შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ ბარნოვა ! (თავი 8)


7-05-2016, 15:55
ნანახია 2 771

-
გაზაფხულის ცივი ქარი გიშრიალებს ნაზად თმებს
წუთით ჩემთან რომ არ ხარ მაშინაც კი ვეღარ ვძლებ ,
თითქოს ციდან მესროლა კუპიდონმა ისარი
დღემდე რომ არ მიგვრძნია სწორედ გრძნობა ის არის,
ფიქრით მხოლოდ შენთან ვარ,
დამავიწყდა სხვა რამე ,
შენზე ფიქრში დამათენდა უკვე მერამდენე ღამე,
სიყვარულით დაშანთულს დარდი გადამავიწყდა
შენინ ვხარობ და ვცოცხლობ,ფიქრი სხვაზე რად მინდა
შენ ისეთი ლამაზი და იმდენად კარგი ხარ
მიზეზები რათ მინდა,სიტყვებიც კი არ მინდა,
მხოლოდ ერთის თქმა მინდა ....
სხვა არავინ არ მინდა !!!
- იცი რა ?! შენი ხმაც მიყვარს, შენი ცივი და ამავე დროს სიყვარულით სავსე ხმა.. და შენი მანერაც მიყვარს, როცა ლექსს ყვებიი, როგორ გიელავს ხოლმე თვალები და როგორ გრძნობით ამბობ ხოლმე!
ნიკა მიყვარხარ, მართლა ძალიან მიყვარხარ !
- ხედავ? როგორ შემცვალე?! ლექსიც კი დავწერე ! იცი შენ კიდე ვერ ხვდები რამდენს ნიშნავ ჩემთვის ! მაგრამ იმედია მალე მიხვდები ! იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა !
მიყვარხარ ჩემო მწვანე თვალება!
- მიყვარხარ !
ყელში ვაკოცე, მაკო და ბაჩიც ჩამოვიდნენ და თბილისისკენ წამოვედით..
არ მინდოდა თბილისში წასვლა, ვერ შეველეოდი იმ დღეებს რაც აქ გავატარეთ, დღეებს რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ ! იმდენი კარგი რამე მოხდა !
ვიცი თბილისში, რომ ჩავალ ყველაფერი გაუფასურდება, ვეღარ გავატარებთ მთელ დღეებს ერრთად, ვეღარ დავიძინებთ ერთად.. თბილისშიც ჩავალთ და პრობლემებიც დაიწყება !
ის რაც ქობულეთში მოხდა, ქობულეთში დარჩება !
ნეტავ ასე არ მოხდეს, ნეტავ ისევ ისე იყოს ყველაფერი როგორც იქ.. ნეტავ ისევ ისე ვიყოთ ერთად, როგორც იქ...
თიკამ, ვიღაც გაიცნო და მასთან დარჩა, მგონი შემიყვარდაო გვითხრა.. ისეთი ბედნიერი იყოო..
ნეტავ მეც შემეძლოს თიკასავით.. ნეტავ მეც ისევე თავისუფლად ვიყო როგორც ის, იქ !..
არვიცი რატომ ვგრძნობ თავს ცუდად, საყვარელი ადამიანი გვერდით მყავს, სახლში ვბრუნდები, მეგობრები გვერდით მყავს..
თითქოს რაღაც მაკლია, რაღაც შიგნიდან მიღრღნის გულს.. თითქოს რაღაცას ვგრძნობ.. თითქოს რაღაც უნდა მოხდეს..
იმედია ეა ჩემი სულელური ფიქრები არ გაცხადდება...
და იმედია ისეთივე ბედნიერები ვიქნებით, როგორც იქ..

---



ახლა ასე ვარ,
არაფერს ვგრძნობ
და
ამის განცდა
მფატრავს შიგნიდან,
სათქმელს ისევ ნახველს ვაყოლებ.

იცი?
მე მხოლოდ გამიგია,
ჭიანჭველები
თუ როგორ ხრავენ,
ტვინის ფსკერზე გაჭიმულ ნერვებს,
სუსტი სარეცხის თოკებივით
რომლებზეც უკვე
მე გასაშრობად გადავკიდე ყველა ოცნება,
გაუწურავი,
სისხლისაგან,
ცრემლებისაგან,
მერე იქიდან მიძვრებიან გულში,
თვალებში
და
მაჯებიდან ამოდიან ხელისგულებზე
ისეთი მწარე დამცინავი ეშმაკის სახით,
რომ
თითქოს ვიღაც თბილ ხელებში ლურმანს კი არა,
საკუთარ ძვლებს
და
იმედებს
და
ლოცვებს გაჭედებს,
საშინელია ეს დამპალი სიცარიელე,
გამოსავალი არ არსებობს მიჩვევის გარდა
და
თუ ამასაც მიეჩვიე,
დანებდი,
დათმე,
შეშლილი არ ხარ,
შენც ისეთი ჭიანჭველა ხარ,
რომელმაც სხვები მიიყვანა თვითმკვლელობამდე.

სხვა დანარჩენი სისულელე იყო მანამდეც
და
ახლა ვხვდები,
რომ
ეს ლექსი ჩემს თავს ვუამბე,
თვითონვე მანამ,
სანამ დაწერას დავიწყებდი,
სანამ დავწერდი
და
სანამ უკვე იმ ფურცლიდან წავიკითხავდი,
რომელიც
მძიმე ცოდვასავით ამოვაგლიჯე,
რვეულს გულიდან,
ფარატინა,
სუფთა ფურცელი,
თეთრი ფურცელი,
ნაცრისფერი მკრთალი ხაზებით,
რომლებიც
თითქოს უბეღურო მავთულებს გავდნენ,
ან თხელ ვენებს,
ან წვრილ სისხლძარღვებს,
ცივი რვეულის თოვლიან
და
მტვრიან ზამთარში,
რომლებზეც
შევსვი ეს სიტყვები ღამენათევი,
ძილგამტყდარი ბეღურებივით
და
მერე გუნდა გავაკეთე ისე დავჭმუჭნე
და
არაბავშვურ,
ნერვიული შეშლილის სახით ვესროლე კედელს,
ოთახში სადაც დედაჩემი არის ჰაერი,
რომელიც
მძლავრად ჩემს ფილტვებში ჩადის თავისით
და
გული მხოლოდ ერთ რამეზე ჩამიწყდა მკერდში,
რომ
დედაჩემი ასეთ მკვდარს
და
უსიცოცხლოებს,
მე და ჩემს ლექსებს სიზმარშიც კი
არ უნდა გვხედავდეს.

მზისგულიანებო,
მთვარეზე ამოსულო მზესუმზირებო
ავხედოთ ცას
და
ვიღრიალოთ,
თუ
როგორ
გვიჭერს,
რომ
ერთნაირად არ მიდიან,
დღეები
და
ღამეები..


გონებაში ლექსი წარმოვთქვი და მინას თავით მივეყრდენი..
დამღლელი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა თბილისში ჩავედით.
ჩემი კორპუსის წინ გავაჩერეთ მანქანა და გადმოვედი
ნიკუშაც გადმოვიდა და ბარგი გადმოიტანა..
- ანააა რა გჭირს?
- აუ რავი..
- ნუ ხარ ეგრე, რომ იცინი უფრო ლამაზი ხარ..
- კაი ნიკარა
ყელები ყელში შემიცურა და თავი ამაწევინა:
- მითხარი რაგჭირს ვერ გიყურებ ესეთს ტოო ! მთელი გზაც ჩუმად იყავი..
- ქობულეთში მინდა ისევ
- მაგაზე იგრუზები გოგო? წავიდეთ მაგის დედაც ვატირე მთელი ზაფხული წინაა
- ეგრე არა.. იქ ისეთი ბედნიერები ვიყავით.. და თავისუფლები.. აქ კიდე თინაა.. ეს ხალხი.. აქ ისე ვერ იქნება ყველაფერი როგორც იქ იყო.. ხვდები ნიკა?
- ჩემო პრინცესა ! მოდი იცი დავიკიდოთ ვაბშე ყველა ! ჩვენ ხო ბედნიერები ვართ ერთად და ერთმანეთი გვიყვარს, ჰოდა ვსო !
მოვაგვარებთ ყველაფერს! ერთად !
ეხა ადი და დაიძინე დაღლილი ხარ !
- კაი წავალ.. მიყვარხარრ..
ვაკოცე და სახლში ავედი...
კარებთან დავყარე ჩემოდნები, გავექანე და თინას ჩავეხუტე:
- დეე დედიკოო როგორ მომენატრეე !
- ჩემი სულელი როგორ გაშავებულაა.. მეც მომენატრე დეე!

მესიამოვნა მისი დანახვა, მისი სუნიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ხშირად ვერ ვეწყობით მაინც ძალიან მიყვარს.. მისი ჩხუბიც კი მომენატრა !
თითქოს სიხარულით ამავსო მისმა დანახვამ..
კარგახანს ვეხვეოდი, ხან ვკოცნიდი, ტკიპასავით ვიყავი მიკრული და აღარ ვშორდებოდი... ქობულეთი უკვე კი მენატრება, მაგრამ თინა უფრო მომნატრებია, ალბათ კიდევ ვეღარ გავძლებდი მის გარეშე..
მერე ბაბუსკენ წავედი და მასაც კარგახანს ვეხუტებოდი.. დასვენება და გართობა, კარგია თუმცა შენ სახლს, შენ ოჯახს, ნაცნობ სახეებს.. ვერაფერი შეედრება !
- მოდი შემოგხედო ბაბუ ! გაიზარდე ბაბუ? თუ მეჩვენები? გიხდება ბუბუკა სიშავე, შენ თვალებს უხდება ბაბუ
- მადლობა ბაბუუ.. ისე მომენატრებიხართ ! ვაიმეე ჩემი "ცხოვრებები"
ორივეს ხელი მოვხვიე და ჩავკოცნე
- არ გშია დეე?
- აუ ჰოო
- მიდი ხელები დაიბანე და ვჭამოთ ყველამ..

ყველანი სუფრასთან ვისხედით და ვსადილობდით, ვუყურებდი მათ სახეებს და სიხარულით ვივსებოდი, ვხვდებოდი, რომ მათ გარეშე ვერ გავძლებდი.. სრულიად საკმარისი იყო ჩვენი პატარა ოჯახი, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი..
- წავალ მე დავიძინებ
- წადი ბაბუკა წადი
ორივე ჩავკოცნე და ოთახში შევედი..
იქაურობას თვალი მოვავლე და მონატრებულ საწოლზე დავეშვი..
ისე ვლაპარაკობ თითქოს პირველად ვიყავი სადმე წასული.. თითქოს წლობით..
ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავედროს სევდიანი, რაღაც შიგნიდა მჭამს და გულს მიღრღნის.. თითქოს რაღაცის მეშინია, რაღაცას გავურბივარ..
არვიცი რა ქვია ამ გრძნობას !!

***
მოკლედ ზაფხული ისე გავატარე, რომ ვერ ვინატრებდი და ვერც წარმოვიდგენდი..თურმე ქობულეთის მერე უფრო კარგი დღეები მელოდა..
მთელი ზაფხული მეგობრებთან ერთად..
მე და ნიკა კი უფრო დაგვაახლოვა ამ ზაფხულმა.. ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ თინას ძალიან არ გაუჭედია, როცა ჩვენზე შეიტყო..

---
საგურამოდან, როცა ჩამოვედით, სახლში ნიკამ მიმაცილა..
როცა შევედი თინა კართან დამხვდა, სტროგი სახით.. მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირა ნანახი არ მყავდა, ახლოს არ მოსულა.. არც უკოცნია.. არც ჩამხუტებია..
- საქმე მაქ
უბრალოდ ეს მითხრა და მისაღებისკენ წავიდა, უკან მივყევი..
გული ამოვარდნას მქონდა..
- ვისთან ერთად იყავი საგურამოში?
- დეე ხოიცი.. მეგობრებთან ერთად
- რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს მაგ მეგობრებთან?
- ძალიან ახლო..
- აქამდე არდადიოდი "მეგობრებთან".. აქამდე მათ არც იცნობდი..
- ვიციი.. მაგრამ რა არის იმაში ცუდი თუ მეგობრებთან ერთად სადმე წავალ?
- არაფერი.. მეგობრები კარგია.. ქობულეთზე ? ქობულეთზე რას მეტყვი?!
- რა ქობულეთზე?
ისე დავიძაბე, მოკუმული მუშტი ფრჩხილებით დამეკაწრა..
- ვისთან ერთად იყავი ქობულეთში?!
გადაჭრით თქვა და წყალი დალია
- მე და მაკო.. და კიდევ ერთი დაქალი თიკა.. მაგრამ ის იქ დარჩა..
- კარგი მოდი პირდაპირ გეტყვი.. ვინ არის ნიკა? იქნებ არც კი იცნობ?
ნიკას ხსენებაზე, მეგონა რომ გული გამისკდა..
- მეგობარია..
- ანა ნუთუ მართლა გგონია, რომ შენ "მობოდილ" სისულელეს დავიჯერებ?
- დედა თუ იცი აბა რაღატომ მეკითხები?
- შენგან მინდა მოვისმინო !
- კარგიიი ! დიააახ ნიკუშაა ჩემი შეყვარებულიაა !!! დიაახ ! ერთად ვართ!
- ერთად ხართ არა ! ერთად იყავით !
- რა?
- რადა რაც გაიგე ! მორჩაა.. ერთად იყავით, მაგრამ ახლა ვეღარ იქნებით!
ნუთუ გონია მოგცემ უფლებას ცხოვრება აირიო?!
- რა ცხოვრების არევაზე მელაპარაკები ? ვერ ხვდები, რომ შენი ასეთი საქციელით უფრო ამირევ ცხოვრებას?
- ანა ჯერ საკმარისად დიდი არ ხაარ იმისთვის, რომ გყავდეს შეყვარებული
- რას მიშლის შეყვარებული? შეყვარებული, რომ მყავდეს რაა? სხვანაირი ვიქნები? შევიცვლები? თუ ვერ ვხვდები?
- ანა ! არხარ იმისთვის მზად, რომ სირთულეებს გაუძლო! ჯერ შენი ტვინი არარის განვითარებული იმ დონემდე, რომ გააანალიზო ბევრი რამე..
უამრავი პრობლემა გექნებათ და ძალიან ხშირად იჩხუბებთ ახლა ! შეყვარებულობის პერიოდში.. რადგან არცერთმა იცით რა გინდათ..
შეყვარებული ხელს შეგიშლის იმაში, რომ კონცენტრაცია მოახდინო სწავლაზე და ეს ბოლო წელი ჩემზე უკეთ იცი, როგორი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია..
ახლა შენი შეყვარებულის ყოლა, ფსიქიკას დაგიზიანებს, სხვას ვერაფერს მოგიტანს..
- დედაა შენი პაციენტივით ნუ მელაპარაკებიიი !!!! მე შენი შვილი ვარ და არა ვიღაცცც !!
ფსიქიკას შენი საქციელი დამიზიანებს და ყველაფერ ცუდს შენ დაამმართებ ამ საქციელით.....
- ანა ჯერ პატარები ხართ და რატომ არ გესმის, თქვენ შორის, რომ რამე მოხდეს და დაშორდეთ.. ვერ გადაიტან !
ვერ შეეგუები !
სანამ დროა ჯობია შეწყვიტოთ ურთიერთობა ! შენთზე ვზრუნავ.. მეც მყავდა შეყვარებული მაგრამ რა მივიღე?
არმინდა ჩემი ბედი გაიზიაროო !
ურთიერთობას დაასრულებთ და მორჩა !
ნიკას მე დაველაპარაკები !
- დედა იმას რაც ავიწყვე და იმას რითაც ბედნიერი გავხდე ! ერთი ხელის მოსმით მინგრევ ! იცოდეეე ამის მერე რაც მოხდებაა შენ იქნები დამნაშავე !
ერთადერთი ადამიანი ვიპოვე ვისთანაც ბედნიერი ვარ და ამას მართმევ ! ბედნიერებას მართმევ ! ვყოფილვარ ოდესმე ასეთი ბედნიერი???? არააა !!!!
გული არ გაქვს !
ტირილით შევვარდი ოთახში და საწოლზე მოვიკუნტე..
მინდოდა გული გამსკდომოდა.. ვიცოდი ნიკას ვერ შეველეოდი !

ორი დღე მხოლოდ წყალს ვსვამდი, ოთახში ვიყავი შეკეტილი, თინას ხმას არ ვცემდე.. მხოლოდ მაშინ ვჭამე ცოტა წვნიანი, როცა გონება დავკარგე და ძირს გავიშხვართე.. მერე მთელი კვირა ვიწექი და "რომანტიულ მელოდრამებს" ვუყურებდი და ვტიროდი.. მთელ ოთახში ხელსახოცები ეყარა.. თვალები სულ დასიებული და დაწითლებული მქონდა... ფარდები გადაწეული იყო და შუქს არ ვანთებდი.. მიჭირდა გამეგო დღე იყო თუ ღამე.. არც მინდოდა გაგება.. დროის შეგრძნება დავკარგე..
იმ ადამიან ვგავდი, სადღაც უდაბნოში, რომ დაიკარგება და ცივილიზაციას რომ მოსწყდება..
ერთ საღამოსაც თინა შემოვიდა და გვერდით მომიწვა
- რას უყურებ?
მკითხა თუმცა დავაიგნორე და მისთვის არც შემიხედავს
- კარგი.. არგინდა ვილაპარაკოთ??
ისევ ჩუმად ვიყავი
- შენი საქციელი მოგწონს?
- შენ თუ მოგწონს შენი საქციელი???
- ანა.. სანამ დედა არ გახდები, ვერ გაიგებ რას ნიშნავს, როცა შენ შვილს შეყვარებული ყავს, ამას გიმალავს, მასთან ერთად დასასვენებლად მიდის, შენ კი გგონია რომ დაქალთანაა.. ისიც კი არიცცი ვინმე ბიჭი თუ არის მის ცხოვრებაში და ვიღაც უცხოო მოდის და გეუბნება- უიი იცი შენ გოგოს შეყვარებული რომ ყავს? როგორი დრო გაატარეს ერთად ?!
ანალოგიურ სიტუაციაში შენც ჩემსავით მოიქცეოდი.. მაგრამ რა აზრი აქვს, ამას მაინც ვერ გაიგებ..
არმინდა ის გადაიტანო რაც მე გადავიტანე.. არმინდა რომ გაიზრდები შენც სანანებელი გაგიხდეს შენი ქმედება და ინატრო დროის უკან დაბრუნება..
შენზე, რომ არ ვღელავდე და შენთვის კარგი, რომ არ მინდოდეს ყველაფრის გაკეთების უფლებას მოგცემდი..
სიყვარულზე კარგი არაფერია.. უნდა გიყვარდეს... მაგრამ სწორი პიროვნება უნდა შეარჩიო.. სიყვარული ერთხელ მოდის და მეორედ შემხვედრს ისე ვერ გაუღიმებ როგორც პირველ სიყვარულს....
ჯერ პატარა ხარ.. მეგონა, რომ ისეთივე არიყო თქვენი სიყვარული, როგორც ნამდვილი სიყვარულია.. მეგონა, რომ უბრალოდ გატაცება იყო.. მაგრამ ნიკას სიტყვებმა მიმახვედრა, რომ მართლა იყვარხარ და დარწმუნებული ვარ, რომ ნნიკასავით ვერავინ ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.. ამიტომ გაუფრთხილდი და თუ ერთმანეთს გაუგებთ და არ იჩხუბებთ ხოლმე, ამაზე ბედნიერს ვერაფერი გამხდის.. მინდა ბენიერი იყო.. არ ჩავერევიი.. უბრალოდ მასთან იყავი და შენც ისევე გიყვარდეს, როგორც მას უყვარხარ..
თანაც ასეთი არ მომწონხარ.. ძველი ანა უფრო მომწონდა..

ისევ ამეტირა და ჩავეხუტე დედას.. ოღონდ ეს სიხარულის ცრემლები იყო და არა ტკივილით გამოწვეული ცრემლები..
- დედა ყველაზე კარგიხარ !! ძალიან მიყვარხარ და მაპატიე.. ბოდიში იმისთვის რაც გითხარი..
აღარასდროს ვიჩხუბოთ.. ყველაზე ძვირფასი მყავხარ ამ ქვეყანაზე.. მიყვარხარ..
- ჩემო პატარა გოგოო.. მეც ძალიან მიყვარხარ..

---
ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ნიკამ და დედამ ერთმანეთს ძალიან კარგად გაუგეს.. ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე ნიკა მე მაკო, ბაჩი და დანარჩენები, ჩემთან..
უკვე ნიკა მაეჭვიანებდა.. როცა გვერდით ვეჯექი, ყურადღებას არც კი მაქცევდა და საათობით ელაპარაკებოდა თინას..
ასე ბედნიერები ვიყავით ყველანი ერთად..
მალე ახალი სასწავლო წელიც დაიწყო და ისევ ჩავერთეე საგაკვეთილო პროცესებში..
იმდენად გადატვირთული ვიყავი, ძილსაც ძლივს ვასწრებდი.. უამრავ მასწავლებელთან დავდიოდი, თითქმის ყოველდღე სახლში 11-ზე მოვდიოდი, მერე შუაღამემდე ვმეცადინეობდი და დილით ისევ სკოლაში მივდიოდი.. ყოველდღე ასე იყო.. კარგია რომ ზაფხულში კარგად დავისვენე.. :დდ
ვცდილობდი ხშირად მევლო სკოლაში და მაქსიმალურად ვცდილობდი არ გამეცდინა მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა..
ნიკას და ბავშვებსაც ხშირად ვეღარ ვნახულობდი და "გულზე ვსკდებოდი" როცა ისინი ერთად იყვნენ და მე ამდროს გაკვეთილზე ვიჯექი..
მოკლედ როგორც იტყვიან "გადარბენაზე" ვიყავი..
დედას ძალიან უნდოდა, რომ მაღალი ქულები მიმეღო.. ხშირად მიმეორებდა ახლა ცოტაც გაიჭირვე და მერე ყველაფერი დაგიფასდებაო..
და ასეც მოხდა, თუმცა..........


***
აბა მითხარით, წინა თავებთან შედარებით უკეთესი იყო? თუ უარესი ? :დდ ცოტათი მაინც არ გავაუნჯობესე წერა?! :დ



წინა თავებთან შედარებით ეს იყო ყველაზრ კარგი თავი ძალიან მომეწონა იმედია ასე გააგრძელებ არ დააგვიანო რა
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი shakala

დადემალეეეეეე

 


№3 სტუმარი Uhuu

Eeesad xaar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent