ნინას (ნაწილი პირველი)
წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არც ჩვენ ვშორდებით მას იმ საღამოს შომოდგომის ფოთლები შრიალებდნენ ფალიაშვილზე… -რომ გაგიშვა წახვალ? -არა ნინა, არ წავალ -რომ გაგაგდო? -გინდა რომ წავიდე? -რომ გაგაგდო წახვალ? -მაგდებ? -შენი აზრით? -სიტყვებით მეთამაშები ნინა-გაეღიმა ერაკლე გელოვანს -მთავარია შენ არ მოტყუვდე და არსად გაქრე-თვალი ჩაუკრა და ვისკი მოსვა *** -ნინა(ნანიცა) გავაშელი გოგო იყო?! არ ვიცი, არ გეყოლება ნანახი, გაგონილი მისნაირზე, მახსოვს ყოველთვის ყურადღებას იქცევდა სიამაყით, კი ამაყი იყო, მაგრამ არა ამპარტავანი. ზაფხულობით კიკეთში ვხედავდი ხოლმე ხშირად ბაბუასთან ჩამოსულს, პატარა გოგოებთან ერთად ხან წრეში ბურთს თამაშობდა, ხან დაჭერობანას. ყველაზე მეტად 2007 წლის აგვისტოში დამამახსოვრდა, ალბათ იმიტომ, რომ ნელ-ნელა ქალდებოდა, იხვეწებოდა, ფერიასავით დაფრინავდა აქეთ-იქით(ახველებს) წაბლისფერი, წელამდე თმა ტალღებად ეკლაკნებოდა მზეზე, დიდი, ლურჯი, ბავშვური თვალები და გრძელი შავი წამწამები ქონდა, ტუჩები ყოველთვის წითლად უელავდა, ლოყები კი ამდენი ცელქობით ყოველთვის შევარდისფრებული ქონდა.. სიმღერით? აი სიტყვებს ალბათ ამოვწურავ რომ დავიწყო ლაპარაკი, მღეროდა და თან როგორ ტო...(ეღიმება) ეგეთი? მე არ მყავს ნანახი, თავიდანვე ვიცოდით რაც გაიზრდებოდა... აცხადებს ნანიცა გავაშელის ბიძაშვილის შვილი, დიტო გავაშელი. *** 2013 წელი იყო, სკოლის ბოლო წლები და გამოცდებისთვის მზადება, მათემატიკაზე დავდიოდი ორი კორპუსის იქით, ნინო გოგელაშვილთან, ყოველთვის მიყვარდა იქ ასვლა, ძალიან თბილი და მშვიდი გარემო იყო, ისე არ გამომიშვებდა პირჯვარი რომ არ გადაეწერა ჩემთვის, შემაყვარა მათემატიკა და მათემატიკამაც არ თქვა უარი ნინა გავაშელზე, 11 დეკემბერი იყო გაკვეთილზე წნევა დარტყმული ქათამივით რომ ვიჯექი, ოღონდ პირდაპირი გაგებით -ეს მაგალითიც და გაგიშვებ-მიხვდა რომ ვერ ვიყავი ხასიათზე კარზე ზარი გაისმა და ნინოც შემოსასვლელისკენ გავიდა... ძალიან განათლებული და თბილი ქალი იყო, შეგეძლო ყველანაირ თემაზე საუბარი მასთან, არ აკლდა თანამედროვე აზროვნება, მოკლედ რომ ვთქვა მიგებდა და ვუგებდი... -ვაიმე ერეკლე დედა, რატომ არმითხარი რომ ჩამოდიოდი? ჰა? ხომ უნდა დაგხვედროდი, არა? როგორ იცი ხოლმე...-მესმოდა შემოსასვლელიდან გახარებული ნინოს ხმა -რავი დე, უცებ გადავწყვიტეთ რა... -ერეკლე არაფერი არ მაქ მზად, ასე როგორ შეიძლება დედა, მითხარი რა გაგიხარდება ეხლავე დავტრიალდები-ცქმუტავდა ნინო, მე მეცინებოდა.. -მაგრად დავიღალე დე, მერე შევჭამ. მივხვდი, რომ ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ქონდა, ჩანთა ავიღე და შემოსასვლელში გავედი. -წაველ მე ნინო დეიდა -ნინო ზუკა უნდა ვნახო, მეც გავალ რა ბარემ, წამო გაგაცილებ-მე გამომხედა და კაპიშოუნი წამოიფარა გარეთ გავედი -ერეკლე დაგესვენა ცოტა, მერე გასულიყავი, დაღლილი იქნები... -მელოდებიან... არ ინერვიულო, მალე მოვალ კიბეებზე ჩავედით და გარეთ გავედით, სიგარეტს ეწეოდა, მე საერთოდ არ მიყურებდა, თითქოს არც ვიყავი იქ, რაღაცაზე ფიქრობდა, არადა მე ძალიან მეცნობოდა ალბათ პატარაობაში ვხედავდი ხოლმე, მერე ზრდილობის გამო მკითხა -დიდი ხანია ნინოსთან დადიხარ? -1 წელია გაჩუმდა, აქეთ-იქით იყურებოდა, მერე ალბათ შეამჩნია უხერხულად რომ ვიყავი -ბახტრიონზე ცხოვრობ?-ისე მელაპარაკებოდა ზედაც არ მიყურებდა. -ხო ამ კორპუსში. ხმა აღარ ამოუღია. კორპუსთან აბა შენ იციო მომაძახა, ერთხელ გამიღიმა და სადღაც გაქრა. სახლში დებილივით ავედი, ვერ ვეგუებოდი რომ ვინმესთვის არაფერს წარმოვადგენდი. ჩემი და აციმციმებული თვალებით გამოდიოდა ოთახიდან. -რა ხდება ნუკა?-მაცივრიდან დამშეულმა ბედნიერი სახით გამოვიღე იოგურტი და სწრაფად გავხსენი -ნინა რაღა რა ხდება, მეღადავები? ისეთი სახე მივიღე მიხვდა რომ აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა და ღიმილით გამომხედა -ერეკლე ჩამოსულა გელოვანი. მე გამეცინა და თავი გავაქნიე. -ნინოს შვილი ხო არა, გოგელაშვილის? -ხოო, ეგ... -მერე ესე რატო გაგიხარდა? -რაღა რა მიხარია, ძაან მაგარი ტიპია...-დასერიოზულდა ნუკა და თავაწეული შევიდა ოთახში ნინო გოგელაშვილთან, ბებიაჩემი ლელა დევდარიანი რაც თავი მახსოვს ძალიან ახლოს იყო, ბოლოსდაბოლოს მეზობლები ვიყავით. *** მეორე დილით, მე, თიკა ჯაფარიძე, ნინი მაისურაძე და ლენკა ბაქრაძე 161-ეს ეზოში ვისხედით, ჩვევად გვქონდა, რომ სკოლაში ყველა ერთად უნდა შევსულიყავით და კატოს ველოდებოდით. უცებ, ძალიან შემთხვევით ერეკლე დავინახე, გზის მეორე მხარეს იდგა ზუკა ბოლქვაძესთან ერთად, და მონატრებულზე ისე იცინოდა შუაზე იკეცებოდა, დამინახა, ხელი ამიწია კაი ახლო მეგობრისავით, თვალი ჩამიკრა და ვიღაცეებთან ერთად კორპუსთან შეუხვია. -ლადოს ასულო ნინავ, რა გჭირს?-მოგვიჯდა გოგოებს ზუკა. -როდის უნდა დასერიოზულდე?!-გამეცინა მე თმა ამიჩეჩა და იკა თოდუასთან ერთად სკოლაში შევიდა. *** დიდი ხანია ვიხსენებდი, რატომ მახოსოვდა ასე კარგად ერეკლე გელოვანის სახე და ქცევები, ფაქტი იყო ძალიან მეცნობოდა, მაგრამ ვერადავერ ვიხსენებდი საიდან.. მერე გავბედე და ნუკას ვკითხე, ვინაა ესეთი, ესე რატომ მეცნობათქო, მაშინვე ლანძღვა დამიწყო, როგორ არ გახსოვს, დათი კიკაბერიძე ქუჩის ძაღლებს და კატებს რო გიტოვებდა კარებთან და ზოოპარკი რო გვქონდა გაშენებული სადარბაზოში, შენი აზრით ეგ როგორ უნდა დაჭკვიანებულიყოო... როგორ-თქო გავიკვირვე მე -არ გახსოვს, მაგ ამბების მერე გელოვანი ფეხმოტეხილი რომ მოძრაობდა?-ეცინებოდა ნუკას, გამეღიმა მე -მახსოვს-ყველაფერი ამომიტივტივდა თავშ... -ეყვარდი ერეკლეს პატარაობაში, თან როგორ-თავი გააქნია ნუკამ -ეხლა ზედაც არ მიყურებს-მეცინებოდა მე -5 წელი გავიდა ნინა, აღიარე კარგი ბიჭია-გაიზმორა ნუკა და ოთახიან გავიდა. მე დებილივით დავრჩი ჩემს ფიქრებთან მარტო და ვიხსენებდი ყველა დეტალს, სიცილი ამიტყდა და ხელები სახეზე ავიფარე. _______________________________________________________________ გამარჯობათ <3 ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე და მოგეწონებათ იმედია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.