შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (16 თავი)


7-05-2016, 17:53
ავტორი murachashvili
ნანახია 3 992

მეთექვსმეტე თავი

გაფითრებული სახით უმზერდა ქეთი საჭესთან მჯდომ მამაკაცს, დავინახე როგორ უთრთოდა ტუჩები, ისე შებარბაცდა მივხვდი ცოტაც და დავარდებოდა, სწრაფად შევაშველე ხელი ქალიშვილს:
- ფრთხილად, აქ უსწორ-მასწორო გზაა! - მძღოლის გასაგონად ხმამაღლა ვუთხარი - მღელვარება არ შეგამჩნიოს! - უკანასკნელი სიტყვები შეუმჩნევლად გადავულაპარაკე.
თანხმობის ნიშნად მკლავზე მომიჭირა აცახცახებული ხელი ქეთიმ. ყურადღება არ მიმიქცევია ირონიული სახით მომზირალი მძღოლისთვის, ავტომობილის კარები გამოვხსენი და ჩაჯდომაში დავეხმარე ქალიშვილს.
- მოკლედ, სულ ცოტა ხნით სახლში შევირბენთ და ჭალაზე გელოდებით... - ხალისიანად გამომძახა მძღოლის გვერდით მჯდომმა ჯაბამ.
- იქნებ ეხლავე წამოსულიყავი, ლოდინიც აგვცდებოდა?! - მუდარით შემომხედა და ხელოვნურად უდარდელი ხმით გახედა მამამისს.
- პრინცინპში, თუ გცალია!... - ყოყმანობდა ჯაბა.
- სცალია, როგორ არ სცალია! - ჩემს მაგივრად უპასუხა ქეთიმ.
სხვა შემთხვევაში ალბათ სიცილს ვერ შევკავებდი მის პასუხზე, თუმცა ამჯერად მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ჩემი მათთან ყოფნა შიშის დასაფარად სჭირდებოდა. არ ვიცი რას ელოდა ჩემგან, ან რისი იმედი ჰქონდა, თუმცა ისეთი მუდარით მიმზერდა, რომ უარი ვერ ვაკადრე, აღარც უკანა საქარე მინაში ზედმეტად ცინიკურად მომზირალ მძღოლს მივაქციე ყურადღება, მეც უმცროსი კაიშაურის გვერდით მოვთავსდი. შევნიშნე, როგორ შვებით ამოისუნთქა კაიშაურის ქალიშვილმა.
- ამას არასოდეს დაგივიწყებ!...- ოდნავ გასაგონად ჩაიჩურჩულა მან.
ავტომობილში ვიჯექი და ვფიქრობდი: - „რა უნდოდა ამ მამაკაცს ჯაბასთან, რა აკავშირებდა კაიშაურთან?“
ფაქტი იყო რომ უცნობსა და უცხო პიროვნებას ოჯახში არ მოიყვანდა, თითქოს ჩემი ფიქრები გაიგონაო, ხალისიანი ხმით ჰკითხა ქეთიმ მამაკაცს:
-ბატონო აკაკი, თქვენ ახალი მძღოლი ბრძანდებით?!
-ხომ იცი ერთ რთულ საქმეზე რომ ვმუშაობდი, ბატონი აკაკი თან ჩემთან ერთად მუშაობს და თან ჩემს უსაფრთხოებასაც იცავს...
- ამაზე ნაკლები დაცვა არ უნდა გვაყდეს!- ირონიულად აღვნიშნე ჩემთვის. მივხვდი, ჩემი ტონი არ ესიამოვნა ჯაბას, გვერდულად გახედა მძღოლს, თუმცა აკაკის თითქოს არც გაუგიაო, ისე მიპასუხა:
- ბატონი ჯაბა ძალიან ღირებული კადრია, მისი უსაფრხოების დაცვა მევალება, პირადი მცველი ვარ...
- ამის იმედზე თუ ვართ, მაგარი გაგვმართლებია! - უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა ქეთიმ და მათი ეზოს წინ გაჩერებული ავტომობილიდან სწრაფად გადავიდა.
- მაგრები ხართ მამა-შვილი, ვიდრე თქვენ ერთმანეთს ესიყვარულებოდით, მე ეზოში გელოდებოდით!... - სიცილით შეგვხვდა ჯაბას მეუღლე. - უი, გამარჯობა, ლევან შვილო... - ეხლაღა შემნიშნა მე და თბილად მომიკითხა.
- კი მაგრამ, გასაღები ხომ გქონდა, სახლში ვერ შეხვედი?! - გაოცებულმა გახედა ჯაბამ ქალს.
- წესით უნდა მქონოდა, თუმცა ვეღარ ვნახე, ალბათ თბილისში დამრჩა... - უდარდელად უპასუხა მეუღლემ.
მე და ქეთიმ მრავალმნიშვნელოვნად შევხედეთ ავტომობილთან მოფუსფუსე მძღოლს, რომელიც უმცროსი კაიშაურის ჩანთას იღებდა საბარგულიდან.
- არ გამიკვირდება ჩემს ჩანთასაც თუ გადაქექავს!... - ფხუკუნით გადმომლაპარაკა ქეთიმ.
- შენ წარმოიდგინე არც მე... - სიცილი ვერც მე ვერ შევიკავე.
ალბათ, უცნარი იყო, ასეთ დროს ხუმრობა, თუმცა მე ამას ზედმეტ დაძაბულობას უფრო დავარქმევდი. თითქოს ისტერიკის დასამალად კაიშაური ხუმრობას ცდილობდა.
- თქვენ ორნი, რაღაც ზედმეტად დასცინიხართ ჩემს მძღოლს! - მკაცრი სახით გადმოგვხედა მეორე სართულზე ამსვლელი კიბეებიდან ჯაბამ.
- დასცინიხართ მსუბუქადაა ნათქვამი, ჩემი უფლება რომ იყოს... - სიტყვა ვერ დაასრულა ქეთიმ, როცა ჯაბამ სახლის კარები გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ წინა ღამით ნათლად ვნახეთ როგორ არბევდა სახლს აკაკი, მაინც ადგილზე გავიყინეთ ბებიაშენის კივილის გაგონებისას. ალბათ საკუთარი გახშირებული გულისცემა გვესმოდა გაპარტახებული ოთახების დანახვაზე. დიახ გაპარტახებულის, რადგან იმ მდგომარეობას რაც იქ დაგვხვდა სხვა სიტყვა არ შეესაბამებოდა, კედლებიდან ელექტრო სადენებიც კი ამოღებული იყო.
- ოხ, მე ამათი... - სიბრაზისგან ცახცახებდა ჯაბა - ეს როგორ გაბედეს?!... - ამდენი წლების ნაცნობობის შემდეგ, პირველად ვნახე როგორ იგინებოდა უფროსი კაიშაური. - რა ჯანდაბას ეძებდნენ? აქ რა უნდოდათ?!....-ხმაჩამწყდარი ეკითხებოდა მეუღლე.
რამოდენიმე წამში ამოირბინა კიდეები ვითომ შეშფოთებულმა მძღოლმაც.
- ოხ, მე ამის... აქაც იყვნენ?! - ჯაბაზე ნაკლებად გაღიზიანებული სახე არც მას ჰქონდა - არაფერს შეეხოთ!...- მკაცრი ხმით გააფრთხილა ქეთი, რომელიც ძირს დაყრილ წიგნებს ფრთხილად ამოწმებდა - კრიმინალისტებს გამოვიძახებ, ექსპერტებსაც მოვითხოვ, იქნებ ანაბეჭდები ნახონ...
გაოგნებული ვუმზერდი, როგორ მოხერხებულად თამაშობდა უდანაშაულო ადამიანის როლს.
- არ არის აუცილებელი... - გაბზარული ხმით შეაჩერა უფროსმა კაიშაურმა.
- ბატონო, ჯაბა... - თითქოს არ ეთანხმებოდა, ისეთი ტონით შეეწინააღმდეგა მძღოლი.
- სადაც ამდენი გაბედეს, რომ სახლში შემოიჭრნენ, იმდენი ჭკუაც ეყოფოდათ კვალი არ დაეტოვებინათ!... - ცივი ხმით განუცხადა ჯაბამ. - თან არც მინდა გახმაურდეს, დაე, იფიქრონ რომ შემაშინეს... - მუქარით წარმოთქვა მან.
- ესღა გვაკლდა... - შეწუხებული, ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა მეუღლე.
- მამა რას ეძებდნენ?! - მძღოლის შემხედვარე ცახცახს ვეღარ იკავებდა ქეთი.
- არ ვიცი, ალბათ სამხილებს...
თვალით ვანიშნე ზედმეტი კითხვების დასმისგან თავი შეეკავებინა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, უმცროსი კაიშაური დამემორჩილა, ირონიულად უმზერდა აკაკის, რომლიც თითქოს დარბეული ნივთების დალაგებაში ეხმარებოდა ჯაბას, სინამდვილეში კი ისევ ხელახლა ჩხრეკდა სახლს.
- ძალიან დამავალებთ ჩემს ნივთებში ხელის ფათურისგან თავს თუ შეიკავებთ!... - კბილებში უსიამოვნოდ გამოსცრა ქეთიმ და მისი რეაქციით ზედმეტად გაოცებულ მძღოლს თვალებში უტიფრად მიაჩერდა.
- უკაცრავად, თქვენი განაწყენება არც კი მიფიქრია!...
- გვესმის რომ გაღიზიანებული ხარ, მაგრამ ძალიან გთხოვ ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავე... - ქალიშვილის უკმეხობით აშკარად უკმაყოფილო იყო ჯაბამ.
იმდენად გამაღიზიანებელი იყო აკაკის უწყინარი სახის ყურება, რომ თავი ვეღარ შევიკავე და აივანზე გამოვედი. ერთი სულ მქონდა, როგორმე ჯაბა დამემარტოხელებინა და მეთქვა რა არაკაციც ედგა გვერდში. ნერვიულობისგან მუშტი მოვუქნიე აივნის მოაჯირს, თითქოს ასე ვცდილობდი გულში დაგროვილი ბოღმისგან განთავისუფლებას.
- მადლობ, ჩვენთან ერთად რომ წამოხვედი! - გონს ქეთის ხმამ მომიყვანა. არეული თვალებით ვუმზერდი კაიშაურს.
- სამწუხაროდ ვერაფერში გეხმარებით!...
- ასე გგონია?! - უნებურად ადგილზე შევხტი, როცა თავზე უფროსი კაიშაური წაგვადგა.
- სალაპარაკო გვაქვს... - სწრაფად უჩურჩულა ქეთიმ.
ჯაბამ გულში ძლიერად ჩაიკრა ქალიშვილი: - დამშვიდდი, ვიცი რის თქმასაც ცდილობ... დამიჯერეთ, ასეა საჭირო...
- კი, მაგრამ... - არ ეპუებოდა გოგონა.
- ჩემი გჯერა?! - თვალებში უმზერდა უფროსი კაიშაური ქალიშვილს.
- კი, მაგრამ, ის... - შიგნით მყოფ აკაკის გახედა ქეთიმ.
- ჯაბა, თქვენ უნდა იცოდეთ გვერდით ვინ გყავთ... - მამა-შვილის საუბარში მეც ჩავერიე.
- ვიცი!... - ისეთი ტონით მითხრა, რომ ჩემსდა უნებურად ვინანე საუბარში რომ ჩავერიე - ძალიან, გთხოვთ. ისედაც ზედმეტს გეუბნებით, არ ჩაერიოთ ამ ამბავში!... - მკაცრად გაგვაჩუმა კაიშაურმა.
- მამა, ის... მან ხომ... სწორედ ის იყო... - ცრემლებს ვეღარ იკავებდა გოგონა.
- ქეთი, გთხოვ, ამდენი ხნის ნამუშევარს წყალში ნუ ჩამიყრი... დაე იფიქრონ, რომ მათი კაცი ჩამისვეს...
- რამე რომ გავნოს?! - შიში გაეპარა ხმაში გოგონას.
- ასე ცუდად მიცნობ?! - თვალი ჩაუკრა დამფრთხალ ქალიშვილს კაიშაურმა. - მის წინააღმდეგ ფაქტები მჭირდება, უტყუარი სამხილები...
- ის რომ სახლი დაარბია მტკიცებულებად არ გამოგადგება? - ხმა უთრთოდა მღელვარებისგან ქეთის.
- არა... უფრო ძლიერი სამხილი მჭირდება...
- მამა, ასეთი ადამიანი გვერდით არ უნდა გყავდეს, მოიშორე! - მუდარა ბრძანებით ტონში გადაუვიდა უმცროს კაიშაურს.
- ძალიან გთხოვ, ზედმეტს ნუ აიღებ საკუთარ თავზე, პატარა არ ხარ, უნდა ხვდებოდე, რომ უმიზეზოდ ადამიანს ვერ გავუშვებ, მყარი არგუმენტები დამჭირდება. ის თუ არ იქნება, მაშინ სხვას გამოგზავნიან...
- ჩვენ დავინახეთ, ეს საკმარისი არაა?!
- ამ ამბავში გარევა არც კი იფიქროთ, გესმის ჩემი?! - მკაცრი სახით გვიმზერდა ჯაბა - შენ ჩემი ერთად-ერთი ქალიშვილი ხარ, საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ. დაივიწყეთ რაც ნახეთ, მპირდები?! - ჯიუტად უმზერდა ქალიშვილს თვალებში, თითქის იქ სურდა სასურველი პასუხის დანახვა.- ლევან, თვალყური ადევნე იცოდე, სისულელე არ გააკეთოს!
ზედმეტად კარგად იცნობდა კაიშაური ქალიშვილს, რომც არ სცნობოდა მისი გენიდან გამომდინარე მაინც უნდა მიმხვდარიყო, რომ ქეთი უმოქმედოდ არ გაჩერდებოდა. თანხმობის ნიშნად თავს კი უქნევდა მამას, მაგრამ აშკარად ვხედავდი, რომ უკვე სამოქმედო გეგმას სახავდა.
- ბატონო ჯაბა, მშვიდობაა?! - აივანზე გამოვიდა აკაკიც. - დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - მამის მკერდში თავჩარგულ ატირებულ ქეთის ყურადღებით დააკვირდა მამაკაცი.
- არა, ხომ იცი ბავშვების ამბავი, მომხდარმა იმოქმედა და გული აუჩუყდა...
- სანანებლად გავუხდი ამ საქციელს, აი ნახავ მამა!... - ისეთი მუქარით წარმოსთქვა უმცროსმა კაიშაურმა, რომ ღიმილი ვეღარ შევიკავეთ.
- ვიცი! - თმები აუჩეჩა ჯაბამ ქალიშვილს და ისევ ჩაიხუტა - ჩემი იმედი ხარ იცოდე, არ დაივიწყო ეს!
ჩვენთვის აღარ ეცალა ჯაბას, ისევ სახლში შებრუნდა.
- შენც ფიქრობ, რომ ზედმეტად ვაბუქებ?! - ცრემლებით სავსე თვალებით შემომხედა ქეთიმ.
- სამწუხაროდ, არა... - ალბათ ჯობდა ტყუილი მეთქვა, ცოტა დამემშვიდებინა, მაგრამ ვერ შეგძელი.
- როგორ მოვიქცეთ?! - საოცრად მესიამოვნა მისგან მრავლობითში ნათქვამი „მოვიქცეთ“, მართლა გულით მინდოდა მისი დახმარება, თუმცა უნდა მეღიარებინა, რომ სანუგეშოს ვერაფერს ვფიქრობდი.
- მამაშენი ჭკვიანი კაცია, დარწმუნებული ვარ, მოახერხებს რამეს...
- მე „რამე“ არ მაწყობს... - მკაცრად გამომიცხადა კაიშაურმა - ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ეს არაკაცი მამაჩემის გვერდზე არ იქნება, რადგან უტყუარი სამხილი სჭირდება, მაგასაც მოვიპოვებ!..
წინააღმდეობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამ ერთ კვირაში იმდენად კი გავიცანი ქეთი, რომ მივმხვდარიყავი ზედმეტად ჯიუტი იყო, იმისთვის რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა. ისევ დამკვირვებლის როლში დარჩენა ვამჯობინე, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მაინც შევძლებდი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი დღე არეული სახლის მოწესრიგებას მოვანდომეთ. მე და ქეთიც აქტიურად ვეხმარებოდით უფროსებს. აშკარად ვამჩნევდი, როგორ უტყიალებდა ქეთი მძღოლს, თითქოს შემთხვევით, სწორედ მის გვერდით მდგომმა გადმომილაპარაკა:
- კიდევ კარგი დროულად მოვასწარი სამხილების გამოტანა და სხვაგან შენახვა, მამაჩემი ვერ გადაიტანდა ის დოკუმენტები რომ დაეკარგა.
- გაგიჟდი გოგო?! რა სისულელეს ლაპარაკობ! - სიბრაზისგან გამაცახცახა, როცა მძღოლის დაჭყეტილი, გაოცებული თვალები შევნიშნე, რამოდენიმე წუთით დაძაბული აკვირდებოდა საკუთარი თავით ზედმეტად კმაყოფილ, მხიარული სახით მოსაუბრე ქეთის, რომელიც თითქოს ვერ ამჩნევდა მამაკაცის გააფრთებულ გამოხედვას ისევ ჩემთან საუბარს აგრძელებდა:
- ზოგჯერ მართლაც ზედმეტად ნიჭიერი ვარ! - ირონიულად გაეცინა მას - წარმომიდგენია ამ დოკუმენტებს ჯაბას რომ გადავცემ, როგორი კმაყოფილი დარჩება...
- მამაშენი გაგიჟდება, ეს რომ გაგიგოს!... დედას გეფიცები, ამ ავადმყოფის ნაცვლად მე მოგიღებ ბოლოს თუ არ გაჩუმდები! - კბილების კრაჭუნით ვეუბნებოდი, თუმცა თითქოს ჯიბრით არა და არ ჩუმდებოდა კაიშაური.
თუმცა სულაც არ აპირებდა შეჩერებას: - მამა, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდათ იმ დოკუმენტებს აქ რომ ინახავდი?
- არ ვიცი, იმდენად მოკლე ჭკუისები არიან ალბათ ვერ მიხვდნენ ასეთ დოკუმენტებს მსვლელობის გარეშე არ დავტოვებდი, კარგახანია მსვლელობა მივეცი!... - აშკარად ვერ მიუხვდა კაიშაური რა მიმართულებით მიჰყავდა საუბარი ქეთის.
- თუმცა რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ამჯერად სწორად მიმხვდარან სად უნდა ეძებნათ, კიდევ კარგი რომ დროულად შევინახე! - ალბათ ეხლაღა გაიაზრა მისი მეტიჩარა ქალიშვილის სიტყვები. აშკარად შევნიშნე როგორ გაფითრდა სახეზე ჯაბა.
- ვინმე რომ გისმენდეს, მართლა დაიჯერებდა, რომ აქ ვინახავდი მაგ საბუთებს...- თვალების ბრიალით უთხრა მამამ, თითქოს ანიშნებდა ეს სულელური ავანტიურა დაესრულებინა.
- აქ ხომ მხოლოდ შინაურები ვართ, დასამალი რაა?!.. - მიამიტურად დააფახუნა თვალები ქეთიმ - თბილისში დავბრუნდებით თუ არა დოკუმენტებსაც დაგიბრუნებ.
- გამოდი გარეთ! - მეც კი შევხტი მოულოდნელობისგან იმხელა ხმაზე იღრიალა გააფთრებულმა ჯაბამ. დასაკლავი კრავივით წინ გაიგდო ქალიშვილი და ეზოში გავიდნენ. ფანჯრიდან ვხედავდი როგორ სცემდა ბოლთას კაიშაური ეზოში, კმაყოფილი ღიმილით უმზერდა ქალიშვილი. ვხედავდი დინჯად, როგორ არწმუნებდა საკუთარ სიმართლეში, აშკარად რაღაცას ეხვეწებოდა ქალიშვილი. რამოდენიმეჯერ თვალი გამოაპარა ფანჯრებისკენ ქეთიმ და როგორც კი დარწმუნდა, რომ სიტუაციას ჩემთან ერთად თვალებ გადმოკარკლული, დაძაბული სახით აკვირდებოდა მძღოლიც, ორმაგად კმაყოფილი სახე მიიღო. უფლება რომ მქონოდა ჩემი ხელით დავახრჩობდი ასეთ გაურკვევლობას ვერ გავუძლებდი, ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი, რას ეუბნებოდა ჯაბა, თუმცა ვერაფერი გავიგე, გარდა ქეთის სიტყვებისა:
- დამიჯერე, გთხოვ... აი ნახავ თუ არ გამოგვივა, მენდე!...
- არ ვიცი რა ვქნა... შენს გარდა ვერავინ გამანადგურებს იცოდე! - აშკარად მოლბა და დაჰყვა ქალიშვილის თხოვნას ჯაბა.
- აი, ნახავ, ყველაფერი გამოგვივა! - კმაყოფილი, ბედნიერი სახით ჩაეხუტა უმცროსი კაიშაური მამას.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი ძალიან ძალოან განსხვავებული ორიგინალური იყო... ისეთი დაძაბული ვიყავი მეც რო რავი lol lol მაგრამ ძალიან პატარა იყო და არ მეყო გთხოვ მალ-მალე დადე ხოლმე რა ძალიან დამაინტრიგებელია ისეთია რო ვერ გაიგებ რა მოხდება შემდეგ თავში თითქმის მიახლოებულ ვარიანტსაც ვერ იტყვი ისეთი განსხვავებულია... მალე დადე გთხოოოოოო

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის უმაგრესია მალე დადე იცოდე ნუ მანერვიულებ.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ანი ანი
აი ძალიან ძალოან განსხვავებული ორიგინალური იყო... ისეთი დაძაბული ვიყავი მეც რო რავი lol lol მაგრამ ძალიან პატარა იყო და არ მეყო გთხოვ მალ-მალე დადე ხოლმე რა ძალიან დამაინტრიგებელია ისეთია რო ვერ გაიგებ რა მოხდება შემდეგ თავში თითქმის მიახლოებულ ვარიანტსაც ვერ იტყვი ისეთი განსხვავებულია... მალე დადე გთხოოოოოო

lalita
როგორც ყოველთვის უმაგრესია მალე დადე იცოდე ნუ მანერვიულებ.


მოგესალმებით :D როგორც იტყვიან ეგოისტურად მიხარია თქვენი სიტყვები, ვეცდები დიდხანს არ გალოდიოთ და დროულად დავდო ახალი თავი,დღეს თუ არა გპირდებით ხვალ ამდვილად დავდებ ახალ თავს

 


№4 სტუმარი ananiko

gavgijdebi cotaaxanshi !!!! ise maintereseebs ra moxda ra xdeboda da ra moxdeba momavaalshi :(((( dzaaan minda ro levani da keti sherigdnen :(((( xo ar vici ra xdebaa ubralod ai mteeli gulit velodebi imas ro bolos sherigdebian :d

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent