შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და ჩვენი პატარა! [2]


7-05-2016, 21:08
ავტორი Likk Red
ნანახია 4 468

მე, შენ და ჩვენი პატარა!
დათის თვალთახედვით:
-შეეშვით მას, რომ გაიღვიძებს მერე მოეფერეთ რამდენიც გინდათ- გავლა დავაპირე როცა წინ სოფო გადამიდგა, გაცოფებული სახით...
-ოუქეი, ჯობს მე წავიდე -თავის დაძვრენის მიზნით ვცადე, რომ სოფოსთვის თავი ამერიდებინა და მაშო ჩემს საძინებელში წამეყვანა, მაგრამ სოფო ისევ წინ გადამიდგა, ცხოვრებაში პირველად მომინდა, რომ მისი სახე არ დამენახა.
-დათი ამისხენი რა ჯადნაბას აკეთებს ეს გოგო აქ? -მთელ ხმაზე დაიყვირა და მისთვის დამახასიათებელი გაოცებული თვალებით შემომხედა, სხვა შემთხვევაში მაშოს აქვე დავაგდებდი და მასთან მივიდოდი რომ დამემშვიდებინა, მაგრამ ახლა სულაც არ გამჩენია ამის სურვილი.
-ის მალე ჩემი ცოლი გახდება -თითქოს ამაყად წარმოვთქი და კიდევ უფრო ძლიერად მოვხვიე მაშოს ხელები, ვიგრძენი როგორ შეიშმუშნა, რაზეც პატარა ბავშვივით გავაქანე აქეთ-იქით, ჩემს საქციელზე მეთვითონვე გამეცინა.
-რააა...? - ყვირილის წამოწყებას აპირებდა მაგრამ რეზი მას მივარდა და პირზე ხელი ააფარა, რომ გაეჩუმებინა. წელზე ხელი მოკიდა და ჰაერში აიტაცა. სოფომ ფართხალი დაიწყო, რომ რეზის მკლავები მოეშორებინა, მაგრამ რეზი მის დიდი ხელებს ძლიერად უჭერდა, ნუგომა ხითხითით გაუღო შემომსასვლელი კარი, რეზიც იქით დაიძრა და სოფო მისი ატლასის ხალათით კარებს მიღამ დატოვა.
-ასე უნდა- ჩაიცინა ნუგომ და რეზის ხელი ხელზე მიარტყა (Hi5). კარებს მიღმა ყვირილის ხმა გაისმა, რაზეც ოთხივეს ჩაგვეცინა.
-დათი გააღე ეს დაწყევლილი კარი- კიდევ ერთხელ დაიყვირა და ხელი კარებს მოარტყა- ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ, დაითვალე ბედნიერი დღეები მასთან ერთად, მე არ ვიყო სოფო ბერიშვილი შენ თუ რაიმე შეგარჩინო- დაისისინა და კარებს მოშორდა, მძიმე ნაბიჯების ხმა მალევე შეწყდა.
-ბიჭებო დავაწვენ და ჩამოვალ -სიცილით ვუთხარი მათ და მაშოს დავხედე, რომელიც მშვიდად სუნთქავდა. კიბეები სწრაფად ავირბინე და ჩემი ოთახის კარი გავხსენი, იქ შესული კი უკან გამოვბრუნდი, ნამდვილად არ მინდა მაშო იმ საწოლში ჩავაწვინო სადაც რამოდნიემე საათის წინ სე**ით ვიყავი დაკავებული სოფოსთან ერთად.
ჩემი ოთახის მოპირდაპირე კარი შევხსენი, გადასაფარებელი შეძლებისდაგვარად გადავწიე და მაშო ფრთხილად დავაწვინე, წელში გასწორებისას კი ვიგრძენი თუ რამხელა სიმძიმე მოვიშორე, ვფიქრობ ჭამას უნდა მოუკლოს.
კაბა ფრთხილად გავხადე და იქვე გადავკიდე. მის სრულყოფილ სხეულს გამობერილი მუცელი ამშვენებდა. რიტმულად სუნთქვასთან ერთად მუცელი ებერებოდა, რაზეც ჩუმად ვხითხითებდი.
ჩემს ოთახში გავედი, იქიდან კი ჩემი საყვარელი მაისურით დავბრუნდი, ძალიან ნელა ვცდილობდი, რომ მისთვის მომეგრო, დიდი მცდელობის შემდეგ მოვარგე. ჩემი მაისური თეძოებს უფარავდა, მუცელი სასაცილოდ ეტყობოდა ბეტმენის შავ მაისურში, ჩუმად ჩავიხითხითე.
გადასაფარებელი დავაფარე. მის ტუჩებს ფრთხილად ვაკოცე და ოთახი დავტოვე.
.........
ავტორის თვალთახედვით:
-დათი თუ გეზარება, შეგიძლია დარჩე, მარტოც მივაგნებ საავდმყოფოს -მაშო დათის მოშორებას ცდილობდა, გეგმებს აწყობდა, უნდოდა სახლში მისულიყო და ნანის დალაპარაკებოდა, დათი ამის უფლებას არ აძლევდა, სახლიდანაც იშვიათად უშვებდა. დათის დაჟიებული თხოვნით კი უკვე მასთან ცხოვრობდა.
-ამიერიდან მარტო არსად არ ივლი, არც საჭესთან დაჯდები, არც ველოსიპედით იკატავებ, არც სკეიტით და არანაირი ამდაგვარი გასართობით - დათი კიდევ აპირებდა აკრძალვების ჩამოთვლას, როცა მაშომ ხმამაღლა დაიწივლა, დათიც მიხვდა რომ გაგრძელება არ იყო საჭირო და მისი საქმე გააგრძელა.
-დასასვენელბად წასვლა მინდა -დაიბუზღუნა მაშომ და დათის ტუჩებგადმობრუნებულმა შეხედა.
-სამწუხაროდ ვერ წავალთ, ხვალ 21 წლის ხდება, 3 დღეში კი ჩვენი ქორწილია, მითუმეტეს შენთვის მგზავრობა არ შეიძლება. ახლა კი გირჩევთ გაიხადოთ ეგ კაბა - ბოროტულა ჩაიცინა დათიმ და მაშოსკენ წავიდა. მაშომ უკან დახევა გადაწყვიტა, მაგრამ დათის მკლავები სწრაფად მოეხვივნენ მის წელს. მაშომ ჩუმად ამოიკრუტუნა და თვალები დათის მიაბყრო.
-დათი რას აპირებ? -ცოტა გაკვირევბულმა კითხა, დათის მისი ხმის გაგონებისას ჩაეცინა, მისი ხმა ვნებით იყო გაჟღენთილი.
-ცოტას გავგრილდები, შენთან ერთად- დათიმ მაშოს მისი ზედა გადააძრო, ოდნავ უკან დაიხია და მის ტანს დააკვირდა, სწორი გრძელი ფეხები, გამობერილი მუცელი და საშუალო ზომის მკერდი. დათის მის შემხედვარეს გაეღიმა, ხელეში აიყვანა და სააბაზანოში შეიყვანა. კაფელის ზედაპირზე ფრთხილად დააყენა. კაბინაში შესვლისას წყალი მოუშვა, მისი შარვალი სწრაფად გაიძრო და მაშოს ხელით ანიშნა რომ მასთან მისულიყო. მაშომ ფეხისკანკალით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ბოლოს დათის ხელს ჩაებღაუჭა, დათიმაც ის კაბინაში მასთან ერთად შეიყვანა.
წყალი მათ ნახევრად შიშველ სხეულს ეცემოდა, მაშო დათის დაკუნთული სხეულის ყურებით ტკბებოდა, დათი კი მაშოს ყურებით. დათი დაიხარა, მისი ბოქსერები გაიძრო და იქვე მის შარვალთან დააგდო. როცა გასწორდა დაინახა თვალებზე ხელებაფარებული მაშო.
-კარგი რა მაშო- ხელები სახიდან ჩამოაწევინა -ახლა შენი ჯერია -მაშომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ლოყები აუწითლადა.
-არა, არა და არა- მაშო ისევ უარზე იყო, თან თავს აქნევდა. დათის მის აწითლებულ ლოყებზე და ბავშვურ საქციელზე ეცინებოდა, მისთვის არც მოუსმენია, ჯერ მისი საცვალის მარჯვენა მხარე გახია, შემდეგ მარცხენა და დაგლეჯილი საცვალი კაბინის გარეთ დააგდო.
მაშო აწითლებული ლოყებით, თვალებ დახუჭული იდგა. კანი საშინლად უხურდა, არ იცოდა რა გეკეთებინა, ურალოდ გაშეშებული იდგა და ეგუებოდა დათის მზერას, რომელიც კანს უწვავდა.
დათიმ სახიდან თმა გადაუწია და მისი სახის ნაკვთების შესაწავლა დაიწყო, ლოყაზე ნაზად ეფერებოდა და ფიქრობდა ეკოცნა თუ არა მისთვის. ჭკუიდან იშლებოდა, ისე უნოდა ეს. უნდოდა მაშო მისი ყოფილიყო და მასაც ისე ყავრებოდა როგორც მას შეუყვარდა ის.
ფიქრი დიდხანს აღარც გაუგრძელებია, მის ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა. მშვიდად და აუჩქარებლად კოცნიდა. მისი ტუჩების გემოს ბოლომდე შეიგრძნობდა და სულ არ უნდოდა რომ მალე დაესრულებინა ეს ყველაფერი, უნდოდა მეტი, მაგრამ იცოდა რომ მეტს ვერ მიიღებდა.
-დათი- ჩუმად წარმოთქვა მისი სახელი მაშომ, დათიმ თვალები გაახილა და მის თვალებს მიაჩერდა. რომელიც ბრწყინავდა, მათ თითქმის ერთნაირი თვალები ქონდათ, ყავისფერი, არც ისე გამორჩეული და დასამახსორვებელი.
-გისმენ პატარავ- ოდნავ მოშორდა და თმის გელი აიღო, ცოტა ხელზე ჩამოისხა და მაშოს თმებზე შეაზილა . როცა მაშოს თმა აუქაფდა დათიმ ის წყლის ქვეშ დააყენა, რომ ქაფი მოშორებოდა. მაშოს თვალები დახუჭული ქონდა, ჯერ კიდევ სცხვენოდა დათისი, რომ ასეთ მდგომარებასი უყურებდა.
-ექქიმთან დაგვაგვიანდება- ჩაილაპარაკა მაშომ, დათიმ მის სიტყვებს ყურადრება არ მიაქცია, ისევ მისი საქმე გააგრძელა. ქაფი მალევე მოაშორა მაშოს თმებს და როცა უკვე ტანზე გადასვლას აპირებდა, მაშომ კაბინიდან ხელი გაყო, იქვე დაკიდებული პირსახოცს ხელი დაავლო და მისი სხეული დაფარა.
-მარტო გააგრძელე -აწითლებული ლოყებით ბოლოჯერ გახედა დათის და სააბაზანო დატოვა.
მაშოს თვალთახედვით:

სააბაზანოს კარი მუვხვრე თუ არა ჩუმად შევიკურთხე. ჯადნაბა, როცა მისი შიშველი სხეული დავინახე შემრცხვა, მაგრამ ვიგრძენი როგორ იმოქმედა ამან ჩემზე. როცა წარმოვიდგენ მის სხეულს.
უჯრებში ჩემი საცვლების ძებნა დავიწყე, არჩევანი თეთრ ფერზე შევაჩერე. სხეული სწრაფად გავიმშრალე და საცვლები მოვირგე, კაბაც გადავიცვი და იქვე დაყრილი ჩემი კეტები ჩავიცვი. სველი თმებით გარეთ ვერ გავალ, თმის საშრობი კი სააბაზანოშია. იქ მომიწევს შესვლა.
სააბაზანოს კარი შევხსენი და შიგნით შევედი, დათი ისევ შხაპს იღებდა, რამდენიმე წამი მის სხეულს ურცხვად ვათვალიერებდი, მაგრამ როცა მივდხვდი რომ მანაც შემომხედა სწრაფად ავარიდე მზერა. სარკესთან დაებული თმის საშრობი სწრაფად ჩავრთე და ავახმარუე. თმებს ვიშორებდი, სარკიდან კი დათის ვუყურებდი. მალევე გამოვიდა კაბინიდან და შიშველი სხეულის გამშრალება დაიწყო. სულ გადამავიწყდა რას ვაკეთებდი, მაგრამ როცა დათის მზერა შევამჩნიე ისევ ჩემი საქმე გავაგრძელე. ჯანდაბა ძნელია არ უყურო, როცა შენს წინ ასეთი სექსუალური დათი დგას.
უკნიდან დათის სხეული ვიგრძენი, მუცელზე კი მიდი დიდი ხელები. მხარზე მკოცნიდა და მუცელზე მეფერებოდა.
-დავინახე როგორ მიყურებდი- ხითხითით მითხრა და კოცნა ყელში გააგრძელა, თავი უკან გადავიწიე რომ კოცნა ისევ გაეგრძელებინა-მაგიჟებ- ჩემს ყელში ამოიჩურჩულა და იქვე მიკბინა, მის საქციელზე შევხტი, მაგრამ მალევე ისევ მოვდუნდი, როცა კოცნა განაგრძო. მისი საქციელისგან ლოყები აწითლებული მქონდა, მაგრამ მაინც ვაძლევდი უფლებას რომ ჩემთვის ეკოცნა, რადგან ეს მსიამოვნებდა.
-დათი- მისი სახელი მხოლოდ ტუჩების მოძრაობით წარმოვთქვი, ის კი არა ახლა მე ვგიჟდები მის საქციელზე, მისი ფუმფულა ტუჩები ისე ნაზად ეხება ჩემს ყელს.
-დაგვაგვიანდება- სიცილით მითხრა და ტუჩები მომაშორა, მაშინვე გამოვფხიზლდი. შეხსნილი პირი სწრაფად მოვკუმე და დახუჭული თვალები გავახილე. დათის ნასიამოვნები მზერა შევამჩნიე თუ არა ლოყები კიდევ უფრო ამიწითლდა.
მომშორდა თუ არა სიცარიელე ვიგრძენი, თითქოს ის მავსებდა. სარკიდან ისევ გავხედე, პისახოცი წელს ქვემოთ ქონდა შემოხუვეული, ხელში კი მისი ტანსაცმელი ეჭირა. სააბაზანოს დატოვებისას კი ჩემი საქმე გავაგრძელე.

. . . . . . .

-მაშო ავალიანი მობრძანიდით -ექთანი ჩვენ წინ დადგა და გვანიშნა რომ ექიმთან შევსულიყავით, გაოცებისგან პირი გავაღე, ექთანმა ავალიანი მიწოდა? დათის გავხედე, რომელსაც ჩემი რეაქცია უკვე შემჩნეული ჰქონდა და ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა. ხელი გავცხე რაზეც მისი ყურადღება მივიბყარი.
-რა?- სიცილით მკითხა და კარი შეხსნა, ექიმი ფეხზე წამოდგა და დათის ხელი ჩამოართვა, მე კი გამიღიმა.
-ამაზე ვილაპაარაკებთ- ჩუმად გადავჩურჩულე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი სადაც ექიმმა მიმითითა, დათიც გევრდით მომიჯდა და ხელი მუცელზე დამადო, მის საქციელზე გამეღიმა.
-თავს როგორ გრძნობ მაშო?-ექიმმა ღიმილით მკითხა.
-მშვენივრად, არც ღებინება მაწუხებს, არც თავის და მუცლის ტკივილი.
-ეს კარგია. ექოსკოპია უნდა გადაგიღო, ვნახოთ რამდენად ძლიერი ბავშვი ვითარდება შენს სხეულში.

. . . . . . .

ექიმმა როგორც თქვა ძლიერი ბავშვი იზრდება, ბაშვის სქესის გაგებაზე უარი ვთვით, ასე დათიმ მოისურვა.
დათი ექოსკოპიას ესწერებოდა, ეკრანს ღიმილით შეჰყრურებდა თითქოს რაიმეს ხედავდა, ხელზე ხელს მიჭერდა და შიგადაშიგ მეც ღიმილით გამომხედავდა ხოლმე. ექიმს კი სულ იმას ეკითხებოდა ‘როგორი ბავშვია ექიმო ბერიშვილო?’ ექიმი კი იმას უმეორებდა რომ ძლიერი ბავშვი ყავდა.
ახლა გარეთ ველოდები, ექიმმა დათის დარჩნა სთხოვა, რამდენიმე რჩევის მიცემას აპირებს ალბათ.
გარედან ვუყურებდი 10 სართულიან შენობას და პირველ სართულზე მოსიარულე ხალხს კარგად ვხედავდი, გამჭირვალე შუშაში კარგად ჩანდა ყველა. კიბეებზე მომავალი დათი დავლანდე და დაველოდე როდის გამოვიდოდოდა, მაგრამ მას წინ წაბლისფერთმიანი გოგო გადაუდგა, თუ არ ვცდები სოფოა. უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ვუყურებდი როგორ ლაპარაკოდბნენ, მინდოდა შევსულიყავი და მომესმინა მათი საუბარი, როცა ეს დავაპირე დავინახე სოფომ როგორ ჩაკიდა დათის ხელი და საპირფარეშოსკენ როგორ წაიყვანა.
ტაქსიდან გადმოვედი და ფული გადავუხადე. უფლება არ მაქვს დათიზე გაბრაზებული ვიყო, მას სოფო უყვარს და მასთან უნდა ყოფნა. მეც არ ვაპირებ ხელი შევუშალო, მაგრამ ჯანდაბა ავალიანო მეც რომ შემიყვარდი? ვცდილობრი არ შემეყვარებინე, ვცდილობდი შემეგნო ის რომ შენ სოფო გიყვარს და თუ შეგიყვარებდი დავიტანჯებოდი, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ.
სახლის კარი შევხსენი და შიგნით შევაბიჯე, სულაც არ მაქვს სურვილი ახლა ნანის მოვუსმინო, ან ახსნა განმარტებები მოვთხოვო მის ტყუილებზე. დათი სახლში ვერ წავიდოდი, ბექა ქალაქში არაა, სხვაგან წასასვლელი არ მაქვს, ამიტომ ნანისთან მოსვლა მომიწია.
მისაღებში მერაბი გამოჩნდა, ჩემს დანახვაზე გაიღიმა და ჩემსკენ ხელებგაშლილი წამოვიდა. ძლიერად ჩამიკრა გულში და თავზე რამოდენჯერმე მაკოცა.
-როგორ მომენატრე -გახარებული ხმით წარმოთქვა, ვიცი ახლა ძალიან უჭირს ცრემლების შეკავება.
-მეც მომენატრე მა- სახე მის ყელში ჩავლამე და წუთებით ტკბობა დავიწყე. მერაბი, ის ერთადერთი ადამიანია ვინც პირველი ამოსუნთქვიდან აქამდე გვერდში მედგა და ზრუნავდა ჩემზე.
-ჩემი პატარა გოგო- თავზე მაკოცა და ასე მიხუტებული გამიყვანა მისაღებში, სადაც ნანი, ვიკი და ბიძია რობი იყვნენ.
-მამიდაშვილო -ვითომ გახარებული ვიკი ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ ხელებგაშლილი წამოვიდა.
-ბიძაშვილო -ძალით გავიღიმე და მოვეხვიე.
ვერასდროს ვიტანდით ერთმანეთს, პირველი სიძულვილი მისგან ვიგრძენი, ამიტომ მეც იგივე გრძნობით ვუპასუხიე. პატარაობაში ყოველთვის მეჯიბრებოდა, უნდოდა რომ თავი ჩემზე რამით მეტი გამოეჩინა, მაგრამ მაინც მე ვჯობიდნი ხოლმე. შემდეგ მას ნანისთან მიქონდა ენა და ტყუილებს უყვებოდა, ნანი კი მე მსჯიდა ამის გამო, ის კი ყოველთვის ბოროტულად ‘დამცინოდა’ ხოლმე. რამოდნიმეჯერ დავაპირე მეც მის მსგავსად მოვქცეულიყავი და ბიძია რობისთვის მეთქვა ტყუილები, მაგრამ ვერასდროს შევძელი ეს.
-როგორ მომენატრე -ხმამაღლა წამოიყვირა.
-რასაც შენზე ვერ ვიტყვი- მისი ხელები მოვიშორე, მომშორდა თუ არა შევამჩნიე ნანის სახე, ცივი, უკმაყოფილო გამოხედავ ქონდა. ბიძია რობისთან მივედი და ძლიერად ჩავეხუტე.
-მაშო- ნანის მკაცრი ხმა გავიგე, მისკენ არც გამიხედავს ისევ ბიძია რობის გამოკითხვა გავაგრძელე, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაატარა ზამთარი არქტიკაზე, კვლევების მიზნით, ის ხომ წარმატებული მეცნიერია.
-ქორწილი როდის არის?- ინტერესით იკითა ვიკიმ.
-ოთხ დღეში- ეს სიტყვები წარმოვთქვი თუ არა გამახსენდა რომ კაბაც არ მქონდა ნაყიდი, ვიცი რომ დანარჩენ საქმეს კარანი და ნანი აგვარებენ, ამიტომ არ ვნერვიულობ სხვა რამეზე.
-შოპინგზე ერთად წავიდეთ. დეიდამ მითხრა, რომ კაბა არ გაქვს ნაყიდი. მე აგარჩევინებ. -მის წუკვინა ხმაზე ნერვები მეშლებოდა, რა თქმა უნდა არ ვაპირებ მასთან ერთად შოპინგზე წასვლას, არც არავის წაყვანას არ ვაპირებ.
-არ ვაპირებ შენთან ერთად ვიშოპინგო.
-მე შენი მეჯვარე ვარ- გამომაჯავრა და გაიცინა, ისე თითქოს არაფერი დაეშავებინოს. სიტყვების გაგონებისთანავე გავხედე ნანის, რომელიც უინტერესოდ მიყურებდა.
-კარგი იყავი. მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს რომ კაბა ამირჩიო, ამიტომ ჯობს მარტო წახვიდე საშოპინგოდ -გავუღიმე - ახლა კი ბოდიშს გიხდით დაღლილი ვარ, მე დაგტოვებთ- თავაზიანად გამოვემშვიდობე და ჩემი ოთახსიკენ წავედი. დაღლილი ვარ ემოციებისგან, გამოძინება არ მაწყენდა. შემდეგ კი ვფიქრობ რომ კაბის საყიდლად წავალ.
ოთახში შესულმა, ტელეფონით დავუკავშირდი მარიონელას მაღაზიას, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საპაატარძლო კაბების მაღაზიას და გავაფრთხილე რომ ჩემთვის საუკეთესო კონსულტანთთან დაენიშნა შეხვედრა 8 საათისთვის. ჯერ 4-ს აკლია 17-წუთი, გამოძინებას შევძლებ.

. . . . . . .
კარენის სახლის წინ ტაქსი გაჩერდა თუ არა სწრაფად გადმოვედი, ტაქსის მძღოლს კი ვთხოვე რომ დამლოდებოდა, კარებზე სწრაფად დავაკაკუნე და დაველოდე. კარები კარენმა გამიღო და სახლში შემიპატიჟა.
-არა, არა, მეჩქარება- სწრაფად ვუთხარი -ლილე ხომ სახლშია?
-კი სახლშია, რამე ხდება?
-ვიფიქრე რომ კაბის ასარჩევად გამომყვებოდა- მხრები ავიჩეჩე, ეს იდეა გაღვიძებისთანავე დამებადა, არ ვაპირებ რომელიმე უფროსს ვაჩვენო კაბა, რომელსაც ავარჩევ. ვფიქრობ ლილე ის ერთადერთი ვარიანტია რომლის წაყვანაც კარგი იქნებოდა.
-კარგი, ახლავე დავუძახებ- გაიღიმა და სახლში შევიდა, 2 წუთში კარებში ქერა გოგონა იდგა, რომელსაც ფრიალა კაბა ეცვა, ხელში პატარა დათუნია ეჭირა და ყავისფერი თვალებით შემომციცინებდა.
-დედამ მითხრა რომ კაბა უნდა აგარჩევინო- ხითხითით მითხრა, შეიძლება ის 4 წლისაა, მაგრამ ბევრ ბავშვზე ჭკვიანია.
-კი, კი, ახლა კი ჯობს წავიდეთ- ხელი ჩავკიდე და ტაქსისკენ წავიყვანე, ლილემ კარენს ხელი დაუქნია და მანქანაში ჩემთან ერთად ჩაჯდა, მძღოლს სწრაფად ვუთხარი იმ მაღაზიის მისამართი სადაც კაბა უნდა ამერჩია.
ლილე მთელი გზა ბოლოს მომხდარ ამბებს მიყვებოდა, 1 კვირით წასული იყო მის ნათლიასთან ერთად და ყველაფერს ისე მხიარულად და ხითხითით იხსენებდა რომ მისი მონაყოლი ღიმილს მგვრიდა.

. . . . . . .

მარიამმა, ჩემმა კონსულტანტმა მეთერთმეტე კაბა მომაზომა, მხოლოდ იმის გამო რომ ორსულად ვიყავი ძნელი იყო კაბის არჩევა, მეთერთმეტე კაბით გავედი ლილესთან, ამ უკანასკნელმაც ჩემს დანახვაზე წარბები შეჭმუხნა, მის წინ დავტრიალდი.
-არა, არ მომწონს- მხრები აიჩეჩა. სარკისკენ შევტრიალდი და ჩემი თავი შევათვალიერე, კაბა გრძელი იყო იატაკს ედებოდა. თეთრი ფერის იყო და მთლიანი კაბა თველბით იყო გაწყობილი, ზედმეტად ბრჭყვიალაა.
-მარიამ, კიდევ დარჩა კაბა რომ მოვისიჯო?- დაღონებულმა კაბა ავაფრიალე და გამოსაცვლელისკენ წავედი. მარიამმა საწყობიდან კიდევ ორი კაბა მოიტანა. ერთ-ერთი გახსნა და გამომიწოდა, ეს მეთორმეტე კაბაა. ვფიქორბ ლამაზია, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ორსულად ვარ არ ჩამეტევა, ამიტომ მეცამეტე კაბის გასიჯნვა დავიწყე. როცა კაბა ზუსტად მომერგო გახარებულმა წამოვიყვირე. კაბა მაღლა ავწიე და ლილესკენ წავედი. ვფიქრობ მას რომ არ მოეწონოს მაინც ამას დავიტოვებ.
იმდეგაცრუებულმა ამოიფრუტუნა, მაგრამ როცა დამინახა თვალები გაუბრწყინდა, კაბა მკერდთან შეკრული იყო, ქვემოთ კი გაშვებული, მთლიანად თეთრი ფერის იყო, მხოლოდ ნაქარგები ჰქონდა ღია ფერში. მხრებზე მოქარგული ბადით იყო დამაგრებული, ბოლოშიც ნაქარგები იყო.
-ეს მომწონს- გახარებულმა წამოიყვირა და ფეხზე წამოიჭრა ჩემსკენ კი ხელებგაშლილი წამოვიდა. გახარებულმა მეც მოვხვიე ხელები.
-მარიამ ვფიქრობ ამას დავიტოვებთ, გავიხდი. შეფუთე, დღესვე წავიღებ სახლში.

. . . . . . .

ერთ ხელში კაბის ყუთი დავიჭირე, მეორე კი ლილეს მოვკიდე, ნანის სახლის კარი შევხსენი, კაბის დატოვებას აქ ვაპირებ, მაგრამ ისეთ ადგილას დავმალავ რომ ვიკიმ ვერ მიაგნოს.
კარები შევხსენი და მისაღებში შევედი, ყველა იქ იყვნენ, მამა, დედა, ვიკი, ბიძია რონი და დათი. მის დანახვაზე წარბები შევკარი. ლილემ ხელი შემიშვა და დათისკენ გაიქცა, მის მკლავებში გაეხვია.
-ეს კაბაა? მაჩვენე რა- ფეხზე წამოდგა ვიკი და ჩემსკენ წამოვიდა, სანამ აქამდე მოვიდოდა მანამდე შევაჩერე ხელით.
-ქორწილის დღეს- მკაცრად ვუთხარი, მისი ირონიული სახის დანახვისას მაშინვე მივხდი მის გეგმას, ჩემს ოთახს გაქექავს და მაინც იპოვის კაბას, ამიტომ ჯობს მამას სეიფში შევინახო.
კიბეებს ნელა ავუყევი, მამას კაბინეტის კარი გამოვაღე და იქ შევედი. კოდი როგორც ყოველთვის მარტივია, ჩემი დაბადების თარიღი. სწრაფად დავატრიალე ხრახნილი და სეიფი გამოვხსენი, იქ ისევ იდო მამას იარაღი, ფული და სხვასასხვა ნივთი, მათ შორის ჩემი პატარობის ფოტოც, ამის დანახვისას გამეღიმა, კაბა იქ მოვათავსე და სეიფი დავხურე. ოთახი დავტოვე და კიბეებზე დავეშვი.
კიბეების ბოლო საფეხურზე მყოფმა გავიგონე ვიკის ხითხითის ხმა და დათის ბოხი ხმა, რომელიც რაღაცას ყვებოდა, ახალ ზუსტად ვიცი რომ ვიკი ცდილობს რომ დათს ეფლირტავოს.
მისაღებში შესულმა დათის გვერდით დავიკავე ადგილი და მხარზე თავი დავადე.
-მაშო დაბადებისდღეს აღნიშვნას აპირებ?
-დათისთან ერთად წავალ სადმე- მხრები ავიჩეჩე. დათის მზერა ვიგრძენი, რა თქმა უნდა არ ვაპირებ დათისთან ერთად სადმე წასვლას, ახლა მისგან შორს ყოფნა და ბევრი ფიქრი მინდა, მაგრამ მას ვიკისთან ერთად, მარტო არ დავტოვებ.
-ეს როდის გადაწყვიტე?- ღიმილით მკითხა და თავზე მაკოცა, ვიკისთვის მზერა არ მომიშორებია, დავინახე როგორ შეკრა წარბები, მისი გეგმები ნელ-ნელა იფუშება.
-დღეს. იშვიათად ვატარებთ დროს ერთად, ამიტომ ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა ერთად თუ წავიდოდით სადმე, მხოლლოდ მე და შენ- ბოლო სიტყვები გარკვევით წარმოვთქვი და დათის გავხედე, ტუჩებზე სწრაფად ვაკოცე და თავი ისევ მის მხარზე დავაბრუნე. ჩუამდ გავაპარე თვალები ვიკისკენ, ცდილობდა ბრაზი არ შეემჩნია, მის აწითლებულ სახეზე ჩამეცინა.
-საყავრელი ხარ როცა ეჭვიანობ- სიცილით მითხრა დათიმ ისე რომ მხოლოდ მე გამეგონა.
-საზიზღარი ხარ როცა მაეჭვიანებ- თვალები გადავატრიალე და სავარძელის საზურგეს მივეყრდენი, მუცელზე პატარა ხელები ვიგრძენი, ჩემს მუცელს დავხედე და გავიღიმე. ლილეს ხელი ჩემს მუცელს ეფერებოდა.
ცოტახანში ლილეს გავხედე, ისიც დათი ეყუდებოდა, უკვე ძილბურანში იყო, მაგრამ ხელით მაინც მეფერებოდა.
-ჩვენი წასვლის დროა- წამიძახა დათიმ.
-უკვე მიდიხართ? იქნებ დარჩენილიყავით- ვიკი სწრაფად გამოფხიზლდა და მის ‘ბი’ გეგმას მიმართა. მისი საქციელი უკვე მაღიზიანებს.
-ლილე სახლში უდნა მივიყვანოთ, უკვე ძინავს, დედა ინერვიულებს- თავაზიანად გაუღიმა დათიმ და პატარა ლილე ხელში აიყვანა, მალევე მანქანასთან მივედი, უკანდა კარი გამოვაღე რომ დათის ლილე ჩაესვა. წინა კარებს ვაღებდი როცა დათიმ კარებს ხელი მოკიდა.
-დღეს სად გაქრი საავადმყოფოდან - წარბშეკრულმა მკითხა.
-სახლში წამოვედი, რადგან შენ არ გეცალა ჩემთვის და სე**ით იყავი დაკავებული შენს შეყვარებულთან- უდარდელად ვუთხარი და კარები გამოვაღე, დათის არაფერი უთქვამს, რაზეც უფრო გავბრაზდი, მანქანაში ჩავჯექი და ღვედი შევიკარი, საქარე მინას თავი მივადე.
დათი მანქანას სწრაფად მართავდა, თვალები დახუჭული მქონდა, მეშინოდა სისწრაფის, ამიტომ ხელს ძლიერად ვუჭერდი ჩემს კაბას. როგორც ჩანს ჩემმა პასხუმა გააბრაზა, ალბათ იმიტომ რომ სიმართლე ვთქვი, მან კი პასუხი ვეღარ დამიბრუნდა. პასუხს ვერც დამიბრუნებდა, გასამარლთებელი საბუთი არ აქვს.
თვალები არც მაშინ გავახილე როცა დათიმ ლილე მანქანიდან გადაიყვანა. სახლამდე გზაც ჩუმად გავატარეთ, სახლში მისული კი ძლივს გამოვფხიზლდი. სახლის კარი შევხსენი და მისაღებში შესული სავარძელში ჩავესვენე, დათი ოთახში შემოვიდა თუ არა აქეთ-იქით ნერვიულად დაიწყო სიარული.
-რაღაცის თქმა გინდა მგონი- მშვიდად ვუთხარი და ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ დათისთვის არაფერს წარმოვადგენდი. ვცდილოდბი ბრაზი ჩამეხშო ჩემში რაც გამომდიოდა, არანაირი უფლება არ მაქვს მათ ურთიერთობაში ჩავერიო.
-ვფიქრობ შენ უფრო მეტი გაქვს სალაპრაკო, ასევე ასახსნელიც ბერვი გაქვს. ახლა კი გისმენ ამიხსენი რა ჯადდაბას აკეთებდი დღეს ბექასთან სახლში?
-ეგ სისულელე საიდან მოიტანე?- გაკვირვებულმა ვკითხე, ისე ვიყავი დაღლილი თვალების გახელაც კი მეზარებოდა. სხეული მოდუნებული მქონდა და იმის თავიც კი არ მქონდა რომ მასთან მეკამათა.
-პასუხი გამეცი, რა გინდოდა მასთან?- დაიღრინა და იქვე არსებულ კედელს ხელი ძლეირად მიარტყა.
-არ ვყოფილვარ მასთან და გთხოვ მორჩი, ეს მომაბეზრებელია- ამოვიგმინე.
-მატყუებ- ჩაისისინა -სიმართლე მითხარი რა გესაქმება ბექასთან?
-ის რაც შენ სოფოსთან- გაუაზრებლად წამოვიყვირე და სავარძელში გავსწორდი, მოთენთილობა მაინც თავისას შვებოდა და თვალები მაინც მეხუჭებოდა -ვინ გითხრა ეს სისიულელე ? ვიკიმ არა?- გავიცინე და მას გავხედე. დაჭიმული ყბით და შეკრული წარბებით მიყურებდა. ხელი ძლიერად ჰქონდა დამუშტული.
-გაიმეორე რაც თქვი- კბილებში გამოსცრა, ჩემთან ახლოს მოვიდა და ჩემს წინ შეჩერდა, დაბლიდან მაღლა ავხედე, საზარელი შესახედი იყო გაბრაზებული დათი.
-შემეშვი- დავიყვირე და სავარძლიდან წამოვიჭერი, ზურგი ვაქციე და სწრაფად წავედი ოთახისკენ, ოთახში შევედი თუ არა კარები ძლიერად მივაჯახუნე და ჩავკეტე. მაშინვე გაისმა მისაღებიდან ღრიალის და მსხვრევის ხმა.
საწოლთან მისული იქვე ჩავიმუხლე და მუცელზე ხელები მოვიჭირე, მიჭირს ამ გრძნობასთან გამკლავება, მიჭირს ასეთი დათის შეგუება, მაგრამ მაინც მიყვარს, თუნდაც ასეთი, არ შემიძლია მის გარეშე ყოფნა. ჯანდაბა, ზუსტად ვიცი რომ ეს ვიკიმ უთხრა. ვერც კი ვხვდები რაში ჭირდება ეს ტუილები.
ყოველთვის ახერხებს ჩემს განადგურებას, მაგრამ ახლა უფლებას არ მივცემ რომ ეს გააკეთოს, ყველაფერს ვიზამ ამისთვის. თავი მაღლა ავწიე და ფეხზე წამოვდექი, იქვე ჩამოკიდებულ საათს მივაშტერდი 00:01 ესეც 21-ე დაბადებისდღის დასაწყისი.

. . . . . . .

კარების ხმამ ჩემი გამოფხიზლება გამოიწვია. თავი შევარხიე და კარისკენ გავიხედე, სახელური ზემოთ ქვემოთ მოძრაობდა. წამოდგომას ვაპირებდი როცა კარს მიღმა, დათიმ შეიკურთხა.
დიდად ყურადღება აღარ მიმიქცევია, კომფორტულად დავწექი და თხელ გადასაფარებელში გავეხვიე. ხმები ნელ-ნელა შეწყდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ფანჯარა გაიხსნა და იატაკზე მძიმედ დავარდა რაღაც.
-ჯანდბა- როგორც ჩანს დაბლა დაეცა, მხოლოდ ნაბიჯების ხმა მესმოდა, საწოლს მოუარა. მეგონა ჩემთან დაწვებოდა, ჩამეხუტებოდა და ჩემთან ერთად დაიძინებდა, მაგრამ შევცდი როცა კარები გასხნა და აქიდან გავიდა. იმედგაცრუებულმა თვალზე მომდგარი ცრემლი შევიკავე და ვცადე ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ კარებიდან ისევ გაისმა ხმა. ოთახში ისევ შემოაბიჯა, ასე რამდენჯერმე მოიქცა. ოთახიდან გადიოდა, შემდეგ ისევ ბრუნდებოდა. რაღაც საოცარი სუნი ტრიალებდა ოთახში, რაც დათის სურნელს ერეოდა.
-მგონი საკმარისია- ამოიგმინა დაღლილმა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ინტერესით ვკვდებოდი, მინდოდა თვალები გამეხილა, მაგრამ ვეცადე რომ არაფერი შემემჩნია. იგივე პოზაში განვაგრძე თავის მოჩვენება ვითომ მეძინა. რამდენიმე წუთი ვგრძნობდი მის მზერას, ბოლოს კი ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ისევ იმედგაცრეუბა ვიგრძენი და ახლა ცრემლები ვერ შევიკავე.
რამდენიმე წუთი ჩუამდ ვტიროდი, გული საშინლად მტკიოდა და მიჭირდა ცრემლების შეკავება. მინდა რომ ჩემთან ახლოს იყოს, მეხუტებოდეს, მუცელზე მეფერებოდეს, მაგრამ ამის მაგივრად უაზრო ეჭვიანობის სცენებს მიწყობს. დღეს უაზროდ წამოვროშე რაღაცა და ვფიქორ ამაზე გაბრაზდა, მაგრამ მან უარესი გააკეთა, ის სოფოსთან იყო.
დაბლიდან მსხვრევის ხმა მომესმა, საწოლიდან წამოვდექი და კიბეები ჩუმად ჩავირბინე, დათი იატაკზე იჯდა და ცდილობდა დამსხვეული ვაზა აეღო რომელშიც დიდი ყვავილები ეწყო, თან ხმამღლა იგინებოდა. მთელი ოთახი სხვადასხვა ფერის ყვავილებით იყო სავსე. კიბეები უკან ავირბინე და ოთახში შევედი, მთლიან იატაკზე ყვავილები ელაგა, წამშივე თვალები გამინათდა, ყვავილებისკენ წავედი და ხელი ზედ გადავუსვი. აქ ძალიან ბევრი ყვავილია.
კარებს მიღმა ფეხის ხმა გავიგე, სწრაფად წავედი საწოლისკენ და თვალებდახუჭული ზედ გადავწექი, დათიც მალე შემოვიდა ოთახში და როგორც ფეხის ხმით მივხვდი ყვავილებისკენ წავიდა, რაღაცის დადების ხმა გაისმა, ალბათ ყვავილებით სავსე კალათა დადო. ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამღიმებოდა.
დათი საწოლთან მოვიდა და მაღლა ამოძვრა, ცალი თვალი გავახილე და მას გავხედე, სწრაფად გადაიძრო მაიკა და მას შარვალიც მიაყოლა, თვალები სწრაფად დავხუჭე, რადგან ლოყები ამიხურდა მისი შიშველი სხეულის დანახვისას. საწოლზე ჩემს გვერდით დაწვა, ხელი მუცელზე მომხვია და თავი კისერში ჩამიყო. ხელით მუცელზე მეფერებოდა, მისი ტუჩების შეხება ვირგძენი ყელში რაზეც გამაჟრიალა, დათი კი ჩაეღიმა, მისი უხეში წვერი ყელზე მეხახუნებოდა.
-დაბადებისდღეს გილოცავ დედიკო- მითხრა და კიდევ ერთხელ მაკოცა ყელში. ხელით თმებზე შევეხე და მოვეფერე. სხეული მაშინვე დამშვიდდა როცა საბოლოოდ იგრძნო დათის შეხება. ბედნიერებისგან სახე გამებადრა და თვალები დამეხუჭა.
-მადლობა- ლოყაზე ვაკოცე და მის უხეშ წვერს ხელი გადავატარე. კიდევ ერთხელ მაკოცა ყელში და თავი მაღლა ამოწია, ხელი რომელიც მუცელზე ედო სახეზე დამადო და მისკენ მიმიზდა. სანამ რაიმეს გააზრებას მოვასწრებდი უკვე მას ვკოცნიდი, აუჩქარებალდ მკოცნიდა. მისი ტუჩები ისეთი ფაფუკია.

. . . . . . .

-ამდენი ყვავილები რატომ მოიტანე?- დათიმ ბოსტნეულის დაჭრას თავი დაანება და მე გამომხედა.
-გაბრაზებული იყავი, მითუმეტეს შენი დაბადებისდღე იყო, ამიტომ ვიფიქრე მოგეწონებოდა- მხრები აიჩეჩა და ისევ ბოსტნეულსი დაჭრა განაგრძო.
-მომეწონა, მაგრამ ამდენს რა უნდა ვუყოთ?- დათიმ საცილით აიჩეჩა მხრები და დაჭრილი ბოსტნეული ჯამში ჩაყარა.
-ყველაფერი დავჭერი ახლა რა ვქნა?
-დანარჩენს მე ვიზამ- ფეხზე წამოვდექი და დათის გვერდით დავუდექი, იტალიური პიცის გაკეთება დავიწყე, როცა საბოლოოს მოვასხი ზემოდან კეტჩუპი, დათიმ ის გაზქურაში შედგა და თხუთმეტ წუთზე დააყენა.
-ახლა კრემი გავაკეთოთ ტორტისთვის- მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გადმოვიღე და მაგიდაზე დავალაგე, დათის ვთხოვე რომ მიქსერი ჩაერთო, მანამდე კი რძე დავდი გაზზე. იქამდე ველოდე სანამ არ წამოდუღდა. შაქართან და კაკაოსთან ერთად ჯამში ჩავყარე და დათიმ მიქსერით დაიაწყო არევა, კარაქი დავამატე და დათის ვთხოვე რომ დიდიხანი მოერია.
მაცივრადან გაციებული ფირფიტები გადმოვიღე. დათისთან ერთად ნელ-ნელა ვუსვამდი კრემს.
-დათი შეწყვიტე- ხელი ვკარი, როცა კიდვ ერთხელ სცადა რომ კრემი შეეჭამა, თითი ისევ ჯამში ჩაყო და კრემი ცხვირზე წამისვა, თითი ცხვირდან ლოყაზე ჩამომატარა და ტუჩებზე გადამისვა, მთლიან სახეზე კრემი მომაცხო. კოვზი რომელიც კრემით იყო დასვრილი ლოყაზე დავადე და გავიცინე.
ორივე შოკოლადიანები ვიყავით, დათიმ თამაში გადაწყვიტა და დარჩენილი კრემით მუცელზე ნახატების კეთება დაიწყო, ენა გამოყოფილი ქონდა და ისე დილობდა რაღაცის დახატვას, რაზეც გულიანად ვიცინოდი.
-მოიცა მერამდენე თვეში ხარ?- შოკლადით მოთხრვილი თითი ნიკაპზე მიდო, მის დაუფიქრებელ საქციელზე მასაც ჩაეცინა.
-მეხუთეე თვეში ვარ- ღიმილით ვუთხარი, წამით ისევ ჩაფიქრებული სახით მიყურებდა, შემდეგ ჩემ მუცელზე წარწერა გააკეთა და ქვემოთ კიდევ რაღაც მიახატა.
სანამ ნახატს და წარწერებს აკეთებდა, მანამდე მეც დავითხვარე თითები კრემით და ლიამს უხეშ წვერზე წავუსვი, რაზეც შემომიღინა, მაგრამ ისევ ხატვა გააგრძელა.
მალევე მორჩა და კმაყოფილმა დახედა ჩემს მუცელზე არსებულ ნახატს.
-ვფიქრობ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი- გაიცინა და მუცელზე რამდენჯერმე მაკოცა- ოუ პატარავ ტუჩები დასვრილი გაქვს- ჩუმად ჩაიცინა და სწრაფად მაკოცა, მის საქციელზე თვალები გადავატრაილე და კოცნაში მეც ავყევი, მოხერხებულად ამიყვანა ხელში და სამზარეულოდან გამიყვანა.
-გავსუფთავდეთ- ტუჩები მომაშორა და გამიღიმა, ოუ, ახლა შიშველ დათის ვნახავ, ან დათი მნახავს შიშველს, ორივე საშინელებაა, რადგან ორივე შემთვვევაში ამიწითლდება ლოყები.
ოთახში შევიდა თუ არა იქვე დამსვა, სარკიისკენ წავედი, რომ ჩემი მუცელი დამეთვალიერებინა.
თოთქმის ყველა წარწერა იყო Loading... 53%, My baby , My little girl, My Champion და კიდევ უამრავი ამდაგვარი. სიცილით წავედი სააბაზანოსკენ და წყალი მოვუშვი.
იმედი მაქვს დათი არ შემოვა და მშვიდად ჩამოვირეცხავ ამ შოკოალდს მუცლიდან, რამდენიმე წუთი ველოდე, მაგრამ როცა არ შემოვიდა დამშვიდეულმა გავიხადე ზედა, მოკლე შორტი და საცვლები, წლის ყვეშ დავდექი და მთლაინად მოვდუნდი. ვფიქრობ მხიარული დაბადებისდღეა, დათი ძალიან კარგად მექცევა გუშინდელთან შედარებით.
კაბინიდან გამოსვლისას დავინახე დათი რომელი უნიტაზზე იჯდა და მე მყურებდა, სახე ისევ მოთხვრილი ჰქონდა შოკლადით.
პირსახოცი უფრო ძლიერად მოვიხვიე. დათი ფეხზე წამოდგა, ზედა და შარვალი სწრაფად გაიძრო, კაბინაში შესვლას აპირებდა, როცა ჩემს გევრდით შეჩერდა.
-მეორედ არ გამეპარო- ცხირზე ხელი მომიჭირა და კაბინაში შევიდა. ჩუმად ჩავიხითხითე და სააბაზანო დავტოვე. დათის ზედა გადავიცვი და საწოლში დავწექი, საშინლად მეძინება, ცოტახანი დასვენება არ მაწყენდა.

. . . . . . .
-მაშო- ძილბურანში მყოფმა დათის ხმა მალევე ამოვიცანი, ხელები მხრებზე მომხვია და ცოტათი შემანჯღრია -პატარავ გაიღვიძე რა- მისი ტუჩები სახეზე ვიგრძენი, შემდეგ კი ჩემს ტუჩებზე.
-რა მოხდა?- როცა მისი ტუჩები ჩემსას მოშორდა მაშინვე წარმოვთქვი.
-ვიცოდი რომ ეს გამოგაფხიზლებდა- ჩაიცინა, მის სიტყვებზე ერთი თვალი გავახილე და წარბაწევით შევხედე- კარგი, კარგი, ახლა ადექი და დაბლა ჩამოდი, შენი მშობლები, ბიძაშენი და ვიკი აქ არიან, ერთი სული აქვს როდის შევჭამ შოკოლადის ტორტს- მის ბავშვურ საქციელზე ჩამეცინა, საწოლიდან წამოვიწიე.
-მოიცა შენ ისინი მხოლოდ იმიტომ დაპატიჟე რომ მე გაგეღვიძებინე და ტორტი გეჭამა?
-შეიძლება- კისერზე ხელი მოსისვა- ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჯობს ჩაიცვა - ჩემი გარდერობისკენ წავიდა და იქიდან თავისუფალი ჯინსის კომბინიზონით და მისი ერთ-ერთი მაიკით დაბრუნდა.
-შეგიძლია დამტოვო- კარისკენ ვანიშნე ხელით და გადასაფარებელი ოდნავ გადავიხადე. მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გაუჩინარდა, მისი მოცემული ტანსაცმელები სწრაფად ჩავიცვი და სააბაზანოში შევედი რომ გამოვფხიზლებულიყავი, სახეზე წყალი შევისხი და თმები ჩამოვივარცხნე.
კიბეებზე ფრთხილად ჩავედი და მისაღებში შევედი, პირველი მამა შემომეგება, დაბადების დღე მომილოცა და საჩუქარი მომცა, დარწმუნებული ვარ რომელიმე ანტკივარული ყელსაბამია, მამა ყოველთვის მჩუქნის ანტიკვარულ ნივთებს.
ნანიმ ცხვირი აიბზუა. მხოლოდ ერთი სიყვა მითხრა ‘გილოცავ’ და სავარძელში მძიმედ ჩაესვენა, მის შემხედვარეს ბრაზი მომაწვა, მაგრამ ვფიქრობ რომ მეწყინა, მისგან ამას არ მოველოდი, არც მისი მოგდებული მილოცვა არ მჭირდება.
ბიძია რობი ძლიერად ჩამეხუტა და მანაც საჩუქარი მომაწოდა, აფერისტმა ვიკიმ კი დიდი მოფერების მერე ხელები გამიშვა და მისი საჩუქრის დიდი ყუთი გამომიწოდა. ყველა საჩუქარი მაგიდაზე დავდე და სამზარეულოში შევედი რომ პიცა მეჭამა, არ ვაპირებ მომაბეზრებელი ნანის და ვიკის ყურებას.
-მამაა, ბიძია- ხმამაღლა დავიყვრიე, ისინიც სწრაფად შემოვიდნენ სამზაერულოში, პიცა შევთავაზე რაზეც სიცილით დამთანხმდნენ, პიცა 6 ნაწილად გავყავი, გავანაწილე და მათ წინ თეფშზე დავდე.
-გახსოვს პატარაობისას ხიდან რომ გადმოხტი ? -სიცილით მკითხა ბიძია რობი - სულ იძახდი რომ დედამიწას მიზიდულობის ძალა არ ჰქონდა და ჰერში გაჩერდებოდი.
-მწარედ მახსოვს- გავიცინე. კარგად მახსოვს 3 კვირა საავადმყოფოში რომ ვიწექი თაბაშირში ჩასმული, მაშინ მხოლოდ 8 წლის ვიყავი. 2 თვე საწოლში ვიწექი, ხოლო 3 თვე თაბაშირს ვატარებდი ფეხზე და ხელზე. ვფიქრობ მწარე მაგრამ სასაცილო მოგონებაა.
-მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ იძახდი წყალზე გავლას შევძლებო- გაიცინა მამამ, ოუ მგონი ჯობს მათაც გავახსენო რამდენიმე მწარე ისტორია.
-მე კი ის მახსოვს მოიცა რა ერქვათ?? სალომე და გვანცა- ხმამღლა გადავიხარხარე, 16 წლის ასაკში როცა გადავწყვიტე რომ მარტო დარჩანა მინდოდა, წავედი ტყეში , სადაც მამას სახლი ჰქონდა ნაყიდი, ველოსიპედით მალევე მივარღწიე და სახლში შესვლისას დავინახე გარშემო მიმოყრილი ქალების ტანსაცმელი, მაშინ მივხვდი რომ ყველა კაცს სჭირდებოდა დაკმაყოფილება, იმ შემთხვევაში თუ ნანისნაირი ცოლი გყავს.
დაბღვერილი სახით მიყრუებდნენ, რაზე გულიანად ვიცინოდი, სიცილის ხმა ზარმა შემაწყვეტინა, ფეხზე წამოვდექი და კარებისკენ წავედი, მისაღებში გასულმა დავინახე ვიკი როგორ ეთამაშებოდა დათის მაისურს, ხელში იხვევდა და შემდეგ ჭმუჭნიდა, რაღაცაზე საუბრობდნენ და სულაც ვერ შეამჩნიეს ჩემი შესვლა. კარებისკენ წავედი და სწრაფად გამოვხსენი. კარებთან კაერინი, კახი და ლილე იდგნენ, სახლში შემოვიპატიჟე, მათაც მომილოცეს დაბადების დღე და საჩუქრები მაჩუქეს. ლილე ყველაზე ბოლო მოვიდა ჩემთან და ძლეირად ჩამეხუტა, უბრალოდ ვგიჟები ამ ბავშვზე.
-რამდენიმე დღის წინ დათის ვთხოვე რომ მაღაზიაში წავეყვანე, რომ შენთვის საჩუქარი ამერჩია- ჩუმად მითხრა და საჩუქარი გამომიწოდა. მის საქციელზე ჩამეღიმა, ლოყაზე ვაკოცე და სახლში შევიყვანე.
-მეც მაქვს შენთვის საჩუქარი, სამზარეულოში მაგიდაზე პიცის ნაჭერია, მაცივარში კი ცივი შოკოლადის ტორტი.
ლილე სამზარეულოსკენ გაიქცა, იქ რომ შევიდა მამაჩემს და ბიძია რობის მიესალმა და ჩემს ადგილას დაჯდა.
კარებზე ზარის ხმა გაისმა, ვფიქრობ ყველანი ვართ, ახლა ვინ მოვიდა? ბექა? ოოო არა. გავიფიქრე და სწრაფად წავედი კარისკენ, კარების გახსნისას კი ამოვისუნთქე, კარებში გაღიმებული პორტიორი იდგა, რომელმაც ყუთი მომაწოდა და მთხოვა რომ ხელი მომეწერა. მადლობა გადავუხადე და კარები მივხურე. ყუთზე არ ეწერა, არც მისამართი, არც ის თუ ვისგან იყო გამოგზავნილი, მისაღებში შევიტანე და სავარძელში ჩამოვჯექი.
-ეს ვინ მოიტანა?- დათი ჩემს გვერდით გადმოჯდა და გვერდულად გამომხედა. მისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე, ყავისფეფრი ყუთი გავხსენი, ზემოდან თეთრი ბარათი იდო.
‘ყველაზე საყავრელ და გაბერილ დედიკოს - D :** ‘ წარწერის დანახვაზე გამეღიმა, დათს გავხედე და ბარათი მას მივაწოდე. ყუთში თეთრი ფერის აიფონი იდო.
-ოუუ, მადლობა დათი- გავიღიმე და დათის მოწყვეტით ვაკოცე- არ იყო საჭირო - აიფონი ყუთიადან ამოვიღე და გარედან შევათვალიერე.
-მოწგონს?
-კი, ლამაზია- გავიცინე და მას გავხედე, რომელიც ღიმილით შემომყურებდა, დღეს ძალიან ყურადღებიანია, მისი ეს ყურადღება კი ძალიან მახარებს. იმედი მაქვს სულ ასეთი იქნება.
კიდევ ერთხელ ვაკოცე და ისევ ტელეფონის თვალიერებას შევუდექი, მაგრამ მალევე მომბეზრდა და მაგიდაზე დავდე.
-აბა ტორტი ვის უნდა?- სიცილით ვიკითხე და ჩემს წინ მსხდომებს თვალი მოვავლე, მხოლოდ კარენი და ლილე იღიმოდნენ, ნანი ზედაც არ მიყრუებდა, ვიკი კი შურით სკდებოდა. მისი სახის დანახვისას ამაყად გავიღიმე და სამზარეულოში შევედი, როგორც ჩანს ლილემ ჩემი პიცა უკვე შეჭამა.
ტორტის დაჭრასთან ერთად მამას და ბიძია რონის საუბარს ვუსმენდი, რომლებიც განიხილავდნენ ახალ გამოგონებას მეცნიერულ სფეროში. მათ საუბარზე თვალები გადავატრიალე.
-ლილე შეგიძლია დამეხმარო?- სამზარეულოდან გავძახე პატარა ლილეს, მაგრამ მის ნაცვლად სამზარეულოში დათი შემოვიდა. ხელებს ერთმანეთს უხახუნებდა და ღიმილით მოემართებოდა ჩემსკენ, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და თეფშების მისაღებში გატანა დაიწყო, როგორც ჩანს ძალიან კარგ ხასიათზეა.

. . . . . . .

კარებზე ისევ გაისმა ზარის ხმა, კარები დათიმ გააღო მაგრამ რამდენიმე წამში მე დამიძახა, მეც იქით წავედი.
-რა ხდება დათი?
-ხელი მოუწერე- პორტიორზე მანიშნა, რომელმაც ფურცელი და კალამი გამომიწოდა და მიმითითა თითით თუ სად უნდა მომეწერა ხელი, მეც ხელი მოვაწერე და მადლობა გადავუხადე. -ისევ შენ?- სიცილით ვკითხე დათის და ყუთი გამოვართვი, რომელსაც წაგრძელებული ფორმა ჰქონდა, მგონი ვხვდები რაცაა.
-არა, მე მხოლოდ ტელეფონო, ყვავილები და რამდენიმე დათუნია გიყიდე- მხრები აიჩეჩა.
-დათუნია?
-ოთახშია, ვიცოდი რომ ვერ შეამჩნევდი- მისაღებში სიცილით შევედი, სავარძელში მოკალათებულმა ყუთის გახსნა დავიწყე, ყუთს დაბლიდან დიდი ასოებით ეწერა „სპიდი“. ახლა გასაგებია, ეს საჩუქარი ბექასგანაა, ყუთი ფრთხილად გავხსენი.
ყუთიდან სკეიტი გადმოვიღე, უკანა მხარეს ჩემი პატარობის ფოტო ქონდა გაკრული, ზემოთა ნაწილში კი წარწერა ქონდა.
‘The Most Beautiful Mother, in Childhood – Uncle BEQA’
წარწერაზე გულიანად გავიცინე ‘ბიძია ბექა', ასე მაშინ ვეძახდი როცა რაღაცის თხოვნა, ან რაიმე სერიოზულის თქმა მინდოდა, ან მხოლოდ იმიტომ რომ კარგ ხასიათზე ვიყავი. ახლა ვერ ვხედავ, არც მისი მესმის, მაგრამ მისი ეს საქციელიც კი მამხიარულებს, მან ყოველთვის იცის რა მინდა.
სკეიტი დაბლა დავდე, ზედ დადგომას ვაპირბდი როცა დათიმ ხელი მკლავზე მომკიდა.
-არ გაბედო მანდ დადგომა- დაბლა დაიხარა და სკეიტი ხელში აიღო, შემდეგ კედელზე მიაყუდა. სავარძელში დაჯდომისას კი მის კალთაში ჩამისვა და მკერდზე მიმიხუტა.
-ამაზე ვილაპარაკებთ- სიცილით მითხრა, რაზეც მეც გამეცინა.
როცა მეგონა, რომ მშვიდად დავიძინები, სწორედ მაშინ გაისმა ზარის ხმა. კარებისკენ წავედი და გამოვაღე იქ სამი მომღიმარი ბიჭი იდგა, თითოეული მათგანი იდიოტივით იკრიჭებოდა, მათ დანახვაზე მეც გამეცინა, კარები გამოვხსენი და სახლში შემოვუშვი. არცერთი არ აპირებდა ნაბიჯის გამოდგმას, თვალს არ მაცილებდნენ.
-რა კარებში დგახართ, შემოდით -მისაღებიდან დათიმ დაიყვირა, კარები დავხურე და მისაღებისკენ გავუძეხი მათ.
დათის გვერდით ჩამოვჯექი, ბიჭები კი ჩვენს წინ ჩამოსხდნენ. ერთერთმა მათგანმა პირი გახსნა რომ რაღაც ეთქვა.
-მოკეტე ლუკა, რაიმე სისლელე არ თქვა- შეუღრინა დათიმ.
-მილოცვას ვაპირებდი და კიდევ იმის თქმას რომ საჩუქრები მანქანაში დაგვრჩა- მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა, მეგონა გარეთ გადიოდა, მაგრამ ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-ესეიგი შენ გაქვს დაბადებიის დღე- თანხმობის ნიშნად თავი დვქნიე- ესეიგი შენ ხარ ის ვინც დათის ცოლად მოჰყავს- ისევ იგივეს ვმეორებ, თავს ვუქნევ და ვუღიმი- ესეიგი შენ ხარ ოსრუალდ- დაბენული ისევ თავს ვქნევ- და შენ მაშო ხარ.
-ვფიქრობ ასეა- მხრები ავიჩეჩე. ლაპარაკი საშინლად მეზარება, ნამდვილად დამღლელი დღე მქონდა, ბოლოს და ბოლოს მომიწია ამეტანა ნანის ცივი, არაფრისმთქველი სახე.
-დათი რატომ მეგონა რომ ის ბევრს ილაპარაკებდა?- დათის გავხედე რომელსაც ეცინებოდა.
-პირველ დღეს მეც ეგრე მეგონა, დამიჯერე კარგად იცის ლაპარაკიც და ტლიკინიც- შემომიღრინა, მაგრამ მაინც გაიცინა. ‘პირველი დღე’ ჩემთვის ძალიან დაძაბლი იყო, სურვილი არ მქონდა ლაპარაკის, არც ის ვიცოდი რა უნდა მეთქვა. დღეს კი უბრალოდ ძალიან დარლილი ვარ, რომ ვილაპარაკო.
ბიჭებთან თავს კარგად ვგრძნობდი, მხიარულები და საყავრლები არიან, ჩემი გამომცხვარი ტორტიც შემიქეს და ის საჩუქრებიც მომიტანეს, რომელიც მანქანაში დარჩათ.
დათი თავს თავისუფლად გრძნობდა, ეს მის ჯდომაზე და ლაპარაკზე ეტყობოდა. სავარძელში გაწოლილი იყო, ხელში ლუდის ბოთლით, ყოველ მეორე წინადადებაში კი უზრდელურ სიტყვას აკვეხებდა , რაზეც ბიჭები უღრენდნენ, მაგრამ დათის სულაც არ აინტერესებდა. მაინც ისე ლაპარაკობდა როგორც უნდოდა.
-ბიჭებო რომელ თქვენგანს გყავთ ცოლი ან თუნდაც შეყვარებული?- ჩემი იდეით გახარებლმა ხმამაღლა წამოვიყვირე და მათ გავხედე, როგორც ჩანს დათის საუბარი შევაწყვეტინე, მაგრამ არაუშავს.
-კი მე ცოლი მყავს, კესო - ჩემს გვერდზე მჯდომი ლუკა ჩემსკენ მოიწია და მისი ხელი მაჩვენა, თითზე ბეჭედი ეკეთა. ცოტა არ იყოს გავვოცდი, არ მეგონა რომელიმე მათგანს თუ ყავდა ცოლი.
-მე შეყავრებული მყავს, თეკო- ნუგომ ხელი აწია და გამიღიმა, გახარებულმა ტაში შემოვკარი.
-რეზი შენ?- ეს კითხვა დავსვი თუ არა ყველამ გაიცინა რეზის გარდა. სხვებს შეუღრინა მე კი ღიმილით გამომხედა.
-არც ცოლი- ხელი მაჩვენა, რომ დავრწმუნებულიყავი ეკეთა თუ არა ბეჭედი- და არც შეყავრებული. რა საჭიროა ცოლი ან თუნდაც შეყავრებული, ისინი ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებ...
-ჰეი- სიტყვა გავაწყვეტინე და თვალები დავუბრიალე. ჩემს საქციელზე ბიჭებმა ჩაიცინეს.
-ხვალ ორივე მათგანს გამაცნობთ, ვფიქორბ კარგი იქნება თუ დავახლვდები და კარგად გავიცნობ მათ. ვხვდები რომ ხშირად მომიწევს მათი ნახვა- გახარებლმა ნუგოს და ლუკას გავხედე, ორივემ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნიეს, თან მხრები აიჩეჩეს.
-ვფიქორბ რაღაც ჩაიფიქრე- დათი ხელით მუცელზე მომეფერა და თავი ჩემს მხარზე ჩამოდო. ზურგზე მთლიანად მომეკრო.
-სწორად მიმხვდარხარ- ჩავიფხუკუნე და მას მივეყუდე, ხელით მუცელზე მეფერებოდა, თავი კი ჩემს ყელში ქონდა ჩარგული, მის ცხვირს კანზე მიხახუნებდა. მთლიანად მოვეშვი მის მკლავებნში, რამდენიმე წამში თავი მაღლა აწია და ბიჭების მოსმენა განაგრძო, რომლებიც მანქანებზე კამათობდნენ.
კომფორტულად დავჯექი და ახლა მე დავადე დათის თავი მხარზე, როგორც ყოველთვის გარშემომყოფებს არ ვუსმენდი, ეს კი იმის ბრალია რომ ისინიც ჩემთვის უინტერესო თემაზე საბრობდნენ. ხანდახან კი ხმასაც კი უწევდნენ.
-ცოტა ჩუმად , მაშოს დაეძინა- ვიგრძენი როგორ შიერხა დათი, შემდეგ კი ლუკას კვნესის ხმა მომესმა. როგორც ჩანს დათიმ ლუკას ხელი დაარტყა. ლუკას ბუზღუნზე ლამის გამეცინა.
დათიმ შუბლზე ნელა მაკოცა და მუცელზე მეორე ხელიც დამადო, ნაზად მეფერებდა.
-და შენ ამბობდი, რომ მაშოს სოფო გერჩივნა-სიცილით თქვა რეზიმ.
-მე ეს არ მითქვამს- დათის გაოცებლი და გაღიზიანებული ხმა ჰქონდა.
-სწორედ ამას ამბობდი, სანამ მაშო დაუახლლოვდებოდი და შეგიყვარდებოდა- ნუგოც რეზის დაეთანმხა. ამ სიტყვების გაგონებისას მთლიანად ამიცახცახდა სხეული, ჩემი ემოციების გაკონტროლება გამიჭრდა.
-მოკეტეთ- შეუღრინა დათიმ -სოფოს სახელს ნუ ახსენებთ და ჰო, მაშო მიყვარს- მისი ტუჩები შუბლზე ისევ ვიგრძენი. მთელი ენეგრია დამჭირდა იმისთვის რომ არ გამღიმებოდა, ან სახეზე რაიმე ემოცია არ დამტყობოდა. -დაახვიეთ აქედან, მეც მეძინება უკვე- გაიცინა დათიმ, ხმაურით მივხვდი რომ წამოიშალნენ.
-მაშოს მიხედე, არ აწყენინო- ლუკამ მუხლზე მომისვა ხელი და ლოყაზე მაკოცა, ვფიქობ მას მალევე გავუგებ, როგორც დანარჩენ ორს.
-ხვალ თეკოს ერთად მოვალ. შენი გასიებული არსად გაადგა იცოდე- ნუგომ დათის მხარზე ხელი დასცხო. ფეხის ხმა ნელ-ნელა წყდებოდა. კარების გაჯახუნებისას კი მივხვდი რომ მარტო მე და დათი დავრჩით სახლში.
დათის ხელი ფეხებზე ვიგრძენი, რამდენიმე წამში ფეხზე წამოდგა და ოთახისკენ წავიდა, ბუზღუნებდა და იმას იმეორებდა რომ საშინლად მძივე ვიყავი. კიბეებზე ასვლისას ხელები კიდევ უფრო მომიჭირა. ორ წუთიანი ნელი სირაულის შემდეგ ოთახამდეც მივაღწიეთ, საწოლზე დამაწვინა.
-ჯანდაბა! შენ ძალიან მძიმე ხარ- რაღაცეებს მეუბნებოდა და თან ცდილობდა ჩემთვის ტანსაცმელი მოეშორებინა. მაიკის გახდა კი ძალიან გაუჭირდა. თავის შეკავება საშინლად მიჭირდა, ჩუმად გამეღიმა, მაგრამ მალევე მივიღე მძინარეს სახე.
-არ გაგივა- ჩაიცინა და მისი ტუჩები ჩემსას მოაწება. ხელებით სახეზე შევეხე და ჩემსკენ კიდევ უფრო მოვწიე. ქვედა ტუჩი მის კბილებს შორის მოიქცია და მისკენ გაქაჩა, შემდეგ კი ისევ მაკოცა.
-პატარავ ჩემს ზედას მოგიტან და იმას ჩაგაცმევ- წამიერი კოცნა კიდევ დამიტოვა და ფეხზე წამოდგა. ოდნავ წამოვიწიე და საწოლის თავს მივეყრდენი.
ჩემი ნახევრად სიშიშლის დაიგნორება ვცადე, როცა დათი მის მაიკას მაცმევდა. საწოლში შევწექი, დათი მხოლოდ ბოქსერებით დაწვა, მისკენ მიმიზიდა და ჩემი ზურგი მის მკერდს მიაჯახა. ხელი მუცელზე დამადო, თავი კი ჩემს თმებში ჩარგო.
-ძილინებისა პატარავ- თავზე მაკოცა და თავი ისევ ჩემს თმებში დააბრუნა.
-ძილინებისა დათი- მის ხელს ჩემი ხელი დავადე და მშვიდ სიზმრებში გადავეშვი, საშინლად დაღლილი.

. . . . . . .
მზის სხივებმა ოთახში შემოაღწიეს თუ არა მაშინვე გამოვფხიზლდი. თვალები ნელა გავახილე. ჭერს მივაშტერდი, ხელი მუცელზე მოვისვი და გავიღიმე. დედიკოს პატარა კიდევ და კიდევ იზრდება.
საწოლიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ რაღაცამ გამაკავა. დათის მუცელსა და თეძოს შორის ქონდა თავი ჩამოდებული. სახე კი მუცლისკენ ქონდა შემოტრიალებული. საწოლის გვერდზე მდგარი თაროდან ჩემი ახალი ტელეფონი ავიღე და დათის ფოტო გადავუღე.
-დათიი- მისი გაღვიძება მომიწევს, რადგან რომ არ გაიწიოს მე ვერ ავდგები.
-მმმ- რაღაც უაზროდ ჩაიბრტყუნა, მძინარე თვალებით შემომხედა, შემდეგ კი საწოლზე გადაწვა.
საწოლიდან წამოდგომისას შემდეგ, სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
სააბაზანოდან გამოსულს, დათი ჩემსკენ დაიძრა, სწრაფად მაკოცა და გევრდი ამიარა. შორტი და თავისუფალი ზედა ჩავიცვი. როგორც ყოველთვის კიბეზე დიდი სიფრთხილით ჩავედი. საზარეულოში შესულმა კი გადავწყვიტე, რომ რაიმე გემრიალი გამემზადებინა. თინუსის და მაკარონის სალათა, კრეევეტები და დესერტად ზეფირი. ყველა ინგრედიენტი მაცივრიდან მაგიდაზე გადმოვალაგე და კეთებას შევუდექი.
ზეფირი ადვილი გასაკეტებელი იყო, ამიტომ პირველი ის გავაკეთე, კრევეტების მზადებაში ვიყავი, როცა დათი ოთახიდან ჩამოვიდა, მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვა.
-დილამშვიდობისა გაბერილო, რას აკეთებ?- ტუჩებზე მაკოცა და მაგიდას თვალი მოავლო.
-დილამშვიდობისა- სიცილით ვუპასუხე- საჭმელს- მოკლედ მოვუჭერი და ლოყაზე ვაკოცე- კარენს დაურეკე და კითხე ქორწილის საქმეები როგორ მიდის?
დათიმ თავი დამიქნია და მისაღებში გავიდა. მე კი კრევეტების კეთება გავაგრძელე. დათის ხმა მესმოდა, რომელიც კარენს რაღაცეებს ეკითხებოდა ტელეფონზე. 15 წუთი საუბრობდნენ. როცა თინუსის და მაკარონის სალათის გაკეტაბს მოვრჩი დათიც მაშინ შემოვიდა სამზარეულოში.
-მხოლოდ რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. უმნიშვნელოა- დაამატა და მისი შარვალი ოდნავ მაღლა აიწია.
-კარგი კარგი, ვიცი რომ მოაგვარებენ, ნანი ამ პატარა უმნიშვნელო საკითხს მოუგვარაბელს არ დატოვებს- გამეცინა და თავი გავაქნიე, ნანი ასეთია, სრულყოფილი- ახლა ჯობს რომ ვჭამოთ.

. . . . . . .

მაგიდის ალაგებას როცა მოვრჩი კარებზე ზარის ხმა გაისმა. ხელები ხელსახოცზე შევიწმინდე და კარების გასაღებად წავედი. კარებში გაღიმებული ბექა და ვიღაც გოგო იდგა. გოგო თბილად მიღიმოდა და ბექას სხეულს ეკვროდა.
-ჰეი მაშო- გაიცინა ბექამ -არ შემოგვიშვებ?
-კი, კი, შემოდით- კარები გავაღე და სახლში შემოვუშვი.
-მაშო გაიცანი ეს ნინაა, ნინა ეს მაშოა, ჩემი მეგობარი- ნინამ მორცხვად ჩამომართვა ხელი და ისევ ბექას მიეკრო.
-პატარავ ვინ მოვიდა? -კიბეებზე დათიმ ჩამოირბინა, ახლა უკვე ლურჯი ზედა ეცვა. ბექას დანახვისას წარბები შეკრა, მაგრამ როგორც კი ნინა დაიანხა გაიღიმა. დათიმ და ბექამ ხელი ჩამოართვეს ერთამნეთს.
-დათი ეს ნინაა, ნინა ეს დათია, მაშოს საქმრო- მის წარდგენაზე ჩუმად ჩავიცინე. ბექამ შემომიღრინა და ნინა მისკენ მიიზიდა. დათიმაც მას მიბაძა და მასთან ახლოს მიმწია.
-დათი ლუდი და წვენი მოიტანე- სამზარეულოში გავგზანე დათი და ბექას მივუბრუნდდი.
-მხოლოდ იმისთვის რომ მისი ნდობა მომეპოვებინა- სიცილით მითხრა და დათისკენ მანიშნა, რომელიც სამზარეულოსკენ მიდოდა.
მისაღებში დათისთან, ნინასთან და ბექასთან ერთად ვიჯექი.
დათი და ბექა ლუდს სვამდნენ, მე და ნინა კი წვენს. ისინი გვიყვებოდნენ მათი შეხვედრის ისტორიას, ნინა ძალიან გახარებული მესაუბრებოდა ბექაზე, როგორც ბექამ თქვა ნინა მისი ერთ-ერთი კომპანიონის შვილია, აქამდეც ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არაფერი სერიოზული არ ყოფილა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მათი ურთოერთობა ნელ-ნელა წინ წავიდა.
-ლუდის სუნი მაღიზიანებს- დათის გავხედე, შემდეგ ბექას. თვალები გადაატრიალეს და ისევ განაგრძეს ლუდის სმა და ფეხბურთზე საუბარი- ჯადნაბა მაინც და მაინც გინდათ რომ ცუდად გავხდე?- გაბრაზებული ფეხზე წამოვდექი და ორივეს გამოვგლიჯე ლუდის ბოთლი ხელიდან, სამზარეულოში ნაგვის ყუთში მოვისრულე და უკან ნატურალური წვენით დავბრუნდი. ორივეს წინ დავუდე.
-არ იყო საჭირო, რატომ შეწუხდი?- ირონიულად მკითხა ბექამ და წვენი ‘ქალივით’ მოსვა, შემდეგ კი გამიღიმა. მის შემხედვარეს ხმამაღლა გადავიხარხარე.
-ირონია იუმორის ყველაზე დაბალი დონეა- ხითხითით ვუთხარი და ნინასთან ჩამოვჯექი. ნინა ბექას შესახებს რაღაცეებს მიყვრებოდა, ერთმანეთს უაზრო კითხვებს ვუსმევდით და ვხალისობდით.
-იცი კარგი იქნება, თუ ჩემი დეიდაშვილის მაგივრად შენ იქნები ჩემი მეჯვარე- გახარებულმა წამოვიყვირე და ხელები ერთმანეთს შემოვკარი. ვფიქრობ სამი მეჯავრე არ მაწყენდა. ნინა, თეკო და კესო, ნუ მათ შემდეგ შევუთანხმდები, რომ გავიცნობ. მთავარია ახლა ნინა დავიყოლიო.
-არ ვიცი, მე ხომ მხოლოდ ერთი საათია რაც მიცნობ?
-დამიჯერე ძალიან გამახარებ თუ დამთანხმდები, როცა ვიკის გაიცნობ მიხვდები რატომაც გთხოვ ამას- სიცილით ვუთხარი -ვიცი რომ დავმეგობრდებით და ერთმანეთს გავუგებთ.
-კარგი, კარგი, რაც არის, არის- გაიცინა და თბილად ჩამეხუტა, მეც მოვხვეი ხელები. იმედი მაქვს მალე დავუმეგობრდები.
როცა მე და ნინა საუბარს მოვრჩით ბიჭებთან გადავინაცვლეთ. ინტერესით ვუსმენდით მათ ბჭობას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საფეხბურთო გუნდი ჯობდა. მაგალითები მოჰყავდათ და ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ.
-ყურადღებას მოგვაქცევთ?- გაღიზიანებულმა ნინამ ბექას მხარში ხელი ჩაარტყა, რომ მისი ყურადღება მიექცია. ბექამ მის საქციელზე ამოიბუზღუნა.
-დათი შენც გეხება ეს- გავაპროტესტე მისი უყურადღებობდა და მეც იგივე გავიმეორე რაც ნინამ.
-ჩემი ჭირვეული- გაიცინა და სწრაფად მაკოცა.
-სპიდი ჩემი საჩუქარი მოგეწონა?
-კი, კი. უკან ნახატი შესანიშნავია- სკეიტზე მივუთითე რომელიც ისევ კედელზე იყო მიყურებული- მაგრამ დათიმ დადგომის უფლება არ მომცა.
-კიდევ კარგი. საჩუქრის გამოგზავნის შემდეგ გამახსენდა რომ ორსულად იყავი, საჩუქრის უკან დაბრუნება ვითხოვე, მაგრამ უკვე მოტანილი ქონდათ- ამოიოხრა და ნახევრად ნინას მიეყრდნო.
‘მე და შენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო’- ჟესტების ენით ვანიშნე ბექას, ისე რომ ნინას და დათის ვერ შეემჩნიათ. ბექამ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
-ბიჭებიც წუთი-წუთზე აქ იქნებიან- დათიმ ტელეფონს დახედა და გაიღიმებული სახით გამომხედა- რძალიც და სარძლოც მოჰყავთ- გდაიხარხარა.
-მაშო შეგიძლია მითხრა სააბაზანო საითაა?- ნინა მორცხვად გამომხედა, რაზეც ჩამეცნა..
-კიბის გვერდით, ჰოლის ბოლოში, პირდაპირ- ხელით ვანიშნე, თავი დამიქნია და იქით წავიდა.
-რამდენი ხანია რაც ერთად ხართ??- ინტერესით იკითხა დათიმ და ბექას წარბ აწევით გახედა.
-ჩვენ ერთად არ ვართ- მხრები აიჩეჩა ბექამ- ერთმანეთი მოგვწონს, ერთად ყოფნაც. მაგრამ ჯერ სერიოზულ ურთიერთობაში არ ვართ- კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ კარებზე ზარის ხმა გაისმა, დათი ფეხზე წამოდგა, რომ ბიჭებს შეგებებოდა.
-რაა?- ხმამაღლა დავიყვირე და ბექასს მკაცრად გავხედე- არ გაპატიებ მას თუ გულს ატკენ- შევუღრინე.
-ჩანმოსვლისას ხომ გითხარი, რომ არავისთან მქონდა სერიოზული ურთიერთობა და არც ახლო მომავალში ვაპირებთქო. ის ხელს შემიშლის ბიზნესის საქმეებში, რატომ არ გესმით არავის?
-რა უნდა გავიგო რომ ნინას იყენებ? დაივიწყე ბიზნესი. მას დაკარგავ და ინანებ, თვალებზე გეტყობა რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ.
-არა- შემომიღრინა.
- ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს- ნიშნის მოგებით ვუთხარი და ფეხზე წამოდვექი რომ მისაღებში შემოსულ ბიჭებს მივსალმებოდი.

დათის თვალთახედვით:

-დათი შენ რას ფიქრობ?- მაშოს მზერა მოვაშორე და ბიჭებს გავხედე, როგორც ყოველთვის მანქანებზე საუბრობდნენ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რომელ მანქანებზე.
- რა? რაზე?- დაბნეულმა ამოვიბურტყუნე და მაშოს კიდევ ერთხელ გავხედე, მუცელზე ედო ხელი და გოგოებს ელაპარაკებოდა. თან შოკოლადს ჭამდა.
-დაეშვი დაბლა- სიცილით მითხრა რეზიმ- GeLik 6.3 Humann თუ BMW X5 4.4?
-რა თქმა უნდა GeLik 6.3 Humann- გავიცინე.
-I told you- გაიცინა ნუგომ. მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ტელეფონმა დამირეკა. ‘Mommy’ დაეწერა ტელეფონის ეკრანს. ფეხზე წამოვდექი და ვერანდაზე გავედი.
-რა ხდება დე?
-დათი შვილო, რაც შეიძლება სწრაფად მოემზადე. მოსაწვევებში შემთხვევით 16 ივლისის მაგივრად 15 ივლისი არის დაბეჭდილი, ქორწილი ხვალაა- სწრაფად მომაყარა- ნათესავები ჩამოვიდნენ. კიდევ კარგი ყველაფერი წინასწრად გავაკეთეთ.
-კარგი დე დამშვიდდი, მაშოს ვეტყვი და ხვალისთვის მზადებას დავიწყევთ ჩვენც- დედაჩემს გავუღიმე და ანერვიულებულმა ტუჩი მოვიკვნიტე. ჯანდაბა ხვალ თავისფულების ბოლო დღეა, ვფიქორბ ბიჭები სტ****იზ კლუბში წავალთ. ჩავიცინე და მისაღებში შევედი.
................
მაშოს თვალთახედვით:
გოგონებთან ერთად საყიდლებზე ვიყავი. სამივე მეჯვარეს ერთი ფერის კაბა ავურჩიე, ერთი და იგივე სტილის. ავარჩიეთ ღია ცისფერი კაბები. უმკლაო მკერდს ქვემოთ გაშლი მუხლს ქვემოთ. სამივეს ძალიან მოუხდა, ამიტომ არჩევანი ამაზე შევაჩერეთ.
–ახლა დროა პატარძალის კაბა ვნახოთ– გახარებულმა ტაში შემოკრა ნინამ, როცა მაღაზიიდან გამოვედით.
–არა, არავითარ შემთხვევაში, ყველა ნახავთ, მაგრამ ხვალ– გავაპროტესტე და ტაქსი გავაჩერე, ოთხივე მოვთავსდით. ნანისთან წასვლა ვარჩიე, რადგან ყველაფერი იქ ეწყობა, დედაჩემის დაჟინებით.
–ძალიან მაინტერესებს კაბა, როგორია? – წინა მხრიდან გამომხედა თეკომ.
–ამმ... ის ლამაზია– გავიცინე. – ხვალ ნახავთ, ყველა.
–რატომ არ შეიძლება ვნახოთ ჩვენც– ამოიბუზღუნა ნინამ და მუხლზე მისი მუხლი მომცხო.
–ალბათ იმიტომ რომ ასე მინდა– მხრები ავიჩეჩე.
მგზავრობის დანარჩენი ნაწილი ხმას არცერთი ვიღებდით, კესომ ლუკასთან დარეკვა ცადა, მაგარამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა, როცა ეს გვითხრა ნინამ და თეკომაც დაურეკეს ბექას და ნუგოს, მაგრამ მათაც გამორთული ჰქონდათ. კესო სიცილით აკვირებოდა მათ.
–ისინი სტ****იზ კლუბსი არიან– სიცილით თქვა კესომ და თბილისის ქუჩას გახედა. გაოგნებნულმა შევხედე მას, ისე უდარდელად იყო, თითქოს ლუჯა ახლა მას არ ღალატობდეს.
–ასე მშვიდად ამბობ ამას?– შეიცხადა თემომ.
–კარგით რა– სიცილით გახედა გოგოებს– მეც იგივეს გაკეთბას ვაპირებ – ტელეფონი აათამაშა და სადღაც დარეკა, ყურმილში გაისმა ‘ კაცი გამოძახებით’. ამის გაგონებაზე გულიანად გადავიხარხარეთ ყველამ. შეხვედრა ჩვენ სახლში დავნიშნეთ, ნახევარ საათში იქ იქნებიან. ვფიქრობ მოვასწრებთ დათვალიერებას და სახლში მისვლას.
ტაქსი სახლის წინ გაჩერდა, გოგონები გადავიდნენ და მეც დამეხამრეს გადასვლაში, თეკომ თანხა გადაიხადა და ყველა ერთად შევედით სახლში. პირველი ვიკი შემომეგება, გახარებული, მაგრამ როცა გოგონები გავაცანი სახე გაუმკაცრდა, რადგან გოგოები მას ისე წარვუდგინე, როგორც ჩემი მეჯვარეეები.
სახლში მსახურები მოძრეოდბენენ, ვერანდაზეც, ყველგან ვიღაც დადიოდა და რაღაცას ასწორებდა. რამდენიმე ნათესავსაც მოვკარი თვალი, მაგრამ მზერა ავარიდე და გარეთ გავედი, რომ ყველაფერი უკეთ შემეთვალეირებინა. ვერანდაზე კარენი, კახი, ნანი და მერაბი დამხვდნენ. მერაბიმ დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა ხელებგაშლილი, თბილად ჩამიკრა გულში და ყველაფერი დაგვათვალიერებინა.
ყველაფერი სრულყოფილად იყო, მხოლოდ რამდენიმე დეტალი იყო მოსაგავრებელი, რომელსაც ახლა აგვაებდნენ.
–შენი კაბა ვნახე– უკნიდან ვიკის ხმა მომესმა, მისკენ შევტრიალდი და ირონიულად ჩავიცინე
–მართლა? მოგეწონა?
–კი– გაიცინა და ჰაერში ააფრიალა კაბის ნაჭერი, რომელიც დაგლეჯილი იყო. გაოგნებულმა შევხედე, ახლა რაც მინდოდა მისთვის თმის დაგლეჯვა იყო, რომ არა მუცელი ალბათ ამას მართლაც გავაკეთებდი. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, გვერდი ავუარე. გოგონებიც უკან გამომყვნენ. კიბეები ფრთხილად ავიარე და მამას კაბინეტში შევედი, სეიფის კარი ღია დამხვდა. ყუთი გადმოვიღე, კაბა მთელი იყო, არაფერი ჰქონდა დაზიანებული. ისევ სეიფში დავაბრუნე და სეიფი ჩავკეტე.
–კაბა მთელია– მხრები ავიჩეჩე.
–აბა მან რა გაჩვენა?– ცოტა დაბნეულმა მკითხა თეკომ, მხრები ავიჩეჩე და ფეხზე წამოვდექი.
–სახლში მისვლამდე 10 წუთი დაგვრჩა– ხითხითით თქვა კესომ. გოგონებმა ხმამაღლა შემოკრეს ტაში, როგორც ჩანს სამაგიეროს გადახდას აპირებდნენ. მათი კაბები სახლში დავტოვე, ჩემს ოთახში საგულდაგულოდ შევინახე.
–ტაქსი მოვიდა, სწრაფად– ყველა დაბლა ჩავედით, მისაღებში ღიმილით შემეგება ვიკი. მაგრამ როცა ჩემი მომღიმარი სახე დაინახა, სიიცლი ისევ სახეზე შეახმა.
–ძალიან დამწყდა გული– სიცილით ვუთხარი და გარეთ გავედი.

. . . . . . .

ნინა და თეკო კარგად ერთობოდნენ ნახევრად შიშველ ბიჭებთან, რომლებიც მხოლოდ მათთვის ცეკვავდნენ და ნელ-ნელა ყველაფერს იშორებდნენ სხეულიდან. თითქმის 3 საათია გაუჩერებლად ცეკვავდნენ. მე და კესო მშვიდად ვუყურებდით მათ. კესო კი ხანდახან რაღაცეებს წამოიყვირებდა ხოლმე და ფულს ისვროდა რომ ბიჭებს რაღაცეები გაეხადათ. სამი ბოთლი არაყი დალიეს, მე კი მხოლოდ წვენს ვსვამდი.
–იეეეე პატარავ, საცვალიც– დაიყვირა კესომ და ისევ ისროლა ფული, ერთ-ერთმა მოცეკვავემ, ფული საცვალში ჩაიდო. მათ შემხედვარეს მეცინებოდა, მთელი საცვალი დაკუჭული ფულით ჰქონდა სავსე.
ერთ-ერთმა მათგანმა საცვალი გაიხადა. მე კი ხელები ავიფარე სახეზე, რომ მისი ამაზრზენი ‘რაღაც’ არ დამენახა. გოგონებს ჩემ საქციელზე გაეცინათ. კესომ ხელები ჩამომაღებინა და შიშველ ბიჭზე მანიშნა, რომელიც ნინას ეცეკვებოდა. მეორე ბიჭს თეკომ ჩახადა საცვალი.
–ეს რომ ნუგომ და ბექამ დაინახონ არ გაცოცხლებენ– სიცილით ვთქვი.
–ვფიქრობ მაშო მართალია– მისაღებიდან გაბრაზებული ხმა მომესმა, იქით გავიხედე, ბიჭები გაბრაზებული სახით იდგნენ და ჩვენ შემოგვყურებდნენ, მხოლოდ ლუკა და რეზი იცინოდნენ. ლუკა სწრაფად მოვიდა კესოსთან და გვერდით დაუჯდა.
–ვფიქრობ ეს შენი იდეა იყო– ჩუმად უთხრა და კესო კალთაში გადაისვა, ორივე ჩუმად იცინოდნენ.
–სწრაფად მოკრიფეთ ფული და აახვიეთ აქედან სანამ თქვენი ბურთები დამიმუშავებია– მკაცრად თქვა ნუგომ და იმ ბიჭებისკენ გაიწია, მაგრამ დათიმ შეაჩერა. ბიჭებმა სწრაფად წამოკრიფეს ნივთები და გარეთ გავარდნენ შიშვლები, როგორც ჩანს ნუგოს შეეშინდათ, მაგრამ ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე საყავრელი ბიჭია? მისი როგორ შეეშინდათ?
ნინა და თეკო დასჯილი ბავშვებივით ჩამოსხდნენ სავარძელში და მოემზადნენ ლექციისთვის.



№1 სტუმარი semnfieknm

vgizhdebi !! ))yvelazekargia

 


№2  offline წევრი natia-natia

Vaime ramagaria

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargia dzaan imedia rame ar aireva... es viki kide ra ubedurebaa sad naxe es gogo :D auu wrts gtxov amdeni chaixitxita dzaan vudad mxvdeba da arginda raa ise istoria kargia

 


№4  offline წევრი eliko

Martlac rom vauu pirvelad vnaxe istori romelic ariwkeba garegnobis agwerit an shekvarebulobit :D martlac dzalian magaria gansxvavebuli msuke tavebit vimedovneb asee gaagrdzeleb da argvalodineb xolme.. Meti sigije meti vneba meti gachedvebi nu karoche geliiraa da armawkenino

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა მაგარიაა wink love ჩემო შოკოლადო love love ალუბალო love love მარწყვოო love love რაფაელოოვ love love ალპენგოლდო love love ვგიჟდები მე შენზე რა მააგარიიი თავი იყო სასწაულიიი აღფრთოვანებული ვარ love wink love ვგIჯდები მე შენზე love request სასწაული ხარ love winked

 


№6  offline წევრი isterichka123

ჰაჰა კაი იყოი ასე გაგრდზელე

 


№7 სტუმარი annnastacia

ai imdeni xania aseti dadebiti istoria ar wamikitxavs, rom ai albat movkvdebi aq rom rame airios. unichieresi xar ashkarad, dramis gareshe ron ase ze saintereso teqstis wera shegidzlia!!!! bravo

 


№8  offline წევრი im a crazy girl

Sitkvebit aguwerelinistoria vgijdebi dzaan magaria tan ramxela tavebs deb wow

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent