შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობ–ნაცნობი სხეულები 2


8-05-2016, 17:50
ავტორი KuKushKa
ნანახია 1 430

ივნისის გრილი ამინდი იდგა,არც ციოდა არც ცხელოდა,ნორმალური და ევასთვის შესაფერისი ამინდი იყო.აბაზანიდან გამოსულმა დილის პროცედურები ჩაიტარა და შემდეგ შეუდგა ტანსაცმლის არჩევას.ბოლოს თავისი არჩევანი ღია ვარდისფერ გრძელ კაბაზე გააჩერა,ფეხზე ნიუბალანსები მოირგო,თმები გაიმშრალა და უკან გადაიწია.
ოთახიდან გასულმა მოჭუკჭუკე გიორგი და ელენე დაინახა,რომლებიც ევას დანახვისთანავე გაჩუმდნენ,ელენეც უცნაური მოეჩვენა,დაინახა თუ არა მივარდა და ისე ჩაეხუტა ძვლებში გადამამტვრევსო იფიქრა,მაგრამ ეს ყველაფერი ნერვიულობას მიაწერა.
-მოდი აიღე
გიორგის ხელში ლუდის ქილა ეჭირა და უკმაყოფილო სახე დაკერა.
-მაადლობა!
უცნაური მომეჩვენა მისი ესეთი საქციელი,დილით მლანძღავდა ეხლა კი...ალბათ ელენეს დამსახურებაა.
-აბა სად მივდივართ?
-თუ მზად ხარ წავედით!!
მის ხმაში ისეთი სიცივე იგრძნობოდა გავიყინე და კიდევ ერთხელ მივხვდი როგორი დამნაშავე ვიყავი.ელენე რომ არ ახსენა ძალიან გამიკვირდა.
-ელენე?!
-ელენეს აქ რჩება,წავედით!დროზე!
-ელენე კარგი რაა...
-ევაკო რა ვქნა,გიორგიმ გადაწყვიტა ეგრე
თვალებშიც კი არ მიყურებდა ისე მელაპარაკებოდა.
-კარგი,წავედით აბა თუ მივდივართ.
მანქანაში ჩავჯექით თუ არა ეგრევე კითხვები მივაყარე მაგრამ პასუხი არცერთზე არ მიმიღია.უხმოდ ვმგზავრობდით,მალე ჩამეძინა კიდეც.როდესაც გავიღვიძე თავი მწვანე სამოთხეში ამოვყავი.ყველაფერი ისეთი მწვანე და ლამაზი იყო...ცისფერი ცა მწვანე ბალახი და ხეები,გარშემო ლურჯი მთები, არცკი მჯეროდა ამ სილამაზის.გაშტერებული ვუყურებდი არემარეს,ბავშვობის მოგონებები გამახსენდა რომლებიც მშობლებთან ერთად მქონდა გატარებული. მოგონებებთან ერთან შვება ვიგრძენი,თითქოს აქ ჩამოსვლისთანავე გულიდან მძიმე ტვირთი მომხსნეს მაგრამ ვერ ვხვდებოდი ამ ტვირთში რა იგულისხმებოდა.მალე პატარა ორ სართულიანი სახლი შევამჩნიე,რომელიც ძალიან უხდებოდა ამ გარემოს და არემარეს,მეგონა რაღაც საოცარ ნახატს ვუყურებდი.საკმაოდ მყუდროდ გამოიყურებოდა,გარშემო რამოდენიმე ხე,წინ დიდი აუზი და ლამაზი გარშემო ლამაზი "ღობე".
-რა სილამაზეა,სიტყვები არ მყოფნის!
-ძალიან კარგი თუ მოგეწონა,რაგდან მთელი ზაფხულის გატარება აქ მოგიწევს.
-რაა?მეღადავები?!შანსი არაა!დროზე წამიყვანე აქედან ორი წუთითაც არ გავჩერდები აქ!!
მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი მაგრამ ხელზე ძლიერი მოჭერა ვიგრძენი.
-არსადაც არ წახვალ!ისე იქნება როგორც მე ვიტყვი!!გითხარი,რომ აქ გაატარებ საფხულს,ჰოდა ეგრე იქნება!ხვალ ტანსაცმელს ჩამოგიტან.
-არ გესმის,რომ მე აქ არ დავრჩები?თუ გაგაგებინო?ჯერ ერთი რო სიმარტოვისგან შეიძლება შევიშალო და სულაც თავი მოვიკლა და მეორეც არ მაქ აქ დარჩენის სურვილი და არც დავრჩები!
ბოლო ხმაზე ვუკიოდი და ხელებს ვიქნევდი ისე,რომ გიორგის კალიასავით უწევდა ხტუნაობა ხელი სახეში,რომ არ გამერტყა.
-კარგი...
ეს კაარგი ორ აზროვანი მომეჩVენა და ესეც აღმოჩნდა.ხელში აყვანილი შემიყვანა სახლში.
-გამარჯობა ანა.
ანა?ვინ ანა?ჩემთვის ვფიქრობდი და თან ვაკვირდებოდი სალხს იმდენი ახალი რამ დავინახე.
-გამარჯობა ბატონო გიორგი
ბატონოს გაგონება გამიკვირდა მაგრამ თითქოს არაფერი ისე ვუყურებდი. ოთახში ამ სიტყვებთან ერთAდ ოთახში მაღალი აღნაგობის,ქერა,ცისფერ თვალება ქალი შემოვიდა სადღაც 40-45 წლის,რომელსაც სახეზე გგულწრფერლი ღიმილი დასთამშებდა.ისეთი სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა,თვალს ვერ ვწყვეტდი.
-თუ არ შეწუხდებით,შეგიძლიათ ევას ოთახი მაჩვენოთ?
ხელებში გამომწყვდეული ვყავდი და ისე ელაპარაკებოდა.
-ახლავე,გამომყევით.
მეორე სართულზე ავედიოდით,ყველაფერს დიდი ინტერესით ვათვალიერებდი.გიორგი ისე სწრაფად მიდიოდა ყველაფრის თვალიერებას ვერც კი ვასწრებდი.მალე რაღაც ოთახთან გავჩერდით,ანამ უბრალოდ გაგვიღიმა და მარტოები დაგვტოვა.ოთახში შევედით თუ არა გიორგიმ დამსვა,კარი გადაკეტა და მე მომიბრუნდა.
-ბატონო გიორგი?
-ჰო რავი,იმის მერე რაც გავიცანი სულ ბატონო გიორგით მომმართავს.
-ეს სახლი შენია?
დიდ გაუგებრობაში ვიყავი,არ ვიცოდი ეს სახლი ვისი იყო ან აქ ეა მინდოდა.
-არა ჩემი არაა,ჩემი ძმაკაცის ანა კი მისი მოახლე.
-აამ.და რატო გათხოვა მთელი ზაფხულით ან აქ რა მინდა?
-ვთხოვე,მაინც არ ცხოვრობს წელიწადში ერთხელ თუ ჩამოდის,და შენ აქ ჩამოყვანას რაც შეეხება,აქ მანამ დარჩები სანამ არ შეიგნებ,რომ უნდა გამოსწორდე და წესიერი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება.კარგი აბა მე წავედი.
-აქ მე არ დავრჩები შანსი არაა,უკან გამოგყვები!
-ამასაც ვნახავთ
თვალი ჩამიკრა,ოთახიდან გიჟივით გავარდა და გარედან კარები ჩაკეტა.მესმოდა ანას როგორ ეუბნებოდა,რომ საღამოსკენ გაეღო კარი.ძალიან გავბრაზდი მის ასეთ საქციელზე,ოთახი შემოვავლე და აივნის კარი დავინახე, რომელიც ჩემი გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო.გარეთ გავედი და ქვემოთ დიდი აუზი დავინახე,საკმაოდა დიდი მანძილი იყო ჩემს და აუზს შორის ამიტომ ვერ გავრისკე.რაღა დამრჩენია,საწოლზე წამოვწექი და ყველაფერზე ფიქრი დავიწყე რაც კი ოდესმე მაწუხებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent