ზაფხულის არდადეგები(the end )
20 წუთში უკვე ლილესთან ვიყავი. პირველ რიგში მისი კაბის არჩევა დავიწყეთ. ამ შემთხვევაში ლილე ცოტა ჯიუტი გამოდგა. ყველა კაბას იწუნებდა. ამბობდა ჩემი ქორწილი ერთადერთხელ მაქვს და კარგად უნდა გამოვიყურებოდეო, თუმცა ბოლოს როგორც იქნა შეარჩია ულამაზესი კაბა. კაბა იყო ამოღბული,გრძელი და წელზე მომდგარი და ბოლოში გაშვებული. საოცრად უხდებოდა და გამოკვეთდა მის უნაკლო თანს. ეს კაბა რომ მოირგო ცერა თითი ავუწიე იმის ნიშნად რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ახლა კი ჩემი კაბის დრო დადგა. დიდი არჩევა არ დამჭირდა. ვიყიდე თეთრი კაბა, მუხლს ზემოთ, მომდგარი, რომელიც ძალიან მიხდებოდა ჩემს გრძელ ფეხებს უფრო კვეთდა. სახლში უკვე საღამოს დავბრუნდი. ამ ორმა დღემ სწრაფადვე გაიარა. უკვე ქორწილის დღეა. წინა ღამეს გოგოები ლილესთან დავრჩით. დილით ლილეს ძახილმა გამაღვიძა -აეე ადექით დაქალებო ვთხოვდებიი -კაი ლილე დაგვაძინე რაა -რადროს ძილია ეხლა მალე მოვლენ და მაკიაჟს გაგვიკეთებენ. სტილისტებიც მალე მოვიდნენ და რამოდენიმე საათში უკვე ყველანი მზად ვიყავით და ველოდებოთ როდის მორჩებოდა ლილე გამზადებას. აი ისიც გამოჩნდა. ვაუ-ამის მეტი ვერაფერი ვთქვი. ის მართლაც უნაკლო იყო. გზაში ლილეს ვუთხარი -ლუკა ნამდვილად გაგიჟდება -ასე ფიქრობ? -რათქმაუნდა ლილე პრინცესა ხარ-ჩემი მოლოდინი მცდარი არ აღმოჩნდა. ლილეს დანახვაზე ლუკას პირმა ო-ს ფორმა მიიღო, შემდეგ კი სახე გაუბრწყინდა, რადგან მიხვდა რომ მისი ცოლო იყო. ეს წყვილი ისეთი ბედნიერი იყო, უცებ მეც მომინდა გათხოვება. მე და საბა რათქმაუნდა მთელი საღამო ერთად ვიყავით. თავისი კომპლიმენტებით კი უკვე მომაბეზრა, რათქმაუნდა კარგი გაგებით. აი დადგა ნელი ტანგოს დრო. წყვილები ადგნენ და ცეკვა დაიწყეს. საბაც ჩემთან მოვიდა -თუ შეიძლება მშვენიერო ქალბატონო-მის ასეთ მომართვაზე გამეცინა -რათქმაუნდა მისტერ- ავდექი და საბასთან ახლოს დავდექი. მან ხელები წელზე მომხვია მე კი ხელები კისერზე დავულაგე. ასე ვყვებოდით ტანგოს ნელ და მსუბუქ მოძრაობებს. -დღეს ძალიან ლამაზი ხარ-ყურში ჩმჩურჩულა საბამ -ოუ მადლობა -ეს შენ მაადლობა რო არსებობ -საბაა.. მაოცებ ასე როგორ შეიცვალე? -ეს შენ შემცვალე ანა. მაგიჟებ გესმის. -ამმ საბა-ენა დამება-ამ დროს მუსიკა შეწყდა და ყველაფერი ჩაბნელდა, მხოლოდ მე და საბას გვანათებდა სინათლე -საბაა.. აქ რახდება?-ვკითხე ჩურჩულით საბამ ხელები ხელებზე მომკიდა: -ანა. შენ ხარ ჩემი ცხოვრება, ჩემი სიყვარული. რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. შენთან ერთან ცხოვრება აზრს იჩენს. სიგიჟემდე შემიყვარდი და ახლა მინდა ეს სიყვარული სამუდამო გავხადო, სიცოცხლის ბოლომდე-თქვა და ჯიბიდან პარატა ყუთი ამოიღო -ანა, გახდები ჩემი ცოლი?-ვაიმე ღმერთო. საბამ ხელი მთხოვა. მაშინვე ცრემლები წამომივიდა, ოღონდ არა სინანულის არამედ ბედნიერების ცრემლები. -რათქმაუნდა-მაშინვე ჩვეხუტე ჩემი ოცნების ბიჭს და დიდი ხანი ასე ჩახუტებულები ვიყავით. გარშემო ტაშს გვიკრავდნენ. გვილოცავდნენ, მაგრამ მე საბას გარდა ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი. ეს ჩემი საუკეთესო დღეა. იმ დღე ძალიან გვიან დამთავრდა ქორწილი. საბამ სახლამდე მიმაცილა და გაგიკვირდებათ და ფეხით. კოცნით დავემშვიდობე და გახარებული შევვარდი სახლში. გამოვიცვალე და საწოლზე დავემხე. სულ არ მეძინებოდა. ასე ვფიქრობდი საბაზე და ჩემს ცხოვრებაზე. ვიცი რომ ჩემი მშობლები არ იქნებიან თანახმა, მაგრამ ეს სულ არ მაინტერესებს. უკვე თენდებოდა, როდესაც ჩემს ფანჯარას რაგაც მოხვდა. ყურადღება არ მივაქციე, თუმცა ეს კვლავ განმეორდა გავიხედე და რას ვხედავ დაბლა საბა დგას. -საბაა? აქ რა გინდა? -ანა წამოდი გავიპაროთ ხელი მოვაწეროთ -დღეს? ახლავე? -კი წამით დავფიქრდი. მართალია რატომ უნდა გადაიდოს. ფანჯრიდან როგორღაც გადავძვერი. საბამ პატარა ეკლესიაში წამიყვანა სადაც ხელი მოვაწერეთ. ეს ჩემი საუკეთესო დღეა ცხოვრებაში. არ ვიცი რას იტყვიან მშობლები მაგრამ მე ბედნიერი ვარ და წესით ეს მათაც უნდა უხაროდეთ.ქორწილიც მალევე გადავიხადეთ.მშობლებსაც შევურიგდი. უბედნიერესი ადამიანი ვარ რომ ჩემს გვერდით ასეთი ადამიანი მყაბს როგორიც საბაა. მზად ვარ მასთან ერთად მთელი ცხოვრება გავატარო, ჭირსა თუ ლხინში. Saba’s P.O.V სადღაც წყვიადში ვარ. წინ და წინ მივდივარ, თუმცა არ ვიცი სად. ღამეა და ქუჩები ჩაბნელებულია. ახლა მონატრებაზე მეტი არაფერი მტანჯავს. უცბად წინ დავინახე საავადმყოფო. პირდაპირ შევედი და ხმის ამოუღებლად მოვხვდი ერთ-ერთ პალატაში. ალბათ ინტუიციით და რაც ჩემს წინ დავინახე, პირდაპირ გავოცდი. საწოლში მძინარე ანა იწვა, რომელსაც ფერიც კიარ ედო -ექიმო რასჭირს ანას?-ვკითხე იქვე მდგარ ექიმს -სამწუხაროდ მას კიბო აქვს, თანაც ავთვისებიანი -ეს რას ნიშნავს? მე მისი მეუღლე ვარ და ყველაფერი მითხარით რამის გამოსწორება შეიძლება? -სამწუხაროდ უკვე დაგვიანე...-ამ დროს აპარატი აწიკვინდა, რაზეც ანა იყო მიერთებული. მაშინვე გარეთ გამიყვანეს. მე იქვე კედელთან ჩვიკეცე და ტირილი დავიწყე. ვიცი არაა ცრემლები კაცისთვის შესაფერებელი, მაგრამ იმ აპარატის ხმაური მივხვდი რასაც ნიშნავს და მინდა რომ ვცდებოდა ამაში. რამოდენიმე საათი გაუნძრევლად ვიჯექი. შემდეგ პალატიდან ექიმი გამოვიდა. მე მაშნვე იქ შევვარდი -სამწუხაროდ ანა....გარდაიცვალა (ექიმი) -რაა? ექიმო ეს არაა სიმართლე. ანამ მითხრა რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. ის დამპირდა. -სამწუხაროდ ეს სიმართლეა, ძალიან ვწუხვარ-ანას სხეულს თეთრი ზეწარი გადააფარეს, მე კი მივვარდი და მის უსულო სხეულთან ჩავიმუხლე. ის ულამაზესი იყო. როგორ შეიძლება მკვდარი იყოს. უბრალოდ წარმოუდგენელია და ტირილი დავიწყე. ასე ჩამეძინა. დილით უკვე ჩემს ოთახში ვიყავი. ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა. გავედი გარეთ და რას ვხედავ, ყველა შავებშია ჩაცმული და ტირის. ჩემი სამეგობროც აქაა. ნუთუ ეს სიმართლეა. ემზადებიან რათა ანა დამარხონ. არა მე ამას ვერ გავუძლებ ვერ წავალ. მაგრამ არა უკანასკნელად მაინც უნდა ვნახო და ახლა ვდგევართ მდელოზე. მამაო მიცვალებულზე ლოცვებს კითხულობს რათა სასუფეველი დაიმკვიდროს. მე კი ვფიქრობ მხოლოდ ერთ ადამიანზე. ჩვენ ხომ სულ ახლახანს დავქორწინდით. დროა მას მიწა მივაყარო და გამოვემშვიდობო -მამააა...მამააა..გაიღვიძე -თვალები დავაჭყიტე და რეალობაში დავბრუნდი. დავინახე ჩემი პატარა ნიკუშა და ანა. ღმერთო ჩემო ნუთუ ეს ყველაფერი კოშმარი იყო. -მამა რახდება? ძილში ამბობდი არ დამტოვოო -ნუ ღელავ ჩემო პატარა მე აქ ვარ-ვთქვი და ლილეს და ანას მოვეხვიე -ანა, დამპირდი, რომ არასდროს დამტოვებ -არასდროს, მუდამ შენს გვერდით ვიქნებით მე, ნიკუშა და პატარა ლილე-თქვა და მუცელზე ხელი მოისვა, რომელიც საკმაოდ დიდი იყო. -ჩემი ოჯახი- ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.