შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (10 თავი)


9-05-2016, 17:03
ავტორი zia-maria
ნანახია 4 271

როგორ ფიქრობთ არსებობს ბედი? თუ ჩვენ თავად ვქმნით ჩვენივე ბედს? ღმერთი ყველასთან თანასწორია. ყველაფერი რაც ხდება გამოწვეულია ადამიანების, ანუ ჩვენივე წარმართული ცხოვრებიდან. შესაბამისად ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. არ იცი ადამიანს რა გაწერია შუბლზე, რაც გაწერია იმას ვერასდროს ასცდები. იყო პერიოდი როცა ვფიქრობდი არ გამიმართლა მთელი 16 წელი ტანჯვაში გავატარე. ეხლა როცა მიხარია ცხოვრება და ცოტა სილაღით ვტკბები, ისევ უნდა ჩავიკეტო და ისევ უნდა დავისაჯო, რადგან ვერ გავწირავ იმას ვინც ძალიან კი არა და უძალიანესად მიყვარს!- ამ ფიქრებში ჩაეძინა ნათიას და როგორ დაათენდა თავზე ვერც კი გაიგო. ივნისის მცხუნვარე მზე იყო. ბუღი ასდიოდა ქალაქს მაგრამ იმ დღეს გაწვიმდა. ალბად ნათიას ცრემლები და მოწყენილობა ამინდსაც გადაედო. დალი ბებო ფუსფუსებდა. სტუმრებს ელოდნენ. ყველა იქ იყო სამეგობრო და დღევანდელი დღე ყველასთვის მოულოდნელი შოკია. საღამო ხანს ოჯახს ტრადიციისამებრ ილო მისი მშობლებით ეწვია ნიკას დაიკოს და დალი ბებოს შვილიშვილის ხელი თხოვა. ბოდიშიც მოიხადა შეწუხრებისთვის და სიტყვიერად დააფიქსირა რომ ის ნათიას ბედნიერ ქალად აქცევდა. ყველა სახტად დარჩა და უფრო მეტი გაოცება იმისა, რომ იმ საღამოსვე მოაწერენ ხელი. ნუკრის და ბესოს ვერ აეხსნა რა ხდებოდა. ვერც იმ აზრს მოუყარენ თავი როგორ ეთქვათ ეს დემეტრესთვის. ილოს მშობლებს უხაროდათ შვილის ბედნიერება, მაგრამ აბა კითხეთ ნათიას მხარეს უხაროდა რომელიმეს ეს დღე? ხვდებოდნენ რომ ნათია ძალით იღიმოდა. ქორწილზე კი კატეგორიული უარის თქმამ კი დაარწმუნა ყველა რომ აქ მაქინაციას ქონდა ადგილი.
---არანაირი ქორწილი და არანაირი ხალხმრავლობა. ხელს მოვაწერთ ახლავეს და ვსო, სულ ესაა ჩვენი ქორწილი და ჩემი ბედნიერი დღეებიც!- კატეგორიული ნათიას ხმა.-
ილოს მშობლებს ქორწილი უნდოდათ მაგრამ რა ექნათ, ნათია ილოს სახლში გადავიდა. ნიკა გახდა სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ვეღარ ცნობდნენ. ერთ საღამოს საბა მივიდა და ერთმანეთის ფიქრების გამოცნობას ცდილობდნენ.
---როცა ადამიანს სჭირდები, მართლა უყვარხარ და ტკივხარ, ასე უბრალოდ და უმიზეზოდ არ დაგთმობს, აქ რაღაც მიზეზია ძმაო, უმიზეზოდ არაფერი არ ხდება, ნათია ჭკვიანია და იცის რასაც აკეთებს. ალბად ოდესმე აგიხსნის ასე რატომ მოიქცა!---ალბად საბა, ალბად ერთ დღეს ამიხსნის კი არა და აგვიხსნის ამ ყველაფრის შინაარსს. მე ძალას არ ვატან. უნდა მიხვდეს რომ დროს ვაძლევ ძალების მოსაკრეფად რომ ის ყველაფერი მითხრას, რაც ხდება მის თავს. ვერ ვცნობ ამ ბოლო დროს. ეს ის ნათია აღარაა ჩვენ რომ გავიცანით. ეს სულ სხვა ადამიანია საბა, სულ სხვა!!
ილო და ნათია ერთ საძინებელში დაბინავდნენ, ერთ ტახტზე ეძინათ მაგრამ მათ შორის არანაირი ინტიმი არ არსებობდა. ილო ასრულებდა მის სიტყვას. საზოგადოებაში ის იყო სამაგალითო მეუღლე და საღამოს თავიანთ საძინებელში, ისინი იყვნენ საუკეთესო მეგობრები. ილო იყო ის პიროვნება, რაც უნდოდა ყოფილიყო სინამდვილეში, რეალურად. ნათიას გათხოვების ამბავი დემეტრესთვის იყო შოკი. იცოდა რომ ილო რაღაც ტკივილს მიაყენებდა. მაგრამ ნათიას ამ უმანკო გოგოს, თუ გამოიყენებდა მისი აზრების განსახორციელებლად ეს კი აზრადაც არ გაუვლია.. განადგურდა, საერთოდ აღარ უნდოდა საქართველოს ხსენება. აღარც ნუკრის და ბესოს ეკონტაქტებოდა.. საერთოდ დაიკარგა კავშირი დემეტრესთან. მხოლოდ ერთხელ დარეკა და უთხრა ბიჭებს;
---მიხედეთ კომპანიას, მიხედეთ საქმეს. ოდესღაც ალბად დავბრუნდები, და ეს ოდესღაც იქნება როცა ძალას მოვიკრებ და ილოს ვალის დაბრუნებას მოვთხოვ, გპირდებით რომ ნათია ჩემი გახდება. ასე გადაეცით ნიკას!
ეს იყო და ეს თვეები გავიდა, დემეტრესი აღარაფერი აღარ ისმოდა. ნათია თავაუღებლივ მუშაობდა, ასე ისურვა მან. დრო არც ჩერდებოდა და არც გვეკითხებოდა რაიმეს. ის ერთი წერტილიდან მეორემდე უსასრულოდ გარბოდა. მაგრამ ნათიასთვის დრო უწყვეტი დარჩა, ის ერთი წლის წინ გაჩერდა და უბრალოდ მიყვება ფეხ და ფეხ ამ დროს ემოციების და მოლოდინის გარეშე.. ის უბრალოდ ადამიანის ფიგურაა მოძრავი სხეულით. ერთ საღამოს ნათია ძალიან გადაღლილი იყო და ბართან ჩამოჯდა და საბას ესაუბრებოდა. სახეზე დაღლილობის კვალი ეტყობოდა. საუბარის თავიც არ ქონდა მაგრამ ვინ მოასვენა მასთან ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი მივიდა და ილოს ვალზე დაუწყო საუბარი.
---მე არ ვიცი ბატონო, დაელოდეთ, მოვა და დაელაპარაკეთ!- წყნარად უთხრა ნათიამ.
ყოველ დღე ემატებოდა კაფეტერიას უკვე ილოს მევალეები. აუტანელი გახდა უკვე სამსახურში წასვლა. მაგრამ როდემდე უნდა დამალულიყო, როდემდე ჩაიკეტებოდა სახლში. მთელი ზაფხული ხან დალი ბებოსთან იყო, ხან კიდევ ილოს სახლში. მაგრამ მაინც მოუწია სამსახურში წასვლამ. უკვე ცივი ნოემბერი იდგა. ყველას გაუხარდა ნათიას ნახვა. ყველა სიხარულით შეხვდა. მაგრამ ვინ დააცადა ეს სიხარული შეერგო და შეეგრძნო მეგობრებთან ყოფნა, რომ მოულოდნელად დააცხრა თავზე ილოს მევალე და მასთან შეკამათების დროს ნათიას გული წაუვიდა. იქვე კი განაპირა მაგიდასთან მჯდომმა უცნობმა ციმ-ციმ აიყვანა ხელში და მის მანქანაში ჩააჯინა და გაარიდა იქაურობას. სახლში მიყვანამდე მოვიდა ნათია გონს. უცნობი ნათიას ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.
---მადლობა რომ დამეხმარეთ!
---ნათია მე გიცნობ და ძალიან კარგად, დამალვას აზრი არ აქვს, ჩემმა ბოსმა ყველაფერი იცის თქვენზე, ამიტომ პირდაპირ გეტყვი, მას თქვენი ნახვა უნდა თქვენთან საუბარი, მოუსმინეთ მისი პირობები გაიგეთ, ის თქვენ დაგეხმარებათ!
---რა პირობას მთხოვთ, მე თქვენ არც კი გიცნობთ!- მკაცრად უთხრა ნათიამ.
---არის პირობა რომელიც გადაჭრის თქვენს პრობლემას და სამუდამოდ განმთავისუფლდებით ამ კოშმარისგან, რაშიც თითქმის ორი წელია უძლებ მაგრამ ვეღარ ერევი ხედავ რომ ძალიან დასუსტდი?!
---როგორ უნდა გენდო. არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ხარ!
---როგორ ფიქრობ ცუდის გამკეთებელს ვგავარ? მე ჩემი ბოსის მესაიდუმლე ვარ, რომელიც მის დავალებებს ვასრულებ, ნუ გეშინია კარგი ადამიანია და შენ მისთვის სულერთი არ ხარ, ღირს დაფიქრებად ნათია!
----რას მთავაზობს, რა პირობებია თუ ასე ახლოს იცნობ ესეც გეცოდინება!
---რა თქმაუნდა ვიცი, თქვენ ერთი კვირის გატარება მოგიწევთ ჩემს ბოსთან!- პირდაპირ უთხრა უცნობმა.
---აღარასოდეს დამენახო, ჩემს სიახლოვეს არ მოხვიდე!-უთხრა მრისხანედ და მადიანი სილაც უთავაზა უცნობს.
სახლში ანერვიულებული შევიდა. ილომ შეატყო უხასიათოდ რომ იყო.
---რა გჭირს ნათია, მოხდა რამე?
---მოხდა ხომ, შენ სახლში ზიხარ და მე შენს მევალეებს ვეღარ ვუმკლავდები ილო, ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია!
---ვიცი ნათია, ხვალ არ წახვიდე,მე რაღაცას მოოვიფიქრებ.
მართლაც არ წასულა მეორე დღეს ნათია. საღამოს დასაწოლად ემზადებოდა რომ მის ტელეფონზე მესიჯი მიუვიდა რომელიც ილომ გახსნა და წაიკითხა, რომელიც ძალიან არ ესიამოვნა.
---,,პასუხს ველი მე დაგელოდები''! -შხაპი მიიღო და უკვე უნდა შეწოლილიყო შიგნით რომ ილომ ტელეფონი გაუწოდა წაიკითხეო. მესიჯი წაიკითხა და ერთიანად აკანკალდა.
--ილო ცუდი არ იფიქრო გთხოვ, მართლა შემომთავაზა მაგრამ მე უარი უთხარი, არ ვიცი ვინაა.
---ნუ მიხსნი ნათია, შენ ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ხარ, ერთხელ წახვალ მსხვერპლზე საყვარელი ადამიანისათვის. მეორედ არ გთხოვ არაფერს, არც მასეთი უნამუსო ვარ!- ნათია დაფიქრებული იდგა შუა ოთახში და მერე მიუბრუნდა ილოს.
---ილო თუ სოლიდურ თანხას გადაიხდის და შენ ვალებს გაისტუმრებ, იმდენიც დაგრჩება რომ ამერიკაში წახვიდე, მე ამასაც გავაკეთებ არ მინდა ვინმემ რაიმე მოგწიოს.
---ყოველთვის სხვაზე რატომ ფიქრობ ნათია,? ერთხელ მაინც გიფიქრია შენს თავზე? შენს ბედნიერებაზე?
---მე მაშინ ვიქნები ბედნიერი, როცა ჩემს ირგვლივ ყველა ბედნიერი იქნება და თუ გამოსავალს იმაში ვნახავთ, რასაც ის ითხოვს ძალიან გამიჭირდება მაგრამ მე მზად ვარ ყველაფრისთვის.
--- მე არაფერს გაძალებ, არ ვიცით ვინ არის, არა ამის უფლებას არ მოგცემ, რამე რომ დაგიშავოს? მე არაფერს გაძალებ!
---მაგრამ არც უარს ამბობ,-ცინიკური გაუხდა ნათიას ხმა- რადგან ხედავ ეს ერთადერთი გამოსავალია!
საკმაო დრო გავიდა ამ საუბრიდან. უკვე გამოზაფხული იდგა. ტყემლის და ატმის ხე ყვაოდა ეზოში და ლამაზ სუნს აფრქვევდა ირგვლივ. საბამ დაურეკა ნათიას რომ სასწრაფოდ მისულიყო სამსახურში და ისიც როგორც იყო სახლში ისე გაიქცა. იმ დღეს კიდევ ერთ ერთი მევალის შემოტევისას ნათიამ მტკიცე და ურყევი გადაწყვეტილება მიიღო. გამწარებულმა სახლში წავიდა და ილოს უთხრა რის გაკეთებას აპირებდა.
---არა, არ გააკეთებ ამას!- შეშინებული თვალებით უყურებდა ილო.
ნათიამ კი ტელეფონი მოიმარჯვა და მესიჯი გააგზავნა მხოლოდ სამი სიტყვით ,,თანახმა ვარ გელოდები''! არც ისე გამომწვევად ჩაიცვა და დაელოდა უცნობის მისვლას.
--- მაპატიე!- მოესმა ილოს ხმა კარებთან. მიბრუნდა და თვალცრემლიანი ილო იდგა ოთახის შუა გულში. ახლოს მივიდა და ჩაეხუტა. ამ დროის მანძილზე რაც ერთად ცხორობდნენ პირველად შეეხო ილოს და ეს პირველიც იმის გამო რომ დაამშვიდა.
---ყველაფერი კარგად იქნება გპირდები, არ ინერვიულო. -დაბლა ჩასულს ნათიას მანქანა დახვდა დაცვასთან ერთად. არ იცოდა სად და ვისთან მიდიოდა. ბედს მიენდო, მოდუნდა და დაელოდა შემდეგ სვლას.
ძვირადღირებულ სასტუმრო დაცვის თანხლებით გაიარა. ერთი ოთახის კარი შეუღეს და თავაზიანად შეატარეს.
---მიბრძანდით აქ გელოდებიან!- ოთახს მკრთალი შუქი ანათებდა, ვერ ხედავდა ვინ იდგა ოთახის სიღრმეში, ცოტა შეეშინდა და გაუბედავად დაიძახა.
---არის აქ ვინმე?
---არის და გელოდება მშვენიერო!-მოესმა ნაცნობი ხმა. ტანში გაცრა, დაცხა, გააზრიალა ყველაფერი დაემართა. უკვე მუხლები ეკვეთებოდა, სადაცაა წაიქცეოდა. როგორ მიუახლოვდა ვერ გაიგო მაგრამ ნაცნობმა სურნელმა აგრძნობინა რომ ის მის წინ იდგა და არა სხვა ვინმე უცხო.
---ეს რატომ გააკეთე ნათია, უსიყვარულოდ ილოს რატომ გაყევი ცოლად? რა გითხრა ასეთი, რომ ეს ნაბიჯი გადადგი? მითხარი არ დამიმალო და ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიხსნა ამ უსიყვარულო ქორწინებიდან!
---დემეტრეეეე? ეს შენ ხარ ის ბოსი რომელიც მითხრე?
---რააა გინდოდა სხვა ყოფილიყო?- ღიმილით კითხა დემეტრემ. ნათიას კიც გაუხარდა და კიც შერცხვა დემეტრესი.
---მოდი აქ დაჯექი და ყველაფერი მომიყევი!
გაუბედავად დაიწყო ნათიამ მოყოლა და ყველაფერი მოუყვა. თან ტიროდა, ცრემლებად იღვრებოდა. უყურებდა დემეტრე და ფიქრობდა, ,,ნუთუ ყველა ქალს ასე ამშვენებს ცრემლი''?
---რა გინდა მითხრა უკვე ორი წელია და მეტიც ერთად ხართ, ერთად ცხოვრობთ, ერთ სახლში და თქვენს შორის არაფერი არ ყოფილა? ეს ხომ ზღაპარს გავს ნათია, ეს ხომ დაუჯერებელია!
---თუ არ გჯერავს ეს შენი პრობლემაა, მაგრამ უნდა გითხრა, არა მარტო ერთ სახლში ვცხოვრობთ ერთად, საძინებელშიც ერთად გვძინავს დემეტრე, მაგრამ სიმართლე ესაა რაც გითხარი!
გაუხარდა დემეტრეს ნათიას უმანკოება. არა მისთვის ამას არც ქონდა არსებითი მნიშვნელობა მაგრამ, მაინც უაზროდ გაუხარდა რომ, ნათია მხოლოდ მისი გახდებოდა.
---შენ იმაზე მეტი მიღირხარ, რაც იმ არაკაცს მივეცი და უნდა მივცე. შენ ფასდაუდებელი ხარ ჩემთვის, უკვე წლებია. შენ მთელი ჩემი სიცოცხლე ხარ. ეს რომ ადრე მცოდნებოდა, ამდენი ხანი როგორ გავჩერდებოდი.
სიყვარულს თან ახლავს ლტოლვა, გინდა მისი ყურებით დატკბე. იღვიძებს მოფერების და შეგრძნების სურვილი. სიყვარული, ვნება განუყოფელი ნაწილია ერთმანეთის. არ შეიძლება გიყვარდეს და არ გიზიდავდეს, ვნებებს გიღვიძებს მძაფრი სურნელი. სისუსტე იმისა როდის მიეცემი ხორციელ ვნებას, თავდავიწყებას, ღრუბლებში ფრენას და მისით შეივსო. ვნება უფრო დიდი ემოციაა ვიდრე ჟინი და გულისცემა. თვალებში ჩააშტერდა ნათიას და უთხრა;
---ექსპერიმენტების არ მეშინია!-დაიხარა და ტუჩზე უკბინა მსუბუქად, ნელა ნელა გრძნობაც და ვნებაც გაღვივდა ორ ადამიანში. დააკვირდა შიშისაგან აცახცახებულ სხეულს და ნაზად ჩასჩურჩულა.
----ნუ გეშინია, მომენდე -და ვნებიანად აკოცა. აყვა კოცნაში ჯერ კიდევ გამოუცდელი. ტუჩიდან კისერში გადავიდა. ისე ნელა და ნაზად ეპყრობოდა თითქოს მინდვრის ნაზ ყვავილს ეფერებოდა და არ უნდოდა ფოთლები დასცვენოდა. ჯერ ზემოდან გააშიშვლა, ქორფა მკერდზე მოეფერა რამაც ნათიას ერთიანად გააჟრჟოლა და მისი კანი ნაზი ხორკლებით კი არა,საგრძნობლად დაიხორკლა ხოშკაკალებივით. კაბა ერთიანად ჩაძვრა იატაკზე. საწოლზე ფრთხილად გადააწვინა შიშველი სხეული, ვერ ძღებოდა ფერებით. მისთვის ამ ქალის სხეული ამოუცნობი ფორმულაა. ესიამოვნა ნათიას ოდნავ გაპობილი ბაგიდან სასიამოვნო კრუსუნი და ვნებისაგან გამოწვეული წამოძახილები.
---შენ მე მინდიხარ ეხლა და ამ წუთში!- ამ სიტყვების გაგონებაზე ეგონა სულს განუტევებდა. სექ...ი დროს ყველა კუნთი დაეჭიმა და მოდუნდა. როგორც იქნა დაიპყრო ნათიას უზადო, ქორფა სხეული. უკვე მისი იყო, მხოლოდ მისი. რამაც უდაოდ გაახარა. გემრიელად დაუკოცნა სახე, ბაგეები და დაღლილი სხეულები, ვნება დაცლილები მოშორდნენ ერთმანეთს.
---საოცარი ქალი ხარ, მაგიჟებ, ჭკუიდან გადაგყავარ. აღარავინ, აღარ შეგაწუხებს, ამაზე მე ვიზრუნებ. შენი ქმრის ყველა ვალი გასტუმრებულია. შენ მე მიღირდი ამად!
---მე უნდა წავიდე დემეტრე!
---არა, ერთი კვირა აქ იქნები ჩემთან ერთად. აი ტელეფონი და დაურეკე, უთხარი რომ ყველაფერი მოგვარებულია. კარგად ხარ და ერთ კვირაში დაბრუნდები. მე ვეღარ შეგელევი,სულ ჩემთან მინდა რომ მყავდე.
---ეს არ მოხდება მე ქმარი მყავს!
---ქმარი რომელიც შენთვის არ არის!
---არა, არ არის მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩემი ქმარია დროებით, სანამ წავა!- დემეტრე აბაზანაში შევიდა და იქედან ღიღინ-ღიღინით გამოვიდა.
---ვერ გავექეცი შენს ლამაზ თვალებს სევდიიიანს, ვერ გავექეცი შენს ლამაზ ღიმიიილს!- მიუახლოვდა და კიდევ ერთხელ დააგემოვნა ნათიას გემრიელი ტუჩები.
---რა ტკბილი ლომკაა შენს გვერდით ყოფნა? მაბნევს შენი ლამაზი კანი. შენ მთელი ჩემი შინაგანი სამყარო შეავსე. ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი და არც იფიქრო ეს შეცვალო! ნათია ფანჯრიდან გაჰყურებდა ღრუბლით დაფარულ ცას. თითქოს ცა ტირილს აპირებდა, ისეთი მოწყენილი იყო ირგვლივ ყველაფერი. დემეტრე მიეპარა უკნიდან და ხელები შემოხვია, კოცნით დაუფარა ყელ-კისერი. ვეღარ გაუძლო ნათიამაც ვნებას და ისიც გააგიჟა მოზღვავებულმა ვნებამ.
---ვგიჟდები, ვგიჟდები, ვგიჟდებიიიიი!
---მეც ვგიჟდები და შენ გამაგიჟე, ჭკუიდან გადამიყვანე. რა გამიკეთე ან რას მიკეთებ ასეთს!
---შენს მკლავებში დაცული ვარ, ასე მგონია ჩვენს მეტი არავინ და არაფერი არ არსებობს!- ფერებ-ფერებაში ისე შემოაძარცვენ ერთმანეთს ტანისამოსი, სად-სად მიყარეს და ერთმანეთში ახლართულები, ისევ სასიამოვნოდ გაერთიანდნენ, ერთ სულად და ერთ სხეულად. დაცვარული შუბლი დაადო შუბლზე. ყველაზე ტკბილი სუნთქვა ყელში და ყველაზე ტკბილი სიტყვა;
---მიყვარხარ ნათია!
---მეც თან ძალიან. ისე რომ ვერ ვიცოცხლებ უშენოდ.
გაუძნელდათ ორივეს მაგრამ მათი ერთ კვირიანი ვნებიანი ღამეები დასრულდა. დრო მოვიდა დამშვიდობების.
---ნახვამდის მშვენიერო, აუცილებლად გინახულებ. -სევდიანად და ჩახლეჩილი ხმით დაემშვიდობა დემეტრემ. თუკი ამ ქვეყნად რაიმე სილამაზე არსებობს, იგი შენს თვალებშია. თუკი არსებობს ტკივილი ეს უშენობაა!
---ნახვამდის დემეტრე, ცრემლიანი თვალებით ახედა ნათიამ.- კიდევ ერთხრელ მოათვალიერა ოთახი, ის ოთახი სადაც ქალად იგრძნო თავი და დიდ სიამოვნებას ეზიარა. მიხვდა რომ ეს ორი ერთმანეთის დიდი ტკივილი გახდებიან!
---არ მინდა აქ ნათქვამი ის სასიამოვნო სიტყვები, მხოლოდ ცარიელი სიტყვები დარჩეს. ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია. მე მაინც გელი. ლოდინი კი ჯოჯოხეთია! -სევდიანად უთხრა ნათიამ და დემეტრეს გაეცალა ,ისე რომ უკან აღარ მოუხედია. ისევ დაცვამ მიიყვანა სახლამდე. საძინებელი ილოს გარეშე ცარიელი დახვდა. საწოლზე წერილი იდო ნათიასთვის. აკანკალებული ხელით გახსნა და წაიკითხა.
---,,მტკივა ნათ, ძალიან მტკივა. მეგონა გავანადგურებდი მაგრამ მაინც მან მე გამანადგურა. ოღონდ ის არ ყოფილიყო ეს ერთი კვირა შენს გვერდით. მაინც მან გაიმარჯვა. მაპატიე შენ გააკეთე ის რასაც არავინ, არავის გამო არ გააკეთებდა. მე მივდივარ ჯერ ნურავის ეტყვი. მშვიდობით, საოცარი ადამიანი ხარ, სხვისი ბედნიერებისთვის ხარ გაჩენილი და შენს ბედნიერებაზე არ ფიქრობ. მინდა ბედნიერი იყო და შენს სახეზე ღიმილს ვხედავდე. დაგიკავშირდები აუცილებლად და შეგატყობინებ ჩემს ამბებს პერიოდულად. ,,ილო''.
იმ დღიდან ნათია შეიცვალა. რამდენიმე დღეში დაუბრუნდა თავისი ძველი სახე. იცინოდა, მხიარულობდა მაგრამ გულს უღრღნიდა ის რომ მას შემდეგ დემეტრე სულ ორჯერ ნახა. ისიც ბარში და ზედმეტად არც გამოლაპარაკებია. დემეტრე თვალებით ეფერებოდა. ნათიას ცეცხლი ეკიდა ტანზე, მის მწველ მზერას რომ გრძნობდა. სიხარულისგან ლამის შოკში ჩავარდა რაც საბას შეუმჩნევბელი არ დარჩენია. მას შემდეგ ორი თვე გავიდა. დემეტრე მიწამ ჩაყლკაპა თუ ცამ შთანთქა ეს გაურკვეველი იყო. ნათია კი უფრო ცუდად და ცუდად ხდებოდა. ფერიც დაკარგა, ადვილად ღიზიანდებოდა. ორი კვირა საბამ უთმინა და ბოლოს ძალით ჩააჯინა მანქანაში და ექიმთან წაიყვანა.
---ეხლა ხმა და წუწუნი არ გამაგონო. შენ რაღაც გჭირს და ამ რაღაცას ექიმი გვეტყვის რა არის!- გაბრაზებულმა უთხრა საბამ.
ექიმმა გულდასმით გასინჯა და მიასწავლა ერთ ერთი ექიმის კაბინეტი. თქვენ სოფო ექიმის ავადმყოფი ხარ და ის გაგსინჯავთ. უთხრა ღიმილით სანდომიანმა ქალბატონმა. იქაც მიიყვანა საბამ, სოფო ექიმმა გულდასმით გასინჯა.
---ჩვენ ეხლა ეხოზე გავალთ, თუ უნდა მამიკოსაც წამობრძანდეს და ბავშვის გულის ცემას მოუსმინოს!- ღიმილით გადახედა იქვე მდგარ საბას. ორივეს ენა ჩაუვარდათ, ვერაფერს ამბობდნენ და ექიმს დაპროგრამებულივით მიყვებოდნენ უკან. გახევებული საბა პატარას გულის ცემის ხმამ გონზე მოიყვანა ,გაუკვირდა და ნათიას გადახედა.
---ნათ გესმის მისი გული როგორ ცემს? ღმერთო ეს ხომ საოცრებაა!
---აი პატარავ, ხედავ მამიკო როგორ გავახარეთ?
---არა ექიმო მამიკო არავარ. ეს ჩემი დიშვილია. ბიძას კაცი ან პრინცესა იქნება. სქესი ჯერ არ ჩანს ხო?-საბა აჟიტირებული იყო და ადგილზე ცქმუტავდა. ნათია? ნათია ჯერ გონზე ვერ მოსულიყო, ვერ იაზრებდა მოსმენილს.
---უი მაპატიეთ. გილოცავთ თქვენ 2 თვის და 10 დღის ორსული ხართ. ყველაფერი კარგადაა, ბავშვი კარგად გრძნობს თავს. ტოქსიკოზი არ გაქვს თორე მიხვდებოდით აუცილებლად. ერთ თვეში მოხვალთ. სქესი ჯერ არა, ადრეა. აი შემდეგ ვიზიტზე კი აუცილებლად გავიგებთ ვინ გიზის მანდ!- ღიმილით გახედა ნათიას.
გამოვიდნენ საავადმყოფოდან და გარეთ დაჯდნენ ცოტა ხნით. ჩუმად იჯდა ორივე. ნათიას ცრემლი მოეძალა და გზა მიცა ცრემლებს და ხმამაღლა აქვითინდა.
---ეეეე რა ხდება, რა გჭირს ტო, დედა ხდები. უნდა გიხაროდეს ნათიუშ, ილოს არ უნდა უთხრა?
---საბ მოვიდა დრო რომ დაგელაპარაკო. მხოლოდ დამპირდი რომ არავის ეტყვი ჯერ-ჯერობით მაინც.-მვედრებელი თვალებით შეხედა.
---რა ხდება ნათი, ნუ მაშინებ!
ნათიამ ყველაფერი მოუყვა საბას. ისიც გაშტერებული უსმენდა. მერე ილოს დატოვებული წერილიც წააკითხა. თავი ბრაზილიურ სერიალში ეგონა თუ უღებდნენ. აქეთ-იქით მიიხედა და რაღაცას დაუწყო ძებნა.
---ეს სიმართლეა ნათია, თუ ფარული კამერაა სადმე? რატომ, რატომ ერთხელ მაინც არ დაგცდა ერთი სიტყვა? შენ მან გამოგიყენა, სუსტი წერტილი მოგიძებნა. მაგრამ ვერ დავიჯერებ, ის ისეთი ვაჟკაცური აღნაგობის და გეი? ეს შეუძლებელია და ამდენი ხანი შენ მასთან არანაირი სიახლოვე არ გქონია? და რა გამოდის ბავშვის მამა დემეტრეა ხო?- თვალები გაუფართოვდა საბას
---ხო ის არის ჩემი შვილის მამა .ჩემი შვილი საბ, რომელიც ჩემი გულის ქვეშ მყავს, ჩემსავე სხეულში!- ორივე ხელი მიიდო მუცელზე და ნაზად მოეფერა.
---შენ ძლიერი უნდა იყო. ყველა შემთხვევაში გამოსავალს ვიპოვით ნათი, რაიმე სწორ გზას!
---რომელი სწორი გზა, თუ ცხოვრებაში მარტო ვიქნები. სად ხედავ აქ გამოსავალს? გამოსავალი მხოლოდ ერთია, ერთადერთი!
---რა მაგალითად, რა მოიფიქრე ან რას გულისხმობ?!
---წასვლა. დროებით უნდა გავერიდო აქაურობას. ცოტა დანაზოგი მაქვს. მხოლოდ შენ იცი ეს ყველაფერი და არავის უთხრა!
---ჩემი იმედი გქონდეს მაგრამ ნიკა? ნიკა არ გეცოდება? იცი როგორ ჯავრობს შენზე?
---დაარწმუნე რომ კარგად ვარ. მხოლოდ შენ შეგიძლია ეს საბა, დროებით და მეც მოულოდნელად გამოვჩნდები. არ ვიცი როდის, მაგრამ გპირდები რომ გამოვჩნდები!
---მე შენ ძებნას არ დაგიწყებ, შენ უკეთესად იცი რას აკეთებ. მაგრამ იცოდე ერთი ზარი და მეც შენს გვერდით ვარ!
---მჯერა, საბა რომ ასე იქნება, დრო და დრო ჩემს ამბებს გაიგებ. მე ეხლა შენი მხარდაჭერა მჭირდება. მადლობა ყველაფრისთვის!
---ძალიან გთხოვ მომეცი პირობა რომ თავს გაუფრთხილდები. შენთვის თუ ასე ჯობია გაეცალო დროებით აქაურობას, წადი. მხოლოდ გთხოვ ჩვენზე თუ არა ნიკაზე იფიქრე და მეორე მხარეს ჩვენ ვდგევართ. შენ ამ ქვეყანაზე პირველ რიგში ადამიანი ხარ, ეს არასოდეს დაგავიწყდეს და გახსოვდეს მუდამ. ეხლა კი მითხარი სად გაგიყვანო!
---სახლში წამიყვანე ილოს მშობლებს უნდა დაველაპარაკო.
საბამ ნათია სახლში მიიყვანა. სანამ ნათია სახლში შევიდოდა. მის საყვარელ მოხუცს, ბონდო ძიას დაურეკა და თხოვა ერთ საათში მის სახლთან ყოფილიყო. სახლში სიჩუმე დახვდა. მისაღებში იჯდა ილოს მშობლები. ორივეს თვალებში სევდა იკითხებოდა, ტკივილი? ტკივილი კი უკიდეგანო იყო მათში.
---საღამო მშვიდობის!- მიესალმა ჩუმად ნათია.
---საღამო მშვიდობის ჩემო ლამაზო!- თბილად გაუღიმა დედამთილმა.-მოდი დაჯექი სალაპარაკო გვაქვს. -ნათიაც მათ წინ, სავარძელზე მოთავსდა- ილომ დარეკა და გველაპარაკა, მან ყველაფერი აგვიხსნა. მშვიდად და წყნარად შევხვდით ჩვენც. რას მოგვიტანს ხმაური, არც არაფერს. ნათია შვილო ანგელოზი ხარ, უფრთო ანგელოზი. ისე გააკეთე ყველაფერი არავის, არაფერი არ გაუგია. ჩვენ სანამ ვიცოცხლებთ შენს გვერდით გვიგულე..
---მეც მაქვს თქვენთვის სათქმელი. გთხოვთ გაგებულად მოეკიდოთ ამ საქმეს. რადგან ყველაფერი იცით დასამალი უკვე აღარაფერია. -უსმენდნენ ორივე დიდი გულისტკივილით და როგორ უნდოდათ რომ ის პატარა ეხლა რომელიც ნათიას სხეულში იზრდებოდა დღითი დღე, მათი შვილიშვილი ყოფილიყო.
---მე ვერ ვხედავ შენს შეცდომას შვილო, თავს ნუ იტანჯავ. შენ გააკეთე ის რასაც არ გააკეთებდა არავინ. არ გაკავებთ მხოლოდ ხშირად მოდი ხოლმე. ეს აქ რასაც უყურებ ყველაფერი შენია. ჩვენ ილოს მეტი არავინი არ გყავდა. ილომ მისი წილი ყველაფერი შენს სახელზე გადააფორმა. შენ იმსახურებ ამ ყველაფერს!
---მადლობა რომ გამიგეთ და თქვენს წინაშე თავდახრილი არ ვიდგები არასდროს. არც უთქმელად წასვლა შემეძლო, ეს თქვენ უნდა გცოდნოდათ. ეხლა მაპატიეთ ბონდო ძია მოვიდა და მელოდება. გპირდებით რომ მოვალ, როცა მზად ვიქნები!- ორივეს თბილად ჩაეხუტა და გული დაწყდა რომ ზოგს მშობელი ყავს და რა დონეზე ტკენენ მათ, ზოგი კი ნატრობს მათ ყოლას და მისტირის მარტოობის წლებს. ოთახში ავიდა მისი ტანსაცმელი უდიერად ჩაყარა ჩემოდანში სევდიანად გამოიხურა მისი საძინებლის კარები.
---მე მივდივარ გთხოვთ თავს გაუფრთხილდით. ხშირად შეგეხმიანებით, არ გემშვიდობებით მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყვით. დროებით!-თქვა კართან მისულმა, ცრემლმორეულმა მაგრამ მხრებში მხნედ გაშლილმა, ახლა ამ კარის იქით, ახალი სამყაროს კარი იღებოდა.



№1 სტუმარი sabu mari

bevri darcha?erti suli maq pinalamde mividet

 


№2  offline მოდერი zia-maria

sabu mari
bevri darcha?erti suli maq pinalamde mividet

დაიდება დღეს საყვარელო ახალი თავი.მადლობა რომ კითხულობთ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

შემოაძარცვენ არა შემოაძარცვეს არის სწორი ფორმა მიაქციე ყურადღება ხშირად გაქ ხოლმწე ნ გამოყენებული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent