შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (სრულად)


9-05-2016, 15:19
ავტორი nuki-nuka
ნანახია 8 352

(1 თავი)


- კარგით გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ.
ძლივს შეკავებული ბრაზით ამბობს და გათიშულ ტელეფონს იქვე დივანზე აგდებს, შემდეგ კი გაზეთში არსებულ კიდევ ერთ ვაკანსიას სამსახურის თაობაზე კალმით ხაზს უსვამს. ერთ თვეზე მეტია ეძებს სამსახურს, თუმცა ყველა მისი მცდელობა უშედეგოა, არადა უკვე აღარ შეუძლია სახლში უსაქმოდ ჯდომა. იმის შემდეგ რაც უნივერსიტეტი დაამთავრა , მაგისტრატურის გავლა შემდეგი წლისთვის გადადო, უნდოდა შესაძლებელი იქნებოდა თავისი პროფესიით სადმე სამსახური ეშოვა, თუმცა როგორც ჩანს ეს არც ისე ადვილია. არადა უნივერსიტეტში კარგად სწავლობდა და საკმაოდ კარგად ფლობს თავის პროფესიას მაგრამ ყველა სამსახურიდან უარით ისტუმრებენ, სხვადასხვა მიზეზებისდა გამო. თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრებული უცებ გამოხიზლდა და ისევ გაზეთს დაუწყო ყურება და სულ რამოდენიმე წამში სახე გაუნათდა და ყურადღებით დაიწყო კითხვა. ერთ ერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელს მდივანი სჭირდებოდა, ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალი იყო. მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი და მითითებულ ნომერზე დარეკა. ცოტახანი დაელოდა და როგორც იქნა ვიღაცამ სასიამოვნო ხმით უპასუხა ტელეფოს.
-მე ანამარიავარ, რით შემიძლია გემსახუროთ?
- გამარჯობათ, ვაკანსია ვნახე გაზეთში, უფროსის მდივნის თაობაზე. - ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს, იმის შიშით რომ კიდევ უარი არ ეთქვათ.
- დიახ, დიახ სწორედ დარეკეთ. ჩვენი კომპანიის უფროსს სჭირდება მდივანი რომელიც თავის საქმეს კარგად შეასრულებს. დაგჭირდებად SV რომლითაც უფროსთან შეხვალთ და თუ უფროსს მოეწონება თქვენი შეიძლება აგიყვანოთ სამსახურში. - გოგონამ მალევე ჩამოურაკრაკა ინფორმაცია რომელიც სავარაუდოდ უკვე დაზეპირებული ჰქონდა.
-კარგით, გასაგებია, მოსვლა როდის შეიძლება? - ინტერესით იკითხა და კედელზე დაკიდებულ საათს ახედა.
- სასურველი კანდიდატის არჩევა ხდება შუადღის 2 საათიდან 5 საათამდე.
-ანუ ეხლა რომ მოვიდე არის შესაძლებელი რომ უფროსის ნახვა მოვახერხო? - ინტერესით იკითხა და უცებ წამოდგა იმის გააზრების შემდეგ , რომ 2 სააათირა ქონდა დარჩენილი.
-დიახ რათქმაუნდა თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ კონკურენია დიდია და შესაძლებელია დღეს ვერ მოახეროთ უფროსთან შესვლა.
- კარგით გმადლობთ, დღესვე მოვალ. კარგად ბრძანდებოდეთ. -სწრაფ-სწრაფად უთხრა და თან ოთახისკენ გაიქცა.
- ნახვამდის. - როგორც კი გაიგონა ტელეფონის წუწუნის ხმა მაშინვე საწოლზე დააგდო და გარდერობში შეძვრა. იქიდან კი მოტკეცილი, ღია ჯინსის შარვალი, თეთრი საროჭკა და შავი პიჯაკი გამოიღო. შემდეგ კი აბაზანაში შევიდა მოსაწესრიგებლად.
ახლა კი სანამ ჩვენი გოგო აბაზანაში არის მოკლედ გეტყვით მის შესახებ. ელენე თავართქილაძე 22 წლის, როგორც უკვე მოგახსენეთ უნივერსიტეტი დამთავრებული აქვს. 20 წლის შემდეგ მისმა მშობლებმა კარგი სწავლის გამო დაასაჩუქრეს და პატარა მყუდრო ბინა უყუდეს. მდიდარი ოჯახიდან არ არის თუმცა მის ოჯახს არასდროს გასჭირვებია. მამამისი ბატონი თემური ადვოკატია, ხოლო დედამისს ქალბატონ ქეთევანს საკუთარი სალონი აქვს და იქ მუშაობს. დედის ერთა არის თუმცა ეგოისტი და ძუნწი არასდროს ყოფილა, ყველასთვის ყველაფერი ემეტებოდა. ყავს საუკეტესო მეგობარი ლანა, რომელიც ამჟამად ბებიასთან არის იტალიაში წასული, თუმცა ყოველდღე ესაუბრება. შეყვარებული არასდროს ყოლია, მაგრამ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩიოდა.
როგორც იქნა გამოვიდა სააბაზანოდან, მაშინვე ჩაიცვა უკვე გამზადებული ტანსაცმელი, თმები კოსად გაიკეთა, სახეზე არაფერი წაუსვია დამცავი კრემის გარდა. სათვალე გაიკეთა რომელიც ექიმმა გამოუწერა და სახლის კარი გაიხურა. ნელ-ნელა დაეშვა კიბეზე და იქვე მდგომ ტაქსში ჩაჯდა და მისამართი უკარნახა.
ალბათ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება. არის საშუალო სიმაღლის, არც ძალიან გამხდარი და არც მსუქანი, სადღაც შუაში, სწორი ფეხები, კარგი მკერდი და უკანალი. აქვს ღია თაფლისფერი თვალები, პატარა ცვირი , საშუალო ზომის ტუჩები და სწორი წაბლიფერი თმა. ერთი შეხედვით მამაკაცისთვის სასურველი გოგოა.

მანქანა როგორც კი გაჩერდა მძღოლს ფული გადაუხადა და მაღალ კომპანიას ახედა. სწრაფად შევიდა კომპანიაში, მიმღებში იკითხა რომელ სართულზე იყო უფროსის კაბინეტი და სასურველი პასუხის მიღების შემდეგ მე-3 სართულზე ავიდა. მაშინვე მოხვდა თვალში, სკამებზე მჯდარი უამრავი გოგონა, რომლებიც საგანგებოდ იყვნენ გამოპრანჭულები. ნელ-ნელა დაიძრა მათკენ და ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა თან გარემოს ყურადღებით ათვალიერებდა. როგორც მიხვდა მის მოპირდაპირე მხარეს უფროსის კაბინეტი იყო, საიდანაც რამოდენიმე წუთში ანერვიულებული და თვალებ ამღვრეული გოგო გამოვარდა სლუკუნით, მას კი უკან მოყვა მამაკაცი, რომელმაც გადახედა იქ მჯდომებს და ხელით ელენეს ანიშნა შემოდიო, ისიც ნელ-ნელა სკამიდან ადგა და კაბინეტისაკენ დაიძრა. ბიჭმა ჯერ გოგო გაატარა შემდეგ კი თვითონ შევიდა და დივანზე დაჯდა. ელენეს კი სკამზე დაჯდომა მიუთითა.
ოთახში სულ სამი მამაკაცი იყო, ერთი მათგანი მის მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა და ინტერესით აკვირდებოდა მისი უკუნითი შავი თვალებით, როგოც ჩანს ეს იყო უფროსი. დანარჩენი ორი ბიჭი ელენეს მარჯვენა მხარეს ისხნენ და თითქოს ცოტა იღიმოდნენ.
- თუ შეძლება თქვნი SV გვაჩვენეთ. - ღიმილით მიმართა ქერა ელენეს და დაელოდა მის მოქმედებას. ელენემაც სწაფად გაუწოდა SV და ისევ უფროსს გახედა რომელიც რატომღაც ძალიან ესიმპატიურა, მამაკაცს შავი თვალები თვალები, სწორი ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები და ერთზე გადახოტრილი თმით ჰქონდა რაც მის სახეს უფრო მკაცრ იერს სძენდა, თუმცა მისი მზერა აფრთხობდა. შემდგეგ ქერა ბიჭს გახედა რომელიც მეორე კულულლა ბიჭთან ერთად დაჰყურებდა SV და ორივე მათგანს სახეზე კმაყოფილების ღიმილი ეხატათ.
- ეს ყველაზე კარგი კანდიდატია რომელიც აქამდე ყოფილა - უცებ თქვა ქერამ და უფროს გახედა - თორნიკე მე გირჩევ ეს გოგო აიყვანო, ჩემი აზრით ის თავის საქმეს კარგად შეასრულებს. - დარწმუნებული ხმით ესაუბრებოდა როგორც გავიგეთ ბატონ თორნიკეს და თან ელენეს უყურებდა ღიმილით.
- თორნიკე ლაშა მართალია, ამდენი ხანია ვეძებთ სასურველ კანდიდათს, ვერავინ ვნახეთ და ჩვენი აზრით ეს გოგო ნამდვილად შესაფერისია. - მხარი აუბა კულულა ბიჭმა ქერას და ინეტესით გახედა თორნიკეს, რომელიც როგორც ჩანს ჩაფიქრებული იყო და თან ელენეს უყურებდა. შემდეგ თავი ასწია და ოთახშიც გაიჟღერა მისმა ბოხმა ხმამ.
- კარგით , რადგან ესეთი დარწმუნებულები ხართ, იყოს ესე. - უთხრა ბიჭებს შემდეგ კი ელენეს - აგიყვან ელენე სამსახურში თუმცა უნდა გითხრა, რომ ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევს. იმედია ამისთვის მზად ხარ - ინეტერესით შეხედა გოგონას და მის დამფრთხალ სახეზე ირონიულად ტუჩის კუთხე ჩატეხა. ელენემ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად
- მაშინ ხვალიდან სამსახურში გელოდები, ოღონდ მანამდე ჩემი წესებს უნდა გაეცნო. - გამყინავი ხმით უთხრა გოგონას და განაგრძო - წესი ნომერი პირველი - სამსახურში არ აგვიანებ და ზუსტან 10 საათზე მოდიხარ და წასვალს მაშინ შეძლებ როცა სამუშაო საათები დასრულდება ანუ საღამოს 6-ზე, შესვენება გაქვა 2 საათზე. წესი ნომერი 2 - არავითარი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც სიარულის დროს ბაკუნობს და არავითარი მოკლე კაბები. ჩაცმით ისე ჩაიცვი როგორც შენთვის მოსახერხელია, სულ ეს არის, დანარჩენ წესებს ნელ-ნელა გაგაცნოვ, ახლა კი შეგიძლია წახვიდე. - მორჩა საუბარს და ელენეს მომლოდინე თვალებით შეხედა თუ როდის დატოვებდა კაბინეტს.
ელენე კი მისი ხმით გაბრუებული გონს ძლივს მოვიდა, თავი დაუქნია, ნახვამდისო თქვა და კაბინეტიდან გამოვიდა, თან შეამჩნია რომ ის ორი ბიჭი უკან გამოყვა. შენობიდან გასვლას აპირებდა ქერამ ანუ ლაშამ რომ დაუძახა და უკან მიტრიალდა.
- შენ ხო ვერ წარმოიდგენ როგორ გვიხარია სამსახურში რომ აგიყვაეს, უკვე იმდენი ხანია ვეზებთ სასურველ კანდიდატს და შენს გარდა ნორმალური ვერავინ ვიპოვეთ. ჩვენ იმ უჟმური უფროსის ძმაკაცები ვართ. როგორც მიხვდი მე ლაშა ვარ ეს კი სანდროა. ორივე აქ ვმუშაობთ და თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით გვიგულე - უთხრა მომღიმარი სახით ბიჭმა.
- ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მადლობა რომ დამეხმარეთ თორემ ალბათ სამსახუღში არ ამიყვანდა - ღიმილით უთხრა ელენემ ბიჭებს .
- რისი მადლობა აბა შენ იცი და ხვალ გელოდებით - უთხრა კულულა სანდრომ და მანქანისკენ დაიძრა.
ელენეს გაეგიმა მათ გულწრფელობაზე და ტაქსი გააჩერა, იმით გახარებულმა რომ სამსახური იშოვა გადაწყვიტა მშობლები გაეხარებინა და მათი სახლისაკენ წავიდა და თან მანქანიდან გარემოს ათვალიერებდა.


(თავი 2)



უბანში შესვლისთანავე იგძნო როგორ მონატრებია აქაურობა, ეზო სადაც მთელი ბავშობა გაატარა. ტაქსს ფული გადაუხადა და კორპუსისაკენ წავიდა, ფეხით აიარა 4 სართული და თეთრ რკინის კარებზე სწრაფად დააკაკუნა და დაელოდა როდის გაიღებოდა კარები. კარს იქით ნაბიჯების ხმა მოესმა და სულ მალე გაიგონა გასაღების ხმა, კარები დედამ გაუღო, მონატრებულ შვილი გულში ჩაიკრა და სახლში შეატარა.
- როგორ მომენატრე დედას სიხარული, ესე უნდა დაიკარგო გოგო? გუშინ მამაშენს ვეუბნებოდი გავუაროთ ხვალეთქო, მაგრამ აგერ შენ მოხვედი. საჭმელი არ გშია? - სწრაფ- სწრაფად ელაპარაკებოდა ქალი და თან შვილს უკან მიყვებოდა.
- დედა გეყოს ნაჭამი ვარ თან კარგი ამიბავი უნდა გითხრათ. - ღიმილით მიუგო დედამისს და მისაღებ ოთახში, დივანზე დამჯდარ მამას უკნიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა. შემდეგ დივანს მოუარა და მამამისს კალთაში ჩაუჯდა თან მოფუსფუსე დედამისს მომღიმარი სახით უყურებდა.
- კარგი დედა დაჯექი ცოტახანი. - ღიმილით უთხრა და მის გვერდით ადგილზე მიუთითა. ქალმაც დანებების ნიშნად ხელები წინსაფარზე გაიწმინდა და მამა-შვილს გვერდით მიუჯდა.
- -მოკლედ - ღიმილით დაიწყო ელენემ სიტყვით გამოსვლა და თან ფეხზე ადგა - ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გაცნობოთ მეტად სასიხარულო და აღმაფრთოვანებელი ახალი ამბავი. დიდ ხნიანი ძებნის და ძალისხმევის შედეგად თქვენმა შვილმა როგორც იქნა იშოვა სამსახური, ერთ-ერთი კომპანიის უფროსის მოადგილედ. - სიცილით ახარა თავის მშობლებს ახალი ამბავი და დაელოდა მათ რეაქციას, რამაც არ დააყოვნა. დედამისმა ერთი შეჰკივლა და გახარებული გადაეხვია შვილს, შემდეგ მამამისი ადგა , შვილს წარმატება მიულოცა და განაცხადა რომ ეს ამბავი აუცილებლად უნდა აღენიშნათ. თითო ჭიქა შამპანიურით დალოცეს შვილი და შემდეგ ტაქსით სახლში გააცილეს.
ელენე როგორც კი სახლში მივიდა აბაზანაში შევიდა, რომ მთელი დღის დაღლილობა მოეხსნა თუმცა რატომღაც შავ თვალებს ვერ ივიწყებდა,უცებ გააქნია თავი ფიქრების გასაფანტად და აბაზანიდა გამოსული მისაღებ ოთახში დივანზე მოკალათდა, ლეპტოპი გახსნა და სკაიპში ლანას დაურეკა, ცოტახანი ეჭორავა შემდეგ კი ტანსაცმელი გაიმზადა მეორე დღისთვის და ტკბილად დაიძინა ,მაგრამ მთელი ღამე შავი თვალები ედგა წინ.
მეორე დილით მზის სხივებმა გააღვიძეს, ნელ-ნელა დააშორა წამწამები ერთმანეთს და რომ გაიაზრა დღეს სამსახურში პირველი დღე ჰქონდა სწრაფად წამოხტა საწოლიდა, კედელზე დაკიდებულ საატს გახედა რომელიც ცხრის თხუტმეტ წუთს უჩვენებდა და აბაზანაში შევიდა, იბანავა იქიდან გამოსულმა ტანსაცმელი ჩაიცვა, თმა გაიშრო და კუდად გაიკეთა, შემდეგ სახეზე დამცავი კრემი წაისვა, ღია ტუჩსაცხი გადაისვა ტუჩებზე, ტელეფინი ჩანთაში ჩაიგდო და სახლსი კარები გაიხურა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები, ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. დანიშნულების ადგილას როგორც მივიდა ერთი ღღმად ჩაისუნთქა და ამაყი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, ნელ-ნელა აიარა 3 სართული და უფროსის კაბინეტის წინ მდგომ აწ უკვე თავის მაგიდასთან დაჯდა.
- როგორც ჩანს ჯერ ბატონი თორნიკე არ მოსულა - თავისთვის ჩაილაპარაკა და ის ის იყო ყავის აპარატისკენ უნდა წასულიყო რომ ბოხმა და ცივმა ხმამ შეაჩერა.
- უკვე მოვედი, ყავა ჩემს კაბინეტში შემომიტანეთ 2 წუთში. - ისე უთხრა ზედაც არ შეუხედია , კაბინეტის კარი უნდა მიეხურა რომ უცბათ შემოტრიალდა - ყავა უშაქრო - მიუგდო ორი სიტყვა და კარები მიიჯახუნა.
ელენე ცოტახანი გაოცებული უყურებდა მიხურილ კარს და იქიდან წამოსულ ცივ ჰაერზე მთელი სხეულით ცახცახებდა. შემდეგ გამოფხიზლდა ყავა სწრაფად გააკეთა და უფროსის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და კარები შეხსნა.
უფროსს თავი საბუთებში ჩაერგო და დროდადრო წარბებს კუშტად კრავდა, შემდეგ თითქოს გონს მოეგო და ელენეს ამოხედა.
- სასწრაფოდ ყველა თანამშრომელი შეკრიბე და 12 საათისთვის ყველა საკომფერენციო დარბაზში იყოს. მანამდე ლაშასთან და სანდროსთან გადი და დაუძახე სასწრაფოდ ამოვიდნენ. კონფერენციის დაწყებამდე კი ყველა იმ საბუთს რომელიც სავარაუდოდ შენს მაგიდაზე უკვე დევს , თვალი გადაავლე და თუ რაიმე ხარვეზი არის ჩაასწორე და შემომიტანე. - სწრაფად გააცნო ელენეს თავისი საქმე და ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა გოგონას დაბლეული სახის დანახვისას - დროზე, რაღას ელოდები - ცივი ხმით მიუგო და დაელოდა როდის გავიდოდა გოგონა გარეთ. ელენემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კარები სწრაფად გაიხურა.
დაბნეული უცებ ჩავიდა მიმღებში და ლაშას და სანდროს კაბინეტები იკითხა, თუმცა უთხრეს რომ ორივე ერთ ოთახში იყო და ისიც სწრაფი ნაბჯით გაემართა მათკენ. ფრთხილად დააკაკუნა და კარები შეხსნა.
- მოდი, მოდი ელენე - გაუღიმა ლაშამ და ფეხზე წამოდგა - აბა რამ შეგაწუხა.
- ბატონო ლაშა ბატონ თორნიკეს უნდა თქვენთან და მაბონ სანდროსთან საუბარი და ეხლავე ამოვიდნენო - მორიდებული ღიმილით ამცნო ინფორმაცია.
- ელენე არც მე და არც ლაშა შენი უფროსისნაირები არ ვართ ამიტომ ოფიციალურობა არ არის საჭირო. - ღიმილით უთხრა სანდრომ და სკამიდან წამოდგა. ელენეს კარები გაუღო და პირველი გაატარა, შემდეგ კი ლაშასთან ერთად კიბეებზე ავიდა. ორივე მამაკაცი შევიდა ოთახში, ელენემ კი თანამშრომლების გაფრთხილება დაიწყო კონფერენციის თაობაზე.

თორნიკე

თორნიკე ონიანი 28 წლის. ეს კომპანია მამამისმა ბატონმა დავით ონიანმა სულ რაღაც 4 თვეა გადააბარა და თვითონ ტაიმაუტი აიღო. პირველი ერთი 2 თვე ყავდა მდივანი თუმცა ბოლოს საწყალ გოგოს ყელში ამოუყვანა თავისი კაპრიზები და წესები და ის გოგოც იძულებული გახდა სამსახურიდან წასულიყო. ყავს როგორც უკვე მოგახსენეთ მამა და დედა ქალბატონი ნანა, ძმა (ირაკლი) რომელიც თავის ცოლთან (ანასთან) ერთად ამჟამად ამერიკაშია წასული. არასდროს ყოლია შეყვარებული, თუმცა უკვე 2 წელზე მეტია უყვასრ ელენე, სად ნახა და როგორ შეუყვარდა მაგას შემდეგში გაიგებთ.

- აბა რა ხდება? - როგორც ყოველთვის ამჯერადაც გაღიმებული და ენერგიული შევიდა ლაშა ოთახში და სანდროსთან ერთად ძმაკაცს წინ დაუჯდა
- უნდა მიშველოთ - ანერვიულებული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ და თავზე ხელი გადაისვა.
- რა იყო? არაფერი გამოგდის? - ინტერესით კითხა სანდრომ და მის ნერვიულ სახეზე გაეღიმა
- არაფერი გამოდის კი არა მგონი ჩემი ეშინია ისეთი სახით მიყურებს, მგონი ვაფრთხობ.
- სამსახურში სადაცაა ჩვენ შეგვეშინდეს შენი და იმ გოგოს რა მოუვა, მთელი დღე შენ უჟმურ სახეს უნდა უყუროს - დასცინა უცებ ძმაკაცს ლაშამ და თან გამამხნევებლად წინ გადაიწია და ბეჭებზე ხელი დაარტყა.
- კარგით რა თქვენ რაღა მოგივიდათ, ხო იცით რომ კომპანიაში პრობლემები მაქვს - თავის გამართლებას შეეცადა უფროსი და ძალით გაიღიმა.
- ისე ხო რას ამბობ ასხივებ ხოლმე შენი ღიმილით - დასცინა ამჯერად სანდრომ და თორნიკეს დაძაბულ სახეზე გადაიხარხარა. - კაი რა მოგივიდა გეხუმრებით, რა გინდა გვითხარი და შევასრულებთ.
- არ ვიცი როგორ მაგრამ უნდა დამეხმაროთ რომ ელენე რამენაირად დამიახლოვდეს, ოღონდ ჩემი არ უნდა ეშინოდეს. ბოლოსდაბოლოს ამდენი ხანია მიყვარს და ესე ვერ შევაშინებ - სწრაფ - სწრაფად ლაპარაკობდა თორნიკე და თან კარისაკენ იყურებოდა უცებ არავინ შემოვიდესო.
- კაი ბიჭო რა, გადაგვიყვანე ჭკუიდან. როდის იყო გოგოს დაკერვაზე ვინმეს დახმარება გჭირდებოდა?
- აუ თქვენ არ გსმით ის, ის სხვანაირია, აი რაღაცნაირია. არ გახსოვთ ის სი..ი ჟღენტი რეებს აკეტებდა, რომ მისი გული მოეგო - გაიხსენა თავისი კომპანიის ერთ- ერთ მოწილე, რომელსაც ელენე უყვარდა და ყველანაირი მცდელობისდა მიუხედავად არაფერი გამოუვიდა.
- კაი ძმაო ბაზარი არაა დაგეხმარებით მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ - ლაშას ისეთი სერიოზული ტონი ჰქონდა თორნიკემაც კი ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. - რა იყოთ ე?- გაბრაზებულმა შეხედა სიცილისგან დამანჭულ ძმაკაცებს.
- კაი , კაი არაფერი . - სული მოითქვა ორივემ და ისევ თორნიკემ გააგრძელა. - მოკლედ ერთ - ერთმა თქვენთაგანმა უნდა წამოაყენოს წინადადება, რომ ყველა თანამშრომლი 2-3 დღით წავიდეთ სვანეთში დასასვენებლად. - თავიზი აზრით კმაყოფილმა ჩაიღიმა და ბიჭების გაკვირვებულ სახეებზე გაეცინა.
- თორნიკე ეს შენ ხარ? - სასაცილო ხმით იკითხა სანდრომ - ესეთი რაღაცეების მოფიქრება თუ შეგეძლო სად იყავი აქამდე?
- კარგით ეხლა გეყოფათ- დასერიოზულდა უფროსი - ერთ საათში საკონფერენციო დარბაზში ამ ყველაფერს იტყვით გასაგებია?
ბიჭებმა ღიმილით თავი დაუქნიე , უცებ წამოდგნენ სკამიდან და კაბინეტი დატოვეს. თორნიკე კი იმით კმაყოფილი რომ შანსი ეძლეოდა ელენეს უფრო დაახლოებოდა სკამზე გადაწვა და თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გაიღიმა.

ელენე

ჯერ მხოლოდ 2 საათია რაც აქ არის და ამდენი საბუთის სწორებით და თანამშრომლების გაფრთხილებით დაიღალა. როგორც კი თორმეტი საათი გახდა უფროსის კარები გაიღო და იქიდან სერიოზული სახით თორნიკე გამივიდა. მის ჩაცმულობას და სხეულს ელენემ თვალი ააყოლა და თავისდა უნებურად ჟრუანტელმა დაუარა. უცემ წამოდგა მაგიდიდან და საბუთებით ხელში უფროსს უკან აეკურკურა, თან მის მიხვრა მოხვრას აკვირდებოდა. თორნიკე უცებ უკან შემოტრიალდა, ელენესკენ დაიხარა და მის ყურთან დაბალი და სასიამოვნი ხმით დაიჩურჩულა.
- წესი ნომერი 3 - არავითარი ამოღებული მაიკები, კაცები თვალებში უნდა გიყურებდნენ და არა სხვაგან - უვებ ისევ ასწია თავი, შეტრიალდა და გაოცებული ელენე დერაფანში მარტო დატოვა.
ძლივს მოვიდა საწყელი გოგო გონს, სწრაფი ნაბიჯით შევიდა დარბაზში და უფროსის გვერდით ადგილი დაიკავა, თუმცა არაფერი არ ესმოდა ისე იყო გაბრუებული, თან თითქოს მის ეს ხმა ვიღაცის ხმას ახსენებდა, თუმცა ვისას? ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კონფერენციის დასრულებამდე სანდრომ აზრი გამოთქვა სვანეთში წასვლასთან დაკავშირებით, ამ ამბავმა ყველა გაახარა მათ შორის ელენეც რომელიც მთელი ცხოვრებაა ოცნებობს სვანეთში წასვლაზე. თორნიკემ მის ბედნიერ სახეს რომ შეხედა, კიდევ უფრო დარწმუნდა რომ სვანეთი კარგი იდეა იყო იმისთვის რომ ელენე გაეხარებიდა და დაახლოებოდა. დარბაზიდან გამოსული ელენე თავისი მაგიდასთან დაჯდა და ისევ საბუთებში იქექებოდა.


2 წლის წინ

დაქალის სახლიდან გამოსულმა გოგონამ გარემოს თვალი მოავლო თუმცა ირგვილ არც ერთი მანქანა არ მოძრაობდა. გაბრაზდა და თავისთვის ბუტბუტი დაიწყო.
- ჯანდაბა რა არის ეს? ამ სიცივეში არც ერთი მანქანა არ უნდა დადიოდეს? - გაბრაზებული აქეთ-იქით დადიოდა და თან სიცივისგან სულ კანკალებდა. ბოლოს მიხვდა აქ დგომით რომ უფრო გაიყიდებოდა და ნელ-ნელა დაუყვა ქუჩას. გზაზე გადასვლას აპირებდა საიდანღაც გიჟივით რომ გამოვარდა მოტოციკლი და კინაღამ დაეჯახა, მაგრამ მოასწრო გაჩერება. გაოცებული და გაშეშებული ელენე გონს ვერ მოდიოდა.
- კარგად ხარ? - დაბნეული ხმით ეკითხება ბიჭი, რომელიც მოტოციკლს მართავდა და ჩაფხუტი ეხურა. ელენემ თანხმობის ნიშნად ნელა თავი დაუქნია. - არ იცი რომ ამ დროს ქუჩასი სიარული, რომ არ შეიძლება? ბედი შენი რომ მალე მოვახერხე გაჩერება თორემ შენც დაიღუპავდით თავს და მეც დამღუპავდი. - აქეთ შეტევაზე გადმოვიდა ბიჭი. ელენეს კი ტვინში სისხლმა აასხა და მხოლოდ ეხლა მოვიდა გონს.
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ? კინაღამ გამიტანე და კიდე აქეთ მე ვარ დამნაშავე? იმის მაგივრად რომ ბოდიში მომიხადო კიდევ აქეთ მეჩხუბები. - გამწარებული სახით შეყურებდა ჩაფხუტიან ბიჭს, რომელსაც სახე არ უჩანდა და თან ხელებს აქეთ იქით იქნევდა.
- მე უნდა მოგიხადო ბოდიში? მეტი საქმე არ მაქვს - ირონიული გაუხდა ხმა ბიჭს - შენ თუ არ იცი როგორ უნდა იარო რა ჩემი ბრალია.
- გამანებე თავი რა, თავხედი ხარ ვიღაცა - გაბრაზებულმა უთხრა ელენემ და ისევ გზის გაგრძელება ცადა, თუმცა ისე იყო დაბნეული იმასაც ვერ ხვდებოდა სად მიდიოდა. ხმაზე მიხვდა, რომ უკან მოტოციკლი წამოეწია.
- მოდი, დამიჯექი წაგიყვან სახლში, საშიშია მარტო სიარული - უთხრა ბიჭმა უკვე დამშვიდებული ხმით.
- არ მინდა მარტოც მშვენივრად წავალ - გაცოფებული ხმა ჰქონდა გოგოს.
- კარგი ეხლა გეყოფა, დაჯექი, არ გიკბენ ნუ გეშინია - უთხრა ბიჭმა დამცინავი ხმით. ელენე ამ ხმაზე ძალიან გაღიზიანდა.
- კარგი დავჯდები, შენი დანაშაული ხომ უნდა გამოისყიდო - წავიდა ნელი ნაბიჯით ბიჭისკენ და მოტოციკლზე უკან მიუჯდა, მისამართი უკარნახა და ხელები მოხვია თუ არა მოტოციკლი ისეთი სისწრაფით წავიდა სუნთქვა შეეკრა თუმცა ხმა არ ამოუღია. როგორც კი თავის კორპუსთან გაჩერდა უცებ გადმოხტა მოტიციკლიდან, ერთხელღა შეხედა ბიჭს და სწრაფად აირბინა კიბეები.



(თავი 3)


ელენე

უკვე ორი კვირაა რაც თორნიკეს მოადგილეა და ამ ხნის განმავლობაშში საკმაოდ გადაიღალა, თუმცა ყველა საქმე ზედმიწევნით შეისწავლა და თანამშრომლებიც გაიცნო. მათგან ყველაზე მეტად ნინოს დაუახლოვდა, რომელიც როგორც ბოლოს გაიგო სანდროს მეუღლე ყოფილა. ბიჭებს საკმაოდ დაუახლოვდა და რადგანაც ნინოც დაიმეგობრა, შესვენებას მათთან ერთად ატარებს. სამი დღეა ცოცხალი პოზიტივი ანუ ლაშა საქმეზე გააგზავნა თორნიკემ და მისი არ ყოფნა საკმაოდ შეეტყო კომპანიას. ლაშას გამგზავრებამ და კიდევ სხვა რამოდენიმე მიზეზმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ სვანეთში წასვლა გადაიდო.
არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ უფროსის ყველა შემოხედვა ძალიან აბნევს და აფორიაქებს, ისიც თითქოს ხვდება ამ ყველაფერს და როდესაც ოთახში შედის მის ყველა მოქმედებას ზუსტად აკვირდება. ეხლაც თავისი უფროსის წინ ზის და მასთან ერთად განიხილავს აქციების გაზრდის საკითხს.
- ჩვენთვის ეხლა მთავარია იტალიაში შევიტანოთ ჩვენი პროდუქტი, როგორც კი ის ფირმა რომელიც ჩვენთან არის შეთანხმებული ამ პროდუქტს აუქციონზე გაიტანს მაშინვე შეიცვლება ჩვენი მდგომარეობა. - კმაყოფილი ღიმილით ჩამოურაკრაკა ელენემ თორნიკეს ყველაფერი და შემდეგ მის სახეს დააკვირდა, რომელიც კმაყოფილებით იყო აღსავსე.
- კარგი. რამოდენიმე დღე რაც სვანეთში ვიქნებით, კიდევ უკეთ დავფიქრდებით და ზუსტად გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ. - ცოტა გაიღიმა და ამ ღიმილს ამოაყოლა მთელი თავისი გრძნობები, ელენე კი გაოცებული გაშტერებული სახით უყურებდა და თან გულში იმას ფიქრობდა რატომ მალავს ამ ღიმილსო.
- კარგი ეხლა შეგიძლია წახვიდე - ისევ თორნიკეს ხმამ მოიყვანა გონს, ნელა წამოიმართა სკამიდან და კარისაკენ წავიდა, გასვლამდე ერთხელ კიდევ შეხედა უფროსს რომელსაც თავი ჩაეღუნა, შემდეგ კი კარი მიხურა.
ზუსტად ის ემართებოდა რაც ადრე, ორი წლის წინ. ამ ამბის გახსენებისას თითქოს ძველი ემოციაბი აემღვრა, თუმცა მალევე მოიშორა ეს ფიქრები და ისევ დავიწყებას მისცა. თავის მაგიდასთან დაჯდა და რადგანაც საქმე არაფერი ჰქონდა ცოტახანი ინტერნეტში შეძვრა, ბოლოს ისიც მობეხრდა და აქთ-იქით ყურება დაიწყო. მოულოდნელი კარის ხმამ კი კინაღამ გული გაუხეთქა თუმცა როდესაც კარში მდგარი უფროსი დაინახა ორონიული ღიმილით უცებ ფეხზე წამოდგა.
- იმის თქმა მინდოდა რომ შეგიძლია სახლში წახვიდე თუ საქმე არ გაქვს, თან ხვალ კვირაა - დინჯი ხმით მიუგო და ის-ის იყო კარი უნდა მოეხურა რომ - მანამდე ყავა შემომიტანე - ელენემ თავი სწრაფად დაუქნია და ყავის აპარატისკენ დაიძრა, უცებ მოამზადა ყავა , შეუტანა უფროსს და სამსახურიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა.
სახლში მისულმა საჭმელი ჭამა, შემდეგ სახლს გადახედა რომელიც არც ისე დასალაგებელი იყო, თუმცა ცოტა მაინც მიალაგა და თან ლანას ეჭორავებოდა.
- ხოდა გოგო ამ ბიჭმა ეგ რო მითხრა ხო წარმოგიდგენია რა დამემართებოდა - სიცილით და თან გაბრაზებული ხმით უყვებოდა ლანა ელენეს თავის ისტორიას. - არა აშკარად ვერ არის, მაგრამ ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ ძალიან სიმპატიურია და როგორ გინდა რომ გაუბრაზდე ჰა? - გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და ელენეს ხმამაღლა გაცინებაზე კოპები შეკრა.
- ვაიმე ლანა რა საყვარელი ხარ. ისე კარგად დაფიქრდი ხო არ მოგწონს შემთხვევით ის ბიჭი - წარბები სასაცილოდ აუთამაშა.
- არა გოგო რა მომწონს, ნამდვილი იდიოტია და თან სა... - გაგრძელებას აპირებდა მაგრამ როგორც კი ელენეს სახე დაინახა რომელზეც ეწერა „შენ მე ვერაფერს მომატყუებო, ტავისი ნათქვამი გადაასწორა. - კარგი ხო, ნუ მიყურებ ეგეთი სახით. მომწონს, უფორსწორად ძალიან მომწონს მაგრამ მაგას რა მნიშველობა აქვს მაინც იდიოიტია - ღიმილით ჩაილაპარაკა და ელენეს დაქაჩულს წარბებზე გაეცივა.
- ფრთხილად იყავი შენ ეგ იდიოტი არ შეგიყვარდეს - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ელენემ. გოგონებმა ცოტახანი კიდევ იჭორავეს, ბოლოს ელენემ დაძინება გადაწყვიტა და მალევე ჩაეზინა კიდეც.


2 წლის წინ


ლანას სახლიდან გამოსულმა მოპირდაპირე მხარეს ისევ ის მოტოციკლი რომ დაინახა გული გადაუქანდა. ისევ ფეხით დაუყვა ბარდიულს და ყველანაირად ცდილობდა დამალვოდა მწველ მზერა. მიხვდა როგორ დაიძრა მოტოციკლი და როგორ ამოუდგა გვერდით.
- დაჯექი წაგიყვან - ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ჯერ კიდევ უცნობმა ბიჭმა.
- არ მინდა მეთვითონ წავალ - ისე უპასუხა ზედაც არ შეუხედია ბიჭისთვის
- კარგი რა მოხდა, წინაზე ხომ მე გიგიყვანე
- ეხლა აგარ მინდა - გაბრაზებული გაუხდა ხმა ელენეს.
- კარგი მაშინ შენ ფეხით იარე და მე ესე მიგაცილებ - უცებ გადაჭრა პრობლემა ბიჭმა.
- არ მინდა შენ იცი რას ნიშნავს? რატო უნდა მიმაცილო? - ნერვიული ტონით ჩაილაპარაკა და გაახსენდა ლანამ რო უთხრა - ვინმე მანიაკი რომ ყოფილიყო რას იზავდი, რატომ დაუჯექი მოტოციკლზე-ო
- იმიტომ მინდა შენი მიცილება სახლამდე რამეს, რომ არ გადაეყარო - მშვიდი ხმით მიუგო ბიჭმა.
- შენ შენ თავს მიხედე, არავის შენი არ სჭირდება შენი დახმარება - გაბრაზდა და ის ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ ბიჭმა მკლავში ხელი მოკიდა და ახლოს მისწია.
- შემთხვევით ჩემი ხო არ გეშინია პატარა - ირონიული ხმა ჰქონდა და როდესაც ელენეს შეშინებულ სახეს წააწყდა ჩუმად ჩაიცინა.
- მეე? შენი? - ვითომ ირონიულად ჩაიცინა ელენემ - ასი წელი, ასი წელი არ შემეშინდება შენი - მშვიდი ხმით მიუგო ბიჭს.
- დამიმტკიცე, დამიჯექი უკან და მე მიგიყვან - არც ბიჭი ჩამორჩა.
- კარგი - ისე იყო გაბრაზებული ბიჭის ასეთი ტონით, რომ სულ აღარ ახსოვდა ლანას სიტყვები.
ბიჭს უკან მოუჯდა და ხელები მოხვია. ამჯერად არც ისე სწრაფად წაიყვანა ბიჭმა მოტოციკლი, რის გამოც ელენეს მისი სუნამოს სუნი ცხვირში უღიტინებდა და ათრობდა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს ბიჭმა რომ დაუძახა. უცებ გადმოვიდა მოტოციკლიდან, უკან არც მოუხედავს ისე დააპირა სადარბაზოში შესვლა, მაგრამ ბიჭმა ერთი ხელი მოხვია და მეორე თვალებზე ააფარა , ნელა მოაბრუნა და ძალიან ფრთხილად მის ტუჩებს შეეხო, მთელი სინაზით უკოცნიდა ტუჩებს და ელენეც არაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად. თუმცა რა უნდა გაეკეთებინა როცა მოწყვეყტილი იყო ამქვეყნიურ ცხოვრებას, თითქოს სადღაც ცაში იყო და დაფრინავდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა მოტოციკლი ადგილს რომ მოსწყდა, აფორიაქებულმა ნელა აიარა კიბეები, სახლში შევიდა და მაშინვე გათიშულს ჩაეძინა.


თორნიკე
კვირადღის გატარება თორნიკემ სახლში გადაწყვიტა, რადგან საქმეები არ ჰქონდა. დილით კარგად გამოიძინებდა კარზე ზარს რომ არ დაერეკა. ნელ- ნელა გაახილა თველები, ფეხზე წამოდგა, შარვალი ამოიცვა და კარის გასაღებად წავიდა. როგორც კი კარი გააღო ზედ გაკტეჭილი ლაშა „შემოახტა“.
- აბა რას შვები? როგორ მიგდის საქმეები უჩემოდ? უსაქმურობ ხო? ნწ, ნწ, ნწ - სწრაფ- სწრაფად მიაყარა და თორნიკეს დაბღვერილ სახეზე სიცილი დაიწყო.
- შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ ? ამ დილა უთენია უნდა დამადგე თავზე? - დაბღვერილი სახით უყურებდა ლაშას თორნიკე და თან კარი მიხურა. ორივე მისაღები ოთახისკენ წავიდნენ და თან ლაშა თავის ამბებს ყვებოდა.

- ძალიან კი მომეწონა ეს გოგო მაგრამ რად გინდა, სუფთა თხა, წესიერად ვერ დაელაპარაკები გულითაც რომ გინდოდეს - გაბრაზებული ლაპარაკობდა საზღვარგარეთ გაცნობილ გოგოზე.

- მერე რა, შენ ხო ეგეთები მოგწონს - მხრების ჩეჩვით უთხრა თორნიკემ და თან გემრიელად დაამთქნარა.

- კი ძმაო ბაზარი არაა მაგრამ ეს ძაან თხაა რა - სიცილით გაიხსენა გოგოს ჩადენილი რაღაცეები.

- ეგ თხა იქნება მგონი თავს რომ შეგაყვერებს - დასკვნა გააკეთა და ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა.

- უი სიყვარულზე გამახსენდა, შენ და ელე რას შვებით - ინტერესით შეხედა.

- ისევ ისე რა, ხვალ ხო გახსოვს სვანეთში მივდივართ - ლაშამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია - ხოდა მანდ მოხდება ყველაფერი, მხოლოდ სვანეთის იმედიღა მაქვს - სიცილით ჩაილაპარაკა თორნიკემ და საძინებლისაკენ წავიდა - ჩავიცმევ ეხლა მე, შენ სანდროს დაურეკე გაემზადოს, გავუაროთ და ბარში წავიდეთ - ისე შევიდა ოთახში ლაშას პასუხს არც დალოდებია, იქიდან კი უკვე ჩაცმული დაბრუნდა. მანქანის გასაღები აიღო და სახლი ლაშასთან ერთად დატოვა.


(4 თავი)


ელენე

კვირა დღეს გვიან გაღვიძა, შუადღისკენ მშობლებთან წავიდა და შემდეგ სახლში მისულმა სვანეთისთვის ტანსაცმლის გამზადება დაიწყო. სვანეთის კლიმატიდან გამომდინარე თბილი ტანსაცმელი ჩაალაგა და რადგან დილით შვიდ საათზე გადიოდნენ, ადრე დაიძინა.
6 საათი იყო მაღვიძარამ რომ გააღვიძა, ნელ-ნელა წამოიმართა ფეხზე, აბაზანაში შევიდა და იქიდან გამოსულმა წინა დღით გამზადებული ნაცრისფერი ელასტიკი, შავი ბრეტელებიანი მაიკა, ზემოდან თბილი, ნაქსოვი ჟაკეტი მოიცვა და ფეხზე ნაცრისფერი ბოტასები ჩაიცვა. გამზადებული ყავა ჭიქა-თერმოსში ჩაასხა, სპორტული ჩანთა რომელშიც ტანსაცმელები ელაგა მხარზე გადაიკიდა და კიბეებს ნელ-ნელა დაუყვა. გუშინ ნინოს ელაპარაკა და ნინომ უთხრა , რომ თანამშრომლები ერთმანეთის მანქანებში ნაწილდებოდნენ, ამიტომ შენ სად მოგიწევს დაჯდომა არ ვიციო. ცოტაკი გული დაწყდა ეგონა მათთან ერთად იმგაზრებდა მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ თანამშრომლებთან დაახლოებისთვის ეს კარგიც იყო. დაბლა ჩასულს შავი G კლასის მერსედესი, რომ დახვდა თვალები შუბლზე აუვიდა, კარგად ახსოვს რომ ამ მანქანით თავისი უფროსი დადის. ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა გაშტერებული მანქანის კარები თორნიკეს, რომ არ გამოეხსნა და არ გადმოსულიყო, გამოფხიზლებულმა ელენემ თვალი უფორსის ჩაცმულობას ააყოლა და სპორტულ ფორმაზე რომელიც თავის უფროსს ზედ აკვდებოდა უფრო გაშტერდა.
- კიდევ დიდხან უნდა მიყურებდე და აფასებდე რამდენად სიმპატიური ვარ? - ირონიული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ და ელენეც წამში გონს მოვიდა. არა რა, მაინც რანაირი კაცია, კი არ დააცდის საწყალ გოგოს არაფერს.
- უკაცრავად, უბრალოდ მე...მე - თავი ჩაღუნა ელენემ და ბუტბუტი დაიწყო.
- კარგი, კარგი მომეცი შენი ჩანთა - ჩანთა გამოართვა, მანქანის საბარგულში ჩადო და ელენეს მანქანის კარები გაუღო. გოგონა ნელა დაიძრა მანქანისკენ და როგორც კი ჩაჯდა, თორნიკემ კარები ხმაურით მიხურა. შემდეგ თავდა მანქანას მოუარა და საჭესტან ადგილი დაიკავა.
- ალბათ გითხრა ნინომ თანამშრომლები რომ ერთმანეთთან გადანაწილდნენ. კი ძალიან უნდოდათ რომ შენ მათ მანქანაში მოხვედრილიყავი, მაგრამ ადგილი აღარ იყო, ნინოს დაქალიც მოდის თავის ქმართან ერთად და ამიტომ მოგვიწია მე და შენ ერთად მგზავრობა. - უცებ აუხსნა არსებული სიტუაცია და მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა.
- არაუშავს მესმის, რა პრობლემაა - ღიმილით უთხრა, თუმცა ისე იყო ჯერ კიდევ გაბრუებული მანქანაში არსებული სუნამოს სუნით, რომ ძლივს ლაპარაკობდა. ნამდვილად ეცნო ეს სუნამო, ერთი წამით ისისც კი იფიქრა ჩემი უფროსი და ჩაფხუტიანი როგორც თვითონ ეძახდა ხოლმე ერთი და იგივე ხომ არ არიანო, მაგრამ მიხვდა რაღაც სისულელეს რომ ფიქრობდა და თავი ფიქრების გასაფანტად გააქნია. - ბატონო თორნიკე იცი... - გაგრზელებას აპირებდა თორნიკემ რომ შეაჩერა.
- ელენე ჩვენ ახლა სამსახურში არ ვართ და არანაირი ბატონო და თ-ებით ლაპარაკი გასაგებია ? - ღიმილით კითხა და ელენეს გაკვირვებულ სახეზე უფრო გაეღიმა.
- კარგით, უფროსწორად კარგი - როგორც კი თორნიკეს გაბრაზებულ სახეს შეხედა მაშინვე გადაასწორა სიტყვა. - მაინტერესებდა სად ვიქნებით ეს რამოდენიმე დღე სვანეთში?
- რადგანაც საკმაოდ ბევრები ვართ, ეს საკითხი ნინომ მოაგვარა, ყველა სხვადასხვა სახლებში გადაანაწილა და როგორც ვიცი შენ შვენთან ერთად უნდა იყო. ორ სართულიანი სახლებია, თითო სახლში 4-5 ოთახია ამიტომ როგორც ნინომ თქვა ყველა თავისუფლად მოვახერხებთ გადანაწილებას.
- კარგია , გიდი გვეყოლება? - ინტერესით შეხედა თორნიკეს. ( ჩვენში დარჩეს და ამ გოგოს მემგონი მიზეზი სჭირდება, რომ ამ კაცს შეხედოს )
- ნახავ - ღიმილით უპასუხა თორნიკემ, მაგის შემდეგ ხმა არც ერთს არ ამოუღია ცოტა ხანი, თუმცა სვანეთში ჩასვლამდე ერთმანეთთან ლაპარაკი კიდევ მოასწრეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლაპარაკის ინიციატორი თავად თორნიკე იყო. ელენემაც დასკვნა გააკეთა რომ ეს კაცი მხოლოდ სამსახურში იყო ასეთი უჟმური, გარეთ კი განსხვავებული თორნიკე ხდებოდა, თუმცა თავის სერიოზულობას მაინც არ კარგავდა.
რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩავიდნენ სვანეთში, მანქანა რომ გაჩერდა ღრმად ჩაისუნთქა სვანეთის სუფთა ჰაერი და თავის თანამშრომებისკენ დაიძრა, რომლებიც გარს შემოხვეოდნენ ნინოს. ნინომ ყველა მათგანს უჩვენა ტავისი სახლი და ბოლოს როდესაც მხოლოდ შვიდნიღა დარჩნენ თავიაანთი სახლისაკენაც დაიძრა, ტან გზაში ელენეს თავისი დაქალი (მაკო) და მისი მეუღლე (გიგა ) გააცნო.
- მოკლედ ეს არის ჩვენი სახლი, სადაც ამ რამოდენიმე დღეს გავატარებთ. მე და სანდრო რათქმაუნდა ერთად ვიქნებით, მაკოც და გიგაც ერთად და დანარჩენები ყველა ცალ-ცალკე. - უცებ ჩამოარაკრაკა ნინიმ და აწ უკვე თავისი ოთახისკენ წავიდა. - ეხლა ცოტახანი დავისვენოთ და ოთხ საათზე ყველა ერთად ვიკრიბებით საჭმელად - ხელი აუწია ყველას და ოთახში შევიდა, უკან სანდრო მიყვა. ყველა თავიაანთ ოთახებში გადანაწილდნენ, ელენეს და თორნიკეს ოთახი ერთმანეთის მოპირდაპირე მხარესიყო.

ელენემ ტანსაცმელი ამოალაგა და ცოტა დაივენა. საათს რომ გახედა ოთხს ეკლდა ოცი წუთი, უცებ წამოდგა, კარებში როგორც კი გავიდა თორნიკეს კარიც გაიღო და მოულოდნელად ორივე ერთმანეთს შეასკდა. თორნიკეს ხელები რომ არა პირდაპირ ძირს მოადენდა ზღართანს,შეშინებული სახით ახედა თორნიკეს რომელიც საყვარლად უღიმოდა.
- შემდეგში ნელა გამოდი ოთახიდან , არაფერი იტკინო - მზრუნველად უთხრა და ცხვირზე თითი დაკრა, ხელი ნელა შეუშვა და პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბეებს დაუყვა. ელენე კი გაოცებული დატოვა, მანამდე ვერ მოვიდა გონს სანამ ნინო, რომელიც იქ როდის გაჩნდა ვერც გაიგო ხელზე არ უჩქმიტა.
- რა ? რა... რამე მოხდა? - დამანჭული სახით შეხედა ნინოს და მის გვერდით მდგომ მაკას. .
- რავიცი აბა, ეს მე უნდა გკითხო, რა გაშტერებული დგახარ - მხრები აიჩეჩა ნინომ და ჩუმად ჩაიხითქითა.
- არა... არა, არაფერი. რა უნდა მომხდარიყო - ვითომ უინტერესო ხმით ჩაილაპარაკა და დაბლა ნელ-ნელა ჩავიდა.
- რავიცი აბა, ჩვენ ვიფიქრეთ თორნიკესთან რამე ხომ არ მოხდათქო და ... - ვითომ ჩაფიქრებულმა ხმით თქვა მაკამ და ბოლოს ნინოსთრან ერთად გადაიხარხარა.
- დაინახეთ? - შეშინებული სახით იკითხა ელენემ და ფერები გადაუვიდა
- კაი შე ქალო რა მოხდა მერე, დიდი ამბავი ეხლა ტორნიკე თუ მოგწონს - მხარზე თანაგრძნობის ნიშნად მოუთათუნა ხელი ნინომ. - ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, ეხლა კი ადექი , წავიდეთ და ვჭამოთ თორემ აღარაფერს დაგვიტოვებენ. - მხიარულად შესძახა ბოლო წინადადება ნინომ და გოგოებს უკან მიყვა.

2 წლის წინ
იმის შემდეგ რაც იმ თავხდმა ბიჭმა პირველი კოცნა მოპარა, ელენე მასზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებს. ისიც თითქოს სპეციალურად ერთ კვირაზე მეტია აღარ გამოჩენილა.
კვირა დღე იყო, ელენეს ლანამ დაურეკა და კლუბში წასვა შესთავაზა. თავიდან კი უარზე იყო მაგრამ ბოლოს მეგობარს ვეღარ უღალატა და დათანხმდა. ლანამ როგორც უთხრა 10 საათზე გამოუვლიდა და ერთად წავიდოდნენ . ზომიერად მოკლე, მუხლს აცდენილი შინდისფერი კაბა ჩაიცვა , ფეხზე შავი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, თმა ბოლოებში დაიხვია და გაიშალა, მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი წაისვა და დაელოდა ლანას ზარს. ზარმაც არ დააყოვნა და სულ მალე დაბლა ჩავიდა, უცებ ჩახტა მანქანაში და ლანა გადაკოცნა.
- აბა რას ვშვებით ? ხო ვსვავთ? - ღიმილით გადახედა ლანამ დაქალს და მის დამანჭულ სახეზე ხმამაღლა გაეცინა.
- ხო იცი რომ არ მიყვარს ეს დალევა რა - უკაყოფილო სახით იძახდა ელენე.
- კარგი რა ელენიჩკა რა, სულ ცოტა სასმელი არაფერს გიზავს. - ხელით აჩვენა სულ ცოტა რამდენიც იყო და გაუცინა.
- იცოდე რამე თუ ავიკიდე შენი ბრალი იქნება - ბოლოს მაინც დათანხმდა.
10 წუთში კლუბში მივიდნენ, სიგარეტიც და ალკოჰოლის მძაფრმა სუნმა მალევე დაახვია თავბრუ გოგოებს, თუმცა უკან წასვლაზე არც ერთი ფიქრობდა. ბართან დასხდნენ და მარტინი შეუკვეთეს. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ორივე მოცეკვავეებს შორის იყვნენ და ნელა და სექსუალურად არხევდნე ტანს. ისე იყო ელენე გაბრუებული, ვერც მიხვდა ვიღაცამ როგორ მოკიდა ხელი და როგორ გამოიყვანა გარეთ, მხოლოდ სუფტა ჰაერმა გამოაფხიზლა და გაკვირვებულმა გახედა მის წინ ზურშექცევით მდგარ ბიჭს. ეცნო მისი აღნაგობა და გული აუფრთხიალდა. ბიჭს უკან თმა შედარებიტ მოკლე ჰქონდა ვიდრე წინ და მის აღნაგობს, იმისდა მიუხედავად რომ მხოლოდ ზურგიდან ხედავდა ალბათ ზედ აკვდებოდა. ბიჭმა ჩაფხუტი გაიკეტა და ისე შემოტრიალდა, ელენეს მკლავში ხელი მოკიდა და თავისკენ მისწია.
- რამ გადაგრია ჰა? გეკითხები - უფრო უჭერდამკლავში ხელს და თან ცოტათი ანჯღრევდა.
- რამ გადაგრია რომ ამ შუა ღამეს აქ ხარ და რაღაც უაზროს ირხევი , ვინმე გინდა აიკიდო - გამწარებული ელაპარაკებოდა თავდახრილ ელენეს,
- შენ არავინ გეკითხება - თავი ასწია ელენემ და ჩუმად თქვა.
- რას ნიშნავს მე არავისნ მეკითხება? იმის მერე რაც პირველად გნახე ჩემი დაგარქვი მოგწონს ეს შენ თუ არა. ამიტომ არ გაქვცს უფლება ის გააკეთო რაც მოგინდება, მითუმეტეს თუ ამით შენს თავს საფრთხეში აგდებ . - ხმას ვეღარ იმირჩილებდა ბიჭი და ბოლო ხმაზე გაყვიროდა . შემდეგ თითქოს უცებ დაწყნარდა და უთხრა - მე ჩემი წესები მაქვს პატარა, რომელიც მოგწონს თუ არა, უნდა დაემორჩილო - ჩუმად ჩაილაპარაკა, ელენეს ხელით სახეზე მოეფერა, შემდეგ ხელი გაუშვა და მოტოციკლით ადგილს მოსწყდა. ელენე კი დატოვა გაშეშებული. ბოლოს როგორც იქნა კლუბიან ლანა გამოვიდა, ჩხუბი უნდა დაეწყო მაგრამ ელენეს სახეს რომ წააწყდა,ხმა არ ამოუღია. ტაქსი გააჩერა და მასთან ერთად წავიდა სახლში. სახლში მისულს ელენემ ყველაფერი უამბო მას და ბოლოს ემოციაბისაგან დაღლილს ლანასთან ერთად ჩაეძინა .


(5 თავი)


ელენე

ნელ-ნელა მიდიოდნენ გოგოები იმ ადგილისაკენ სადაც ყველა ერთად მიირთმევდა საჭმელს. მაგიდა ღია ცის ქვეშ იყო, ნინომ და მაკამ მაშინვე მოძებნეს თავისი მეუღლეები და კურკურით მათკენ წავიდნენ, თან ხელით ელენეს ანიშნებდნენ გამოგვყევიო. გოგოები ქმრებს მიუჯდნენ გვერძე და ელენესთვის ადგილი აღარ იყო. უფროსწორად იყო, მაგრამ თორნიკეს გვერდით, ნელა დაიძრა თორნიკესაკენ და გვერდით მიუჯდა, მამაკაცმა ერთი გადმოხედა ღიმილით და საუბარი ისევ ლაშასთან გააბა. ჭამის დროს საინტერესო არაფერი მომხდარა და როდესაც ყველა დანაყრდა ფეხზე წამოიშალნენ. როგორც ელენემ გაიგო, საღამოს ცხრა საათამდე შეეძლოთ დაესვენათ, შემდეგ კი ისევ ამ ადგილას ცეცხლა დაანთებდნენ და საღამოს ერთად გაატარებდნენ. ნინო და სანდრო ერთად მიდიოდნენ ხელი-ხელ გადახვეულები, მსგავს სიტუაციაში იყვნენ მაკო და გიგაც, დანარჩენები კი მათ მიყვებოდნენ. ელენე ლაშას და თორნიკეს შუაში იყო ჩამდგარი და ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს.
- ლაშა რომ გეუბნები ეგრეა, არც ერთ გოგოს არ მოსწონს ცანცარა ბიჭები - თორნიკე გამწარებული არწმუნებს ლაშას .
- ნეტა შენ რა იცი რა, სულ დაროჟილი სიფათით დადიხარ - გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა ლაშამ და პატარა ბავშვივით გადაიჯვარედინა ხელები. მის ამ საქციელზე ელენესაც და თორნიკესაც გულიანად გაეცინათ, ბოლოს როცა დასერიოზულდნენ ლაშამ დრამატული ხმით დაიწყო .
- შეენც ელენე, შეენც მირალატე ხო რძა... - გაგრძელებას აპირებდა მაგრამ როგორც კი თორნიკეს გაბრაზებულ და ელენეს გაკვირვებულ სახეს წააწყდა, სიტყვის გადაკეთებას აპირებდა, თუმცა შესაფერისი ვერაფერი მოძებნა და სწორედ ამ დროს ნინომ რაღაცა დაუძახა ელენეს და ისიც სახლისაკენ წავიდა.
- შენ ბიჭო შ.. ხო არ გაქვს? - რა ჯანდაბა გეტაკა, რა რძალო აგიტყდა? - გაბარზებული ხმით ლაპარაკობდა თორნიკე და თან ცდილობდა ხმამარლა არ ეღრიალა ლაშასთვის.
- კაი ბიჭო რა, პროსტა ისე მივეჩვიე უკვე რო ინსტიქტურად ვეღარ მოვწვი რა ვთქვი. - თავის გამართლება სცადა ლაშამ თუმცა თვითონვე იცოდა რომ დამნაშავე იყო.
- ბედი შენი რომ ნინომ დაუძახა, თორემ რა პასუხს გასცემდი ვნახავდი - კიდევ ერთი შეუღრინა ლაშას და სახლისაკენ წავიდა, უკან კი ლაშა მიყვა.
სახლში შესულები მისაღები ოთახისაკენ დაიძრნენ, საიდანაც ხმა ესმოდათ, ოთახში შესულებს ყველა დივანზე ჩამომსხდარი დახვდათ, მხოლოდ ელენე იჯდა პუფში, რაღაცა ფილმს უყურებდნენ და ისე იყო ელენე გართული, ვერც კი გაიგო როგორ მიუჯდა ორი ფინჯანი ყავით თორნიკე გვერდით.
- ყავა გინდა? - ჩუმად კითხა თორნიკემ და ჭიქა გაუწოდა.
- მადლობა - ელენემაც ჩუმად დაიჩურჩულა და ცხელი სითხე ნელა მოსვა.
- რა ფილმია? - ვითომ დაინტერესებული ხმა ჰქონდა თორნიკეს.
- არ ვიცი, მაგრამ კაი ფილმი ჩანს - ჩუმად გადაულაპარაკა ელენემ და ეკრანს ინტერესით მიაჩერდა. თორნიკემ იფიქრა ეხლა ისე უყურებს ამ ფილმს, ვერ დაველაპარაკები მაინცო და თვითონაც ეკრანს მიასტერდა თუმცა, არც ერთი სიტყვა გაუგია.
ფილმი როგორც კი დამთავრდა, ყველა ერთდროულად ადგნენ, 9 საათი ხდებოდა და ნელი სიარულით იმ ადგილისაკენ წავიდნენ სადაც ცეცხლი ეგულებოდათ. თითქმის ყველა იქ იყო, მათაც დაიკავეს თავისი ადგილი და საუბარში ჩაერთვნენ. ელენე თორნიკეს მოპირდაპირე მხარეს იჯდა, გვერდით მისი თანამშრომელი დათო ეჯდა, რომელიც ელენე სამსახურში მიღების დროიდან დიდ ყურადღებას აქცევს მას. ამას რათქმაუნდა თორნიკე კარგად ხედავს და სურვილი უჩნდება 23 წლის ღლაპი, რომელიც მამამისის თხოვნით აიყვანა, კარგად მიალილაოს. ყველასთვის მოულოდნელად, ერთ ერთმა თანამშრომელმა გიტარა მოიტანა და თორნიკეს გადასცა. ამის დანახვისას ელენეს თვალები შუბლზე აუვიდა, თანამშრომლები კი უფროსს შეძახილებით მოუწოდებდნენ რომ დაეკრა. თორნიკემაც ნელა ჩამოკრა სიმებს და ბოხი და თბილი ხმით დაიწყო სიმღერა, თან მთელი სიმღერის განმავლობაში ელენეს უყურებდა, რომელიც თორნიკეს ხმით მოხიბლული გაშტერებული უყურებდა თავის მკაცრ უფროსს, რომლის თვალებიდანაც სიყვარული გამოსჭყიოდა.
- ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა . - დაამთავრა ბოლოს სიმღერა თორნიკემ და ტაშის ხმაც გაისმა, იყო შეძახილები თუმცა არც თორნიკეს და არც ელენეს არაფერი არ ესმოდათ. ორივე ერთმანეთის თვალებში იყო ჩაძირული და გონზე მოსვლას ვერც ერთი ახერხებდა. ბოლოს თორნიკეს ლაშამ წაკრა ხელი და გამოაფხიზლა.
12 საათამდე იყვნენ ცეცხლთან და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს დაშლა. მეორე დილით ადრე უნდა ამდგარიყვნენ და ენერგიის მოკრეფა სჭირდებოდა ყველას. ისევ-ისე მიდიოდნენ წყვილები წინ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლაშა სადღაც გაქრა და მხოლოდ ელენე და თორნიკე მიდიოდნენ ერთად. ყველა სახლში შევიდა ელენეს გარდა, რომელიც ეზოში გაბმულ ჰამაკში ჩაწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაუწყო ყურება, თან თორნიკეს სიმღერა ჩაესმოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ სხვა პლანეტაზე იყო, ხალხისგან და ცივილიზაციისგან მიუწვდომელ ადგილას. იმ ადგილას სადაც ჯერ კიდევ სუფთა ჰაერი იყო, იქ სადაც ყველაფერს ძველი იერი ჰქონდა შერჩენილი, იმ ადგილას სადაც გვიან მოდიოდა ზაფხული და ადრე მიდიოდა. ყველაფერზე ფიქრობდა, ბუნებაზე, ხალხზე, შემდეგ თორნიკეზე დაიწყო ფიქრი და თავის თავს გამოუტყდა რომ ეს კაცი მის გულში უნებურად შემოიჭრა. გაახსენდა ძველი გრძნობები და შიშმა მოიცვა, იმის შიშმა რომ ეს ყველაფერიც ისე არ გამქრალიყო როგორც ადრე. ისე იყო თავის ფიქრებში გართული რომ ვერც იგრძნო როგორ მიუახლოვდსა თორნიკე, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს თბილი პლედი რომ იგრძნო მის სხეულზე. გაკვირვებულმა ახედა სილუეტს, რომელიც თვალმოუშორებლად აკვირდებოდა მას.
- შეგცივდება, არ გინდა სახლში შემოხვიდე? - თბილი ხმით დაიჩურჩულა თორნიკემ, თითქოს ეშინოდა არავის გაეგო მისი ლაპარაკი.
- უბრალოდ გავერთე ცაში ყურებით და ვერც კი გიგრძენი სიცივე. - უხერხული ღიმილით ჩაილაპარაკა და ისევ ცას ახედა.
- ესე იცის სვანეთმა, თავს შეგაყვარებს მისი უცხო გარემოთი. - ღიმილით ჩაილაპარაკა თორნიკემ და სიცივისაგან ცოტა მოიბუზა. ელენე მიხვდა რომ მამაკაცს ციოდა, უნდოდა ეთქვა შენთვისაც არის ადგილი და დაჯექიო თუმცა ვერ ბედავდა.
- ელენე, ცოტა არ იყო შემცივდა და იქნებ ცოტა ადგილი და პლედი მიწილადო. - არ უნდოდა თორნიკეს ცუდად გამოსვლოდა, მაგრამ არც მისი მარტო დატოვება სურდა.
- ამ... კი, კი მოდი - ისე გაუკვირდა თითქოს რამოდენიმე წუთის წინ თვითონ არ აპირებდა ამის თქმას.
- მაშინ ეხლა სახლში შევალ, ცხელ შოკოლადს მოვიტან და მოგიჯდები გვერდით - ენერგიულად ჩაილაპარაკა თორნიკეს და აშკარად შეეტყო როგორ გაუხარა, უკან მოუხედავად წავიდა სახლისკენ და ჰამაკში მჯდომი ელენე გაკვირვებული დატოვა. ცოტახანში ორი ფინჯანი ცხელი შოკოლადით გამოვიდა სახლიდან და ჰამაკისკენ წავიდა. ელენე გვერდით მიიწია და ადგილი მამაკასც დაუთმო, რომელიც კარგად მოკალათდა და პლედიც ცოტა გადაიფარა. ერთი ფინჯანი ელენეს გაუწოდა და შემდეგ ცაში დაიწყო ყურება. არც ერთი ხმას არ იღებდა, ორივე ფიქრებში იყო ჩაძირული, თუმცა ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა. თორნიკემ იგრძნო როგორ დაადო ელენემ მხარზე თავი, ღიმილით გადახედა და როდესაც ელენეს მძინარე სახეს წააწყდა, მთელი სიფრთხილითა და სინაზით ჩამოუსვა სახეზე ხელი. უყურებდა მძინარე ელენეს და ვერ ხვდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში როგორ გაძლო მის გარეშე. ნელა გამოართვა ფინჯანი ხელიდან და დაბლა დადო. ხელში აიყვანა და მასთან ერთდ დაიძრა სახლისაკენ, ნელა აიარა კიბეები, ელენეს ოთახის კარები ფრთხილად შეხსნა და საწოლზე დააწვინა, თხელი პლედი მიაფარა და მის თავთან ჩაიმუხლა. ცოტახანი კიდევ უყურა, შემდეგ ნელა შეეხე ტუჩებით შუბლზე და ჩუმი ნაბიჯით დატოვა ოთახი.



2 წლის წინ


იმის სემდეგ რაც ჩაფხუტიანმა ბიჭმა კლუბში წასვლისათვის ელენეს ერთი ამბავი აუტეხა, გულს საწყალი გოგო ვერაფერს უდებს. მთელი დღე გონება გაფანტული დადის, არც ლექციებს უსმენს და ამის გამო შენიშვნაც მიიღო. ერთი კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რადგან კვირა დღე იყო ელენეს გვიან გაეღვიძა, იბანავა, თმები გაიშრო, დაიწნა , მოკლე შორტი და ცოტა ფართე მაისური ტანზე მოირგო და კარი გაიხურა. წინა დღეს დედამისმა დაურეკა და უსაყვედურა თავის შვილს იმის გამო, რომ სულ დაგვივიწყეო, ელენემაც თავი იმართლა და დაპირდა ხვალე გამოვალო, ამიტომ პირობას ასრულებს და მშობლებთან მიდის. კორპუსიდან როგორც კი გავიდა მეორე მხარეს თვალი მოკრა მოტოციკს, თუმცა ყურადღება არ მიაქცია და მთავარ გზაზე გავიდა. ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა, ინსტიქტურად უკან მიიხედა და დაინახა როგორ მოყვებოდა უკან მოტოციკლი. გული აუფრთხიალდა და ნერვიულად დაიწყო თითების ერთმანეთში ხლართვა. როგორც კი ტაქსი გაჩერდა, მძღოლს ფული მისცა და მანქანიდან გიჟივით გადახტა. სანამ ბიჭი მოტოციკლს გააჩერებდა და გადმოვიდოდა, ელენე უცებ სადარბაზოში შევარდა და სწრაფად აირბინა კიბეები. 2 საათი გაატარა მშობლებთან, დივანზე მათ შუაში იჯდა და რაღაცეებს უყვებოდა. მშობლების სახლიდან გამოსული ნელა დაიყვა კიბეებს და გარეთ გასულს ჩაფხუტიანი იქ რომ დახვდა გული კინაღამ გადაუქანდა. ბიჭი მოტოციკლზე იყო მიყრდნობილი და ელენეს უყურებდა.
- დაჯექი - მაღალი თუმცა თბილი ხმით უთხრა. ელენეც დაემორჩილა მის სიტყვებს და მოტოციკლისკენ წავიდა, ბიჭი უცებ მოთავსდა მოტოციკლზე, ელენეც უკან მიუჯდა და ხელები წელზე შემოხვია. მოტოციკლი ადგილიდან ნელა დაიძრა, ელენეს თავი ბიჭის ზურგზე ედო და ნელ-ნელა ისუნთქავდა მისი სუნამოდ სურნელს. როდესაც მიხვდა რომ გზა საგრძნობლად გაიწელა, მხოლოდ მაშინ ინება თვალების გახელა. გაკვირვებული იყურებოდა აქეთ- იქით და ვერ ხვდებოდა სად მიჰყავდა ბიჭს , როცა მოტოციკლი გაჩერდა გაბრაზებული ელენე სწრაფად გადმოვიდა და ბიჭს წინ დაუდგა.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? მე მეგონა სახლში უნდა წაგეყვანე და შენ მომატარე მთელი ქალაქი. - ისეთი სახით იყურებოდა ალბათ ჩაფხუტიანის მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო შეეშინდებოდა.
- დიდი ამბავი ეხლა ცოტა თუ გავისეირნე შენტან ერთად, რა პანიკებში მივარდები - აშკარად ბრაზი მოაწვა ბიჭს, თუმცა ხმას აკონტროლებდა.
- რას ნიშნავს რა პანიკებში ვვარდები, არ უნდა მკითხო მინდა თუ არა სადმე წასვლა
- კარგი მაშინ თუ არ გინდა დაჯექი და წაგიყვან სახლში. - გაბრაზებული ხმით უთხრა ბიჭმა. ელენეც ისევ უკან მიუჯდა და ხელები მოხვია. 10 წუთში უკვე კორპუსთან იყვნენ. მოტოციკლიდან გადმოვიდა და ბიჭს წინ დაუდგა, თითქოს რაღაცას ელოდება მისგანო.
- წადი - ღიმილით უთხრა ბიჭმა.
- მივდივარ - უპასუხა ელენემ თუმცა ადგილიდან არ დაძრულა
- ხოდა წადი.
- ხოდა მივდივარ .
- რანაირად მიდიხარ როცა აქ დგახარ.
- რანაირად და ჭრელად, მივდივარ - უცებ შეტრიალდა და სადარბაზოსაკენ წავიდა, როგორც ჩანს შუქები ყველგან ჩამქვრალი იყო, კიბეზე უნდა ასულიყო ბიჭმა კედელს რომ მიანარცხა და მის ტუჩებს შეეხო, შემდეგ ნელა მოშორდა და მოტოციკლეტი დიდი სისწრაფიდ გააქროლა.

(6 თავი)

ელენე
მეორე დილით 7 ის ნახევარზე გაიღვიძა, , რადგან სახლს ერთი სააბაზანო ქონდა იფიქრა მოვასწრო სანამ დანარჩენები გაიღვიძებენ და ვიბანაოო. სააბაზანოს კართან იდგა და ის-ის იყო უნდა შესულიყო რომ კარი გაიღო და იქიდან თითქმის შიშველი, პირსახოც შემოხვეული თორნიიკე გამოვიდა. კარგად დაინახა მისი ზომიერად დაკუნტული სხეული, სირცხვილისაგან სახე აუწითლდა და თავი დაბლა დახარა.
- უკაცრავად ... მე... მე მეგონა რომ არავინ იქნებოდა - დაბნეული ხმით ეუბნებოდა თორნიკეს, რომერლსაც მისი სახის გამო სადაცაა ბოლო ხმაზე გადაეხარხარა.
- კარგი არაუშავს მე წავალ და შენ შედი - ღიმილით უთხრა თორნიკემ და იქაურობას გაეცალა.

სააბაზანოდან გამოსულს ყველა გაღვიძებული დახვდა, ღიმილით მიესალმა ყველას და თავის ოთახში შევიდა. ტანსაცმელი უცებ ამოარჩია და ტანზე მოირგო, კარები გააღო და დანარჩენებთან გავიდა ოთახში. ყველა მისაღებ ოთახში დახვდა.
- 8-ზე უნდა შევხვდეთ დანარჩენებს და დაიწყება ჩვენი ექსკურსიაც - ღიმილით ჩაილაპარაკა ნინომ და სიხარულით შემოკრა ტაში.
- კარგით, მაშინ მემგონი დროა უკვე გავიდეთ და სანამ იქამდე მივალთ და ყველა შევგროვდებით გახდება კიდეც რვა - სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ და გარეთ გავიდა, უკენ კი ბიჭები მიყვნენ. გოგოები ცოტა გვიან გავიდნენ თან ლაპარაკობდნენ
- რა მოხდა აბა ქალბატონო გუშინ - ღიმილით კითხა ნინომ ელენეს.
- არაფერი რავიცი, ჰამაკში ვიჯექი და არაფერი - უხერხული ღიმილით ჩაილაპარაკა და გარეთ გავიდა. გოგოებმაც აღარ გამოკითხეს დაწვრილებით და სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი. გზაში ლაშა სასაცილო რაღაცეებს ყვებოდა და ყველას ამხიარულებდა, სიცილ-სიცილით მივინენ დანიშნულების ადგილას. ცოტახანში ყველა მოგროვდა და დაიძრნენ უშგულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისაკენ. აღფრთოვანებით უყურებდა ელენე იმ სილამაზეს, რაც სვენთს ჰქონდა და გაკვირვებისაგან კინაღამ პირი დააღო თორნიკემ, რომ შეითავსა გიდის ამპულა. დიდი ყურადრებით უსმენდა თორნიკეს ნაამბობ ყველა სიტყვას. ეკლესიის მოლოცვისა და სურათების გადაღების შემდეგ ერთ-ერთ სოფელში ჩავიდნენ, გაიცნეს იქაური მოსახლეობა და სვანური კერძები დააგემოვნეს. დაათვალიერეს რამოდენიმე კოშკი და თითოულ კოშკზე თორნიკე ინფორმაციებს აცნობდა. დაღლილ დაქანცულები საღამოს 7 საათზე მივიდნენ სახლში
- ვაიმეე, როგორ დავიღალე. - წუწუნებდა ნინო და თავის ქმარს ზედ ეკვროდა.
- ვაიმე ეხლა ყავა თუ არ დავლიე, ალბათ ფეხზე მდგომს დამეძინება. - დაიწუწუნა მაკამ და სამზარეულოსაკენ წავიდა - კიდე ვის გინდათ ყავა?
- ყველას - ბოლო ხმაზე დაიყვირა ლაშამ და დივანზე გადაწვა.
- ადე ბიჭო შენ კიდე, რას გადაწექი მაგ დივანზე დაჯდომა არ გვინდა ჩვენ? - გაბრაზებული ხმა ჰქონდა თორნიკეს, ელენეს დაღლილ სახეს რომ უყურებდა სურვილი კლავდა ლაშა წამოეგდო და მის ადგილას ელენე დაეწვინა.
- კაი შე**მა რა გჭირს მაგარიი დავიღალე - წუწუნი დაიწყო ლაშამ.
- ჩვენც დავიღალეთ მაგრამ ეგრე არ წამოვგორდით - დაუღრინა ახლა სანდრომ და სავარძელში ჩაესვენა, კალთაში კი ნინო ჩაისვა და ჩაეხუტა. ლაშა ნელ-ნელა წამოიზლაზნა დივნიდან და ჩვეულებრივად დაჯდა. იქვე მდგარი ეკენე კი, რომელიც მორცხვად იდგა იმის გამო, რომ ადგილი არ იყო ნელა დაიძრა დივნისკენ და ჩამოჯდა. მის გვერდით კი თორნიკემ დაიკავა ადგილი. რამოდენიმე წუთი ყველა ჩუმად იყო, შემდეგ მაკამ შემოიტანა ყავები და ყველას დაურიგა.
- ძალიან კი დავიღალეთ მაგრამ ღირდა - დაქანცულმა ამოილაპარაკა სანდრომ რომელსაც სადაცაა დასძინებოდა.
- 10 საათზე ყველა ისევ იმ ადგილას უნდა შევხვდეთ სადაც ვიკრიბებით ხოლმე - ლაშამ ჩაილაპარაკა და დაამთქნარა.
- იქამდე მე უნდა დავიძინო რა, თორემ ვერ გავძლებ - ჩუმად ამოილაპარაკა ელენემ და ყავა მაგიდაზე დადგა.
- მართალია ელენე, მემგონი ყველას გვჭირდება ძალების აღდგენა და ცოტახანი დავიძინოთ და მერე ესე ათისთვის ყველა ავდგეთ - მხარი აუბა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა. - აბა ძილინებისა - ხელი აუწია ყველას და კიბეებზე ავიდა. უკან დანარჩენებიც მიყვნენ. ოთახში შესული ელენე, როგორც კი საწოლზე დაწვა მაშინვე ჩაეძინა.
ორი საათი სახლში ისეთი სიჩუმე იყო ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგებდა ადამიანი. ათი საათი რომ დაიწყო ნელ-ნელა ყველას გაეღვიძათ და სახლიც ახმაურდა. გამოფხიზლებულმა ლაშას ენერგია მომატებოდა და ანეგდოტებს ყვებოდა. იმდენი იცინეს გოგოებმა, რომ მუცელი ეტკინათ. ცოტახანში კი ყველა გარეთ გავიდა. ყველაზე ბოლო ელენე მიდოდა ნელი ნაბიჯით, სიბნელეშო ჩაღრმავებული ადგილი ვერ დაინახა და შიგნით ფეხი ჩაუვარდა, მის წამოყვირებაზე ყველა უკან შემოტრალდა. თორნიკე გაგიჯებული სახით მივარდა ელენეს და ხელი შეაშველა. ნელა ამოაძვრინა ელენემ ფეხი, თუმცა ტკივილის გამო ვერ დადიოდა და თორნიკეს დაეყრდნო.
- ძალიან გტკივა ელო - შეწუხებული სახით შეეკითხა ნინო.
- საკმაოდ - წარმოთქვა ტკივილისაგან დამანჭული სახით და სადაცაა ტირილი დაეწყო.
- კარგით შევიყვანოთ მაშინ სახლში- სწრაფად თქვა სანდრომ და ელენეს მეორე მხარეს ამოუდგა. ეგონა მათზე დაყრდნობილი სიარულს შეძლებდა, თუმცა ნაბიჯიც ვერ გადაადგა. მოულოდნელად თორნიკემ ფეხებზე და ხელებზე ხელი მოხვია და ხელში აიტაცა.
- რას აკეთებ? - გაკვირვებული სახით შეხედა ელენეს.
- აბა ვერ დადიხარ და ხომ უნდა მიგიყვანო სახლში, ამიტომ შენი ხმა არ გავიგო. - მკაცრად უთხრა და ხელში უკეთ დაიჭირა. სახლში შესული კობეებისაკენ დაიძრა, სრაფად აიარა საფეხურები და ელენეს ოთახის კარი შეხსნა. ნელა დააწვინა ელენე საწოლზე, ფეხი ააწევინა და ბალიში დაუდო.
- კიდე გტკივა? - დამწუხრებული სახით კითხა მაკამ და საწოლზე ჩამოუჯდა.
- ისე რა, ძალიან გთხოვთ ჩემს გამო სახლში ნუ დარჩებით, წადით და გაერთეთ მე მივხედავ ჩემს თავს - შეწუხებული სახით თქვა ელენემ.
- რას ამბობ გოგო გაგიჟდი? - მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა ლაშამ.
- ელენე მართალია, აზრი არ აქვს აქ დგომას მაინც ვერაფერს უშველით - სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ. ელენე კი მის სიტყვებზე გაბრაზდა, იფიქრა ამას სულ არ აინტერესებს როგორ ვიქნებიო. - თან არც ერთა არ იცით როგორ უნდა უშველოთ. მე დავრჩები ასე თუ ისე 2 წელი სამედიცინოზე ვისწავლე და ვიცი რაც უნდა გავაკეთო, თქვენ წადით და გაერთეთ, მე აქ ვიქნები და მივხედავ. - სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ და ელენემ იმის გაგონებაზე, რომ თორნიკე სამედიცინოზე სწავლობდა და ის მიხედავდა ხმა ვერ ამოიღო. იქ მყოფები ყველამ მალე მიხვდა თორნიკეს ჩანაფიქრას და ოთახი მალე დატოვეს ( არანაირ სამედიცინოზე არ უსწავლია თორნიკეს, ბავშობიდან ეშინია ექიმების )
- კარგი ეხლა შენ არ გატოკდე ესე იწექი, მე სპირტს მოვიტან და ფეხს დაგიზელ - სწრაფად უთხრა თორნიკემ ელენეს და სპირტის მოსატანად წავიდა. ცოტახანში კი უკან სპირტითა და ბინთით ხელში დაბრუნდა. საწოლზე ჩამოჯდა, ელენეს ფეხი ნელა დაიჭირა და ნატკენ ადგილას სპირტით დაზელვა დაიწო. მთელი ამ დროის განმავლობაში ელენე თვალს არ აშორებდა თორნიკეს, აკვირდებოდა მის სახეს და თავისდა უნებურად ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. თორნიკე გრძნობდა მის მზერას, თუმცა სპეციალურად არ იხედებოდა მისკენ. ნელა გადაახვია ბინტი ფეხზე და შეუკრა, შემდეგ ადგა და ფეხი ისევ ბალიშზე დაადებინა.
- ჩაი გინდა თუ ყავა? - მზრუნველი ხმით კითხა თორნიკე.
- არ მიდა იყოს მადლობა, არ შეწუხდე - მორიდებული ხმით თქვა ელენემ და დაინახა როგორ შეეცვალა სახე თორნიკეს.
- რომ არ მდომებოდა არც გეტყოდი - ცივი ხმით უთხრა და მიახვედრა დროზე მიპასუხეო.
- ყავას დავლევ - ჩუმად ჩაილაპარაკა ელენემ და ოთახიდან გამავალ თოენიკეს კიდევ ერთხელ გააყოლა თვალი. თვალი მოავლო თორნიკეს მხრებს, მის აღნაგობას და ძველი მოგონებები აეშალა. მასაც ზუსტად ესეთი ტანი ჰქონდა.




2 წლის წინ


ისევ მოტოციკლს ხედავს, რომელზეც მისი ჩაფხუტიანი ზის, ნელა გადმოდის მოტოციკლიდან, ჩაფუტს სწრაფა იხსნის და ელენეს ტუჩებს წამებში ეკონება , ისე რომ ელენე მისი სახის დანახვას ვერ ასწრებს. ცხადად გძნობს მისი ტუჩების გემოს, მის წინ დგას და მთელი სინაზით და ამავდროულად მომთხოვნად უკოცნის ბაგეებს. სადაცაა დაინახავს ბიჭის სახეს, მაგრამ სწორედ ამ დროს რაღაც მაგარზე ეცემა და გვერდების ტკივილს გრძნობს. ალბათ მიხვდით, დიახ ელენე სიზმარში იყო მაგრამ ამ სასიამოვნო სიზმრიდან პირდაპირ ძირს დაენარცხა. (პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით ).
უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და ნელა წამოდგა ფეხზე, ოფლისგან დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და აბაზანაში შელასლასდა. ერთი საათი მაინც გაატარა წყლის ქვეშ. ფიქრობდა ძალიან ბევრს და საკუთარ თავს გამოუტყდა იმაში, რომ ჩაფხუტიანმა მასზე დიდი გავნა მოახდინა და მის გულში უმოკლეს დროში შეაღწია. ძალიან ბევრს უცდია სხვადასხვა ხერხით ელენეს გულის მოგება თუმცა არავის გამოუვიდა, მან კი შეძლო და თითქმის გაალღვო ელენეს გაყინული გული,. მაგრამ ყოველთვის ესე იცის, გამოჩნდება ერთი დღე და შემდეგ რამოდენიმე კვირა გადაიკარგება. ახლაც ესე იყო, თითქმის სამი კვირაა რაც არ გამოცენილა. ამ ფიქრებში იყო ელენე, როცა კარზე ზარის ხმა გაიგო. სწრაფად გამოვიდა სააბაზანოდან, ტანზე ფუმფულა ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად წავიდა, კარები ნელა გამოხსნა თუმცა იქ არავინ დახვდა , ძირს კი უშველებელი გვირილების თაიგული იყო, მის გვერდით საშუალო ზომის კალათი რომელშიც ტკბილეულობა ეწყო. სწრაფად დაიხარა ელენე, ყველაფერი აიღო და სახლში შეიტანა. მისაღები ოთახისკენ წავიდა, გვირილებიც და შოკოლადებიც მაგიდაზე დააწყო. იმდენად არ მოელოდა მსგავს საჩუქარს, რომ ვერც ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა. ბოლოს როგორც იქნა გონს მოვიდა და გვირილებში წერილს დაუწყო ძებნა. სულ მალე აღმოაჩინა თეთრი ფურცელი, სწრაფი მოძრაობით გახსნა და კითხვა დაიწყო:
„ იცი ? იმის შემდეგ რაც პირველად გნახე, ვერაფრით ვერ ამოვიგდე შენზე ფიქრი თავიდან. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვიყავით და ვცდილობდი თავი შემეკავებინა შენთან ურთიერთობისაგან. არ ვიცი ერთ დღეს რა მომივიდა მაგრამ ფაქტია გავბედე და მოვედი შენთან, ამან კი ყველაფერი გაართულა. როცა გნახულობდი უფრო მიჭირდა. მიჭირდა დღითი დღე შენთან სიახლოვე, ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი , რომ მე და შენ ერთმანეთისთვის არ ვართ...
მიჭირს ამ ყველაფრის თქმა მაგრამ მივდივარ...მივდივარ იმიტომ რომ იყო ბედნიერი, შენ ვერ იქნები ჩემნაირი გიჟის გვერდით და ვერ დაელოდები როდის მომიღებს ბოლოს მოტოციკლეტი. ამიტომ ესე ჯობია...
ვიცი რომ გვირილები და შოკოლადები გიყვარს...
მაპატიე... “
თავისდაუნებურად გადმოსცვივდა ცრემლები და თაიგულს დახედა, ნელა აიღო და მისი სურნელი შეისუნთქა. დივანზე ჩამოჯდა და ქვითინი დაიწყო. მიხვდა, რომ იმედები გაუცრუვდა. მიხვდა, რომ ყველაფერი რაც მოხდა უკვე წარსული იყო და აღარ დაბრუნდებოდა.
ელენე

- აი შენიყავა - თორნიკემ ელენეს ყავა გაუწოდა და საწოლის გვერდით მდგომ სკამზე დაჯდა. თან თვალი მოავლო ელენეს, რომელიც მისკენ არ იხედებოდა. დაახლოებით ნახევარი საათი ორივე ჩუმად იყო, ბოლოს სიჩუმე თორნიკემ დაარღვია.
- არ გინდა ფილმს ვუყუროთ? - ინტერესით შეხედა ელენეს, რომელსაც თვალები გაუბრწყინა.
- კი მინდა - ღიმილით უთხრა ელენემ.
- მაშინ ლეპტოპს მოვიტან ჩემსას და ერთად შევარჩიოთ ფილმი - უცებ წამოდგა თორნიკე ფეხზე და ცოტახანში ლეპტოპით უკან დაბრუნდა.
- აი ეს - ხელი დაადო ელენ ეკრანს და მის საწოლზე მის გვერდით მჯდომ ( სიმართლე რომ ვთქვათ მწოლიარე) თთორნიკეს ფილმზე მიუთითა.
- წესით კარგი უნდა იყო - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა თორნიკემ და ფილმი ჩართო. ორივე არ აშორებდა ეკრანს თვალს და ინტერესით უყურებდნენ ფილმს. როგორც კი ფილმი მორჩა თორნიკემ ლეპტოპი გვერდით მდგარ ტუმბოზე დადო და ელენეს მიაჩერდა, რომელსაც თავი დაბლა დაეხარა.
- კარგი მე წავალ - ნელა წამოდგა თორნიკე და საწოლზე მჯდომ ელენეს თვალებში ჩახედა. რამოდენიმე წუთი ორივე გაშეშებული იდგა, ბოლოს კი თორნიკე ნელა დაიხარა და ელენეს ტუჩებს შეეხო. მოწყურებული უკოცნიდა ტუჩებს და გაბრუებული ყველანაირად ცდილობდა რამე ზედმეტი არ გაეკეთებინა, რომ არ დაეფრთხო. ელენე იმდენად იყო გამოთიშული ამქვეყნიურ ცხოვრებას, რომ წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ მოახერხა. გრძნობდა და თითქოს ახსოვდა ეს ტუჩები. გონზე მოსვა მხოლოდ მაშინ შეძლო სიცივემ რომ შეაწუხა. ოთახს თვალი მოავლო და მიხვდა, თორნიკე დიდი ხნის გასული იყო. სულელივით გაეღიმა, საბანში კარგად დაიფარა, ჯერ კიდევ გახურებულ ტუჩებზე ხელი დაისვა და გაღიმებულს ტკბილად ჩაეძინა.


(7 თავი)

ბოლო დღე არის სვანეთში ყოფნის სანამ ისევ თბილისში დაბრუნდებიან და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სასიამოვნოც კი. ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში ელენეს და თორნიკეს ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. ამას კი ყველა ამჩნევს. თანამშრომლებმაც დაიწყეს ჭორაობა ამ საკითხზე, თუმცა ნინო და მაკა ყველას კარგ პასუხს სცემენ.
მისაღებ ოთახში ზის ყველა და ოთახში გამეფებული სიჩუმით ტკბებიან. ნინოს თავისი ქმრის მხარზე უდევს თავი და თვალები უხუჭია, სადნროს კი მისი ხელი თავისაში აქვს მოქცეული და ცერა თითით შიგადაში ეფერება. გიგას მაკა მიხუტებული ყავს და თავით მის თავს არის დაყრდნობილი. თორნიკე და ელენე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ზიან და ორივე მათგანი მალულად თავლს აპარებს ერთმანეთისკენ. ლაშაც კი, რომელიც სულ ლაპარაკობდა ჩუმად იყო და ტელეფონში რაღაცას თამაშობდა.
- მოდით რა, რამე ვითამაშოთ. - თავი ასწია ნინომ სანდროს მხრიდან და მომლოდინე თვალებით შეხედა დანარჩენებს.
- რა? - ნელა წამოიმართა ლაშა სავარძლიდა და წელში გასწორდა.
- სიმართლე თუ მოქმედება - ღიმილით წამოიძახა ელენემ და გაახსენდა როგორ თამაშობდნენ ხოლმე სკოლაში ის და თავისი კლასელები.
- კარგი აზრია, ბოთლს მოვიტან - უცებ წამოდგა გიგა ფეხზე, ცოტახანში კი ოთახში ბოთლით დაბრუნდა. ყველანი იატაკზე დასხდნენ, დაბალი მაგიდის გარშემო, ბოთლი მაგისის შუში დადეს და დაატრიალეს.
- სიმართლე თუ მოქმედება? - მაკამ კითხა თორნიკეს.
- სიმართლე - მშვდი ხმით გასცა პასუხი და დაელოდა კითხვას.
- ცოლს მალე მოიყვან? - ჩუმად ჩაიხითხითა.
- ვნახოთ , თუ დამთანხმდა- ბოხი ხმით გასცა პასუხი თორნიკემ და ელენეს შეხედა, რომელსაც სახეზე იმედგაცრუება ეხატა. სიმართლე გითხრათ ძალიან ეწყინა ელენეს ამის გაგება, ეგონა რომ თორნიკეს მის მიმართ რაიმე გრძნობა ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს შეცდა. არადა რამოდენიმე დღე მასზე ფიქრში გაატარა და მის კოცნას გონებაში იღდგენდა. თამაში ამის შემდეგ სხვაადასხვა კითხვებითა და მოქმედებებით გაგრძელდა, თუმცა ელენე მაინც ისევ თორნიკეზე ფიქრობდა და გულს ვეღარ უდებდა.
- ელენე. ელენე - რამოდენიმეჯერ დაუძახა ნინომ თუმცა, რომ მიხვდა ელენემ ვერაფერი გაიგო ხელები სახესთან აუფრიალა და გამოაფხიზლა.- სად დაფრინავ? შენი ჯერია - ღიმილით უთხრა და თამაშზე მიანიშნა.
- სიმართლე თუ მოქმედება - ეშმაკური ღიმილით უთხრა ლაშამ ელენეს.
- მოქმედება - იფიქრა რამე ისეთი არ მკითხონ, რომ ვერ ვუპასუხოო და ამიტომ ისევ მოქმედება არჩია.
- თორნიკეს აკოცე... - ამის გაგონებისას სუნთქვა შეეკრა - ნიკაპზე- როგორც იქნა დაასრულა და ელენეს მომლოდინე თვალებით მიაჩერდა. ელენე კი ვერაფერს აკეთებდა და მხოლოდ ლაშას სამაგიეროს გადახდის გზებზე ფიქრობდა. ბოლოს როგორც იქნა მოეგო გონს და ნელა დაიძრა თორნიკესაკენ, რომელსაც თვალებში ჭინკები უთამაშებდა. ამან ელენე ცოტა დააფრთხო თუმცა არ გაჩერებულა. ძალიან ნელა დაიხარა თორნიკესაკენ და გახურებული ტუჩები ნიკაპზე მიადო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა ორივე მათგანს თითქოს აფეთქება მოხდა მათ სხეულში და სულში. ორივე გამოეთიშა რამოდენიმე წამით ამქვეყნიურ ცხოვრებას და გადაეშვნენ უსასრულობაში, თუმცა მალევე დასრულდა ყველაფერი. ნელა მოაშორა ელენემ ტუჩები თორნიკეს ნიკაპს და მის უკუნით შავ თვალებში ჩახედა, საიდანაც აუარებელი ვნება იკითხებოდა. ორივე ერთმანეთს უყურებდა თვალებში და ვერც ერთი ახერხებდა გონზე მოსვლას. ბოლოს როგორც ყოველთვის ლაშა გამოეჩხირა და გაშტერებულ თორნიკეს მთელი ძალით დაჰკრა ხელი ბეჭებზე. ამაზე რათქმაუნდა თორნიკე ლაშასკენ მიტრიალდა და ერთი გემრიელიც თვითონ უთავაზა, მაგრამ როგორც კი ისევ ელენესკენ შემოტრიალდა გოგონა იქ არ დაუხვდა, თვალი თავის მის მპირდაპირე მხარეს გაუსწორა და თავჩაქინდრული ელენეს აწითლებულ სახეზე გულიანად გაეღიმა. თამაში კიდევ ცოტახანი გაგრძელდა, თუმცა ბოლოს ყველას მობეზრდა და რადგან გვიანი იყო დაძინება გადაწყვიტეს.
ელენემ როგორც კი თავი „საკუთარ“ ტერიტორიაზე დაიგულა, იმწამსვე სახეზე ღიმილი გამოესახა და ბედნიერი სახით დაწვა თავის საწოლში. ეგონა რადგან კარგ განწყობაზე იყო უფრო ტკბილად დაიძინებდა, თუმცა შეცდა. ვერაფრით იგდებდა თორნიკეზე ფიქრს და თვალწინ სულ მისი შავი თვალები ედგა. თავის თავს გამოუტყდა და აღიარა, რომ თორნიკემ მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოულოდნელად შეიჭრა მის გულში და ერთიანად ააფორიაქა. იმდენად აჟიტურებული იყო, რომ ვერაფრით შეძლო ძილი. ღამის სამის ნახევარი იყო როდესაც წყურვილმა შეაწუხა, ნელა წამოდგა საწოლიდან და ასევე ნელა გამოხსნა ოთახის კარები. ჩუმი ნაბიჯებით მიუყვებოდა კიბეებს, დაბლა ჩასული კი სამზარეულოსაკენ წავიდა. ნელა გამოხსნა მაცივარი და იქიდან ცივი წყლის ბოთლი გადმოიღო, მაგიდაზე ჭიქა დადო, ცივი წყალი ჩაასხა და გამოცალა. ისევ უკან მიბრუნდა ბოთლის მაცივარში დასაბრუნებლად, როგორც კი მაცივრის კარი მიხურა და უკან შემოტრიალდა მაშინვე ვიღაცის სხეულს შეეჯახა. ნაცნობმა სურნელმა ცხვირი აუწვა და თავბრუ დაახვია. ნელა ასწია თავი მაღლა და ვნებისგან ანთებულ შავ თვალებს შეხედა. იმდენად იყო გაბრუებული ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინაა და ერთ ადგილზე გაუნძრევლად იდგა, მსგავს მდგომარეობაში იყო თორნიკეც იმ განსხვავებით, რომ ის ელენეს ტუჩებს უყურებდა და ერთი სული ჰქონდა როდის დაეწაფებოდა. დიდი ხანი არც უფიქრია, სწრაფად დაიხარა ელენეს ტუჩებისაკენ და გაშმაგებით თუმცა ნაზად დაუწყო კოცნა, ცალი ხელი წელზე შეუცურა და სხეულზე აიკრა. ელენემაც ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და მალე თვითონაც აჰყვა კოცნაში, ერთი ხელი მის ხელზე მოათავსა, მეორე კი კისერზე მოხვია. თითქოს ეს ტუჩები ახსოვდა და ძველ დროში აბრუნებდა. უცებ გონს მოეგო, გაახსენდა თამაშის დროს დასმული კითხვა და თორნიკეს პასუხი „ცოლს მალე მოიყვან?“ „ვნახოთ , თუ დამთანხმდა“ . ბრაზით აივსო მთლიანად და სახეზე წამოწითლდა, უცებ კრა ხელი თორნიკეს და მოიშორდა. თორნიკემ რამოდენიმე წამით გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, თუმცა შემდეგ გამოფხიზლდა და გაკვირვებული სახით შეხედა ელენეს, რომელიც აპილპილებული იყურებდა.
- როგორ ბედავ ჩემთან მოკარებას - გაბრაზებული ხმით უთხრა თორნიკეს და უკან მდგომ მაცივარს აეკრო. - როგორ ბედავ, რომ მკოცნი მაშინ როდესაც საცოლე გყავს ჰა?
- რა მყავს? - გაკვირვებული სახით შეხედა თორნიკემ.
- სა-ცო-ლე. რა იყო გაგიკვირდა თუ ეხლა გაიგე? - ირონია გაურია ხმაში ელენემ.
- საიდან მოიტანე რომ საცოლე მყავს - ელენეს ასეთ ტონზე ცოტა არ იყოს გაბრაზდა და ხმა დაუბოხდა.
- მე მოვიტანე? შენ არ უთხარი მაკას ვნახოთ თუ დამთანხმდაო - თორნიკეს უტიფარ სახეზე და ხმაზე უფრო გაბრაზდა და სიბრაზემ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც თორნიკემ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
- შენ რა იფიქრე რომ მე საცოლე მყავს? - სული ძლივს მოითქვა და ღიმილით შეხედა ელენეს.
- სხვა რამე უნდა მეფიქრა? - ირონიით იკითხა და თორნიკეს მიაშტერდა.
- კი, სულ სხვა რამ უნდა გეფიქრა. - ღიმილით უთხრა და მისკენ ერთ ნაბიჯი გადადგა.
- მაგალითად რა? - დაბნეული ხმით ამოილაპარაკა ელენემ.
- მაგალითად ის რომ სრულიად არის შესაძლებელი მე ვერ ვუტყდებოდე ერთ გოგოს სიყვარულში - ღიმილით უთხრა.
- კარგი რა - სიცილით ჩაილაპარაკა ელენემ - შენ გგონია ეგეთი სულელი ვარ რომ ეგ დავიჯერო? სიყვარულში ვერ უტყდები, რადგან გეშინია მისი რეაქციის ხო? - სიცილი დაიწყო და თორნიკეს სერიოულ სახეზე თავადაც დასერიოზულდა.
- ზუსტადაც რომ ესე არის. მაგრამ იცი რა? - ცოტახანი თითქოს ჩაფიქრდა - მგონი დროა ვუთხრა, თორემ უკვე ძალიან ეჭვიანობს და რამდენიმე წამის წინ კინაღამ მომკლა - ღიმილით მიუგო ელენე. ელენე კი გაკვირვებული სახით უყურებდა თორნიკეს და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა მისი სიტყვები.
- ვერ მიგიხვდი - დაბნეული ხმით უთხრა თორნიკეს, რომელმაც მისკენ რამოდენმე ნაბიჯი გადადგა და წინ დაუდგა.
- ელენე მიყვარხარ ... მას შემდეგ მიყვრხარ როცა პირველად გნახე... ორი წლის წინ. როცა ჩვენი ურთიერთობა წაკინკლავებით დაიწყო და ჩემი თავხედობის გამო იმისდა მიუხედავად, რომ მე ვიყავი დამნაშავე ბოდიშიც არ მოგიხადე. წერილში მოგწერე როგორ იყო ყველაფერი, დღეს კი... დღეს კი ამ წამს მინდა გითხრა რატომ წავედი, რატომ დაგტოვე მარტო და რატომ გამოგეცხადე სულ სხვანაირი... სკოლა რომ დავამთავრე ჩავაბარე, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი მაგისტრატურის გავლაზე უარი ვთქვი და მოტოციკლი ვიყიდე. ამან კი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სახლში თითქმის არასდროს მივდიოდი, არალეგალურ ბრბოლებში ვიღებდი მონაწილეობას და ა.შ , მანამ სანამ შენ არ შეგხვდი. ვიცოდი რომ მაშინდელ თორნიკესთან შენ ვერ იქნებოდი, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ცხოვრების დაწყება... მხოლოდ შენთვის. შენ ხარ ერთადერთი მიზეზი ჩემი შეცვლისა. ვიცი რომ გატკინე, ისიც ვიცი რომ რაღაც მხრივ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს, თუმცა მინდა გამიგო. ეს რომ არ გამეკეთებინა, შენს წინ ახლა თავქარიანი თორნიკე იდგებოდა, რომელიც ნებისმიერ დროს ან მოკვდებოდა ან ციხეში ამოყოფდა თავს... დღეს მე ესეთი ვარ და გთხოვ, შეეცადე შემიყვარო...

(8 თავი)

გაშეშებული იყურებოდა და აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდა, ყოველი სიტყვა მის გონებაში აღწევდა თუმცა ვერაფერს ვერ ხვდებოდა. ყოველი სიტყვისგან უდიდეს ბენიერებას გრძნობდა, უნდადა ეთქვა ყველაფერი რასაც თვითონ გრძნობდა, რასაც ფიქრობდა თუმცა ხმას ვერ იღებდა. მთელი სხეული გაუთბა, როდესაც თორნიკემ სიტყვა „მიყვარხარ“ უთხრა, გრძნობდა, რომ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. თუმცა ამ ფიქრებისდა მიუხედავად არ იცოდა რა პასუხი უნდა გაეცა თორნიკესთვის, როგორი რეაქცია უნდა ქონოდა. ემოციებისაგან თვალები ცრემლით აევსო და მთელი სხეულით კანკალებდა, უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა და ეთქვა თორნიკესთვის, რომ უყვადრა მაგრამ ხმას ვერ იღებდა.
ტიროდა და არც ცდილობდა, რომ ცრემლები დაემალა, თითქოს ამ ცრემლებით გადმოსცემდა ყველა იმ გრძნობას რომელსაც მაში მოეყარა თავი. თორნიკემ მკლავებში ფრთხილად მოკიდა ხელი და მთელი ძალით გულში ჩაიკრა. ელენეც მისი სურნელით აივსო და ტირილი შეწყვიტა, უნდოდა ხმა ამოეღო, მაგრამ რაღაც აკავებდა. ნელა ასწია ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა ხელი ზევით და თორნიკეს კიზერზე მოათავსა, ისე რომ თავი არც კი აუწევია. როგორც კი თორნიკემ იგძნო ელენეს ხელები თავის კისერძე, წელსე ხელები შემოჰხვია და ზედ აიკრა, თავი მის ყელში ჩარგო და მისი სურნელი მთლიანად შეისუნთქა. კიდევ დიდხანს უნდოდა, რომ გაგრძელებულიყო მათი ჩახუტება, თუმცა პასუხი აინტერესებდა ელენესი, იმისდა მიუხედავად რომ ელენე მას ჩაეხუტა მაინც ფიქრობდა რომ უარს მიიღებდა და ნელა გასწია ელენე უკან.
- ელენე... გთხოვ რომ მითხრა რას ფიქრობ - თორნიკეს ხმაში შიში გარეოდა, ძალიან ჩუმად ლაპარაკობდა და ცდილობდა რომ ნერვიულობა არ შესტყობოდა. ნელა ასწია ელენემ თავი და თოენიკეს თვალებს შეხედა, რომელიც სიყვარულით იყო სავსე.
- მე... - მთელი ყელი გამომშრალი ჰქონდა და ლაპარაკს ვერ ახერხებდა. თორნიკე, როგორც კი მიხვდა მაშინვე ხელი შეუშვა და მაგიდაზე მდგომ წლის ჭიქას დასწვდა. სწრაფად აავსო წყლით და ელენეს პირთან მიუტანა, როგორც კი რამოდენიმე ყლუპი მოსვა მაგიდაზე დააბრუნა და ელენეს, რომელსაც თავი ისევ დაბლა დაეხარა მომლოდინე თვალებით შეხედა.
- მე... იცი მეც ... მეც მიყვარხარ - ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა და თორნიკეს ახედა. მის თვალებში უზომოდ დიდი სითბო და სიყვარული დაინახა. დაინახა როგორ შეცვალა შიში ბედნიერებამ. ფიქრობდა რომ თორნიკე რამეს გააკეტებდა, რეაქციამაც არ დააყოვნა, უცებ მოჰკიდა თორნიკემ ხელი და მთელი ძალიათ მიიკრა სხეულზე, რამოდენიმე წუთი ესე იდგნენ, შემდეგ კი ნელა გასწია უკან და მთელი გრძნობით აკოცა. ამ კოცნაში ჩააქსოვა ის სიყვარული რასაც მის მიმართ გრძნობდა და ის ბედნიერება რაც ელენეს სიტყვებმა მიანიჭა. ნელა მოშორდა მის ტუჩებს და გაუღიმა.
- შენ ხომ ვერ წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ - ღიმილით უთხრა და შუბლზე აკოცა.
- ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ესე თუ მოხდებოდა. - ელენემაც ღიმილით უპასუხა და განაგრძო. - ეჭვი კი მეპარებოდა რაღაც-რაღაცეებში მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ის შენ თუ იყავი.
- ვიცი რომ შენთვის ძნელი იყო, მაგრამ ესე იყო საჭირო - მოწყენილი ღიმილით უთხრა და ხელი გადახვია - წადი ეხლა დაიძინე, დილით ადერ უნდა ავდგეთ. - ნელა უბიძგა კარებისკენ.
- არამგონია ეხლა დამეძინოს - ბედნიერი ღიმილით უთხრა ელენემ და მიეხუტა.
- წამოდი - ხელი მხირიდან აიღო, ფეხებსა და წელზე მოჰკიდა და ხელში აიტაცა. ელენემ წამოიკივლა, მერე კი ჩუმად გაიცინა, რომ სხვებს არ გაღვიძებოდათ. თორნიკემ სწრაფად აირბინა კიბეები და ელენეს ოთახის კარები სწრაფი მოძრაობით გახსნა. ელენე საწოლზე დააწვინა, კარები მიხურა და როდესაც შემოტრიალდა ელენეს ზემოდან გაკვირვებულმა დახედა. გოგოს მთელი ადგილი დაუკავებია და ბალიშისთვის შემოუხვევია ხელები.
- რას მიყურებ? - გაკვირვებულმა კითხა თორნიკეს.
- მთელი საწოლი რომ დაიკავე მე სად უნდა დავწვე? - ღიმილით კითხა და მის გაკვირვებულ სახეზე ჩაიცინა.
- შენ გაქვს ოთახი და იქ დაწვები - ვითომ უინტერესო ხმით უთხრა.
- მერე შენ რომ ვერ დაიძინებ და მეც რომ ვერ დავიძინებ, ცალ-ცალკე ვიყოთ? - ღიმილით უთხრა და მისკენ დაიხარა. სახე სახესთან მიუტანა და საცოდავი გოგო სულ დააშტერა.
- კარგი - ლუღლუღით წარმოსთქვა ელენემ.
- რა კარგი? - სახეზე ეშმაკური ღიმილი გამოესახა მამაკაცს.
- კარგი დაწექი აქ - დაჰიპნოზებულმა ჩაილაპარაკა და როგორც კი თორნიკემ სახე გასწია მაშინვე გონს მოვიდა. რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ხმა ვერ ამოიღო თორნიკე, რომ მის საწოლზე დაინახა. - რა წესია თორნიკე ეს? - ბუზღუნით ჩაილაპარაკა. - ესე მალე კი არ უნდა გამიშინაურდე. - ძლივს შეკავებული ღიმილით უთხრა და მის სახეს მიაჩერდა.
- ელენე, ელენე, მე დიდი ხანია უკვე რაც გაგიშინაურდი - ღიმილით უთხრა და თვალი ჩაუკრა. - რა იყო? ... გაგიკვირდა ხომ? მაშინ როდესაც შენ ტკბილი ძილით გეძინა ხოლმე, მე აი აქ - ხელით საწოლის გვერდით მიუთითა - აქ ვიყავი და მთელი ღამე გიყურებდი, ყოველ შენს ჩასუნთქვა- ამოსუნთქვას ვითვლიდი და როგორც კი გათენებას დაიწყებდა ოთახიდან გავდოდი. - უცებ ჩამოურაკრაკა ეს დღეები თავისი ჩადენილი ამბები. ამ ყველაფრის წარმოდგენაზე ელენეს სასიამოვნოდ გააკანკალა. ნელა ჩამოუსვა გვერდით მწოლიარე თორნიკეს სახეზე ხელი და თავისი ინიციატივით დაეკონა მის ტუჩებს. ცოტახანში მოშორდა, თავი მის გულ-მკერდს დაადო და თვალები დახუჭა.
- შეგიძლია ყვლაფერი თავიდან მომიყვე ? - ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა და თორნიკეს ახედა.
- არ გეძინება? - მაღლიდან დახედა და როცა ელენემ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, ამბის მოყოლისთვის მოემზადა.
- შენ ხო არ გეძინება? - უცებ კითხა ელენემ.
- არა არ მეძინება - ღიმილი უთხრა და შუბლზე აკოცა. - რაც მოგიყევი იმას აღარ გეტყვი. გავაგრძელებ, რაც არ იცი. - ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო. ყველაფერი მოუყვა, ცოტახნში კი მიხვდა რომ ელენეს ჩაეძინა, თავზე აკოცა და თვითონაც დახუჭა თვალები.



დილით 7 საათზე ყველა ადგა ელენეს და თორნიკეს გარდა, რათქმაუნდა ეჭვი შეეპარათ და თორნიკეს ოთახის კარებზე ლაშამ დააკაკუნა. კარი, რომ არავინ გაუღო დაბლა ჩავიდა და იქ მყოფებს უთხრა. ყველამ ეშმაკური ღიმილით გადახედა ერთმანეთს და სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით აირბინეს კიბეეებზე. ელენეს კარებთან დადგნენ. გოგოები წინ და ბიჭები უკან. ნელა დააკაკუნა ნინომ კარებზე, თუმცა ხმა არავინ გასცა. რამოდენიმე დაკაკუნების შემდეგ კარი თმააბურძგნულმა თორნიკემ გააღო.
- რამე მოხდა? - ნამძინარევი ხმით კითხა და თან დაამთქნარა.- რა იყოთ მოჩვენება დაინახეთ თუ რა სახეები გაქვთ? - უკმაყოფილო ხმით კითხა მის წინ მდგარ გაშტერებულ მეგობრებს, რომელთა თავშიც უამრავი აზრი ტრიალებდა, თუმცა ვერც ერთი ხვდებოდა რა უნდოდა თორნიკეს ელენეს ოთახში. არა კი ხვდებოდნენ მაგრამ ესე მალე თუ მოხდებოდა ეს... რავიცი, ფაქტია დაშტერდნენ.
- შენ...შენ მანდ რას აკეთებ? - ძლივს-ძლივობით ამოიღო ხმა ნინომ, თან თორნიკეს უკან თვალს აპარებდა და ცდილობდა როგორმე ელენე დაენახა.
- წამოდით და გეტყვით - ოთახიდან გამოვიდა, კერები მოიხურა და ყველას კიბეებისკენ უბიძგა. როგორც კი მისაღებ ოთახში ჩავიდნენ ყველა დივნზე დაჯდა და ელოდნენ როდის დაიწყებდა თორნიკე ლაპარაკს. მანაც არ დააყოვნა და რამოდენიმე წუთში მოკლედ აუხსნა რაც ღამით მოხდა. ამ ახალმა ამბავმა ყველა ძალიან გაახარა, ცოტახანი კიდევ საუბრობდნენ, ბოლოს ისევ ყველა ოთახებში წავიდნენ. თორნიკეც ელენეს ოთახისაკენ გაემართა რათა გაეღვიძებინა. როგორც კი კარები შეხსნა მაშინვე თვალი მოჰკრა ელენეს, რომელსაც მხოლოდ შარვალი და ბიუსჰალტერი ეცვა და სავარუდოდ ზედას ეძებდა. კარების ხმაზე სწრაფად შემოტრიალდა და როგორც კი მამაკაცი დაინახა, მაშინვე ჭარხალივით აწითლდა.
- ჩქარა გადი აქედან - დაუყვირა ელენემ, თუმცა მამაკაცი ადილიდან არ დაძრულა. ნელი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ და წინ დაუდგა. ნელა მოჰხვია მოშიშვლებულ წელზე ხელი, მისკენ მიიზიდა, თავი მაღლა ააწევინა და მომთხოვნად დაეკონა ტუჩებზე. არც გოგოს გაუწევია წინააღმდეგობა, ხელები კისერზე მოჰხვია და კოცნაში აყვა. თორნიკე გონზე მალევე მოვიდა და მოშორდა.
- მიდი, ჩაიცვი და დაბლა გელოდებით - კიდევ ერთხელ აკოცა მოწყვეტით ტუჩებზე და კარისკენ წავიდა.
- თორნიკე. იმათმა იციან? - ნერვიული ხმით ჩაილაპარაკა.
- კი და ნუ გეშინია, იმათმა ისედაც ყველაფერი იცოდნენ - ღიმილით დაუქნია თავი და ოთახიდან გავიდა. ელენემ კი შეკრა თავისი ბარგი და გარეთ, კარების გვერდით დადო. თვითონ კიბეებზე დაეშვა. როგორც კი ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი, ყველამ მისკენ გამოიხედა. გოგოები გიჟებივით მივარდნენ და მიულოცეს ახალი ამბავი. ლაშა როგორც ყოველთვის თავისი კომენტარებით ყველას ნერვებს უშლიდა. წამოსვლამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი ელენეს ტელეფონმდა რომ დარეკა. ლანა იყო და ელაპარაკებოდა, თავისი ბედნიერების ამბები მოუყვა და გაახარა. როგორც კი ტელეფონი გათიშა, უკნიდან თორნიკე მიეკრა, ხელები შემოჰხვია და მის ყელში ჩარგო თავი.
- ვინ იყო? - ისე კითხა თავი არ აუწევია.
- ჩემი დაქალია ლანა, საზღვარგარეთ იყო და ეხლა ჩამოსულა, დღეს რომ ჩავალთ გაგაცნობთ ყველას აუცილებლად. - აჟიტირებულმა ამოილაპარაკა და თორნიკესკენ მიტრიალდა, ხელები მის მხრებზე მოათავსა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.
- ოოო ეგრე კოცნა არ მიყვარს მე- ბუზღუნით თქვა თორნიკემ, ელენეს კი მის ხმაზე გაეცინა.
- მე მიყვარს - თვალი ჩაუკრა და ნარნარი მიხვრა-მოხვრით გაეცალა.
- წავედით, წავედით - ბოლო ხმაზე ყვიროდა ეზოში მდგარი ლაშა და ერთი სული ჰქონდა როდის გამოვიდოდნენ ყველანი გარეთ. წასვლამდე ყველა მათგანმა სურათი გადაიღო სამახსოვრო. მანქანებში რათქმაუნდა როგორც წინაზე ახლაც ისე გადანაწილდნენ.
მთელი მგზავრობის განმავლობაში აწ უკვე წყვილმა ათას რამეზე მოასწრო ლაპარაკი, თან შიგადაში ერთმანეთ ტკბილი კოცნით აჯილდოვებდნენ. ელენემ თავის სურათების კრებულს, სადაც სვანეთის ყოველი დღე აღწერილი იყო ახალი სურათები დაუმატა, იმ განსხვავებით რომ ახლა მხოლოდ ის და თორნიკე იყვნენ. თბილისში ჩასვლისას ჯერ ელენე მიაცილეს, მანქანის კარი გახსნა თუ არა მისი სადარბაზოს წინ მდგარი ლანა დაინახა. მისკენ გაიქცა და მონატრებულ დაქალი გულში ჩაიკრა. როდესაც მოსიყვარულებას მორჩნენ ყველას გაცნობის დრო დადგა.
- ეს ნინოა, ეს სანდრო მაკა, გეგა, ეს თორნიკე და ეს...
- ეს ლაშა - უკმაყოფილოდ შეკრა წარბები გოგომ.
- ქალბატონი ლანაჩკა როგორ ბრძანდებით - ირონიულად კითხა ლაშამ და ყველას გაკვირვებული სახეც დაიმსახურა.
- შენი ნახვის შემდეგ როგორ უნდა ვიყო, თუმცა შენს ჯინაზე გმადლობ, კარგად - ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა ლანამ, შემდეგ კი ყველას ხელი ჩამოართვა და გულწრფელი ღიმილით დაასაჩუქრა. რათქმაუნდა ლაშას გარდა ყველა.
- თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? - ინტერესით კითხა ელენემ.
- გახსოვს რომ გითხარი ერთი იდიოტი გავიცანითქო? - უკმაყოფილო სახე მიიღო - ხოდა აი ის იდიოტო.
- წესიერად ეხლა შენ - უცებ გაბრაზდა ლაშა.
- კარგით გეყოთ, ეხლა ჩვენ წავალთ და ხვალ სამსახურში გელოდები - უცებ გაანეიტრალა სიტუაცი თორნიკემ, ელენეს მოწყვეტით აკოცა და მანქანისკენ დაიძრა. მანქანები დაძრეს ადგილიდან და თავიაანთი სახლის გზას დაადგნენ , გოგოები კი ლაპარაკ-ლაპარაკით სახლში ავიდნენ.

(9 თავი)

ლანა და ლაშა (იტალია) .

ძლივს გამოეპარა ბებიას სახლიდან და ქუჩას დაუყვა. იმისდა მიუხედავად, რომ იტალიაში რამოდენიმეჯერ არის ნამყოფი , აქაურობა მისთვის მაინც ძალიან უცხოა. ყველაფერს ინტერესით აკვირდება და ერთი სული აქვს როდის გავა ორი დღე რომ ვენეციაში წავიდეს.
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს კაფეს მოკრა თვალი და გზა სიფრთხილით გადაკვეთა. კაფეში შესულმა გარემო მოათვალიერა და იმ ადგილისაკენ დაიძრა როომელიც ყველაზე მყუდროდ მოეჩვენა. ადგილი დაიკავა და მიმტანს დაელოდა, სასიამოვნო გარეგნიბის გოგო მალე გაჩნდა მის მაგიდასთან. რადგანაც იტალიური არ იცოდა ინგლისურად დაუწყო საუბარი, შოკოლადის ნამცხვარი და ყავა შეუკვეთა, როგორც კი მიმტანი მის მაგიდას გაეცალა თავისი აიპადი ამოიღო, ყურსასმენები შეუერთა და ინტერნეტში შეძვრა. სკაიპი ჩართო და როგორც კი ნახა, რომ ელენე საიტზე იყო სწრაფად დაურეკა.
- რას შვრები გოჭო? - ქართულად დაუწყო ლაპარაკი და თან ბოლო სიტყვა სასაცილოდ გაწელა.
- არაფერს გოჭო შენ? - ელენემაც მას მიბაძა და ორივეს გაეცინათ თავიაანთ საქციელზე. - სად ხარ? - ჩვეუულებრივად დაუწყო ელენემ საუბარი.
- კაფეში ვზივარ და ველოდები ჩემს შოკოლადის ნამცხვარს და ყავას - გაბადრული ღიმილით ცაილაპარაკა და წარბები აუთამაშა ელენეს, რომელმაც საწყალი სახე მიიღო.
- მე მიკეთებ ამას? - ნაღვლიანი სახით თქვა და მუცელზე ხელი მოისვა.
- არ გიშვებს ის შენი უჟმური უფროსი საჭმელად? - გაბრაზებული ხმით კითხა ლანამ და მიმტან გოგოს, რომელმაც შეკვეთა მოუტანა მადლობის ნიშნად ღიმილით თავი დაუკრა.
- არა. ესე მითხრა თუ მიბრძანა ეგეც ვერ გავიგე, ნუ რამნიშვნელობა აქვს მითხრა, რომ ორ საათამდე ვერ შევჭამდი, არადა ძალიან მშია. - მოწყენილი სახით წაიწუწუნა ელენემ და კიდევ ერთი ხელშეკრულება გვერდით გადადო. - აუ ლან ბევრი საქმე მაქვს და საღამოს დაგირეკავ კაი?
- კაი მიდი და შენ იცი , გაძლებას გისურვებ - ხელი დაუქნია და ზარი შეწყვიტა.
ნამცხვარს გემრიელად შეექცეოდა და თან გარეთ იყურებოდა. იმდენად იყო გართული გარემოს თვალიერებით, რომ ვერც კი შეამჩნია გვერდით ვიღაც როგორ მიუჯდა. მხოლოდ მაშინ მიხვდა, თავისი ყავის ჭიქის ასაღებად მაგიდისკდენ ხელი, რომ წაიღო და ჭიქა იქ აღარ დახვდა. გაკვირვებულმა მოატრიალა თავი და მის წინ სკამზე მჯდომ ბიჭს, რომელსაც მისი ჭიქა ეჭირა თვალი გაუსწორა. რამოდენიმე წამში მოახერხა მისი გარეგნობის შეთვალიერება - ქერა თმა, ღია თაფლისფერი თვალები, სწორი ცხვირი და დიდი ტუჩები. მაღალი და სავარაუდოდ კარგი ტანის პატრონი.
ბიჭი საყვარელი თუმცა ირონიური ღიმილით უყურებდა გოგოს და მის ჯერ გაკვირცებულ, შემდეგ კი გაცეცხლებულ სახეზე გულში ხარხარებდა.
- რამე მოხდა? - გაკვირვებული სახით კითხა ბიჭმა, ვინაიდან დიდი ხანი აკვირდებოდა ლანას გაიგო, რომ ქართველი იყო და მანაც ქართულად დაუწყო საუბარი.
- მე მეკითხები? - გაბრაზებული ხმით კითხა ლანამ - ჩემი ყავა აიღე დაუკითხავად, სვავ და მეტი რა უნდა მომხდაროყო?
- ხო რავიცი, პრინციპში რა იყო ამაში გასაბრაზებელი - უდარდელი ღიმილით ამოილაპარაკა ლაშამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- უზრდელი და თავხედი ხარ ვიღაცა - გაბრაზებულმა წამოიძახა და უცებ წამოდგა სკამიდან. ბიჭს ერთი კიდევ შეუბღვირა და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
- სხვათაშორის მე ლაშა მქვია, ისე რომ იცოდე მაინც - სიცილით დაუყვირაა სანამ გარეთ გავიდოდა. კი აღიარებს, რომ მოეწონა მაგრამ მისმა სითავხედემ საშინლად გააცოფა. გარეთ გამოსულმა მშვიდად ჩაისუნთქა ჰაერი და ნელი ნაბიჯით დაიძრა ხიდისკენ. რამოდენიმე წუთში ხელზე შეხება იგრძნო, თავი სწრაფად მიატრიალა უკან და ბიჭის მომღიმარ სახეს შეხედა, წარბები მაღლა ასწია და კითხვის ნიშნის თვალები მიანათა.
- რამე გინდათ? - სერიოზული ხმით კითხა და თავის ხმაზე გულში თვითონვე გაეცინა.
- მე მგონი ეს შენია - ბიჭმა გასაღები გაუწოდა, მანაც სწრაფად გამოართვა, როგორც კი შეტრიალება გადაწყვიტა, ბიჭმა მაჯაში ხელი მოჰკიდა და თავისკენ შეატრიალა. სწრაფი მოძრაობით მიიზიდა და მთელი სიველურით დაეკონა მის ტუჩებს. წინააღმდეგობას უწევდა ლანა და ერთი-ორჯელ გემრიელიც უთავაზა, თუმცა ლაშა არ შორდებოდა, ბოლოს დაიღალა ამდენი წინაარმდეგობით და ხელი შეუშვა.
- ეს რომ არ გამეკეტებინა მოვკვდებოდი - ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და ადგილს მოსწყდა. გაკვირვებული ლანა გაშეშებული ადგილიდან ვერ იძვროდა. ბოლოს როგორც იქნა მოახერხა გონზე მოსვლა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა. მას შემდეგ მათი შეხვერა ხშირი იყო, სადაც ლანა იყო იქ იყო ლაშაც. იყო მცდელობა რამოდენიმეჯერ ლანას კოცნის, მაგრამ ბოლოს ლაშას სახეზე ხუთი თითი ეტყობოდა. შემდეგ კი უბრალოდ ლაშა გაქრა და საქართველოში დაბრუნდა. თვითონ კი ვენეციაში წავიდა და იქაურ მეგობრებთან ერთად გართობა დაიწყო, ლაშა კი საერთოდ დაავიწყდა.



ელენე და თორნიკე


სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა, მათი ურთიერთობა კი შესანიშნავად მიდის. იმისდა მიუხედავად, რომ სამსახურში რაღაც ჭორები გავრცელდა, ელენე თავს მაინც მშვენივრად გრძნობდა და არავისი აზრი არ აინტერესებდა. ვერ ვიტყვით რომ თორნიკე ძალიან კარგი უფროსი გახდა თუმცა განსხვავება სავსებით შესამჩნევია.
აგვისტოს ბოლოს ყველამ ერთად დასვენება გადაწყვიტეს, თუმცა ჯერ ვერ შეთანხმებულან სად დაისვენონ.ოჯახებში მატება არის, მაკა და ნინო ორსულად არიან, ამისდა გამო მათ მთა ურჩევნიათ, ქმებიც რათქმაუნდა მხარს უბავენ. თორნიკესა და ელენესტვის არ აქვს მნიშვნელობა სად წავლენ. ზღვაზე წასვლა კი მხოლოდ ლანას და ლაშას უნდათ. ეხლაც თორნიკეს სახლში არის ყველა მათგანი და ბჭობენ ამ საკითხზე. წყვილები ერთმანეთზე არიან მიხუტებულები და ისე ერთვებიან საუბარში. როგორც ყოველთვის ლაშა და ლანა სტარტზე არიან, არც ერთი არ უთმობს მეორეს, ამიტომ ბოლოს მათი წაკინკლავება ჩხუბში იზრდება, იმისდამიუხედავად რომ ორივე ერთ აზრზე არის საჩხუბარი თემა მაინც არ ელევათ.
- მე სერიოზულად ვიძახი ეს თუ წამოვა, მე არსად წამომსვლელი არ ვარ - გაბრაზებული ხმით ამბობდა ლანა და რამოდენიმე წუთის წინ ლაშას ნამოქმედარი, რომ ახსენდება უფრო მეტად გიჟდება.
- აუ, ისე იძახის თითქოს ამის წამოსვლა ვინმეს რამეში უნდოდეს რა - მობეზრებულმა აიქნია ლაშამ ხელი და დივანის საზურგეს მიეყრდნო.
- ვის რა უნდა და რა არა, ეს ჩემი პრობლემაა და შენ არავინ გეკითხება - სახე სასაცილოდ დაუმანჭა და გაბრაზებულმა ხელები გადააჯვარედინა.
- ვაიმე დავიღალე უკვე - საცოდავი სახით თქვა ელენემ და თორნიკეს ზურგით მიეყრდნო, მანაც სწრაფად მოხვია ხელი და თავზე აკოცა.
- სერიოულად უკვე, მართლა ძაან დამღლელია თქვენი ეს გაუთავებელი ჩხუბი - გაბრზებული ხმით ამბობს მაკა, რომელზეც ორსულობა ცოტა არ იყოს ცუდად მოქმედებს.
- მორჩა გეყოთ ეხლა - ხმამაღა წარმოსთქვა მათი ჩხუბით შეწუხებულმა გიგამ.
- ესეიგი გადაწყვეტილია, ხმათა უმრავლესობით მივდივართ მთაში. - ხმამაღლა წამოიძახა სანდრომ.
- აუუუ ეგ უსამართლობა რა - უცებ აწუწუნდა ლანა და მხარი ლაშამაც აუბა.
- გეყოთ ეხლა, მივდივართ და მორჩა - მკაცრად თქვა თორნიკემ - თქვენ თუ არ გინდათ შეგიძლიათ ერთად წახვიდეთ ზღვაზე. - უდარდელი ხმით ჩაილაპარაკა და ელენეს ყურში რაღაც უჩურჩულა, მანაც ჩუმად ჩაიცინა.
- ფუუუ მე ამასთან ერთად როგორ წავალ - დაიმანჭა ლანა და ხელი ლაშასკენ გაიშვირა.
- ამას სახელი აქვს - ნაგლურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ლაშამ, შემდეგ უცებ წამოდგა - კარგით რადგან ესე გადაწყვიტეთ მე წავალ მაშინ და ზეგ შევხვდებით - ყველას ხელი აუწია, ლანას მობეზრებული სახით გადახედა და სახლის კარი გაიხურა.
- მართალია ლაშა, ჯობია ყველა წავიდეთ სახლებში და ზეგ დილისთვის მოვემზადოთ. - ფეხზე წამოდგა სანდრო და ნინოც წამოაყენა. - ყველა ჩვენ ჩვენი მანქანით წავალთ, მხოლოდ ორი გამონაკლისი იქნება - ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და ლანას გახედა, რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ვერაფერი გაიგო.
- მოიცა, შენ ფიქრობ, რომ ... - ეჭვნარევის სახით გახედა თორნიკემ სანდროს და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ყველამ ერთად დაიწყო სიცილილი.
- რა არის? რამე მოხდა ? - გაკვირვებულმა იკითხა ლანამ.
- არა არაფერი, მიდი ადექი და ესენი გაგიყვანენ მანქანით სახლში სიცილით უთხრა ელენემ, ლანაც სწრაფად წამოდგა. ყველა გასასვლელისკენ წავიდნენ, ელენე თორნიკესთან აპირებდა ცოტახანი ყოფნას ამიტომ არ გაყვა. როგორც კი გააცილეს, თორნიკემ კარები მიხურა, ელენეს წელზე შემოჰხვია ხელები და ახლოს მიიზიდა.
- ძლივს მოვიშორეთ რა, ცოტახანში ალბათ მოვკვდებოდი, რომ არ წასულიყვნენ ისე მინდოდა შენი კოცნა - ჩახშული ხმით ჩაილაპარაკა და გახურებული ტუჩები გოგონას ყელს მიაკრა. მანაც ნასიამოვნებმა თავი უკან გადააგდო, ნელა დაუკოცნა ყელი თორნიკემ, შემდეგ ნიკაპი, თვალები, შუბლი და ბოლოს გაშმაგებული დაეკონა მის ტუჩებს. ელენემ ხელები კისერზე შემოაწყო და სხეულზე მიეწება, თითებს კი მის თმებში დაასრიალებდა. მამაკაცმა ხელები წელიდან დაბლა ჩაასრიალა და სულ მალე გოგონა წელზე შემოისვა. ნელა დაიძრა მისაღები ოთახისკენ და ისე, რომ გოგონა არ მოუშორებია დივანზე დაჯდა. ნელა მოსწყდა მის ტუჩებს და ღიმილით შეხედა მის დახუჭულ თვალებს, ცხვირი ნელა გაუხახუნა მის ცხვირს და შემდეგ მოწყვეტით ისევ აკოცა.
- არ გინდა დღეს ჩემთან დარჩე? -ღიმილით უთხრა და თავი მის კისერში ჩარგო.
- ხვალ სამსახურში ბოლო დღე მაქვს და არ ვიცი ჩემი უფროსი რას იტყვის ცოტა რომ დავაგვიანო - ღიმილით ჩაილაპარაკა და თორნიკეს ცოტა მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოუსვა.
- მემგონი გადაიტანს რამენაირად - ნელა აკოცა ტუჩის კუთხეში და გვერდზე გადასვა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა - საჭმელი ხო გშია? - იქიდან გამოსძახა და მაცივარში შეიჭყიტა.
- კიი მშია - ელენეც სამზარეულოში შევიდა და მაგიდაზე შემოსკუპდა - გააქვს რამე?
- არაფერი - უკმაყოფილო სახით მიკეტა მაცივრის კარი და ელენესკენ შემოტრიალდა. - წავალ ეხლა მე მაღაზიაში და რამეს ვიყიდი, კაი? - ნელა შეახო ტუჩები და როგორც კი ელენესგან თანხმობა მიიღო, თავისი ოთახისკენ გაემართა. ორ წუთში იქიდან საგარეო ნაცრისფერი სპორტულებით და ბოტასებით გამოვიდა. ელენეც თითქმის ამ ფორმაში იყო, განსხვავება მხოლოდ სპორტულებზე წარწერებში იყო . ღიმილით შეხედა ელენემ მამაკაცს, უცებ ჩამოხტა მაგიდიდან და მისკენ ხელგაშლილი წავიდა. სწრაფად შემოხვია ხელები კისერზე და ჩაეხუტა.
- მეც მოვდივარ მაღაზიაში - ხმამაღლა წამოიძახა და კარისკენ წავიდა. მამაკაცი უკან ღიმილით მიჰყვა, ხელი წელზე მოხვია და ისე გავიდნენ გარეთ. მანქანით წავიდნენ სუპერმარკეტში. მხიარულად დადიოდნენ მაღაზიის სექციებს შორის , ელენე ყველა გამყიდველს უღრენდა რომელიც ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენდა თორნიკეს მიმართ, ამაზე კი თვითონ მამაკაცი კარგად ხალისობდა. ყველაფრის ყიდვის შემდეგ პროდუქტები მანქანაში ჩააწყვეს და სახლისკენ წავიდნენ. გზაში ელენეს ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული სიმღერები და მჯდომი შეძლებისდაგვარად ტანს აყოლებდა, თან მღეროდა. სახლში მხიარულად ავიდნენ, ელენე სამზარეულოში საჭმელს აკეტებდა და თორნიკეც ეხმარებოდა. ჭამის შემდეგ ორივემ ერთად აალაგა მაგიდა, ჭურჭელს ელენე რეცხავდა თორნიკე კი ამშრალება. ყველაფერი, რომ მიალაგეს მისაღებ ოთახში გავიდნენ და დივანზე ჩახუტებულები დასხდნენ.
- ისე რაც ერთხელ მითხარი რომ გიყვარდი იმის შემდეგ აღარ გითქვამს - თითქოს ნაწყენი სახით ახედა ელენემ .
- რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გეტყვი, ხომ იცი რომ მიყვარხარ - ცხვირზე აკოცა და მკერდზე მიიხუტა. – 25 წლამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე შემიყვარდებოდა, მაგრამ მოტოციკლზე რომ ვიჯექი ისე გამომლანძღე რომ დამაშტერე, მერე შენი სახე დავინახე ლამპიონის შუქზე და რაღაცნაირად მომეწონე ხო იცი - სიცილით ჩაილაპარაკა და თავზე აკოცა.
- რაღაცნაირად თუ მოგეწონე კაია - ღიმილით უთხრა და ლოყაზე ტუჩები მიაკრა, შემდეგ კი ისევ მის ხელებში ჩაიმალა.
- არ გინდა რამეს ვუყუროთ? - ზემოდან დახედა თორნიკემ ელენეს და თავზე აკოცა.
- კი და რას ? - ინტერესით შეხედა მამაკაცს და ნელა აკოცა ლოყე.
- რასაც შენ გინდა - მხრების ჩეჩვით უპასუხა თორნიკემ. რაღაც ფილმი შეარჩიე სათავგადასავლო. ფილმის ყურების დროს ელენეს თორნიკეს მხარზე ედო თავი და ნელ-ნელა ჩაეძინა კიდეც. მამაკაცი რომ მიხვდა ეძინა ელენეს, ტელევიზორი გამორთო, გოგონა ხელში აიტაცა და ოთახისკენ წავიდა. ნელა შეხსნა ოთახის კარები, ელენე საწოლზე მიაწვია და თხელი პლედი მიაფარა, თვითონაც გვერით მიუწვა, ცოტახანი ეფერებოდა თმებზე, შემდეგ თვითონაც ჩაეძინა.



(10 თავი)


- ვაიმე ხალხი არ ხართ დროზე რა - წუწუნით აიკლო სადარბაზოს წინ მდგომმა ლანამ იქაურობა.
- კარგი რა გეყოს მოვლენ -უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ლანას წუწუნით შეწუხებულმა ელენემ და მის წინ გაჩერებულ ოთხ მანქანას ღიმილით შეხედა. ყველა გადმოვიდა მანქანიდან, ერთმანეთი მოიკითხეს, ბოლოს თორნიკემ ელენეს ჩანთებს ხელი მოჰკიდა და საბარგულში ჩააწყო. ყველაზე დიდი პრობლემა ეხლა იყო, ლანასთვის უნდა ეთქვათ, რომ ლაშასთან ერთად მოდიოდა.
- მოიცა მე რა აქ მტოვებთ - როგორც კი დაინახა ლანამ რომ ყველა მანქანებისკენ მიდიოდა და მის ჩემოდანს ხელი არავინ მოჰკიდა გაბრაზებულმა ასწია წარბები.
- რა ვქნათ ლანაჩკა, შენ ლაშასთან ერთად მოგიწია წამოსვლა - ვითომ მოწყენილი ხმით უთხრა გიგამ და თან ჩუმად ჩაიცინა.
- რაა ? - იმხელა ხმაზე იყვირა ვეჭვობ მთელმა ქვეყანამ გაიგო - მეე? მე ამ... ამ... ამ ხისთავინთან ? - განცვიფრებული და გაბრაზებული ძლივს ლაპარაკობდა, ლაშა კი ამ ყველაფერს ღიმილით უყურებდა და ალბათ სულ ცოტახანში ბოლო ხმაზე გადაიხარხარებდა- არა, არა მაგას მირჩევნია მოვკვდე, არ წამოვალ მე.... შანსი არ არის მე ამასთან ერთად არ წამოვალ - ბოლო ხმაზე ყვიროდა და თან ხელებს აქეთ იქით იქნევდა.
- ლანა მისმინე ერთი წუთით - თორნიკე მისკენ წავიდა, ახლოს მივიდა და ყურში რაღაც უთხრა, რამაც ლანა დააწყნარა. თორნიკეს თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ლაშას მანქანისკენ ბუზღუნით წავიდა, ბიჭმა კარი ჯელტმენურად გამოუღო და ირონიულად გაუღიმა, გოგონამ ერთი შეუბღვირა და მანქანაში ადგილი დაიკავა.
- რა უთხარი ლანას? - როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ ელენემ თორნიკეს კითხვა დაუსვა.
- ისეთი რაღაც რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით. - ღიმილით ჩაუკრა თვალი და მანქანა ადგილიდან დაძრა.
- აუ კაი რა, მითხარი - ყელზე ხელი მოიკიდა თხოვნის ნიშნად. თორნიკემ უარის ნიშნად თავი გაუქნია და გაბუსხულს მომღიმარი სახით გახედა. დაახლოებით ერთი საათი ცდილობდა თორნიკე, რომ ელენე დალაპარაკებოდა, თუმცა ყველა მცდელობდა უშედეგო იყო. თორნიკემ ვეღარ მოითმინდა, მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა , უცებ გადავიდა მანქანიდან და მოუარა. ელნე გაკვირვებული აკვირდდებოდა და ვერ ხვდებოდა თუ რას აკეთებდა მამაკაცი. კარი გამოხსნა ელენეს მხრიდან, გოგონა მანქანიდად გადმოიყვანა და მანქანას ააკრა. მოულოდნელად დაეწაფა გოგონას ტუჩებს და მალე აიყოლია ამბორში.
- მისმინე პატარა - ნელა მოწყდა ელენეს და შუბლი მის შუბლს მიადო - ძალიან მალე გაიგებ რა ვუთხარი მე ლანას და დარწმუნებული იყავი გაგიხარდება - თვალი ჩაუკრა და ტუჩის კუთხეში აკოცა. - ხო აგარ გამიბრაზდები?
- არა - ღიმილით უთხრა და ამჯერად ტვითონ მიაწება ცუჩები თორნიკეს შუბლს, შემდეგ ლოყას და ბოლოს ტუჩებზე ნაზად ეამბორა. მამაკაცმა ნელა ასწია და მანქანაზე შემოსვა, თან კოცნიდა.
- ჩემი პატარა - ნელა კოცნიდა და ეჩურჩულებოდა - ჩემი თბილი, ჩემი სულელი - მთელი სახე დაუკოცნა და ბოლოს გახურებული ტუჩები მის ყელს მიაკრა.
- წამოდი ეხლა წავიდეთ თორემ გვიან მოგვიწევს იქ ჩასვლა - ნელა ჩამოსვა ელენე მანქანიდან, კარი გაურო. თვითონ მანქანას მოუარა, საჭესტან დაჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.

რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავიდნენ დანიშნულების ადგილას, მანქანიდან ყველაფერი გადმოიტანეს და სახლში შევიდნენ. სახლი ხის იყო და ორი სართულისაგან შედგებოდა. წინ დიდი ეზო ჰქონდა. ეზოში რამოდენიმე ხე იდგა, მათ შორის კი გაბმული იყო ჰამაკი და ორი საქანელა. პირველ სართულზე მისაღები ოთახი, სამზარეულო და ერთი საძინებელი იყო. მეორე სართულზე ოთხი საძინებელი იყო და თითოეულს თავისი სააბაზანო ჰქონდა. ყველამ გადაინაწილეს ოთახები, დიდი თხოვნა მუდარის შემდეგ ლანამ თორნიკეს ადგილი გაუცვალა და ერთი ოთახი თვითონ დაიკავა. საწყალი ლაშა „დაჩაგრეს“ და პირველ სართულზე დააბინავეს, თუმცა ამაზე ლაშა ნაწყენი არ დარჩენილა.
- უკეთესად დავიძინებ, ხმები ჩემს ოთახამდე არ მოაღწევს - სიცილით თქვა და გოგოების აწითლება მოახერხა.
სახლი დასალაგებელი არ იყო რადგანაც ამაზე უკვე ეზრუნათ სახლის პატრონს ( გეგას), ყველამ თავისი ნივთები შეალაგა გარდერობში და შემდეგ დაბლა ჩავიდნენ, რომ საჭმელი გაემზადებინათ. გოგონებმა მსუბუქი საჭმელები გააკეთეს და მამაკაცებს სამზარეულოში მოუხმეს. ყველასთვის საეჭვი და გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ მთელი ეს დრო ლანა და ლაშა ერთმანეთს არ „კბენდნენ“. ჭამის შემდეგ ჭურჭელი დარეცხეს და მისაღებ ოთახში გაბრძანდნენ.
- რა კარგია აქ რომ ვართ, ხვალიდან მთელი სულით და სხეულით დავისვენებთ - ნახევარ საათიანი დუმილი დივანზე მისვენებულმა ლანამ დაარღვია.
- ესეც რო მაგას იტყვის - უკმეყოფილოდ ამოიზმუვლა ლაშამ და დაამთქნარა. - წავედი მე უნდა დავიძინო - უცებ წამოდგა ფეხზე და აწ უკვე თავისი ოთახისკენ წავიდა.
- მეც ჯობია დავიძინო თორემ ლაშასთან ერთად მგზავრობამ სულიერად გამომფიტა - დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ლანამ და კიბეებს აუყვა.
- წავიდეთ მაშინ ყველა და რომ ავდგებით, გარეთ ცეცხლი დავანთოთ და გავერთოთ - თავისი იდეით კმაყოფილმა ნინომ ხელები ერთმანეთს შემოკრა, სანდროს ხელი ჩასჭიდა და მასთან ერთად ავიდა მეორე სართულზე. ელენემ და თორნიკემ მათ მიბაძეს, ხოლო გეგა და მაკა პირველ სართულზე დატოვეს.
- ვაიმე როგორ დავიღალე - ოთახში როგორც კი შევიდნენ, ელენე იმ წამსვე ლოგინზე გადაწვა და თორნიკეს ადგილი არ დაუტოვა.
- მიიწიე რომ მეც დავწვე - ზემოდან დააჩერდა თორნიკე.
- მოდი - გვერდზე გაწია ქალბატონმა და ადგილი თორნიკესაც უწილადა.
- ესე ვაპირებთ დაწოლას? - ტანსაცმელზე მიუთითა და ქამარი შეიხსნა. - შენი არ ვიცი მაგრამ მე ესე ძილს არ ვარ მიჩვეული - თვალი ჩაუკრა და ის-ის იყო უნდა გაეხადამ რომ ელენემ წამოიყვირა.
- კარგი, კარგი გაჩერდი - უცებ წამოდგა და მამაკაცისგან ზურგით შეტრიალდა. - შეგიძლია გაიხადო და დაწვე, მანამდე მე სააბაზანოში შევალ - ისე უთხრა არ შეუხედია მისთვის, სააბაზანოს კარი შეხსნა და უცებ მიხურა. თორნიკემ ღიმილით გააქნია თავი, შარვალი სწრაფი მოძრაობით გაიხადა და სპორტულის შარვალი რომელსაც ღამე იცვამდა ხოლმე ის ჩაიცვა. საწოლში დაწვა და დაელოდა ელენეს მოსვლას. გოგონაც მალე გამოჩნდა, მოკლე საღამურით რომელიც მხოლოდ საჯდომს უფარავდა. ნელი ნაბიჯით დაიძრა საწოლისკენ და ფრთხილად დაწვა. ერთ ადგილზე გაშეშებული იყო და არ მოძრაობდა, თითქოს ეშინოდა თორნიკესთან მიკარების.
- ესე უნდა იწვე?- ღიმილით უთხრა, მისკენ გადატრიალდა და ახლოს მიიწია.
- ესე როგორ? - დაბნეულმა ამოილაპარაკა და მამაკაცს გახედა.
- კარგი ხო - სიცით წამოიზახა თორნიკემ - სპორტული მაცვია ამიტომ შეგიძლია ჩამეხუტო - ხელები სასაცილოდ გაშალა ლოგინში და დაელოდა ელენეს მოქმედებას. გოგონამ საბანი ნელა ასწია და როდესაც დარწმუნდა, რომ მამაკაცს შარვალი ნამდვილად ეცვა მაშინვე მიეხუტა. ცოტახანი ლაპარაკობდნე და შემდეგ ორივეს ჩაეძინათ. იმისდა მიუხედავად, რომ საღამოს ყველას უნდა გაეღვიძათ, ვერც ერთმა მოახერხა გაღვიძება და მეორე დილამდე ტკბილად ეძინათ.

დილით ელენეს ცხრა საათზე გაეღვიძა, თუმცა გვერდით თორნიკე არ დახვდა. ნელა წამოდგა საწოლიდან, მოკლე ნაცრისფერი შორტი ჩაივა, ბრეტელებიანი ნაიკის მაიკა და რადგან ჯერ დილა იყო ზემოდან შავი ჟაკეტი მოიცვა. ოთახიდან გავიდა და ნელი ნაბიჯით პირველ სართულზე ჩავიდა. სახლში მთელი ოთახები მოიარა, თუმცა შინ არავინ დახვდა. ბოლოს გარეთ გავიდა მაგრამ ვერც გარეთ იპოვა ვერავინ. ეზოში მხოლოდ ლაშას და სანდროს მანქანა ეყენა. გაბრაზებული და გაბუსხული ჰამაკში დაწვა და ცას დაუწყო ყურება. დაახლოებით ნახევარ სააათში მანქანების ხმა შემოესმა, უცებ წამოხტა ჰამაკიდან და გაჩერებული თორნიკეს მანქანისაკენ წავიდა. ორი მანქანიდან რიგრიგობით გადმოვიდა ყველა და ელენეს შეხედეს.
- გაიღვიძე ელო? - მხიარულად წავიდა ლანა მისკენ, თუმცა რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა და დაბღვერილ ელენეს ეხედა.
- დიახ გავიღვიძე, გავიღვიძე და არავინ არ დამხვდა სახლში - გაბრაზებული ლაპარაკობდა და კუშტი მზერით უკურებდა თორნიკეს. - ძალიან მაინტერესებს სად წახვედით ამ დილა თენია და რატომ არ გამაღვიძეთ?
- ამ... ჩვენ მაღაზიაში ვიყავით და... - ვერაფერი მოიფიქრა ლაშამ და ისევ გაჩუმდა.
- და რა? - წარბები მაღლა აზიდა ელენემ.
- ის, რომ ტორტის მასალა ვიყიდეთ და ტორტი გავაკეთოთ დიდი - უცებ თქვა მაკამ და ელენეს გვერდით ამოუდგა. - კაი რა იყო არ გვინდოდა შენი გაღვიძება და მაგიტო წავედით - უცებ აუხსნა სიტუაცია და გაუღიმა.
- ტორტი რისი? - ღიმილით კითხა და გახარებულ მეგობრებს გახედა.
- შოკოლადის ტორტი გავაკეთოთ - ლანამ ხელები ერთმანეთს შემოკრა და ყველა სახლისკენ წავიდნენ. გოგოები სამზარეულოში უნდა შესულიყვნენ, თუმცა თორნიკემ ელენეს ხელი მოჰკიდა და მეორე სართულზე აარბენინდა. უცებ შეიყვანა ოთახში და გაშტერებულ გოგონას მოწყურებულმა დაუკოცნა ტუჩები. ელენეც აჰყვა კოცნაში, თითებს მამაკაცის თმებში დაატარებდა და უფრო და უფრო ეკვროდა სხეულზე. თორნიკე კი მის წელზე დაასრიალებდა ხელებს. ნელა ჩამოასრილა ელენემ ხელები მამაკაცის მხრებზე და მოშორდა.
- ჩემი ტკბილი გოგო ხარ - ტუჩები შუბლზე მიაკრა და ჩუმად დაიჩურჩულა.
- გვრიტებო - კარებში თავი ლაშამ შემოყო და წყვილს გაეკრიჭა - წამოდით და ელე შენ მიეხმარე გოგოებს, თორემ შენს გარეშე გააკეთებენ . - თვალი ჩაუკრა და კარი გაიხურა.
- მართალია წავედით - უცებ მოსცილდა მამაკაცს და კარისკენ წავიდა.
- აუუ გააკეთონ რა - ბუზღუნით ამოილაპარაკა თორნიკემ და გოგონას უკან მიჰყვა.
- არა. მე მინდა რომ მივეხმარი. - ბრაზით ჩაილაპარაკა, მამაკას მოშორდა და სამზარეულოში გავიდა.
გოგოებმა შოკოლადის ტორტი გამოაცხეს და საკმაოდ გემრიელი გამოუვიდათ, ყველამ ერთად მირთვეს და შემდეგ გარეთ გავიდნენ.
- ბურთი გვააქვს ხო? - ლაშამ წამოიძახა უცებ.
- კი რა იყო?
- რა და ავდგეთ და წრეში ბურთი ვითამაშოთ ან რამე ეგეტი რა - მხიარულად წამოიძახა და იმ მანქანისკენ წავიდა, რომელში ბურთი იდო.
- ხო მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა, რომ გოგოები ორსულად არიან.
- ვიცი ამიტომ წრეში ეგენი არ ჩადგებიან, მხოლოდ გაგვჭრიან. - უცებ მოაგვარა პრობლემა და გოგოების უკმაყოფილებაც გამოიწვია.
- ეგ რა წესია, ჩვენც გვინდა თამაში და მაშინ სხვა რამე ვითამაშოთ - გაბრაზებულმა თქვა მაკამ.
- აუ ჩემი საბავშვო ბაღია რა - სიცილით ჩაილაპარაკა თორნიკემ და ელენესგან მწარე ჩქმეტაც იგება.
- დამალობანა ვითამაშოთ - წამოიძახა ელენემ და მისი აზრი ყველას მოეწონა, რათქმაუნდა თორნიკეს გარდა, მაგრამ უარი ვერ უთხრა ელენეს. საკმაოდ დიდი ხანი თამაშობდნენ, შემდეგ გარეთ კარტის თამაში დაიწყეს, ესეც რომ მობეზრდათ სახლში შევიდნენ და ფილმს უყურეს.
- წამო რა რაღაც უნდა გაჩვენო - უკვე შებინდებული იყო თორნიკემ, ელენეს რომ გადასჩურჩულა. მანაც უსიტყვიდ დაუქნია თავი და უკან გაჰყვა. მანქანაში ჩასხდნენ და ელენესათვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. თხუთმეთ წუთიანი მგზავრობის შემდეგ, მამაკაცმა მანქანა გააჩერა. ელენეს კარი გაუღო და გადმოიყვანა.
- სად მივდივართ? - გულმა ვეღარ გაუძლო ელენეს და ჰკითხა.
- ნახავ - ღიმილით უთხრა და ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა. ნელ-ნელა გამოჩნდა შუქი, რაც უფრო წინ მიდიოდნენ რაღაც საგნები მით უფრო გარკვევით ჩანდა. ახლოს მისვლისას ელენე გაშეშებული უყურებდა გარემოს. ტყის შუაგულში მაგიდა იყო გაშლილი ორ ადამიანზე. გარშემო ვარდის ფურცლები იყო მიმოფანტული და მაგიდასთან იდო დიდი დათუნია და მის გვედით ვარდების უშველებელი თაიგული. ელენე ბედნიერი უყურებდა გარემოს, ნელა შეტრიალდა მამაკაცისკენ და მთელი ძალით მოეხვია. თორნიკემაც ჩაიკრა გულში. ჯიბიდან წითელი ყუთი ამოიღო, წინ დაუდგა ელენეს მუხლიჩოხა და ყუთი გა
- აუ მე ხო ბედი არ მაქვს რა - უცებ უშვა ხელი ლანამ თაიგულს.
- მე ხო რას ამბობ - ლაშამაც უკმაყიფილო ხმით ჩაილაპარაკა. - დაიჭირეთ ეს თაიგული, ამ ალქაჯმა მოკიდა ხელი, რამე არ დამთართოს - უცებ უშვა თაიგულს ხელი და ლანას ნასროლ ბალიშს მოერიდა.



№1  offline წევრი laurita

Kargi motxroba iko magram boloshii gaugebrobaikoooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent