ბელა (თავი 3)
მალე მიას კართან ვიდექი და ველოდებოდი როდის გამიღებდნენ კარს. -ვაიმე ბელა,გენაცვალოს დეიდა შენ, როგორ მომენატრე შვილო-მითხრა დეიდამ და ჩამეხუტა. -მეც ძალიან -ვუთხარი და მეც შემოვხვიე ხელები. -გაიწიე ქალო ნუგაგუდე ბავშვი, მიმიშვი მეც-კარში ბიძაჩემი გამოჩნდა.' -ვაჟა-გავექანე და ბიძაჩემსაც ჩავეხუტე. -ღმერთო როგორ მომენატრეთ-ვთქვი და ცრემლები გადმოვყარე. -ნახე რაა ერთი, თუ შემამჩნიოს, მე არ მოგენატრე ხო ქალბატონო?-დოინჯ შემორტყმული მიყურებდა მია,თან მიბღვერდა. -ჩემო ლამაზო, როგორ შეიძლება შენ არ მომენატრო-მიასკენ წავედი და ჩავეხუტე. -ხო,ხო გეტყობა, როგორც მოგენატრე რაც ცალკე გადახვედი არც კი შეგვხმიანებიხარ- თან მეხუტებოდა თან მეჩხუბებოდა. -კარგით ეხლა. რას დააყენეთ ბავშვი შემოსასვლელში-თქვა ბიძაჩემმა. -დეიდა გენაცვალოს,გშია ჩემო ლამაზო?-მითხრა ეკამ და მზრუნველი თვალებით შემომხედა. ვგიჟდებოდი ამ ქალზე ისე მიყვარს. -არა დეი,მადლობა.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. -წამო ბელ ჩემოთახში -მითხრა მიამ და ძალით ამათრია მაღლა. მივხვდი რომ რაღაც საქმე ქონდა და მეც მორჩილად ავყევი.ოთხაში რომ შევედით მოუსვენრად დაიწყო აქეთ-იქით სიარული. -მია-ვუთხარი და მივუთითე დაჯექითქო. -აუუ ბელ-მითხრა და თვალები ააფახურა. ეგრეც ვიცოდი ,რაღაც უნდა მთხოვოს. -მიდი ეხლა დაიწყე რაგინდა-ვუთხარი და თვალები გადავატრიალე ,რაღაც სასწაულის მოლოდინში. -აუ ბელ,გთხოვ რა, მხოლოდ ამერთხელ მიშველე და მეტს აღარ გთხოვ.-მითხრა და ლეკვის თვალებით შემომხედა. -დაიწყე-ვუთხარი და ცალი წარბი ავწიე. -გთხოვ რა კლუბში წამომყევი-პირი გავაღე რაღაცის სათქმელად მაგრამ გამაჩერა. -მხოლოდ ამერთხელ ბექაც მოდის თავის მეგობრებთან ერთად და მარტო ხო არ წავალ. ბექა თავისი შეყვარებულია 2 წელია უკვე რაც ერთად არიან.კარგი ბიჭია წინაწელს გამაცნო და როგორც თავის დას ისე მიყურებს. -ოხ მია,ჯანდაბას წავიდეთ-ვუთხარი და საწოლზე გადავწექი, მაგრამ უცბად წამოვჯექო და ვუთხარი. -ოღონდ ერთი პირობით -რაც გინდ ის მითხარი. -ჩასაცმელს მეთვითონ ავირჩევ. -კარგიი -მითხრა და ჩამეხუტა. უკვე 6 საათი იყო. ჩვენ 8 საათზე უნდა წავსულიყავით კლუბში. ჯერ მიას დავეხმარე ტანსაცმლის შერჩევაში. ულამაზესი იყო წითელი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა და მის უნიკალურ ფორმებს, უფრო კარგად აჩენდა.შემდეგ ჩემთან წავედით. მე უბრალო შავი კომიბინიზონი ჩავიცვი და ამავე ფერის მაღლები. მაკიაჟი არ გამიკეთებია. უბრალოდ კონტური გადავისვი ტუჩზე. რამოდენიმეჯერ კი უნდოდა, ეთქვა მიას ჩემს ჩაცმასთან დაკავშვირებით, მაგრამ გაახსენდა რაზეც შევთანხმდით და გაჩუმდა. ცოტახანში, მიას ბექამ დაურეკა ჩამოდითო.კარი ჩავკეტეთ და წავედით. -ვაუუ გოგოებო რაფორმაშიხართ-თქვა და გადამკოცნა. -ბექუნ როგორ მომენატრე -ვუთხარი და გადავეხვიე. -მერე ეგრე უნდა გოგო დავიწყება?-მითხრა მოჩვენებით წყენით. -ჩემი სამსახურის გადამკიდე კიდე კარგად ვარ -ვუთხარი და უკან ადგილი დავიკავე. კლუბში მალევე მივედით. როგორც კი შევედი საშინელი თამბაქოს და ალკოჰოლის სუნი შემომეგება.როგორც გავიგე ეს კლუბი ბექას ძმაკაცის ყოფილა. ბექა და მია წინ მიდიოდნენ მე უკან მივყვებოდი თან გარემოს ვზვერავდი. მალე ერთ-ერთ მაგიდასთან მივედით ,სადაც კიდევ ხუთი ადამიანი იჯდა. -მია,ბელა,გაიცანით ესენი ჩემი მეგობრები არიან.სანდრო-მიმითითა ქერათმიან ბიჭზე. ალექსი -ესეც ქერათმიანი იყო. ქეთა,ლენა და დემეტრე. ყველას გავუღიმე მაგრამ დემეტრეს როცა შევხედე ადგილზე გავშეშდი. ხო, ზუსტად ის თავხედი დემეტრე იყო ჩემი უფროსის შვილი.დავინახე როგორ ირონიული ღიმილით მიყურებდა. -სასიამოვნოა-ვთქვი და მიას გვერძე დავჯექი. აი ესღა მაკლდა სრულ ბედნიერებათ.თან როგორ ურცხვად მომშტერებოდა. -აბა გოგოებო რასდალევთ?-გვკითხა სანდრომ და გაგვიღიმა. -მე მარტინს-უთხრავ მიამ. -შენ ბელა?-ახლა მე მომიბრუნდა სანდრო. -მე ფორთოხლის წვენს.-ვუთხარი და გავუღიმე -ჰოო ჩვენი ბელა სასმელს არ ეკარება-თქვა ბექამ და თვალი ჩამიკრა. -რაიყო ბელუს ცუდი სიმთვრალეგაქ?-მითხრა დემეტრემ და თვალებში მომაშტერდა. -ჯერ ერთი ბელუს არა,ბელა. და მერე მეორე ახალ გაცნობილის კვალობაზე ბევრს ტლიკინებ-ვუთხარი და სწერვულად გავუღიმე. -ოჰოო,პატარა ქალბატონს ენაც ქონია.რავიცი სახლში არ გეტყობოდა -მითხრა დემეტრემ. -მოიცადე ,სად სახლში რახდება?-მკითხა მიამ და დაბნეულმა გამომხედა. დემეტრე აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ გავაწყვეტინე. -დემეტრეს სახლში ვმუშაობ დამავიწყდა თქმა. -აჰაა გასაგებია. მალე ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს.კარგი ხასიათები ქონდა ყველას.სიმართლე გითხრათ დემეტრეც თბილი იყო თავის მეგობრებთან. ცოტახანში ჩვენს მაგიდასთან ვიღაც ბიჭი მოვიდა და საცეკვაოდ გამიწვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.