებმაც გადაარჩინა. -ისინი.. ისინი სად არიან?-იკითხა ნაწყვეტ-ნაწყვეტ სესილიმ. -ალბათ, ქუჩის კუთხეში ყრიან ისევ,-ცივად უპასუხა დათამ. -შენ როგორ მოხვდი იქ? -ჭრელად. -მართლა? მოულოდნელად გამოჩნდი და არვიცი.. შენ რომ არა არ ვიცი..-აუცრემლიანდა თვალები. -იცი მაინც რა შორს იყავი წასული? სულ არ გიფიქრია შენს მეგობრებზე?-ცივად უთხრა დათამ ისე, რომ არ მოუშორებია თვალი აცრემლებული გოგოსთვის. -არვიცი.. -ხოდა, შემდეგში გაითვალისწინე რომ სხვებზეც იფიქრო..-მკაცრად უთხრა ბიჭმა და წამოდგა. -დათა,-დაუძახა სესილიმ. ბიჭი კართან გაჩერდა და შემოტრიალდა,-მადლობა, რომ გადამარჩინე და იმისთვისაც მადლობა, რომ არ უთხარი სიმართლე.. -არაფერს პატარავ,-უპასუხა დათამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. დათას დახახილი „პატარა“ ისე ლამაზად ჩაესმა ყურში, რომ გულმა ავტომატურად დაიწყო გაორმაგებულად ფეთქვა. დიდხანს იჯდა სესილია ლოგინზე და უყურებდა ერთ წერტილს, სანამ მანქანების ხმა არ გაიგო და ხმაური. მიხვდა, რომ პატარა ნუციკო მოვიდოდა ოჯახთან ერთად და სასწრაფოდ წამოხტა და ისე ჩავიდა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს. ქეიფი და დროის ტარება დილამდე გაგრძელდა. კიდევ კარგი ქართული ნამეცადინები ჰქონდა, ცოტა გამოიძინა და პირდაპირ გაკვეთილზე წავიდა. მასწავლებელი ახალ მასალას ხსნიდა, მაგრამ სესილიას ფიქრები შავი თვალებისკენ იყო.თითქოს ეშინოდა, მაგრამ ამავდროულად ეიმედებოდა. საშინლად არ მოსწონდა ერთ დღეში ამდენი ემოციური დატვირთვა, თან ამას ისიც ემატებოდა რომ რაღაცნაირად, უცნაურად გრძნობდა თავს რასაც ახსნას ვერ უძებნიდა. ანკას და ირაკლის დაოჯახების ამბავი რამდენიმე დღე გაგრძელდა, თუმცა სესილია გაკვეთილების გამო ვერ ესწრებოდა ამ დღეებს. საათი არ გავიდოდა რომელიმეს არ დაერეკა და არ ეთქვა, როგორ უნდოდათ მისი იქ ყოფნა. უზგავნიდნენ სუფრაზე გადაღებულ სურათებს, მაგრამ დათა არსად ჩანდა. არც ანკა ახსენებდა, რომ ეკითხებოდა სესილი ვინ და ვინ ხართო. ერთ საღამოს, როცა უნარებს მეცადინეობდა სესილია ანკა მოადგა აცრემლებული. -აუ, მაგრა მომენატრე რა! იცი, როგორ მაკლდი ეს დღეები? ხოდა, დღეს შენთან ვრჩები. ოღონდ იცოდე, მარჯვნივ მე ვწვები..!-გამოუცხადა მეგობარმა. გაიხსენეს ძველი დღეები, როცა ერთად იწვნენ და ბევრს ლაპარაკობდნენ. -აუ სესოოო... რა მაგარი ბიჭია არა დათა?-უცებ ჰკითხა ანკამ. -ჰო, რავი..კი, კარგი ბიჭია..-დაბნეულმა უპასუხა. -აუ, იცი როგორი დასტოინია? და როგორ უყვარს ირაკლი? აი, მაგათზეა ნათქვამი საუკეთესო ძმობა აქვთო. ვგიჟდები, ისეთ რაღაცებს აკეთებენ ერთმანეთისთვის. ისე ენატრებოდა ირაკლის, რომ ცოტა ვეჭვიანობდი და ნერვები მეშლებოდა ადრეც ხომ გითხარი, მაგრამ აი რომ გავიცანიიიი...! სასწაულია პროსტა რა.. და როგორ გადაგარჩინა პროსტა? ეგ რომ არ ყოფილიყო არ მინდა წარმოდგენა დღეს სად ვიქნებოდით,-თქვა ანკამ და დაქალს ჩაეხუტა. -ხო, არც მე მინდა წარმოვიდგინო,-გააჟრჟლოლა იმ ღამის გახსენებაზე სესილიას,-ანკ, მომიყევი დათაზე რამე რა.. -ვაუ, სესო! ნუთუ?-წარბებ ათამაშებულმა შეხედა დაქალს. -კაი ანკა რა! არ ვიცნობ ადამიანს და ბოლოს და ბოლოს ხო უნდა ვიცოდე რამე?- არ შეიმჩნია ინტერესი სესილიმ. -ესეიგი, დათა ჯანხოთელი არის საუკეთესო მაზლი და საუკეთესო ბიჭი ჩემი იკას მერე,-გაიცინა ანკამ და განაგრძნო,- ესპანეთში ცხოვრობს რა და ძაან დიდიხანია არ ყოფილა საქართველოში. იქ ჩააბარა უნივერსიტეტში წავიდა და წავიდა. ირაკლი მიდიოდა ხოლმე და მთელი ოჯახი ჩადიოდა. მერე ისე კარგად იყო იქ პატარა ბიზნესები დაიწყო. არა კი ამომბობენ სამართლიანად არ იშოვა ეგ ფული რაც აქვსო, მაგრამ მე არ მჯერა მაგისი. ნუ ბევრი რამე არც ვიცი რომ არ მოგატყუო. პროსტა, ის ვიცი რომ ძალიან მაგარი ადამიანია და ძმაც სასწაულია, მაგრამ სულ ისეთია რა ეს ჩემი ბიჭი რო მატრაკვეცობს ხოლმე რაღაცებს ეს სულ სერიოზულია,-უსმენდა სესილია მეგობარს და ძალიან ესიამოვნა ყველაფერი, რაც დათაზე მოისმინა. გაუხარდა მის „გადამრჩენელზე“ ასე რომ საუბრობდა ანკა. რა უხაროდა თვითონ ვერ ხვდებოდა, მაგრამ ამურმა კარგად იცოდა რომ მიზანში გაარტყა. თებერვლის ბოლო დღე იყო. სესილია გაბრუებული იჯდა გაკვეთილზე და გული ეწურებოდა იმაზე ფიქრით, რომ მალე მთავრდებოდა გაკვეთილი და წვიმიან-ქარიან-ბნელ ამინდში უნდა გასულიყო გარეთ. არა, იმ ამბის მერე ერთი წამითაც კი არ ეშინოდა და ერიდებოდა ღამე სიარულს, მაგრამ ზამთარში ხომ არის „უშნო“ დღეები და ზუსტად ეგეთი დღე იყო დღეს. „seso, jujguni ar daiwyo chemtan gelodebi!”-მისწერა ანკამ. “ank, xo ici dzalian minda, magram samecadino maqvs ra!” “ar mikitxavs ra gaqvs da ra ara.! Amodi ra. Mokled, vici rodis amtavreb da ar amoxval da agikleb rekvebit!” “autaneli gogo xar!”- უპასუხა სესილიამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. მალე მორჩა გაკვეთილი და მიუხედავად ამინდისა სიმღერ-სიმღერით ჩავიდა კიბეებზე მეგობრებთან ერთად. სადარბაზოდან გასულმა გადაკოცნა მეგობრები და უცებ გაშეშდა ერთ ადგილას, გული აუჩქარდა და ფეხები კინაღამ მოეკვეთა ნაცნობი მანქანის დანახვისას, საიდანაც შავი თვალები უყურებდა და თავისებურად უღიმოდა დათა. დათას დანახვაზე სესილია დაიბნა. მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ ახნას ვერ უძებნიდა ამ მისთვის აღუწერელ მოვლენას.რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ან არ უტყდებოდა თავს ან მართლა იმდენად აბნევდა შავი თვალები, რომ ვერ ხვდებოდა. ძნელია მიხვდე, როდესაც ასეთი შესაშური გარეგნობის ბიჭი გიდგას წინ და გიღიმის. -გამარჯობა,-ძლივს მოიფიქრა მისალმებოდა. -დიდხანს აპირებ მანდ დგომას?-არც კი მიესალმა დათა. ან გამარჯობა ეთქვა, ან როგორ ხარ ან რავიცი. ეს ცივად ნათქვამი რა უბედურება იყო. -ჰო, ძალიან მომწონს ქარში დგომა, სადაც ოდნავ მაწვიმს უკვე.!-ჩართო ცინიზმი სესილიამ. -არამგონია შენს დაქალს და ჩემს ძმას ესიამოვნოს ის ფაქტი, რომ უშენოდ ავალ და ისიც გაითვალისწინე დიდხანს დგომას არ ვაპირებ. ასე რომ დროზე ჩაჯექი მანქანაში,-ცივად უპასუხა დათამ და მანქანის კარი გაუღო. „ოჰ, იჯელტმენა ბიჭმა“-გულში გაიფიქრა სესილიამ. -უზრდელი ხეპრე..!-ჩაიჩურჩულა თავისთვის, როცა მანქანაში მოთავსდა. -გაუზრდელი ბავშვი,-ცივად ჩაილაპარაკა დათამ და საჭეს მიუჯდა. გაწითლდა სესილია და გალურჯა. არ ეგონა თუ გაიგებდა მის ნათქვამს დათა და სახე აარიდა. მთელი გზა ყიფშიძის ქუჩიდან ხილიანამდე ჩუმად იარეს. სასწაული არომატი იყო დათას მანქანაში. გრილი სუნამოსა და თამბაქოს ნარევი. შესაშური სისუფთავე იყო მანქანის სალონში, ასე გოგოებიც კი არ უვლიან მანქანას. დათაც სასწაულად გამოიყურებოდა. მუქი ფერის ჯინსი, ლურჯი კედები, თეთრი პერანგი და შავი მანტო ეცვა. ჩუმად აპარებდა თვალებს სესილია და სწავლობდა ბიჭის სახის ნაკვთებს, როცა დათამ უთხრა: -მორჩი ჩემს ყურებას. მოვედით უკვე. -ჩვეულებრივი უზრდელი!-ჩაილაპარაკა სესილიამ, როდესაც დათა მანქანიდან გადავიდა. უცებ გახედა ბიჭს, რომელსაც შავი თვალები ანთებოდა: -გავიგე!-ცივად უთხრა ბიჭმა და სადარბაზოში შევიდა. ანკამ კივილი მორთო, როცა დაქალი დაინახა ზღურბლთან ჩაეხუტა, ვითომ დიდიხანია არ უნახავს და ჩაკოცნა საყვარელი მეგობარი. სესილიაც დადებითი ემოციებით დაიმუხტა, როცა მეგობრების ლაღი და ბედნიერი სახეები დაინახა. დაძაბულად გრძნობდა დათას გვერდზე თავს. მიუხედავად იმისა, რომ დათამ გადაარჩინა იმ საშინელ ღამეს და ამის ძალიან მადლიერი იყო, მაინც უჭირდა დათას გვერდზე ყოფნა. რას უშვრებოდა ეს ბიჭი არ იცოდა, მაგრამ ძალიან ძაბავდა და შებოჭილად გრძნობდა თავს. -ჩემი ბავშვიკო! ხო არ გაგაბრაზა დათა ბიძიამ?-ჩაეხუტა ირაკლი სესილიას და თავზე ხელი გადაუსვა, როგორც მზრუნველმა მშობლებმა იციან. -არა, იკო. ცოტა უხეში ძმა გყავს, მაგრამ ნიჩივო.-ღიმილით უთხრა სესილიამ ირაკლის. -ენა გატლეკილ ბავშვებს ყველაფერი სიუხეშედ როგორ გეჩვენებათ,-კბილებში გამოსცრა დათამ. -ენა გატლეკილ ბავშვებთან უნდა იცოდე ლაპარაკი და ურთიერთობა, რომელსაც არავინ გაძალებს და თუ გაძალებს რაღაცნაირად უნდა მოახერხო დათა ბიძიავ,-ნიშნის მოგებით უთხრა სესილიამ და საპირფარეშოსკენ გავიდა. საიდან გამოიჩინა ამხელა გამბედაობა თვითონაც უკვირდა. მთელი ცხოვრება დედა ასწავლიდა, რომ ყველასთან ზრდილობიანად უნდა ელაპარაკა, რომ არ ეთქვათ სად გაიზარდაო. ბოლოს და ბოლოს ანდრონიკაშვილის ასულს ზრდილობა უპირველეს ყოვლისა მოეთხოვებოდა.!(ნინოს საყვარელი ფრაზა). საოცარ ხასიათზე დადგა. თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა, რომ შეძლო დათასთვის სათანადო პასუხის გაცემა. ღიღინ-ღიღინით მოიწესრიგა თავი. არასოდეს ხმარობდა კოსმეტიკას, მხოლოდ ტუჩის კონტურს იყენებდა. თან ატარებდა ყოველთვის ტუჩისფერ კონტურსა და ტუჩსაცხს. ღიღინ-ღიღინით შეისწორა თმები და გამოაღო კარი, როდესაც მძიმე სხეულს აესვეტა. კედელზე ააწეპა დათამ სესილია და ხელებით კედელს მიეყრდნო ისე, რომ ყველა გზა გადაუკეტა მისგან თავის დაღწევის. -რაო, რას მეტლიკინები ბავშვო?-ცივად უთხრა დათამ სესილიას. აი, ეს იყო ნამდვილი მუცელში ყველა ცხოვრელის ღმუილი! დათა იმდენად ახლოს იყო სესილიასთან, რომ ცოტაც და გონებას დაკარგავდა გოგო. სახე გაწია სესილიამ და ასევე ცივად თქვა: -ახლა რომელი ტლიკინებს მე თუ შენ? -სიმაღლის შესაფერისი ენა გქონია! -არც შენი ენა უჩივის სიმაღლესთან მიმართებაში ენის სიგრძეს!-უთხრა სესილიამ და თვალებში შეხედა დათას. შავი თვალები ჩაწითლებოდა და საოცარ კონტრასტს ქმნიდა. დათა მოსცილდა სესილიას, კედელს მიყრდნო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა შეხედა. -დიდხანს აპირებ მანდ დგომას?-ჰკითხა ცინიკურად გოგომ და გადაიჯვარედინა ხელები. -ხო, ძალიან მსიამოვნებს აქ დგომა. -არამგონია, ჩემს დაქალს და შენს ძმას და ასევე, იქ მყოფებს ესიამოვნოთ ის ფაქტი რომ ვიღაც გადარეული ოთახში არ მიშვებს. შესაბამისად, გაიწიე და შემატარე ოთახში!-უთხრა სესილიამ და კარებზე მიანიშნა, რომელსაც დათა ეფარებოდა. დათას გაეღიმა და ჯელტმენურად გაუღო კარი. -მიბრძანდი, პატარავ! ის საღამო მშვენივრად გაატარეს. მას მერე არ უკონტაქტიათ ერთმანეთთან, არც კი შეუხედავთ. უსულო ადამიანებად ჰყავდათ შერაცხული ერთმანეთი. სესილია იცინოდა ერთობოდა მეგობრებთან ერთად. დათა კი ჩვეული სიმშვიდით უბრალოდ იჯდა და უყურებდა ყველას სათითაოდ, სესილიას გარდა. -დათუჩ, დამკვირვებლობის კურსებიც გაიარე ესპანეთში?-სიცილით უთხრა კოტოშამ. -რა იყო ტო, რა დაგიშავეთ ხმას რომ არ იღებ და გვაკვირდები,-განაგრძო ირაკლიმ. -წავედი რა. ძალიან დაღლილი ვარ და სამუშაო მაქვს ბევრი,-პასუხი არ გასცა დათამ, წამოდგა საერთო ნახვამდის „ისროლა“ და კარში გაუჩინარდა. რა ხდებოდა ამ დროს სესილიას გულში? ჰო იყო დათა უსულო მისთვის, ჰო არ იმჩნევდა მის იქ არსებობას, მაგრამ ძალიან დაწყდა გული. გული დაწყდა იმაზე, რომ დათა წავიდა და წავიდა ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს. მალე დაიშალნენ მეგობრები. სახლში მისულმა გადაივლო თუ არა ჩაწვა ლოგინში და სოციალურ ქსელს ჩაუჯდა. ბევრნაირად ეძებდა დათა: „დათა ჯანხოთელი, დავით ჯანხოთელი, დათი ჯანხოთელი, დათო ჯანხოთელი, დათუნა ჯანხოთელი, და თო, და თი, დათა“ მაგრამ ამ ცდების მიუხედავად ვერ იპოვა და გაბრაზებულმა მოისროლა პლანშეტი იატაკზე, საბანში გაეხვია და ცხვრების თვლა დაიწყო. დათა თვითმფრინავის ფანჯრიდან გულაჩქარებული უყურებდა სამშობლოს. გაახსენდა ბავშვობის წლები და მწარე ახალზრდობა. იმ წელს უნივერსიტეტში აბარებდნენ დათა და მისი მეგობრები. მდიდარი ოჯახის გათამამებული შვილები იყვნენ და შესაბამისად არც ერთ სეზონზე საქართველოში თუ მის გარეთ არ იკლებდნენ გართობასა და დასვენებას. თბილისში თითით საჩვენებელი სამეგობრო ჰყავდა დათას. ქუჩაში რომ გაივლიდნენ ყველა გოგო მათ უყურებდა, ყველსათვის საოცნებო ბიჭები იყვნენ, გოგოები კისერზე ეკიდებოდნენ. ახალი წლების დღეები იყო და იცით, როგორ იციან საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში ქართველმა ახალგაზრდებმა დღეები და კვირები გადაბმა ახალი წლის აღნიშვნის. შობის ღამე დგებოდა და ბიჭებმა აიკვიატეს ყაზბეგში წავიდეთო თითქმის მოსაღამოვებული იყო. რადგან მართვის მოწმობა არც ერთს არ ჰქონდა ერთ-ერთის მძღოლი „შეაბეს“, რომ წაეყვანათ ბიჭები ყაზბეგში და გერგეთის სამებაში შეხვედროდნენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბოლო მომენტში დათამ უარი თქვა წასვლაზე, რადგან ბაბუას ინფარქტი დაემართა და მთელი ოჯახი საავამყოფოში იყო. ბიჭებს გადააფიქრებინა დარჩენა, ჩემ გამო რატომ უნდა დარჩეთ, რომ ჩამოხვალთ მერე ერთად აღვნიშნოთ ჩვენებურად იანვრის ბოლომდეო. დღემდე ნანობს, რომ ასე მოიქცა.. დღეს ხომ მათთან ერთად იქნებოდა.. იქ.. სადღაც.. ზემოთ... ცაში.. შუაღამისას ერთ-ერთი მეგობრის ტელეფონიდან ზარი შემოუვიდა დათას, საიდანაც პატრულის თანამშრომელი ელაპარაკა და აცნობა მეგობრების ავარიის შესახებ. ყაზბეგისაკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე მანქანა მოცურდა, რის შედეგადაც ბიჭების მანქანა გადაიჩეხა და ადგილზევე დაიღუპნენ. სრული შოკი იყო ეს დათასთვის.. საკუთარ თავს აბრალებდა ყველაფერს მე დავაძალე წასვლა, დარჩენა უნდოდათ, რომ არ დამეძალებინა დღეს აქ მეყოლებოდნენო.. აირია დათას ცხოვრება და აირია თბილისში ყველაფერი..გაშავდა თბილისი და აღარც თითით საჩვენებელი ბიჭები ჰყავდათ და აღარც ისეთი იანვარი იყო.. ჩაიკეტა საკუთარ თავში და უარი თქვა ყველაფერზე.. დათა გაექცა თბილისს და ბიძასთან წავიდა ესპანეთში.. ამ ამბის მერე ერთხელაც კი არ ჩამოსულა თბილისში.. ერიდებოდა ყველას და ყველაფერს რაც მათ თავს გაახსენებდა, რადგან ისედაც ახსოვდა ბიჭები და ყოველ დღე სიკვდილამდე ტკიოდა მათ გარეშე გათენებლი დღეები. როდესაც ირაკლიმ დაურეკა ცოლი მომყავს და მჭირდები გვერდზეო, უბრალოდ უარი ვერ უთხრა. შეეშინდა საკუთარი თავის და იმ რეალობის, რომელშიც დაბრუნება მოუწევდა. ყოველთვის გრძნობდა ბიჭების სიახლოვეს და თავს იმით ინუგეშებდა, რომ გარდაცვილი მძღოლის ოჯახს ყოველ თვე ფინანსურად ეხმარებოდა და რაც კი სჭირდებოდათ ყველაფერს უკეთებდა.. ბიჭების საფლავზე კი ყოველდღე დამლაგებელი ადიოდა და უვლიდა, ყვავილებს უგზავნიდა, მაგრამ მათ ოჯახებს ფიზიკურად ვერ ეკონტაქტებოდა.. უჭირდა, ძალიან უჭირდა.. დამნაშავედ გრძნობდა თავს.. აეროპორტში ჩამოსულმა იგრძნო თბილისის ჰაერი და გული ათასმაგად აუჩქარდა.. კარებში გასულმა კი დაკარგა აზროვნების უნარი, როდესაც საყვარელი ოჯახთან ერთად გარდაცვილი მეგობრების ოჯახიც დაინახა.. დამშვიდდა, რომ ისინი მას არ ადანაშაულებდნენ ბიჭების სიკვდილში.. ანკას შორიდან იცნობდა.. რამდენჯერმე ულაპარაკია სკაიპის საშუალებით და მოსწონდა ეს გოგო. ყველაზე მეტად ის უხაროდა, რომ ხედავდა ძმის გულწრფელ სიხარულსა და ბედნიერებას და ვერ უთხრა უარი თბილისში დაბრუნებაზე. თუმცა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი როგორც კი ეს ამბები ჩაივლიდა დაბრუნებულიყო, უკან ესპანეთში. -დათა, ძმობას გაფიცებ რა.. ანკას დაქალს მიაკითხე და წამოიყვანე ჩვენთან, თორემ სესო აქ რომ არ იყოს ანკა დამშორდება!-დაურეკა ირაკლიმ დათას. -კაი ტო, მე რა მივაკითხო? სხვა ვერ მიაკითხავს? -კოტოშა უნდა მისულიყო, მაგრამ ხომ იცი მაგის ამბავი ერთ საათიანი ჩაცმის და მომზადების და ვერ ასწრებს მიდი რა.. -კაი, ჰო.. დაურეკეთ მაინც იმ გოგოს..-უთხრა დათამ და გასასველად მოემზადა. როგორ ეზარებოდა ვიღაც გოგოსთან ერთად მგზავრობა, მაგრამ ძმას და რძალს ხომ ვერ გაუტეხავდა. სადარბაზოდან გამოსულმა გოგომ მიიქცია მისი ყურადღება, რომელიც კუნტრუშით მოდიოდა მისი მანქანისკენ და ისე გამოაღო კარი არც შეუხედავს მისთვის. -აუ, წავედით კოტოშ რა..ჩემი გათხოვილი გოგოს ნახვა მინდა!- სწრაფად მიმართა გოგომ და ღვედი შეიკრა. -ყველა უცხო ბიძიებს ასე უხტები მანქანაში?-მშვიდად და ცინიკურად მიმართა დათამ გოგოს, რომელიც ადგილზე შეხტა დაბნეულობისგან. დათამ მანქანა დაძრა და წავიდნენ საგურამოსკენ. ეცინებოდა, მაგრამ ცდილობდა სიცილი შეეკავებინა მომხდარზე. გრძნობდა გოგოს დაჟინებულ მზერას და განგებ არ იყურებოდა მისკენ. საოცარი გოგო იყო სესილია! არასოდეს სჯეროდა დათას ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პატარა გოგომ მაშინვე სადარბაზოდან „გამოკუნტრუშებისთანავე“ მიიქცია მისი ყურადღება. საგურამოში ჩავიდნენ თუ არა, ირაკლი და ანკა მაშინვე სესილიასთან მივიდნენ. დათა ტკბებოდა მისი ყურებით. როგორი პატარა და ბავშვური იყო. როგორი ლაღი და ბუნებრივი. არ ჰგავდა იმ ქართველ თუ არა ქართველ გოგოებს, რომლებიც დაყენებული მანერებით საუბრობენ და იქცევიან. ირაკლი და დათა გავიდნენ თუ არა მანქანისკენ რაღაცების გადმოსატანად მაშინვე ჰკითხა ირაკლის: -ბიჭო, ეს გოგო ვინ არის? -ანკას დაქალია სესილია. იცი, რა მაგარი ბავშვია? იმენა ბავშვიკოა. ყველაზე სუფთა და კარგი გოგოა, ვინც კი მინახავს ანკას გვერდზე. -ჰო..-ორაზროვნად უპასუხა დათამ ძმას. -რა იყო?-შეეკითხა ირაკლი დათას. -არაფერი, უბრალოდ დავინტერესდი. კარგი გოგოა.. რაღაცა ისეთი უბრალო და კარგი.. -ჰო, ძალიან კარგი ბავშვია. იმენა ჩვენიანია რა..! ვეღადევები უნდა გიშვილოთქო და ჩათვალე ძმიშვილია შენი,-სიცილით უთხრა ირაკლიმ და პარკებით დატვირთული შევიდა ოთახში. საშინლად არ ესიამოვნა ძმის ნათქვამი და გულში ცუდად მოხვდა. მთელი საღამო ხმა არ ამოუღია, ოთახიდან გასულ სესილიას რამდენიმე წუთში აივანზე გაჰყვა და დაინახა გოგო როგორ უყურებდა ცას, რომელიც არაფერი განსაკუთრებული არ იყო მთვარის გარდა. სესილია ცას უყურებდა, დათა-სესილიას. დააფიქსირა რეაქცია, როცა „პატარა“-თი მიმართა და გაეღიმა. როგორ შეკრთა და როგორ დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა გოგოს და რა ეპასუხა. ამიტომ ზედმეტი უხერხულობისგან თავის ასაცილებლად სახლში შევიდა. ამდენი წლის მანძილზე გულწრფელად გაეღიმა და კმაყოფილების განცდა დაეუფლა. მერე კი, როცა სესილია ვერსად იპოვეს ჭიშკართან მისულს კივილის ხმა შემოესმა, მაშინვე თავის იარაღს დაავლო ხელი და ისე გაიქცა სახლიდან არავისთვის უთქვამს. გონება დაებინდა, როცა დაინახა ის ორი არკაცი, რომელიც სესილიაზე ძალადობნენ. გულწასული გოგონასთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გამეტებით ურტყამდა ხელს ორ მთვრალ ბიჭს. შემდეგ კი თითქოს რაღაცამ გამოაფხიზლა და გოგო ხელში აიტაცა. პატარა და სიფრიფანა იყო სესილია. საოცარი სურნელი ასდიოდა, მინდვრის ყვავილების ნაზავის.. მაშინ იგრძნო დათამ, რომ აი, ის უხილავი და დაუნდობელი გრძნობა მოვიდა და დაიჯერა, რომ მართლა არსებობს ერთი ნახვით სიყვარული.. არ უნდოდა ეთქვა სინამდვილეში რაც მოხდა. ამას არ დაუშვებდა, რომ სესილია ცუდ მდგომარეობაში ჩაეგდო. ატირებული ანკა შეეგება სახლში, დააწვინა სესილია ლოგინზე და გავიდა ოთახიდან, რომ ცოტა ამოესუნთქა. აი, მაშინ მიხვდა, რომ გაჩნდა ადამიანი, რომელზეც მოუნდა ეზრუნა.. რომლისთვისაც თუ მოინდომებდა სათითაოდ ყველა ვარსკვლავი ჩამოეკრიფა, დედამიწა გაეჩერებინა და მისთვის სასწაულზე მეტი გაეკეთებინა... ამდენი წლის მანძილზე თავი იგრძნო ბედნიერად.. წამით დახუჭა თვალები და თვალწინ მისი ძმაკაცები წარმოუდგა, რომლებიც უღიმოდნენ და იგრძნო დათამ, რომ ბედნიერებამ ნამდვილად მოაკითხა.. რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ როგორც იტყვიან უკან მოხედვას ვერ მოასწრებო. ამ დღეებში სესილიას ანკა არ უნახავს გაკვეთილების გამო. უნდოდა, რომ უმაღლესი ქულებით ჩაებარებინა უნივერსიტეტში და დაფინანსებაც აეღო, რითიც ძალიან გაახარებდა მშობლებს. თავდაუზოგავად მეცადინეობდა, რომ ეს ყველაფერი სისრულეში მოეყვანა. მარტის მზიანი დღე გათენდა. ადრე წამოხტა და დედ-მამის ოთახში ფეხშიშველმა შეირბინა. -რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს საუკეთესო მამის დაბადების დღეა..!-დაიწყო დილიდან ყვირილი და გააღვიძა მშობლები. -მამას გოგო! მოდი, ჩემთან!-უთხრა უფროსმა ანდრონიკაშვილმა შვილს და ჩაეხუტა. -მამიკო, გილოცავ დაბადების დღეს! მინდა, რომ ბედნიერი იყო შენს ოჯახთან ერთად. ჯანმრთელი პირველ რიგში და ყველაფერი ისე ყოფილიყოს, როგორც შენს გულს გაუხარდება!-სხაპა-სხუპით უთხრა სესილიამ და ჩაეხუტა საყვარელ მამას. -მადლობა, ჩემო საყვარელო გოგო! დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეც იქნება. ისეთი ოქროს გოგოები მყავს მე..!-სიამაყით უთხრა გივიმ შვილს და თავზე აკოცა. სესილია კუნტრუშით გავიდა ოთახიდან და სააბაზანოში შევიდა. -გივი, გილოცავ! საუკეთესო მეუღლე ხარ! მიყვარხარ!-უთხრა ნინომ და ჩაეხუტა იუბილარ ქმარს. -მადლობა ნინაჩკა..!- უპასუხა გივიმ და სამზარეულოში გავიდა ცოლთან ერთად. დილა ყოველთვის ერთად იწყებოდა. ანდრონიკაშვილების სრული შემადგენლობა იყრიდა თავს სამზარეულოში და ერთად საუზმობდნენ. საუზმის შემდეგ დიასახლისი აცილებდა მეუღლეს სამსახურში, უფროს შვილს გაკვეთილებზე და პატარასთან კი ბაღისკენ მიდიოდა. ამჯერადაც მთელი ოჯახი ერთად შეკრებილიყო. სესილიას განსაკუთრებით უყვარდა მამამისის დაბადების დღე. გიჟდებოდა მის მეგობრებზე და ყოველთვის კარგ დროს ატარებდა მათთან ერთად. გივი ანდრონიკაშვილი ერთი უბრალო ბიზნესმენი იყო, რომელიც არც დაცვით დადიოდა და არც ზედმეტად იქცევდა გარშემო მყოფების ყურადღებას. მთელი ცხოვრება პატიოსნად შრომობდა, სხვასაც ეხმარებოდა და თავის ოჯახსაც არჩენდა. ნინოს კი თავისი ტურისტული სააგენტო ჰქონდა, რომელიც ერთ-ერთი კარგი სახელით სარგებლობდა მთელ თბილისში. -აბა, დღეს ქეიფია გრიალია?-აღტაცებით თქვა სესილიამ. -კი, მა კაკ ვსეგდა!-სიცილითვე უპასუხა გივიმ,-ნინაჩკა, ხომ იცი საღამოს 8ზე მოვლენ სტუმრები. დღეს ცოტა ადრე გამოვალ სამსახურიდან და მოგეხმარები ყველაფერში და მოვიტან ყველაფერს რაც საჭირო იქნება. -კარგი გივი რა..! რაღა უნდა მოიტანო? გუშინ ხომ ყველაფერი მოიტანე? დღეს არ მივდივარ სამსახურში და დავბზრიალდები შენ რომ გიყვარს, აი, ისე ზუსტად!-უპასუხა ღიმილით ნინომ და პატარა ნუციკოს წინსაფარი გაუკეთა. -დე, დღეს მეც ადრე ვამთავრებ ხომ იცი და რომ მოვალ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი,-ჩაერთო საუბარში სესილია. -მოკლედ, ჩემი ოქროს გოგოები ხართ რა! სესო, წავედით მა, თორემ შენც დაგაგვიანდება და მეც დავაგვიანებ სამსახურში,-უთხრა გივიმ შვილს და წამოდგა. გადაკოცნა მეუღლე და შვილი და უფროს ქალიშვილთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. -სესო, გადაფრინდი ახლა,-უთხრა შვილს და ლოყაზე უჩქმიტა. -აუ, ესე რომ მჩქმეტ თავი ნუციკოს ტოლი მგონია,-მობრიცა სახე სესილიამ. -ხომ იცი ჩემთვის შენ და ნუცა ყოველთვის პატარები იქნებით,-გაუღიმა გივიმ შვილს. სესილიამ აკოცა მამას და გადავიდა მანქანიდან. -ჰო, მართლა სესო, ჩემი ძველი მეგობარი და მისი ოჯახი მოვლენ შენთვის უცხოები იქნებიან აქამდე არ ყოფილან. -რატომ? -საზღვარგარეთ იყვნენ წასულები და ცოტახანია რაც ნუგზარი ჩამოვიდა საქართველოში. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ძალიან გაგვიხარდა. ერთ დროს, კარგი მეგობრები ვიყავით. -კარგი გივიკო გავიქეცი თორემ დაგრჩი უნივერსიტეტს გარეთ,-სიცილით უპასუხა სესილიამ და კარები მოკეტა მანქანის. ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა გაკვეთილებს. ძალიან ძნელია, როცა რაღაცას ელოდები და ერთი სული გაქვს დრო მალე გავიდეს. ნახევრად უსმენდა ქართულის მასწავლებელს, უნარებსაც ჩქარ-ჩქარა წერდა, რომ მალე გამოსულიყო და სახლში წასულიყო დედის დასახმარებლად. მაგრამ ჯერ საჩუქარი უნდა ეყიდა მამისთვის. ამისათვის კი საყვარელ მეგობარს დაურეკა სესილიამ. მთელი „თბილისი მოლი“ მოიარეს და სასურველი საჩუქრები შეიძინეს. ანკას ძალიან უყვარდა სესილიას მამა. მისი გაზრდილი იყო. თანაც ოჯახებითაც ძალიან ახლოს იყვნენ და შესაბამისად, ანკას ოჯახიც აუცილებლად იქნებოდა გივის დაბადების დღეზე. გივიმ პერსონალურად მოიპატიჟა ირაკლიც, როგორც „შვილობილის“ საქმრო. საჩუქრების ყიდვის შემდეგ ორივე სესილიასთან ავიდა, რომ ნინოს დახმარებოდა. სტუმრები 8 საათზე მოვიდოდნენ. ნინოს თითქმის ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, მხოლოდ წვრილმან საქმეებში დაეხმარნენ. სახლში დაბრუნებულ გივის ანკა კისერზე ჩამოეკიდა: -გივიკო, ჩემო სიცოცხლე! გილოცავ! აი, ხომ იცი პროსტა როგორ მიყვარხარ? შაკოსგან ვაფშე ვერ განსხვავებ რა.. ჯანმრთელად მყავდი, ბედნიერად ჩვენთან ერთად რა!სულ ასეთი თანამედროვე ყოფილიყავი! მიყვარხარ, მიყვარხარ და მიყვარხარ! -მადლობა ანკა! სუპერ გოგო გვყავხარ მე და შაკოს! შაკოს კი ველაპარაკე და ემზადება თამადობისთვის და ძვირფასი სასიძო ხომ არ შეგვიშინდა?-ჰკითხა გივიმ ანკას და გაუღიმა. -გეგონოთ! კი ხართ დევებივით ორივე, მაგრამ ჩემი ირაკლი დაგყრით ორივეს!-სიცილით უპასუხა ანკამ. ნინო და სესილია ღიმილით უყურებდნენ ანკასა და გივის დიალოგს, რომლებიც როგორც თანატოლები, როგორც მეგობრები და როგორც მამა-შვილი ისე საუბრობდნენ. 8 საათი უკვე ხდებოდა, როცა გოგონები ოთახში იყვნენ და იპრანჭებოდნენ. ანკას სწორი და გაშლილი შარვალი ეცვა, ზემოდან კი სადა ზედა, რომელიც ლამაზი ყელსაბამით გაეფორმებინა. გადაწყვიტა ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა და ჩაცმის წამიდანვე ქუსლების გამომგონებელს წყევლიდა ანბანის მიხედვით! სესილია ეცვა ტანზე მომდგარი შავი კაბა, მოკლე მკლავებით და მუხლს ქვემოთ. თმა გაშლილი ჰქონდა, რომელიც თითქმის წელამდე წვდებოდა. ანკა ეჯუჯღუნა ცოტა მაკიაჟს გაგიკეთებო. თვალები ჩაუხატა, ცოტა ტონალურითა და საყვარელი ტუჩსაცხით ბოლო შტრიხები შეიტანა და სესილიას დანახვაზე პირი დააღო. -ღადაობ ხო? ასეთი შოკი-მოკი დაქალი თუ მყავდა არ ვიცოდი! -კაი, ანკა! მორჩი მატრაკვეცობას რა..! -რა მატრაკვეცობას შენ ღადაობ მგონი! რა გოგო ხარ ნახე რა...! მაკიაჟი ისე გიხდება, ვაფშე სხვა გოგო ხარ.. ვინ იფიქრებს 17 წლის რომ ხარ ჯერ. კაი, ნაშოჩკის ვიდზე ხარ სესუკა,-უთხრა ანკამ და თმა ყურზე გადაუწია დაქალს. სესილიამ სარკეში ჩაიხედა და თვალებს არ დაუჯერა. მართლაც სხვანაირი სესილია იყურებოდა სარკიდან! უფრო ქალური და უფრო შარმიანი. მოეწონა, მაგრამ მაინც არ აღიარებდა მაკიაჟის კულტურას და გულში უარი თქვა მის ყოველდღიურ ტარებაზე, მიუხედავად ნანახის აღფრთოვანებისგან. სტუმრები უკვე მოსულები იყვნენ, როცა ირაკლიმ დაურეკა სად ხარ მოვედიო. სესილიაც და ანკაც ოთახიდან გავიდნენ, რომ მისალმებოდნენ სტუმრებს. მისაღებ ოთახში შესვლა იყო თუ არა და სესილია კინაღამ ძირს გაიშოტა. -სესო, მოდი ჩემი მეგობარი გაგაცნო! რა ბედის ირონიაა, არა? ნუგზარი ირაკლის მამაა,-ღიმილით უთხრა სესილიას გივიმ და გააცნო მისი მეგობარი ნუგზარი,-სესო, გაიცანი ეს ნუგზარია ჩემი სიყმაწვილის მეგობარი, მისი მეუღლე ეკა და შვილებს კი იცნობ აბა, ირაკლი და დავითი. -კი, ვიცნობ..-უპასუხა ღიმილით სესილიამ და ხელი ჩამოართვა ნუგზარსა და ეკა. ბიჭებს კი უბრალოდ გაუღიმა. -არ უნდა გეთქვა?-გაკაპასდა ანკა. -კაი ანკუშ რა.! ხო, მაგარი სურპრიზი გამოგვივიდა მე და დათას? -აუ, გეთქვა ჩემთვის რა! -კარგი რა! რა უნდა მეთქვა ხომ იცოდი ისედაც, რომ მოვდიოდი? -რა და დათაც რომ მოდიოდა და საერთოდაც ნუგზარი ბიძია და ეკა დეიდა გივის მეგობრები რომ აღმოჩდნენ! -სულ არ ვიცოდი გეფიცები. დღეს გავიგე დილას მამა რომ ამბობდა დაბადების დღეზე ვართ ოჯახი დაპატიჟებულებიო და სად მეთქი და სესოს მისამართი რომ თქვა ვიფიქრე გოგოებს გავახარებთქო რა!-უთხრა ირაკლიმ ანკას და სესილიას გაუღიმა,-აუ, სესო! რა მაგარია ხედავ? მამაჩვენები დიდიხანია რომ იცნობენ ერთმანეთს. რა პატარაა თბილისი.. -ხო, ძალიან პატარაა,-გაუღიმა სესილიმ ირაკლის და დათასკენ გააპარა თვალი, რომელიც უბრალოდ მათ უსმენდა და არ ერთვებოდა საუბარში. სტუმრები მაგიდასთან მიიპატიჟეს და დაიწყეს ქართული ტრადიციული ქეიფი. მთელი დაბადების დღე თითქმის გრძნობდა სესილია დაჟინებულ მზერას, მაგრამ თავს არიდებდა დათას. უკვე გვიანი იყო და ნუციკოს ძილის დრო იყო. -სესო, წაიყვანე რა შენი და ჩააწვინე,-სთხოვა ნინომ შვილს. სესილიამაც უხმოდ დაუქნია თავი და ნუციკოსკენ გაემართა, რომელიც ცოტა ხნის წინ მისაღები ოთახის კუთხეში იჯდა და თავისთვის თამაშობდა. გაიხედა თუ არა თვალი მოკრა ნუციკოსთან მოთამაშე დათას და გაეღიმა. დათა უბრალო და გულწრფელი ჩანდა. არსად იყო მისი ცინიკური გამოხედვა და შავი თვალებიც ასე მკაცრად არ ეჩვენებოდა. -ცუცი, მოდი ჩემთან წავიდეთ..-უთხრა სესილიამ და ნუციკოსკენ დაიხარა. ბავშვმა დას თავი აარიდა და დათასკენ გაიწია,-ნუცა, მოდი ჩემთან!-მკაცრად უთხრა სესილიამ, მაგრამ ბავშვი უფრო მეტად მიიწია.-ნუც, წამო რა.. ძილის დროა..-უთხრა მშვიდად სესილიამ, მაგრამ ბავშვმა ამჯერადაც უარყო და და დათას აეკრო. -მე წამოვიყვან,-გაიგონა საყვარელი ხავერდოვანი ხმა და კინაღამ დღეს უკვე კინაღამ მეორედ წაიქცა. დათამ ხელში აიტაცა ნუციკო და ჰორიზონტალურად დაიჭირა,-სესილი, არვიცი ოთახი ნუცასი და იქნებ შენ წახვიდე წინ და გამოგყვებით. მაჩვენე რომელია..-სესილიც გონს მოეგო და გაუყვა დიდ ჰოლს. სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო ნუცას ოთახამდე, მაგრამ ოთახში შესულებმა ნახეს, რომ ნუცას დათას მკლავებში უშფოთველად ეძინა. -დათა, დააწვინე აქ უნდა გავხადო, ტანსაცმლით ვერ ჩავაწვენ ლოგინში.-უთხრა სესილიმ და დივანზე მიუთითა.დათამაც დააწვინა ნუციკო და თვითონ რამდენიმე ნაბიჯით გვერდზე დადგა. უყურებდა სესილიას, როგორ უვლიდა ნუციკოს, როგორიც სიყვარულით აკეთებდა ყველაფერს და იმაზე ზრუნავდა, რომ ნუციკოს არ გაღვიძებოდა. ძალიან ესიამოვნა, როცა მზრუნველი სესილი დაინახა და გულში გაეღიმა: „თვითონ როგორი პატარაა და როგორ ზრუნავს თავისზე პატარაზე“. როგორც იქნა სესილიმ ჩააწვინა ნუციკო, ტანსაცმელიც დაკეცა და დათას ანიშნა ვსო გავიდეთო და კარისაკენ გაემართა. მოულოდნელად, ხელის შეხება იგრძნო.. ამ ხელის შეხებამ გააცივა და გააცხელა ერთდროულად. სწრაფად შემოატრიალა დათამ თავისკენ სესილი და თვალებში ჩახედა. როგორი სუფთა და ლამაზი იყო, როგორი ნაზი და საოცრად კარგი.. -სესილია..-უთხრა დათამ და რითმულად ააყოლა ხელზე თითები. აკანკალდა სესილია, ვეღარც გულის ფეთქვას გრძნობდა და ვეღარც იმას, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა და არ იყო ილუზია. -სესილია.. შენ ისეთი ლამაზი ხარ..-უთხრა დათამ და მისკენ მიიზიდა აცახცახებული გოგო.-ნუ, გეშინია ჩემი.. პატარა ხარ.. ძალიან პატარა..-ჩურჩულებდა დათა და აგრძელებდა სესილიას ხელზე თითებით თამაშს. სულ ახლოს მიიზიდა გოგონა და მის კისერში ჩარგო თავი და ღრმად შეისრუტა მისი სურნელი. როგორ უყვარდა ეს სუნი! მინდვრის ყვავილების.. აი, ნაწვიმარზე რომ საოცარს სურნელს აფრქვევდნენ ისეთი სურნელი ჰქონდა სესილიას.. -დათა.. ნასვამი ხარ..-აკანკალებულმა უთხრა სესილიამ, თუმცა დათა არ ჩერდებოდა და ღრმად სუნთქავდა სესილიას კისერში თავჩარგული. -არაუშავს, ისეთს არაფერს გავაკეთებ შენ რომ გაწყენინო ან ვინანოთ..-წელზე შემოხვია ხელი დათამ და ეს უკვე ბოლო წვეთი იყო სესილიასთვის. დახუჭა თვალები და მიეხუტა მისთვის საყვარელ ადამიანს. ხომ ეშინოდა მისი, ხომ ჰქონდა რიდი, ხომ არიდებდა თავს? მაგრამ ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად გრძობნდა მის გვერდით თავს. სამყარო წყვეტდა არსებობას, დრო ჩერდებოდა, ადამიანებიც შეშდებოდნენ და ხმაურიც აღარ ისმოდა. იყვნენ მხოლოდ ორნი დედამიწაზე დათა და სესილია; სესილია და დათა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ცხელი ტუჩები იგრძნო ყელში.. -დათა, გაჩერდი რა..-მუდარით სავსე ხმით უთხრა სესილიამ დათას,-გთხოვ..-ამის თქმა იყო და დათა დენდარტყმულივით მოშორდა სესილიას. უყურებდა აცახცახებულ გოგოს და არ სჯეროდა, რომ მის წინ ნამდვილი სესილია იდგა და სიზმარს არ ეთამაშებოდა. გაეღიმა და დარწმუნდა, რომ ბედნიერებამ ნამდვილად მოაკითხა.. -შენ ძალიან კარგი ხარ, პატარავ..-უთხრა სესილიას, შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. სესილია კი გაშეშებული დარჩა ოთახში. უკვე მეორედ ტოვებდა ასე გაშეშებულს და უგონოს, მაგრამ დღეს რაც მოხდა ეს ნამდვილად პიკი იყო! აი, ისეთი რამ რასაც ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის თავს მოხდებოდა.! იგრძნო ენდორფინების ზღვა რაოდენობა და მართლაც, რომ „ბედის ირონია“ დღევანდელი დღე..! რა არის არა? ორი ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული ადამიანი. ორი ადამიანი, რომელიც არც თავს უტყდება ბოლომდე მეორეს სიყვარულს, არც გარშემომყოფებს, არც იმ კონრეტულ ადამიანს. მეორე ადამიანის სუნთქვა პირველისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელი რომაა, და მეორესთვის ერთი გამოხედვა, ერთი გაღიმებაც კი რომ საკმარისია. ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანის ფიქრები მიდის სადღაც შორს, მაგრამ არა ერთმანეთის გარეშე. ეს რაღაცა მაღალ გორას გავს სადაც ადიხარ, ადიხარ და უკან გამოიხედები და აჩრდილივით მოგყვება შენი მეორე ნახევარი. მასზე ფიქრები სულ თან დაგდევს და ზოგჯერ ესეც საკმარისია, რომ შენს სიყვარულს ფიქრებში მაინც შეეხო.. ალბათ, აი ეს არის გულწრფელი სიყვარულის ერთ-ერთი სახე, რომელიც პირდაპირ სიგიჟეების დასაწყისია.. ოთახში გასულ სესილიას დათა ისე დახვდა, ვითომ არაფერი მომხდარა. არა, შეიძლება დათასთვის არაფერი მომხდარა,მაგრამ სესილიასთვის გადატრიალება მოხდა. ანკა უკვე კარგად ნასვამი იყო და დედ-მამას მისტიროდა, გაგიფრინდათ ჩიტიო, უჩემოდ რა გეშველებათ ვინ მოგიშლით ნერვებსო. -ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ?-იკითხა სესილიამ. როცა მიიღო პასუხი სამზარეულოსკენ გავიდა. ჩაიდანი გაზქურაზე შემოდო და თვითონ ნამცხვრის დაჭრა დაიწყო. -მოგეხმარები..-უცებ დანა ხელიდან გაუვარდა, როცა დათას ხმა გაიგო. -აარა.. იყოს.. შენც გინდა ხომ ყავა? -კი მინდა, მაგრამ ამდენ ყავას როგორ გაიტან? რამდენ წრეზე აპირებდი წასვლას,-გაეცინა დათას და კარადასთან მივიდა. ხელით ანიშნა ფინჯნები საით დევსო და სათითაოდ ჩამოაწყო ფინჯნები კარადის ბოლო თაროდან. -ამ ფინჯნების ჩამოღებას როგორ აპირებდი?-იკითხა დათამ. -ბატონო?-ვერ გაიგო შეკითხვა სესილიამ. -ამ ფინჯნების ჩამოღებას როგორ აპირებდი, ძალიან მაღლაა თარო..! -შენ რა მე დაბალი გგონივარ?-გაბრაზდა სესილია. -მგონიხარ არა. -კაი, რა! მე თუ დაბალი ვარ მაშინ შენ უმაღლესი ყოფილხარ, რა იყო წყალს გისხავდნენ?-გაიცინა სესილიამ. გაეცინა დათასაც და აღარაფერი უპასუხა. -ვუაიმე, ჩემო გოლუბაჩკები!-რვიანების ხაზვით შემოვიდა ანკა ირაკლიზე აკიდებული. სესილიამ არ შეიმჩნია ანკას ნათქვამი, გულში კი დაემუქრა რომ თმებს დააწიწკნიდა. -მოკლედ, ძმაო და რძლის დაო და ჩემო შვილიკოვ გადავწყვიტეთ უკვე ქორწილის თარიღი!-ხმამაღლა თქვა ირაკლიმ. -როდის?-ერთდროულად ჰკითხეს დათამ და სესილიმ. -დათა, ნუ ნერვიულობ იქამდე ასჯერ წახვალ და ასჯერ წამოხვალ! აი, ჩემი შვილი რო გახდება სრულწლოვანი მაშინ რა. აბა, ამას არავის მისცემს უფლებას არასრულწლოვანმა ხელი მოაწეროს ან მონაწილეობა მიიღოს ჯვრისწერაში!-უთხრა ირაკლიმ და ლოყაზე უჩქმიტა სესილიას. დათას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. არა კი იცოდა, რომ სესილია ანკას უახლოესი დაქალი იყო, მაგრამ მეჯვარე? ეს ხომ ნათესაობა იყო დათასთან! -როდის გაქვს დაბადების დღე?-ხმა გაბზარულმა იკითხა დათამ. -სექტემბერში,-მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა სესილიამ. დათამ ამოისუნთქა..სექტემბრამდე დიდი დრო იყო.. რაღაც აუცილებლად მოხდებოდა.. ან ისე იქნებოდა ან ასე.. დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს ზუსტად განახებს. დრო მოგიტანს ბედნიერებას ან პირიქით.. დამშვიდდა, ადამიანური ფერი დაუბრუნდა სახეზე. -იქნებ რომელიმემ გადგმოდგათ ჩაიდანი და ყავას მიხედოთ? ტვინი წაიღო უკვე!-დაიწუწუნა ანკამ. დათა მაშინვე გაემართა გაზქურისკენ და არიების მომღერალი ჩაიდანი გვერდზე გადმოდო. სესილიამ ლამაზად დააწყო ნამცხვრები თეფშებზე და ირაკლის და ანკას გაატანინა სტუმრებთან, თვითონ კი მაცივრიდან გამოიღო მამამისისთვის შეკვეთილი ტორტი სანთლებიც ჩაარჭო და დათას გახედა. -შეგიძლია დამეხმარო? აი, მისაღებში რომ ჩამრთველია ისინი გამორთე და მეც გამოვალ. უბრალოდ, ანკა და დედაჩემი გააფრთხილე რომ სიმღერა დაიწყონ!-სთხოვა სესილიმ. დათა მაშინვე გავიდა ოთახიდან, უკან დაბრუნებულმა კი სანთლები აანთო და სესილიას წინ გაუძღვა. ოთახში შესულმა სესილიამ მაშინვე სიმღერა დაიწყო, რომელსაც ანკას საოცარი ხმა შეეგება, რომელიც ვირის ყროყინს უფრო წააგავდა. გივი გახარებული წამოდგა მაგიდიდან და შვილს შეეგება, რომელიც სიყვარულით აღსავსე თვალებით უყურებდა მამას. -მა, ჩაიფიქრე სურვილი რა..!-გივიმაც არ დააყოვნა რამდენიმე წამი უყურა ანთებულ სანთლებს და ისინიც ჩააქრო. ანკა სანთლების ჩაქრობას, მაშინვე ოვაციებითა და ტაშებით შეხვდა, კიდევ ერთხელ გაიქცა გივისკენ მიულოცა დაბადების დღე და სესილიას გაჰყვა სამზარეულოში. -მიკადრე ლოთო?-გაეცინა სესილიას. -გიკადრე გოგო, მაგრამ შენ და დათა ისე ჟღურტულებდით მე და ირაკლი ვფიქრობდით შემოვსულიყავით თუ არა!-თქვა ანკამ და გაუცინა მეგობარს. -აუ, რას ბოდავ? რატომ გაწუხებს ხოლმე ასეთი აზრები..!-გაუბრაზდა სესილია. -კარგი, შენ კიდევ რას მაჩვენებ თავს ვითომ არაფერი?-იწყინა ანკამ,-ალიო! ანკა ვარ მე ანკა! შენი სიყრმის დაქალი, როგორც შენ იტყოდი. სულ გადაგვარდი იცი? ამ აბიტურიენტობამ იმედია დროებითი დაღი დაასვა შენს მეტყველებას! -ანკა, არც გათხოვება გიშველის შენ და არც არაფერი რა..!-გაიცინა სესილიამ და ტორტის დაჭღა დაიწყო. ანკამ და სესილიამ ტორტი და ყავები გაიტანეს მისაღებში და იქვე დასკუპდნენ. გივის და კაცებს გამოეჭირათ ირაკლი და დათა და სადღეგრძელოებს ამბობდნენ. -აუ, დაიწყო ეხლა გივიკომ თავისებურები რა,-გაეცინა სესილიას. -არც მამაჩემი ჩამოუვარდება. ბოლოს და ბოლოს ნახე რა თავაწეული დგას სიძის გვერდით. ჩემზე მეტად უყვარს მგონი და ეამაყება ირაკლი,-ფხუკუნი დაიწყო ანკამ. -ახლა კი მინდა ჩემო გივი, გიდღეგრძელო შენი უფრო ქალიშვილი,ალავერდი დათასთან ვარ, ჩემს უფროს ვაჟთან.-დაიწყო ნუგზარდა, ირაკლის და დათას მამამ სადღეგრძელოს თქმას,გოგოებმა კი ყურები ცქვიტეს - სასწაული გოგონა გყავს გივი! ლამაზი, კარგად აღზრდილი, ალბათ ბევრი მამა და დედა რომ ინატრებს ასეთ შვილსა და რძალს ისეთი. დაგილოცავ, სულ გამარჯვების გზაზე გევლოს სესილია.!და რაც მთავარია კარგი ბედ-იღბალი,-უთხრა ნუგზარმა ღიმილით სესილიას და ღვინო გადაკრა, შემდეგ კი დათას გახედა, რომელიც ერთ წერტილს მიშტერებოდა. -ბატონო გივი, დაგილოცავთ სესილიას. სულ ცოტახანია რაც ვიცნობ, მაგრამ თქვენი შვილი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. უბრალოდ, ვისურვებდი ის ბავშვური სილაღე და ის თავისუფლება ბოლომდე შემორჩენოდეს. ცოტაა სესილიასნაირი გოგო.. მართლაც, რომ განსაკუთრებული შვილი გყავთ, ნამდვილად საამაყო.. ღმერთმა ისე ქნას, რომ შენს გვერდზე ღირსეული მეორე ნახევარი ვნახოთ. ადამიანი, რომელიც დაგაფასებს ისეთს როგორიც ხარ და ეყვარები იმაზე მეტად ვიდრე გამოგონილ პერსონაჟეს უყვარდათ..ყველა დასახული მიზანი განგეხორციელებინოს..-დათამ სესილიას გახედა ზედმეტად სერიოზული სახით. აი, იმ სახით სესილიას, რომ ეშინოდა თავიდან და ერთი ამოსუნთქვით დალია. რაღაცნაირად იგრძნო სესილიამ თავი, რას ნიშნავდა დათას სიტყვები მისთვის. დაბნეული იყო.. ძალიან დაბნეული და არ იცოდა ეს ღიმილიც კი, რომელიც აკრული ჰქონდა მოეშორებინა თუ არა. ანკამ მაშინვე ხელი დაავლო სესილიას და ოთახში გაიყვანა. -აუ, გაიგე? ძაან შოკში ვარ! ჩემი მაზლი ნახე რა..!-დაიწყო ცეკვა ანკამ. -რა გავიგე ანკა? რა თქვა ახლა განსაკუთრებული. შენი ქმარი ალაპარაკე იგივეს იტყვის..!-გაუბრაზდა დაქალს. -რა იყო სიყვარულისთვის არ გცხელა დაო ჩემო?-უთხრა სესილიას ანკამ და თვალები აათამაშა. -რა სიყვარული?შენ ჯანმრთელად ხარ?-კინაღამ დაიკივლა სესილიამ. -ხო, თუმცა გამახსენდა შენ ხომ აბარებ წელს, აბიტურიენტს მძიმე ცხოვრება აქვს, თან არც შეყავრებული გყოლია, გამოცდილება არ გაქვს ბიჭებთან ურთიერთობის და საოცარი კომპლექსები გაგიჩინა! -და აი ვაფშე დათასთან რატო აკავშირებ სიყვარულს?! -ხო, დათაზე რო ვილაპარაკოთ შენზე ბევრად უფროსია და რა იყო ბარიერია ეგ შენთვის? -ანკა, გაჩუმდი იცოდე! ძალიან სისულელეებს ლაპარაკობ..! შენ იცი რომ არც ასაკი და არც მსგავსი რაღაცა არ მაწუხებს! და ყველაზე კარგად შენ იცი ჩემი პირადი ცხოვრება. ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს.! შეიძლება მე დათასადმი მაქვს სიმპათია, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და თუ რამე იქნება არ გამოგაპარებ პირობას გაძლევ!-უთხრა გაბრაზებულმა ანკას და კარები გამოგლიჯა და აივანზე გავარდა. როგორ შველოდა ცივი ჰაერი, როგორ ამშვიდებდა გაცხარებულ გულს. იქნებ ანკა მართალი იყო? არა, დათას გამოჩენამდე ნამდვილად მართალი იყო. სესილია მთელი ცხოვრება განათლებაზე და კარიერაზე ფიქრობდა და ზუსტად ამიტომ, იშორებდა ყველა თაყვანისმცემელს. მაგრამ დათას გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. უკვე არც ზედმეტად კარიერაზე ფიქრობდა. არა, როგორ არ უნდოდა მშობლები გაეხარებინა და კარგად ჩაებარებინა უნივერსიტეტში, მაგრამ დათას გამოჩენამ იმდენად აურია ყველაფერი, რომ მასთან ერთად რომ ყოფილიყო ამ ყველაფერს დააბალასებდა. ასაკიც კი არ იყო მისთვის რაიმე ბაიერი. ანდა საერთოდ რატომ დაიწყო ანკამ ამაზე ლაპარაკი? რა გრძელი ენა აქვს ამ გოგოს რა! -სესო, რა გჭირს?- ირაკლი გავიდა მასთან,-ანკამ გაგაბრაზა ხო? -შენ რა იცი? -მითხრა, ბევრი ვეტლიკინეო,-გაეცინა ირაკლის და ხელი გადახვია სესილიას. -არაუშავს იკო, ანკაა რა.. არ მწყენია არაფერი და არც გავბრაზებულვარ უბრალოდ ძალიან დატვირთული დღე იყო და ცოტა დავიღალე.. -სესო, ხომ იცი რა მაგარი გოგო ხარ? აი, ძალიან მაგარი! არ ინერვიულო რა არაფერზე.. ჩააბარებ ტო..! თან როგორ იცი? ყველას რო გაგვაგიჟებ, აი, ეგრე! იცი დათა რას მეუბნებოდა? როგორი სუფთა და კარგიაო.. ამიტომაც მიყვარხარ ასე ძალიან და დარწმუნებული ვარ დათასაც უყვარხარ.. ჩვენი პატარა დაიკო ხარ, სესოოოოოოო..-გაწელა ბოლო ასოები ირაკლიმ და უფრო მეტად ჩაეხუტა სესილიას. ცოტახანს კიდევ იდგნენ გარეთ, მერე კი მისაღებში შევიდნენ სტუმრებთან. დიდხანს გაგრძელდა გივის დაბადების დღე, სტუმრები გვიან დაიშალენენ. ანკა კი სესილიასთან დარჩა მივეხმარები ნინოს და სესილიასო. დილამდე ალაგებდნენ სახლს, დარეცხეს ჭურჭელი და ყველაფერი თავის ადგილას დააბინავეს. გამთენიისას კი, გათიშულებს დაეძინათ. გვიან გამოვიდა გაკვეთილიდან და რადგანაც გაზაფხულის მშვიდი საღამო იყო სახლამდე გასეირნება გადაწყვიტა. უკვე თბილოდა, აი, ისეთი ამინდი იყო სასეირნო. რადგანაც შუა ღამე იყო არც ხმაური იყო და არც რია-რია თბილისის ქუჩებს რომ შეეფერება. სახლამდე მაღაზიაში შეიარა ბევრი შოკოლადები იყიდა თავისთვის და ნუციკოსთვის და სახლისკენ გაუხვის. სადარბაზოში შევიდა თუ არა ადგილზე შეხტა: -არ ეშვები ხო ღამის სეირნობებს?-ცივად უთხრა დათამ და სიბნელიდან გამოვიდა. -როგორ შემაშინე!-გულზე ხელი დაიდო სესილიამ,- აქ რა გინდა? -რავიცი, სანახავად გამოგიარე სანახავად,-მშვიდად უპასუხა დათამ. -ვერ დამირეკე? იცი, როგორ შემეშინდა..-შედარებით დამშვიდებულმა უპასუხა სესილიამ. -არც მიფიქრია დარეკვა. რატომ დაგტოვა იმ ქალმა ასე გვიანობამდე?-ჰკითხა დათამ და სადარბაზოს კედელს მიეყრდნო. -ქალმა? რა იცი, რომ ქალია,-დაფიქრა სესილია. ერთადერთი ქალი მასწავლებელი ჰყავდა და რა იცოდა დათამ ვისთან, რომელ გაკვეთილზე იყო. -მე ყველაფერი ვიცი,-გაიღიმა დათამ,-მანანა მერკვილაძე-ქართული, ოთარ ჯანგებაშვილი-მათემატიკა,უნარები; ნუ იმ ტიპის სახელი არ მახოსვს ინგლისური ენდრიუ თუ რაღაცა ეგეთი,-მშიდად ჩამოუთვალა მასწავლებლები. სესილიამ პირი დააღო, აღარ იცოდა რა ექნა. ეს ბიჭი ისეთ გაურკვევლობაში აგდებდა. -ისა.. დათა, ამოდი სახლში. ყავა ან ჩაი რავიცი რაც გაგიხარდება..-ძლივს ამოილუღლუღა. -ეგ არ გამიხარდება მე, სხვა რაღაცა გამიხარდება,-უთხრა და მისკენ გაიწინა. ხელები ფართოდ გაშალა და პატარა გოგო ჩაიხუტა. თავი მის კისერში ჩარგო დათამ და ღრმად შეისუნთქა სესილიას კანის სურნელი. -ბავშვის სუნი გაქვს,-უჩურჩულა ყურში. როგორც კი ყურებთან ცხელი ტუჩები იგრძნო სესილიამ მაშინვე აკანკალდა და მომენტალურად გაიყინა. დათამ კისერში აკოცა და გაიწია. -ახლა კი ადი სახლში,-მშვიდად უთხრა და სიგარეტი ამოიღო. -დათა, მთვრალი ხარ?-ძლივს ამოიღო ხმა სესილიამ. -მთვრალი არა, ნა-სვა-მი!-დაუმარცვლა დათამ და გამოიწია კიბეებსგან, რომ გაეტარებინა სესილია,-ადი რა სახლში.. -ფრთხილად მიდი სახლამდე,- უთხრა აღელვებულმა გოგომ და კიბეებზე ავიდა. -ჭკვიანად,პატარავ. როგორ ავიდა სახლამდე, როგორ მიესალმა ოჯახის წევრებს და როგორ შევიდა ოთახში და საწოლზე დაჯდა არ ახსოვს. ეს რა იყო? ნუ, ზოოპარკს ხო გრძნობს ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ტორნადო და ქარიშხალი რომ უვლის თავიდან კოჭებამდე ეს რაღაც ახალია.! აგიჟებს ეს ბიჭი ამ პატარა გოგოს. აცადოს ჩაბარება მაინც, თორემ ვეღარ მეცადინეობს.. გათიშული შევიდა აბაზანაში გადაივლო და უხმოდ შეწვა ლოგინში. ცოტა იფიქრა რაზე უნდა ეფიქრა კი მაგრამ? ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. თითოეულ მოქმედებაზე, რაც მის თავს ხდებოდა და ამ ფიქრებში დაეძინა. ტელეფონის ბღუილმა გააღვიძა. არ ჩერდებოდა ტელეფონი, ბღუოდა და ბღუოდა. ტელეფონს დახედა და 4 საათი იყო დაწყებული. ვინ დაურეკავდა ამ დროს თუ არა ანკა?!(ეგეც საკითხავია მარტო ანკა დაურეკავდა თუ არა). -რა გინდა ანკა?-ნამძინარევი ხმით უპასუხა მეგობარს. -აუ, სესოოო,-ტიროდა ანკა,-ადექი რააა.. გამოგივლით მე და ირაკლი.. -რა მოხდა ანკა? რა გატირებს?-გამოფხიზლდა ეგრევე სესილია. -დათას მანქანა დაეჯახა..-ამის თქმა იყო და სესილიას კივილი ერთი. სასწრაფოდ ჩაიცვა ტანსაცმელი და მშობლებს წერილი დაუტოვა, სადაც მიდიოდა. არ უნდოდა გაეღვიძებინა. მაშინვე ქვემოთ ჩავიდა. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა ჰკითხა ირაკლის და ანკას: -რა მოხდა? -ნასვამი იყო და მანქანამ დაარტყა.-უპასუხა ირაკლიმ. „ნასვამი?! ჩემგან რომ წავიდა, ნეტა, მაშინ? ვაიმე..“ საავადმყოფოში მისულებს ირაკლის მშობლები და კოტოშა დახვდნენ, რომლებიც ექიმს ელოდებოდნენ. დათას ოპერაცია უტარდებოდა. ისე გავიდა 1 საათი, თითქოს საუკუნე გასულიყოს. ყველაზე საშინელი ერთი საათი იყო, რაც კი ოდესმე გასულა! -დავით ჯანხოთელის ახლობლები რომლები ხართ?-იკითხა საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა. -ჩვენ,-მაშინვე წამოხტა ნუგზარი ფეხზე,-რა ხდება? როგორ არის? -მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ტვინის შერყევა აქვს. რამდენიმე დღე სტაციონარში დატოვება მოგვიწევს,-უთხრა ექიმმა,-ხო, რაც შეეხება ნახვას. პაციენტი ნარკოზის ქვეშ არის და, როცა გამოფხილზდება მაშინ შეძლებთ მის ნახვას.-დაასრულა ექიმმა და ნუგზართან ერთად თავის კაბინეტში წავიდა. ღმერთს მადლობას ეუბნებოდნენ დათას გადარჩენისთვის. ექიმის კაბინეტიდან გამოსულმა ნუგზარმა უფრო მეტად დაამშიდა ანერვიულებული ოჯახის წევრები და მეგობრები. -ჰო, მართლა. ექიმმა თქვა ბოდავდა „პატარა, პატარაო“ და ეკუშ, შვილი გყავს ვინმე მესამე თუ რა ხდება ჩვენს თავს?-გაიცინა ნუგზარმა და მეუღლეს სიყვარულით ანთებული თვალებით შეხედა. რადგან დათა ნარკოზიდან ჯერ არ გამოსულიყო ექიმებმა გულშემატკივრები სახლებში გაუშვეს, მხოლოდ ეკა დარჩა შვილთან, რომ გამოფხიზლებულიყო იქვე ყოფილიყო. გოგოები სესილისთან დატოვა ირაკლიმ თვითონ კი მამამისთან ერთად სახლისკენ წავიდა. თითისწვერებზე შეიპარნენ სახლში და ოთახში და ჩახტნენ მაშინვე ლოგინში. -ანკ, როგორ მოხდა? არც მიკითხავს..-ჰკითხა სესილიამ ანკას. -აუ, სესო.. პრინციპში ეგეთი ნასვამიც არ ყოფილა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ისე უცებ გადმოვიდა გადასასვლელზე დათა და მსუბუქად დაეჯახა, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის იცი? იქვე მდგარ ბოძს შეეხეთქა და თავი დაარტყა. ნეკნებიც დაზიანებული აქვს მგონი.. -ახალგაზრდა იყო მძღოლი? -არა, ახალგაზრდა არ ყოფილა. ასაკოვანი ბუნჩულა კაცი იყოო ესე თქვა ნუგზარმა. 60-65 წლის თუ იქნებოდა. ისე განიცდიდა საწყალი! არ აპირებენ ესენი ჩივილს. მაგრამ დათას გარეშე ვერაფერს გადაწყვეტენ ისეთი ხასიათი აქვს ამას, არ უყვარს რომ ერევიან მის საქმეში. გაგიჟებულა ის კაცი ნერვიულობისგან. სულ ლოცულობდაო.. -კაი რა.. საწყალი მართლა.. ანუ, გამოდის რომ ორივეს ბრალი იყო, ხო? -ნუ, უფრო დათასი. მიუხედავად იმისა, რომ ღამე იყო გადასასვლელზე არ იყო ანთებული ქვეითის მწვანე შუქნიშანი და ამ ჭკვიანს გადაუჭრია. კიდევ კარგი კარგადაა ყველაფერი..-თქვა ანკამ და ბალიშს ჩაეხუტა. -ჰო, კიდევ კარგი ყველაფერი კარგად დამთავრდა,-ჩაიბურტყუნა სესილიამ და ემოციებისგან დაცლის დაეძინა. დილით ოთახში შემოვარდნილმა ნინომ გააღვიძა ორივე, რომელსაც ხელში ფურცელი ეჭირა და ნერვულად აფრიალებდა. -გაიღვიძეთ დროზე ორივემ! -რა ხდება დედა?-ძილბურანში მყოფმა სესილიამ ჰკითხა ნინოს. -რას ჰქვია რა ხდება? წერილი რომ დამიტოვე ქალბატონო და გაიპარე ღამე, იქნებ ამიხსნა რა მოხდა? კიდევ კარგი, მამაშენს ჯერ არ გაუღვიძია და პირველმა მე ვნახე, თორემ ასე მშვიდად ვერ გაიღვიძებდი!-გაბრაზებულმა უთხრა შვილს ნინომ. -შენ ამას მშიდ გაღვიძებას ეძახი, დედა?-ამოილაპარაკა სესილიამ და საბანი გადაიფარა თავზე. -ახლავე მომისმინე ქალბატონო! შენც გაიღვიძე ანკა.! დროზე!-დაუყვირა ორივეს ნინომ,-ამიხსნით რა ჯანდაბა ხდება? -აუ, ნინო კაი რა..! რა ხდება და დათა მანქანამ გაიტანა და მე და ირაკლიმ გამოვუარეთ სესოს და წავიყვანეთ საავადმყოფოში,-თქვა ანკამ ნახევრად მძინარემ,-შენ კიდე ვერ დაწერე მაგ ფურცელზე სად მიდიოდი?-უსაყვედურა მეგობარს ანკამ. -რა? რას ამბობ! ნუგზარისა და ეკას დათა?-აღმოხდა ნინოს და მაშინვე ოთახიდან გავარდა. -აუ, დაიწყება ეხლა აურზაური რა..-თქვა სესილიამ და საბანი გადაიფარა თავზე. ატყდა ხმაური სახლში, რომელიც ნელ-ნელა უფრო გარკვევით ისმოდა, იგრძნო ორივემ როგორ გადააძრეს საბანი და თვალებგახელილებმა შენიშნეს გივისა და ნინოს ანერვიულებული სახეები. -სესო, რა ხდება მამა? იქნება აგვიხსნათ ორივემ. -მა, დათას დაარტყა მანქანამ, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. საავადმყოფოში დატოვებენ რამდენიმე დღე და მერე გამოწერენ. -როგორ მოხდა?-აღმოხდა ნინოს. ანკამაც ყველაფერს მოუყვა ნინოს და გივის. -არ უნდა დაგელევინებინა ბიჭისთვის ის კონიანი გივი რა! არ გეუბნებოდი არ დაალევინოთქო?-გაუბრაზდა ნინოს ქმარს. სესილიამ ყურები ცქვიტა. ანუ, რა გამოდის დათა გუშინ მის სახლში იყო და სესილიას უთხრა შენ სანახავად მოვედიო?! რა ილუზიები შეიქმნა არადა გოგომ, ვითომ სადარბაზოსთან ელოდებოდა. -კარგი ნინა რა! რა დალია ახლა ასეთი? ერთი ბოთლი დავლიეთ ორმა კაცმა..! -რომელი გივი? შენი ბომბა კონიაკი?-ინტერესით ჩაერთო ანკა და ტუჩები გაილოკა. -რა ლოთი ხარ ანკა!-გაეცინა გივის,-წავალ ტელეფონს მოვძებნი ნუგზარს დავურეკო, მოვიკითხო ბავშვი,-თქვა გივიმ და ოთახიდან გავიდა. -ჰო, ბავშვი. თითქმის თქვენხელაა და მამა კიდევ ბავშვს ეძახის,-თქვა სესილიამ. -სესო, ნუ წაიგდე ენა დილიდანვე!-გაუწყრა ნინო და ქმარს გაჰყვა. -შენთან იყო სახლში და არ გინახავს?-ეჭვნარევი ხმით ჰკითხა ანკამ სესილიას. -არა, გაკვეთილი მქონდა ხომ იცი,-თავი მოაჩვენა სესილიამ, ვითომ სულ არ უნახავს დათა. -წამო, რა.. მაინც ვეღარ დავიძინებ და მომიდუღე შენი ყავის მანქანით ყავა შენებური,-უთხრა ანკამ სესილიას და საბანი გადაიძრო. კუნტრუშით გავიდა ოთახიდან ნუცას ოთახში და ახალგაღვიძებული ნუციკო ტირილამდე ჩაჯუჯღნა, რასაც ნინოს კივილი მოჰყვა ნუ შეჭამე ბავშვიო. სესილია კი გაბრაზებული წამოდგა ლოგინიდან და სამზარეულოსაკენ გაემართა. “gaigvidza vajbatonma,kargadaa..”-მისწერა ანკამ სესილიას. “dzalian kargi,”-მართლა გაუხარდა სესილიას დათას კარგად ყოფნა. “gikitxa” “me ratom mikitxa?”-გაოცებულმა და გულის სიღრმეში გახარებულმა მისწერა მეგობარს პასუხი სესილიამ. “iraklim utxra, ro aq viyavit da mogikitxa kide xo ar movao.”-მიუხვდა ანკას, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული სესილია. “gamojanmrteleba usurve shens MAZLS, araa sachiro chemi mosvla.”-მისწერა პასუხი და ტელეფონი დადო სესილიამ. „არა, რა ეგონა ახლა? რომ უთხრა დათამ შენ სანახავად მოვედიო და სესილიას ეგონა სადარბაზოში ელოდებოდა და იქ რაღაცები იკადრა?! ეგონა, მართლა მის გამო მოვიდოდა ან სადარბაზოში იდგებოდა? როგორ არა! ოცნებებში წავიდა ეს გოგო! ვეღარც კი მეცადინეობს ამ ბიჭის გადამკიდე“. გამწარებული და გაბრაზებული წერდა ქართულის თემას და თან ამ ყველაფერზე ფიქრობდა, როდესაც მისმა ტელეფონმა სიმღერა დაიწყო. შეხედა ტელეფონს და ანკა ურეკავდა: -რა გინდა ანკა? ვერ წაიკითხე რაც მოგწერე?-გაბრაზებულმა უთხრა სესილიამ ანკას. -წავიკითხე, მაგრამ მინდა შენგანაც გავიგო!-გაიგო მისთვის საყვარელი ხმა და ენა მუცელში გადაყლაპა. -დათა? როგორ ხარ? -რომ მოსულიყავი მნახავდი, როგორც ვარ!-მკაცრად უპასუხა დათამ. -მიხარია კარგად რომ ხარ. თავი ხომ არ გტკივა?-გადაიტანა თემა სესილიამ. -გამიმეორე, რაც მისწერე ანკას.-ცივად უთხრა დათამ. -გამოჯანმრთელებას გისურვებ დათა,-აღელვებულმა უპასუხა სესილიამ. -და? -რა და? -გააგრძელე..!-გამყინავი ხმით უთხრა გოგონას. -არ ვფიქრობ, რომ უნდა მოვიდე! და საერთოდაც რა საჭიროა შენთან მოსვლა და ნახვა? ხომ გავიგე, რომ უკვე კარგად ხარ? მელაპარაკები კიდეც! ხოდა, ძალიან კარგი. -შენი სიტყვების შენთვითონვე გჯერა?-სიცილი მოესმა სესილიას დათასი. -რა გინდა დათა?-ღონე გამოცლილმა ჰკითხა დათას სესილიამ. -მე არაფერი სესო, უბრალოდ შენი სიტყვების არ უნდა გჯეროდეს. გული მაგას არ ფიქრობს და კიდევ ერთი, გულს აქ უნდა და ტვინი ეწინააღმდეგება,მაგრამ საღამოს მოხვალ ვიცი,-უთხრა დათამ და ტელეფონი გაუთიშა. გაბრაზებულმა სესილიამ ტელეფონი იატაკზე დააგდო და ბოლო ხმაზე დაიყვირა. კიდევ კარგი სახლში არავინ იყო, თორემ ნინოს უეჭველი გული გაუსკდებოდა. მაშინვე გავიდა სამზარეულოში პიტნის ჩაი მოიმზადა, რომ ცოტა დამშვიდებულიყო და დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. საღამომდე მარტო იყო სახლში. არც ანკა გამოჩენილა, არც ირაკლი და მით უმეტეს არც დათა. დამშვიდდა და აღარ ფიქრობდა დათას ზარზე. დათაზე კი ფიქრობდა. ეს ის სიყვარული იყო მის გარშემო ყველა რომ ამბობდა? და ანკა შეარყია და შეაქანა. ის სიმპტომები ჰქონდა, რაც წაიკითხა. დათასთან ერთად როცა არის გულისცემა უათასმაგდება, ფეხების კანკალი ეწყება, ფერები ეცვლება სახეზე და მეტყველების უნარსაც კარგავს. ძილის წინ, გაღვიძებისას, ჭამისას, მეცადინეობისას, გართობისას ყველგან დათას სახე უდგას. არადა, რა ცოტახანია ამ ბიჭს იცნობს. ყოველთვის ეგონა, რომ ვისაც შეიყვარებდა აუცილებლად, როცა კარგად გაიცნობდა მაშინ მიიღებდა მეორე ნახევრად, მაშინ ეტყოდა სიტყვა „მიყვარხარ“-ს, მაგრამ ძალიან შეცდა. სიყვარულმა არც დრო იცის, არც ადგილი და არც სხვა გრძნობებს აღიარებს. სიყვარული თუ მოდის ყველა სხვა დანარჩენი გრძნობა ძირს ეცემა. სიყვარული ხომ მეფეა და მეფეს ყველა ემონება. რჩეულთა ხვედრია, რომელსაც დაფასება სჭირდება.. მეცადინეობას რომ მორჩა, ტელევიზორი ჩართო და მშვიდად უყურებდა საყვარელ მელოდრამას, როცა გივიმ დაურეკა ტელეფონზე: -მამი, ჩაიცვი და 10 წუთში დაგირეკავ ჩამოდი რა. ნინოც ჩემთან ერთადაა.-უთხრა გივიმ. სესილიამაც ისე გაუთიშა ტელეფონი, რომ არც უკითხავს სად მიდიოდა. უბრალოდ და სადაც გამოეწყო. გივის ძალიან უყვარდა ცოლ-შვილისთვის სურპრიზების მოწყობა. ხან კინოში წაიყვანდა ოჯახს, ხან გასართობ ცენტრში, ხან ქალაქგარეთ სავახშმოდ ან საპიკნიკოდ. სესილია ჩავიდა თუ არა მანქანაში ჩახტა და დაიწყო ქუჩების თვალიერება. განსაკუთრებით უყვარდა განათებული თბილისის ქუჩების ყურება. მხოლოდ მაშინ გამოერკვა სიამოვნებიდან, როცა დაინახა როგორ შეუხვია მანქანამ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ავტოსადგომზე და ცივმა ოფლმა დაასხა. „საღამოს მოხვალ ვიცი“-დათას სიტყვები ჩაესმა სესილიას. -სად მოვედით?-იკითხა აღელვებულმა. -დავითი არ უნდა ვნახოთ დედიკო?ვიფიქრეთ, რადგან დღეს სულ სახლში იყავი და არ გასულხარ გარეთ ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი. ხომ იცი არა? როგორი ახლობელი ოჯახია ჩვენთვის და გივისთვის ნუგზარი რამდენს ნიშნავს,-უთხრა ნინომ და მანქანიდან გადმოვიდა. სესილია მიდიოდა და უკან რჩებოდა ფეხები. დერეფანში ნაცნობი სხეულები დალანდა და ეცადა, დაძაბულობა არ შეემჩნია. -აუ, სესო! რა მაგარი გოგო ხარ, ტო..! როგორ გამიხარდა, რომ მოხვედი! -ჩაეხუტა ირაკლი სესილიას. -დათუჩ, ნახე ვინ მოვიდა შენ სანახავად!-გააღო პალატის კარი და დაუძახა ირაკლიმ ძმას. პალატაში ჯერ უფროსი ანდრონიკაშვილი შევიდა, შემდეგ ნინო და ბოლოს სესილია, რომელიც დედის ზურგს იყო ამოფარებული. -დავით, ეს რა დაგმართნია!-უთხრა გივიმ და მისკენ გაემართა. ამ დროს დათამ თვალი მოჰკრა ნინოს ზურგს უკან აკანკალებულ სესილიას და გაეღიმა. გაეღიმა მის გულსაც.. როგორ სჭირდებოდა, ჰაერივით სჭირდებოდა ამ გოგოს ნახვა. -აბა! უყურადღებო ვარ!-თქვა და გაუღიმა გივის. -არ უნდა დაგველია ის კონიაკი რა.!-დანანებით თქვა გივიმ. -ერთი წამითაც არ იფიქროთ გივი, რომ თქვენმა კონიაკმა გამთიშა. უბრალოდ, თქვენგან რომ გავედი ერთი ადამიანი შემხვდა და მასთან შეხვედრამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩაფიქრებულმა, ვერც კი დავინახე სად გადავედი. ეს იყო და ეს,-თქვა მშვიდად დათამ.-ახლა, მძღოლი იყო მოსული, რომელმაც გამიტანა,-გაეცინა დათას და თავში უცებ ტკივილი იგრძნო. -მერე? -არაფერი, ერთი საბრალო კაცია. მას როგორ ვუჩივლო? ჩემი დანაშაული იყო. მანქანას გავუკეთებ და ვსო. აქეთ მივაქცევ ყურადღებას. ისე ინერვიულა, სულ არ მიღირდა ამ კაცის ამდენი ჭაღარა რა..! -ყველაფერი კარგად იქნება დათა. გამოჯანმრთელებას გისურვებ,-უთხრა ნინომ და შემდეგ ქმარს მიმართა,-გივი, წამოდი. ნახვის საათები იწურება და სესილიამაც მოიკითხოს მეგობარი, თორემ როგორ ინერვიულა კი იცი.-ოღონ ეს არ გექნა დედა და არ გეთქვა! დაცხა სესილიას, როდესაც ოთახიდან მისი მშობლები გავიდნენ. გახედა დათას, რომელსაც კმაყოფილებისგან სახე გაბადრვროდა. -რა გაცინებს?! არ ვიცოდი აქ თუ მოდიოდნენ!-თქვა სესილიამ. -ხომ გითხარი მოხვალთქო, არა?-უთხრა დათამ სესილიას.-ესეიგი, ინერვიულე ჰო? -ლოგიკურია დათა! ნებისმიერ ადამიანზე ვინერვიულებ, ვისაც ესეთი შემთხვევა მოუვა!-ჩქარა უპასუხა სესილიამ. -შენც და მეც ძალიან კარგად ვიცით, რომ მე ნებისმიერი არ ვარ,-მშიდად უთხრა დათამ,-და ისე, ქალბატონო რომ იცოდეთ! თქვენი ბრალია მე რომ დღეს აქ ვარ..! -ჩემი?-თვალები კინაღამ გადმოუცვივდა სესილიას გაოცებისგან,-მე რა შუაში ვარ? მე დაგეჯახე? -კი, შენ დამეჯახე! -შენ მგონი სერიოზული შერყევა გაქვს ტვინის,-აღშფოთებულმა უპასუხა სესილიამ. -არა, ტვინის შერყევა არ მაქვს. იცი, როდის დამეჯახე? აი, მაშინ მანქანაში რომ ჩამიხტი, სხვაში რომ შეგეშალე და მაგის მერე კი დავდივარ „შენით დაჯახებული“,-გაუღიმა დათას სესილიამ. -მგონი მანქანის დაჯახებამ შენზე ცუდად იმოქმედა. რაღაც ზედმეტად ალაპარაკებული ხარ და ჯობია, მე წავიდე. გამოჯანმრთელებას გისურვებ,-თქვა საჩქაროდ სესილიამ და კარებისაკენ წავიდა. -სესო, როგორც კი ავდგები და გამომწერენ მე და შენ სერიოზული საქმე გვაქვს.. ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი.. -მე და შენ?-ჰკითხა სესილიამ. -კი, მე და შენ. კარგად დაიმახსოვრე, როგორც კი ავდგები ბევრი რამ კი არა, ყველაფერი შეიცვლება. ახლა კი, ნახვის საათები ამოიწურა და კარგად იყავი, პატარავ!-უთხრა დათამ და მარჯვენა ტუჩის კუთხე ჩატეხა. სესილიამ გახედა და გამწარებულმა გამოგლიჯა პალატის კარი. გასულს მილიონი თვალი შეეგება, სადაც პლუს ოჯერ 32 კბილი უყურებდა. ყურებამდე გაღიმებული ანკა და ირაკლი უკვე ხვდებოდნენ რაღაცას, რაც ერთმანეთისთვის არ უთქვამთ, მაგრამ ხვდებოდნენ იმას, რომ ირაკლის ჯობდა სესილისთან დამოკიდებულება დაუყონებლივ შეეცვალა და გადაეფიქრებინა მისი „შვილება“, რადგან დიდი ალბათობით, მისი „ჩარძალება“ მოუწევდა.. ხან როგორ ცდილობდა ანკა სესილიასთან დალაპარაკებას, ხან როგორ. სესილია კიდევ თავს არიდებდა და როგორც კი ასო „დ“-ს ახსენებდა ანკა, მაშინვე თემას გადაუტანდა,ან რამეს მოიმიზეზებდა. არადა, ანკა ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ სესილია გულგრილი არ იყო დათას მიმართ. ეს ჯერ კიდევ მაშინ შეატყო, როცა უგონო სესილია დათამ სახლში შეიყვანა. დათა ისეთი თვალებით უყურებდა სესილიას და სესილიაც გაღვიძებისთანავე დათას ეძებდა თვალებით, რომ მაშინვე რაღაცა იეჭვა ანკამ. ბოლოს კი გივის დაბადების დღეზე დარწმუნდა, რომ რაღაც ვერ იყო და მის გასაკვირად, ირაკლის არაფერი უთხრა. არადა, როგორ უნდოდა ეთქვა საყვარელი ადამიანისთვის მათთვის ორი ძვირფასი ადამიანის შესახებ. იქნებ, ირაკლის ხელი უფრო მეტად შეეწყო ძმისთვის და სესილიასთვის. მაგრამ ანკამ გაჩუმება ამჯობინა. ჯერ გადაწყვიტა სესილიასგან მოესმინა ყველაფერი. იმ დღის მერე სესილია დათას სანახავად არ მისულა. სულ რაღაც 5 დღე იყო დათა საავადმყოფოში, მაგრამ ამ 5 დღის განმავლობაში მხოლოდ ნინოსგან თუ იგებდა მის მდგომარეობას. არადა, ძალიან აინტერესებდა, მაგრამ არ მიდიოდა. ან უბრალოდ ვერ მიდიოდა.. მასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. პირველად დაატყდა თავს ასეთი ძლიერი გრძნობა, ემოციები და გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებოდა. უბრალოდ, სესილიას თვალები ამბობდა ყველაფერს. აციმციმებული იყო და რაღაც, საოცრად შეცვლილი. აკვირდებოდა მის თვალებს და ხედავდა როგორ კიაფობდა ნაპერწკალი. ესეც იცოდა.. წაკითხული ჰქონდა, რომ სიყვარულის სიმპტომი იყო.. -გოგო, დღეს დათას გამოწერენ! რა მაგარია არა?!-ახარა ანკამ ახალი ამბავი. -კი, ძალიან. ხო კარგად გრძნობს თავს?-ჰკითხა გახარებულმა, მაგრამ არ შეიმჩნია გულის აფართხალება. -კი, უკეთესად არის. ძლივს გააჩერეს საავადმყოფოში რა. ადგომა მინდა ადგომაო. არადა, ტვინის შერყევა აქვს და მსუბუქი დაჟეჟილობა და მაგის ადგომა იქნებოდა ახლა?!-თქვა აღშფოთებულმა ანკამ და ყავა მოსვა. -არ ჯობია გამოჯანმრთელდეს და ისე გამოწერონ? -კი, როგორ არ ჯობია, მაგრამ ესმის ვინმესი?-შეიცხადა ანკამ, -სესო, არ წამოხვალ დავხვდეთ. ბუშტებით მოვურთოთ სახლი? -არა, გაკვეთილი მაქვს, თორემ დიდი სიამოვნებით,-მაშინვე უარი უთხრა სესილიამ ანკას. -ვაიმე, როდის ვეღირსები შენი გამოცდების ჩაბარებას რა!-თქვა ანკამ და ადგა,-კაი, წავედი მე მაშინ და თუ გადაიფიქრე შემეხმიანე.-როგორც კი გააცილა ანკა მისაღებში დაჯდა ტელეფიზორთან. უყურებდა და თან არ უყურებდა. ფიქრობდა დათაზე და მის სიტყვებზე.“ბევრი რამ შეიცვლება“- ეს დღეებია სულ ეს სიტყვები ურტრიალებს თავში. ძალიან ეშინოდა მომავლის. რა იქნებოდა, რა მოხდებოდა. ფაქტია, დათასადმი გრძნობებს ვერაფერს უხერხებს, მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შეიძლება. ისიც კი აწუხებს, რომ ანკას არაფერს უყვება. მაგრამ რა უნდა მოუყვეს? რეალურად თვითონაც არ იცის რა ხდება! რომ იცოდეს კიდე ჰო, მაგრამ რა უნდა უთხრას დათამ შუბლზე მაკოცაო? ჰოდა, ამიტომ არის ჩუმად წყნარად და სანამ შეუძლია არიდებს თავს ჯანხოთელს. რა მაინც და მაინც დღეს მოუნდათ მის მშობლებს კახეთში წასვლა. წაჰყოლოდა მაინც თვითონ ხომ არ იქნებოდა მარტო და მოიწყენდა? რაღა იმეცადინოს, სამეცადინოც ამოწურა უკვე. წიგნებიც გადაკითხული აქვს. იქნებ, მართლაც გაჰყვეს ანკას და დაეხმაროს დათასთვის სურპრიზის მოწყობაში?არა, ძალიან ცუდი აზრია. ამიტომ, მოუწევს ტელევიზორთან ჩაჯდომა და ათასი გადაცემის თუ პროგრამის ყურება. საღამო ისე მოვიდა ვერც გაიგო. ოჯახის წევრები ჯერ არც წამოსულან. სავარაუდოდ, მარტოც მოუწევდა ღამით ყოფნა. „ნეტა, გამოწერეს? ხო არ დავურეკო ანკას და ვკითხო?“-გაიფიქრა სესილიამ და მაშინვე ტელეფონს ხელი დაავლო, აკრიფა ანკას ნომერი და დაელოდა ზარის გასვლას. -ხო, სესოო..-უპასუხა ანკამ. -რას შვები ანკ? -რავი, გოგო არაფერს ჯანხოთელებში ვარ და ვართობ ჩემს უჟმურ მაზლს, შენ რას შვები? -არაფერს, სახლში ვარ. ნინო და გივი მგონი დღეს არ ჩამოდიან და არ გინდა დარჩე? -აუ, გოგო თუ მარტო ხარ მიდი რა გამო..-გაიწელა ანკა ტელეფონში. -კაი, მეზარება ამ ღამით სიარული და რომ გამოხვალ მაქედან მოდი, კაი? -კაი, ჰო.!-უპასუხა ანკამ და ტელეფონი გაუთიშა. ესეც ასე! გაიგო, რომ დათა სახლშია და ანკაც მოვა მასთან. კარგია, დამლაპარაკებელი ეყოლება, ღამით მარტო არ იქნება და რამე კარგ ფილმსაც ჩაუჯდებიან გოგოები. მაშინვე მაღაზიაში ჩაირბინა და იყიდა ბატი-ბუტები, შოკოლადები და პარკებით დახუნძლული სახლში ამოვიდა. ერთი სული ჰქონდა ანკა ამოსულიყო და მოეყოლა რა ხდებოდა დათასთან სახლში. რამდენიმე საათი ისე გავიდა ანკა არ გამოჩენილა. -სად ხარ? -ვაიმე, ჩემო პაწკუწუნა გეშინია?-გაეტყლარჭა ტელეფონში ანკა. -არა, მაგრამ იქნებ მალე მოხვიდე რა..-შეევედრა სესილია. -ჰო, აი მალე გამოვალ შენ თავს ვფიცავარ ერთ საათში ვიქნები,-უპასუხა ანკამ. სესილიამ გადაწყვიტა ყველაფერი, რაც იყიდა მოეთავსებინა თეფშებზე, პლედებიც მოიმარჯვა და მისაღებ ოთახში დააწყო ყველაფერი. კარზე დარეკეს და შეცბა სესილია. არადა, ცოტა ხნის წინ ელაპარაკა ანკას და სულ არ ელოდა მის გამოჩენას. გახარებულმა კარი სწრაფად გააღო და ზღურბლზე არც მეტი, არც ნაკლები ყავარჯნით ხელში დათა ჯანხოთელი შერჩა. -აქ უნდა ვიდგეთ?-მშვიდად ჰკითხა დათამ. -უი, არა.. შემო..-დაბნეულმა უპასუხა და დათა შეატარა სახლში. დათაც ძლივ-ძლივობით შევიდა მისაღებში და სავარძელში ჩამოჯდა. -მარტო ანკას ელოდები თუ მთელ სამეგობროს? -მარტო ანკას..-მოკლედ უპასუხა სესილიამ და მის წინ ჩამოჯდა. -ამდენის ჭამას თუ აპირებთ, არამგონია თქვენი საოცნებო კაბები ჩაგეტიოთ,-ირონიულად უთხრა დათამ და შოკოლადის ნატეხი აიღო. -დათა..-დაიწყო სესილიამ, მაგრამ დათამ გააწყვეტინა. -არ იციან აქ რომ ვარ და ვაფშე არ იციან გარეთ რომ გამოვედი. ისე ერთობოდნენ ვერც კი შემამაჩნიეს, მოვედი ტაქსით, რომელიც ქვემოთ მელოდება. რატომ მოვედი და იმიტომ, რომ შენი ნახვა მინდოდა. -და როგორ ხარ?-ჰკითხა დაბნეულმა სესილიამ, იმდენად ყველაფერს უპასუხა დათამ ამ კითხვის გარდა. დათას ჩაეცინა და მშვიდი ხმით უპასუხა: -ზოგადად კარგად, მაგრამ ეხლა ისე კარგად ვარ ადამიანი რომ ვერ ინატრებს! -ძალიან კარგი. ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ?-უთხრა სესილიამ და წამოდგა. -აქ ყავის ან ჩაის დასალევად არ მოვსულვარ..-უთხრა დათამ და თვალებით ანიშნა დაჯექიო. სესილიაც უხმოდ დაჯდა და დათას შეხედა. როგორ მონატრებია დათას შავი თვალები! მაგრამ, რაღაცა სხვანაირი იყო დათას თვალები.. უფრო შავი, უძიროდ შავი და აციმციმებული! ძალიან გავდა სესილიას თვალებს.. შეცბა მისი თვალების ყურებისას, როცა იგივე დაინახა, რაც თავის საკუთარ თვალებში. გულის სიღრმეში გაუხარდა, მაგრამ სად ჰქონდა ახლა გული?! თვითონაც არ იცოდა..! -რა ქენი გამოუტყდი უკვე შენს თავს?-ფიქრებიდან დათას მშვიდმა ხმამ გამოიყვანა. -რა?ვერ გავიგე..-უარესად დაიბნა გოგონა. -კარგი, მოდი სხვანაირად დავილაპარაკოთ,-უთხრა დათამ და სავარძლის სახელურებს დაეყრდნო. თვითონაც ძალიან უჭირდა ამ საკითხზე ლაპარაკი.. მისთვის პირველი გოგო არ იყო სესილია, მაგრამ იყო პირველი ვინც ჭეშმარიტად უყვარდა. უბრალოდ, ძალიან დიდიხანია ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა.. არ აუხსნია ვინმესთვის რამე.. წლებია დათასთვის მხოლოდ მეგობრების მოგონება იყო მთავარი.. ახლა, კი პატარა ბავშვს, რომელმაც სულ აურია მისი ცხოვრება უნდა დაუჯდეს და აუხსნას მისდამი გრძნობებზე! -სესო, იმედია „პედოფილად“ არ შემრაცხავ ხო?-დაიწყო დათამ. -რა შუაშია ეგ?-გაიკვირვა სესილიამ. -ეს უბრალოდ იუმორნარევი წინადადება იყო, რომ განმეტვირთე. ძალიან დაძაბული ზიხარ. -დათა! როგორ ფიქრობ დაძაბული არ ვიქნები? ვერ გავიგე აქ რას აკეთებ, შენი მდგომარეობაც მაწუხებს, როგორც ვიცი წოლითი რეჟიმი გაქვს. შენ კიდევ რამდენიმე საათის გამოწერილი მოდიხარ ჩემთან და რაღაცა პედოფილიაზე მელაპარაკები! ეს როგორ ფიქრობ ნორმალურია?-აღშფოთდა სესილია. დათას გაეღიმა და თავი გააქნია,-აი, კიდევ! გეცინება კიდეც ხო? მეთამაშები თუ რას შვები? -მომისმინე..! ჩემი და შენი გაცნობა თამაში არასოდეს ყოფილა, არც ურთიერთობა და არც იქნება არასდროს.. შენ უფრო რეალური ხარ ჩემთვის, ვიდრე ის გამოგონილი თამაშები, რითაც მე ბავშვობაში ვირთობდი თავს ან დღეს შენ ირთობ. შენი გაცნობა და ჩემში გადატრიალება ერთი იყო.. გეცოდინება ალბათ წლების წინ მეგობრები დავკარგე. წესით, მეც მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. ყოველი დღე მეზიზღებოდა იმის გამო, რომ მეც არ გარდავიცვალე და იმ დღეს არ გავყევი. ყველა გათენებული დილა იწყებოდა იმის ფიქრებში, რომ მე ვიყავი დამნაშავე და ჩემი ბრალი იყო დღეს მეგობრები, რომ არ მყავს გვერდზე. თვალის დახუჭვა და თითოეული მათგანი ჩემს გვერდზე იყო. ყოველთვის ვგრძნობდი მათ სიახლოვეს. ყველა ადამიანს ჰყავს მფარველი ანგელოზი, მე კიდევ ბევრი ანგელოზი მყავს.. ყოველ დღე ვხედავდი მათ, ყოველ დღე! დღე არ გავიდოდა მათი სევდიანი სახე არ დამენახა და ვერ ვხვდებოდი რას განიცდიდნენ ასეთს და მინდოდა მათთან წავსულიყავი, მაგრამ შენმა გამოჩენამ ჩემში სიცოცხლის სურვილი გააჩინა. შენი გაცნობა და ჩემი ბიჭების გაღიმებული სახეები ერთი იყო. იმ დღის მერე მე ისინი აღარ მინახავს. არც მაშინ როცა უბრალოდ თვალს ვხუჭავ, არც მაშინ როცა მძინავს და არც მაშინ როდესაც უბრალოდ ჰორიზონტს ვუყურებ. მათი ადგილი უკვე სხვას უჭირავს. მე არ დაგიწყებ შენ ტრადიციულ ლაპარაკებს, რასაც დღევანდელი ბიჭები აკეთებენ. უბრალოდ, მინდოდა ჩემი დამოკიდებულება შენდამი გცოდნოდა და ისიც მინდა იცოდე, სიჩქარე არ მიყვარს! შენ შენი თავი უნდა იპოვო ჯერ და შემდეგ სხვა დანარჩენს მიხედო,-მშვიდად უთხრა დათამ და ამოისუნთქა. რა მაგარი ყოფილა გულიდან ამოგლეჯვა სათქმელის! ამოისუნთქა და სუნთქვას ამოაყოლა ყველა ის სიყვარულის პატარა ბაქტერია, რაც სესილიათი იყო გაჟღენთილი. სესილია? სესილი უბრალოდ უყურებდა დათას გაშტერებული და ხმას ვერ იღებდა. ხომ არ იცოდა გული სად ჰქონდა? ახლა, ისიც კი არ იცოდა გული ჰქონდა თუ არა. ისეთ დონეზე ჰქონდა აჩქარებული გული რომ ხმას ვერ იღებდა. ან რა უნდა ეთქვა? კი, ჰქონდა ბევრი სათქმელი, მაგრამ როგორ ეთქვა არ იცოდა. -დათა, მე.. მე.. ძალიან მოულოდნელი იყო.. მე არვიცი..-დაიწყო ბლუყუნი სესილიამ. -ჩუ, სესო. მე შენ არაფერს გავალდებულებ,მაგრამ მინდა იცოდე რომ იმას, რასაც ვარქმევ „ჩემს“ ჩემია და მორჩა,-აღელვებული ხმით უთხრა სესილიას დათამ. დაბნეულობისგან სესილიამ აღარ იცოდა რა ეთქვა და უცებ წამოროშა: -საფერფლე მოგიტანო? -კი,-უპასუხა დათამ და გაეცინა სესილიას ბავშვურ საქციელზე. რაზე ელაპარაკებოდა და რა უთხრა გოგომ. არ იყო პატარა ბიჭი, მაგრამ არც იმ ასაკის იყო რომ ოჯახზე ეფიქრა. თან მით უმეტეს მისი ერთადერთი სიყვარულის ვარსკვლავი სესილია იყო. გოგონასთვის ჯერ საკმაოდ ადრე იყო დაოჯახება. დათასთვის საამაყო არის ქალი, რომელიც გვერდზე უდგას და ნებისმიერ თემაზე დალეპარაკები. ზუსტად, ამიტომ არ უნდოდა ხელი შეეშალა სესილიას განათლებისთვის. ერთი ფიქრი კი იმასაც ფიქრობდა, რომ არ ეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ როდემდე მოეთმინდა? გული ამოგლეჯვას ჰქონდა! სესილია უხმოდ გავიდა და უხმოდ დაბრუნდა ოთახში საფერფლით ხელში და წინ დაუდო დათას მაგიდაზე. -სესო, ჩემი იმედი გქონდეს ..-უთხრა დათამ სესილიას. -მაქვს შენი იმედი და სულ მქონდა.. იმ დღის მერე..-ალაპარაკდა სესილია და დათა სმენად იქცა,-რომ გადამარჩინე ჰო, მაგრამ აი, ბავშვებს რომ არ უთხარი რეალურად რაც მოხდა მაგის მერე მაქვს შენი იმედი და მადლიერი ვარ.. მე.. მე უბრალოდ კარგად ვგრძნობ შენს გვერდზე თავს.. ცოტა, კი მეშინია შენი გამოხედვის, მაგრამ მაინც კარგად, დაცულად ვგრძნობ თავს.. -დათას ეღიმებოდა და ხვდებოდა ეს რისი ნიშანი იყო,-მე.. უბრალოდ.. ახლა ამის დრო არ არის. ხომ გესმის, არა? წინ გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი .. -ვიცი, პატარავ. შენ როგორ ფიქრობ მე ხელს შეგიშლი? ძალიან ცდები.. ამ დროის განმავლობაში ასე კარგად როგორ ვერ გამიცანი.. მინდა, რომ შენი ყველა მიზანი განახორციელო და პირველ რიგში შენი ოჯახი გაახარო.. მეც ვიამაყებ შენით. -მადლობა, დიდი მადლობა.. ჩემი რომ გესმის..-უთხრა სესილიამ და გაუღიმა. მისი ერთი ღიმილი და დათა დამდნარი იყო სანთელივით -ერთს გთხოვ, ან მოგთხოვ ან არ ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი. შენამდე მომიშვი,-უთხრა დათამ. რამდენიმე წამის მერე სესილიამ გაუღიმა, რაც მისგან თანხმობას ნიშნავდა. დიდხანს უყურებდნენ ალბათ ერთმანეთს, რომ არა კარებზე ზარი.დათასგან განსხვავებით სესილია შეცბა და ჯერ კარისაკენ გაიხედა, შემდეგ კი დათასკენ, რომელიც ოდანავადაც კი არ შერხეულა. კარი გააღო სესილიამ და სახლში ირაკლი შემოვიდა, რომელსაც ანკა ეჯდა ზურგზე. გაქუსლე ჩემო მხედაროს ძახილით მისარებ ოთახში შეცვივდა წყვილი და უცებ, სასწაულმა სიჩუმემ დაისადგურა. სესილია დამნაშავესავით შევიდა ოთახში და წყვილის გაოცებულ სახეებს შეხედა. -ბიჭო, კიდევ კაი მოხვედი რა. გელოდები ამდენიხანია.. სახლში ხო მოდიხარ?-უთხრა დათამ გაოცებულ ირაკლის. -კი, მოვდივარ.-უპასუხა ირაკლიმ. -ჰოდა, მომე რა ხელი, თორე მოვკვდი ამ ყავარჯენზე დაყრდნობით,-უთხრა დათამ და ხელი გაუწოდა ირაკლის.ანკა და სესილია კარებისაკენ გაემართნენ, რომ გაეცილებინათ ბიჭები. სადარბაზოში გასულებმა დათამ გოგონებს დაუძახა: -ძალიან გთხოვთ, მშვიდი ძილი მინდა და ბევრს ნუ ილაპარაკებთ, თორემ ყურები ამეწვება. კარი დაკეტა თუ არა ხელებგადაჯვარედინებული ანკა დააფიქსირა, რომელიც წარბაწეული უყურებდა მეგობარს. სხვა გზა არ ჰქონდა შევიდა მისაღებში და ანკას ყველაფერს მოუყვა. ძალიან სასაცილო სანახავი იყო ანკა. ფერები და ემოციები ერთმანეთში ენაცვლებოდა. როგორც კი მოყოლა დაამთავრდა სესილიამ გახარებულმა უთხრა: -აუ, აი ხო ვამბობდი რა! გივიკოს დაბადების დღეზე კინაღამ მიმასიკვდილე და ეს ნახე რა „ფარულ ვნებებში“ ყოფილა! -ანკა, რანაირი შედარებებით ხარ!-გაეცინა სესილიას. -უძალიანეს უკარგესი!-აღტაცებით თქვა ანკამ,-სუპერ მაზლიკო მყავს რა.. ხო, ვამბობდი ამასაც! პელე ბიჭია, პელე! და მერე როგორ გაგრძელდა ყველაფერი?! შავი თვალებით ნათქვამი სათქმელი.. მორცხვი გამოხედვები.. სიყვარულის ღიმილები.. თვალებში ანთებული ვნებები.. და უბრალოდ, სიყვარულთან ბრძოლა. ბრძოლა რატომ? იმიტომ, რომ დათა ვერასოდეს ვერ გადაუდგებოდა სესილიას წინ. არასოდეს არ ათქმევინებდა ოცნებებსა და მიზნებზე უარს. იცით რას იზამდა? უბრალოდ, ხელს შეუწყობდა ამ ყველაფრის განხორციელებაში. იმდენად მწარედ ახსოვს თავისი აბიტურიენტობის პერიოდი, რომ არ უნდა სესილიამ იმისი მეოთხედიც რომ განიცადოს საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო პათოლოგურად ეჭვიანი, იყო საოცრად გაწონასწორებული მაინც აგიჟებდა ის ფაქტი, რომ სესილია ვიღაც ჯგუფელ ბიჭს გაუღიმებდა. ან უბრალოდ სოციალურ ქსელში ნახავდა სურათს, სადაც ერთი ბიჭი მაინც ფიგურირებდა. არ უნდოდა სესილიასთვის ბავშვობის წლები წაერთმია, არ უნდოდა მოეწყვიტა იმ ლამაზ რეალობას, რასაც ბავშვობა ჰქვია. თავის სატკივარი მერეც ეყოფოდა. მაგრამ დათა ამას არ დაუშვებდა! არასოდეს, არასოდეს არ მისცემდა სესილიას ნერვიულობის უფლებას.. ნუ, რავიცი.. დათა კი ასე ფიქრობდა, მაგრამ რამდენად მოხდებოდა ეს ყველაფერი არვიცი და არც თვითონ იცის. ცხოვრება ხომ სიურპრიზებით აღსავსეა და ადამიანს როდის აგიშლის ნერვებს და როდის გაგანებივრებს არავინ იცის.. იჯდა სახლში დათა წოლითი რეჟიმის გამო და შორიდან უყურებდა სესილიას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე ისე გავიდა არ ენახა მისი ბავშვური სახე და ხმაც არ გაეგონა, ირაკლისგან და ანკასგან იგებდა სესილიას რას აკეთებდა, როგორ იყო. იმ დღეს გივი ესტუმრა, სესილიას მამა. ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ სესილიამ მოკითხვა დამაბარა შენთანო, მაგრამ ამავდროულად გულში რაღაცა ჩაწყდა. „ნეტა, მოსულიყო“-ო.. მაგრამ ისე გავიდა კიდევ რამდენიმე დღე სესილია არ გამოჩენილა და არც ანკასგან და არც ირაკლისგან არ გაუგია არაფერი. სახლშია ან გაკვეთილებზეო, წესიერად ვერც ველაპარაკებიო პასუხობდა ანკა. დათასაც რა ექნა, სესილიას სურათებს მისჩერებოდა და მალე გამოჯანმრთელების იმედად იყო. საოცარმა თავის ტკივილმა გააღვიძა. თითქოს, თავში ურტყამდნენ ჩაქუჩს და ეს უნამუსოები არაფრით არ ჩერდებოდნენ. უცებ, მისაღებიდან წკრიალა ხმა შემოესმა და გულმაც გამალებით დაუწყო ძგერა. ეგონა, რომ ელანდებოდა. მაშინვე ფრთხილად წამოდგა ფეხზე და კარებისაკენ წავიდა. ნელა გამოაღო კარი და დიდი ჰოლი გაიარა. მისაღებთან ოდნავ გაჩერდა და დარწმუნდა, რომ ეს ხმა ნამდვილად სესილიასი იყო გულიც იმ წუთასვე გაუჩერდა.. ამდენი დღის ნანატრი ადამიანი იყო მასთან სახლში და სულ რამდენიმე წამში მას რეალობად აღიქვამდა. შეიხედა კარებში და დაინახა დედამისი და სესილია, რომლებიც საუბრობდნენ და თან ჩაის მიირთმევდნენ. სესილიას დათას დანახვისას მაშინვე პირთან მიტანილი ფინჯანი გაუჩერდა და გაუღიმა გაშეშებულ ბიჭს. -დათა, დედი.. რატომ ადექი ფეხზე?- მაშინვე ფეხზე წამოიჭრა ეკა და შვილთან მივიდა. დათა მას დაეყრდნო და ნელი სვლით წამოვიდაა სავარძლისკენ. სესილიას გვერდზე დაჯდა და იგრძნო ჟრუანტელი, რომელიც მასთან სიახლოვემ გამოიწვია,-დათა, დედი. სესილია გელოდებოდა როდის გაიღვიძებდი. ამდენი ხანია არ გიძინია ამდენი საათი და ახლა რა დაგემართა?-სიცილით უთხრა ეკამ,-ჩაის დალევ? -ყავა რა, ეკუშ..-შეევედრა დათა დედამის. -არ არსებობს! ყავა აკრძალულია შენთვის..! და სესილიაც არ გიშველის არც გაბედო და თხოვო!-უთხრა ეკამ და გადახედა სესილიას. -კი, ეკა დეიდა. ჯობს ჩაი დალიოს. ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები..-უთხრა სესილიამ ეკას და გაუღიმა. -ვაიმე, ამ ბავშვს ეს დეიდა ხომ ვერ მოვაშლევინე რა..!-თქვა ეკამ სიცილით და წამოდგა. სამზარეულოში გავიდა ჩაის დასაყენებლად. სამარისებური სიჩუმე დადგა.. აი, რომ იტყვიან ბუზის გაფრენის ხმაც არ ისმოდაო. დათა სესილიას უყურებდა, სესილია-იატაკს. მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა გოგონამ და მასზე მიშტერებულ ბიჭს გახედა. -როგორ ხარ? -დამიჯერებ? შენ რომ ხარ ძალიან კარგად..-მშვიდად უთხრა დათამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა, როგორც სჩვევია ხოლმე. -მაშინ სულ შენს გვერდით ვიქნები,-თავისი ჭკუით გაიხუმრა სესილიამ. დათას სახე გაებადრა. -თუ შენ გინდა მე ხომ იცი არ ვარ წინააღმდეგი. -ბოდიში რა.. -რისთვის მიხდი ბოდიშს?-დაფიქრდა დათა. -იმისთვის, რომ აქამდე ვერ მოგიკითხე. თუნდაც, ვერ დაგირეკე და საერთოდაც, რომ ვერ მოვედი.. ძალიან ბევრი სამეცადინო მქონდა. -კარგი რა, სესო.. რატომ მიხსნი? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? ძალიან მიხარია, აქ რომ დაგინახე. მაგრამ შეწუხებად ნამდვილად არ ღირდა.. ვიცი, შენი გრაფიკი..-უთხრა დათამ. ალტერ ეგომ კი ამოსძახა „ვაი, დათა! არადა, როგორ გაგიხარდა აქ რომ ზის და როგორ გაინტერესებს, რომ გიხსნის. როგორ გსიამოვნებს!“. ამ დროს ეკა შემოვიდა დათასთვის გამზადებული ჩაით და მაგიდაზე დაუდო ფინჯანი შვილს. -სესო, უთხარი ახალი ამბები?-ჰკითხა სესილიას გაღიმებულმა. -რა ამბები, დედა? -საატესტატო გამოცდები მომიხსნეს. კარგი მოსწავლე ხარო.. ოქროს მედალზე ვამთავრებ სკოლას,-დარცხვენილმა უპასუხა სესილიამ. ამის თქმა იყო და დათას სახეზე ფერებმა მონაცვლეობით დაიწყეს სირბილი. ძალიან გაუხარდა საყვარელი ადამიანის ეს მინიმალური წარმატება. სახუმარო ხომ არაა ამდენი გამოცდის ჩაბარება?! -მართლა? ყოჩაღ! მჯეროდა მე შენი.. ისეთი ყოჩაღი გოგო ხარ..!-უთხრა დათამ და მხარზე ხელი ჩამოუსვა გოგონას. ორივემ იგრძნო ის აჩქარებული პულსი და ჟრუანტელი,რაც განიცადეს, ორივე მოსწყდა რეალობას და ორივემ დაბნეულობისგან გაიღიმა.-და, მეორე რა ამბავია? -რა ამბავი?-თქვა სესილიამ. -ჰო თქვი ეკა, ამბებიო და მეორე რა ამბავია?-ჰკითხა დედამისს დათამ. -რა და დედიკო, გივი რომ იყო იმ დღეს მოსული რაღაცას ლაპარაკობდნენ გივი და ნუგზარი და ასეთი რაღაცა უთხრა გივიმ. ძალიან უნდა, რომ საზღვარგარეთ ისწავლოს სესილიამ, მაგრამ ამ შრომას წყალში ხომ არ ჩაუყრითო და იქნებ რომ ჩააბარებს და ერთი სემესტრისა თუ კურსის მერე ესპანეთში ისწავლოსო..-თქვა ეკამ და ჩაი მოსვა. აი, აქ იყო ნამდვილი ჟრუანტელი, რეალობისგან მოწყვეტა. სესილია ესპანეთში? სესილია მასთან ერთად? ეს იყო სრული შოკი! მაგრამ დათა, როგორც სერიოზული და რეალისტი მალე ჩამოფრინდა დედამიწაზე და უთხრა: -კაი, ეკუშ. ჩააბაროს ჯერ რა.. ასე, რატომ გეგმავთ მომავალს? ჰკითხეთ ჯერ უნდა სესილიას?-გამომცდელად შეხედა გოგონას, რომელიც აღელვებული უყურებდა ბიჭს. -კი, მეც მინდა..-თქვა სესილიამ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ,- თუმცა, მართალი ხარ.. ჯერ შორია ამის დაგეგმვა.. ეს უბრალოდ იდეის დონეზე არსებობს,-რაღაცით ძალიან ეწყინა დათას სიტყვები ასე რატომ გეგმავთ მომავალსო! ეს ის ბიჭი არ არის სესილიასთან რომ აქვს მომავალი დაგეგმილი?! -იქამდე ეროვნული გამოცდებია სესო..იქნებ, რომ ჩააბარებ უნივერსიტეტში ისე მოგეწონოს სულ არ მოგინდეს ბაკალავრის საზღვარგარეთ დამთავრება?!-ისევ გააგრძელა დათამ სესილიას ნერვებზე თამაში. -კი, მართალი ხარ. ეს გივის სურვილი და იდეაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მომავალს მე ვწყვეტ,-გაბრაზებული ტონით უთხრა სესილიამ -დარწმუნებული ხარ?-არანაკლებ გაბრაზდა დათა. მიხვდა, რომ თავის დაწყებულ თამაშში თვითონვე მოიშალა ნერვები. -კი, რა თქმა უნდა..! -და იქნებ, შეყვარებული გყავდეს და რას ეტყვი შენს მომავალთან დაკავშირებით?-არ ჩერებოდა დათა. -შეყვარებული, როგორც მეყოლება ისე აღარ მეყოლება თუ ის ჩემს გეგმებს შეეწინააღმდეგება!- მტკიცედ უპასუხა სესილიამ დათას და დაინახა როგორ აუთამაშდა ნერვი შუბლზე დათას. ეკა კი გაოცებული უყურებდა მოჩხუბარ ახალგაზრდებს. არა, დედის გულმა კი იეჭვა რაღაც, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს ფიქრები. კიდევ კარგი კარებზე ზარის ხმა გაისმა და ეკაც მაშინვე წამოხტა გავაღებ ვნახო ვინ არისო. გავიდა თუ არა ეკა დათა მაშინვე მხარში ეცა სესილიას. -ბევრს ხო არ ტლიკინებ შემთხვევით? -რა პრეტენზია გაქვს ვერ გავიგე?!- არ შეეპუა სესილია. -რა პრეტენზია მაქვს ძალიან კარგად უნდა ხვდებოდე. მგონი, ჩვენი ლაპარაკის მერე იმას მაინც უნდა მიმხდარიყავი, რომ რაღაც დოზით შენი ცხოვრება მეც მეხება! შენ შენი თანაკლასელი თუ თანატოლი ბიჭუკელა ხო არ გგონივარ?- ცივად უთხრა დათამ. ალბათ, მარტოები რომ ყოფილიყვნენ ყვირილს დაიწყებდა. -მგონი არ გაქვს უფლება პრეტენზიებს მიყენებდე ან „რაღაც დოზით“ ერეოდე ჩემს ცხოვრებაში, არა?-ცინიკურად უთხრა სესილიამ და თავისი თავის გაუკვირდა, რომ ასეთი ლაპარაკი შეძლო დათასთან. -სესილია! -სესოს აღარ მეძახი? -რატომ მიშლი ნერვებს?-დაღლილმა უპასუხა დათამ. მეტი ვეღარ მოასწრეს, როდესაც კარში ირაკლი, ანკა და კოტოშა გამოჩდნენ. დათამ მაშინვე ხელი გაუშვა და ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე, თუმცა რას გამოაპარებდა დათა ჯანხოთელი სხვებს, რომ ეს ღიმილი უბრალოდ მათ დასანახად იყო. -სესუკა! რძალიკო!- ყურში უჩურჩულა ირაკლიმ სესილიას და მაგრა ჩაეხუტა. სესილიასგან კი მუშტი მიიღო მხარში. -სესუ, ის ტიპი ვნახე..-დაიწყო კოტოშამ ლაპარაკი. სესილიას მაშინვე თეთრი ფერი დაედო სახეზე და კოტეს გაუბრიალა თვალები გაჩერდიო, მაგრამ კოტოშაც რა თქმა უნდა ვერ მიხვდა და ჩვეულებრივად განაგრძო: -ჰოდა, ვუთხარი რა მეთქი შეეშვი ბავშიათქო და ხო არ გეწყინა ბავშვად რომ მოგიხსენიე? -ვინ ტიპი? რა ხდება?-ჩაერთო დათა. ირაკლი, ანკა და სესილია მაშინვე დამუნჯდნენ. -რავი, ტო.. ერთი ტიპია რა აწუხებდა სესოს და ჩემი ჭკუით მეგონა, მოვუგვარე და იმას კიდე გუშინ დაურეკავს. დაგირეკა ჰო?-ჰკითხა სესილიას. -არა, საიდან მოიტანე?-გაიშტერა თავი სესილიამ. მაშინვე დათას შავი თვალები შეეჩეხა,-კი, დამირეკა. -აუ, ვინაა ეგ აუღებელი ციხესიმაგრე რა!-თავში შემოირტყა ხელი კოტოშამ. ირაკლი წამოდგა და გაიყვანა ოთახიდან კოტოშა. რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ. -რაო, მერე კოტოშ.. რა ებაზრე?-ჰკითხა დათამ ისევ. -არაფერი, პატარა ღლაპია რა.. ხო იცი ამათი „პაკალენია“.. გადაუვლის რა..-მაშინვე უპასუხა კოტოშამ და დათა მიხვდა, რომ ირაკლის ხელი ერია. ანკამ თემა გადაიტანა და დაიწყო ქორწილზე ლაპარაკი. ათას თემაზე ილაპარაკეს და უკვე რომ დაღამდა სახლებისკენ დაიშალდნენ. მეცადინეობდა სესილია, როდესაც ტელეფონმა დაურეკა. -სესო, ან მეტყვი ის ტიპი ვინაა ან წამებში დაგიდებ მაგის დოსიეს. მირჩევნია შენ მითხრა..-უთხრა მკაცრად დათამ. -კაი რა, დათა..-დაიწუწუნა სესილიამ. ეს იყო და ეს დათამ გაუთიშა ტელეფონი. რამდენიმე წუთში კი გადმოურეკა: -დიმა ვასაძე, 22 წლის, შავი ზღვის სტუდენტი, ცხოვრობს ქავთარაძეზე, ჰყავს და და ძმა. გავაგრძელო? -დათა! რა საქციელია ახლა ეს?-აღშფოთდა სესილია. -ხომ გითხარი მითხარითქო?გინდა გავაგრძელო?-ხმა გაბზარულმა უთხრა დათამ. -არა, არ გააგრძელო. მეც ძალიან კარგად ვიცნობ.. -ძალიან კარგი. ჩათვალე აღარ იცნობ..-უპასუხა დათამ და ტელეფონი დაუკიდა. სესილია ანერვიულდა. არა, კი სმენია დათას მძიმე ხასიათის შესახებ, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ ასაკით უფროსი დათა უფრო მეტად გაწონასწორებული იქნებოდა. დიმა ვასაძე მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო სესილიამ 1 წლის წინ. შემდეგ იმავე წრეში რამდენჯერმე ნახა და ამის მერე მართლაც, მოსვენება დაუკარგა სესილიას. ხშირად ურეკავდა, სთხოვდა ნახვას. სესილიაც, რა თქმა უნდა, უარს ეუბნებოდა. შემდეგ დაიწყო საჩუქრების ცვენა, გაცილებები, დახვედრები და სესილიაც იძულებული იყო, რომ შეხვედროდა და ყველაფერი ცივილიზებულად აეხსნა. საბედნიეროდ, დიმამ ყველაფერი შეიგნო, მაგრამ ერთი დალია და აეშალა ფიქრები. ისევ დაიწყო რეკვები და სიყვარულის ახსნები და ერთ-ერთ ასეთ ზარს კოტოშაც შეესწრო, რომელიც იმ ადგილას „შემთხვევით მოხვედრილთა“ სიაში ეწერებოდა. მერე გაიკითხა-გამოიკითხა და დიმა ვასაძესაც დაურეკა შეეშვიო, მერე შეხვდა და მოაგვარა. მაგრამ თბილისი ხომ ძალიან პატარაა და საერთო სანაცნობო წრეში რომ მოხვდა ისევ გაუგია, რომ სესილიას აწუხებდა და აღშფოთებულმა უთხრა დღეს სესილიას ამის შესახებ. მერე არაფერი.. ურეკავდა სესილიას. სესილიაც ხასიათის მიხედვით ხან პასუხობდა, ხან არა და ასე იყვნენ. მომდევნო კვირა არც დათა უნახავს და ულაპარაკია და დიმა ხო საერთოდ. ბიჭს საერთოდ აღარ დაურეკავს გოგონასთვის. გაკვეთილიდან გამოსული სესილია მისეირნობდა ჭავჭავაძეზე. მაისის თბილი დღე იყო, შემდეგი გაკვეთილი ერთი საათის მერე ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა გაესეირნა და ჭავჭავაძის „ვენდის“-ში შესულიყო ყავის დასალევად. შესულმა დიმა დაინახა, რომელმაც „ნივიჟუ“ ჩაურტყა და ისე გავიდა უკან არც მოუხედავს. გაკვირვებულმა აიღო შეკვეთა და დაჯდა უახლოეს მაგიდასთან, რომელიც შუშასთან იყო. ამოიღო გადასამეორებლად გაკვეთილი და ყავასთან ერთად შეუდგა მის კითხვას. უცებ, მის შუშიდან არეკლილი მზე ვიღაცამ დაუჩრდილა. აიხედა და სახე წაშლილი დიმა ვასაძე დაინახა. -უი, დიმ.. როგორ ხარ? მოდი, დაჯექი..-უთხრა გაღიმებულმა სესილიამ და მიუთითა სკამისკენ. -არა, სესილია. მადლობა.. ორი წუთის საქმე მაქვს..-აღელვებული მოეჩვენა დიმას ხმა. -რა ხდება?-დაიძაბა სესილიაც. -ბოდიში იმ დღეებისთვის, რომ შეგაწუხე. ჩემთვის მართლა ძვირფასი ადამიანი ხარ და უბრალოდ მივხვდი, რომ რადგანაც ჩემთან ერთად ვერ იქნები სხვასთან მინდა იყო ბედნიერი. მე ჯერ ჩამოუყალიბებელი ბიჭი ვარ. გაგაწვალებდი ძალიან.. მაგრამ იცოდე, რომ დიდ პატივს გცემ და მინდა ბედნიერება გისურვო.. -დიმ, რატომ მეუბნები ამას? რამე მოხდა?-ანერვიულდა სესილია. -არა, არაფერი.. კაი, წავედი.. გამიხარდა შენი ნახვა..-უთხრა დიმამ და სასწრაფოდ გაემართა გასასვლელისკენ სესილია კი გაოცებული დატოვა კაფეში. ისე მოვიდა გაკვეთილის დრო სესილიამ გადამეორებაც კი ვერ მოასწრო. სულ ფიქრობდა, დიმას სიტყვებზე.. როგორ შეიცვალა ბიჭი ასე ძალიან? რამდენიმე დღის წინ საუკუნო სიყვარულს ეფიცებოდა, ვარსკვლავების წვიმას უწყობდა, აუხდენელს უხდენდა და ახლა უცებ, დიმამ „გადაიყვარა“? იცი, რა მოხდა სესილია? დათა ჯანხოთელი მოხდა! მაშინვე გამოცოცხლდა სესილია, როცა მიხვდა დათას საქციელს. ძალიან გაბრაზდა, ერთი სული ჰქონდა გაკვეთილი მორჩენილიყო და დაერეკა დათასთვის. ძალიან მაგრად აპირებდა ჩხუბს, მაგრამ უცებ გადაიფიქრა.. რა სისულელეა, არა? დათამ ამითი რო დაუმტკიცა სიყვარული, მაგრამ სულელი სესილია ნამდვილად ასე ფიქრობდა. პატარა ბავშვებისთვის ხომ ესეც საკმარისია გმირი გამოხვიდე მის თვალში.. მიუხედავად იმისა, რომ სესილია ტიპურ ქართველ გოგოებს არ ჰგავდა მაინც იყო მასში,აი, ისეთი სადაც „ყველა კაცი ერთნაირია“ იქაც ყველა „ქალი ერთნაირია“-ს-ნაირი. ეს ბიჭი იყო სასწაული! ყოველთვის მოულოდნელად ჩნდებოდა და ყოველთვის იწვევდა სესილიას გაოცებას. საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდებოდა და დადებით ემოციებს ასხივებდა. სესილიას მომენატრე? აი, რაღაც სასწაული იყო! გულიდან ამოგლეჯილი სიტყვა, რომელმაც თითქოს თავისუფლება მოიპოვა და მოედო მთელ სხეულს, მთელ გულს და გონებაში კარგად ჩამოჯდა. ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის გულისცემას უსმენდნენ. არც ერთის იყო დამშვიდებული და არც მეორის აჩქარებული. ორივე სადღაც შუაში იყო გაჩხერილი და ვნების ქარცეცხლში ტრიალებდა. -არ გელოდებოდი.. არ მეგონა თუ დღეს აქ იქნებოდი.. არ მეგონა, რომ დღეს შენ გნახავდი.. იცი, როგორ გააფერადე ჩემი დღე? ააჭრელე! სულ ააჭრელე!-უთხრა სესილიამ. -როგორ ფიქრობ, უჩემოდ გაგატარებდი ამ მნიშვნელოვან დღეს? -არა, მაგრამ ეს დღეები რომ არ ჩანდი.. -არავითარი, მაგრამ! მაგრამ ამოიღე ხმარებიდან..-უთხრა დათამ და ლოყაზე აკოცა,-სესო, ჩემი პირადი სასწაული ხო იყავი და ჩემი თოჯინა ხარ შენ! -მადლობა დათა.. დიდი მადლობა, რომ აქ ხარ..!-უთხრა სესილიამ და ლოყაზე მსუბუქად შეახო ტუჩები. -რა გამიკეთე ეს რა.. ამაცანცარე და ამარომანტიულე ამხელა კაცი,-გაეცინა დათას. -ჩემთვის ამხელა, თორემ შენც კაი ღლაპი ხარ,-გაეხუმრა სესილია. -ჩემს არყოფნაში ენა გაიტლიკე? -არა, უშენობა არ მომიხდა,-ლოყებაწითლებულმა უპასუხა სესილიამ. -სესო, გადი მეგობრებთან. სირცხვილია.. -შენ?-მშვიდად ჰკითხა დათას. -ჯერ მაგის დრო არ არის,-უთხრა დათამ და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა საყვარელ გოგოს. თვითმფრინავში იჯდა და ფიქრობდა მის ცხოვრებაზე. ყოველთვის ყველაფერს გაურბოდა, ქალებთანაც იმიტომ იჭერდა ურთიერთობას, რომ ბოლოს და ბოლოს მამაკაცი იყო. კისერზე ეკიდებოდნენ ქალები, მოსვნებას არ აძლევდნენ, მაგრამ დათა ტკივილს გაეუბედურებინა და ცხოვრებაზე ჰქონდა ხელი აღებული. ერთი პერიოდი იმასაც კი ფიქრობდა, რომ აზრი არ ჰქონდა მეგობრების გარეშე ცხოვრებას. არადა, რამდენი გეგმა ჰქონდათ ერთად! კაფეებისა და ბარების ბიზნესი, კულტურული ბიზნესი, ახალი ინიციატივები ეკონომიკაში! აი, ისეთი ბიჭები იყვნენ თან ქუჩაც რომ იცოდნენ, თან წიგნებს ცვლიდნენ ერთმანეთში. კვირა არ გავიდოდა არ წასულიყვნენ თეატრში, კინოში და კლუბებში. როგორია ეს სამი ერთად? მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ. ყველაფრის მიმართ ინტერესი ჰქონდათ და სურვილი. ერთხელ მოვდივართ და ყველაფერი ხომ უნდა ვნახოთო სულ ამას ამბობდნენ. მეგობრების გარდაცვალების შემდეგ ესპანეთში წასული დათა რამდენიმე თვე სრულ აგონიაში იმყოფებოდა. გარეთაც კი არ გასულა, მაღაზიაშიც კი. ბიძამისი ყოველ დღე ცდილობდა მის მობრუნებას ცხოვრებისკენ და დიდ ყურადღებას აქცევდა, რომ რამე სისულელე არ გაეკეთებინა. დრო გავიდა.. და მართალია, დრომ წაიღო ყველაფერი უბრალო ტკივილის გარდა, რომელსაც ის ტკბილი მოგონებები იწვევდა. დრომ წამოაყენა ფეხზე და დრომ მიახვედრა, რომ ის ყველაფერი რაც მეგობრებთან ერთად ჰქონდა ჩაფიქრებული მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ უნდა აესრულებინა. ფეხზე წამომდგარმა ისწავლა უნივერსიტეტში, ჩააბარა მაგისტრატურაში, პარარელურად მუშაობდა და ნელ-ნელა ბიძამისის ცოტა დახმარებით საკუთარ ცხოვრებას მიხედა. არ იხედებოდა საქართველოსკენ.. უბრალოდ, ძალიან სტკიოდა საქართველო და საკუთარი სამშობლო. ყველა ქუჩა და ადგილი მეგობრებს გაახსენებდა. საფლავებზეც კი არ იყო ნამყოფი. ძალიან უჭირდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ათასში ერთხელ დანაშაულის გრძნობა შემოუტევდა, მაგრამ ამასაც ვერაფერს შველოდა. ახლა საქართველოში მოფრინავდა.. დამშვიდებული, დაწყნარებული.. მოფრინავდა სამშობლოში და საყვარელ ადამიანთან.. რომლის ერთი ღიმილიც კი ყველაფერს ერჩივნა.. ადამიანთან, რომელმაც სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა და ცხოვრება თავიდან შეაყვარა. წინა ღამეს სიზმარი ნახა.. თავისი მეგობრები.. მშვიდები და გაღიმებულები.. -ლაშა, რეზი, გიგა!-აღმოხდა დათას. -ჰო, დათუჩ! რას უშვები შენს ცხოვრებას, ე?-უთხრა რეზიმ. -დაგვასვენე რა..!-ღიმილით უთხრა ლაშამ. -ბიჭო.. არ მჯერა.. -კაი, ტო.. არა გჯერავს?-გაუცინა გიგამ. -დათუჩ! ერთი წამითაც კი არ დაიდანაშაულო თავი რა.. მაგრა დაგვღალე ამ შენი ფიქრებით.. მიხედე ცხოვრებას რა..! თან მიზეზიც კი გაქვს, რომ ბედნიერი იყო..-უთხრა რეზიმ. -მაგრა მენატრებით, ტო..-გაშტერებულმა უთხრა დათამ. -ჩვენ სულ შენთან ვართ.. მიხედე შენს პატარა გოგოს. ბოლოს და ბოლოს ერთადერთია, რომელმაც მოგაბრუნა ცხოვრებისკენ და ჩვენც ამოვისუნთქეთ.. მიხედე შენს სიყვარულს და გაუფრთხილდი..-უთხრა რეზიმ. პირველად გამოიღვიძა ბედნიერმა. ამდენი წლის განმავლობაში პირველად ნახა ძმაკაცები სიზმარში. პირველად დაელაპარაკნენ და მეორედ გაუღიმეს ბიჭებმა. მაშინვე წამოხტა და აეროპორტში დარეკა ბილეთის დასაჯავშნად. ეჩქარებოდა.. თავისი პატარა გოგოსკენ ეჩქარებოდა.. გიჟივით ჩაალაგა ბარგი და პირველივე რეისით გამოფრინდა საქართველოსკენ, რომ თავისი წვლილი შეეტანა საყვარელი ადამიანის ბედნიერ დღეში. -არ ნერვიულობ, ხო? -არა, საერთოდ. ერთი სული მაქვს დავწერო ყველა გამოცდა და მორჩეს ეს ყველაფერი და მერე, როგორც ანკა იტყოდა „ტუსოვკა ნაჩინაეტსია“-თქვა სესილიამ. -ხო, რაო რა ტუსოვკაო? -ტუსოვკები რა.. ზაფხული, თან სრულწლოვნება..-წავიდა ოცნებებში სესილია. -ქორწილი, მეჯვარეობა.-გამოაფხიზლა დათამ. სესილიამ მაშინვე თვალები დაჭყიტა. თავიდან კი მოეშალა ნერვები, მაგრამ მიუხდა დათას საითკენაც მიჰყავდა ლაპარაკი და უთხრა ნიშნისმოგებით: -ხო, მე და შენ დავნათესავდებით! -ეგღა მაკლია ეხლა ჩემი რძლის მეჯვარედ დაგინათესავო რა!-შუღრინა დათამ. -რა იყო დათუჩ შენივე პროვოკაციას წამოეგე?-გაეცინა სესილია და გატრიალდა. დათამ მაშინვე ხელი მოჰკიდა მხარში. -რა დამიძახე? -დათუჩა..-ძლივს ამოიღო ხმა სესილიამ,- ბოდიში, თუ არ გსიამოვნებს... -არა, ასე ჩემი ბიჭები მეძახდნენ ჩვენში.-თქვა დათამ და ხელი გაუშვა გოგოს. სესილია დათასკენ მიიწია და ჩაეხუტა საყვარელ ადამიანს. გრძნობდა, რომ ეს ტკივილი მოუშუშებელი იქნებოდა დათასთვის. როგორ უნდოდა ახლა დათას ბიჭები გვერდზე ჰყოლოდნენ! ალბათ, ყველაფერი სხვანაიად იქნებოდა.. შეიძლება ახლა დათას გვერდზე არ ყოფილიყო, მაგრამ დათას ხომ ეყოლება მეგობრები გვერდზე და მის ნაღვლიან თვალებს არ დაინახავდა.. -დათა, წამიყვანე რა.. -ჯერ ადრეა სახლისთვის,-მშვიდად უთხრა დათამ და გახედა ჰორიზონტს. ისევ იმ ადგილას იყვნენ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებდნენ. მაგრამ ამჯერად თბილისის აჭრელებული ფასადები თუ მოსჭრიდა ადამიანს თვალს. -სახლში არა.. შენი ბიჭების საფლავებზე..-უპასუხა სესილიამ. დათას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. გულში ერთბაშად სიამოვნებისა და შიშის განცდა დაეუფლა. არ იცოდა გახარებოდა ის, რომ სესილია პატივს სცემდა მის მეგობრებს და სურდა მათ საფლავზე ასულიყო. -მე არ ვყოფილვარ მათ საფლავზე..-უპასუხა რამდენიმე წუთის მერე დათამ. -წამოდი, წავიდეთ..-უთხრა სესილიამ და მანქანისაკენ წავიდა. დათაც ჩაჯდა და დაქოქა მანქანა. სასაფლაომდე ჩუმად იყო ხმას არ იღებდა. გული ამოვარდნას ჰქონდა. ამდენი წლის მერე პირველად მივიდოდა მათ საფლავებზე და მათ სახელსა და გვარს შეხედავდა. ალბათ, როგორი რთული იქნებოდა მისთვის. -შენთან ვარ ხომ, იცი?-უთხრა სესილიამ და ხელი ხელზე დაადო. დათამ საპასუხოდ ოდნავ გაიღიმა და სასაფლაოს შესასვლელს გახედა.-გინდა არ შევიდეთ? ბოდიში, ცუდი იდეა იყო.. -არა, წამოდი.-უთხრა დათამ და მანქანიდან გადავიდა. სესილიაც მაშინვე მიჰყვა დათას. მიდიოდა დათა და ფეხები უკან რჩბოდა..რამდენ ნაბიჯსაც გადადგამდა იმ წამსვე თითო მოგონება აჰყვებოდა.. ყველაფერი კადრებივით მირბოდა მის გონებაში. საფლავზე მისულმა ძლივს გაუსწორა ძმაკაცების საფლავების ქვას თვალი. ენა ჩაუვარდა და ენით აღუწერელი ტკივილი იგრძნო. -ლაშა ჯანდიერი.. გიგა კვერნაძე.. რეზი ხარატიშვილი..-ხმადაბლა წაიკითხა მათი სახელები და გვარები. სესილია უყურებდა და რატომღაც გრძნობდა ძალას, გრძნობდა სიმშვიდეს და გრძნობდა იმას, რომ ერთ დროს ეს ბიჭები ყველასგან გამორჩეულები იყვნენ. ერთი წამით კი ინანა, რომ დათა აქ მოიყვანა, მაგრამ მეორე წუთას გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა. მთელი ეს პერიოდი დათა თავისთვის ებრძოდა მოგონებებსა და ტკივილს. გაურბოდა ყველაფერს, რაც ბიჭებს ეხებოდა. იდგა დათა ერთ ადგილას დაყინული და გაშტერებული.. ფიქრობდა ძალიან ბევრს და ფიქრობდა მეგობრებზე.. იცოდა, რომ ისინი ახლა გვერდზე ედგნენ და ეს აძლევდა ძალას, რომ არ წაქცეულიყო. იგრძნო პატარა ხელები შეხება, რომელიც წელზე შემოეხვია და დათას გაყინულ სხეულში სითბო ჩაიღვარა. -ლაშა, გიგა და რეზი!-უცებ გაიგო სესილიას ხმა, რომელიც საფლავებს უყურებდა,- გეფიცებით, რომ დათას ყოველთვის გვერდზე ვეყოლები! ჩემი იმედი ყოველთვის ექნება და არასოდს დავტოვებ მარტო..! გეფიცებით, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენი ძმაკაცი ისე იყოს, როგორც თქვენ ისურვებდით..- საიდან ჰქონდა ამ პატარა გოგოს ამხელა გაგების უნარი? საიდან შეძლო დათას აქ ამოყვანა და რეალობასთან შეხვედრა? როგორი მადლიერი იყო სესილიასი, რომ არსებობდა! თვალწინ მომღიმარი მეგობრების სახეები დაუდგა დათას და გაყინული ხელები სესილიას მოჰხვია. -მადლობა შენ რომ არსებობ!-უთხრა სესილიას და აკოცა. ყველა გამოცდიდან გამოსული გახარებული სესილია „კარგად დავწერე“-ს შეძახილებით და საპასუხოდ ანკას კივილი „ამდენი საათი რას წერდი? მოვკვდი მშიერი! ეს გამოცდები ამ სიცხეში რამ დაანიშნინათ! ჩემ დროს ასე არ იყო..! ეტყობა კარგად არ გიმეცადინია ამდენ ხანს რომ გაჩერდი! ისე მშია გული მიმდის! შენ ხო დაქალი არ ხარ, ჩემზე სულ არ ფიქრობ“ და ასე შემდეგ...:)))) ბოლო გამოცდიდან პირველი გამოვიდა სესილია და მთელი მომლოდინე საზოგადოება ტაშით შეეგება: -რა იყო, მოშიება ვერ მოვასწარი! რა დაწერე ასეთი?-ეჭვის თვალით შეხედა ანკამ. -ძალიან ადვილი იყო. -რა ჭკვიანი გოგო ხარ!-შეაქო დათამ. -თქვენ ჩაქრით!-სიცილით უთხრა ანკამ,-მოიცა ხალხო! ჩემ დროს ბოლო გამოცდის მერე კარგად ვიტუსოვკე და შენს „პაკალენიაში“ მოდაში არაა ეს? -აუ, ანკა! რა ტერმინებით ხარ,-უთხრა დათამ. -ვაიმე, მაზლო შენს ძმას ესეთი მოვწონვარ და ნუ გადამაკეთებ გთხოვ..! -როგორ არა! აუცილებლად, უნდა აღვნიშნოთ ბავშვიკოს გასტუდენტება!-ჩაერთო ლაპარაკში ირაკლი. -აუ, ეგ საღამოს იკუ რა!-დაიწუწუნა ანკამ,- უკვე მომშივდა და ჯერ ვჭამოთ რამე გემრიელად. მერე ბავშვი ოფიციალურ პატრონს ჩავაბაროთ,-ამაზე დათას გახედა და გაეცინა,-მერე კი საღამოს ცოტა რო აგრილდება გავტუსოვკდეთ! ერთი ეს სასიკვდილე კოტოშა სად გდია..-თქვა ანკამ და ტელეფონი მოიმარჯვა. დიდხანს ელაპარაკა ანკა კოტოშას დაუდგენელ თემებზე. ძირითადად ორაზროვანი პასუხებით თუ კითხვებით გამოირჩეოდა ანკა, რაზეც კითხვა არც ერთს არ გასჩენია. ბოლოს და ბოლოს ანკა იყო რა..! სესილია სახლში დატოვეს. სახლში ასულს ნინო და გივი დახვდნენ და მიულოცეს შვილს გამოცდების დამთავრება. საღამომდე ნუციკოსთან ერთად გაიყვანა სესილიამ დრო და საღამოს კი დათას დაურეკა: -რას შვები? -უნდა დამერეკა შენთან. -რა ხდება? -ჩაიცვი და გამოგივლი 15 წუთში. -აუ, რა იცი ეს 15 წუთი! არ იცი ესე მალე რომ ვერ ვიცვამ?-დაიწუწუნა სესილიამ. -კაი, რამდენი წუთი დაგჭირდება?-მოთმინებით ჰკითხა დათამ. -აუ, რავიცი. რო ჩავიცვამ დაგირეკავ. მოიცა, რა ჩავიცვა? -რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობ,-უპასუხა დათამ და გაუთიშა ტელეფონი. მოკლე შავი შორტები ჩაიცვა, ზოლიანი ზედა და თეთრი კედები. ჯინსის ქურთუკი კი ყოველი შემთხვევისთის ჩანთაზე გადაიკიდა. მშობლებს დაუბარა წავედი დაგირეკავთო და პირდაპირ ისე გავიდა გარეთ არც დაურეკავს დათასთვის. იცოდა, რომ დათა ქვემოთ იდგებოდა აუცილებლად. არც შემცდარა. -ანკა და ირაკლი?-გაკვირვებულმა იკითხა, როცა მანქანაში ვერავინ დაინახა. -დაიკიდე ეგენი..-დათას მშიდად დაჰყავდა მანქანა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთმანეთს იცნობდნენ სესილიამ დააფიქსირა, რომ დათა ყოველთვის ჩუმად იყო მანქანის ტარების დროს. სესილია კი მუდმივად მიშტერებოდა დათას. მანქანა კოტოშას საგურამოს სახლთან გაჩერდა. სახლი სულ ჩაბნელებული იყო, ერთი წამით შიშმა გაჰკრა, მაგრამ მალევე დამშვიდდა მის გვერდზე ხომ დათა იყო. დათამ ხელი ჩაკიდა სესილიას და ეზოში შევიდა. ეზოც კი ჩაბნელებული იყო და მაინც სახლისაკენ მიდიოდა დათა ისე, რომ ხელს არ უშვებდა სესილიას. სახლის კარი გასაღებით გააღო თუ არა მაშინვე შუქი აინთო სახლში და ანკა, ირაკლი, კოტოშა და რამდენიმე უცნობი ადამიანი ბუშტებითა და ფეიერვერკებით შეეგება სესილიას: -გილოცავთ!-ერთხმად დაუყვირეს სესილიას. გაგიჟდა სესილია. სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა. სათითაოდ სულ ყველამ გადაკოცნა და მიულოცა გამოცდების დამთავრება. ყველამ უთხრა ეჭვი არ გვეპარება ჩააბარებ-ო, იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც სულ არ იცნობდა. დათას სესილიას პატარა ყუთი გაუწოდა. ხელის კანკალით გახსნა სესილიამ და დაინახა ოქროს კულონი, რომელზეც მისი სახელი იყო ამოტვიფრული. ცრემლები უფრო მეტი წამოუვიდა, სიხარულისგან ვერ აკონტროლებდა ემოციებს. დათამ სესილიას კულონი გაუკეთა და ყურში უჩურჩულა: -გილოცავ! იმედი მაქვს დღეს ღამითაც არ მოინდომებ სეირნობას, პატარავ..! სესილიასთვის რამდენიმე უცნობი ადამიანი ძმები ჯანხოთელების ბავშვობის მეგობრები აღმოჩდნენ. ორი გოგო თიკა და მარიამი და ბიჭი თემო ძალიან კარგი და მხიარულები აღმოჩდნენ. სესილიას წამითაც არ უგრძვნია, რომ მათ არ იცნობდა. -ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა,-უთხრა თიკამ სესილიას. -მეც, ძალიან..-უპასუხა ღიმილითვე სესილიამ. -იცი, შენზე რამდენი რამე მსმენია? ჩემი ძმის მერე დათა პირველი იყო ჩემთვის.. -ძმის?-გაიკვირვა სესილიამ,-ვინ არის შენი ძმა? -არის არა იყო,-ნაღვლიანად უპასუხა თიკამ,-ლაშა.. ლაშა ჯანდიერი იყო ჩემი ძმა. -ვაი, თიკა..-აღმოხდა სესილიას და გოგოს ჩაეხუტა,-იცი, მე ვგრძნობ, რომ ისინი ახლოს არიან. გუშინ მათ საფლავზე ვიყავით მე და დათა. -ვიცი სესილი, ვიცი. მითხრა დათამ და გეფიცები გაოცებისგან პირი ღია დამრჩა! არ მეგონა დათა ოდესმე თუ ავიდოდა მათ საფლავებზე. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უფროსი ვიყავი ვერ ვგრძნობდი ასაკს. ერთი ძმის მაგივრად მე და მარიამს გვყავდა 4 ძმა, რომლებიც სულ ჩვენთან ერთად იყვნენ. არასოდეს, არასოდეს არ ვადანაშაულებდით ოჯახები დათას! სისულელეა, ამის გაფიქრება. როგორ გვეკადრებინა მისთვის ასეთი რაღაც? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძმები წავიდნენ და დაგვტოვეს ღმერთს მადლობას ვეუბნებით, რომ დათა ცოცხალია და ის მაინც დაგვრჩა. -მარიამი ვისი და არის? -მარიამი რეზის და არის. შენზე ბევრი რამე გვსმენია. დათა კი იყო ჩაკეტილი და გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა, მაგრამ ხო ვიცოდით როგორ უჭირდა? ჩვენ არ ვეშვებოდით.. ერთადერთი მეგობრები მათგან თუ შეიძლება ამის თქმა მე და მარიამი დავრჩით. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არაფერს არ ყვება, არასოდეს არ ლაპარაკობს ბევრს როცა ვნახეთ და შევატყვეთ, რომ სიცოცხლისკენ იყო მობრუნებული მაშინვე რაღც ვიეჭვეთ. ცოტა ირაკლისგან, ცოტა ანკასგან, ცოტა დათასგან გავიგეთ შენზე და გუშინ, საბოლოოდ და კატეგორიულად მოვთხოვეთ შენი გაცნობა! რომ იცოდე როგორი მადლობელი ვარ..!-უთხრა თიკამ და ჩაეხუტა სესილიას. ამ დროს მარიამი მოვიდა მათთან: -რა ხდება გოგოებო? თინა, უჩემოდ მოასწარი ხომ სესილიას გაცნობა კარგად?-სიცილით უთრა მარიამმა გოგოებს და წინ დაუდგა. -რომ იცოდე რა კარგი გოგოა, მარო!-უპასუხა თიკამ. -კაი, რა თიკა! ნუ, მაწითლებ!-თქვა სესილიამ. -ო, სესილია მოიცა რა! სუპერ-ბუპერ გოგო ხარ! იმდენი დამსახურება გაქვს შენ ჩინ-მედლები უნდა გადმოგცეთ..!-უთხრა მარიამმა და ხელი გაუწოდა,-ეს ქალბატონი კი გაიცანი და ახლა ჩემი ჯერია! მარიამ ხარატიშვილი,26 წლის, გასათხოვარი, ვმუშაობ რაღაცებს ვფართხალებ და მოხარული ვარ შენი გაცნობის, სესილი. -სესილია ანდრონიკაშვილი, ჯერ 17 წლის, იმედია სტუდენტი, არ ვმუშაობ და ჯერ გასათხოვარიც არ ვარ,-სიცილითვე უპასუხა სესილიამ და ხელი ჩამოართვა მარიამს. -რაო? 17 წლისო?-თვალები გაუართოვდათ გოგოებს. -ჰო, მაგრამ 2 თვეში 18ის გავხდები,-ამაყად უპასუხა სესილიამ. -დედა, აი ბაღანე სად იპოვა ამ ბიჭმა ბაგა-ბაღში?-აღშფოთდა მარიამი,-რა იყო ბებო გენაცვალოს, სოსკა ხომ არ დაკარგე?-გოგოებს გაეცინათ მარიამზე, რომელიც მუდმივად ინარჩუნებდა მხიარულ განწყობას. გოგოები ისე გაერთნენ საუბრითა და სიცილით, რომ ვერც კი გაიგეს დათა როგორ მიუახლოვდა მათ. -აბა, რა ხდება აქ?-მშვიდად იკითხა დათამ და ხელეგადაჯვარედინებული დაუდგა გოგონებს წინ. -რავიცი, დათუნიე კომბოსტოში გიპოვია ბავშვი და დეიდები აღმზრდელობით საქმიანობას ვახორციელებებთ,-უპასუხა უცებ მარიამმა და სესილიას თმები აუჩეჩა. -მარიამ, შენ არაფერი გეშველება რა!-გაეცინა დათასაც და სესილიას ჰკითხა,-გაგაგიჟეს,ხო? -არა, რას ამბობ! პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ რომ გავიცანი შენი მეგობრები. -ხოდა, დათა სესილიას ახლა ვეუბნებოდით, რომ ძალიან გაუხარდებათ ჩვენ მშობლებს გაცნობა და როცა მოახერხებთ მაშინ იქნებ გვესტუმროთ რა..-შეპარვით უთხრა თიკამ დათას. დათას სახე მაშინვე გაუმკაცრდა და შავი თვალები საოცრად აემღვრა. -არვიცი, ვნახოთ თუ მოვახერხე. თუ არადა, სესილია გესტუმრება თინათინ,-უპასუხა ცივად და გაეცალა იქაურობას. -აუ, რა.. როდემდე უნდა აარიდოს თავი მშობლებს?-ნაღვლიანად თქვა თიკამ და თავი დახარა. -ვირი კი არა, ჯორია ეს ბიჭი!-თქვა მარიამმა. -გოგოებო, მოვალ მალე კაი?-წამოდგა სესილია და დათასკენ გაემართა. მისაღებ ოთახში რომ არ იყო სამზარეულოში შეიხედა იქაც არ იყო, შემდეგ კი გარეთ გავიდა და ჰამაკში მჯდომი დათა დაინახა, რომელიც ცას უყურებდა. ნელა მიუახლოვდა სესილია დათას და გვერდზე დაუჯდა. მოულოდნელად დათამ ხელი გადახვიდა და თავისკენ მიიზიდა გოგონა. სესილიამაც გულზე თავი დაადო და მის გულისცემას მიაყურადა. -დათი.. რა გემართება? -იცი, როგორ ვერიდები ბიჭების მშობლებთან შეხვედრას? მათ სახელებს რომ ვიგებ, ან მათ ხმას, მაშინვე დანაშაულის გრძნობა იღვიძებს ჩემში.. ძალიან რთულია. -კი, მაგრამ ხომ ხედავ რომ შენ არ გადანაშაულებენ. რატომ იტანჯავ თავს? გსიამოვნებს? -არ მსიამოვნებს სესო, არა!-აღმოხდა დათას,-უბრალოდ მეშინია მათ გამოხედვაში ის არ დავინახო, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. შეიძლება თიკა და მარიამი ამბობენ , რომ არაფერი ხდება და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ოჯახები? მათ გამოხედვაში ზიზღი ან რამე რომ დავინახო სიკვდილი მომინდება და აუცილებლად გავაკეთებ! -მერე მე?-გულიბრყვილოდ იკითხა სესილიამ. გულში სითბო ჩაეღვარა დათას სესილიას შეკითხვაზე. უცებ გაუთბადა დადებით ემოციებს მისცა გასაქანი რომ მთელ ორგანიზმს მოსდებოდა. -დათა, შენ თუ არ სცადე ვერაფერს გაიგებ. თუ არ ჩახედე თვალებში ვერც იმ ზიზღს დაინახავ და ვერც იმ სიყვარულს, რომელზეც თიკა და მარიამი ლაპარაკობენ. თუ არ გადააბიჯე შენ თავს და ცოტა არ გარისკე და არ სცადე, ვერაფერს მიაღწევ. ხომ იცი რომ ცხოვრება ბრძოლაა? რაც უფრო მეტად იზრდება ადამიანი, უფრო ბევრ ომში უწევს მონაწილეობის მიღება. რატომ არ გინდა, შენმა ძლიერმა მხარეებმა დაამარცხოს წამიერი სისუტეები და მოიგო ომი? რატომ იტანჯავ თავს და რატომ არ აძლევ ადამიანებს უფლებას შენ მოგიახლოვდნენ?-უთხრა სესილიამ. დათა გაჩუმებული უსმენდა სესილიას. გოგო სიმართლეს ეუბნებოდა. პატარა გოგო ამდენს ხვდებოდა და დათა ამდენი წელი ერთ რაღაცასაც კი ვერ მიხვდა ამდენი ჩამოთვლილი მაგალითიდან. გაუღიმა სესილიას და ლოყაზე აკოცა: -გითხარი უკვე, ჩემი პირადი სასწაული რომ ხარ? რამდენიმე დღეში დათა სესილიასთან ერთად ესტუმრა თიკას ოჯახში შეკრებილ გარდაცვილი მეგობრების ოჯახებს. იყო ბევრი ცრემლი.. ბევრი ჩახუტება.. ბევრი ღიმილი.. ბევრი შეშლილი სახეები.. ბევრი გულწრფელობა.. ბევრი სიხარული.. და ბევრი სიყვარული.. სესილია კი ამ ყველაფერს უკანა რიგებიდან უყურებდა. აბედნიერებდა ის, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დათამ გადადგა და ამ დროს მის გვერდზე იყო. ჰქონდა უფლება რეალურად ენახა ყველანაირი ჭეშმარიტი და გულწრფელი ემოცია და ყოფილიყო მათი თანაზიარი. თითქოს ისწრაფვი რაღაცისკენ და ვერ იღებ. თითქოს იბრძვი სანატრელისკენ და ვერ იღებ. იტანჯები.. წვალობ.. და ბოლოს ეს სანუკვარი იმაზე დიდია ვიდრე წარმოდგენაც კი შეიძლება. არანაირი ზიზღით ანთებული თვალები.. არანაირი სიძულვილით გაჟღენთილი გამოხედვები.. არანაირი უარყოფითი ემოციები.. მხოლოდ დადებითი და დადებითი.. თურმე, საქართველოში და თბილისში მართლაც შეიძლება ბევრი მომღიმარი ადამიანის ერთად დანახვა..! ნუგზარ ჯანხოთელი თავის კაბინეტში იჯდა და ვისკის სვამდა. ფიქრობდა ყველაფერზე განსაკუთრებით კი მის შვილებზე. როგორ გაუმართლა ასეთი საამაყო ვაჟკაცები რომ ჰყავს. თითი საჩვენებელი ბიჭები, რომლებიც სიკვდილამდე ეიმედება. იცის, რომ არასოდეს არ გაუჭირდება იმიტომ რომ გვერდზე უდგანან. თან ირაკლიც მალე გაუბედნიერდება. როგორი კარგი გოგოა ანკა მისთვის. ცოტა თავისებური გიჟი და არანორმალური, მაგრამ ირაკლიც ხომ ასეთია? ორი, განსხვავებული ძმა. ერთი მხიარული და გადარეული, მეორე კი-მშვიდი და წყნარი. დათას გახსენებაზე წარბები შეკრა ნუგზარმა და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში. -სად ხარ, დავით? -მანქანას ვაყენებ მამა, რამე ხომ არ გინდა? -არა, არაფერი. რომ ამოხვალ ჩემს კაბინეტში შემოდი,-უთხრა მშვიდად ნუგზარმა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. თვითონ კი დინჯად გააგრძელა ვისკის სმა. მალე ეკას მხიარული ხმა გაიგონა, რომელიც შვილს შეეგება და დათას ნაბიჯების ხმაც გაიგო. დათამ კარზე დააკაკუნა და მორიდებით იკითხა შეიძლებაო. ამაზე ნუგზარს გაეღიმა. ამხელა ბიჭი იყო და მამისადმი არ კარგავდა პატივისცემასა და რიდს. ოთახში შემოსულ დათას ნუგზარმა ჭიქა შეაგება და ხელით ანიშნა მოპირდაპირე სავარძელში ჩამჯდარიყო. -შენი საყვარელი ირლანდიური ვისკი,-თქვა დათამ და ვისკი მოსვა,-ჯეიმსონი. ამ გემოს ვიცნობ მილიონში ალბათ. -ხო, კარგად იცი დავით ჩემი ფავორიტი ვისკი რომ არის,-დაეთანხმა უფროსი ჯანხოთელი შვილს. -დრო გადის, ვისკის სხვადასხვა სახეობებს უშვებენ, მაგრამ შენ ისევ ამას ვსვამ. -კი, ეგეც მართალია. იცი, რატომ? იმიტომ რომ ნამდვილი ვისკია. სიყვარულივითაა, ჭეშმარიტ სიყვარულს შეიგრძნობ თმის ღერიდან კოჭამდე და ამასაც ესე ვგრძნობ. -საოცარი შედარებაა, მამა.-მშვიდად უთხრა დათამ და მიხვდა საუბარი საითან მიჰყავდა ნუგზარს. -გიყვარს? -კი, მიყვარს. -ჰო, კარგია..-თქვა ნუგზარმა და ჭიქას მიაჩერდა,-კარგი გოგოა, მაგრამ ბავშვია. -ვიცი და მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. არც სესილიას. -დავით, ხომ იცი გივი ჩემი როგორი სიყრმის მეგობარია, არა? რაღაც ისე რომ იყოს....-დაიწყო ნუგზარმა, მაგრამ დათამ შეაჩერა. -მამა, შენ მე ცხვირმოუხოცავი ღლაპი ხომ არ გგონივარ? გგონია, არ მიფიქრია ჩვენს ოჯახურ სიტუაციაზე? ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შენთვის გივი და მისი ოჯახი. ჩემთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვნები არიან. მე სესილია მიყვარს. მიყვარს გალაქტიკამდე და მის მერეც თუ კიდევ რამე არსებობს. არ მენდობი?-ჰკითხა დათამ მამამისს. -იცი, ხომ რომ ჩემს თავზე მეტად გენდობი, შვილო.-თბილად უპასუხა ნუგზარმა. -ხოდა, მამა. დამშვიდდი რა, ისეთს არაფერს ვიზამ რომ ოჯახები დავაზარალო. მაგდენი შეგნება გამაჩნია. სესილია უნდა დადგეს გზაზე, მიხვდეს რა უნდა ცხოვრებაში. შენ გგონია მითქვამს რომ მიყვარს? უბრალოდ, ვერ ვეუბნები. არ მინდა ზედმეტად თავგზა ავურო. არასოდეს არავინ თქვას, რომ სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორ არ აქვს! სიტყვა „მიყვარხარ“ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ამ სიტყვის გაჟღერება და ყველაფრის თავდაყირად დადგომა ერთია! მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული ჩემი და მისი ცხოვრება. იცი, რომ არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რადგანაც დავწიყეთ გეტყვი. იცი, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი. სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ როგორც კი ეს პატარა გოგო დავინახე, მივხვდი რომ ჩემს სიცოცხლეს რაღაც აზრი აქვს. ღირს რაღაცისთვის ბრძოლა, თუნდაც ეს სესილიას ბედნიერებისთვის. როცა მოვა დრო ჩემი გრძნობების შესახებ ყველაფერს გაიგებს. ახლა კი უბრალოდ არ მინდა ზედმეტად ავირიო მის ცხოვრებაში. ისედაც საკმარისად ვარ უკვე. -ვხედავ დავით, ვხედავ. რაც აქ ჩამოხვედი მის მერე ვხედავ, რომ ჩემი ძველი ბიჭი ბრუნდება. როგორ მენატრებოდა შენი გაღიმებული სახის დანახვა, როგორ მენატრებოდა შენი შავი თვალების დანახვა, რომელშიც სიცოცხლის წყურვილს დაინახავდი.. ძალიან მოკლებული ვიყავი ამ ყველაფერს, ძალიან.. -მამა, არ ინერვიულო არაფერზე..-მშვიდად უთხრა დათამ,-ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა და არ იფიქრო, რომ ერთი წამითაც კი ჩაგაყენებ უხერხულ მდგომარეობაში. -იცი, იმ დღეს ლაშას ოჯახში რომ ვიყავით და სესილია გვერდზე გედგა, ისეთი სიყვარულის თვალებით უყურებდით ერთმანეთს, მაშინვე ვიფიქრე რომ აქ რაღაც სხვა ხდებოდა. იმიტომ გელაპარაკები ამ წუთას, რომ მინდა იცოდე ჩემი საამაყო ბიჭი ხარ! გენდობი ძალიან და ვიცი, რომ როგორც აქამდე ამართლებდი ჩემს ნდობას, ისევე გაამართლებ მომავალში,-უთხრა ნუგზარმა და წამოდგა სავარძლიდან. ნელი ნაბიჯებით გაემართა შვილისკენ და ძალიან მაგრად ჩაეხუტა. როგორ აკლდა ეს ემოციები! როგორ აკლდა დათა! როგორ ენატრებოდა შვილთან ასეთი სიახლოვე! გულმა ვეღარ დაიტია ემოციები და დათას მხარზე საყვარელი მამის ცრემლი დაეცა. -როგორ მენატრებოდი ჩემო ბიჭო..-უთხრა ნუგზარმა და უფრო მეტად ჩაიკრა გულში შვილი. იდგა ასე, ორი მთასავით მაღალი და დიდი კაცი და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ისე როგორც ბავშვობაში. ერთმანეთს აგრძნობინებდნენ, როგორ უყვარდათ და თურმე, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მშობლისა და შვილის ურთიერთობას. ნუგზარმა დათას აგძნობინა, რომ მისი პირველი მეგობარია, მისი მამაა და მისი გულშემატკივარი და ადამიანი, რომელიც არასოდეს არაფერზე დაიხევს უკან საყვარელი შვილის ბედნიერებისთვის. უკვე ძალიან ცხელოდა თბილისში და სანამ ზღვისკენ აიღებდნენ გეზს, მანამდე აუზზე ყოფნით იკლავდნენ თავს. ანკა და მარიამი დილიდან წამოსვლამდე გაშოტილები იყვნენ მზეზე. ორივე ამბობდა ვერნილაკის H16 კოდის ფერები უნდა ვიყოთო და ამიტომ შეზლონგიდან ფეხს არ იცვლიდნენ. დანარჩენები კი აუზში ნებივრობდნენ. დათა და სესილია ერთმანეთს ცურვაში ეჯიბრებოდნენ! აი, იცით როგორი წყვილი იყო? ორი ძალიან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. დათა მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ თამამი და ჯიუტი. სესილია მორცხვი და მორიდებული, მაგრამ ისიც კარგი ჯიუტი იყო. ორივეს უყვარდა მზე, ზღვა, ცურვა. ზამთარში ორივე სრიალებდა, ორივეს უყვარდა კინოების ყურება, მაგრამ განსხვავებული ჟანრის, სესილია წაურომანტიულებდა, დათა საერთოდ-არა! მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უტყდებოდა თავს, რომ სესილიამ გახადა რომანტიული და თავში ათასი რამ აფიქრდებოდა რითი გაეხარებინა სესილია. ჯერჯერობით ნაბიჯს არ დგამდა. ალბათ, ერიდებოდა ჯერ ნაადრევი არ ყოფილიყო. იცოდა, სესილიასთვის „მიყვარხარ“ ყველაფერს შეცვლიდა. არ უნდოდა რომ სესილია შეცვლილიყო და შებოჭილად ეგრძნო თავი, იმიტომ რომ დათა როგორი ევროპელიც არ უნდა ყოფილიყო მაინც ქართველ კაცად რჩებოდა (აზიატობისკენ მიდრეკილად). -მგონი ფერი შემეცვალა, არა?-ჰკითხა სესილიამ დათას და სარკეში დააკვირდა თავის ანარეკლს. -შეგეცვალა კი არა, ანკამ არ გამიგოს, მაგრამ ანკაზე შავი ხარ! -კაი, ეგ არ უთხრა თორე გაიბუტება ხო იცი რანაირია,-უთხრა სესილიამ და გაუღიმა დათას. -იცი, როგორ გიხდება „ზაგარი“? იმენა შენია, ტო.. ფერია ხარ ჩვეულებრივი ოღონდ შოკოლადისფერი,-უთხრა დათამ და ხელით ლოყაზე მოეფერა სესილიას. -წინ იყურე შენ!-გაუჯავრდა სესილია და ხელი მოიშორა. აი, ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ. თან მეგობრული და თან არამეგობრული. ალბათ, სწორედ ამას ცდილობდა დათა, რომ ერთმანეთს შეჩვეოდნენ, კარგად გაეცნოთ და გაეგოთ ერთმანეთის. არ იყო პატარა ბიჭი იმისთვის, რომ ერთხელ ეცადა ან სესილიასთვის ცხოვრება დაენგრია ან შეეცვალა. ყველაფერს გააზრებულად აკეთებდა ჩვენი დათა და ეს ერთი მხრივ ძალიან კარგი იყო. ზედმეტად პატივს სცემდა და ზედმეტად უყვარდა. სესილიას სახლისკენ შეუხვიეს და სადარბაზოსთან გააჩერა დათამ მანქანა. -ცოტა ხო არ დაიწვი?-ჰკითხა სესილიას დათამ და მისკენ შეტრიალდა. როგორი საოცარი წყვილი იყო! დათა შავგვრემანი, წვერი ისევ დაბალზე ჰქონდა, თეთრი „ჩაწიკწიკებული“ კბილები რუჯზე უფრო მეტად ანათებდა. სესილია კი ქერა ოქროსფერ თმიანი, მზეზე უფრო გახუნებოდა თმები. საოცარ კონტრასტს ქმნიდა წყვილი. აი, ისეთს თვალი რომ დაგრჩებოდა. -შეიძლება, მაგრამ ეს იმის ბრალია თეთრი რომ ვარ ძალიან. ნუ, რაც მთავარა პირველი დამწვრობა მშვიდობით გადავიტანე და ეხლა აღარ მეშინია!-გაუცინა სესილიამ და ჩანთა აიღო. დათას გაეღიმა და წინ გაიხედა. უცებ, გაოცებულმა წამოიყვირასავით. -ე, მოიცა! ეს დედაჩემის მანქანა არაა? -რომელი? -აი, შავი წინ რომ დგას. -ჰო? რავიცი, ეგაა? -კი..-უცებ უპასუხა დათამ და ტელეფონს მოკიდა ხელი. -ჩემთან იქნება? არ დაურეკო რა.. -კი, აბა აქ სხვა ვისთან მოვიდოდა. საინტერესოა..კაი, გადადი და შეგეხმიანები.-უთხრა დათამ სესილიამაც გაუღიმა და გადავიდა. ამ ღიმილში ყველაფერი იყო! ის უთქმელი მიყვარხარ, ის უმოქმედო კოცნა და ის უმოქმედო ჩახუტება, რომელიც ორ შეყვარებულ ადამიანს ერთ მთლიანობად ქმნის. სესილია მშვიდი ნაბიჯებით ავიდა სახლისკენ. კარი ყოველთვის ღია ჰქონდათ, თან ნუციკოს ძილის საათები იყო და ამიტომ ნინო უეჭველი ღიას ტოვებდა კარს. კარი შეაღო და მშვიდად დაიძახა: -დე, მოვედი! -მოდი, დედიკო მოდი..- ხმა სამზარეულოდან გამოდიოდა. სესილიამაც ჩანთა შემოსასვლელში დადო და სამზარეულოსკენ წავიდა. იქ შესულს ეკა და ნინო დაუხვდნენ, რომლებიც ცივ ყავას მიირთმევდნენ. -ეკა, დეიდა! გამარჯობა,-მიესალმა სესილია ეკას და გადაკოცნა. -რა დეიდა სესილი? არ გრცხვენია? მაგხელაც არ ვარ!-უთხრა ეკამ სიცილით და სესილიას მიაჩერდა. ცოტა უცნაურად მოეჩვენა ეკას გამოხედვა სესილიას. რაღაც გამომცდელად უყურებდა გოგონას. -რა ქენით დედიკო აბა? -არაფერი, ხომ მაქვს ფერი შეცვლილი? -შეცვლილი კი არა ღამე ვერ დაგინახავს ვერავინ!-უპასუხა ნინომ. -სესილი, ჩემი შვილი ხომ არ დაიწვა დღეს?-ჰკითხა ეკამ. -არა, სამაგიეროდ ანკა ვერ მოვაშორეთ მზეს! -ირაკლი არა სესო, დათაზე გეკითხები,-თბილად უპასუხა ეკამ. სესილია ცოტა დაიბნა, რაღა მაინც და მაინც დათაზე ჰკითხა. -ა.. არა. ჩვეულებრივად არის. ჩრდილში იჯდა ძირითადად ან აუზში ცურავდა,-უპასუხა მოჩვენებითი სიმშვიდით. -ვაიმე, დედიკო ჩემი შვილი ისეთი შეცვლილია! აი, ვხედავ როგორ ახლოს ხართ ერთმანეთთან და რამე ხომ არ იცი? -რას გულისხმობთ?-ანერვიულებულმა ჰკითხა სესილიამ. -რას და ესპანეთში რამდენჯერაც ჩავედით იმდენჯერ მაგაზე უჟმური მეორე არავინ იყო და გზაშიც ირაკლის არ უთხრა, მაგრამ იმდენი ვეხვეწე და ვემუდარე ჩამოდი-მეთქი, რომ ვერ დავითვლი! ჩამოვიდა და წასვლა არ უნდა. არა, ისე კი მიხარია აქ რომ მეყოლება დიდხანს, მაგრამ ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი.-უთხრა ეკამ და ყავა მოსვა. -მაინც ვერ გავიგე რას გულისხმობთ,-მშვიდად უპასუხა სესილიამ და წყალი დაისხა ჭიქაში. -მგონი ჩემი დათა შეყვარებულია!-ამის თქმა იყო და სესილია წყალი გადაცდა. აუტყდა საშინელი ხველება, ძლივს ამოისუნთქა. -ვაიმე, დე რა დაგემართ?-ჰკითხა შეშინებულმა ნინომ. -რომ ვსვადი თან ჩავისუნთქე და გადამცდა,-უპასუხა სესილიამ. არადა, რა ჩაისუნთქა! ისე გრძნობდა თავს თითქოს ფაქტზე წაასწრეს! -ხოდა, შენ მაინც ძალიან მეგობრობ დათასთან და ხომ არ იცი ვინმე ხომ არ ყავს? -ვერ გეტყვით ნამდვილად. ხშირად ვართ ჩვენ ყველა ერთად, არც ჩემთან და არც სხვასთან არავინ უხსენებია.. -თუ შეგიძლია იქნებ გამირკვიო ვიღაცა ნიას ელაპარაკება ბოლო პერიოდია და ძალიან მაინტერესებს ვინაა! -ვი.. ვის?-ჩაეკითხა სესილია. -ჰო, ნიაო ელაპარაკებოდა ტელეფონზე რამდენიმე დღის წინ ვიღაც გოგოს. მომენატრეო, მეც ძალიან მიყვარხარო და ასეთი რაღაცები და რაღა დაგიმალო და დათაზე ნერვიულობამ გამაგიჟა! მინდა, ბედნიერი იყოს..-თქვა ნინომ და იმედიანად ჩახედა თვალებში სესილიას. -დიახ, კარგი.. ისა.. ბოდიში, წავალ წყალს გადავივლებ,-თქვა სესილიამ და მაშინვე წამოხტა. სააბაზანოში შეიკეტა და გაშტერდა ერთ ადგილას. „ნია, ესეიგი ნია, არა? ესეიგი, მისი სიტყვები ყველაფერი ტყუილი იყო! შენც კარგი დებილი ხარ სესილია, როგორ დავიჯერე რომ ასეთი მაგარი ბიჭი, ასეთი წარმატებული, ასეთი სიმპათიური ჩემისთანა პატარას შემოხედავდა! მართლა ორი წლის ბავშვი ვარ! ირაკლი ტყუილად კი არ მეძახის ბავშვიკოს? საწოვარათი უნდა ვიარო ჯერ კიდევ.. არა, არ მესმის როგორ დავუჯრე. ესე მარტივად როგორ ვენდე? დავრჩი გაღიმებული. არადა, მიყვარს. აი, არასოდეს უთქვამს ჩემთვის მიყვარხარ! არადა, როგორ ველოდებოდი. მე ხომ არ ვეტყოდი? კიდევ კარგი არ ვუთხარი.. კიდევ კარგი! თორემ ხომ გავხდებოდი მისი დასაცინი? არა, ეხლაც ვარ ფაქტია. გამომიჭირა ეს პატარა ბავშვი და დამცინის ზურგს უკან! სულელი ვარ, სულელი..“-ფიქრობდა თავისთვის სესილია და ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა. თავიდან არ ამოსდიოდა ეკას სიტყვები ვინმე ნიასადმი მიძღვნილი.არასოდეს არ უთქვამს დათას ასეთი თბილი სიტყვები მის მიმართ, ერთხელ უთხრა და იკმარა ამანაც! როგორ წამოეგო დათას ანკესზე, არ ესმის როგორ! -მოიცა, დათა ჯანხოთელო შენ მაცადე! გამომიჭირე და დამცინი, არა? უბრალოდ ახლა შენ მე მიყურე! პატარა რომ ვარ იმას კი არ ნიშნავს, რომ არაფერი შემიძლია!-უთხრა თავის ანარეკლს სესილიამ, ცრემლები მოიწმინდა და ცხელ შხაპში შევარდა. აბაზანაში დიდხანს დაჰყო სესილიამ. შედარებით დამშვიდდა და ბევრი შურისძიების გეგმა დასახა თავში. როგორ გაემწარებინა დათა. გამოსულს ეკა კიდევ იქ დახვდა. მაშინვე ერთმა აზრმა გაუელვა თავში. გადაიცვა თხელი სარაფანი და სამზარეულოში აკისკისებულ ქალებს შეუერთდა. -აუ, დე რაღაცა მინდა გითხრა რა.. გთხოვო თუ წინააღმდეგი არ იქნები რა თქმა უნდა.. -რა იყო აბა რა ხდება? -ბათუმში წავალ რა მამასთან! -უიმე, სესო! მაგაზე გეტყვი უარს ან მე ან გივი? გაახარებ პირიქით! ეკა, ისე მოიწყინა ერთი კვირაა გივიმ იქ მარტო იხვეწება ჩამოდითო, მაგრამ ნუციკოს გამო ჯერ ვერ ჩავდივართ. ბაკურიანში გვინდა წავიყვანოთ მთაში და ამდენი გზა და ამხელა გზაზე წინ და უკან არ გვინდა მაინც. -იმსახურებს სესილი, აუცილებლად გაუში.ჩააბარა გამოცდები და უკვე თავისუფალია!-უთხრა ეკამ და თბილად გაუღიმა სესილიას. -და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს რა.. -რა თხოვნა? -დღეს მეგობრებთან ერთად კლუბში წავალ.. -შენ და კლუბი დედიკო?-გაეცინა ნინოს. -ჰო, ერთხელ მეც ხომ უდა წავიდე კლუბში.-უთხრა სესილიამ. -კი, ბატონო! წადი, გაერთე, დაისვენე! რაც შენ წელს თავი მოიკალი მეცადინეობით კი იმსახურებ წასვლას ყველგან,-უთხრა ნინომ. გახარებულმა სესილიამ ტაში შემოკრა და მაშინვე თავის ოთახში გავარდა. ტელეფონი მოძებნა და საწოლზე დაემხო. დათას 5 დარეკილი დახვდა, მაგრამ დააიგნორა და მაშინვე ანკას ნომერი აკრიფა. -გოგო, რას შვები? ერთი იდეა მაქვს! დავაი, წამო საღამოს გოგოები გავერთოთ რა ბიჭების გარეშე..! -მაინც სად მეპატიჟები?-მაცდურად ჰკითხა ანკამ. -სადმე კლუბში გავიდეთ რა.. -რაააააა?-ყურში ჩაყვირა ანკამ სესილიას,-შვილო, დაისიცხე? მზი დაკვრა ხომ არ გაქვს? კარგად ხარ? გული ხომ არ გერევა? -აუ, მორჩი მაიმუნობას. ოღონდ ერთი თხოვნით! ირაკლის უთხარი კარგი ჯანდაბას შენი თავი რომ მივიდვართ სადღაც გოგოები ოღონდ არ დაკონკრეტდე სად! მხოლოდ და მხოლოდ გოგოები..! მარიამს და თიკას მე დავურეკავ,კაი? -ვაიმე, სესილია მომესწრო ბავშვი! შენ რაღაც ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრები გაქვს და პროსტა რომ არ მაზიარო მაგას არასოდეს გაპატიებ..! კაი, დო ვსტრეჩი..-მიაძახა ანკამ ტელეფონში და დაუკიდა. სესილიასაც სიამოვნებისგან ჩაეღიმა და იგივე ტექსტით მარიამს და თიკას დაურეკა. გოგონებიც უყოყმანოდ დათანხმდნენ და საღამოს დათქვეს შეხვედრა ერთ-ერთ ბარში, სადაც უკრავდა ბენდი და გვიან ღამით ელექტრონული მუსიკა დააყრუებდა კედლებს. ოთხივე ერთმანეთზე ლამაზები იყვნენ. შოკოლადისფერები და ფერადები. მაშინვე მიიქციეს გარშემომყოფების ყურადღება. ყველა მათ უყურებდა, მაგრამ გოგონები თავისთვის იყვნენ. -თინი და მარო, მგონი დღეს ბედს ეწევით და რამე,-გაიცინა ანკამ. -ხო, ნახე რა ბიჭები არიან. დააკვდი შენ მინი ჯანხოთელს და გასკდი ბოღმით ჩვენ რომ არჩევანის წინაშე ვიდგებით,-უპასუხა მარიამმა და მიმტანის მოტანილ ტეკილებს შეეგება. სესილიამ ჭიქა ხელში აიღო და უთხრა გოგოებს: -აი, გოგოებო! დღეს ჩემი დებიუტია და ეს დებიუტი შედგება ძალიან მაგარ გოგოებთან ერთად..! სხვა თუ არაფერი მიხარია, რომ გაგიცანით და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები გახდით..! სულ ყოველთვის ვიქნებით ერთად, რაც არ უნდა მოხდეს..!-თქვა და მაშინვე დალია ტეკილა. საოცარმა სიმჟავემ ჩაწვა მთელი კუჭი, რომელსაც ასევე საოცარი სიმხურვალე მოჰყვა. გოგოებმაც მას მიბაძეს. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე გააგრძელეს ტეკილას დალევა. -აუ, დათუჩა რეკაააააავს,-წაიმღერა მარიამმა. -მიდი, უპასუხე გავთხოვდით-თქო!-გაეცინა თიკას, რომელსაც მაგიდაზე თავი ედო. -თუ გიყვარვართ არ უპასუხოთ, რა..-უთხრა სესილიამ. მარიამმაც ტელეფონი დაადუმა და ცეზარი გადაიღო. საშინლად კარგად გრძნობდა თავს სესილია. რა მაგარი რამე ყოფილა ტეკილა! თან ეს ლიმონიც როგორ უხდება? ერთი დათასიც..! არასოდეს აღარ მისცემს ვინმეს იმის უფლებას, რომ მოატყუოს და დასაცინი გაიხადოს თავი.! ტეკილა? ტეკილა ყველაფერს ერჩივნა იმ წუთას დათას გარდა. ტეკილას გემო საოცრად შეუყვარდა, მაგრამ არა დათას სურნელზე მეტად. ტეკილა ლიმნით როგორი სიამოვნება იყო? არა! იმ სიამონებას არ შეედრებოდა დათას ერთი ლოყაზე კოცნით, რომ ემართებოდა. დაიწყო, ისევ დაიწყო დათაზზე ფიქრი.! მაშინვე წამოხტა და ბენდისკენ მივიდა, რომელიც ერთ-ერთ ქავერს უკრავდა. რითმულად ააყოლა ტანი მელოდიას და გადაეშვა მელოდიურ სიამოვნებაში. თითქოს ღრუბლებზე დადიოდა, თითქოს მხოლოდ თვითონ იყო და არავინ სხვა. მაგრამ ეს სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიღაც არანაკლებ არაფხიზელი ბიჭი მიუახლოვდა და სესილიას ცეკვას ააყოლა ტანი. ძალიან სასაცილო იყო. რასაც სესილი აკეთებდა, იმეორებდა ეს ბიჭი. უცებ, წელზე ხელი იგრძნო, რომელმაც თავისკენ მიიზიდა და შეატრიალა. შეტრიალებული შავ თვალებს შეეჩეხა. მაშინვე გაიხედა გოგოების მაგიდისკენ, რომელსაც თავზე გამწარებული ირაკლი და კოტოშა ედგნენ. გოგოები კი ყურებჩამოყრილები ანიშნებდნენ, რომ აზრზე არ იყვნენ საიდან გაჩდნენ ბიჭები. დათამ მაშინვე გარეთ გაიყვანა სესილია. -რა ჯანდაბას აკეთებ ამიხსნი?-უღრიალა ბოლო ხმაზე,-რომ გირეკავ მთელი დღეა იმისი ღირსიც არ ვარ, რომ მითხრა მიდიხარ თურმე საღამოს რაღაცა „ვეჩერინკაზე“? -ვაიმე, დათა..! რა პრეტენზიებს მიყენებ ვერ გავიგე?? არ შეიძლება მეგობრებთან ერთად გავერთო და ერთი დღე ის გავაკეთო რაც მე მინდა? -შენ რა გინდა გოგო დასაწყისშივე თავი მომაკვლევინო?-ღრიალებდა დათა. -რის დასაწყისშივე აბა მითხარი? რა დაიწყო ის შემახსენე აბა? არაფერიც არ დაწყებულა! და შესაბამისად, რაც არ დაწყებულა იმას არც დასასრული ექნება, გაიგე?-არ ჩამორჩა სესილია დათას კივილში. -რა ტონალობაზე მესაუბრები? ან ვაფშე რანაირად მელაპარაკები,ტო? -რანაირად? ვაფშე რომ გელაპარაკები მგონი მადლობა უნდა მითხრა, არა? შენ მე ვინ გგონივარ? რადგანაც შენზე პატარა ვარ გგონია გამომადებილე? როგორ გამიბედე და დამცინე? როგორ დამამცირე ხვდები? -შენ ხო არ გაგიჟდი?-ხელში ჩაავლო დათამ. -მტკივა...!-დაიყვირა სესილიამ. დათამ მაშინვე ხელი გაუშვა გოგონას და შეხედა. გამწარებული სახე ჰქონდა სესილიას, არაადექვატური იყო მისი სახე. -შენ მე იცი როგორ დამამცირე? აი, საშინლად! ამ დაცინვას არასოდეს გაპატიებ..! ბიჭისთვის თურმე ერთადერთი ვარ და მე შევუცვალე ცხოვრება და ათასი ზღაპარი და თურმე ჩემ ზურგს უკან რეებს ატრიალებს! ახლა, კარგად მომისმინე! ცხოვრებაში ხმა არ გამცე.. აი, არასოდეს..და დაიმახსოვრე, რომ არაფერი არ დაწყებულა..!-უკივლა სესილიამ და და მაშინვე ბარში შევარდა. დათა გამოშტერდა არ მოელოდა სესილიასგან ასეთ რაღაცას. მაშინვე მუშტი დაარტყა მანქანის შუშას, რომელიც იმ წუთასვე დაიმტვრა. სულ არ ეტკინა ხელი! დათა იმ წამინდელი სიტუაციით გაოგნებული იყო. ისიც შევარდა ბარში და მივარდა მაგიდასთან მსხდომ მეგობრებს, რომლებიც ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ: -სად წავიდა? დროზე მითხარით!-დაიყვირა დათამ. -შემოვიდა, აიღო ჩანთა და იქეთ გავიდა,-უთხრა ირაკლიმ და წამოდგა დათასკენ. დათაც მითითებული კარის მიმართულებით გაიქცა, რომელიც ბარის სამზარეულოში გადიოდა. -აქ, გოგო იყო. სად წავიდა? სად არის?-დაიყვირა ბოლო ხმაზე. -ვერ გეტყვით ბატონო, შემოვიდა და უკანა კარიდან გავიდა..-უპასუხა შეშინებულმა მზარეულმა. დათაც იმ კარისაკენ წავიდა და ნახა, რომ კარი ქუჩის მეორე მხარეს გადიოდა. მაშინვე გავარდა.. დიდხანს ეძება. ხან სად წავიდა, ხან სად, მაგრამ ვერ იპოვა სესილია. ბარში შებრუნებულს ანკას უკვე ნინოსთან ჰქონდა დარეკილი და გაარკვია სესილიას ამბავი. -ნინომ ახლა მოვიდა სახლშიო. დამშვიდდი.. -რა დავმშვიდდე, გოგო? რა მოხდა ვინმე გამარკვევს?-გამწარებულმა გამოსცრა კბილებში დათამ და გოგოებს გახედა. ყველამ ერთი ფრაზა უთხრა, არვიცი არაფერი უთქვმს დღეს დაგვირეკა და წავიდეთ გავერთოთო, ოღონდ ბიჭების გარეშეო და თქვენ კი იცოდით, რომ წავიდოდითო. ასე თუ ისე, სესილია უკვე სახლში იყო და ამაზე მაინც აღარ ინერვიულებდა. თავი საშინლად ტკიოდა, მაგრამ კმაყოფილი იყო გუშინდელი ღამით. მაგრამ მაინც რაღაც აწუხებდა, იქნებ არასწორად მოიქცა? იქნებ, დათასთან უნდა გაერკვია ეს ყველაფერი? იქნებ, ჯობდა არ მიექცია ეკასთვის ყურადღება და მაშინვე დათასთვის ეთქვა. მაგრამ, მაინც ამშიდებდა თავს, რომ სწორად მოიქცა. ყურსასმენები გაიკეთა და კარგად მოკალათდა. რამდენიმე საათი და საყვარელ ბათუმში იქნებოდა, საყვარელ მამასთან. ცოტა ხანს დაისვენებდა, ტვინს გაანიავებდა და იქნებ თვის ბოლომდეც დარჩენილიყო ბათუმში. გოგოებიც ჩამოვიდოდნენ და მოკლედ, მარტო არ იქნებოდა. მუსიკის ნირვანიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა. ირაკლი ურეკავდა. იფიქრა დათა იქნებაო და მაშინვე გათიშა ტელეფონი. გადაწყვიტა ეს რამდენიმე დღე გოგოების გარდა არავის დალაპარაკებოდა! ენდობოდა მათ იმის მიუხედავად, რომ თიკა და მარიამი დათას მეგობრები იყვნენ. გუშინ მისი თხოვნა ორივემ გაითვალისწინა და შესაბამისად, ახლაც იმედი ჰქონდა მათი. -ესეც ასე სესილია.. კი ხარ სულელი, მაგრამ რაც იყო იყო..! ზღვის რუჯს აუზი ვერ შეედრება..! გივი უბედნიერესი იყო სესილიას ჩასვლით. ბათუმის ახლად გახსნილ რკინიგზაში სიხარულით შეეგება შვილს და სახლისაკენ წავიდნენ. -არა, მაინც ვერ გამიგია ასე უცებ როგორ გადაწყვიტე წამოსვლა?-ჰკითხა გივიმ სესილიას. -რავიცი, ძალიან დაცხა თბილისში. თან დედა და ნუციკო ბაკურიანში აპირებენ წასვლას და მე არ მინდოდა. ზღვა როგორ მიყვარს ხომ იცი?! თან მამიკოსთან მინდოდა,-გაუღიმა სესილიამ. -როგორ დატოვე შენი მეგობრები? ერთ წამსაც კი არ სუნთქავ მათ გარეშე!-გაეცინა გივის. -ჩამოვლენ ისინიც!-მეგობრების გახსენებაზე წამით შეეცვალა ხასიათი სესილიას. გივი ბათუმის ცენტრში გაჩერებულიყო. კომპანიამ საკმაოდ დიდი სახლი უქირავა სანაპიროს ხედით. -აუ, რა კარგი სახლია..!-თქვა აღფრთოვანებით სესილიამ. -მოგეწონა? აბა, შენი ოთახი ნახე,-უთხრა გივიმ და სესილია ოთახში შეიყვანა. ზუსტად მისაღების გვერდით იყო სესილიას ოთახი, რომელსც დიდი აივანი ჰქონდა. მაშინვე გეგმები დააწყო სესილიამ, როგორ გაატარებდა და დაისვენებდა ყველაფრისგან ამ აივანზე! -მოგეწონა მამი? -კი, ძალიან! -ჰოდა, ნინასთვის ჯერ არ მითქვამს და ეს სახლი ჩვენია,-გაუღიმა გივიმ შვილს. -მოიცა, რა?-წამოიყვირა სესილიამ,-რას ჰქვია ჩვენია? ანუ, ანუ.. შენ გინდა მითხრა, რომ? -კი, ვიყიდე ეს სახლი რამდენიმე დღის წინ. საკმაოდ იაფად ჩამივარდა ხელში. როგორც ხდება ხოლმე. პატრონს ეჩქარებოდა, ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა და ამიტომ მეც გამოვიყენე ეს შანსი და ვიყიდე. -ვაიმე! არ მჯერა..! მართლა? როგორ გამახარე, გივიკო!-სიხარულისგან სესილია შეახტა გივის და სახე დაუკოცნა,-მსოფლიოში ყველაზე საყვარელი და სუპერ მამიკო ხარ შენ! -ხოდა, ვინც გინდა, როცა გინდა, რამდენიც გინდა არ არის პრობლემა ხომ იცი?-თბილად გაუღიმა შვილს,-ახლა კი წავალ მე სამსახურში. შენ კიდე მაცივარი სავსეა და რამე წესიერი გამიკეთე. დავიტანჯე ამ ნახევარ ფაბრიკატების ჭამით. -კარგი, შენ რომ გიყვარს იმ გემრიელობებს დაგახვედრებ! ოღონდ, ჯერ გავალ ზღვაზე,-უთხრა სესილიამ მამას და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა,-აუ, შენზე სუპერ ადამიანი დედამიწაზე თუ არსებობდეს, რა! გააცილა გივი სახლიდან და ბედნიერმა მიმოიხედა. არ სჯეროდა, რომ ბათუმში სახლი ჰქონდა! თან როგორი? აი, ძალიან მაგარი! მაღალ სართულზე, ლამაზი ხედით, ბევრ ოთახიანი, კარგად გარემონტებული..! ეს ყველაფერი სესილიასი იყო..! სიხარულისგან გული აჩქარებოდა. მაშინვე ტელეფონი ჩართო და ანკას ნომერი აკრიფა. -ვაიმე! შე, დეგენერატო!-დაიწყო ანკამ ყვირილი. -რას მლანძღავ რა გინდა? -კიდე რას გლანძღავ? ნამუსი საერთოდ გაგაჩნია? სად ჯანდაბაში აგდიხარ? ცოტაც და საავადმყოფოებში სირბილს დავიწყებდით. ნინო და ნუცა არ იყვნენ სახლში, ტელეფონს ნინო არ იღებდა გავაფრინე კინაღამ! კიდევ კარგი, როგორღაც მივაგენით! სად ჯანდაბაში ხარ?-ყვიროდა გამწარებული ანკა. -კარგი, დამშვიდდი რა.. მარტო ხარ? -კი, ამ წუთას მარტო ვარ. სახლში მოვედი ნატანჯი და განადგურებული შენზე ფიქრებით!-უპასუხა გაბრაზებულმა დაქალმა. -ხოდა, დაჯექი ეხლა და მოემზადე შოკი ამბავი მაქვს! -იმაზე შოკი რა უნდა იყოს რო აორთქლდი? სად გდიხარ ეგ მაინც თქვი?-ტაქტს არ კარგავდა ანკა. -ბათუმში. -რაააააა?-იმხელაზე იყვირა ანკამ, რომ სესილიას ეგონა ტელეფონში გამოძვრებოდა,- აუ, შენ თუ დაქალი გქვია რა! რომ მიდიოდი ვერ მითხარი? -კაი, ანკა რა დროს ეგ არის? მაგარი ამბავი მაქვს! -ჰე, თქვი დროზე,-უპასუხა მოთმინება დაკარგულმა ანკამ. -გივიკომ სახლი იყიდა ბათუმში და როცა გვინდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონზე შეგვიძლია ჩამოვიდეთ! ხოდა, იმედი მაქვს მალე ჩამოხვალ!-უთხრა სესილიამ უცებ და დაელოდა ანკას რეაქციას. -ვაიმე, სესილია ანდრონიკაშვილო! რას მეღადავები? შენ როგორ ფიქრობ ეხლა ღადაობისთვის მცხელა? ამინდი არ მაკლებს ისედაც! -შენ სიცოცხლეს ვფიცავარ!-უპასუხა სესილიამ. -აუ, ძალიან გამიხარდა რა! რა მაგარია! ღადაობ? გივიკო როგორი პელეა პროსტა..!-სიხარულისგან ანკაც აღარ იყო მიწაზე,-გოგო, მოიცა ერთ წამს. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ დათა? იცი, რა ჭირდა გუშინ ბიჭს? რა მოხდა შეგიძლია მითხრა?-ჰკითხა ანკამ სესილიას. რადგან სესილიას არაფერი უთქვამს გუშინდელზე ანკასთვის და ჰქონდა დრო თან ძალიან ბევრი მოსაყოლი სახლში შესვლის მომენტიდან ბათუმში წამოსვლამდე ყველაფერს მოუყვა. სესილიასგან გასაკვირად ანკამ ისე მოუსმინა, რომ არც ხმა ამოუღია და არც შეკითხვა დაუსვამს. მოყოლას რომ მორჩა სესილია მაშინაც კი ჩუმად იყო ანკა. -აქ ხარ ანკა? -აქ ვარ კი არა! შენ თუ მართლა დეგენერატი არ იყო პროსტა მე ვიყო უკანასკნელი სამურაი!-გაცოფდა ანკა,-რანაირად იქცევი ვაფშე? გეკითხა ბიჭისთვის ვინ იყო ნია? არა, მეც კი პირველად მესმის, მაგრამ ყველა გოგოზე ესეთი რეაქცია უნდა გქონდეს? -ანკა, რა შუაშია ეგ? უბრალოდ, ვერ ხვდები მატყუებდა! დამცინოდა! ცხოვრებაში არ უთქვამს „მიყვარხარ“ და მით უმეტეს ამ ნიაზე რომ გავიგე, დავრწმუნდი ასი პროცენტით რომ უბრალოდ პატარა ბავშვი გამოიჭირა და დამცინა!-გაბრაზდა სესილია. -ვაიმე, ძალიან მაინტერესებს თავში რომ ჩალა გიყრია, როგორ მოეწყობი უნივერსიტეტში! ყველა ბიჭი ხო ერთნაირი არაა? რატომ ითხოვ ბევრს? გითხრა ხომ გასაგებად შენამდე მომიშვი, რომელი ბიჭი მოგაშორებს ატეხილ „პაკლონიკს“ რომელიც პროსტა ტაკ გიყურებს? -აუ, კაი ანკა დამანებე ეხლა თავი!-გაბრაზდა სესილია,-თუ გიყვარვარ ერთი თხოვნა მაქვს! -ამას უყურე ერთი! კიდე რაღაცის თხოვნა უნდა..!-აღშფოთდა ანკა. -ტელეფონს გამოვრთავ და გთხოვ, არ უთხრა სად ვარ რა..-უთხრა სესილიამ. -ვინ არის ანკა?-გაიგონა ნაცნობი ხმა სესილიამ და მაშინვე აუთამაშდა პულსი. ხან ზევით. ხან ქვევით. ხანაც შუაში გაჩერდა სადღაც. იმ წუთას იგრძნო თავი დამნაშავედ და მაშინვე ტელეფონი გათიშა. არა, ანკა ცხოვრებაში პირველად იყო მართალი! მთელი ცხოვრება ანკას ასწავლიდა ჭკუას, ანკას არიგებდა, რომ ირაკლისთან ყველაფერი ყოველთვის გარკვეული ჰქონოდა, ყოველთვის რაღაც ეჭვის არსებობისას გულწრფელად დალაპარაკებოდა და ახლა რა ქნა? ისე მოიქცა, როგორც არასოდეს მოიქცეოდა თვით ანკა! მაშინვე წამოხტა და ამოალაგა საზღვაო ტანსაცმელი. სწრაფად გადაიცვა და სანაპიროზე წავიდა. თითქოს ცოტა დაამშვიდა ზღვამ. თითქოს ზღვაში თანამოაზრე იპოვა, მაგრამ იმდენად მიხვდა თავის შეცდომას, რომ იქ მყოფი ყველა ადამიანი ეჩვენებოდა, რომ მას აკრიტიკებდნენ. მის საქციელს იწუნებდნენ და უბრალოდ, სესილიას მართლა დასცინოდნენ თავისი უჭკუობის გამო. სახლში მისულიმა სესილიამ გადაივლო და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. მაცივარში მართლა ყველაფერი იყო. წინასწარ გაითვალისწინა გივიმ შვილის კულინარიული შესაძლებლობები და გაავსო მაცივარი. სესილიასაც ბევრი არ უფიქრია. მაშინვე გამოიღო პროდუქტები და საზაფხულო კერძის, აჯაფსანდალის გაკეთებას შეუდგა. აჯაფსანდალთან ერთად ქათმის სალათიც მოამზადა, ნატურალური ვაშლის წვენიც დაწურა და მაცივარში შეაწყო გასაციებლად. საღამოს 7საათი ხდებოდა გივი რომ სახლში მოვიდა. გახარებულმა აიკაპიწა ხელები და მაგიდას მიუჯდა. გემრიელად მიირთვა გივიმ სესილიას მომზადებული კერძები და წვენი და შვილს კმაყოფილმა უთხრა: -აი, ეს მენატრებოდა რა! 2კვირაა გეფიცები ხაჭაპურის, პელმენისა და რაღაც ჰამბურგერების მეტი არაფერი მიჭამია.! -ხო, გეტყობა მამიკო ცოტა მოფუნთუშებულხარ,-გაეხუმრა სესილია. -ჩემო მაიმუნო! არაუშავს, ეხლა ხომ მექნება წესიერი საჭმელი და ჩავდგები ისევ ფორმაში,-ამაყად უპასუხა გივიმ შვილს,-სესო, სად გაქვს ტელეფონი? -დამტენი თბილისში დამრჩა,-უნამუსოდ მოატყუა სესილიამ. -მოიცა, მოგიტან თუ გინდა ვინმეს ექნება ჩემს თანამშრომელს. -არა, იყოს! ხვალ სანამ სანაპიროზე გავალ იქამდე ვიყიდი. რატომ უნდა გამოართვა ვიღაცას იქნებ მასაც სჭირდება? ხო იცი დამტენი ისეთი რაღაცაა სულ უნდა გქონდეს თან,-უპასუხა სესილიამ ისე, რომ წარბიც არ შეუხრია. -კარგი, ჰო.. მამი, 9 საათზე შეხვედრაზე უნდა წავიდე. უცხოელი პარტნიორია და აუცილებლად უნდა შევხვდე. გვიან მორჩება შეხვედრა სავარაუდოდ და ხომ არ გეშინია მარტო ყოფნის? -არა, რას ამბობ! ისეთი სახლია, ისეთი აივანია გავიკეთებ ცივ ყავას ნაყინით და დავჯდები და დავტკბები!-უპასუხა სესილიამ. -კარგი, მაშინ მეც დავიწყებ უკვე მომზადებას. არ მინდა შენი მარტო დატოვება, მაგრამ საქმეს სჭირდება ხომ იცი,-უპასუხა გივიმ. აკოცა შვილს შუბლზე და ოთახიდან გავიდა. სესილიამ მიალაგა სამზარეულო, ჭურჭელი დარეცხა. გივიც ამასობაში მოემზადა და გააცილა საყვარელი მამა. ცივი ყავა გაიკეთა და აივანზე ჩამოჯდა. ზაფხულის ბათუმი არის სრული სიგიჟე! ქალაქი, რომელსაც არ ძინავს. რომელიც სითბოს ასხივებს და გაბედნიერებს. ქალაქი, რომელიც უბრალოდ კეთილი და თბილი ადამიანებით არის სავსე. უცხოელი იქნება თუ ადგილობრივი. აი, ეს არის ბედნიერება! ყველგან მომღიმარე სახეები, ყველგან თბილი დამოკიდებულება, ყველგან სიყვარული! ბედნიერი ფიქრებისგან კარებზე ზარმა გამოიყვანა. ზოზინით წამოდგა და გავიდა კარებისაკენ. არც კი გაუხედავს ისე გააღო კარი და იქვე გაშეშდა. კარში დათა, ირაკლი და ირაკლის უკან დამალული ანკა იდგნენ. -აქ უნდა ვიდგე?-ძალიან ცივად მიმართა დათამ და არც დალოდებია სესილიას პასუხს ისე შეგლიჯა კარი და შევიდა სახლში. დათას ირაკლი და ანკა მიყვნენ. ანკა წამით გაჩერდა სესილიასთან და ჩაეხუტა. ჩუმად უთხრა ყურში: -ირაკლის და შენ სიცოცხლეს ვფიცავარ მე თუ მეთქვას! გაიგონა ჩვენი ლაპარაკი, მერე შემოვიდა და ბოლოს გივის დაურეკა.-უცებ უთხრა ანკამ და მისაღებში შევიდა. სესილიამ კარი ჩაკეტა და ისიც შეუერთდა მისაღებში მოსულ „სტუმრებს“. -ირაკლი, ანკა.. გადით..-გაისმა დათას გაბზარული ხმა. ანკა და ირაკლი მაშინვე წამოდგნენ და გავიდნენ ოთახიდან. და აი ! დარჩა სესილია დათას წინაშე მარტო! ერთი-ერთზე და უფრო მეტად იგრძნო დანაშაულის გრძნობა.. უფრო მეტად ინანა თავისი საქციელი და ერთიანად კანკალი დაიწყო, მაგრამ მოგეხსენებათ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო. -შენ რა იყო, ჩვევად გექცა შუაღამისას მოულოდნელად თავზე დადგომები?-მიმართა დათას. დათას სახე აელეწა სესილიას წინადადებაზე და თვალებანთებულმა შეხედა სესილიას, რომელიც ერთიანად კანკალებდა, მაგრამ მაინც არ თმობდა პოზიციას. -ხვდები მაინც რა გააკეთე?-ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა დათას. -წამოვედი დასასვნებელად.. შენგან დასასვნებელად..! -ხო? და მე რომ მგონია, რომ გამოიქეცი?-ირონიულად ჰკითხა დათამ. -არ გამოვქცეულვარ! ნუ, როგორც იყო რა მნიშვნელობა აქვს? დასასვენებლად წამოვედი! -რას ჰქვია დასასვენებლად წამოხვედი? შენ გოგო გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? რანაირად იქცევი საერთოდ!-დაიღრიალა დათამ,- რა იყო გბოჭავდი? თავისუფლებას მოწყვეტილი იყავი? ვერ მიბედავდი გეკითხა ნიაზე?-სესილიას ცუდად მოხვდა ყურში ნიას სახელი. ესეიგი მართლა ვიღაც არის ნია!,-რამდენი თუნდაც ეკა რაღაცას იტყვის იმდენჯერ ასეთი უაზრო საქციელები უნდა ჩაიდინო? გამაგებინე, ერთი რა გინდა?! -ნუ მიყვირი!-დაიყვირა სესილიამ. -ნუ გიყვირი? არ ხარ საყვირელი? შენთან მგონი არ გაჭრა მშვიდობიანმა და კარგმა ურთიერთობამ. ყველანაირად ვცდილობდი, რომ შემჩვეოდი და არ გქონოდა ჩემთან დისტანცია. არასწორად ვიქცეოდი? ამის დედა შე...ი!- დაიყვირა დათამ და წამოხტა ფეხზე. ფანჯრისაკენ მივიდა და თვალი გაუშტერა ანთებულ შენონებს. რატომ იყო სესილია ჩუმად? ხვდებოდა! ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ დააშავა..! იმასაც ხვდებოდა, რომ დათა ას პროცენტიანი კი არა, მილიონ პროცენტიანი იყო..! რა უნდა ეთქვა ახლა? ბოდიში, მაპატიე? ბოდიში, რომ საქმეს შველოდეს ალბათ მსოფლიოში ომიც აღარ იქნებოდა.. -არ შეგეძლო უბრალოდ მოსულიყავი ჩემთან და გეკითხა „დათა, ვინ არის ნია?“ და ეს შოუ არ დაგედგა? ეკას სათქმელი ვუთხარი ისედაც.. მეზიზღება, როცა ჩემს ცხოვრებაში ერევიან. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება ახლობელი თუ შორეული ნაცნობი. მოგეცი იმის მიზეზი, რომ ნდობა არ გქონოდა ჩემი? იცი, რომელ ნდობაზე გელაპარალები?ურთიერთგაგების ნდობაზე.. შენ ჩემი არ გესმის. გაგება იცი რას ნიშნავს სესილია? გულწრფელ ურთიერთობას და როგორც ჩანს შენ ჩემთან არასოდეს ყოფილხარ გულწრფელი. -რა სისულელეს ამბობ, დათა!-წამოიყვირა სესილიამ. -სისულელეა ეს ყველაფერი, სესო?-დაუთბა ხმა დათას და სესილიასკენ შეტრიალდა. შავი თვალები.. როგორი შავი ჰქონდა დათას და როგორი წითელი ამავდროულად! რაღაც ამ რამდენიმე საათში შეცვლილიყო დათა. ნანერვიულები სახე ჰქონდა და ადამიანური არაფერი ეტყობოდა. -მე ემოციებს ავყევი, დათა..-მშვიდად უთხრა სესილიამ და დათას შავ თვალებში მიაჩერდა. დათამ უყურა, უყურა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ნია.. ნია არის ჩემი ნათლული.. 10 წლის არის.. ესპანეთში რომ ჩავედი იქ გავიცანი მისი დედ-მამა. ნია ჯერ მონათლული არ იყო და ამიტომ, მე მოვნათლე.. სხვა არაფერი...- ამ დროს სესილია? სესილია იქ აღარ იყო! გაგიჟდა, გაოცდა, გაბრაზდა საკუთარ თავზე! რო ჰკითხო ძალიან დიდი და „აზრზე მოსულია“ და ასეთი შეცდომა დაუშვა?! -შენ მე იცი რა დამმართე ეს დღეები? იცი, რა მჭირდა სესილია?-ხმა გაუმკაცრდა დათას,- როგორ მეგონა, რომ სხვანაირი იყავი და არ გავდი სხვა გოგოებს.. ამის დედაც.. რა ვუყო გულს ამის დედა შე..ცი!-დაიყვირა დათამ. ამ დროს კარებზე ზარი გაისმა ისევ. სესილია ადგილზე შეხტა და გული უფრო მეტად აუჩქარდა. ანკა გიჟივით შემოვარდა, გივი მოვიდაო და გაიქცა კარის გასაღებად. გივი ცოტა ნასვამი იყო და ნასვამზე ყველას მოგვეხსენება, რომ გაასმაგებულად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებსა და გრძნობებს. ოთახში შემოსულმა გივი გახარებული ჩაეხუტა დათას და ირაკლის. -როგორ გამახარეთ ბიჭებო, თქვენ არ იცით! -ჩვენც გაგვიხარდა გივი ბიძია თქვენი ნახვა,-უპასუხა ირაკლიმ. -არ გრცხვენია ბიჭო? რა ბიძია? თქვენ მე ბებერი ხომ არ გგონივართ?-ჰკითხა გივიმ და გაუღიმა ბიჭებს,-სესო, მიდი დაფაცურდი ეხლა. ჩვენი ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ და ნუ დავხოცავთ ამხელა გზაზე ჩამოსულებს მშივრებს! -არა, გივი. არ შეწუხდე.. მე და ირაკლი გავალთ. ანკა დარჩება თქვენთან,-უპასუხა მოჩვენებითი სიმშიდით დათამ და ფეხზე წამოდგა. -რას ჰქვია გახვალთ?-შეიცხადა გივიმ,-თქვენ რა თბილისში მიდიხართ?-ამ შეკითხვაზე სესილიამ მაშინვე დათას გახედა, რომელსაც მისთვის ზედაც არ შეუხედავს. -არა, გივი. აქვე სასტუმროში გავჩერდებით,-არ აცადა პასუხი ირაკლიმ დათას. -სასტუმრო? თქვენ მე პატივს საერთოდ არ მცემთ? ამხელა სახლს ვერ ხედავთ?-შეიცხადა გივიმ,- არ მაინტერესებს! ჩემთან დარჩებით ორივე..! ჩემი ოჯახის წევრები ხართ და როგორ ფიქრობ გაგიშვებთ სადმე? -კარგი რა, არ გვინდა შეგაწუხოთ,-ისევ შეეპასუხა ირაკლი. -არანაირად არ მაწუხებთ! თანაც ზეგ თბილისში ვაპირებ წასვლას და თუ თქვენ რამე გეგმები არ გაქვთ დარჩით და თქვენებურად დაისვენეთ,-უპასუხა გივიმ. ანკას სიხარულისგან კინაღამ ცრემლები წამოუვიდა, რომ წარმოიდგინა აქ ზღვისპირეთში საყვარელ ადამიანებთან ერთად. -არა, არანაირი გეგმები არ გვაქვს,-დაასწრო ისევ პასუხის გაცემა ირაკლიმ დათას და დაუბრიალა თვალები ძმას. -ძალიანაც კარგი! ახლა კი ჩემი გოგოები გაგვიშლიან სუფრას და თუ წინააღმდეგები არ ხართ, არაჩვეულებრივი ღვინო მაჩუქეს და გამისინჯეთ,-უპასუხა გივიმ და მხარზე დაკრა ხელი დათას. გოგონებმა სუფრა გაშალეს, ბიჭებმა ჩანთები ამოიტანეს და ყველანი ერთად მიუსხდნენ სუფრას. დათა სესილიას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, თითქოს იქ არ არსებობდა სესილია. სესილიაც ცდილობდა არ შეემჩნია თავისი განწყობა..! შინაგანად ცოტაც და აფეთქდებოდა. “saxe gaaswore ra, seso.. ai, naxav dalagdeba yvelaferi..“-მისწერა ანკამ სესილიას. “mesmis, rom davashave,magram arasodes mapatiebs..” “gapatiebs.. data sxva aris. Is aravis gavs”. დილას ხმაურმა გააღვიძა ანკა. მძიმედ გაახილა თვალები და მშვიდად მძინარე სესილიას გადახედა. გაეღიმა და შუბლზე აკოცა საყვარელ მეგობარს. როგორი სულელი გოგოიყო.. თუმცა, ანკაც არ ყოფილა მის ასაკში დალაგებული. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, მაგრამ ასე არ განიცდიდა. სესილიას კი ყველაფერი სახეზე ეწერა. მის თითოეულ ამოსუნთქვაში იგრძნობოდა, რომ ყველა ნაბიჯს გულმოდგინედ უყურებდა და ყველაფერზე კარგად ფიქრობდა. ზოზინით წამოდგა ფეხზე, სარაფანი გადაიცვა და სააბაზანოში შევიდა. თავის მოწესრიგების მერე კი სამზარეულოში გავიდა, სადაც გივი,ირაკლი და დათა იყვნენ. -აუ, კიდევ კარგი ადექი რა... გვიშველე..-ძლივს თქვა ირაკლიმ და იმედიანად შეხედა ანკას. -უიმე, რას იკლავდი თავს როცა იცი რომ არ შეგიძლია დალევა?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ანკამ,- რას ერჩოდი გივი რა! -რა ჩემი ბრალია? შენ თუ გგონია მახსოვს ძალიან ცდები,-გაეცინა გივის,-არ ინერვიულო ანკა! ცოტახანში მე დამაგდებს! -აუ, ანკ მიდი რა ჩიხირთმა ხიე..-უთხრა ირაკლიმ ანკას. -სად ვიცი ჩიხირთმები და კაი ცხოვრება?! -კაი, მაშინ ცოლად აღარ მოგიყვან! -ხო,აი, სულ ჩიხირთმის გამო მოგყავდი რა.. სესილიას გავაღვიძებ, თორემ ისეთი სახეები გაქვთ მეცოდებით!-თქვა ანკამ და კარისაკენ შეტრიალდა. კართან მისული შედგა და გაეღიმა ეშმაკურად: -დათა, შეგიძლია შეაღვიძო სესილია? მე მანამდე მაღაზიაში ჩავალ და ნაბეღლავებს ამოვიტან..-დათამ უკმაყოფილოდ გახედა სესილიას და მერე გივის. -მიდი დავით, ოჯახის წევრი ხარ ჩემი..-ღიმილით უპასუხა გივიმ. დათაც წამოდგა და ანკას მკვლელი თვალებით გახედა. ოთახის კარი ფრთხილად გამოაღო და თხელ საბანში გახვეულ გოგონას დააკვირდა. საოცრად ლამაზი და კარგი იყო სესილია! როგორ უყვარდა და როგორ აგიჟებდა.. მის ლოგინთან ახლოს მივიდა და დააკვირდა მძინარე გოგოს. სწორი ცხვირი, თხელი ტუჩები და ხშირი წამწამები ჰქონდა სესილიას. ქერა თმა მხრებზე დაყროდა და მკერდი ზემოდან-ქვემოთ აუდიოდა. უყვარდა, მაგრამ ის არ უყვარდა ადამიანებში, რომლებთანაც მაქსიმალურად იხარჯებოდა ეჭვი რომ შეჰქონდათ. როგორ დაიჯერა სესილიამ რომ იყენებდა? დასცინოდა ზურგს უკან? ამის გახსენებაზე სახე მოეღუშა. სანამ დათა თავის ფიქრებში იყო გართული სესილიას გამოეღვიძა. დაინახა. გაშრა. სუნთქვა შეეკრა. გაშტერდა და ემოციები ერთ სივრცეში მოაქცია. -ანკა გეძახის,-მშვიდად უთხრა დათამ და კარისაკენ წავიდა. გავიდა თუ არა დათა სესილიამ მაშინვე ამოისუნთქა. სუნთქვის შეკავებისგან სახე გაუწითლდა და ხველება აუტყდა. წამოდგა საწოლიდან, დილის პროცედურები დაამთავრა და მაშინვე სამზარეულოსკენ გავიდა. -მამას გოგო!-გივი მიეგება შვილს. -მა,-ჩაეხუტა სესილია მამამისს და შეწუხებულ ირაკლის გახედა,-რამე მჟავე ხო? -აუ, სესუკა! იმენა და ხარ რა..!-აღფრთოვანებულმა თქვა ირაკლიმ. სესილიამაც მაცივრიდან ყველაფერი გამოიღო, კაცები სამზარეულოდან გაუშვა და ჩიხირთმის მომზადება დაიწყო. მალე ანკაც შემოუერთდა და ყავასთან ერთად გაამზადეს კაცებისთვის საჭმელი. -ჩვენ გავალთ რა. ისეთი მზეა საცოდაობაა ამ დროს სახლში ყოფნა,-თქვა სესილიამ და მაგიდაზე დადო პურით სავსე თეფში. -ჩადით და ჩამოვალთ,-უპასუხა ყბა გამოტენილმა ირაკლიმ. გოგოებიც მოემზადნენ და ზღვაზე წავიდნენ. არც ერთს ხმა არ ამოუღია, არ ულაპარაკიათ თუმცა ორივე კარგად ხვდებოდა, რომ ბევრი ჰქონდათ სალაპარაკო. ანკამ არ იცოდა საიდან დაეწყო. ხვდებოდა, სესილია ძალიან განიცდიდა მომხდარს და აუცილებლად, ლაპარაკი ესაჭიროებოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ დაეწყო დათაზე ლაპარაკი. ზღვით ინებივრეს და შეზლონგებზე წამოწვნენ. -აუ, დაილოცოს მზე, ზღვა და შენ რა!-უთხრა ანკამ და მზეს სახე მიუშვირა. სესილიას ხმა არ ამოუღია და უბრალოდ გახედა მზეზე მიფიცხებულ მეგობარს. -არ გინდა დავილაპარაკოთ?-მოულოდნელად ჰკითხა ანკამ. -რაზე? როგორი დებილი გოგო ვარ და რა სისულელე გავაკეთე? -ჰო, თუნდაც მაგაზე. მაგასაც რომ მიხვდი ეგ უკვე დიდი პროგრესია..! -არ მაპატიებს. -გაპატიებს, ოღონდ ჯერ არა. -ძალიან ამაყია. -სიამაყე ყველაშია, სესო. -ჰო, მაგრამ დათასთან განსაკუთრებით ხდება. -ეგ არ უნდა გაგეკეთებინა, სესო. ბიჭი იმენა თვალებში შემოგციცინებს და შენს ყველანაირ მდგომარეობას ითვალისწინებს, ზედმეტს არაფერს აკეთებს და შენ კიდევ ეჭვი შეგაქვს. -ვიცი, გგონია არ ვიცი? ჯერ კიდევ ბათუმისკენ რომ მოვდიოდი მაშინ მივხვდი ჩემს დანაშაულს, მაგრამ.. -ზედმეტად ჯიუტი ხარ! სანამ არ დაგადგა თავზე იქამდე საკუთარ თავთანაც კი არ აღიარე. არ არის კარგი სიჯიუტე ხო იცი, არა?-გააწყვეტინა ანკამ. -დათაც ჯიუტია.. -რას ედრები დათას? შენი წონა გამოცდილება აქვს ცხოვრებაში ბიჭს. როცა ხედავ რომ არ ხარ გულგრილი მის მიმართ და იგივეს გრძნობ მისგანაც რატო იქმნი ძალით პრობლემებს? ხომ იცი ყველას სიყვარული ერთნაირი არაა.. დათა სხვა არის სესო, სხვა..! -სხვა რომ არის არ მაპატიებს.. იცი, რა მითხრა? შენ მე სხვანაირი მეგონეო.. იმედები გავუცრუვე, გესმის?-აუცრემლიანდა სესილიას თვალები. -სესო, დათა იცი როგორი ბიჭი იყო? მის მეგობრებში ყველაზე განსხვავებული. არასოდეს ზედმეტებს არ აკეთებდა. იყო არანორმალური და გიჟი მათთან ერთად, მაგრამ ზღვარს არასოდეს გადასდიოდა. ეგ და ლაშა იყვნენ ერთნაირები ზუსტად. ვერ იტანდნენ ვინმეს თუ ეჭვი შეჰქონდათ მათში. ზედმეტად გულახდილი და სუფთა ბიჭია. ტყუილით არასოდეს არ იწყებს ურთიერთობებს.. -ხოდა, საქმეც მაგაშია ანკა..! იმედი გავუცრუვე და რა იქნება არ ვიცი.. არადა, ვგრძნობ რომ ერთი დღე მის გარეშე გამიჭირდება,-დანანებით ჩაილაპარაკა სესილიამ,-როგორ მოახერხა, რომ ასე მოკლე პერიოდში ამხელა ადგილი დაიკავა? -როგორ და ის სხვანაირია. ამას რომ ვამბობ იმას კი არ ნიშნავს, რომ ირაკლი ცუდია ან დათა ირაკლის ჯობს. ორივე ძმა ერთმანეთზე უკეთესია.. - უთხრა ანკამ და ამღერებულ ტელეფონს დახედა. ირაკლი ურეკავდა სად იყვნენ აინტერესებდათ. გაუთიშა თუ არა ტელეფონი თავზე წამოადგნენ ბიჭები გოგოებს. დათას არც კი შეუხედავს სესილიასთვის გაიხადა და მაშინვე ზღვაში შევიდა. თითქოს ზღვა მეგობარია.. ყველას მეგობარი.. განუგეშებს და შენი თანამოაზრე ხდება.. ზღვას შეგიძლია უსიტყვოდ გაანდო შენი ფიქრები და ისიც მაშინვე განუგეშებს.. ცოტას აღელდება, მაგრამ ესეც საჭიროა. ღელვა დაგამშვიდებს და ცოტა ხნით მაინც მოგწყვეტს რეალობას. მეორე დღეს გივი გააცილეს თბილისში. გააცილეს გივი თუ არა, დათაც სახლიდან გავიდა და გვიანობამდე არ დაბრუნებულა. არც მათთან ერთად ყოფილა სანაპიროზე, მაგრამ ირაკლი ყოველთვის ყველგან დაჰყვებოდა გოგოებს. დათა დილას გადიოდა და საღამოს შემოდიოდა სახლში. მაქსიმალურად თავს არიდებდა სესილიას და სესილიაც კვდებოდა ინტერესით სად იყო, რას აკეთებდა.ამ პატარა ბათუმში ასეთი რა საქმეები გამოუჩნდა. მისაღებში ისხდნენ ირაკლი და სესილია. ძალიან წვიმდა. ბათუმის წვიმა კი იცით, რომ დაიწყებს არ ჩერდება დიდხანს. დათა ისევ არ იყო სახლში, სესილიას კი მოთმინების ფიალა ევსებოდა. ისე გავიდა ერთი კვირა დათას მხოლოდ რამდენიმე წამით თუ ნახულობდა. იჯდა ჩუმად თავისთვის და ტელევიზორს უყურებდა, მოულოდნელად კი ცრემლები წამოუვიდა. ჩუმად მოიწმინდა ცრემლები ისე, რომ ირაკლის არ დაენახა, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ბათუმის წვიმის მსგავსად სესილიას ცრემლებიც წვიმდა.. -რა გჭირს სესო? რამე გტკივა?-აღშფოთდა ირაკლი. -არა, არაფერი. უბრალოდ.. -რა უბრალოდ, ტო? ვგავარ ნუცას ბაღელს? -გული მეტკინა უცებ და მაგიტომ..-უპასუხა სესილიამ. ირაკლი გვერდზე დაუჯდა სესილიას და მაგრა ჩაეხუტა. -რა ვქნა მითხარი? ნუ ტირი რა! ხო არ მოვკლავ შენი ცრემლების გამო? ბოლოს და ბოლოს ძმა არის. რამდენადაც კარგია, იმდენად მძიმეა.. ცოტაც რა.. სულ ცოტაც.. -სად არის?-ჰკითხა გაბედულად სესილიმ. -ჯანდაბაში.. აღმა-დაღმა დადის. გგონია ვიცი?ერთი ის კი ვიცი, რომ თავი ექნება ახდილი შენზე ფიქრით..-გაუღიმა ირაკლიმ და თავზე აკოცა. -არ მაპატიებს ამას..-უთხრა ირაკლის სესილიამ და მაგრა ჩაეხუტა. ირაკლი მართლა მისი უფროსი ძმა იყო, მისი მეგობარი, ანკასავით ჰყავდა. ყველაფერს უყვებოდა, ყველაზე მეტად ენდობოდა. აი, რაღაცნაირი იყო ირაკლი მისთვის.. მისაღების ოთახი ანკამ კივილით შემოგლიჯა. -ვაიმე...! არ არსებობს!-კიოდა ანკა. მაშინვე წამოხტა ირაკლი და ისტერიკაში ჩავარდნილ საცოლისკენ მივიდა. -რა მოხდა გოგო? რა გაღრიალებს? -რა მოხდა? მოხდა ისეთი რაღაც ვერც ერთი ვერ გადარჩებით! -ე, თქვი ეხლა!-გაუბრაზდა ირაკლი ანკას. ანკამაც ცრემლმორეულმა გახედა თავის მეგობარს, რომელიც მოკუნტული იჯდა სავარძელზე და გაოცებული უყურებდა ანკას: -რა მოხდა და ჩვენი პატარა ბავშვიკო სტუდენტია..! ჩააბარა და პირველივეში მოხვდა..!-დაიყვირა ანკამ და სესილიას მიეჭრა. -ღადაობ, ტო? ე, რა მაგარია!-ირაკლიც შეუერთდა ანკას და ორივე ეხუტებოდნენ გაოცებულ სესილიას. -რა იცი, ანკა? -რა ვიცი და შენ რო ძაან ტაკოი გოგო ხარ და არ ამოწმებ ეროვნული გამოცდების საიტს ვუზივარ რამდენიმე დღეა და დღეს ღამე ამ ორიგინალებმა ამ წამს დადეს შედეგები..!- ცრემლები მოსდიოდა ანკას სიხარულისგან და სესილიას ეფერებოდა,-დედას ვფიცავარ შენით ისე ვამაყობ, ისე, ისე, როგორც საქართველო ამაყობს თავისი გმირებით!- უთხრა ანკამ და მაშინვე სესილიას დედასთან დარეკა. ნინო სიხარულისგან კინაღამ ტელეფონში გამოძვრა. მოლოცვას-მოლოცვაზე იღებდა სესილია. ანკა კი-სესილიას პირველ დღეს გეგმავდა უკვე უნივერსიტეტში რა უნდა ჩაეცვა, თმა როგორ უნდა ჰქონოდა, მაშინვე ჩამორეკა ყველასთან და გააგებინა სესილიას ამბავი და ისიც გაარკვია ვინ მოხვდა მისი მეგობარი თუ მეგობრის და ან ძმა იმავე უნივერსიტეტში, რომ სესილია იქ მარტო არ ყოფილიყო. ჭკუაზე არ იყო ანკა სიხარულისგან. სესილიასაც, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა. რა თქმა უნდა, აკლდა. დათა აკლდა თავისი ღიმილით.. აკლდა დათას თვალები სიხარულისგან, რომ ბრწყინავდნენ. დათას ჩახუტება აკლდა და ის ემოცია რასაც ეს ერთი შეხება იწვევდა. მაგრამ დათა არ ჩანდა. არც ტელეფონზე, არც სახლში. ირაკლი მაშინვე მაღაზიაში ჩავიდა და უკან სასმელებით დახუნძლული ამოვიდა. კარი გაუღო თუ არა ანკამ ირაკლის მაშინვე იკივლა. მის უკან კოტოშა, მარიამი და თიკა იდგნენ. გიჟებივით შემოვარდნენ სურპრიზები და ჩაეხუტნენ უკვე სტუდენტ მეგობარს. დასხდნენ და ერთად აღნიშნეს სესილიას გასტუდენტება, მაგრამ დათა არსად ჩანდა. სესილია კი-სვამდა. სვამდა ყველა ჭიქას და გულის შეძახილებს სულ არ უსმენდა. *** გვიანი ღამე იყო. ყველა სამზარეულოში იჯდა სესილიას გარდა. სესილია საყვარელ აივანზე იჯდა მოწნულ სავარძელში, ფეხები მაგიდაზე დაეწყო და უბრალოდ ცას უყურებდა. ცას, რომელზეც ერთი ვარსკვლავიც კი არ ჩანდა. უცებ იგრძნო, მონატრებული სურნელი. ეგონა, ეჩვენებოდა.. ეგონა, სიზმარში იყო. არ უნდოდა გამოფხიზლება, არ უნდოდა რეალობაში დაბრუნება, მაგრამ მაინც სცადა და გარისკა. სცადა და შემოატრიალდა. სიზმარი კი არა ცხადი იყო! ხომ უკვე აღვნიშნე ამ ბიჭის საოცარი გამოჩენები..! შეტრიალებულს დათა დახვდა, რომელსაც ხელში ერთი ცალი წითელი ვარდი ეჭირა. ამბობენ, წითელი ვარდი სიყვარულის სიმბოლოაო.. ამბობენ.. -გილოცავ, გასტუდენტებას..-მშვიდად უთხრა დათამ. ხმა.. ეს ხმა დათასას გავდა.. სითბოთი დახუნძლულიყო ეს ორი სიტყვა. სესილიამ ხმა ვერ ამოიღო და მიაშტერდა დათას შავ თვალებს, რომლებსაც კიდევ ჰქონდა ცოტა წითელი ხაზები შეპარული. პულსი აუჩქარდა.. გული გაუჩერდა.. გაიქცა და დათას შეახტა.. დათას სუნი ღრმად შეიგრძნო და ტუჩები დათას კისერს მიაწება. ორივემ იგრძნო ერთმანეთის ბუსუსები. ორივემ იგრძნო თმის ღერიდან ტერფამდე გავლილი წერტილი.. მონატრებული სხეული დათამ უფრო მეტად ჩაიხუტა და უთქმელი სიტყვა აღარ იყო უთქმელი.. ეს იყო ცხადი და არა სიზმარი.. ეს იყო რისკი, რომლის შედეგზე არავინ არასოდეს უნდა ფიქრობდეს! გრძნობით ნათქვამი, არასოდესაა სანანებელი.. -უშენობა არ შემიძლია, იცი? დანახვის წამიდანვე შემიყვარდი.. მიყვარხარ სესილია ანდრონიკაშვილო! შენ ჩემი გქვია. ცაზე არც ვარსკვლავი მინდა, არც მზე.. როცა შენ მყავხარ გვერდზე სულ ერთია ყველაფერი..-სესილია დათას ერთი ნაბიჯით მოშორდა და გულ აჩქარებულმა შეხედა საყვარელ ადამიანს. გრძნობდა იგივეს.. ზუსტად იგივეს..ყველაფერი მნიშვნელობას მაშინ იძენდა მისთვის, როდესაც დათას შავ თვალებს ხედავდა. -დათი, მიყვარხარ რა..- გაეღიმა დათას და სესილიას უკან გადადგმული ერთი ნაბიჯი შეამცირა. აი, ეს იყო ყველაფერი ერთად.. უთქმელი სიტყვა და პირველი კოცნა ორივე ერთად.. საოცარი ბალანსი სიყვარულის.. საოცარი გრძნობების ზღვა, რომელშიც ორი ადამიანი ახლა უკვე თავისუფლად ცურავდა და დინებას უსწრებდა! საპასუხო გრძნობაზე ამაღელვებელი არაფერია. ეს ის მომენტია, როცა სამყარო შენს გარშემო წყვეტს არსებობას. დედამიწა ჩერდება.. აღარც მზე ანათებს იმიტომ, რომ შენი პირადი მზე გყავს.. აღარც ვარსკვლავები კაშკაშებენ იმიტომ, რომ შენი პირადი ვარსკვლავი ყველა ვარსკვლავზე მეტად კაშკაშებს. აღარც დროს აქვს მნიშვნელობა და საერთოდაც, ყველაფერი კარგავს აზრს ერთის გარდა.. რომ შენი პირადი ბედნიერება იყოს სულ შენთან.. სასაცილოა, მაგრამ ამ პირადი ბედნიერებით სუთქავ. თავს შეკითხვას უსვამ. რა ვიყავი აქამდე? რა მინდოდა? რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში? და მერე ხვდები პასუხს წამებშივე. არანაირად არ გპასუხობს შენი ალტერ-ეგო. ეს ის მომენტია, როდესაც ალტერ-ეგო ბედნიერებით დადუმებულია და უბრალოდ, ისიც ბედნიერია. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ფიქრობ რა სიყვარული, რის სიყვარული! ერთ გამოგონილ გრძნობას როგორ შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, მაგრამ როგორც კი აგხლართავს ეს ზუსტადაც რომ გამოგონილი გრძნობა და თან დაურთავს უშრეტ ენერგიასა და გრძნობების ნაზავს, მერე კი ხვდები რომ ეს არ ყოფილა გამოგონილი და მართლა, ჰყვარებია რომეოს ჯულიეტა და შენც წამსვლელი ხარ შენი პირადი ბედნიერების გამო აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც კი მისი კარგად ყოფნა მოითხოვს. უკვე აღარ ფიქრობ შენ რა გაგახარებს.. მეორე ხარისხოვანი ხდება შენი პირადი მე და უკვე სადღაც მიკარგულში ფიქრობ მასზე. ალბათ, ერთგვარი ეგოიზმია.. ან უბრალოდ სიგიჟეში გადასული ქარცეცხლი.. ნუ, რავიცი რაც არის.. მე კი ძალიან მომწონს. *** სესილიამ ხელები ჩამოუშვა დათას კისრიდან და თავი დახარა. მიხვდა დათა, რომ შერცხვა სესილიას თავისი გამოუცდელობისა და გულში გაეღიმა. თავდახრილი და დამორცხვებული გოგო გულზე მიიხუტა და თითები მის თმაში ახლართა. -თავს რითი იბან?-ჰკითხა დათამ. სესილია გაოცდა ამ შეკითხვაზე და დაბნეულმა ახედა დათას, რომელიც სრული სერიოზულობით უყურებდა. -შამპუნით.-უპასუხა დაბნეულმა. დათას გაეცინა სესილიას პასუხზე და უფრო მეტად მიიკრო გულზე საყვარელი გოგო. -ვიცი, რომ საპნით ან სარეცხი ჟელეთი არ დაიბანდი, მაგრამ გაცნობის წუთიდანვე მიდვრის ყვავილების სურნელი გაქვს. ისეთი, რომელიც არავის არასოდეს არ ჰქონია! -რავიცი, უბრალო შამპუნია. არაფერი, განსაკუთრებული. ეს შენ გეჩვენება, რომ რაღაც „ფოე ფოე“ შამპუნია,-გაეცინა სესილიას. -ჰო, ალბათ მეჩვენება. ზედმეტად ხარ ჩემ გულში და ტვინში და ალბათ, მაგიტომ მგონიხარ განსაკუთრებული,-უპასუხა დათამ და სესილიას რეაქციას დაელოდა. სესილია ვერ მიხვდა თავიდან დათას ნათქვამს არ იცოდა წყენოდა, თუ გახარებოდა. -ჰო, გგონივარ.. -ჩაილაპარაკა ჩუმად.დათას ისევ გაეღიმა სესილიას რეაქციაზე. -მგონიხარ კი არა, შენზე განსაკუთრებული დედამიწაზე არავინ მყავს..!-უთხრა და ველურად დაეტაკა სესილიას ტუჩებზე. მომთხოვნად უკოცნიდა ჯერ ზედა ტუჩს, შემდეგ კი ქვედას. სესილიაც აჰყვა კოცნაში და ისევ, დაიკარგნენ სამყაროს იქეთ, სადაც მარტო ისინი იყვნენ. დედამიწაზე ანკას კივილმა ჩამოიყვანათ. -ვაიმე! ჩემი გულის კოკროჭინები,-დაიყვირა ანკამ და მაშინვე მათკენ გამოვარდა. გიჟივით ჩაეხუტა ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს,-არა, კი ვიცი რომ ცუდ დროს შემოგეჭერით, მაგრამ იცი როგორ გამიხარდა რო შემოგეჭერით? რა კარგები ხართ, რომ იცოდეთ! -ძვირფასო რძალო, ძალიან კი მიყვარხარ მარა როგორც ყოველთვის უდროო დროს ჩნდები ხოლმე,-უთხრა დათამ. -ვაიმე, ჩემი თვით ზე-სერიოზულობა მაზლუშკა,-სიცილით უპასუხა ანკამ და მაშინვე გავარდა ოთახიდან. -აუ, ეხლა ეს ყველას ეტყვის!-თქვა სესილიამ და დათას მოშორდა. კარებისაკენ წასულ სესილიას დათამ უთხრა: -პირველი კოცნისთვის სუპერ გოგო ხარ! -უტაქტო!-მიაძახა სესილიამ დათას, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სამზარეულოსკენ წავიდა, სადაც მეგობრები ისხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უგონოდ ნასვამი იყო ტაშებითა და ოვაციებით შეეგებნენ სესილიას და მის უკან ადევნებულ დათას. -ბავშვიკო მომენტალურად გახდა პოტენციური რძალიკო,-თქვა სიცილით ირაკლიმ და გადახედა წყვილს, რომელიც გვერდი-გვერდ იჯდა. -ენა ბიჭო!-გაუბრაზდა დათა ირაკლის. -აუ, შე ფსიხო სანამ შენ გამოჩნდებოდი მე ვიყავი და არც მაღადავო ეხლა..! -არაფერი გეშველება შენ,-უპასუხა მობეზრებულმა დათამ და არაყი ჩამოისხა. ყველა ერთად აღნიშნავდა სესილიას „გასტუდენტებასა“ და ჯანხოთელ-ანდრონიკაშვილის „გაწყვილებას“. სესილია გახარებული და ბედნიერი უყურებდა მეგობრებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ძალიან გაუმართლა. ერთმანეთზე მხიარულები და კარგები იყვნენ. მათთან ნამდვილად არ მოიწყენდი. მარიამი და ანკა ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ერთი ჭკუისები იყვნენ. თიკა და დათა ერთნაირები, საჭირო დროს საჭირო ხასიათებით. ირაკლი, სესილია და კოტოშა ძალიან ნეიტრალურები და ყველა სიტუაციას რომ ეგრებოდნენ ისეთები. -აუ, რამდენს ტლიკინებ, ტო..-თქვა მარიამის მისამართით კოტოშამ. მარიამმა შეხედა კოტოშას და უპასუხა: -ზოგიერთები, რომლებიც არაფერში არ წერიან რატომ იღებენ ხმას? -ეს ზოგიერთები ძვირფასო მარიამ, ამდენს არ ტლიკინებენ და თავს არ აბეზრებენ ხალხს. -ანუ, რა გინდა თქვა რომ შენსავით მუდო უნდა ვიყო?-აღშფოთდა მარიამი. -მუდო ვარ, ტო? ეგ პირველად გავიგე..-გაეცინა კოტოშას და სიგარეტს მოუკიდა. -რაღაც ძაან ალაპარაკდი შენ და ხო მშვიდობით ხარ? -ავლაპარაკდებოდი შენი შემხედვარე. -ზედმეტები ხომ არ მოგდის?-დაიძაბა მარიამი. -არა, ტო! მე და ზედმეტები? უბრალოდ, რაცაა იმას ვამბობ.არადა, იყო დრო სადაც მე ვიყავი ხმას არ იღებდი. როგორ იცვლება არა ყველაფერი?-თქვა კოტოშამ და ქვემოდან ახედა მარიამს. მარიამს ძალიან მოხვდა გულზე ეს საუბარი და ერთი წუთით გავალო და ოთახიდან გავიდა. თქვენც გაგიჩნდათ ხო შეკითხვა რატომ არ ჩაერივნენ სხვები? იმიტომ, რომ უცებ მოხდა ეს ყველაფერი. უცებ შეეკამათნენ ერთმანეთს და უცებ გავარდა მარიამი ოთახიდან. აი, რომ იტყვიან თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრეს სხვებმა. -შენ ბიჭო ხო არ გაუბერე?-მაშინვე შეუტია დათამ. -რა გავუბერე ენა არ გაუჩერებია!-თქვა კოტოშამ ისე, რომ არც კი შეუხედავს არავისთვის. -რა უზრდელი ხარ, კოტე!-უსაყვედურა თიკამ და წამოდგა მაგიდიდან. -რა დავაშავე, ტო? -რა დააშავე კი არა. მეც ვლაპარაკობდი და რადგანაც ირაკლი მიზის გვერდზე ვერაფერი მითხარი ხო? რა უტაქტობა გამოიჩინე პროსტა შოკში ვარ!-აღშფოთდა ანკა. -კაი, დავიშალოთ ეხლა რა.. ძალიან გვეძინება ყველას ფაქტია,-თქვა სესილიამ და წამოდგა. -წამო ბიჭო, დავეგდოთ. ხვალ დაგელაპარაკები წესიერად,-უთხრა ირაკლიმ და უგონოდ ნასვამი კოტოშა ააყენა. ბანცალ-ბანცალით გაუყვნენ ოთახისკენ გზას. დათა გოგოებს ეხმარებოდა. ხალისიანად აალაგეს და დარეცხეს ყველაფერი. ანკა ალაგებდა, სესილია რეცხავდა, დათა კი-ამშრალებდა გარეცხილებს. ზემოთ რა იყო დასადები დათა აღარ აწავლებდა გოგოებს და თვითონ დებდა კარადაში. -აუ, ძაან ბედნიერი ვარ რა..-თქვა ანკამ და დაამთქნარა. -რატო ვითომ?!-გაეცინა დათას ანკას ნათქვამზე. -რავიცი, რაღაც ძაან ოჯახური სიტუაციაა რა. მე ვალაგებ, სესო რეცხავს, შენ ამშრალებ, ირაკლის ძინავს,-თქვა სიცილით ანკამ,-აი, ზუსტად ასეთი წარმომიდგენია ჩემი ოჯახი. -ხოდა, ხო აპირებთ ჩემს შვილებას. აგერ დათა კი ირაკლის ძმაა და ბიძად მეყოლება და ასე ვიცხოვროთ ერთად და ბედნიერად,-თქვა სესილიამ. -ვაიმე, სესილი რა აღადავებული ხარ დედი შენ,-თქვა ანკამ და მაგიდა გადაწმინდა. -კი, ძალიან აღადავდა და მგონი ერთი კაი გამოფხიზლება სჭირდება,-თქვა მკაცრად დათამ და ბოლო თეფში შედო კარადაში. -კაი, რა მოხდა? ვიხუმრე.. ყველა ხუმრობაზე უნდა გამომეკიდო? -აუ, მე წავედი და დანარჩენი აბა, თქვენ იცით.. სესო, გელი ჩემო გიჟო..ამჯერად მე მოგიწყობ ცეცხლოვან ღამეს!-თქვა ანკამ და მაშინვე გავარდა სამზარეულოდან. -დეგენერატი გოგო ხარ!-დაუყვირა აწითლებულმა სესილიამ და ჭიქებს წყალი მოავლო. უცებ, დათას ხელები იგრძო წელზე, ცხვირ-პირი კი მის კისერში. მოულოდნელობისგან ჭიქა ხელიდან გაუვარდა. -ჩემს ყველა შეხებაზე ასე უნდა დაყარო ნივთები?-გაეცინა დათას. -კაი, რა ! ნუ, შვები ეგრე..-შეეხვეწა სესილია. -იცი? არ მყოფნი საერთოდ! -რამდენიმე თვის წინ რომ გეკითხა ჩემთვის როგორი იქნება შენი ცხოვრებაო საერთოდ სხვა რაღაცას ვეტყოდი.. -აბა, რას? -ჩავაბარებ, დავისვენებ, გავერთობი და წავალ მერე უნივერსიტეტში-თქო,-უთხრა სესილიამ და ფრთხილად შემოტრიალდა დათასკენ. -ახლა რითია შენი ცხოვრება შეცვლილი? ჩააბარე, ისვენებ და ერთობი და კი წახვალ უნივერსიტეტშიც. -ჩავაბარე, მაგრამ ვერ ვისვენებ. როცა შენს გვერდით ვარ ვერ ვისვენებ. ემოციები და გრძნობები არ მაძლევს ამის საშუალებას, რომ მშვიდად ვიყო. -მერე, ცუდია ეს ყველაფერი? -არა, ცუდი არ არის. პირიქით! მინდა, რომ ჩემი ბედნიერება ყველას გავუზიარო, მინდა რომ ვიყვირო ბოლო ხმაზე, რომ..რომ შენ მიყვარხარ. ემოციებს ვერ ვიტევ, გესმის? -რა პრობლემაა? ყველას გავუზიაროთ და ვიყვიროთ!-უთხრა დათამ და ხელი დაავლო სესილიას. ჩქარი ნაბიჯით აივანზე გაიყვანა და შეხედა გაოცებულ გოგოს. -მზად ხარ? -რისთვის? -მე მიყვარს სესილია!-დაიღრიალა დათამ ბოლო ხმაზე. სესილიას გაეცინა დათას სითამამეზე და გულში სითბო ჩაეღვარა. -მიდი, შენი ჯერია.. გავაგებინოთ ხალხს!-უთხრა დათამ. სესილიამაც ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიყვირა: -მე მიყვარს დათა! -მიყვარხარ სესილია! -მიყვარხარ დათა!- ასე, ბავშვურად ერთობოდნენ ყვიროდნენ და აგებინებდნენ მთელ ბათუმს, რომ უყვარდათ ერთმანეთი. ქვემოდან ისმოდა შეძახილები „მაგრები ხართ! დაგვაძინეთ! რა დროს სიყვარულია, დაგვათენდა სმაში! სულ გიყვარდეთ ერთმანეთი“ და ასე შემდეგ. დილას ადრე გაეღვიძა სესილიას. 8 საათი ხვდებოდა თვალები რომ დაჭყიტა და ვერაფრით შეიბრუნა ძილი. გვერდზე გადაბრუნდა და გოგონებს გახედა, რომლებსაც ისე ღრმად ეძინათ რომ ბომბი რომ აგეფეთქებინა ვერ გააღვიძებდი. მხოლოდ მარიამს ეღვიძა და მიშტერებოდა ერთ წერტილს. მზე უკვე ამოსულიყო და სუფთა ჰაერი აღწევდა ოთახში. სესილიას ერთი კარგი იდეა დაებადა და მარიამს ჩუმად დაუძახა: -მარ, დიდიხანაი გღვიძავს? -კი, სესუკა. გამეღვიძა და ვერ ვიძინებ. -ჰოდა, წამო რა ვირბინოთ და მერე ზღვაში ჩავიდეთ. -დიდი სიამოვნებით,-მაშინვე დათანხმდა მარიამი და წამოდგა ლოგინიდან. გოგოებმა საცურაო კოსტუმები ჩაიცვეს, ზემოდან კი სპორტულები გადაიცვეს და გავიდნენ ბულვარში სარბენად. ჯერ ნელი სვლით დაიწყეს, შემდეგ კი ტემპს მოუმატეს და ასე ძუნძულით გაუყვნენ ბულვარს. ცოტა დაღლილები ჩამოჯდნენ ერთ-ერთ სკამზე. -დიდიხანია არ მივარჯიშია. სულ გადამიყოლა ამ გამოცდებმა,-ამოისუნთქა სესილიამ. -ჰო, მე საერთოდ არ ვვარჯიშობდი. -თბილისში რო ჩავალთ კუს ტბაზე ვირბინოთ ან ლისზე, გინდა? -კი, დიდი სიამოვნებით. ისე მესიამოვნა სირბილი,-თქვა კმაყოფილმა მარიამმა და ნახევრად გაწვა სკამზე. -მარ, რა ხდება შენსა და კოტოშას შორის?-ჰკითხა სესილიამ მარიამს. -ძალიან დიდი ისტორიაა,-აღელვებული ხმით უპასუხა გოგონამ. -შენ თუ არ გეჩქარება არსად, არც მე მეჩქარება.-უთხრა სესილიამ და მარიამს შეხედა. -პატარები ვიყავით, ასე 16-17 წლისები და ხო იცი როგორც ხდება ამ ასაკში. რაღაცა ურთიერთობა გვქონდა. შეყვარებულებსაც რომ ვერ დაარქმევდი,-დაიწყო მოყოლა მარიამმა,- ერთად ვიყავით ძალიან ცოტახანს და მერე.. მერე კოტემ ვერ შეგიყვარე და ვიმეგობროთო. კაი მეთქი. რა უნდა მექნა? თავს ხო არ დავიმცირებდი აბა არ დავშორდეთ-თქო! ხოდა, „ვმეგობრობთ“. მერე ხან ვისთან ერთად იყო, ხან ვისთან. -და შენ მერე ამ დროს? -ჰოოო.. მე მერე ამდროს კოტე მიყვარდა. მე დებილს შემიყვარდა და დღემდე მიყვარს. ყველანარიად ვცდილობ, არ შემემჩნეს და მგონი გამომდის. მაგრამ ბოლო პერიოდია ხან როგორ მახსენებს თავს ხან როგორ. ძველ ურთიერთობას უსვამს ხაზს.. -და შენ არავინ გყოლია? -არა. ვერ შევძელი უბრალოდ რა.. არ შემეძლო მართლა.. ხო არის რაღაც.ვინც კი გამოჩნდებოდა კოტოშას ვადარებდი და მივხვდი, რომ გავაფრინე და კი ხედავ ამ ასაკში დავრჩი გაუთხოვარი,-ძალით გაიღიმა მარიამმა. -მარი, კოტოშას უყვარხარ,-უთხრა სესილიამ მარიამს. ამის გაგონებაზე მარიამი ადგილზე შეხტა. გულმა გამალებით დაუწყო ძგერა. -კარგი, რას ბოდავ?! -კაი, რა.. ასე უმიზეზოდ რატო დაგიწყებდა ტვინის ბურღვას? ჩემი აზრით, უნდა სცადო ურთიერთობა ვინმესთან. უბრალოდ სცადე რას დაკარგავ? და დააიგნორე კოტოშას უაზრო რეპლიკები. როდემდე უნდა იყო ესე ერთ ჩარჩოში გამოკეტილი? მშვენიერი გოგო ხარ და ნამდვილად არ უნდა გადაყვე არავის! კი ძალიან მიყვარს კოტოშა, მაგრამ ესე უფრო სწორია.. ისე, რაც უფრო არ შეიმჩნევ და შენ თავს მიხედავ უფრო მეტად დაინახავ გინდა ეგ ადამიანი თუ არა..-უთხრა სესილიამ და ბოთლიდან წყალი მოსვა. მარიამი ჩაფიქრებული იჯდა და ფიქრობდა სესილიას სიტყვებზე. არა, რაღაც სიმართლის მარცვალი იყო და ნამდვილად იცოდა უკვე რას იზამდა. -აუ, შენ ხარ სუპერ გოგო! იმენა, შენზე მაგარი დედამიწაზე არ არსებობს!-თქვა მარიამმა და ჩაეხუტა სესილიას. სესილიაც გაოგნებული ეხუტებოდა მარიამს, არადა, ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ესე გახარებოდა გოგონას. -რა ჩახუტებები მოინდომეთ ამ დილაუთენია?-თავზე დაადგა ახალგაღვიძებული სპორტულებში გამოწყობილი დათა. -უი, დათი.. აქ რა გინდა?-გაუკვირდა სესილიას. -მე კი არა შენ რა გინდა აქ? რო აგაფეთქე ტელეფონი სად გაქვს?-გაუმკაცრდა ხმა დათას. -ჯიბეში. ხმა გამორთული მქონდა.. -რას აკეთებთ აქ? -ვაიმე, რას უნდა ვაკეთებდეთ ვვარჯიშობთ,-თქვა გაღიმებულმა მარიამმა. -შენ ღიმილის თუ ვარჯიში უშველიდა გერბინა ამდენი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად,-უთხრა დათამ მარიამს და სესილიას ბოთლიდან ერთიანად დალია წყალი. -ვარჯიში კი არა დათა! ისეთი, მაგარი გოგო გყავს! ისეთი.. აი, რო არ დაგესიზმრება რა..! ყველაზე მაგარი და მაგარი..! გავიქეცი და „პლიაჟზე“ გნახავთ გოლუბაჩკებო,-თქვა მარიამმა და კუნტრუშით წავიდა. -ამას რა დაემართა?-იკითხა გაოცებულმა დათამ. -რავიცი, კოტოშაზე ვლაპარაკობდით.. -ა, მაგათ ლუბოვნი თემებზე? -შენც იცი? -კი, ყველაფერს მიყვებოდა მარიამი.. -მერე ამხელა კაცმა ერთი კაი რჩევა ვერ მიეცი?-გაეცინა სესილიას. -რა უთხარი ასეთი რო გამოაფხიზლე გოგო? -ქალური თემებია რა,-უთხრა სესილიამ და სკამიდან წამოდგა. -ისე შენს უკანალს კი ესაჭიროება ცოტა გამკვრივება,-უთხრა დათამ და გვერდზე ამოუდგა. სესილიას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, ისე გაოცდა დათას ნათქვამზე. -რას უწუნებ ვერ გავიგე?!-გაბრაზებულმა ჰკითხა დათას. -რაღაც ცოტა ჩამოწეული გაქვს,-არ წყვეტდა დათა სესილიას ნერვებზე დაკვრას. -ჰო, რავიცი.. სხვებს კი მოსწონთ და..-თქვა სესილიამ ნიშნსმოგებით და სირბილი დაიწყო. -სხვები არ ვიცი მე!-გვერდით ამოუდგა დათა სესილიას,-ეგ ლამაზი და მრგვალი ფორმის უკანალი ერთ ადგილას დააყენე, თორემ გაიტყიპება ძლიერად! -უტაქტო,-ჩაიფრუტუნა სესილიამ და ნაბიჯს აუჩქარა. -გავიგე!-უკან დათას გაბრაზებული ხმა მოესმა. გაეღიმა და მიხვდა, რომ უკვე მეორედ დათას დაწყებულ თამაშში დათავე დარჩა წაგებული. მაშინვე შეტრიალდა დათასკენ და მისკენ გაიქცა. კისერზე ხელები შემოხვია და როგორც დათას სჩვევია დააკვდა ტუჩებზე. ნეტარებას რომ მორჩა ტუჩებს ოდნავ ჩამოშორდა და უთხრა: - 1:0 დავით ჯანდიერო.. ჩემს სასარგებლოდ,-თვალი ჩაუკრა და ძუნძულით გაუყვა ბათუმის ბულვარს. *** შეზლონგებზე იყვნენ დაყრილები და მზეს ეფიცხებოდნენ გოგონები. ბიჭები კი ზღვაში იგრილებდნენ თავს. მარიამი უჩვეულოდ გაღიმებული იწვა და მზეს უშვერდა სახეს. -მარიამ, რა ჩაიფიქრე?-ჰკითხა თიკამ. -ო, აი სარძლოს ჰკითხე და გეტყვის,-უპასუხა მარიამმა. -მე? მე რა შუაში ვარ!-გაიკვირვა ანკამ. მაიამმა სესილიასკენ მიანიშნა მეგობარს. -ო, ეხლა რაღაცა სისულელეს იზამს და დააბრალებს ამ გოგოს რა!-აღშფოთდა თიკა. -მარი, რა ჩაიფიქრე თქვი..!-უთხრა სესილიამ. -აი, ცოტაც მოიცადეთ და ნახავთ!-ეშმაკურად გაიღიმა მარიამმა. რამდენიმე წუთი იყო გასული და მათკენ საკმაოდ სიმპათიური ბიჭი გამოემართა. მაღალი, თმა დაბალზე ჰქონდა, საკმაოდ ნავარჯიშევი სხეული და დიდი გაბუშტული ტუჩები. პერანგი ჰქონდა მოცმული და ისე მოაბიჯებდა ქვებზე. მარიამმა ბედნიერმა დაუქნია ხელი და ანიშნა მათთან მისულიყო. გოგოებმა გაოცებულებმა შეხედეს მარიამის გვერდზე დამჯდარ ბიჭს, რომელსაც კისერზე ჩამოკიდებოდა მარიამი. -გაიცანით, ჩემი გუგაააა...-ბოლო ასოები გაწელა მარიამმა. თიკას გაეღიმა და დანარჩენები კი გაოცებულები უყურებდნენ. ბიჭის დანახვაზე მაშინვე ამოვიდნენ ზღვიდან ბიჭები და წარბაწეულები დაადგნენ თავზე. გუგა წამოდგა და სათითაოდ ხელი ჩამოართვა ბიჭებს. -მარიამ იქნებ გაგვაცნო სახელის გარდა უფრო კარგად?-ჰკითხა ირაკლიმ. -ეს არის ჩემი გუგა.. გუგა, ესენი ჩემი ახლო მეგობრები არიან ირაკლი, დათა და კოტე.-ისე უთხრა არც კი შეუხედავს ბიჭებისთვის. ირაკლი და დათა მაშინვე მიხვდნენ მარიამის ჩანაფიქრს და აყვნენ მარიამს. მარტო კოტოშა იდგა შუბლშეკრული და ზიზღით უყურებდა ბიჭს. დრო და დრო მარიამი კისერზე ეკიდებოდა გუგას და გუგაც არ აკლებდა კომპლიმნტებსა თუ საალერსო სიტყვებს. ყველა ძალიან ხალისობდა კოტოშას სახეებზე და ელოდებოდნენ ბომბის აფეთქებას. ძალიან მალე კოტოშა წამოხტა და სანაპიროდან წავიდა. ბავშვებმა ყურადღება არ მიაქციეს და გააგრძელეს გართობა. უკვე ძალიან რომ დაცხა ყველანი სახლისკენ წავიდნენ და გუგას საღამოს შეკრებაზე შეუთანხმდნენ. სახლში ასულებს მისაღებში ტელევიზორთან დამჯდარი კოტოშა დახვდათ. -ვაიმე, როგორ ცხელა..-თქვა მარიამმა და მის გვერდზე სავარძელში ჩახტა, სადაც კონდენციონერი უფრო მეტად უბერავდა. მეგობრები მაშინვე აორთქლდნენ ოთახიდან და დატოვეს წყვილი მარტო. -გეთქვა შენი გუგასთვის და როგორც გაგახურებდა ისე გაგაგრილებდა კიდეც,-თქვა იორნიულად კოტოშამ და ლუდი მოსვა. -ვაიმე, კოტ! არ გიხდება ცინიზმი..-არანაკლებ ირონიულად უთხრა მარიამმა. -არც შენ გიხდება ვიღაც გუგები. -ჩემს ცხოვრებას როგორ მივხედავ, ოკ? -რაღაც ვერ ვატყობ რო კარგად აქცევ ყურადღებას შენს ცხოვრებას. -როგორც შენ გესიამოვნება ისე ვერ ვიცხოვრებ, ბოდიში რა..-უთხრა მარიამმა და სავარძელში გადაწვა. -უნდა იცხოვრო -ბატონო?-გაიკვირვა მარიამმა. -რაც გაიგე. -ბევრის უფლებას იბრალებ, იცი? -ხო იცი რომ კარგი მინდა შენთვის? -მე რავიცი? საიდან უნდა ვიცოდე? -კაი, ტო.. დებილი ხარ მართლა?-გაეცინა კოტოშას. -თავი გაბია. -არა, მამენტ მეც კაი დებილი ვარ აქამდე რომ მოვედი. -კი, ნამდვილად. -კაროჩე, შეეშვი მაგ გუგას. -ძაან გამეცინა,-ძალით გაიცინა უკვე აფორიაქებულმა მარიამმა. -კაი, მარი რა.. ნუ, მაიძულებ დათასავით მოვიქცე და ყველა შენს გვერდზე მდგომი თუ გამვლელი ვცემო ან ლექციები ვუკითხო..-მშვიდად უთხრა კოტოშამ მარიამს. -მგონი, თავი დაარტყი ხო რაღაცას?-წარბაწეულმა შეხედა მარიამმა. -თავს გარტყმევინებ შენ თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მე გეუბნები,-ისევ მშვიდი იყო კოტოშა. -კაი, დამღალე უკვე. ნუ, ერევი ჩემს ცხოვრებაში.-თქვა მარიამმა და წამოდგა. კარებთან მისული არ იყო ძლიერი დატყმა იგრძნო, ძლიერი ხელები მის მხრებზე, რომელმაც კედელზე ააწება და დაინახა კოტოშას განრისხებული სახე. -შეეშვი ერთი ადგილის თამაშს და გაახილე თვალები ცოტა! -შენ ხო არ გააფრინე? შენი მორიგი ნაშა ხო არ გგონივარ აგრესიას რო დაანთხევ?-გაუყვირა მარიამმა. -ნაშა არა, მაგრამ ჩემი მომავალი ცოლი რომ მგონიხარ ეგ კი ნამდვილად ვიცი,-უთხრა კოტოშამ და უცებ აკოცა. აკოცა და მარიამიც დარჩა გაოგნებულად! -იმედია, ეხლა ბევრ რამეს მიხვდი, ხო? -გაიწიე, რა..-ამოიხრიალა მარიამმა. კოტოშამაც ხელი გაუშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან გაიწია. -იმედია, იმას მაინც მიხვდი, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო,-ეშმაკურად გაეღიმა მარიამს და სანამ მართლა რამე მოხვდებოდა გავარდა ოთახიდან. წინა ღამე იყო, სანამ თბილისში დაბრუნდებოდნენ. საყვარელ აივანზე ისხდნენ სესილია და დათა. -მეშინია.-უთხრა სესილიამ დათას -რისი? -მომავლის -რატო? გგონია ერთ დღეს აღარ ვიქნებით ერთად? -მეშინია, რომ მიმატოვებ. -მე შენ არასოდეს მიგატოვებ. -როგორი ჯადოსნური სიტყვაა „მიყვარხარ“, არა? რაღაცა მთელ გრძნობას რომ ამოაყოლებ ისეთი.. -და ისეთი ჯადოსნურიც ვალდებულებებიც რომ მოჰყვება. -რა იყო ნანობ?-შეცბა სესილია. -არ ვნანობ. კიდე როდემე ვიქნებოდით მეგობრები? -მარტო ეგ არის მიზეზი?-აუცრემლიანდა თვალები სესილიას. -არა, ჩემი უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულია მიზეზი. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ხედავ, როგორ შეცვალა „მიყვარხარ“-მა ჩვენი ურთიერთობა? მეშინოდა, რომ ასეთი არ იქნებოდა. მაგრამ იმაზე კარგია, ვიდრე მოველოდი.. -ეკა რომ არა.. -ეკა.. ეკა..-ჩაეცინა დათას,-ძალიან უყვარს ეკას ლაპარაკი, თან შენ ძალიან უყვარხარ და მოწონხარ. -დათა.. -ჰო, ვიცი, ვიცი. ჯერ არ ხარ მზად, რომ გივიმ ან ნინამ გაიგოს. -მაგიტომ მიყვარხარ.. უსიტყვოდ გესმის ყოველთვის ჩემი..-თქვა სესილიამ და დათას კალთაში გადაჯდა. თავი კისერში ჩაუდო და ღრმად შეისუნთქა დათას სურნელი. -მე მინდვრის ყვავილების სურნელი მაქვს შენ კიდევ შენი, პირადი სუნი, რომელიც ჩემი პირადი სურნელია და არც შანელი, არც გუჩი და არაფერი შეედრება!-უთხრა სესილიამ და ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს. უნივერსიტეტი იწყებოდა. სესილიაზე მეტად ანკა ნერვიულობდა და იხვეწებოდა გაგაცილებ უნივერსიტეტშიო ჯერ მაინც არასრულწლოვანი ხარ და ვინმემ რამე არ გაკადროსო. ძლივს გადააფიქრებინეს ანკას, რომ არ გაჰყოლოდა პირველ დღეს უნივერსიტეტში სესილიას. იმიტომ გადაიფიქრა, როცა დათა თქვა რა გინდა უნივერსიტეტში არც მე ვაპირებ თუნდაც სესილიას მიყვანასო. რაღაცნაირად ეჭვიანობდა დათაზე ანკა. ირაკლის გამოჩენით სესილიას არასოდეს უგრძვნია დისტანცია ან ის, რომ ანკა აკლდა. ანკა კი გრძნობდა, რომ სესილიას იმდენი დრო აღარ ჰქონდა მისთვის, როგორც ადრე.. ადრე თუ სალაპარაკო ირაკლი იყო ან უბრალოდ ბევრი,ბევრი ბიჭები ახლა მხოლოდ ძმები ჯანხოთელებით თუ შემოიფარგლებოდნენ. მაგრამ! საშინლად მოსწონდა... იმიტომ რომ ნამდვილად ღირდა დათა იმად, რომ სესილიას მისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო ვიდრე ვინმე სხვისთვის. პირველმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. კმაყოფილი ბრუნდებოდა სესილია სახლში, როცა ანკამ დაურეკა და ირაკლისთან სახლში „დაიბარა“ ეკამ მაგარი ნამცხვარი გამოაცხო და ბავშვები ვართ ამოდითო. ეკა იმ დღის მერე არ უნახავს და რაღაცნაირად ერიდებოდა კიდეც. არა, მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს „მიყვარხარ“. ბევრი იტყვის მთავარია მოქმედებით დაგანახოს, რომ უყვარხარ თორემ სიტყვები რა საჭიროაოო.. არა, მეგობრებო. ერთ სიტყვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.. თან, აი, ასეთს არასოდეს რომ არ ცვდება! დიახ, მიყვარხარ გაუცვეთელი სიტყვაა.. მხოლოდ მაშინ გვეჩვენება, რომ ხუნდება და ფერის გადასდის, როცა ხშირად ვამბობთ. არა, იმას კი არ გეუბნებით ყოველ დღე არ უთხრათ საყვარელ ადამიანებს-მეთქი?! მაგრამ.. იშვიათად ნათქვამ მიყვარხარს მე მჯერა, რომ უფრო მეტი ემოციის ამოფრქვევა შეუძლია. უფრო მეტად აგაფორიაქებს და ზოოპარკს გამოაღვიძებს მუცელში.. რავიცი, რავიცი.. მე ასე მგონია.. სიყვარული ხო ინდივიდუალურია და ყველას სხვანარიად ესმის. -წამო რა, გავისეირნოთ. ჯერ ხო არ გაქვს სამეცადინო? -დათი, რომელი საათია ხედავ? -11 არის დაწყებული, მერე რა.. -რა ვუთხრა მშობლებს? -რომ უთხრა დათა მოვიდაო ჩავალო უსიტყვოდ გამოგიშვებენ ვიცი, მაგრამ ამას ბევრი შეკითხვებიც მოჰყვება. ნუ, რადგან შენ არ გინდა, მაშინ დააბრალე ანკას ყველაფერი..-გაეცინა დათას,-ანკა ისეთი ავადმყოფია, არ გაუკვირდებათ ღამის 11 საათზე რომ სეირნობა შემოგთავაზოს! -კაი, დამელოდე ჩავიცვამ და უცებ, ჩამოვალ..-გაეღიმა სესილიას. როგორ არ უნდოდა მშობლების მოტყუება, მაგრამ არც ის უნდოდა დათასთან ურთიერთობა გაესერიოზულებინა. არა იმიტომ, რომ დათა დააძალებდა იმიტომ რომ გივი და ნუგზარი იყვნენ ისეთი კატეგორიები გაოფიციალურებისთანავე მალე უბიძგებდნენ ქორწინებისთვის. შეიძლება ადამიანი იყო მზად ურთიერთობისთვის, მაგრამ ქორწინება უდიდესი პასუხისმგებლობაა! ოჯახი, ქმარი, შვილი.. ამის გაფიქრებაზე სესილიას გააჟრიალა. თუმცა, ვერ ვიტყოდი რომ ბოლომდე უსიამოვნოდ. -დე..-სამზარეულოში შევიდა ნინოსთან, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა. -რა იყო, დე? უცებ მითხარი ეკას ვეჭორავები,-მიაყარა ნინომ. -დე, გავისეირნებ რა.. რაღაც კარგი ამინდია, ძალიან არ ცივა და თუ წინააღმდეგი არ ხარ. მამა არაა სახლში და..-თქვა თავდახრილმა სესილიამ. -კაი, დედიკო მაგაზე უარს როგორ გეტყვი? მამაშენი დღეს გვიან მოვა და ჩადი გაისეირნე,-უთხრა ნინომ და ტელეფონზე ლაპარაკი გააგრძელა. სესილია მაშინვე ოთახში შევარდა, ჩაიცვა და ნინოს გასძახა: -დე, წავედი.. -დედიკო, მაგ შენს ამინდს უთხარი მალე მოგიყვანოს სახლში და თვითონაც მალე მივიდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ტორნადო დახვდება,-გაეცინა ნინოს. სესილია კი სახეზე მთლიანად აწითლდა და დედამისს დარცხვენილმა შეხედა. -წადი, გაიქეცი. დედები გელოდებით, იცოდე,-უთხრა ნინომ და კოცნა გაუგზავნა სამზარეულოდან შვილს. სესილიაც ბედნიერი გავიდა სადარბაზოდან და დათას მანქანაში ჩაუხტა. გაღიმებულმა აკოცა შეყვარებულს, ღვედი გადაიკრა და ღიმილითვე მოათვალიერა გარშემო. -რატო ხარ გაღიმებული?-ჰკითხა დათამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -როგორ გამიმართლა მაგაზე ვფიქრობ და მეღიმება,-უპასუხა ბედნიერმა სესილიამ და დათას გადახედა, რომელიც წარბშეკრული უყურებდა გოგონას. -ასე ძალიან თუ გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა, შემიძლია ამ წამსვე შევცვალო სიტუაცია,-ღიმილით დაემუქრა დათა. -ხო, არ გავიწყდება რომ არასრულწლოვანთან გაქვს საქმე?-ჰკითხა სესილიამ. -ჰო, ნუ ჯერ-ჯერობით,-ჩაეღიმა დათას. ბევრი იბოდიალეს, ისეირნეს ქალაქში. აი, იცით როგორ? კინოებში რომ არის ან ძალიან მაგარ სურათებში ( ზე-რომანტიულ სურათებში) ბიჭი, რომ საჭესთან ზის და გოგოს ხელი უჭირავს. მომენტებში, რომ კოცნის და ეფერება მის ხელს. წყნარი მუსიკა და რა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის?! 12 საათი ხდებოდა თითქმის, როცა ნინომ ტირილით დაურეკა სესილიას: -აუ, დედიკო.. გივი არ მოსულაა და ნუციკო ტირის ვერ ვაჩერებ. მალე მოდი, რა..-სესილიას მაშინვე თავბრუ დაეხვა. ნუციკოს იქნებ რამე ტკიოდა? არ იყო ნუცა მტირალა ბავშვი. მაშინვე გაფითრდა და შეშინებულ დათას გახედა: -დათა.. ნუცა.. წამიყვანე რა..-დათამაც მაშინვე მოატრიალა მანქანა სახლისკენ და რაც შეეძლო სისწრაფით გაუყვა სესილიას სახლისკენ გზას. მაინც და მაინც მაშინ შეხვდათ წითელი შუქნიშნები.. სესილიამ ნერვიულობისგან ფრჩხილებზე წასმული ლაქი დაიჭამა.. დათამ სადარბაზოსთან მიაყენა მანქანა და გადმოვიდა. -წამო, მარტო ხო არ გაგიშვებ..-უთხრა და ხელი ჩასჭიდა. სანამ ლიფტით სახლამდე ავიდნენ სესილია სულ მთლიანად კანკალებდა. სახლის კარი მაშინვე გააღო. ძალიან ბნელოდა სახლში.. -დედა..-დაიყვირა სესილიამ და უცებ, მთელი სახლი განათდა. მთელი სახლი მორთული იყო სხვადასხვა ენაზე მისალოცი ტექსტებით.ყველა იქ იყო..! ანკა და მისი მშობლები, ირაკლი და მისი მშობლები, კოტოშა, თიკა და მარიამი, ნინა და გივი.. დღეს ხომ სესილია 18 წლის გახდა..! ნინოს ტორტი ეჭირა ხელში, რომელსაც წამებშივე ანკამ მოუკიდა ცეცხლი და მისკენ სიმღერ-სიმღერით გამოემართა მთელი არმია. სესილიამ დათაზე ჩაკიდებული ხელი უფრო ძლიერად ჩასჭიდა და აცრემლებულმა ახედა ბიჭს, რომელიც ღიმილით უყურებდა: -ჩაიფიქრე სურვილი და ჩააქრე..!-დაიძახა ანკამ. სესილიამაც ჩააქრო თუ არა ტორტი მაშინვე შუშხუნები აანთეს ბიჭებმა და შეძახილებით დააყრუეს მთელი სადარბაზო. -ვაიმე, დიდი მადლობა ყველას! ანუ, ეს დაგეგმილი იყო?-იკითხა სესილიამ, როცა უკვე ყველაფერი დაწყნარდა და მაგიდას მიუსხდნენ. -კი, დედიკო ყველაფერი აი, ამ ვაჟბატონმა მოიფიქრა,-თითით ანიშნა გივიზე,-და,აი, ამ ბიჭმა მოიფიქრეს!-ანიშნა დათაზე. -ვაიმე, დიდი მადლობა..! ძალიან მიყვარხართ, რა..!-თქვა სესილიამ და კინაღამ ატირდა. -კაი, შენი ჭირიმე არ გვინდა ეს ცრემლთა უღიმღამო დენა..! დღეს შენი დაბადების დღეა.. გეღირსა გოგო, დამეწიე..!! 18 წლის გახდი და რამე,-გაუცინა ანკამ და ჩაეხუტა მეგობარს. რა თქმა უნდა, მამა-პაპური ქეიფი გაიმართა. ნინო ნამცხვრებს ალაგებდა, როცა მასთან დათა შევიდა. -ნინა, წყალი დამალევინე რა..-მორიდებით უთხრა დათამ. ნინომაც უხმოდ დაუსხა წყალი და მიაწოდა მორიდებით მდგარ ბიჭს. -დათა, მადლობა. -რისთვის? -იმისთვის, რომ შენ ხარ სესილიას გვერდზე და არავინ სხვა..-უთხრა ნინომ და გაუღიმა. დათასაც გაეღიმა და გული გაუთბა პოტენციური სასიდედროს სახეზე. სესილიაც შემოუერთდა მოლაპარაკე დედასა და საყვარელ ადამიანს. -აუ, ძალიან დიდი მადლობა რა!პროსტა, საიდან მოიტანე ნუციკოზე? იცი, როგორ ვინერვიულე? -რა ვქნა დედიკო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, რა..-უთხრა ნინომ და ღიმილით გახედა გვერდიგვერდ მდგარ დათასა და სესილიას. -ძალიან კარგები ხართ, რა.. ცალ-ცალკე ჰო, მაგრამ.. ერთად? ვაფშე, პელეები ხართ როგორც ანკა იტყოდა!-უთხრა ნინომ და ორივეს ჩაეხუტა. სესილიას გული ამოვარდნას ჰქონდა.. ასეთი მოულოდნელობები დღეს საკმარისი იყო..! როგორ გააბედნიერა ოჯახმა, მეგობრებმა და დათამ ხო საერთოდ.. -შენი საჩუქარი..-დაიწყო დათამ. სესილიამ გააჩუმა ტუჩზე თითი მიადო: -ჩემი საჩუქარი შენ ხარ..!-უთხრა და კარისაკენ გაიხედა. როცა დარწმუნდა, რომ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა მოწყვეტით აკოცა დათას და ნელი სვლით კარისაკენ გაემართა. -ამ ყველაფერს ვიმახსოვრებ იცოდე და ერთ დღეს აუცილებლად, ასმაგად აგინაზღაურებ,-დაემუქრა დათა და მოსასულიერებლად წყალი დაისხა. -ანკ, დათას ვურეკავ მთელი დღეა და არ იღებს ტელეფონს. სად არის ხო არ იცი?-შეშინებულმა დაურეკა ანკას სესილიმ. -აუ, რა უდროო დროს დამირეკე მაგარ სიზმრებში ვიყავი,-ნამძინარევი ხმით უთხრა ანკამ სესილიას. -რა ძილი გოგო შუადღის 3 საათია,-გაეცინა სესილიას. -შენსავით ჭოტი კი არ ვარ!-უპასუხა გაბრაზებულმა ანკამ,-აზრზე არ ვარ. იკუნამ იცის, რომ არ უნდა დამირეკოს ამ დროს და ჯერ არ მილაპარაკია. თუ მალე გამითიშავ ტელეფონს გაგაგებინებ. -აუ, ოქროს მედალი ირაკის შენი გაძლებისთვის რა! -და შენ? -მე კაკ მინიმუმ ბიუსტი მეკუთვნის,-გაეცინა სესილიას და ტელეფონი გაუთიშა. არ გასულა რამდენიმე წუთი ანკამ დაურეკა სესილიას. -ველაპარაკე ირაკლის და არვიცი, დილას ადრე გავიდა და წერილიც არ დაუტოვებიაო. -სად წავიდა, ნეტა..-ჩაფიქრდა სესილია. -ვაიმე, შე გოიმო! განერვიულებს ბიჭი..! -ხო, აი, სულ ირაკლის და ანკას ვგავართ რა..! თქვენამდე ბევრი გვიკლია. -მერე, დავაი გივისთან შეაჭერი და უთხარი: მამიკო, შენ შვილს ეშველა და პირველი და უკანასკნელი „ლოვე“ მყავსთქო. -აუ, ანკა იღადავე შენ და მართლა ვნერვიულობ სად არის დათა. -რა იყო ხო არ მოგენატრა, ფისო? -აუ, დავაი რა..!-გაბრაზდა სესილია,-თუ, გამოჩნდა გამაგებინე. იმეცადინა, იმეცადინა და დაიზეპირა ყველაფერი. ნუციკოს ეთამაშა, ნინოს მიეხმარა. რა არ გააკეთა და დრო მაინც ძალიან ნელა გადიოდა. დათა კი არ ჩანდა. თითქმის უკვე საღამო იყო, როცა ტელეფონი ახმაურდა. დახედა თუ არა ბედნიერებისგან ჰაერში შეხტა: -დათა..!-ჩასძახა ტელეფონში. -მე მეგონა ნანერვიულები ხმა გექნებოდა და შენ კიდევ ბედნიერი ხარ,-მოესმა საყვარელი ბოხი ხმა. -ვინერვიულე, როგორ არ ვინერვიულე?! გირეკავ მთელი დღეა.. -ჰო, სესო ვნახე, მაგრამ არ მეცალა და ვერ გადმოგირეკე რა. ეხლა კიდე მცალია და შენს ფანჯრებთან ვდგავარ და ჩამოდი რა,-უთხრა დათამ. სასწრაფოდ ჩაიცვა სესილიამ შემოდგომის შესაფერისად, დედას გასძახა ჩავდივარ ქვემოთო და კუნტრუშით გავიდა სადარბაზოდან. გადაკოცნა დათა და გრძნობა ერთ გამოხედვას გააყოლა. -ვა, დათ ახალი მანქანა?-შესძახა გახარებულმა. -ჰო, მთელი დღე მაგიტო ვერ გიპასუხე ამ საქმეზე ვიყავი რუსთავში წასული. მოგეწონა? -კი, ძალიან. რა ლამაზია..! მშვიდობაში.. და სულ მწვანეზე!-უთხრა სესილიამ და მანქანა შეათვალიერა. ალბათ, ბევრისთვის საოცნებო მანქანა იყო რენჯ როვერ ევოუქი. დახვეწილი, ელეგანტური და რაც მთავარია ძალიან მდიდრული. თეთრი ფერის იყო მანქანა და შინდისფერი სალონი ჰქონდა. გახარებული ჩახტა სესილია მანქანაში და შეისრუტა სიახლის სუნი. -აუ, რა მაგარია..! -სესო, მანქანის ტარება იცი? -ვიცი? მართვის მოწმობაც მაქვს დაჟე!-გაეცინა სესილიას. -ვა, მართლა? როდის მოასწარი? არადა, აშკარად გუშინ წინ დაამთავრე ბაღი. -ხო და ბაღის მოსწავლეს აეკიდე, არ გრცხვენია? -მე აგეკიდე? -ჰო, შენ! -არა, პირიქით იყო! შენ არ იყავი რო დამსდევდი და მოსვენებას არ მაძლევდი? -მეეეეეე? ჰო, მე ვიყავი ის გოგო თვალებით რო გჭამდი და უაზრო საქციელებს ჩავდიოდი..! -ისე, თვალებითაც მჭამდი და უაზრო საქციელებსაც სჩდიოდი. ეგ აღარ გამოგივიდა,-აუტყდა სიცილი დათას და დაბღვერილ სესილიას გახედა.სესილიამ საპასუხოდ ენა გამოუყო და ისევ მანქანის სალონის შესწავლას შეუდგა. -ანუ, შეიძლება გენდო? -ბატონო? -რავიცი, არ გასინჯავ ახალ მანქანას?-გამომცდელად შეხედა დათამ სესილიას. გოგოს თვალებში ჭინკები აუთამაშდა და სახე გაებადრა. -მართლა? -ჰო, აბა ტყუილად რამე მითქვამს შენთვის?-უთხრა დათამ და თბილად გაუღიმა. -აუ, კი ძალიან მინდა! ოღონდ აქ არა რა..-უთხრა სესილიამ და თავისი ეზოსკენ ანიშნა, საიდანაც მეზობლები იყურებოდნენ. -კარგი, როგორც გინდა. არც მაგაზე გეტყვი უარს,-უპასუხა დათამ და მანქანა დაძრა. ნელა და მშვიდად მიაცურებდა დათა მანქანას. თბილისის ზღვაზე ავიდნენ და გადმოჯდა სესილია საჭესთან. საოცრად მოეწონა მანქანა.. არ დაგიმალავთ და გეტყვით, იმ ბევრში სესილიაც კი შედიოდა, რომელსაც ძალიან მოსწონდა ეს მანქანა და უნდოდა. დათასავით მშვიდად ატარებდა მანქანას სესილია, არ ქმნიდა ავარიულ სიტუაციებს, აი, ისე დაყავდა ძალიან ლამაზად! მანქანა მოუხდა სესილიას.. ან მანქანა-ს მოუხდა სესილია. -რო არ ვიცოდე, რომ გოგო ხარ კაი გამოცდილი „შოფერი“ მეგონებოდი,-უთხრა დათამ. -შოფერი ხო შეიძლება ქალი იყოს? -კი, მაგრამ კაცები უფრო არიან ვიდრე ქალები. -ანუ, მოგეწონე? -მე შენ მიყვარხარ კი არ მომწონხარ,-უთხრა დათამ და სიყვარულით ანთებული თვალებით გახედა სესილიას. სესილია დადნა, გალღვა და გაორმაგებული გულისცემა იგრძნო. -ნელა, გოგო!-შეჰყვირა დათამ. სესილიამაც დაატორმუზა. დათას რომ არ ეყვირა, აუცილებლად დაარტყამდა წინ მანქანას. -ყურადღება გაქვს აშკარად გაფანტული..!-ამოისუნთქა დათამ და უთხრა სესილიას. -ვაიმე, ნეტა ვინ მიფანტავს ყურადღებას? -რა ჩემი ბრალია, თუ გიჟდები ჩემზე?-სესილია გაწითლდა და დაიმორცხვა. ვეღარაფერი უპასუხა და უბრალოდ, დათას ხელი მოჰკიდა. ახლა როლები იყო შეცვლილი.. დათა თუ საჭესთან იჯდა ადრე და სესილიას ხელი თავის ხელში აეხლართა, ახლა პირიქით იყო.. -ესეც ასე..! სულ მწვანეზე გევლოს დათი,-უთხრა სესილიამ და სახლთან გააჩერა მანქანა. -მევლოს არა, გევლოს.-შეუსწორა დათამ. -რა?-ვერ მიხვდა სესილია. -გევლოს სესო, გევლოს. შენია ეს მანქანა.. შენი დაბადების დღის დაგვიანებული საჩუქარია,-უთხრა დათამ და სესილიას ხელზე აკოცა. იგრძნო, როგორ შეკრთა სესილია და როგორ აკანკალდა. წამით გონება დაებინდა. არ მოელოდა ამ საჩუქარს. -რა.. რა.. რას ამბობ, დათა?-ძლივს თქვა სესილიამ. -ჰო, შენია ეს მანქანა. აბა, მე თეთრი მანქანა შინდისფერი სალონით რათ მინდა? იმნაირი კი არ ვარ,-გაეცინა დათას და გახედა შოკურ მდგომარეობაში მყოფ სესილიას. -არა.. ვერა.. -რა არა ან ვერა? შენი საჩუქარია. თან მართვის მოწმობაც გქონია და უფრო გამარტივებულა საქმე.. -ვაიმე, დათა..-ძლივს წარმოთქვა სიტყვები სესილიამ და ცრემლები გადმოუშვა. -აუ, კაი ტო.. რა გატირებს? თუ იტირებდი ვაფშე არ გაჩუქებდი -არ ვიტირო? იცი, როგორ გამაბედნიერე? ჩემი სასწაული ხარ შენ! -ხოდა, ზუსტად მაგიტომაც ხარ ჩემი გოგო, რომ მე შენ ყოველ დღე გაგაბედნიერო..-უთხრა დათამ და ჩაეხუტა საყვარელ ადამიანს. -იცი, როგორ მიყვარხარ?-უთხრა სესილიამ და მაშინვე აკოცა. ბაგე შეეხო ბაგეს. გულებმა დაიწყო ფეთქვა. სინქრონში კი არა?! ორივემ ერთდროულად.. პულსი ავარდა ზემოთ.. ალბათ, არც ერთს აღარ ესინჯებოდა და ენდორფინებმა დაიწყეს ფრენა.. -დიდი მადლობა.. -არანაირი მადლობა. შენ მეტს იმსახურებ ხო იცი, არა?-უთხრა დათამ და თმაზე ჩამოუსვა ხელი სესილიას. -წავედი და იცი.. -ჰო, ვიცი. ამ მანქანას მე წავიყვან იქამდე, სანამ შენ თვითონ არ გადაწყვეტ შენს ბედს. -რა ცუდი ნათქვამია შენს ბედს..ჩემი ბედი ხომ იცი გადაწყვეტილია უკვე.. -კი როგორ არ ვიცი. შენი ბედი აქ გიზის, მაგრამ გარემოებების გამო ზედმეტად იკავებს თავს და ოღონდ, როდემდე გასტანს ეს თავშეკავება ზუსტად აღარ იცის. -კაი, რა.. ვსო წავედი..-უთხრა სესილიამ და ჩაეხუტა დათას. სადარბაზოში შესულმა უკან მოიხედა და დაინახა შავი თვალები, რომელიც ისეთი შავი აღარ იყო. იცით რატომ? საოცრად ბრწყინავდა.. **** -იცი, როგორ მიყვარს? მასთან ერთად, რომ ვარ თავს ვერ ვაკონტროლებ. ბედნიერებისგან მინდა მთელს სამყაროს გავაგებინო, რომ ის საუკეთესოა! არ არსებობს წამი, რომ არ ვიფიქრო.. ვერ ვხვდები იმ წყვილებისას ერთმანეთს რომ უბრაზდებიან. რატომ? როცა ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა რატო ვხარჯავთ ამ უაზრო ნერვების შლაზე დროს? როცა შეიძლება გვიყვარდეს და ბედნიერებით დედამიწაზე დავფრინავდეთ. ყველაფრის შეგრძნებისა და აღქმის უნარს ვკარგავ, როცა მის გვერდით ვარ.. მისი არსებობა.. მისი არსებობა უბრალოდ ღვთის საჩუქარია. მის გარეშე კი ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც სხვების მსგავსად ატარებს მეგობრებთან დროს, სწავლობს და ლაპარაკობს ერთსა და იმავე თემებზე..იცი, სულ არ მინდა მისგან მესმოდეს ყოველდღე რომ ვუყვარვარ ან რამხელაა მისი სიყვარული ჩემდამი. არ მინდა ეს სიტყვა გაუფასურდეს და ალბათ, სწორადაც ხდება ჩვენ შემთხვევაში. ზედმეტად ვუფრთხილდებით ერთმანეთს და თუნდაც, თვეში ერთხელ ნათქვამი სიტყვით ვაბედნიერებთ. მჯერა, რომ როცა გიყვარს, ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.. *** -სესო, უნდა წავიდე. -სად მიდიხარ? -ნია საავადმყოფოში წევს.. -რა დაემართა? -სიმსივნე აქვს. -წადი დათი.. ნიას სჭირდები..-ნაღვლიანად უთხრა სესილიამ. -მადლობა, რომ გესმის ჩემი.. -როგორ არ მესმის! ნიას ასე გადაეცი, რომ სესილია ელოდება საქართველოში და ძალიან კარგად უნდა იყოს.. -მიყვარხარ რა.. ჩამეხუტე ძალიან მაგრა..-უთხრა დათამ და მიიხუტა საყვარელი ადამიანი. -ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ხო გჯერა? -კი.. -იცი, როცა რაღაცის გჯერა, აუცილებლად, ეგრე იქნება.. მე კიდევ მჯერა, რომ ნია კარგად იქნება.. -მაგრად ჩამეხუტე,-უთხრა დათამ,-ასე მგონია ბოლოჯერ გხედავ იმდენად მინდა რომ მეხუტებოდე. არ მყოფნი.. -კაი, რა სისულელეს ამბობ?! სკაიპი, ვაიბერი, ყველაფერი ჩვენს ხელთაა.. გეფიცები არ მოგანატრებ თავს! -არ მომანატრებ? მე ამ წუთსაც კი მენატრები.. -ო, ბოდავ რა რაღაცას.. რეისი: თბილისი-მადრიდი. არც ერთი ცრემლი, მაგრამ დიდი ნაღველი.. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ჯერ არ აღქმული მანძილი. *** -ვაიმე, ღმერთო დაიფარე ყველა..-დილას ნინოს ტირილმა გააღვიძა სესილია. მძიმედ გაახილა თვალები და ყური დაუგდო დედის ნამტირალევ ხმას. შეშინებული წამოხტა და მისაღებისკენ გაიქცა, სადაც გივი და ნინო საინფორმაციო გამოშვებას უყურებდნენ. -მამა, რა მოხდა?-იკითხა სესილიამ და გული აუჩქარდა. -თვითმფრინავი ჩამოვარდა სესო.. -უი, რას ამბობ? რომელი? -აი, თბილისი-მადრიდის..-დამწუხრებულმა უპასუხა გივიმ და ტელევიზორს მიაჩერდა. გული გაუჩერდა. თავი ატკივდა. პულსმა იკლო და ყველაფერი უბრალოდ სიბნელემ მოიცვა. *** აქამდე ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა რა არის ტკივილიო ვიტყოდი, რომ ფიზიკურ ტკივილზე საშინელება არაფერი არ არის.. მაგრამ ასე არ ყოფილა.. სულიერ ტკივილს ფიზიკური გვერდზე ვერ დაუდგება. როგორია იმის გააზრება, რომ კარგავ შენი სულის ნაწილს. როგორი მძიმეა იმ რეალობას შეხვდე, რომელიც ისეთი მძიმე და საშინელია, რომ ან გაუმკლავდები ან არა. საყვარელი ადამიანის დაკარგვა შავ ლაქად ყოფილა ცხოვრებაში. როგორია, რომ მოგაჭრან ფეხი ან ხელი ან დაგჭრან? მაგრამ ალბათ, ეს ტკივილი არ შეედრება სულიერს. სულის ყვირილია.. გრძნობ როგორ აქუცმაცებს ტკივილი სულს, როგორ ეთამაშება და ანადგურებს. ყვირი და თხოვ, რომ გაჩერდეს.. მაგრამ არ ჩერდებდა და ყოველ ჯერზე იმატებს. რა ძნელია იმის გაფიქრება, რომ ვეღარ ნახავ, ვეღარ შეეხები, ვეღარ შეიგრძნობ მის სურნელს და უბრალოდ აღარ გამოგხედავს იმ სიყვარულით ანთებული თვალებით, რომლებსაც ჭკუიდან გადაჰყავდი. აი, ამას მართლაც ჰქვია ჭკუიდან გადაყვანა. სიგიჟის ზღვარზე მყოფი უნებლიედ აკეთებ გადაწყვეტილებას გახდე შეურაცხადი და რამაც დაგწყვიტა შენც მას შეუერთდე.. *** გონზე საშინელმა სუნმა გამოიყვანა. თვალები მძიმედ გაახილა და დაინახა შეშინებული მშობლების სახეები. ნინოს მთელი სახე სველი ჰქონდა.. -ვაიმე, დედიკო მადლობა ღმერთს, როგორ შემაშინე!-თქვა ნინომ და ცრემლები მოიწმინდა. -მა, რა დაგემართა? თავი ხომ არ გტკივა? მშიერი ხარ,ხო?-მაშინვე მიაყარა გივიმ კითხვები საყვარელ ქალიშვილს. -იქ.. იქ.. იმ რეისზე..-ამოილუღლუღა სესილიამ. -ჰო, იმ რეისზე ჩვენც ვინერვიულეთ,-თქვა გულდაწყვეტილმა ნინომ. -მამა, დაურეკე ნუგზარს..-ძლივს თქვა სესილიამ და მუდარის თვალებით შეხედა გივის,-იქ.. დათა იყო..-ამის თქმა იყო და ნინომ სახეში შემოირტყა ხელები. -ვაიმე, რას ამბობ სესილი? დროზე გივი!-სასწრაფოდ გავიდა გივი ოთახიდან და ნუგზარს დაურეკა. ნინო კი სესილიას მიუწვა გვერდზე და ჩაეხუტა. -დარწმუნებული ხარ? -კი, დე.. წავიდა.. ნიასთან გაფრინდა..-ატირდა აღელვებული სესილია. -არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ არ ვიცი..-უთხრა ნინომ და ატირებულ შვილს აჰყვა ტირილში. სანამ გივი ოთახში დაბრუნებოდა დრო საუკუნედ გაიწელა. გივის შემოსვლა ოთახში, მისი სახის დანახვა და სესილიას გაჩერება ერთი იყო. -რა.. რაო? -არვიცი, სესო.. არ ვიცი.. არც მათ იციან არაფერი.. ელოდებიან საკონსულოდან პასუხს..-უთხრა გივიმ და მაშინვე ოთახიდან გავიდა. ამხელა კაცი იყო და პირველად წამოუვიდა ცრემლები. თავის კაბინეტში შევიდა და ხელებში ჩარგო თავისი სახე. ვერ წარმოედგინა, რომ ეს შეიძლებოდა სიმართლე აღმოჩენილიყო. ასეთი ვაჟკაცი და კარგი ბიჭი რომ აღარ იყო.. აღარ ახარებდა გარშემომყოფებს და მით უმეტეს, სესილიას.. კაბინეტში ნინო შევიდა. -რაო ნუგზარმა? როგორ იქნებიან არც მინდა წარმოვიდგინო.. -რა გითხრა ნინა, გაგიჟებასაა კაცი.. ეკას ვერ ვაჩერებ ტირისო. ისეთი ხმა ჰქონდა, მინდოდა მიწა გამსკდომოდა. წამოდი, წავიდეთ..-უთხრა გივიმ და ფეხზე წამოდგა. სესილია ტიროდა და ასველებდა ბალიშს. ოთხად იყო მოკეცილი და ასეველებდა მთელ თეთრეულს. მისტიროდა თავის ბედნიერებას.. დათა.. ვთქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სხივი იყო მის ცხოვრებაში. სხივი, რომელიც ასე მოულოდნელად ჩაქრა და დაამთავრა თავისი კაშკაში. ნუგზარი მის ოთახში შევიდა და შვილის დანახვაზე გული მოუკვდა. ფრთხილად ჩამოჯდა მის საწოლზე და თმაზე ხელი გადაუსვა. -გიყვარს, არა?- პასუხად სესილიამ უბრალოდ უმატა ტირილს,-დამშვიდდი რა.. ჯერ ხომ არ გარკვეულა არაფერი.. -კი, მაგრამ აქამდე ხომ ჩასული უნდა იყოს.. დარეკავდა. აუცილებლად, დარეკავდა.. -ცუდზე ნუ ფიქრობ, მამა.. იქნებ, ჯერ არ ჩასულა და.. -დარეკავდა.. აუცილებლად.. მიყვარს მამა.. ჩემი პირველი სიყვარულია.. იცი, როგორი ადამიანია? აი, საუკეთესო! შენ რომ ინატრებდი ისეთი ზუსტად.. იცი, რამხელა პატივს გცემდა? რატომ არ გითხრა აქამდე არ გაინტერესებს? გერიდებოდა.. არ უნდოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიეღო. ნუ, იფიქრებ იმას რომ ჩვენ შენგან მალულად რაღაცას ვაკეთებდით. ჩვენ უბრალოდ ხშირად დავსეირნობდით, ვსაუბრობდით და მეგობრებთან ვატარებდით დროს. ის ისეთი იყო... ისეთია ზედმეტად მცემდა პატივს!-თქვა სესილიამ და გივის ჩაეხუტა. გივის გული აუჩუყდა შვილის აღიარებასა და ცრემლებზე. მაგრა ჩაეხუტა შვილს და თმებზე ხელი გადაუსვა. -სესო, ეკასთან და ნუგზართან მივდივართ მე და ნინა და ხომ არ.. -არა! წადით.. ვერ წამოვალ, არ შემიძლია..-უთხრა სესილიამ და ისევ ბალიშში ჩარგო თავი. ნუგზარიც გამოვიდა ოთახიდან და ატირებულ ნინოს შეეგება. -ანკას დავურეკე, მოდის. არ მინდა სესილიას მარტო დატოვება. -ნინა, იცოდი? -რა გივი? -დათაზე და სესილიაზე.. -მივხვდი,-თქვა ნინომ და ცრემლები წამოუვიდა,-არ მინდა ეს სიმართლე იყოს! ვიცი, ვერ გადაიტანს ჩვენი გოგო.. არ გამიბრაზდე, რომ არ გითხარი. -არა, რა უნდა გაგიბრაზდე?! დათა ისეთი ბიჭია, რომ მასზე ვერასოდეს გავბრაზდები ალბათ.-უთხრა გივიმ და ცოლს ჩაეხუტა. მალე ანკაც მოვიდა და მაშინვე ატირებული ჩაეხუტა „დედობილსა და მამობილს“. -როგორ არის?-ჰკითხა ნინოს ჩუმად. -იცის ანკა გივიმ..-ნინომ ანიშნა, რომ გივისთან შეიძლებოდა ხმამაღლა ამაზე საუბარი. -აუ, ნინააა...-გაიწელა ანკა და აქვითინებული ჩაეხუტა ნინოს. უფროსები წავიდნენ ჯანხოთელების ოჯახში, სადაც სასწაული ხდებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, მათთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიდიოდნენ. აბა, როგორია როცა შენს საამაყო შვილს კარგავ?! ან უბრალოდ არ იცი, ცოცხალია თუ არა. სესილიას კი ღრმად ეძინა და სიზმარში დათასთან ერთად გატარებულ ლამაზ დღეებს ხედავდა. ანკა მის გვერდზე იწვა და დაქალს უყურებდა. ძილშიც კი შფოთავდა სესილია.. როგორ დაიტანჯა ეს პატარა გოგო! ამხელა ბედნიერება ეწვია და უცებ, უბედურება დაატყდა თავს. ანკა მისაღებში იჯდა და გაშტერებული კედელს უყურებდა, როცა სესილია გავიდა მასთან. -მოდი, სესო..-უთხრა ანკამ და ხელები გაშალა. სესილიაც მასთან მივიდა და ჩაეხუტა დაქალს. გულზე თავი დაადო და მჭიდროდ მიეკრო. -ხომ არასოდეს მილაპარაკია შენთან დათაზე, ხომ არასოდეს მითქვამს შენთვის რა არის ჩემთვის.. -კაი, არ გინდა რა..-შეაწყვეტინა ანკამ. -მინდა ანკა, მინდა.. იცი, როგორ მიყვარს? ჩემი საოცრებაა ეგ ბიჭი! თუ.. თუ სიმართლეა ის რაც მოხდა და დათას სახელი და გვარი დაფიქსირდა. იცოდე, რომ ჩემი ცხოვრება აღარაფერი იქნება. ჩემს ცხოვრებას სახელი აღარ ერქმევა და მე სესილია აღარ ვიქნები.. ამ ცოტა დროის განმავლობაში შეძლო და თავი ისე შემაყვარა, რომ მის გარეშე არსებობაც კი აღარ მინდა. რა საშინელებაა, როცა გრძნოვ რომ ვეღარ ნახავ.. არ მინდა ანკა.. არ მინდა ეს სიმართლე აღმოჩნდეს!-ატირდა სესილია და თავი მის მკერდში ჩადო. -დამშვიდდი ჩემო გოგო, დამშვიდდი.. -როგორ ანკა? უბრალოდ, როგორ.. მეორე ნაწილი კი არა ჩემი თავი დავკარგე, როცა ეს გავიგე. იცი, წასვლისას რა მითხრა? ასე მგონია, ბოლოჯერ გნახულობ და ჩამეხუტე მაგრადო.. ძალიან შემეშინდა და მაშინვე ვუთხარი რასისულელეებს ამბობთქო. მაგრამ ხომ არ გრძნობდა? მითხარი, ადამიანი ხომ გრძნობს სიკვდილის მოახლოებას? -კაი, სესო რა... -მიყვარს და მეყვარება მთელი ჩემი სიცოცხლე.. *** დილას სესილიამ მძიმედ გაახილა თვალები და გადახედა მის გვერდზე წამოწოლილ მეგობარს. გაახსენდა გუშინდელი ტკივილი და სასწრაფოდ დახედა ტელეფონს, რომ იქნებ რამეს მაინც გაექარწ....ბინა მისი დარდი, მაგრამ არანაირი გამოტოვებული ზარი ან შეტყობინება. ტელეფონი მხოლოდ დათასა და თავის სურათს უჩვენებდა, დროსთან ერთად. ფრთხილად წამოდგა და სამზარეულოსკენ გავიდა, სადაც გივი და ნინა საუზმობდნენ. -მოდი, ჭამე.. არ გიჭამია არაფერი..-უთხრა ნინამ და სკამი გამოუწია შვილს. -არ მშია,-მშვიდად უპასუხა სესილიამ და სკამზე ჩამოჯდა. -სესო, ჯერ არაფერი არ ვიცით და ნუ ნერვიულობ რა.. ჭამე, რომ ორგანიზმი არ გამოგეფიტოს.. -არ მინდა დედა.. არ მინდა, არ გესმის?-თქვა სესილიამ და ცრემლები წამოუვიდა. -დამშვიდდი, მა. დაიჯერე, რომ ყველაფერი იქნება კარგად და სასწაულებიც ხდება.. -ჩემი სასწაული დათა იყო და სხვა სასწაული რა უნდა მოხდეს?-ჰკითხა ატირებულმა სესილიამ და მაშინვე ოთახიდან გავიდა. აივანზე დადგა და ჩაისუნთქა დილის ცივი ჰაერი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ციოდა და შემოდგომა იწურებოდა სესილია საღამურების ამარა იდგა აივანზე და სივრცეს გაჰყურებდა. იქნებ გამოსავალია? როგორ გაძლოს ახლა დათას გარეშე? როგორ გააგრძელოს ცხოვრება მისი შავი თვალების გარეშე.. მის ცხოვრებას ხომ ფასი არ აქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე ამხელა უბედურების თანაზიარი გახდა. მიხვდა, რომ ცხოვრებაზე საშინელი არაფერი არ არის. როდის რა მოხდება არავინ იცის.. მძიმედ ამოისუნთქა და მოაჯირს დაეყრდნო, ნელა გადაიხარა და იგრძნო მძიმე ხელი მაჯაში. -რას აკეთებ, გოგო?-დაუყვირა ირაკლიმ. -დათასთან მივდივარ! -რა დათასთან მიდიხარ, შენ სულელი ხომ არ ხარ? -რა აზრი აქვს ირაკლი ასე ყოფნას? -ეხლა მომისმინე შენ მე! მიბრძანდი შენს ოთახში გამოიცვალე და დაჯექი და ჭამე. რას იკლაბ თავს, ტო? ჯერ სიები არაა ცნობილი და იქნებ მოხდა სასწაული და დათა კარგადაა? -სასწაული, სასწაული! რა ყველამ ეს აიჩემეთ? გჯერა სასწაულების? ბავშვი ხარ იკა? -რა შუაშია ბავშვი? შენ მებავშვები და მაგდენს ვერ ხვდები. ცოტა აზრზე მოდი, თორემ უკადრებელს ვიკადრებ რომ გამოგაფხიზლო. გააფრინე შენ მგონი! საკუთარ ძმაზეა ლაპარაკი და ვცდილობ, შევინარჩუნო პასუხის გაგებამდე მაინც ის განწყობა, რომ ცოცხალია. შენ გგონია ჩემთვის არ იყო მძიმე იმის გაგება, რომ ჩემი ერთადერთი ძმა შეიძლება გარდაცვლილია? როგორ ფიქრობ მე არ განვიცადე? მაგრამ აზროვნების უნარი მაქვს შერჩენილი და ელემენტარულად პასუხს ველოდები!-დაუღრიალა ირაკლიმ სესილიას. მართალი იყო ირაკლი.. არ უფიქრია სესილიას ამ ყველაფერზე.. მაგრა ჩაეხუტა ირაკლის და უთხრა: -მეშინია, მის გარეშე გატარებული ერთი წუთისაც კი..! -აჰა, შენ ეს..-უთხრა ირაკლიმ და მანქანის გასაღები დაუდო. დათას ნაჩუქარი მანქანის გასაღები, რომ დაინახა სესილიამ გონება გაეყინა და გაახსენდა ის დღე, დათამ რომ უსახსოვრა მანქანა. -ქვემოთ აყენია. ვფიქრობ, რომ შენთან უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში დათამ მთხოვა, სანამ ჩამოვალ მიუყვანე იაროსო..-უთრა ირაკლიმ და გაუღიმა აღელვებულ გოგოს. რამდენიმე საათი გაჩერდნენ ანკა და ირაკლი მათთან. წავიდნენ თუ არა მისი მეგობრები სესილიამ მანქანის გასაღები აიღო და კარისაკენ წავიდა. -დე, გავედი მე სუფთა ჰაერზე..-მიაძახა ნინოს ისე, რომ პასუხს არც დალოდებია. სასწრაფოდ ჩაირბინა. გავიდა თუ არა მისი მანქანა დაინახა და წამებში გაახსენდა როგორ ეყუდებოდა დათა მანქანას, როგორ დასვა და როგორ აცნობა, რომ მანქანა სესილიას ეკუთვნოდა. ჩახტა მანქანაში და თავბრუ დაეხვა. მანქანაში დათას სურნელი იყო. სასწრაფოდ შეისუნთქა და მანქანა დაქოქა. მიდიოდა ნელა და თან ტიროდა. ახსენდებოდა ერთად გატარებული დღეები, ბედნიერებით განცდილი საათები, სიხარულით აღსავსე წუთები და თავბრუდამხვევი ემოციური წამები. მათ საყვარელ ადგილას ავიდა და ახედა ცას. არ იყო ღამე და ვარსკვლავებიც არსად ჩანდა. იმის გაფიქრებაზე, რომ დათა ალბათ სადღაც ზემოთ იყო და იქედან იყურებოდა უსიამოვნოდ გასცრა. გივის სიტყვები გაახსენდა: „დაიჯერე, რომ ყველაფერი იქნება კარგად და სასწაულებიც ხდება..“ და დაფიქრდა მამის სიტყვებზე. იქნებ, მართლაც სასწაული მოხდა. დათა ხო თვითონ სასწაული იყო და იქნებ ჯინმა გადაარჩინა. რაღაც იმედი მიეცა და მძიმედ ამოისუნთქა. მოიწმინდა ცრემლები და უბრალოდ ჰორიზონტს გახედა, საიდანაც შეიძლებოდა საყვარელი მამაკაცი გამოჩენილიყო. დიდხანს გაჩერდა ხედზე. მანქანაში ჩაჯდა თუ არა ტელეფონს დახედა. ანკას 30 დარეკილი და შეტყობინება იყო, რომ სასწრაფოდ დაერეკა; ასევე, ირაკლის, ნინოსა და გივის გამოტოვებული ზარები. არ უნდოდა მშობლებთან ლაპარაკი იფიქრა, რომ მის მდგომარეობაზე დაუსვამდნენ შეკითხვას და ამიტომ ანკას დაურეკა. -ვაიმე, მადლობა ღმერთს!-ჩაჰყვირა ტელეფონში ანკამ. -რა ხდება?-ცივად იკითხა სესილიამ. -სასწაული სესო, სასწაული..!-გაიგონა სესილიამ ანკას აღელვებული ხმა, რომელიც სავარაუდოდ ტიროდა. -აუ, თქვი რა არ მაქვს ნამიოკობანას თამაშის ნერვები.. -სასწრაფოდ სახლში მოდი, არსად გადაუხვიო...-უთხრა ანკამ. სესილიამ უპასუხოდ დატოვა ანკას წინადადება და ტელეფონი გაუთიშა. ძალიან არ უნდოდა სახლში მისვლა და რაც შეიძლება შორი გზით გაისეირნა სახლისკენ. სადარბაზოსთან დააყენა მანქანა და შეამჩნია, რომ მის წინ დათასა და ირაკლის დედის, ეკას მანქანა იდგა. ცოტა ანერვიულდა, რომ ეკა უნდა ენახა, მაგრამ ისიც გაუკვირდა რომ ეკა მათთან იმყოფებოდა სახლში. ნელა ავიდა კიბეებზე და ზარი დარეკა. მაშინვე კარები გაუღო ნინომ, რომელიც უჩვეულოდ გაღიმებულიყო. -დედა.. არ მითხრა, რომ.. -სასწაული დედა, სასწაული..!-უთხრა ნინომ და ბედნიერი ჩაეხუტა შვილს. -ანუ.. ანუ გინდა მითხრა, რომ სიაში არ აღმოჩნდა?-ძლივს თქვა წინადადება სესილიამ და შეშინებულმა შეხედა დედას. -უკეთესი სესო.. მოდი..-უთხრა და შვილს მისაღებისკენ მიანიშნა. შესული არ იყო მისაღებში, მაშინვე გონება წაერთვა და ძირს დავარდა. გონზე სპირტის სუნმა მოიყვანა. მძიმედ გაახილა თვალები და მის წინ ცოცხალი და მთელი დათა დაინახა. -დათა...-ძლივს წარმოთქვა და მოწყვეტით ჩაეხუტა დათას. რა ბედნიერებაა! ისევ ის შავი თვალები, ისევ ის სურნელი, ისევ ის ემოციები.. და გაღვიძებული ზოოპარკი. ფლორა და ფაუნა. -როგორ? რანაირად? როგორ ხარ? სად იყავი?-მიაყარა შეკითხვები დათას. -ჰო, მეც მომენატრე,-გაეცინა დათას. -აუ, დათი..! -ეგ რეისი, რომელიც ჩამოვარდა ჩემს გაფრენამდე ერთი საათით ადრე გაფრინდა. ჩვენ უკვე რომ ჩავსხედით თვითმფრინავში და ავფრინდით გამოაცხადეს, რომ გარკვეული მიზეზებისდა გამო სტამბოლის აეროპორტში უნდა დავფრენილიყავით. როგორც კი ჩავფრინდით აეროპორტში ჩემი ტელეფონი მაშინვე მოკვდა. გარშემო არავის ჰქონდა სატენი რომ დამეტენა. ჩემი კი იმ ბარგში მქონდა, რომელიც თვითმფრინავში იყო. შესაბამისად ვერსაიდან ვერ დავრეკე. მერე პირველივე რეისი იყო სტამბოლის მეორე აეროპორტში და იქედან თბილისში. სხვა გზა არ მქონდა ეს უნდა გამეკეთებინა, რომ მალე დავბრუნებულიყავი და უფრო მეტად არ მენერვიულებინეთ! -ვაიმე, გითხარი ხომ ჩემი სასწაული რომ ხარ?-უთხრა სესილიამ და ჩაეხუტა დათას,-მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ხარ და კარგად ხარ.. -არ მინდოდა ასე მენერვიულებინე, მაგრამ რა ვქნა?! -უშენოდ ვერ ვიცოცხლებდი..! -სხვათაშორის ქალბატონო, ირაკლიმ მითხრა რაც სცადე და მაგაზე სერიოზულად მოგხვდება..!-მკაცრი სახე მიიღო დათამ. -არამგონია, ამის მერე რამე სერიოზულზე დაფიქრდე,-უთხრა სესილიამ და მოწყვეტით აკოცა დათას. მონატრებული ტუჩების გემო! ცხოვრებაში რომ ასეთი გემრიელი არც კერძი, არც დესერტი და არც არაფერი არ გიჭამია ადამიანს. -ამის მერე უფრო სერიოზულზე შემომეფიქრა, ვიდრე შენი გატყეპვაა,-უთხრა დათამ და მის კისერში ჩარგო თავი. უცებ ჩახველების ხმა გაიგეს და კარებში გივის მოკრეს თვალი. დენდარტყმულებივით მოშორდნენ ერთმანეთს. -ცუდ დროს შემოვედი,ხო?-იკითხა გივიმ და გაიღიმა. სესილიამ ამოისუნთქა გივის გაღიმებულ სახეზე. -ბოდიში, გივი..-უთხრა დარცხვენილმა დათამ. -რაზე მიხდი ბოდიშს? ჩემი შვილი რომ გიყვარს იმის გამო? პირიქით..! დიდი მადლობა, რომ შენ ხარ და არავინ სხვა,-უთხრა გივიმ და გაღიმებულმა გაუწოდა დათას ხელი. -მადლობა, გივი.-უთხრა დათამ და შეაგება ხელი. -ხო, ხედავ სესო? გითხარი, სასწაულები ხდება-მეთქი?-უთხრადა ოთახიდან გაუჩინარდა. *** როგორ გაგრძელდა ცხოვრება? იმაზე უკეთესად ვიდრე აქამდე იყო. იმაზე ბედნიერი და სიყვარულით სავსე დღეებით ვიდრე აქამდე ჰქონიათ. დადიოდნენ ერთად და თავიანთ ბედნიერებას გადადებდნენ ყველა გამვლელს. ახალი წლის ღამე იყო? რაღაც საოცარი.. ორივესთვის.. 31 დეკემბერს ახალი წელი და დათას დაბადების დღე იყო. ხომ ვთქვი ეს ბიჭი სასწაულია-მეთქი?! ახლა 31 რიცხვი შევაბრუნოთ და გეტყვით რატომ 13 და რატომ 13 თვე. მათი ნაცნობობისა და ურთიერთობის მერე ზუსტად 13-ე თვეს დათამ სესილიას ხელი სთხოვა. ყველაზე ბანალურად რაც კი ოდესმე შეიძლებოდა. -კაროჩე, გამომყევი რა ცოლად.. გაცნობის დღიდანვე მოგიყვანდი, მაგრამ წაკითხული მაქვს წყვილისთვის 12 თვე არის გამოსაცდელიო და ჯანდაბას, მე ხო გამაბავშვე და მიამიტი გამხადე და მეც დავიჯერე. ხოდა, 12 თვე ხო წინა თვეს გავიდა და მიდი, რა ცოლად გამომყევი.. -აუ, დაააააათ რა რომანტიული ხარ!-დასცინა სესილიამ. დათამ წარბები შეკრა და პასუხის მოლოდინში შავი თვალებით მიაჩერდა სესილიას. -ცოტა რამე ვერ მოიფიქრე ისეთი, ორიგინალური? -რავი, ტო.. -ამ ძმებს ხომ ფანტაზიაში გარღვევა გაქვთ რა.. შენ იმენა ქუჩურ-ლიტერატურულად მთხოვე ხელი, იმან კიდე საგურამოში რო გაიპარნენ. ან ვის ეპარებოდნენ სულელები რო არიან..-გაეცინა სესილიას. -აუ, ტო.. მითხარი ეხლა.. გევასება ნერვებზე რო მეთამაშები? -მოდი, რადგანაც ძმები ბანალურები ხართ და ერთ-ერთი ცოლიც ბანალურია ისინი თუ გაიპარნენ შენ მომიტაცე..!-უთხრა სესილიამ და ჩაბჟირდა სიცილისგან. -რა მოგიტაცო სესო, გაგიჟდი? -აი, რა მომიტაცო და დაქოქე მანქანა და წავედით..! -საგურამოში? -არა, ხო ვამბობ ფანტაზია არ გაქვს-მეთქი,-თქვა სესილიამ და აკოცა საყვარელ ადამიანს. დათამაც ბედნიერმა დაძრა მანქანა საგურამოს მიმართულებით. ჭირი-იქა, ქატო-აქა..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.