ესეც გაივლის I
ესეც გაივლის როდესაც ტელეფონს დავხედე გული შემეკუმშა, თითქოს ისე მიიწურა და დაპატარავდა რომ ვეღარც ვგრძნობდი მის არსებობას. ეს იყო ზარი რომელმაც გონებაში ამომიტივტივა წარსულის მიძინებული ტკივილი. მოგონებები სურათებივით იცვლებოდნენ ჩემს წინ და უამრავ სხვადასხვა ემოციას აღძრავდნენ გონებაში. ხელის ერთი გადასმა და: - ლიზი! - გაისმა ტელეფონში ნაცნობი ხმა რომელმაც სული ამიფორიაქა. - გისმენ! - უნდა გნახო და გელაპარაკო მეტი აღარ შემიძლია. ისე გამაცოფა ამ სითავხედემ, რომ უნებურად წარმოვთქვი: - საერთოდ როგორ გაბედე ჩემთან დარეკვა იმის მერე რაც შენ გამიკეთე! - იცოდე გული გამისკდება მეტი მართლა აღარ შემიძლია! - იქნებ ფიქრობ რომ დაკრძალვაზე შენ ცოლზე ხმამაღლა ვიტირებ? - სიტყვები ტყვიასავით მოხვდა მის გულს და მძიმე ამოსუნთქვის ხმა გავიგე, რომელმაც ტკივილი მომგვარა. - ნიკა... აღარ გაბედო ჩემთან დარეკვა! ტელეფონი გავთიშე და სკამზე დავეშვი. ყველაფერი ისევ აირია ჩემს თავში. რატომ დამემართა ასეთი რამ? რატომ მაინცდამაინც მე! ჩემი ფიქრი მოგონებებმა წაიღო... * * * ნია გაუთავებლად ტიკტიკებდა: - ლიზი წამიყვანე რაა, ერთხელაც და ვსიო. აი მეტს აღარ გთოვ, სამი-ოთხი გავფრინდები საქანელით და მორჩაა! - კარგი რაა ნია ყოველდღე ერთიდაიგივეს იმეორებ, ეგ შენი ერთხელაც და ვსიო აღარ მორჩა. -ვუთხარი ოდნავ გაღიზიანებულმა. ის ჩემი პატარა და იყო და უკვე ჩვევად ჰქონდა რამის თხოვნა, თუმცა ისე საყვარლად ტიკტიკებდა უკვე მეასედ დამითანხმა და აი ჩვენ ერთად მივუყვებოდით გზას რომელიც პარკისკენ მიდიოდა. იქ ხშირად იკრიბებოდა უამრავი ადამიანი საჭორაოდ, მუსიკის მოსასმენად, ბავშვის გასასეირნებლად და ზოგიც უბრალოდ დასასვენებლად. ნია საქანელაზე დავსვი და ნაცნობებს ვათვალიერებდი როცა ტელეფონმა დარეკა. ანი იყო. ყურმილის აღებისთანავე მომაჯახა: - აბა თუ იცი მე და ანა სად მივდივართ? - არა, სად? - ისეთი აჟიტირებული მეჩვენა აღარც მიცდია გამოცნობა. - შენთან, ტარარა რააამ! - წაიმღერა გახალისებულმა და ჩემს რეაქციას დაელოდა. - სად სოფელში? - ვთქვი გაოცებულმა. -ხო უკვე გზაში ვართ, მოემზადე დღეს უნდა დავთვრეთ! - ისე გათიშა ტელეფონი სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. ანი და ანა იყვნენ ის ადამიანები ვისაც მე დაქალებს ვუწოდებდი. ნამდვილ დაქალებს, რომლებთანაც არაფერი მაქვს დასამალი და ვსაუბრობთ ნებისმიერ თემაზე. ისინი არ გვანან იმ გოგოებს რომლებზეც ნათქვამია '' მიჭირს - სად ხართ? მილხინს - უი აქ ხართ?'' გადასული ვიყავი ლოდინის რეჟიმზე როცა შავი BMW შევნიშნე. საერთოდ მომწონს ეს მანქანა და ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ მის მძღოლს შეეფერება ეს თავზეხელაღებული მანქანა თუ არა. იქიდან მაღალი, ჩადგმული ტიპი გადმოვიდა რომელიც, მომეჩვენა რომ, სადღაც მინახავს. ღია ფერის თვალები და ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა. ნამდვილად მე მიყურებდა თუმცა სხვას ელაპარაკებოდა, მეც ისევე ნაგლად არ ვაცილებდი თვალს როგორც ის, ვნახოთ სადამდე გაქაჩავს თქო გავიფიქრე ჩემთვის და გამეღიმა, მანაც გაიცინა და ამან ისე დამაბნია რომ მზერა მოვარიდე. ასე ჯერ არ დამმართნია. მომენტალურად ნიაზე გადავიტანე ყურადღება. რამდენიმე წუთში კი ისევ გავიხედე იმ მხარეს სადაც ის მეგულებოდა თუმცა იქ აღარ დამხვდა. '' ნეტავ სად წავიდა? მანქანა ხომ აქ აქვს'' გავიფიქრე ჩემთვის და ნიას ვუთხარი წავიდეთ უკვე დროა თქო. ამან მისი უკმაყოფილება და წუწუნი გამოიწვია. - კარგი რა ლიზი ვერთობი ხო ხედაავ? - სახლში გაერთობი, - ვუპასუხე და ისევ იმ მხარეს გავიხედე. - დავრჩეთ რა სულ ცოტაც რააა სამ ცალს კიდე გავფრინდები და ვსიო! - რა თქმა უნდა უნდა დარჩეთ, - მომესმა ზრგს უკან უცნობი ხმა, ''ის არის!'' გამიელვა მოულოდნელად, დაბნეული და გაბრაზებული მივტრიალდი ასე მოურიდებლად რომ ჩაება ლაპარაკში. მართალი აღმოვჩნდი, ინტუიცია არასდროს მღალატობს. -უკაცრავად მარა თქვენ ვინ ბრძანდებით ჩემს დარჩენას რომ წყვეტთ? - მე? არასდროს დაგსიზმრებივარ? გამიგია ახალგაზრდა გოგოებს თავისი მეორე ნახევრები ხშირად ესიზმრებათო. - არა არასდროს. - მივახალე მოზეიმე ხმით. - ესეიგი ტყუილი ყოფილა - გააქნია თავი მოჩვენებითი სინანულით. - არაუშავს, იცი რა? იმკაფეს ხედავ? - მიმითითა იქვე მყოფ შენობაზე, - ზუსტად 8-ზე იქ გელოდები. - მითხრა თუ არა გამიღიმა და წავიდა. გაოცებული ვიდექი. არანაირი გაცნობა, ნებართვა მიპატიჯებაზე ან რამე ამდაგვარი, "თავხედი! როგორ იფიქრა რომ მივიდოდი? უეჭველი ვიღაც ''მამიკოს ბიჭია" და ყველა გოგო თავისი ჰგონია. მაგას ვაჩვენებ!" ამ მუქარაში ვიყავი როცა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. - ხო - ვუპასუხე მექანიკურად. - სად ხარ? ან რატო არ თქვი სახლში რომ არ იყავი ჩვენ უკვე ჩამოვედით. - მაცადე რო მეთქვა? ნიას ჩამოვიყვან და ჩამოვალ. სახში მისულს დედაჩემი მოსული დამხვდა, უკვე მოესწრო გოგოების დაკითხვა და ახლა ყავას აკეთებდა. ჩემ გამოჩენას წივილ-კივილი მოყვა. - ამას უყურე კიდე გამხდარა! - რა ფერზეააა! მოგიხდა სოფლის ზაგარი ხო იცი! - სიცილით იგუდებოდა ანა. - ჰაა მიდი გაიხადე შორტი და კაფეში გავიდეთ უკვე 8 დაიწყო. საათის გახსენებამ გული ამიფორიაქა. თავიდან არ ვაპირებდი შემდეგ კი წარმოვიდგინე როგორ გაატარებდა საღამოს სხვა მაგიდასთან მჯდარი ჩემს ყურებაში და სასწრაფოდ გამოვიცვალე. 8 საათისთვის მივედით და ერთმანეთს ახალი ამბების მოყოლას ვარსწრებდით როცა კარი გაიღო და BMW-ს მძღოლი შემოვიდა. წვენი გადამცდა როცა ჩვენსკენ წამოვიდა და მაგიდას მიუპატიჟებლად მოუჯდა. - რას სვავთ გოგოებო? მარტო წვენს? ღადაობთ? - მიმტანს დაუძახა და არაყი დაამატებინა. ჩვენ გაკვირვებულები ვისხედით და ხმას არ ვიღებდით, ან მათ რა უნდა ეთქვათ განმარტებას ხომ ჩემგან ელოდნენ, მე კი ენაჩავარდნილი ვიჯექი. - ლიზის არ უთქვამს დაქალებთან ერთად მოვალო, - დუმილი დაარღვია მან და პასუხის მოლოდინში გამომხდა. - ლიზის არც ის უთქვამს მოვალო, - თვალი გავუსწორე მე და თან მომხდარს ვიხსენებდი მე ხომ არ მითქვამს სახელი? ალბათ ნიამ რომ დამიძახა მაშინ გაიგო. - მაგას არც უნდოდა თქმა, - მითხრა თავდაჯერებულმა და ისე გამღიმა დავჰიპნოზდი. - სახლში ხომ არ გეჩქარებათ? მაპატიეთ რომ არ გაგეცანით მე ნიკა ვარ. - კი! - ყველას დავასწარი მაგრამ მათმა შემოხედვამ მაგრძნობინა ენა გააჩუმეო და ნიკას მიუბრუნდნენ. - არა რა არის საჩქარო? ახლახანს მოვედით თან დალევას ისედც ვაპირებდით - თქვა ანამ და არყის ბოთლები შეათვალიერა. ნიკამ ხელი მოკიდა ერთერთს და დასხმა დაიწყო. ანამ ვეღარ მოითმინა გაურკვევლობაში ყოფნა და დაინტერესებულმა იკითხა: - დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ? - არა საერთოდ არ ვიცნობთ! - ვთქვი გაბრაზებულმა და ნიკას შევხედე. ამან გოგოები სულ დააბნია, ვეღარ მიხვდნენ რა ხდებოდა. - ეგ შენ არ მიცნობ თორე მე ყველაფერი ვიცი შენზე! ლიზი ცხოვრებაძე, 19 წლის, სწავლობ თსუ-ში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, სკოლა აქ დაამთავრე, თბილისში ცხოვრობ ბიძასთან, კიდევ რა გაინტერესებს? ვცდილობდი ყველაფრისთვის ახსნა მიმეცა,"საიდან მიცნობს? ან საიდან მეცნობა დავიჯერო... ხო გამახსენდა ჩვენს სკოლაში სწავლობდა, ალბათ მაგიტომ იცის ყველაფერი" - კი მაინტერესებს! რა გინდა ჩემგან? - კითხვამ აშკარად დააბნია მაგრამ გამიღიმა და ისე მითხრა ჩვენს მომავალ ოჯახს გაუმარჯოსო რომ გულიანად გამეცინა, ეს კი მათ თითქოს დასტურად მიიღეს და ჭიქები მიაჭახუნეს, მეც ბოლო წვეთამდე დავლიე და შევეცადე დაძაბულობა მომეხსნა, გოგოებმა ნიკას კარგად გაუგეს, იცინოდნენ ხალისობდნენ ნელ-ნელა მეც შემიყოლეს და აი უკვე კარგად მთვრალები რაღაცას ვყვებოდით როცა კაფეში კელი კლარკსონის "BECAUSE OF YOU" გაისმა, ნიკამ მაგიდას მოუარა და ისე ამაყენა ნებართვა არც უთხოვნია. ცეკვის დროს ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. თავი უჩვეულოდ მშვიდად ვიგრძენი. ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა. "ვინ უნდა იყოს? ოღონდ ის იდიოტი არა!'' გავიფიქრე ჩემთვის და ტელეფონი ამოვიღე, ხომ ვთქვი კარგი ინტუიცია მაქვს თქო არა? ნიკას ხელი გავუშვი და გვერდზე გავედი. - რა გინდა? - ვკითხე გაღიზიანებულმა. - არ იცი რა კი არა ვინ მინდა? სად ხარ გოგო? - ისეთი მით მითხრა მეგონა სადმე იქვე იყო და მიმოვიხედე, პასუხად ნიკას მზერას გადავაწყდი რომელიც გოგოებს ელაპარაკებოდა და თან ჩემსკენ იყურებოდა. - კაფეში გოგოებთან ერთად და საერთოდ შენ ვინ გკითხავს? - ვაა ვაა რაღაც ძაან გაგაღიზიანა ჩემმა დარეკვამ ვინმე საინტერესოს ხომ არ გადააწდი და ხელი შეგიშალე? - მიზანში გაარტყა. - სწორედაც! აღარ დამირეკო ლევან თორემ ნომერს გამოვცვლი! - ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. რო მივიხედე ჩემსკენ მოდიოდნენ უკვე გვიანი იყო. ჩემდა გასაოცრად ნიკას არაფერი უკითხავს, ან რა უფლება ჰქონდა ეკითხა. სახლში ჩაგვიყვანა გადასვლისას კი მომაძახა სიზმარში დაგესიზმრებიო და ბეემვე ადგილს მოსწყდა. მიუხედავად იმისა რომ არცერთს ლაპარაკის თავი არ გვქონდა მათ მაინც მომაყოლეს რით დაიწყო ყველაფერი და დასკვნაც გამოიტანეს: - "იტოკში" შენი ბედია რა!-ამ სიტყვებზე სიცილისგან გადავყირავდი. - რა ბედი გოგო ხო არ გაგიჟდი სახელის გარდა არაფერი ვიცი. - ვუპასუხე სიცილით და დასაძინებლად დავწექი. იმ ღამეს არაფერი დამსიზმრებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.