შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (17,18,19)


7-05-2016, 00:02
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 710

17
ორი კვირა ისე სწრაფად გავიდა გონზე ძლივს მოვედი... თაზო იმის შემდეგ არ გამოჩენილა და
მეც ნელ-ნელა ვწყნარდებოდი...
დილიდან ერთი ამბავი იყო ნინას სახლში...
ზოგი თმებს უკეთებდა, ზოგი მანიკურს და ზოგიც გრიმს უსმევდა...
თვითონ კი როგორც ყოველთვის ყვლაფერს აკონტროლებდა...
მეჯვარედ მარი და ნინია ყავდა...
-აუ ნინია მიდი რა კაბა ნახე
ხო არ დაიკუჭა?
-ნინა ათ წუთში მეშვიდეჯერ მივდივა შესამოწმებლად და არაფერი არ ჭირს, ეხლა კი მაცადე მეც უნდა მოვემზადო, თორემ მოვა უკვე აჩი...
ბუზღუნით გამოიხურა კარები და მეორე ოთახში შეიკეტა...
-მარიამ! მარიამ ნახე სუფრაზე ყველაფერი დევს?
ამჯერად მე გადმომწვდა და მორიგი დავალება გამომიძებნა..
-ყველაფეი მზადაა ნინა დაწყნარდი, ეხლა კი ადექი კაბა უნდა ჩაიცვა..
უცებ წამოხტა ფეხზე და კაბა ჩამოხსნა..
ერთ საათში ყველანი მზად ვიყავით და სიძის მოსვლას ველოდით...
-მოვიდნენ მოვიდნენ...
ყვირილით შემოვარდა მარი და ყურებამდე გაღიმებული დადგა ნინას გვერდზე...
ბიჭები სათითაოდ შემოლაგდნენ და პატარძლის დანახვაზე პირდაღებულები მოძრაობდნენ...
-ძალიან ლამაზია ნინა..
გვერდზე ამომიდგა ზუკა და წელზე ხელი ნელა მომხვია..
-ჰო ძალიან..
გაღიმებულმა დავუბრუნე პასუხი და ლოყაზე შეუმჩნევლად ვაკოცე...
-შენ კი ულამაზესი ხარ...
ჩვეულად დამიწყო გაბრუება და წელზე მოთავსებული თითები აათამაშა...
-ზუკა!
-კარგი ჰო რას იბღვირები..
უცებ გააჩერა თითები და ვითომ გაბრაზებული სახით გადმომხედა...
სხვა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჯვარიც დაიწერეს და ხელიც მოაწერეს...
რესტორანი რასაც ქვია თავზე დავიმხეთ...
მთელი საღამო ისე გავიდა ერთხელაც არ დავმჯდარვარ სკამზე...
ხან ზუკას ვეცეკვებოდი, ხან ვატოს, ხან მიროს და ხანაც მიშოს...
-შეიძლება ჩემ გოგოს ვეცეკვო?!
ვითომ აინტერესებდა ისე კითხა მიროს და ჩემი თავი წაართვა..
-როგორც ჩანს ვიღაცეების ცემა მომიწევს დღეს..
მთელი სერიოზულობით მითხრა და დარბაზი კიდევ ერთხელ მოათალიეა...
-კაი რა შენ სულ ჩხუბზე როგორ ფიქრობ?!
მხარზე მსუბუქად დავარტყი ხელი და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამცინებოდა..
-რა ვქნა როცა შენსთანა ქალი მიდგას გვერდზე და კაცები ესე ათვალიერებენ სხვა რაზე უნდა ვიფიქრო, ნუ ეხლა არის რაღაც რაზეც ვიფიქრებდი მაგრამ...
-უზრდელო!
მსუბუქად ვკარი ხელი და მის გაკვირვებულ სახეზე გამეცინა...
-გამყრელიძე დაისჯები!
ყურთან ახლოს მიჩურჩულა...
-შენ სულ ეგრე მემუქრები
ნიშნის მოგებით ჩავილაპარაკე და ენა გამოვუყავი...
-"მოვტყდეთ" სიძე-პატარძალთან ერთად?
თვალით გასასვლელი კარებისკენ მანიშნა და პასუხს არც დალოდებია ისე გამაქანა გარეთ...
მანქანაში რასა ქვია შემაგდო, უცებ დაიკავა თავის ადგილი და მანქანა დაქოქა...
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ისტერიკები არ მომიწყვია, წყნარად ვიჯექი ჩემ ადგილას და ფანჯარაში ვიყრებოდი..
-რატომ არ აწყობ ისტერიკებს?! რატომ არ მეჩხუები გააჩერე მანქანა ან მსგავს რამეს?!
დიდხნიაი დუმილი დაარღვია და იტერით გამომხედა...
-გენდობი
-ესე უბრალოდ?
-ხო, მოტაცება რომ გინდოდეს მთაწმინდაზე არ ამიყვანდი სადმე გადასაკარგავში წამიყანდი, ამიტომ გააჩერე ეხლა მანქანა სუპერმარკეტთან მიყიდე დიდი ნაყინი თავისი კოვზით და მალე მოდი...
ღიმილით ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი და გამარჯვებულის სახით გავხედე...
-კაცი ხო ვერაფერს გამოაპარებს რა...
უხასიათოდ ამოილაპარაკა და მანქანა გააჩერა...
-შერეული
ფანჯრიდან მივაძახე და კამყოფილი დავუბრუნდი ჩემ ადგილს....
ხუთი წუთიც არ იყო გასული ჩემი ტელეფონი, რომ ამღერდა..
ღამის პირველი საათი იყო და უცხო ნომრიდან შემოსული ზარი ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მაგრამ იმ იმედით ვუპასუხე, რომ რომელიმე ჩემიანი იქნებოდა..
-ბატონო
-ეხლა კარგად მომისმენ და არ გამაწყვეინებ.. - თაზოს ხმის გაგონების თანავე ერთ ადგილას გავშრი და ერთანად ავკანკალდი.. - ზუსტად ერთი დღე გაქვს, რომ შენ "პრინცს" დაემშვიდობო, თორემ ყველა საყვარელ ადამიანს დაემშვიდობები.. და კარგად იცი პირველი ვინც იქნება.. შენი გადასაწყვეტია... ზუსტად 24 საათში საქართველოდან წახვალ...
უცებ მომაყარა და ტელეფონი გამითიშა..
იმ წუთში რაც კი საშინელება არსებობს ყველაფრი ერთად დამემართა...
მეხის გავარდნასავით ჩამესმა თაზოს სიტყვები, უნდა წავიდე ისე, რომ ზუკასარ ეტკინოს, მაგრამ ეს შეუძლბელია...
-რაზე ფიქრობდი?!
ფიქრებიდან ზუკას ხმამ გამომიყვანა, ცრემლები უცებ მოვიწმინდე და ღიმილიანი სახით გავხედე...
-შენზე!
პირდაპირ ვუთხარი და მთელი ტანით მივტრიალდი მისკენ..
-ხმამაღალი განაცხადია...
-გეთანხმები..
-კარგი ქალბატონო მარიამ, ეხლა საით?
-ეხლა ბატონო ზუკა, წავალთ ჩემთან სახლში და ვუყურებთ ფილმს, პოპკორნის მაგივრად შევჭამთ ნაყინს...
ღიმილით ვაჩვენე ნაყინებით სავსე პარკი და ისევ ფანჯარაში გავიხედე...
სახლშ მალევე მივედით, ფეხსაცმელი იქვე მივაგდე და ფეხშიშველა შევედი ოთახში, კაბასაც ძირს მივუჩინე ადგილი.. უცებ გადავიცვი პიჟამოები, ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი...
-შენთვის არ უთქვამთ ქალბატონო მარიამ, რომ უცხო კაცთან ესე არ უნდა ჩაიცვა?!
ყურში ზუკას დაბოხებული ხმა გავიგე და წამებში მივტრიალდი მისკენ...
-უთქვამთ, მაგრამ თუ ეს უცხო კაცი ჩემი შეყვარებულია, მაშინ მეპატიება...
გამომწვევად ვუთხარი და ხელები კისერზე შემოხვიე...
-სანამ უფრო ღრმად შემიტოპავს ფილმი არჩეულია, ნაყინები ავიღოთ და ვუყუროთ..
შეპარული ღიმილით მითხრა და მისაღებში გავიდა...
კიდევ ერთხელ გამახსენდა თაზოს დანარეკი და წამებში მომეშხამა ხასიათი, ერი ღრმად ამოვისუნთქე და ზუკას მივყევი ფეხდაფეხ...
-თვით ირონიავ მიყვარხარ!!!
-მიყვარხარ ენამწარევ!


18
ბედნიერი ვიყავი იმ დღეებით, რომელიც ზუკას გვერდზე გავატარე..
მთელი ღამე ვიჯექი და მთელი ორი თვე დაწვრილებით გავიხსენე, დაწყებული ბათუმის გზიდან დამთავრებული გუშინდელ ქორწილამდე...
მთელი ღამე ვიჯექი და ვუყურებდი მძინარე ზუკას, რა თქმა უნდა თბილისიდან წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ის რის ჩადენასაც ვაპირებდი, ალბათ ზუკა არასდროს არ მაპატიებდა...
ნელა მოვიწმინდე ცრემლები ტელეფონი ავიღე და აივანზე გავედი..
მიუხედავად იმისა, რომ ღამის ორი საათი იყო, ზუმერის ხმა მალევე შეცვალა ჩემთვის არც ისე სასიამოვნო ხმამ..
-დღეს, ცხრა საათზე აეროპორტში ვიქნები...
-ძალიან კარგი
-იმედია პირობა გახსოვს.. - გაღიზიანებულმა ამოვილაპარაკე და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანთს, იმ იმედით რომ ცრემლების შეკავებას შევძლებდი...
-მაგას რა დამავიწყებს...
ირონიულად ჩაისისინა და ტელეფონი გამითიშა..
კიდევ ნახევარი საათი გავჩერდი აივანზე და ისევ მოგონებებში გადავეშვი...





მარი და მიშო
დაახლოებით ორი საათი იქნებოდა დარბაზიდან რომ გამოვედით მე და მიშო..
დაღლილი ჩვესვენე მანქანაში და თავი საზურგეს მივადე...
-კიდევ ერთი წყვილი დავაქორწინეთ...
დაღლილი სახით გადმომხედა მიშომ და მანქანა დაქოქა...
-ჰო..
ორაზროვნად ჩავილაპარაკე...
-ჩვენ რა ვქნათ?
-რას გულისხმობ?
გაკვირვებული გავსწორდი სკამზე და იმის იმედით, რომ რაიმე "კარგს" გავიგებდი ერთ ადგილას გავშეშდი..
-ხვდები რასაც..
-არ ვიცი..
დაბნეულმა ძლივს ამოვილაპარკე და ძთიტების მტვრევა დავიწყე..
-გინდა?
-შენც ხომ ძალიან კარგად იცი, რომ მეექვსე კლასიდან მიყვარხარ, უბრალოდ...
-უბრალოდ შენც გეშინია ისევე როგორც ნინას?
გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა და საჭეს მთელი ძალით მოუჭირა ხელები..
-არა შიში რა შუაშია.. - უცებ უარვყავი მე - უბრალოდ დავიბენი, მეექვსე კლასიდან ამაზე ვოცნებობ და დავიბენი...
გლახიდალდ ვუპასუხე და ყურებამდე გავიკრიჭე...
-ეხლავე?. - ამ ფაქტით გახარებულმა მითხრა და გაღიმებულმა გამომხედა...
-იყოს ეხლავე..
ღიმილით დავეთანხმე და გახარებული გავსწორდი სკამზე...
მანაც უფრო მოუმატა სიჩქარეს და მანქანა უცებ მოატრიალა..
ჩემთვის უცნობი გზით მივდიოდი და ბედნიერებისგან რას ვაკეთებდი მეთვითონ არ ვიცი..
მხოლოდ ის ვიცი რომ მთელი ჩემი 24 წლის ცხოვრების მანძილზე ესეთი ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვარ..
ტელეფონები ორივემ გამოვრთეთ და უკანა სკამებზე მოვისროლეთ, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან გააჩერა და კარები გამიღო...
-ჩემო "ცოლოვ" გადმოდით მანქანიდან და გაძლევთ უფლებას მთელი მაღაზია გამოზიდო...
ღიმილით გამომიწოდა ხელი და გადმოსვლაში დამხმარა..
მეც ღიმილით შევაგებე ჩემი ხელი მისას და მაღაზიაში შესვლის მაგივრად შევვარდით...
ნახევარ საათში კი მართლა მთელი მაღაზია გამოვზიდეთ.. შოკოლადების პარკით დახუნძლული პირდაპირ მანქანაში ჩავჯექი და ისტერიული სიცილი ამიტყდა...
-ნახე რას გვიყურებდნენ ...
ღიმილით ჩაჯდა მიშოც მანქანაში და პარკები უკანა სკამზე გადადო..
-ხო აბა რა გეგონა მთელი ყუთი "ნუტელა"რომ იყიდე...
-ვიცი რომ გიყვარს და ვიყიდე...
თავმომწონედ გასწორდა სკმაზე და მანქანა დაქოქა...
-ჩვენებს როდის ვუთხრათ?
დუმილი მე დავარღვიე და ინტრესით გავხედე...
-უახლოესი ერთი კვირა არავიზე არაფრის თქმას არ ვაპირებ...
სრული სრიოზულობით მითხრა , ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია...
-კარგი რა ინერვიულებენ...
მაინც არ ვთმობდი ჩემ პოზიციას და მის გადარწმუნებას ვცდილობდი...
-კარგი რა მარი, არ მინდა ვინმემ ერთი კვირა ხელი შეგვიშალოს...
-მერე რომ არ ეცოდინებათ ცოცხალი ხარ თუ მკვდარი უფრო არ შეგიშლან?
ჩემი არგუმენტით კმაყოფილი სკამზე გავსწორდი და მის დაბნეულ სახეზე გამეღიმა...
-ტყუილა ამბობენ ექიმები სულელები არიანო, კარგი დარეკე ოღონდაც ნუ ეტყვი სად ვართ, თუ მიხვდებინ სად ვართ კარებს მაინც არ გავუღებ ასე რომ გაიყინებიან გარეთ...
შეპარული ღიმილით მითხრა და ცალი თვალით გამომხედა...
-მიყვარხარ.
ამ ფაქტი გახარებულმა უცებ მივაძახე და ტელეფონი ავიღე..
უცებ ავკრიბე მარიამის ნომერი მაგრამ არ მიპაუხა, ამიტომ ნინუცასთან გადავრეკე და იმ იმედით, რომ მიპასუხებდა თითბის მტვრევა დავიწყე...
-სად ჯანდაბაში ხარ? მთელი ერთი საათია გეძებ, ან შენი ვაჟბატონი სადაა?
ზუმრის ხმა უცებ ჩაანაცვლა ნინუცას ჩხუბმა და ისე მიაყოლა, რომ სიტყვის ჩაკვეხბა ვერ მოვახერხე...
-ამოისუნთქე მაყაშვილო -როცა მივხვდი, რომ ლაპარაკს მორჩა ღიმილით ვუთხარი და ტელეფონი ხმამაღალზე ჩავრთე... - ერთად ვართ მე და ის ვაჟბატონი და არ შეგვაწუხოთ უახლოესი ერთი კვირა და დნარჩენებსაც გადაურეკე მე აღარ მეცლება...
-ერთი წამით გათხოვდი?!
-რა ვქნა ნინუც ყველა გათხოვდა და მე ვინ ვარ?!
- არ არსებობს, ჩემი გოგო გათხოვდა...
-კარგი დაწყნარდი და მიშომ გადმოგცა რომც მიხვდნენ სად ვართო და თავზე, რომ დაგვადგნნო კარებს მაინც არ გავუღებთო...
უცებ მივაყარე და ტელეფონი გამოვრთე...
-ესეც ერთ კვირიანი "სვაბოდა"..
ღიმილით წამოიძახა მიშომ და მანქანა ერთ-ერთ კერძო სახლთან გააჩერა...





ნინუცა და მირო

იმ ფაქტმა, რომ მიშო და მარი ქორწინდებოდნენ ისე გამახარა მანქანაში დავიწყე ცეკვა...
მირო გაკვირვებუი იჯდა საჭესთან და ჩემს ამ ბავშვურ საქციელზე გულიანად ეცინებოდა...
-ნუ დამცინი ბერეკაშვილო!.
მოჩვენებითი სიბრაზით გადავხედე და სკამზე გავსწორდი..
-აბა რა გახტუნავებს მოისვენე...
ღიმილი არ მოუშორებია სახიდან ისე მითხრა და წამით გადმომხედა..
-აუ მირო კარგი რა, დაქალი გათხოვდა და არ უნდა მიხაროდეს?!
-ისე ამ შენმა დაქალებმა გამაძრეს სიქა რა.. - როცა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა უცებ განმიმარტა - ამდენი ქორწილის "მომზადებით" გამაგიჟეს..
-ხო აბა რას ამბობ, იდეები აღარ გაქ შენი ქორწილისთვის..
ირონიულად ამოვილაპარაკე და მარიამთან დარეკვა ვცადე..
- შენ იცინე და მართლა აღარ მაქვს იდეები..
-არაუშავს ჩემო საყვარელო, ქორწილამდე დიდი დროა...
-არ გინდა ჩემი ცოლი იყო?
ინტერესით გამომხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა..
-მინდა...
დაბნეულმა ვუპასუხე და მობილური გვერდზე გადავდე...
-მერე?!
-მერე არ მითხრა ეხლავე წავიდეთო შეიძლება აქვე მოვიკლა თავი...
-რატო ნინუც ესე უფრო ორიგინალური არაა?!
-აუ ხო იცი არა მე როგორი ქორწილიც მინდა..
-ვიცი, მაგრამ მე რო მამაშენთან ამოვიდე და შენი ხელი გთხოვო, ჩვენი ქორწილი ერთი წლით გადაიდება...
სრული სერიოზულობით მითხრა და წარბაწეულმა გამომხედა...
-კი მაგრამ რატომ?
ინტერესი ვერ დავმალე და გაოცებული თვალებით შევხედე...
-აბა ნინუცა წარმოიდგინე, მე რომ მამაშენთან ამოვალ ხელის სათხონელად, ჯერ დამათრობს, მერე სიმთვრალეში რამეს წამოვაყრანტალებ, მერე ეს არ მოეწონება, გამომეკიდება მისი სანადირო თოფით, აღმოჩნდება რომ თოფში ტყვია არაა, ვითომ გამიმართლა, მაგრამ მერე მცემს და ომიწევა საავადმყოფოში დაწოლა ორი თვით, მაგას პლიუს სარეაბილიტაციო კურსი, პლიუს ხელახლა ამოსვლა ხელის სათხოვნელად და მაგას პლიუს, თუ გამიმართლა ორი- სამი თვე მზადებას და კი გავხდი სამოცდაათი წლის და მომიარე მერე...
ერთი ამოსუნთქვით ჩამოაყალიბა უცებ და ისეთი სახით გამომხედა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე განიცადა მის თავზე....
-შემეცოდე, მაგრამ მაინც ესე მირჩევნია...
ენა გამოვუყავი და ისევ გზას გავხედე..


19


ნახევარ საათიანი ფიქრის და ტირილის შემდეგ, თვალები ამოვიმშრალე და ოთახში შევედი იმ იმედით, რომ ზუკას ეძინებოდა....
-სად იყავი?
შესვლა და ზუკას სხეულზე აწეპება ერთი იყო...
-აივანზე ვიყავი...
-ამ დროს?
გაკვირვება ვერ დამალა და გაფართოებული თვალებით გამომხედა...
-ხო ამ დროს...
-რა გჭირს?
-არაპერი ზუკა, საერთოდ არაფერი და რა გინდა რატო მაკონტროლებ?
ნერვებ აშლილმა ვერ გავაანალიზე რეები ვუთხარი და ალბათ კიდევ დიდხაანს ვერ გავიგებდი, რომ არა კარების გაჯახუნების ხმა...
წამებში მოვედი გონსე და გარეთ გავვარდი..
-ზუკა, გთხოვ მოიცადე, ყველაფერი ისე არაა, როგორც გაიგე...
ბოლოხმაზე ვკიოდი და კიბეებზე ჩავრბოდი, სულ მცირე იმედი მაინც მქონდა იმისი, რომ გაჩერდებოდა და მომისმენდა, მაგრამ ეს ბოლო იმედიც მაშინ მოკვდა, როცა ეზოდან მისი მანქანა გავიდა...
კიბეებზე დავემხე და ბოლო ხმაზე ავტირდი..
ვიცოდი, რომ ჩემი ბრალი იყო...
კიიდევ ცოტახანს გავჩერდი და როცა მივხვდი, რომ არარ დაბრუნდებოდა ნელა წამოვდექი ფეხზე და სახლში შევბრუნდი, მაშინვე ავიღე ტელეფონი და ნაცნობი ნომერი ავკრიფე...
-რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი...
-გასაგებია, სამ საათში აეროპორტში ვიქნები..
ხელის კანკალით გავუთიშე ტელეფონი და ბარგის ჩალაგება დავიწყე..
ნახევარ საათში კი ყველანაირად მზად ვიყავი, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი სახლს, ტელეფონი სამზარეულოს მაგიდაზე დავტოვე და კიბეებზე დავეშვი..
ჯერ მხოლოდ დილის შვიდის ნახევარი იყო და ყველანაირად ვცდილობდი უხმაუროდ ჩავსულიყავი კიბეებზე...
-ქალბატონო მარიამ, საით მიიპარებით?
ანდრიას უეცარმა გამოჩენამ ცოტა არ იყოს დამაფრთხო და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე...
-იცი მე... მე..
-სადმე მიემგზავრები?
გამომცდელად მკითხა და ცალი წარბი მაღლა აწია..
-დაახლოებით...
თითქმის ჩურჩულით ამოვილაპარაკე და თავი საპირისპირო მიმართულებით გავატრიალე...
-დაახლოებით?
-მოკლედ ანდრეა,. დიდი ისტორიაა მოსაყოლად არ ღირს და ჯობია მე წავალ და შენც ადი სახლში, თორემ ოფლიანი ხარ და გაცივდები...
ღიმილით ვანიშნე მისი ახლანდელ მდგომარეობაზე და კიბეებზე ჩასვლა ვცადე..
-არ გამოვა ჯერ ამოხვალ ჩემთან და ნაწილს მაინც მომიყვები მაგ დიდი ისტორიიის აი მერე კი ვიფიქრებ შენ წასვლაზე...
-კარგი რა ანდრეა მართლა არ ღირს მოსაყოლად უბრალოდ ჩემ საქმეზე წავალ და გპირდები მალე მიხილავ...
სიტუაციის განეიტრალებას ვეცადე და ცოტა მეგობრულ ტონზე გადავედი..
-კარგი, როგორც გინდა ხელს აღარ შეგიშლი, უბრალოდ იმის უფლება მაინც მომეცი დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანო..
შეპარული ღიმილით გამომხედა და პასუხის მოლოდინში გაიყუსა...
-კარგი ეგ ნამდვილად მაწყობს არ მინდა ოცდახუთი ლარის გადახდა ბილეთში..
ღიმილით ვუპასუხე კიბეებზე ავბრუნდი....
-ერთი სიტყვა მაინც მითხსარი რატომ მიდიხარ?
შესვლისთანავე მკითხა და ჩემი ჩემოდანი იქვე დადო...
-პრობლემები..
მართლა ერთი სიტყვით ვუთხარი და სახლი მოვათვალიერე..
-არ არსებობს.. - გაოცებულმა წამოიძახა და გაფართოებული თვალებით გადმომხეა... - სად წავიდა ის მარიამ გამყრელიძე, რომელსაც მე ვიცნობ?
-აქ ვარ..
ღიმილით ავფრიალე თვალ წინ ხელი და გავეკრიჭე...
-არა შენ ის მარიამი არ ხარ, არ ხარ ის მარიამი რომელიც მე ბათუმის სანაპიროზე გავიცანი.. ადამიანი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა მეგობრის საპოვნელად და სრულიად უცხო ადამიანსაც კი შესთავაზა დახმარება... და ეხლა თვითონ ეს ადამიანი გაურბის პრობლემებს, კაი რა...
დაეჭვებით ამოილაპარაკა და წინ დამიჯდა...
-ზოგიერთი პრობლემა მოუგვარებელია...
-ზოგიერთ პრობლემას ორი მხარე აქვს და ჩვენ მხოლოდ ცუდს ვხედავთ.. დაფიქრდი მარიამ, გაქცევა აქ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის...
-გაქცევას არც ვაპირებ ანდრეა, უბრალოდ ამის გათამაშება მჩირდება და მორჩი შეკითხვებს, თორემ ყველაფერს მათქმევინებ და არ მაწყობს, ეხლა კი შედი დროზე იბანავე და წამიყვანე აეროპორტში...
-კარგი ბოდიში..
ხელები მაღლა აწია და ღიმილით შევიდა სააბაზანოში...
მე როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანმა არ დავაყოვნე და ანდრას გაუჩინარებისთანავე დავიწყე სახლის დათვალიერება..
სიმართლე რომ ვთქვა ახალგაზრდა და მარტოხელა ბიჭის ფონზე სახლი ძალიან მოწესრიგებული იყო...
თაროებზე კი სხვადასხვა სურათები იდო...
ერთ-ერთმა კი ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება..
პატარა გოგო, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს ანდრიას.. კიდე რამდენიმე სურათი და სრულიად დავიბენი...
ეხლა პატარა ბიჭი, რომელიც ასევე ძალიან გავს ანდრიას..
ორი სურათი მიჭირავს და ორივე ანდრიას ასლი...
ხან ერთს ვუყურებ ხან მეორეს და ვცდილობ რაიმე დასკვნა გავაკეთო...
-ნუ უყურებ ეგრე გაოცებული ჩემი შვილები არიან...
-ები?
-ხო ები...
ღიმილით მიპასუხა და სურათები გამომართვა..
-ეს მამას პრინცესაა ანასტასია, ეს კი მამას ვაჟკაცი დემეტრე... - როგორც კი ჩემ გაკვირვებულ სახეს შეხედა ერთხელ გაეღიმა და ახსნა დაიწყო - მესმის რატომაც გიკვირს, მაგრამ არც ისე ახალგაზრდა ვარ.. ოცდათი წელი არც ბევრია და არც ცოტა.. ბავშვები კი ხუთი წლისები არიან...
-ეხლა?
-ეხლა დედასთან არიან.. დაახლოებით ერთი წლის წინ გავშორდით მე და ნატა ერთმანეთს, ეხლა კი ბავშვებს არც ისე იშვიათად, მაგრამ მაინც იშვიათად ვნახულობ.. კარგი აღარ წავიდეთ?..
თავის ქნევით დავეთანხმე და კარებისკენ წავედით.. ნახევარ საათში უკვე აეროპორტში ვიყავი და არც ისე საყვარელი ადამიანის გამოჩენას ველოდი...
ის ფაქტი, რომ ერთხელ მაინც მომიწევდა მისი ნახვა ნერვებს საშინლად მიშლიდა, ბედნიერების ბოლო წამებს ვითვლიდი.. მინდოდა რომელიმე ჩემ ნაცნობს მაინც ცოდნოდა ჩემი ამბავი..
მინდოდა დამერეკა ვინმესთვის და ბოლოჯერ გამეგო მისი ხმა...
ტელეფონი გამორთული დავტოვე სახლშჭი და გუშინდელის მერე ალბათ მეძებდნენ...
-უკაცრავად შეგიძლიათ დამარეკიოთ?
გვერდზე მჯდომ ქალს ტელეფონი ვთხოვე და დადებითი პასუხის მირების თანავე ტელეფონი გამოვართვი და ნინუცას ნომერი ავკრიბე...




ნინუცა
დილის რვა საათი იყო ტელეფონის ზარმა, ეკრანს რომ დავხედე უცხო ნომერი იყო, ფრთხილად გადავუსვი ეკრანს ხელი და ნამძინარევი ხმით ვუპასუხე..
-ბატონო
-მარიამი ვარ..
ამის თქმა და ჩემი აფეთქება ერთი იყო...
-შენ გოგო ნორმალური ხარ, წუხელს მერე გირეკავთ ხან მე ხანაც მირო და ხანაც მარი... ასად აგდიხარ ის მაინც მითხარი? ან ის შენი დარტყმული სეყვარებული სადაა იმასაც გათიშული, რომ აქსვ ტელეფონი, თქვენც ხომ არ გაიპარეთ?
ერთად მივაყარე და ლოგინზე გასწორება ვცადე..
-კიდე ვინ გაიპარა რო?
ინტერესით მკითხა..
-ვინები?
-მარიამი და მე.. ანდა რაზე მალაპარაკებ სად ხარ გამაგებინე?
-მოიცა შენც? აბა ბავშვობიდან ტრადიციულ ქორწილეზე არ ოცნებობდი?
-ვოცნებობდი მაგრამ მირომ რაღაცეები დააჩქარა და მამაჩემიც დაითანხა ასე, რომ გავთხოვდი და საერთოდ რაზე მალაპარაკებ მარიამ სად ხარ გამაგებინე...
-აკარგი ჰო, ორონდ სანამ მე არ მოვალ მანამდე ქორწილი არ გადაიხადო...
-სად ხარ?
იმდენად კატეგორიული იყო ჩემი ტონი ცოტა არ იყოს მეც გამიკვირდა...
-აეროპორტში..
-რააა?
-აეროპორტში ვარ თაზო უნდა ვნახო, მაგრამ სხვაგან არ მივდივარ ან შეიძლება მომიწიოს არ ვიცი..
-მარიამ რაებს როშავ არსად წახვიდე მალე მოვალთ...
არაფრის თქმა აღარ დავაცადე ტელეფონი გავუთიშე და მაშინვე ჩაცმა დავიწყე...

როგორც იქნა დავიბრუნე ჩემი გვერდი და ყველა ის თავი რომელიც ამ გვერდზე არ მედო და ასევე ახალი თავი ერთად დავდე... იმედია მოგეწონებათ.. შემდეგი თავი კი უკვე ფინალი იქნება <3



№1 სტუმარი nini

dzalian magari gogo xar,cota davibeni ristvis wavida ver gavige magram mainc kargiaa.male dade shemdegi

 


№2 სტუმარი salo

მაგარი ხარ ... თან რაც ყველაზე მეტად მომწონს არ აგვიანებ ახალი თავის დადებას ..

მაგარი ხარ ... თან რაც ყველაზე მეტად მომწონს არ აგვიანებ ახალი თავის დადებას ..

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Sami tavi ertad magram mainc patara

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent