შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გავიღიმე შენ შეგიყვარდი(8)


8-05-2016, 20:46
ავტორი trisi
ნანახია 2 572

დროს თითქმის შეეწყვიტა მოძრაობა,თუ პირიქით ისე სწრაფად მიქროდა,მის წივილს გრძნობდა ყურებში.დრო გაჩერდა.ლიზა გაშეშდა.მისი შეშლილი ნისლიფერი თვალები ალექსანდრეს უყურებდნენ რომელსაც მისი ძმა ერქვა.ყველაფერი აერია.ძმის თვალებში მთელმა ბავშვობამ ჩაუარა გაახსენდა როგორ იცავდა დედას რომ არ ეცემა ეხლა კი რა მოხდა?ყველაფერი ამოტრიალდა ლიზა არ ირხეოდა ისევ თვალებში უყურებდა.სამზარეულოში სხვებიც შემოვიდნენ გაიგო კი ეს ლიზამ?ძმას მიჩერებოდა თვალებში.ცრემლები მოდიოდნენ,ძირს ეცემოდნენ და ქრებოდნენ.ლიზას თვალის შუშები ჩაემსხვრა და ცრემლები სისხლიან კვალს უტოვებდნენ ღაწვებზე.კვლავ არ ირხეოდა ქანდაკებას გავდა.დრო გაჩერდა.
-ალექსანდრე რა ქენი?-გაგიჟებული მოვარდა ლუკა.-რა ქენი მეთქი ხმა ამოიღე უხ შენი..ლიზა ჩემო ლამაზო რა გჭირს?
-ლიზაა ლიზა ხმა ამოიღე-ცრემლებით მივარდა ნია დაქალს.
-ალექსანდრე რა გააკეთე?-დუდა გაცოფდა.ალექსანდრეს ყელში სწვდა
-ჰეი გაჩერდი დუდაა-ლუკამ მოაცილა
-ლიზა ჩემო ცეცხლისფერო მაპატიე მე უბრალოდ...-სიტყვებს ვეღარ პოულობდა ალექსანდრე.ლიზა თვალს არ აშორებდა ძმას მერე ხელი ფრთხილად მიიდო აწითლებულ ღაწვზე.თვალებგაფართოებული იყურებოდა.მერე ყველა ხელით გაწი-გამოწიადა ალექსანდრეს წინ დაუდგა.
-20 წელი 20 წელი ჩემთვის ხმა არ აგიწევია ერთხელაც კი,ხელით შეხებაზე ზედმეტია ლაპარაკი.დედა რომ მცემდა მაშინ წინ ამიდგებოდი და ჩემს ნაცვლად შენ გცემდა.20წელი მზრდიდი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი,გაღმერთებდი.უბრალოდ შენზე მეკეტებოდა ისე მიყვარდი.მშობლების გარეშე დარჩენილს ანგელოზად მიმაჩნდი.ცხოვრება მასწავლე,სუნთქვა მასწავლე,სახლი მომეცი,ტანსაცმელი ჩამაცვი.ისი რამდენი ხანია არ მიტირია?აი ეს რაღაც სითხე რამდენი ხანია არ გადმომცვენია თვალებიდან იცი?რომ დავიფიცეთ მაშინ გახსოვს?ვთქვით რომ აღარასდროს ვიტირებდით.რამდენი რამ გამოვიარეთ.სულ ჩემთან იდექი.შენც მაღმერთებდი ვინმე რომ ზედმეტად შემხებოდა იქვე მოკლავდი.ახლა რა მოხდა?გეკითხები რა მოხდა-მეთქი?-მთელი ხმით უყვიროდა ლიზა ძმას-მას დაემსგავსე ისევ ჩუმად ხარ არაფერს ამბობ.როდემდე?როდემდე იქნები ასე?რა გააკეთე?რომც მთელი არსებით მინდოდეს ძამიკო ამას მაინც ვერასდროს დავივიწყებ.ამ თვალებში ჩახედვისას მუდამ გავიხსენებ ამ დღეს.რის გამო?რატომ?იმ ადამიანის გამო ვისაც შენ მამას უწოდებ.მეუბნები რომ ვნახო?მის სახელის გაგონებაც კი მკლავს და მეუბნები რომ თურმე ჩემი ნახვა უნდა არა?როგორ დაეცი ძამიკო?ასე როგორ დაეცი რომ მასთან მიხვედი?შენდობა,პატიება,ყველაფერი გაივლის სიტყვით ადვილია ნეტავ ვინ დაიტვლის რამდენჯერ მიპატიებია ვინმესთვის.დავიღალე!დავიღალე გესმის?მკლავს,მაწამებს ის 7 წელი როცა მათ სახეებს ვხედავდი.ბავშვობა კოშმარად მექცა გაიგე?ის ის კი სად იყო?იქ იყო,მაგრამ რა აზრი ჰქონდა მის იქ ყოფნას ხმას არ იღებდა ჩუმად მიყურებდა როგორ მიმეტებდნენ ცემისთვის.პატარა ვიყავი ძამიკო ძალიან პატარა ამ ტკივილისთვის.ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!-ირგვლივ ყველა ჭურჭელი მიამტვრია ლიზამ.ცრემლები მდინარესავით მოდიოდა.ხელები დაუსისხლიანდა.
-ლიზა ჩემო ცეცხლისფერო მაპატიე გთხოვ გაჩერდი სისხლი მოგდის.
-ხო სისხლი მომდის.აი ამ სისხლის ბოლო წვეთამდე გამახსენდება ეს დღე-სამზარეულოდან გავარდა.ოთახში ავიდა უცბად გამოიცვალა.
-ლიზა სად მიდიხარ მოიცადე ლიზა
-დუდა გამიშვი-ხელი გააშვებინა და სახლიდან გავარდა
-მე გავყვები-გაბრიელი დაედევნა.ლიზა მიდიოდა.სად?არც თვითონ იცოდა.მიდიოდა შორს,სადმე მარტო მიდიოდა.ცხარე ცრემლებს იმშრალბდა მაგრამ მის ადგილზე კიდევ უფრო ცხარე ჩნდებოდა.
-ჰეი პატარავ-გაბრიელის ხმა გაიგო.უკან გაბრუნდა არ იცის რადაემართა ყველა და ყველაფერი გათელა გაიქცა და გაბრიელს მთელი ძალით ჩაეხუტა.ტიროდა ვეღარ სუნთქავდა ისე.გაბრიელს მისი ცრემლებით უსველებდა მაისურს.
-არ იტირო პატარავ.ნუ გეშინია ყველაფერი კარგადაა
-გაბრიელ...-ძვლივს წარმოთქვა სიტყვა
-ჩშშ..არაფერი თქვა.-შუბლზე აკოცა და უფრო მაგრად მიიხუტა.

-ეს რა ქენი ბიჭოო გაგიჟდი?უუხ....-გაცხარებული იყო დუდა
-რა გააკეთე ალექსანდრე ვისთვის?იმ ნაძირალასთვის?-აყვა ლუკაც
-ეგ ნაძირალა მამაჩემია
-შენ სულ გაგიჟდი ხო?ეხლა მაგ შენი ნაზირალა მამიკოს გამო და დაკარგე დეგენერატო.-დუდა ვერ მშვიდდებოდა.
-არ მინდოდა გაიგეთ?ვეღარ გავაკონტროლე და...
-ამდენი წელია თვალის ჩინივიტ უფრთხილდები,ხელის გულზე ატარებ,აღმერთებ და ეხლა რა ქენი?-ნუკა აცრემლებული უყვიროდა ალექსანდრეს-ნუკი გათხოვდა ბედნიერები ვიყავით და რა ქენი ძამიკო რა?-(ძამიკოს ეძახდა ნუკა ალექსანდრეს.ნუკის და ლიზას კი დაიკოს)
-დაიკო გთხოვ მაპატიე...
-მე?მე რა შუაში ვარ?ლიზამ გაპატიოს,მაგრამ რომც გაპატიოს ვერ დაივიწყებს გესმის?-ალექსანდრე ტერასაზე გავარდა.ჩაფიქრებული დიდხანს გაჰყურებდა სივრცეს.
-ცუდად მოიქეცი-მარიამი ამოუდგა გვერდით და ისიც სივრცეს გაჰყურებდა
-ვიცი
-ვერ დაივიწყებს
-ვიცი
-მაგრამ გაპატიებს.არ ინერვიულო ის ხომ შენი ლიზიკოა.
-ჩემი ცეცხლისფერი ლიზიკო.
-სულერთია,მაინც მიყვარხარ,თუმცა ამის ღირსი არ ბრძანდები.-მაგრად ჩაეხუტა მარიამი ალექსანდრეს.


-საფერფლე მხოლოდ რომანებსა და კინოში ტყდება-ხმა ამოიღო ლიზამ
-რას გულისხმობ?
-მიყვარს ეს ფრაზა.
-ვერ მიგიხვდი
-ჰო ასეთი იდუმალები ვართ მხატვრები.
-ბავშვივით ხარ.
-რატომ?
-შენს ერთ ცრემლადაც არ ღირს მთელი სამყარო.-უფრო მაგრად მიიხუტა გაბრიელმა საყვარელი ადამიანი.-მოდი იქ დავჯდეთ-მიტოვებული სახლის სახურავზე მიუთითა გაბრიელმა.
-კარგი-ოდნავ გაეღიმა ლიზას.ძვლივ ძვლიობით ავიდნენ.
-რა ლამაზია არა?-ახედა ზეცას გაბრიელმა
-ზეცა..
-ჰო ზეცა
-ზეცა არც ადგილია,არც დრო.იგი სრულყოფილების დაუფლებაა,სრულყოფილებამ კი საზღვრები არ იცის.
-გაიღიმე რა
-არასდროს
-ნათქვამია,არასოდეს თქვა არასოდეს,და თუ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს ხოუნდა თქვა არასოდეს რო აღწერო რა არუნდა თქვა არასოდეს ამბობ არასოდეს ანუ უკვე თქვი არასოდეს.ხვდები?-ლიზას გაეღიმა-მაინც ხო გაიღიმე ვოტ ვოტ ნწ ნწ
-მემგონი მე დაგემართე :დ :დ
-აშკარად.




-არ იტირო პატარავ არაფერი მოხდება-ამშვიდებდა ლუკა ასლუკუნებულ ნიას
-წავალ მე ნამსხვრევებს ავალაგებ თორე თეა რომ ადგეს გაგიჟდება და საერთოდ არ ვუთხრათ ხო-დუდამ გადახედა ყველას
-ხო არ ვუთხრათ თორე გადაირევა და მაგის ნერვიულობა არ გვაწყობს.წწამოვალ მოგეხმარები-დუდა და ნუკა წავიდნენ ნამსხვრევების ასაკრეფად.
-ნუკის და ანდრიას დაურეკეთ ჩამოვიდნენ-ალექსანდრე
-კაი ალექსანდრე რა გინდა მაგათთან რატო უნდა ჩავუშხამოთ ყველაფერი.სანამ ჩამოვლენ ყველაფერი მოგვარდება და ეგაა-მიუბრუნდა მარიამი
-ჰო კაი კაი იბედნიერონ.ლიზას ვინ გაჰყვა?
-გაბრიელი
-კარგი მე უნდა გავიდე საქმე მაქვს
-წადი


აკო ლიზას,ალექსანდრეს და ნუკის მამა.მას ახალი ოჯახი ჰყავს ულამაზესი და უთბილესი ცოლი.22წლის ვაჟი დემე და 12წლის ქალიშვილი ანი.
-მამი ლიზას როდის ვნახავთ?
-არ ვიცი ჩემო ლამაზო
-ანი მორჩი სისულელეებს ლიზამ არც კი იცის რომ არსებობ
-დემეტრე მორჩი-მკაცრად უთხრა აკომ.
-კარგი რა მამა ვითომ არ იცი რომ ლიზა არასდროს გაპატიებს და არც ჩვენ ვაინტერესებთ.
-დემეტრე ალექსანდრემ თქვა რომ დღეს ეტოდა ყველაფერს.ასეთი ადვილი არ არი ამის გაგება.-რბილად მიუგო მარიანამ(აკოს ცოლი)და ქმრის გვერდით ჩამოჯდა.
-დედა რომც გაიგოს ვიცი რომ მთელი ოჯახი სრულიარსებით ვეძულებით.
-დემე ლიზა ეგეთი არაა ვერც წარმოიდგენ როგორი თბილი იყო პატარაობისას,მხიარული-გაიხსენა აკომ პატარა ლიზა.
-მამა ვუთხარი-კარებში ალექსანდრე შემოვიდა.
-სანდრო ძამიკო მოვიდა-სიხარულით გადაეხვია ანი სანდროს
-ჩემო პატარა პრინცესა როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-ისე რა-სახე დამანჭა
-ოჰ ძამიკო რა ქარმა გადმოგაგდო-ირონიულად უთხრა დემემ
-ნუ იკბინები შენ.-აქედან შეუღრინა ალექსანდრემ.
-მოდი შვილო დაჯექი და მოგვიყევი-თბილად შეიპატიჟა მარიანამ სადრო.
-რა გითხრა?-შეშინებულმა იკითხა აკომ
-ყველაფერი რთულადაა,ძალიან რთულად
-ასეც ვიცოდი ჩვენმა დაიკომ უარი განაცხადა ჩვენზე
-დემე ნუ იკბინები მეთქი არც კი იცნობ ასე რომ ჩუ
-თორე რომ ვიცნობდე ანგელოზი მყავდეს.
-დიახაც ანგელოზია და გაჩუმდი-მეთქი ვთქვი ერთხელ.არ ვიცი მამა ყველაფერი ძალიან რთულადაა მეც სუფთა იდიოტი ვარ სახეში გავარტყი
-რატომ შვილო?-თვალები გაუფართოვდა ყველას.
-რომ ვუთხარი მამა გამოჩნდა-მეთქი........-ყველაფერი დაწვრილებით მოყვა ალექსანდრემ და დარცხვენილი გახედა აკოს.
-არ უნდა დაგერტყა შვილო განა მართალს არ ამბობდა?მართლაც ნაძირალა ვარ
-მამა თავს რატომ იმცირებ?-კითხვის ნიშნით გახედა დემეტრემ.
-შვილო შენ არ იცი რა ხდებოდა მას ბავშვობა არ ჰქონია ყველაფერი წავართვი იმ 7 წელს ტკივილით იხსენებს.ჯანდაბა!ეს არ უნდა გექნა სანდრო არ მინდა ჩემ გამო შენც შეგიძულოს.
-ვიცი მაპატიებ მაგრამ არ დაივიწყებს
-ნეტავ ხელები ძალიან სტკივა?ბევრი სისხლი მოსდიოდა?
-ჭურჭლი ნამსხვრევებიგან სულ დასერილი ჰქონდა.ჩემი ცეცხლისფერი დაიკო.
-ოჰ რა ანგელოზი და მყოლიააა-ისევ დემეს ცინიზმი
-დემე გეყოს!ხო მართლა ნუკი გათხოვდა 
-რაააააა?-ყველამ გაკვირვებუი სეხედა სანდროს.
-ხო გუშინ გაიპარნენ.მოვკლავ მაგას რომ ჩამოვა
-შვილო როგორი სასიძო გვყავს?-ინტერესეტ იკითხა აკომ
-უფ გადაასარევი ჩემი ბავშვობის მეგობარია ანდრია დიდი ხანია ერთად არიან
-დაიკო ნახე.-სიცილით თქვა.
-ბოდიში ოჯახური იდილია რომ დაგირღვიეთ-კარი შეარო ლიზამ..

ბოდიშით ბავშვებო ცოტა აქცენტი ოჯახზე გადავიტანე,მაგრამ მალე მივუბრუნდები ჩვენს გიჟურწყვილს <3



უუუუმაგრესია........❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Da exla es ra qeni shen?! Mitxari aset asgilas unda gagewyvita lamis gadmovvarti kompiutershi da aset momentshi unda gagewyvita?! Male dade tore sadacaa gavrekav

 


№3 სტუმარი N. M

Es ra iyo aset adgilas gawyveta rogor sheidzleba mitxari aba??! Dzalian magari tavia ❣❣❣❣dzalian momewona male dade shemdegi tore gavgijdebi ❣❣
----------
N. M

 


№4  offline წევრი isterichka123

აუ რამაგარია ძალიან მომეწონა ასე გაგრძელეთ ნუ აგვაინებ რა

 


№5 სტუმარი ninia

zaan magariaa male dade ra
shemdegi tavi :-*

 


№6 სტუმარი Black

1tavi wanakitxi mqonda ubralod ver viclidi wasakitxad tan msuye tavebs deb da..axla ki miyvevi da yvela tavi wavikitxe,kargi iyo dzaliam da veli shemdegs:D

 


აი პროსტა ახლა წავიკითხეე... <3 <3 და აი ხო იცი არა როგორ მიყვარს ეს ისტორია და როგორ მიყვარხარ შენ! მარა აი პროსტა რა გამიკეთეეე?? ახლა რა დამაძინებს ახალთავამდე??? :დდდ იცოდე ხვალ ახალი თავი რო არ ვნახო მოგკლავ! აი ისტორია რო უმაგრესია ეს ხო იცი და შენც რომ მაგარი ხარ ესეც ხომ იცი! ძაან რომ მიყვარხართ შენ და შენი ისტორია ესეც იცი!! <3 იცოდე მომწონს მიყვარს და ველი ამ ისტორიას მოუთმენლად და არ ალოდინო "გიჟი რომანტიკოსი„ თორე სულმთლად გაგიჟდება და გადაირევა!!! <3 იცოდე ხვალ ახალ თავს ველიიიი! <3 ძალიან ძალიან მომეწონაააა <3 <3 მიყვარხარ ვგიჟდები მეკეტებაააა!!! <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent