შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (9 თავი)


8-05-2016, 19:37
ავტორი zia-maria
ნანახია 3 888

-ეს ყველაფერი, ძალიან ადრე დაიწყო, -ილომ ყავის ფინჯანს ხელი მოკიდა და ნათიას გაუსწორა მზერა- ვცდილობ რომ არ შემეტყოს და ძალით გავაგრძერლო ცხოვრება. პირველი ხარ ვისაც საერთოდ ამ თემაზე ვესაუბრები, მპირდები რომ არავის ეტყვი?
---ნუ თუ მენდობი და ასეთ მნიშვნელოვან საიდუმლოს გასამხელად ამირჩიეთ, ეს ჩემთვის დიდი პატივია, იმედი გქონდეთ რომ სამარე ვარ, გპირდებით!
---მაშ ასე, შეიძლება გაგიკვირდეს, შეიძლება ეს შოკიც იყოს შენთვის, შეიძლება ფანტაზიაც გეგონოს ჩემი, მაგრამ ბოლომდე მომისმინე, ეცადე მაინც მომისმინო! -ღრმად ამოისუნთქა და ჯერ გაუბედავად დაიწყო თხრობა. - 14 წლის ვიყავი როცა სოფელში ვიყავი დეიდასთან, ბავშვები მდინარეზე წავედით და იქ ჩემზე ბევრად უფროსმა ასაკის ბიჭმა იგივე მეზობელმა ძალა იხმარა და მთელი ზაფხული სულ შიშში ვყავდი, მის შემდეგ სოფელში არ წავსულვარ. 18 წლის რომ შევსრულდი მყავდა შეყვარებული გოგონა, ეს ძალიან კარგი იყო და თავსაც ძალიან კარგად ვგრძნობდი მასთან მანამ, სანამ არ შევხვდი ჩემი დიდი ხნის უნახავ მეგობარს. 20 წლის ვიყავი რომ გავიგე მე უფრო მამაკაცებისკენ მივისწრაფოდი და არა ქალებისკენ. მე დღემდე ასე ძალით ვცხოვრობ, აქ საქართველოში. მინდა წავიდე იმ ქვეყანაში სადაც ამ ყველაფერს არ დასცინიან და თავისუფლად ცხოვრობენ თავიანთ რჩეულებთან ერთად, მე მელოდება ჩემი მეგობარი ბიჭი ამერიკაში და სულ მალე წავალ კიდეც იქ, მანამ ნათია დახმარებას გთხოვ, უნდა დამეხმარეო!- ნათია გაშეშდა ენა ვეღარ მოაბრუნა. იმან კი არ გააშეშა, რომ ილოს გადახრები აქვს, არამედ იმან რაში უნდა დახმარებოდა ნათია ილოს.
---მე რაში უნდა დაგეხმარო? სიმართლე გითხრა არ გამკვირვებია, მე მივხვდი იქ როცა ჩემს სანახავად მოხვედით, საავადმყოფოში გახსოვს? მაშვინ მართლა გამიკვირდა. ეს ასეთი ყველა გოგოს სასიამოვნო მამაკაცი, როგორ გარდაისახეთ სულ სხვა პიროვნებად და ეხლა ნამდვილად არ გამკვირვებია. გისმენ მე რა უნდა გავაკეთო!
---ნათია, უნდა დამთანხმდე და ჩემი ცოლი გახდე!
---რააა? -ეხლა კი მართლა გაოცდა ნათია.
---ნათია, იქამდე სანამ აქ ვიცხოვრებ, აქ რომ ვიყო ყველას თვალში ჩვეულებრივი კაცი, წასვლამდე ძალიან გთხოვ!
---არა, ეს შეუძლებელია!- გადაჭრილი პასუხი უთხრა ნათიამ, ადგა და კარებისკენ წავიდა და უცებ ილოს მიუბრუნდა.
---შენ მე საიდუმლო გამანდე, ნუ გეშინია, არავის ვეტყვი, მხოლოდ ის რაც, ჩემგან გინდა ვერ მიიღებ!- კარები უნდა გაეღო რომ ილოს ხმამ შეაჩერა.
---ნიკა? გიყვარს ნიკა? მის გამო უნდა დამთანხმდე ჩემს ცოლობაზე, თუ გინდა ის ბედნიერი იყოს და ამასთან ერთად ცოცხალი!- ნათია ადგილზე გაშეშდა, გულზე მოიკიდა ხელი და ღრმად დაიწყო სუნთქვა. თითქოს ნიკას ნაწილი გული ატკივდა და გადარჩენას თხოვდა. ვეღარც წინ წავიდა და ვეღარც უკან დაბრუნდა. ცრემლი ახრჩობდა მაგრამ ვერც საყვარელ ადამიანს გასწირავდა ტანჯვისთვის, უფრო მეტიც სიკვდილისთვის.
---დრო მომეცი მოსაფიქრებლად, ძალიან გთხოვ თითქოს დაიჩურჩულა.
---დრო გაქვს, 5 დღეში მითხარი პასუხი. ნათია ვიცი ძნელია ჩემისთანა ადამიანის გვერდით ყოფნა, მაგრამ ეს დროებითია , 2-3 წელი და მერე სულ წავალ საერთოდ აქედან. გპირდები ჩვენს შორის არაფერი არ მოხდება!
---კარგი ილო მხოლოდ დღევანდელი დღე მომეცი, რომ ვიფიქრო. ამის უფლება ხომ მაინც მაქვს?
---როგორ არა შენ ყველაფრის უფლება გაქვს ნათია. მთხოვე რაც გინდა. ხელშეკრულება დავდოთ და გავაფორმოთ!
---არა, მე ფულზე არ ვიყიდი იმ საიდუმლოს რომელიც გამანდვე, ეს არც იფიქრო ილო!- მრისხანედ დაუბრიალა თვალები. ისე რომ ვეღარც ილომ უთხრა ვერაფერი.
ნათიამ ავადმყოფობა მოიმიზეზა და სახლში წავიდა. ყველაფერი ერთნაირია, ყველაფერი ერთმანეთს გავს. წვიმაც და მზეც კი ერთნაირია თითქმის.ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მის ადგილზე დადგება. მე კი უშენოდ არ შემიძლია სიცოცხლე. შენ არ ხარ მზად სიკვდილისთვის. შენ ვერ გაგწირავ. მე მიჩვეული ვარ ტკივილს, მთელი ჩემი ცხოვრება ხომ ტანჯვაა. საკმარისად ვიტანჯე და ამასაც გაუძლებ, მე ტირილიც არ მინდა, არ შემიძლია. გაუძლებ ნიკა, შენს გამო ყველაფერს გაუძლებ და დროს მივენდობი. მამაკაცებს გონიათ ყველაფრის უფლება აქვთ, მათ არ ეშინიათ არაფლის, ნათქვამი სიტყვა არ ბრუნდება უკან, იმ სიტყვის პასუხისმგებლები ვართ. მე გავაკეთებ ამას ნიკას გამო, მისი სიცოცხლის გამო, რომ მას საფრთხე არ შეექმნას არასოდეს. შემიძლია გავაკეთო მაქსიმალური მისთვის. არ ვიცი ვინ და ან რა შემაჩერებს მაგრამ ეხლა ნიკას სიცოცხლე დევს სასწორზე და მე ვარ მხოლოდ მისი გადამრჩენელი. ადრე თუ გვიან გამიგებს და მაპატიებს.!- მთელი დღე იწვა, მთელი დღე ფიქრობდა, არ იცოდა ვისთვის რა ეთქვა, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო. მთელი ღამის უძილარი, დილით ისე ადგა არავისთვის ხმა არ გაუცია. ისევ ფიქრობდა და მოულოდნელად ნიკას მიუბრუნდა.
---ნიკ ცხოვრებაში ისეთი რამ რომ შეგემთხვეს, შენს საყვარელ ადამიანს რაიმე ემუქრებოდეს საშიში. რას იზამდი?- ნათიას ისეთი სერიოზული სახე ქონდა, ნიკა იმ წამს მიხვდა რომ მას რაღაც ჭირდა და ეს რაღაც კი იყო ძალიან სერიოზული.
---რა ხდება ნათი? რამე არის ისეთი რაც უნდა მითხრა?
---კითხვაზე მიპასუხე ნიკა- ნათიას არ შეუცვლია გამომეტყველება.
---მეკითხები რას გავაკეთებ საყვარელი ადამიანისთვის? ყველაფერს ნათი, რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებდი მისთვის, მხოლოდ უფალი ნუ წამართმევს მას, თუნდაც შორიდან უყურო და ვიცოდე ის ცოცხალია, ის სუნთქავს და ჩემგან შორს არის, მაგრამ ცხოვრობს და ცოცხლობს, უყოყმანოდ და დაუფიქრებლად დავდგები მისი სიცოცხლის სადარაჯოზე. აი, ამას ვიზამდი ნათიი. და შენ? შენ რას გააკეთებდი, საყვარელი ადამიანისათვის? -ნათია ახლოს მივიდა ნიკასთან, თვალებში ჩახედა, გულზე ხელი დაადო. ჯერ აკოცა ზედ და მერე თავი მიადო. თითქოს გულის ფეთქვას ისმენსო და ჩამწყდარი ხმით, ჩურჩულით უთხრა;
---მხოლოდ უფალი ნუ წამართმევს და მე მზად ვარ მისი უსაფრთხოებისთვის მისგან შორს ვიყო. მეც იგივეს გავაკეთებ ნიკა. თუნდაც ჩემი სიცოცხლე დასჭირდეს მას სიცოცხლისთვის. მეც უყოყმანოდ მივცემ ჩემს სულს თუ ეს შესაძლებელი იქნება!
---ნათი, რა გჭირს? არ მენდობი? შეგიძლია მითხრა ყველაფერი, მე ყველაფერს გაგიგებ, ყველა შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ოღონდ ვიცოდე რა ხდება!
---არაფერი ნიკა, ამ დღეებში გაიგებ ყველაფერს. ჩემი სიურპრიზი ხვალ იქნება?- ძალა მოიკრიბა ნათიამ და გაუღიმა ძმას.
---სიურპრიზი ძალაშია. მაგრამ ვფიქრობ შენ ბევრი რამ გაქვს სათქმელი. მე დაგელოდები. ცხოვრების ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები. დღეს სამუშაო დღე გაქვს და ხვალინდელი დღისთვის მოემზადე!
---კარგი მე წავედი. დღეს შაბათია და გვიან მოვალ, ბევრი ხალხია და დილას შევხვდებით.
ნათია კაფეტერიაში მივიდა და ილო იკითხა თუ იყო მოსული მაგრამ არაო უთხრეს. განაპირა მაგიდასთან უცნაურ სამეგობროს მოერყარა თავი. გოგონები აშკარად ამჟღავნებდნენ თავიანთ თავებს, თუ რისთვის იყვნენ მამაკაცების გვერდით და არც უცდიათ მათი აღგზნებული ვნებების დაფარვა.
---ნათიუშ, შენს მაგიდასთან დღეს არასიამოვნო სტუმრებია. გამძლეობას გისურვებ საყვარელო! -უთხრა ადამ. -რა კარგია მე რომ არ მერგო წილად მაგათთან მუშაობა.
---გიხაროდეს დღეს. ოდესღაც მეც გავიცინებ ჩემებურად, წავედიიიი! -ნათია მაგიდისკენ გაემართა სადაც ამაზრზენი სურათი დახვდა. საზიზღრად ლოშნიდნენ გოგონები ბიჭებს.
---რას მიირთმევთ? რა მოგართვათ?!- იკითხა და მოემზადა შეკვეთის ჩასაწერად.
---არ ფიქრობ რომ ხელი შეგვიშალე?- იკითხა ერთმა.
---უკაცრავად მაგრამ აქ კაფეტერიაა და ხალხი შემოდის, თქვენი გრძნობების დასაცხრომად და დასაკმაყოფილებლად ეს ადგილი არ გამოგადგებათ!
---შენ რა იცი მე სად, რა გამომადგება, სადაც მინდა იქ გამოვიყენებ ჩემს შესაძლებლობლებს!
---მე შეკვეთის ჩასაწერად მოვედი გოგონა და არა იმისთვის მოგისმინო სად და როდის ხართ დაკავებული სექსით, ეს თქვენი პირადია!- უხეშად მიმართა ნათიამ.
---შენ გეტყობა სექსის აზრზეც არა ხარ, მე ძვირფასო მის სექსუალურობა ვარ. ჩემნაირ ქალს მამაკაცი წამში ამჩნევს და მუდამ ჩემს სიახლოვეს ტრიალებენ. ჩემთან უნდათ ყველას, რადგან ღებულობენ მას რაც უნდათ და როგორც უნდათ!
--და შენ ეს სახელი გგონია? საამაყოდ გქონია საქმე, არ ვიცოდი სექსუალურობა ასეთი საამაყო თუ იყო, ისიც შენნაირი არარაობაა ვინც შენს გვერდით დადგება და შენსავით ამაყობს მისივე სექსუალობაზე და სიმპატიურობაზე, რადგან არაფერი არ გინდათ ცივ წყალს მოგართმევთ საღამოსთვის თქვენი ენერგია რომ შემოინარჩუნოთ. თან გაძლიერებული დოზით, რადგან ეხლა ხელი შეგეშალათ და ჩაგიცხრათ ვნებები!
---რა ხდება ნათია!-მოსაუბრეებს ილო წამოადგათ თავზე.
---არაფერი ისეთი ყურადღების მისაქცევი რომ იყოს ილო!
---შენ თავად ხარ არარაობა, ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს მამაკაცი და რას ნიშნავს ვნებიანი სექსი, ასეთი მოკვდები უმანკო ვარდო!-გოგო ფეხზე წამოდგა, ისედც მოკლე კაბა უფრო დამოკლებოდა.
---მირჩევინია ასეთი უმანკო მოვკვდე ვიდრე შენნაირი გამხადოს ცხოვრებამ. შენთვის მამაკაცის ღირებულება, მასში მოთავსებული საფულეა, თუ გამოელია არც დაფიქრდდები ისე მიატოვებ, როდესაც ისეთივე სავსე ტომარას იშოვი, სხვა ფულიან ბაბუს, შენ გგონია შენი ვ...ა მილიონ დოლარადაა შეფასებული? თუმცა უნდა გითხრა რომ ერთი ჩვეულებრივი არარაობა ხარ, უმჯობესი იქნება სარკეში ჩაიხედო და შენი თავი კარგად დაათვალიერო, რომ მიხვდე სად არის შენი მინუსები! როგორ იწონებ თავს გაკეთებული ბოტოქსით? თუ დაბერილი სილიკონებით, მალე ნახე რა ამაზრზენი შესახედი იქნები. აი მაგ მამიკოს ფულებმა აგაცდინა გზას. აბა ჩემს მსგავსად, გაზრდილიყავი ბავშვთა სახლში და ათი წლიდან გეფიქრა როგორ გერჩინა თავი, მაშინ დააფასებდი ცხოვრებას. გვერდებიდან შემოგდის და ამიტომ არ გენანება დასახარჯად, მაგრამ შენ ცხოვრება არ იცი რა არის, წადი ეხლა უხმოდ და ამ კაფეტრიას გვერდი აუარე, არასდროს არ შემოხვიდე აქ, აქ შენისთანების ადგილი არ არის, აი ამ ხალხის ადგილია ვისაც უყრებ აქ რომ ზის და ყველა ზიზღით გიყურებს ხედავ?- ნათიამ ცნობისმოყვერე ხალხს გადახედა- ყველას თვალებში ზიზღი იკითხება, ნუღარ იმცირებ თავს სიტყვაც არ გაბედო ისე ადექი და წადი! --ყველა სმენად ქცეული უსმენდა ნათიას, ერთი ასაკოვანი მამაკაცი მიუახლოვდა ნათიას და სიამაყით უთხრა.
---გისმენ და ვერ გავძეხი შენი საუბრით, უსასრულოდ მინდა რომ გისმინო შვილო. შენისთანა სუფთა დღეს ძალიან ცოტანი არიან, ბედნიერებას ხელის გულზე ეტარებინე, შენ იმსახურებ ბედნიერ ცხოვრებას!
---უარგისები, ამაზრზენები!- ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვა.- მადლობა ბაბუ გაიხარეთ.
--ილო სალაპარაკო მაქვს კაბინეტში დამელოდე.- ნათია ილოს მიუახლოვდა, როდესაც არასასურველი მაგიდა დატოვა და ღრმად ამოისუნთქა
---გელოდები ჩემი ექსპრესო წამოიღე!
---საბ ილოს ექსპრესო გამიკეთე, ოთახში უნდა წაუღო!
---იიიეს მადამ!- ღიმილით უთხრა საბამ.
--ასპროცენტიანი იყავი და შენი გამოსვლა ძალიან მომეწონა, მაგრამ რომელიმე რომ გამოწეულიყო მერე სად მიდიოდი.
---ჯერ ერთი ეს არ მოხდებოდა და მერე ისინი ჩემსკენ წამოვიდოდნენ და შენ ან შენ აქ დადგებოდით და მიყურებდით? ნეტა წამოსულიყო ისე მოვაწყობდი დიდი ხანი მოუწევდათ სექსისთვის ლოდინი.- საბამ და ჯაბამ გულიანად გადაიხარხარა.
---წავედი ილოს მიუტანო მისი ექსპრესო!- და ილოსკენ წანარნარდა.
---შეიძლება? ხელს ხომარ გიშლი?
---არა, არა შემოდი. აბა რა მოიფიქრე?
---ილო იცი ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი შენს წინადადებაზე დაგთანხმდები მხოლოდ რამოდენიმე პირობით!
---გისმენ. რა პირობა უნდა იყოს, რომ ვერ შევასრულო!
---გეტყვი. არანაირი ქორწილი, არანაირი ჯვრისწერა.ე ს ხომ დროებითია ყველაფერი და უბრალოდ ხელს მოვაწერთ. მხოლოდ 2-3 წელი მითხარი. არც ერთი დღე ნაკლები და არც ერთი დღე მეტი!
---თანახმა ვარ როგორც შენ გინდა ისე იქნება ყველაფერი!
---მაშვინ მოხვალ ოჯახში, ბებოს, ნიკას და ჩემს საუკეთესო მეგობრებს დაელაპსარაკები და იქვე მოვაწერთ ხელს!
---როგორც შენ იტყვი, როცა მეტყვი მაშინ მოვალ, ეხლა მეც მაქვს პირობები. რამოდენიმე ქაღალდზე ხელი უნდა მოაწერო და ამ ქაღალდებს გადმოგცემენ მაშინ როცა გაიგებ რომ მე საქართველოდან წავედი, ეს ვადამდე ადრე იქნება თუ არადა ზუსტად 3 წელში. და კიდევ გპირდები არანაირი ზედმეტები!
---როცა საკუთარ სულში ჩაიხედავ და მიხვდები ის სუფთაა, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ღირსება ერთადერთი სამოსია, რომელსაც ვერავინ ვერ გაგხდის. მე არ მაინტერესებს შენი სხეული რომელი სქესისკენ მიისწრაფის ილო. ეს ფიქტიური ქორწინებაა და მე შენს სიტყვას ვენდობი.ჩემს წინ ეხლა ვაჟკაცი კაცი ზის და მის ვაჟკაცურ სიტყვას ვენდობი. ასე რომ ნიკას ჯერ მე დაველაპარაკები ხვალ, შემდეგ კი წესის და მიხედვით გაკეთდება ყველაფერი. ადამიანის გამტყუნება ძალიან იოლია, როცა მის ტყავში არ ყოფილხარ და ყოველთვის მხოლოდ გარედან უყურებ. შენი ცხოვრება შენია ილო, არავის არა აქვს უფლება შეეხოს მას. მტკივნეული ისაა რომ აქ ვერ გაიტან თავს,ს აქართველოსთვის ეს უცხოა და შეგიძულებს ყველა. იფიქრე რომ წახვიდე, იქ სადაც უკეთესად იგრძნობ თავს და გაგეძლევნება. შეხვედრამდე ილო! - ნათიამ უხმოდ დატოვა ილოს კაბინეტი, არც პასუხს დალოდებია.
კვირა დღეც დადგა და ნიკას დაპირებული სიურპრიზის დღეც მოვიდა. ნიკამ დილა ადრიან შეაღო ნათიას საძინებლის კარები და თავზე დაახტა ჯერ კიდევ მძინარს.
---ნააათ ადექიიიი სიურპრიზის დღეააა!
----ვაიმეეე შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ტვინის შერყევა მაქვს უეჭველი!
---ადე, ადე და დღეს ტვინი მართლა შეგერყევა სიხარულისგან!-მოუთმენლობა კლავდა. რა სიურპრიზი ქონდა ნიკას. სწრაფად წამოხტა და მოემზადა და ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი გაყვა უკან ნიკას ზანტად.
---აბა მზად ხარ?
---ხო მზად ვარ ნუ შემაღონე ნიკააა!- თვალებ დახუჭულმა უპასუხა ნათიამ
---ხოდააააა დღეეეს ჩვეეენ ვისწავლით მანქანის ტარებაააას. ტარამ -ტა- ტა -ტატატააააამ.- აბა ვნახო როგორი მოსწავლე იქნები და რა მალე ისწავლი!
----არ მჯერაააა. უაჰააააა ჰაააა. ჩემი ოცნება ახდაააა!- იყვირა ნათიამ და ნიკას შეახტა სიხარულისგან. მთელი დღე მეცადინეობდნენ, ჭამაც არ გახსენებიათ.
---nichivo sibe. კარგად ითვისებ, ნიჭიერი ხარ!
----ნიკ მინდა სერიოზულად დაგელაპარაკო, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელზეც სერიოზულად ვფიქრობ და შენთან მოსვლა უნდა. მე მას თანხმობა ვუთხარი და სულ მალე ხელს მოვაწერთ. იმედია არ გამიბრაზდები და რაც არ უნდა მოხდეს გახსოვდეს რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ ნიკა!
---რა ხდება ნათია. რამე ისე არ არის და მიმალავ?
---სულაც არა, მას ძალიან ვუყვარხარ! -ეს ბოლო ჩუმად ჩაილაპარაკა.
---მე მგონი უნდა მიხაროდეს შენი ეს სიტყვები მაგრამ ვგრძნობ რომ აქ სულ სხვა რამაა. მითხარი რა გტანჯავს, თავს რატომ იტანჯავ. გაკვირდები ეს დღეებია და ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე. ნათი რამე ისე არ არის და მიმალავ?
---სულაც არა, მას ძალიან ვუყვარვარ! ეს ბოლო ჩუმად ჩაილაპარაკა.
---მე კი მაინც არ მგონია მასე, შედი სახლში და მეც მალე მოვალ!- ნათია სახლში შევიდა და ნიკა გზას გაუდგა სიბნელეში.
ერთ მყუდრო ადგილას გააჩერა და ფიქრებში ჩაიძირა. გადმოვიდა მანქანიდან და მთაწმინდაზე საცალფეხო ბილიკით მამა დავითის ეკლესიასთან ავიდა. იქ ისეთი ადგილი შეარჩია რომ მის ფიქრებთან ერთად მთელ თბილისს უყურებდა. ვერ გაიგო რა ჭირდა ნათიას, რა დარდი კლავდა. სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა. მის გარშემო სიგარეტის შესქელებული ბოლი იდგა. თითქოს ამშვიდებდა ეს ნაცრისფერი ბოლი. კიდევ ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა. ღამე წესით როცა ყველას ძინავს ნიკა გარეთაა, თბილისს გადაჰყურებს და ფიქრობს. ფიქრობს ყველაზე და ყველაფერზე. უფრო მეტს ნათიაზე. ვეღარ გაუძლო მარტოობას და ხეტიალი მოუნდა თბილისის ქუჩებში. იხეტიალა დიდხანს, იმ ქუჩაზეც გავიდა სადაც აბრას ,,მოგონება ''ეწერა. ბევრი რამ გაიხსენა, მიხვდა რომ აკანკალებული ხელით საყრდენს ეძებდა. საყრდენის გარეშე რთული იყო მას მიეღწია იმისთვის რაც მას ქონდა მიზნად დასახული. იცოდა და ხვდებოდა რომ მტვერსა და ნაცარში უნდა გაევლო. ,,არ უნდა დავნებდე, მე შევძლებ'', თავის თავს ამხნევებდა. ასეთი რწმენით მიდიოდა წინ. ,,სანამ ცოცხალი ხარ, სანამ სუნთქავ, სანამ არსებობ არის შანსი. მტკიცედ მიიწევ ეკლიან გზაზე, მძიმეა ნიკას ობლობის ჯვარი. ცრემლი ღვარად მოსდის სახეზე, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ბედნიერი არის. იცის, ხვდება ეს გზა რომელიც, ნათიამ აირჩია, რაღაც ახსნა აქვს. ალბად უღირს ტანჯვად. სახლში მივიდა და პირდაპირ ნათიას ოთახში შევიდა. არც ნათიას ეძინა, ელოდა, იცოდა რომ უკან დაბრუნებული ნიკა მასთან შევიდოდა. მივიდა ახლოს, საწოლზე ჩამოჯდა და შიგ თვალებში ჩააშტერდა. მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ.
---მე არ ვიცი რას მალავ, მაგრამ გეტყვი რომ ძალიან მტკივა შენი ასეთი ყოფნა. ნათი იარე მტკიცედ, შეუპოვრად და უკან მოუხედავად. უყურე მიზანს და არასოდეს დანებდე. ზურგს უკან ყველა ხიდი დამწვარია. გამორიცხულია ნებისმიერი კომპრომისი და მოკლე, მოვლითი გზები, ვიცი და ვხვდები რომ რაღაცას ეომები. მაგრამ იცოდე ნამდვილი მეომრები არასოდეს ნებდებიან. არასოდეს დანებდე, ეს ნიშნავს სრულ უიმედობაში, იმედის მიღმა, იმედით ერწმუნო ღმერთს. მე თანახმა ვარ, პატივი ვცე შენს გადაწყვეტილებას და შენს გვერდით ვიყო. მოიგებ გამახარებ, წააგებ და დაცემის უფლებას არ მოგცემ. მე არ მყავს საყრდენი რომ დავეყრდნო და იმედიანად ვიყო, მაგრამ შენ მე გყავარ. გახსოვდეს ეს ყოველთვის. მპირდები რომ ძლიერი იქნები?’
---აი აქ გულში, შიგ გულის სიღრმეში ვიმახსოვრებ შენს ყოველ სიტყვას ნიკა, გპირდები ძლიერი ვიქნები და ყველა ტკივილს გაუძლებ საყვარელი ადამიანების სიცოცხლისთვის. ეხლა ნუ მთხოვ მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ დღეს გაიგებ ყველაფერს, ოღონდ ეხლა და ამ წუთში არა, დღეს აქ ჩემთან ერთად დაწექი რა გთხოვ!
---მიიწიე და ერთად დავწვეთ და დავიძინოთ გვიანია უკვე!
მხოლოდ ღმერთმა იცოდა რა განსაცდელს უმზადებდა, ცხოვრების მწარე გაკვეთილები, რა ეწერა მათ ბედის წიგნში. როგორია? იპოვო და ისევ დაკარგო.



№1  offline წევრი მოლურჯო

როგორც კი დაასრულებთ წავიკითხავ
აუცილებლად
უბრალოდ ლოდინი არ მიყვარს
--------------------
მარიამი

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Au male dade ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent