შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის მარიონეტი(თავი 4)


23-10-2015, 21:28
ავტორი Geek Girl
ნანახია 2 518

დილით როგორც ყოველთვის ადრე გავიღვიძე. თავი მოვიწესრიგე ჩანთა ავიღე,ცოტა ვისაუზმე. სოფომ კიდე გარეთ ცხელი ყავა იყიდა და ასე წამოვიდა. მე და სოფომ და სკოლისაკენ გავწიეთ.ეკას სახლი სკოლასთან ძალიან ახლოს იყო,ამიტომ ეკასაც გავუარეთ. სკოლისკენ მიმავალი გზა საუბარში და ჭორაობაში გავატარეთ. სკოლას ნელ-ნელა მივუახლოვდით,გარეთ, მანქანის სადგომი უნდა გადაგვეწრა როცა ჩვენს წინ კაბრიოლეტი გაჩერდა. შიგ გვანცა იჯდა, ერთჯერად ჭიქაში კოკა-კოლა ესხა და გვერდით ედო. ჩვენკენ არც მოუხედია,ვითომ ვერ დაგვინახა. კოკა-კოლა აიღო და პირდაპირ ჩემკენ გადმოასხა(ანუ ზედ შემასხა) თეთრ მაისურზე სწრაფად მოძებნეს ლაქებმა "ბინა".გაოგნებული ვუყურებდი ვერ ვხვდებოდი ეს რატომ გააკეთა.
სოფოც და ეკაც გაშტერებულები უყურებდნენ ამ ყველაფერს.
-ოე,შვილო, ვერ ხედავ აქ ადამიანები რომ დგანან?-გაბრაზებულმა მიმართა სოფომ. მაგრამ მას სოფოსთვის ყურადღება არ მიუქცევია, მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან ვითომაც არაფერი არ მომხდარა. და მე მომიბრუნდა
-მაპატიე მაარ... ვერ შეგამჩნიე, იმდენად პატარა ხარ რომ... უჩინმაჩინივით!!!-დამცინავად შემომხედა და ჩემი აცრემლებული თვალების დანახვისას უფრო ბედნიერი გახდა.
-თავს რამდენის უფლებას აძლევ?-ართმობდა თავისას სოფო.გვანცამ ისევ თავი წაიყრუა და სკოლისკენ სიარელი განაგრძო.სოფო ლაპარაკით გაყვა უკან.-რა დაგიშავა ასეთი რომ ასე ექცევი?-ამის თქმა და გვანცას შემოტრიალება ერთი იყო. ისევ ის ირონიული და მობეზრებული სახე ჰქონდა.სოფო მის წინ იდგა.
-ამას მარის მაგივრად მე გავაკეთებ!!-გველურად გაუღიმა სოფომ გვანცას.
-რას გააკეთებ?-ისევ ირონიულად ჰკითხა გვანცამ მას. წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა როცა სოფომ ის ყავა, რომელიც ხელში ეჭირა თავზე გადაასხა(პირდაპირი მნიშვნელობით) მე და ეკა სიცილით გავიგუდეთ როცა გვანცას გაბრაზებული სახე დავინახეთ.
-ამას არ შეგარჩენთ!!!-ესღა თქვა და ისევ მანქანაში ჩაჯდა.მერე საპირფარეშოში შევედით ჩემი მაისური გავიხადე და სოფომ თავისდი მომცა თვითონ კი ჯინსის ქურთუკი ბოლომდე შეიკრა.მაინც ძალიან სხვანაირია სოფო, მართალია ჩემი ღვიძლი და არ არის მაგრამ ისე იქცევა რომ ამას არ მაგრძნობინებს.



ძალიან გთხოვთ შემიფასოთ!!!!!შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით.
პატივისცემით თქვენი Geek Girl.<3



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

საყვარელი ისტორიაა მე მომწოონს მალე გააგრძელე♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი Geek Girl

aucileblad. dzalian Minda ROM bolomde davdo magram aravin at kitxulobs DA....

 


№3  offline წევრი vighaca

Au Ra kargia momwons !

 


№4  offline წევრი darjania

Chemi gochii...... geek girl <3 miyvarxarrr male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent