მიყვარხარ ძლიერ.
თავი პირველი *** ელენე მაჭარაშვილი: ასაკი:24 წლის სიმაღლე: 170 სამსახური: ახლახანს წამოვიდა ,რადგან უფროსი ზედმეტად უთათუნებდა ხელებს . ______________________________________________________ მაღვიძარამ დარეკა, გაბრაზებულმა წამოყო თავი ბალიშიდან და საათს დახედა. ღამის 3 იყო. _მარიამ ბარნოვა , იმდენად მიყვარხარ რომ შენ გამო ღამე ვიღვიძებ ხედავ?- ჩაიბუზღუნა უმისამართოდ და საწოლიდან წამოიზლაზნა. -ოხ შენი-ფეხის ცერა თითი საწოლის კიდე მიარტყა და სულ ასკინკილით შევარდა აბაზანაში. ნახევარ საათში გამზადებული იდგა კარებთან და ცდილობდა გაეხსენებინა რა რჩებოდა. -ოოო იმედია არაფერი-ჩაიბურტყუნა და გარეთ გავიდა. ცივი ქარი უბერავდა, -ოხ , მარიამ რა -კიდევ ერთხელ სიყვარულით მიალანძღა ბავშვობის მეგობარი და მანქანაში ჩაჯდა. ____________________ როგორ კარგად ახსოვს, მარიამი ლიფტში გაიცნო. 10 წლის იყო მაშინ. ლიფტი გაიჭედა ორი გოგონა კი მარტო იყო ლიფტში. ახსოვს როგორი შეშინებულები უყურებდნენ ერთმანეთს. მერე კი გაუსაძლისი ყვირილი მორთეს. ______________________ გაეღიმა ბავშვობის მოგონებებზე. მანქანა აეროპორტთან დააყენა და მოსაცდელში შევიდა. -მარიამ სად ხარ ??-გონებაში ეკითხებოდა და აწურული იდგა. სასტიკად ეძინებოდა. რატომღაც ყველა მას უყურებდა . ცოტა ხანში კი ერთმა ბავშვმა წამოიძახა. -დედაა, მეც მინდა ასეთი ჩუსტები. ძირს დაიხედა და სირცხვილისგან აიწურა, როცა მისი პანდა ფაჩუჩები მოხვდა თვალში. -პანდიკოოო-ყვირილი მოესმა , მარიამი ბედნიერი მოექანებოდა და სადაც იყო შეახტებოდა. -ნუ დამცინი, დამავიწყდა-ჩახუტებულს ჩასჩურჩულა და კიდევ უფრო მოეხვია. -ისეთი სახით მიყურებ უეჭველი მაგრა გეძინება და წამოსვლამდე ერთი 500-სჯერ გეყოლები გულში გალანძღული ასე რომ წამოდი, წავიდეთ-სიცილით დაკრა ხელი მარიამმა და ჩანთას დაეპოტინა. -ჭკვიანი მყავხარ-გაეცინა ელენეს და მარიამს უკან მიჰყვა. -აბა როგორი იყო ლოს ანჯელისი-სიცილით გადახედა მეგობარს და მანქანა დაქოქა. -შესანიშნავი, აი იცი რა მაგარი იყო ??-აღფრთოვანებული მარიამი ენას არ ჩარებდა. -კაი ხო ნუ დაიქოქე,-ჩაეცინა ელენეს. სიყვარულით გადახედა მონატრებულ მეგობარს და ისევ გზას გახედა. -რა სახით მიყურებ? შენ აქ ჩემს არ ყოფნაში გადახრებმა ხო არ შეგაწუხა ? -კისკისით კითხა მარიამმა და ელენეს მიუტრიალდა. -მარიამ ბარნოვა გამასწარი აქედან.-ელენემ მანქანა გააჩერა და მარიამიც სიცილით გადახტა. -არა როდის უნდა დაჭკვიანდეს ეს ბავშვი?- სიცილით ჩაიბუტბუტა და ბარგით ხელში კიბეებს აუყვა. -აუფ ისე ლაპარაკობ ახლა შენც დალაგებული იყო რა-შეუღრინა მეორე მემ -შენ გეძინებოდა მგონი-არც ელენემ დააკლო -ბარნოვამ გამომაფხიზლა -ცუდად მოქმედებს შენზე ეგ ბავშვი -არაფერიც რას ერჩი -მორჩი ახლა-ელენემ მეორე მესთან საუბარი დაასრულა და სახლში შევიდა. მარიამი შიშველი დარბოდა და ღიღინებდა. -გოგოო, არ გეძინება შენ? კითხა ელენემ და გაკვირვებული შეათვალიერა დაქალი. -რა იყო ფისო არ მოგეწონე?-სიცილით კითხა და ორი ზომით დიდი მაისური გადაიცვა. -მე კი არა შენ გაქ მგონი გადახრები. -ოოოოო წამო წამო დავიძინოთ. მარიამი ოთახში შევარდა და საწოლზე გაითხლაშა. -იცოდე მთლიანი საწოლი არ დაიკავო შენ რო იცი ხოლმე. -ვერ დაგპირდები თუმცა ვეცდები.-ჩაიბუტბუტა ნახევრადმძინარე მარიამმა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა. *** დილას ხელების თათუნმა გამოაღვიძა. -ელენიკოოო,ელენიკო ადე რა -მარიამ გამშორდი -აუ მშია -წადი და ჭამე -აუუუ ელე, გთხოოვ ადეე-მაინცარ ჩერდებოდა მარიამი -მეზიზღები ბარნოვა. -ვგიჟდები შენზე მაჭარაშვილის ასულო.-გადაიკისკისა მარიამმა და საწოლიდან წამოხტა. ელენეც წამოდგა, ფეხები პანდების ჩუსტებში გაუყარა და სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი. -დედიკო-ამოიგმინა როდესაც ჩაშავებული თვალები და გაბურძგნული თავი დაინახა. სამზარეულოდან ბრახუნი მოესმა -მარიამ რას აკეთებ? -სიცილით გავიდა სამზარეულოში და ძირს გათხლაშული მარიამის დანხვაზე ხარხარი აუტყდა. -არა მეგობარი გქვია ახლა შენ? მადგახარ თავზე და დამცინი. გაგებეუტე, ვსო -წუწუნით წამოდგა მარიამი და მაცივარი გამოაღო. -ვახ ეს რძე უეჭველი ჩემთვის იყიდე ხო?-სიცილით მოუტრიალდა ელენეს რომელიც ამთქნარებდა და თვალებს ისრესდა. -ხო აბა მაგას მე არ ვსვამ და. -ხოდა ახლა მოგიწევს. კარადაში ნესკუიკი ვიპოვე. -გაეკრიჭა მარიამი და საუზმის გამზადება დაიწყო. ელენემ კი ყავის მომზადება დაიწყო. ორივე ჩუმად იყო. მონატრებას სიჩუმით ივსებდნენ. *** -ელენე, ელენე ჩავაბარეეთ-ყვირილით გამოვარდა სკოლიდან მარიამი ელენესთან ერთად და კისკისებდა. -12წლიანო ტანჯვავ ნახვამდის-თავი დაუკრა სკოლას ელენემ და გამოტრიალდა. -ერთი ის ადამიანი მანახა სკოლა რომ მოენატრება რა -ტუჩებ აბზუებულმა ბოლოჯერ შეათვალიერა სკოლა მარიამმა, მერე ელენეს ბეჭებზე ხელი გადახვია და ბილიკს დაუყვა. -არ მჯერა -არც მე. მეგობრების კისკისით აივსო ქუჩა _______________________________________ -რა გაცინებს?-მარიამმა ჭამა შეწყვიტა და ელენეს ახედა -სკოლა რომ დავამთავრეთ ის პერიოდი გამახსენდა. -ხო , ცოტაც მაკლდა და გადავწვავდი იმ უბედურ სკოლას -ჩაიცინა მარიამმა. -არა რა, გიჟი იყავი დაბადებიდანვე. -შენც მყავხარ რა დალაგებული -არა რა გავაკეთე ეგეთი? -ლუკას რო მთვრალი მიადექი სახლში არ გახსოვს? -ხო ლუკა ლუკა.-გაეცინა _________________________________________ -ელე სად მიდიხარ? -ლუკასთან, უნდა ჩავეხუტო-წამოიძახა ელენემ -მთვრალი ხარ -კაიიი?! არ გადამრიო -მაიცა მეც წამოვალ -ლუკიჩოოოოო, ლუკიჩოოოო -რა გაბღავლებთ კაცო-თმაგაჩეჩილმა ლუკამ კარები გააღო და ორი მთვრალი ბატი რო შერჩა ხელში გაეცინა. -რაო 18 წლისები ვართ და ვსვამთო?-სიცილით იკითხა ლუკამ -აბა რაა. გადაიკისკისა ელენემ და ლუკას ჩაეხუტა. -ანუ მე არ გიყვარვარ? სიცილით კითხა მარიამმა -ბიოლოგიურო დაო მაცალე მოვისიყვარულო არაბიოლოგიური და და ჩაგეხუტები მერე შენც. _______________________________________- -ისე რაო ლუკამ როდის ჩამოვალო?-მოიკითხა ელენემ არაბიოლოგიური ძმა -არ ვიცი მუშაობს და ვერ მოდის -აუ მომენატრა -მეც -ახლა იცი რა ვქნათ?-აღტკინებული წამოვარდა მარიამი -რა აბა? -ჯერ ვიშოპინგოთ და მერე კლუბში წავიდეთ -მარიამ! -ხო ვიცი ვერ იტან კლუბს მარა ცოტა დავლიოთ რა -კაი ვილოთოთ -ჯიგარი ხარ-კისკისით წამოვარდა მარიამი და ჩასაცმელად გავარდა -ოხ მარიამო, მარიამ-ჩაიცინა ელეენემ და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. მთელი ისთ ფოინტი ამოატყავეს, სად აღარ იყვნენ . ელენეს ისედაც არ უყვარდა შოპინგი , ახლაც შიოდა და ეძინებოდა. მარიამი კი ბედნიერი დაბოდიალობდა პარკებით ხელში და ახალ ახალ მაღაზიებს ეძებდა. -მარიამ დავიღალე -კაი რა მარტო 3 საათია რაც აქ ვართ -შენ სუ გააფრინე ხო ?? რათ გინდა მეტი -კაი რა , ერთიც ი ვსიო-სასაცილოდ გაეკრიჭა და მაღაზიაში შეაჭრა. **** -შეხედე რა ლამაზი კაბაა, ძაან გიხდება და ეგ ჩაიცვი -საერთოდაც არაა ლამაზი, თან ამას ტანი უნდა და შენ ჩაიცვი -არა რას უწუნებ შენს ტანს??-თვალები მოჭუტა მარიამმა. -ფიცარია!-გამოუტანა თავის თავს განაჩენი. -კაი რა -აი შენც აღიარე -მერე რა , მაგის გამო არ დაიგრუზო. -შენ ჩაიცვი უფრო მოგიხდება-კაბა მაინც გაიხადა და კომფორტული ჯინსები ჩაიცვა -სერიოზულად?-დაიჭყანა მარიამი -ქუსლებს ჩავიცვამ -გაიცინა ელენემ. იცოდდა როგორ არ უყვარდა მის მეგობარს დახეული ჯინსები. -კაი ხო-დათანხმდა მარიამი და გამზადება დაიწყო. -მარიამ რატო დაგთანხმდი?-როგორც კი კლუბში შევიდნენ დაიჭყანა ელენე -იმიტო რო გიყვარვარ-გაეკრიჭა მარიამი და სასმელი მოუტანა -მაქსიმუმ 2 საათი. -ჯიგარი ხარ . ნახევარ საათში სრულიად გაქრა თვალთახედვის არედან მარიამი, ელენე კი ბართან იდგა და კოქტეილს წრუპავდა. -ლამაზო რა მადისაღმძვრელი ტუჩები გაქვს-ელენეს გვერდით ახალგაზრდა ბიჭი ამოუდგა ვისკის ჭიქით ხელში. -ვცემო? მარა არც მთვრალს გავს -გაიფიქრა ელენემ -არც გაბედო-გაეპასუხო მეორე მე. -კი მაგრამ გაიგონე რა თქვა? -შეყვარებული არ გინდა? 23 წლის ხარ ბოლოს და ბოლოს -მერე შენ რა? ძალიანაც კარგად ვარ მარტო-ელენემ საუბარი გაუბა მეორე მეს. -რატო დადუმდი ლამაზო? ძალიანაც კარგად გავერთობოდით -ბიჭმა მოახლოება დაიწყო. ბოლოს კი სახე ძალიან ახლოს მიუტანა -აბა წარმატებები-დაუჩურჩულა ელენემ ზედ ტუჩებთან და ფეხებს შორის ძლიერად ამოარტყა. -ოხ ელენე -საიდანღაც მარიამი გამოჩნდა და ბიჭთან ჩაიმუხლა-შენ ნორმალური ხარ გოგო?-გაბრაზებულმა ამოხედა და ბიჭს წყალი მიაწოდა -ოუოუ გოგონი, მოდი ძმისშვილების გარეშე ნუ დამტოვებ კარგი?-სიბნელიდან ბიჭი გამოვიდა სიცილით. -არა გეუბნებოდით მე თქვენ სულელები ხართ თქო -უკან 3-4 თვის ორსული გოგო გამოჰყვა -კარგი რა ნინი,ჩვენ რა ვიცოდით ჩვენ დემიკოს რა მოუვიდოდა- სიცილით გამოვარდა ბიჭი რომელიც ან უბერავდა ან ძალიან მთვრალი იყო. -ჭანკვეტაძე მოგაჭრი ენას -ძლივს ამოილაპარაკა დემეტრემ და გასწორება სცადა მაგრამ ისევ მოიკუნტა. ელენე დაბნეული აცეცებდა თვალებს და ვერაფერს ვერ ხვდებოდა. ბოლოს კინინიმ შეამჩნია მისი დაბნეულობა. -დემეტრე დაენიძლავა ამათ რომ ნებისმიერ გოგოს დაკერავდა და ჩემმა სულელმა ქმარმა შენ ამოგირჩია-განმარტა ნინომ და დემეტრეს ძმაზე. -საბა , საბა მქვია მე-გაეცნო ბიჭი -მე ელენე -ამოილუღლუღა -მიშო ჭანკვეტაძე -რევერანსით გაეცნო ცანცარა და ძლივს წამომდგარ დემეტრეს კისერზე ჩამოეკონწიალა. -ელენე ხო გითხარი ცემას გადაეჩვიეთქო.-ღრენით ამოუდგა გვერდით მარიამი და ელენეს უჩქმიტა -ნერვები მომიშალა -მერე რა -ღირსი იყო. -მოდი წავიდეთ რა ცუდად ვარ აქ. -დაიწუწუნა ნინომ და ბიჭებს გადახედა. -კი მაგრამ ყველა კარგად შეზახორშებულები რომ ვართ?-თქვა დემეტრემ და ბიჭებს გადახედა -მე... მე წაგიყვანთ, დანაშაულს გამოვასწორებ- წამოიძახა ელენემ და გაოცებულებს გადახედა. -მომწონს მე ეს ბავშვი. -სიცილით წამოიძახა მიშომ და დემეტრეს კისრიდან ელენეს კისერზე გადაინაცვლა. -ბავშვი არ ვარ ჯერ-ერთი-გადახედა ელენემ -ნუ უყურებ ეგეთი სახით. ეგრე ცანცარებს სულ-გაიცინა ნინიმ და მარიამს დაეყრდნო. -კარგი წავედით რაღას ვდგავართ აქ. -გაიღიმა მარიამმა და კლუბიდან პირველი გავიდა. -მარი გავედი მე და მალე მოვალ-გასძახა ელენემ მარიამს და სახლიდან გავიდა. მშვენიერი ამინდი იყო, ცხელოდა და ქალაქს ბუღი ასდიოდა. უყვარდა ელენეს ასეთი ამინდები. უყვარდა ის გრძნობა სიცხე რომ მოაწვებოდა და ორგანიზმი გაუთბებოდა. კლუბის ინციდენტიდან 1 კვირა იყო გასული, თითქმის დავიწყებული ჰქონდა ელენეს მაგრამ... -ელე, ელე დამიცადე ერთი წუთი გოგო-უკნიდან ვიღაც მოსდევდა. ელენემ მოიხედა და მიშო იცნო. -ჭანკვეტა ვარ გოგო რას მირბიხარ- გააჩერა ბიჭმა და გაუცინა. ორი წუთი მოხრილი იდგა და ქოშინებდა. მერე გასწორდა და ხარხარი აუტყდა. ელენე სულ დაიბნა. -რა ხდება?-ელენემ თვალების ცეცება დაიწყო. -გაფიცებ ეგეთი ამორტყმა სად ისწავლე?-ძლივს ამოისუნთქა მიშომ -რა? -რამეზე დადიოდი? ჩხუბი იცი? -კარატეზე ორი წელი -ღმერთო-მიშოს ისევ სიცილი აუტყდა -იტყვი ბოლოსდაბოლოს?-მოთმინება ამოეწურა ელენეს -დემეტრეს გიფსი დაადეს, 2 კვირით-ამოისუნთქა მიშომ და ისევ სიცილი დაიწყო. -რა? მერე რა გაცინებს ნორმალური ხარ?? სად არის ? წამიყვანე უნდა მოვუბოდიშო. -ელენე ანერვიულდა -კაი ხო, არაფერი ისეთი არ ჭირს. უბრალოდ ექიმმა ყოველი შემთხვევისთვისო რა -წამიყვანე თქო.-ელენემ თვალები დაუბრიალა. -კაი ხო წამო წამო-მიშომ სული მოითქვა და ელენე მანქანისკენ წაიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.